Category Archives: პოსტ–მეტალი

***

რაღაც მეეჭვება რაღაც სიახლე ვთქვა, მოკლედ როდესაც ვმუშაობ, ვთამაშობ ან უბრალოდ დავძვრები ნეტში, მუსიკას ვუსმენ, ხშირად შემიმჩნევია რომ ჩემი ხასიათიც იმის მიხედვით იცვლება თუ რა მუსიკა იქნება. ალბათ ბევრი ჩემი კარგი პოსტი დაწერილა სხვადასხვა მუსიკის ზეგავლენით.

მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ასეთ დროს რაიმე ახალი მუსიკის გამოვლენაა, როგორც წესი როდესაც ტვინი რაიმე სხვა საქმით არის დაკავებული, მხოლოდ ცუდ მუსიკას ამჩნევს, ნაცნობს უბრალოდ ატარებ, მაგრამ  აი კარგი ახალი ჯგუფის აღმოჩენა განსაკუთრებით მიხარია ხოლმე, დღესაც ერთი ასეთი ჯგუფი ვნახე. 

Swallow the Ocean -საკაიფო უპრეტენზიო პოსტ-მეტალ ჯგუფია, პრინციპში ეს დამოკიდებულია იმაზე გევასება თუ არა ეს ჟანრი მაგრამ რამდენიმე გამორჩეული სიმღერა ნამდვილად აქვს.. 
თავიდან ცოტა მძიმედ კი იწყება მაგრამ მისამღერთან ერთად საკაიფო გამოვიდა…

“ათი სიმღერა”

ჩემი 2012

28 თებერვალს წლის შეჯამება რბილად რომ ვთქვა არაადეკვატურობაა, ალბათ არ გაგიკვირდებათ ისიც რომ ვთქვა ეს  ეს გაცილებით დიდი ხნის წინ ჩავიფიქრე, , უბრალოდ  ბლოგერებისთვის და საერთოდ “მწერლებისთვის” ნაცნობ სიტუაციაში ჩავვარდი,  ბლოგის დასაწერად  რაღაც ზებუნებრივ ნიშანს ველოდებოდი , ასე გავიდა მთელი იანვარი, თებერვალი და თებერვლის ბოლო დღეს როდესაც ეს   ეს ნიშანი როდეაც  არ გამოჩნდა, საკუთარ თავს ძალას ვატან და ვაჯამებ 2012 წელს.


2012 წელი სხვანაირი წელი იყო, არა იმიტომ რომ ჩემს ცხოვრებაში პირველად ხელისუფლების მომხრე გავხდი  ან იმიტომ რომ რაიმე განსაკუთრებული რაღაცეები მოხდა, არა იმიტომ რომ სტუდენტობის პერიოდში მახსოვს ძალაუნებურად ჩემს თავს რაღაც ათწლიანი ეპოქა დავუწესე რომლის მერეც, “სხვა ცხოვრება” უნდა დაწყებულიყო,  ჩემს სამეგობრობს ერთი ისტორია გვაქვს, 2003 წლის ზაფხულში, ქობულეთში  ჩემი უახლოესი მეგობარი ვახო 18 წლის ასაკში როგორც აბამდა 27 წლის გოგოს, ნუ თავად ისტორია სისულელეა და პრინციპში სასაცილოც არ არის, უბრალოდ მთელი ამ წლების განმავლობაში, 27 წელი რაღაც ნიშნულად ჩანდა რომლის იქეთ აღარაფერი აღარ მოხდება. 

რა დასამალია, მე იმ ადამიანის კატეგორიას მივეკუთვნები რომლებსაც საკმაოდ დიდი ეგო აქვთ, შესაძლოა ეს არის მიზეზი რის გამოც ჩემთან ურთიერთობა  საკმაოდ რთულია, ერთხელ  ჩემმა ერთ-ერთმმა მეგობარმა გოგომ მითხრა რომ არა ცინიკური დამოკიდებულება შენივე თავის მიმართ ალბათ ვერავინ აგიტანდაო,  რას მოვაყოლე ეს, 27 წელზე და ცხოვრების დასასრულზე ვსაუბრობდი,  დაბადების დღეები ძალიან მიყვარს, მიყვარს როდესაც მილოცავენ, და თუნდა ვიცოდე რომ ეს უბრალოდ მოვალეობის მოხდაა ან სხვა რამე არ აქვს მნიშვნელობა, მეც მიხარია.  21 აგვისტოს როდესაც 27 წლის გავხდი და აღმოვაჩინე რომ პრინციპში ცხოვრებას ახლა ვიწყებ, სრულიად ისევე მაქვს გეგმები როგორც მქონდა ადრე, უკვე პრინციპში იმისიც მჯერა რომ ცხოვრება, ღმერთმა(ებმა)  დამიფაროს და 40 წლის  და 50 წლის ასაკის მერეც გრძელდება. 

პირად ცხოვრებაში სიტუაცია კიდევ უფრო უცნაურად იყო, მთელი წლის განმავლობაში მარტო არ ვყოფილვარ, იყო რამდენიმე გოგო რომელთანაც მქონდა ურთიერთობა კლასიკური სცენარით, გაცნობა, დამეგობრება, ურთიერთობა და ბოლოს დაშორება, თან რაც მთავარია ასევე კლასიკური მიზეზით, ვერავინ შეძლო აეტანა ჩემი რაღაცნაირი ცინიკური დამოკიდებულება, არა ამას იმიტომ არ ვამბობ რომ ეს ცინიზმი რაღაც პოსტმოდერნული ტრენდია რომელსაც ყველა მოინტელექტუალო ტიპი უნდა მიყვებოდეს, გაგანდობთ საიდუმლოდ, ამ ტიპების დიდი ნაწილი ცინიკურიც და ცივიც თუ რაც ქვია, ეგეთები უფრო სიტუაციიდან გამომდინარე არიან და სულაც არ არიან წინააღმდეგი ურთიერტობების როგორც ასეთი.

წლის ბოლოსკენ,  ჯერჯერობით ყველაზე გამორჩეული და განსხვავებული ურთიერთობა მქონდა, ქეთი უცნაურად გამოჩნდა, იმ პერიოდში ახალ დამთავრებული მქონდა ურთიერთობა და სიმართლე რომ ვთქვა დიდად არ მსურდა ახალი ურთიერთობა მაგრამ ქეთი გამორჩეული გახდა, პირველ რიგში აქაც ჩემი ეგოა  დამნაშავე,  ძალიან გამიკვირდა გოგო რომელიც პრინციპულად არ მიმატებდა ფეისბუკზე, ლამის გასაუბრება გავიარე სანამ დამიმატა, ქეთისთან ვცადე ის რასაც პრინციპულად ვეწინააღმდეგები, ის რაზე არაერთი ჩემი მეგობარი მახსრად ამიგდია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ეს ყველაფერი რაღაცნაირად მეც მომწონდა ოღონდ მხოლოდ ორი თვე,  ორი ძალიან კარგი თვე გავატარე ქეთისთან, ჩვენ  კარგად ვეწყობოდით ერთმანეთს, რაღაცნაირად ვავსებდით,  ახლაც კარგი მეგობრები ვართ, უბრალოდ რაღაც მომენტში ორივე მივხდით რომ ალბათ სჯობდა დასრულებულიყო მანამდე ეს ყველაფერი კრიზისში გადაიზრდებოდა, 31 დეკემბერს დავასრულეთ და ახალ წელს უკვე სინგლის სტატუსით შევხდი,  მოდი ვიქნები ბანალური და ვიტყვი რომ ქეთის წარმატება მართლა ძალიან გამიხარდება და მინდა მას ისეთი ცხოვრება ჰქონდეს როგორზეც ოცნებობს.

მეორე მხრივ  არის რაღაცეები რომელზეც ჩემი მოსაზრება გამიმტკიცდა,  მაგალითად მივხდი რომ არ მეგულება ისეთი წარუმატებელი ადამიანები როგორიც ჩემი დაქორწილებულ/გათხოვილი მეგობრები არიან, ალბათ აქაც ცნობილი თეორია, გაიზრდები და მიხვდები მუშაობს.  

2013 წელს რას ველოდები? უკვე ორი თვე გავიდა და წესით კონტურები უკვე გამოიკვეთა, პირველ რიგში ალბათ დროა მივხედო ჯანმრთელობას და უნდა გავხდე, გავაგრძელო მიტოვებული სწავლა და  დროზე ადგომა ვისწავლო, ახლაც მახსენდება, ჩემი ერთ ერთი უფროსი მეგობრის სიტყვები, რომელიც ირონიის ზომიერი დოზით გამომიცხადა რო  ქართულ მემარცხენეობას 5 პრობლემა აქვს და მეხუთზე ადგილზე შენი დროზე ადგომაო. 

არამგონია წელს შევიცვალო, ისევ საკუთარ თავზე შეყვარებული მემარცხენე რადიკალი ვიქნები რომელიც აკრიტიკებს  და დასცინის ცუდი სიტყვაა, ცინიკურად უდგება ყველაფერს, მათ შორის პირველ რიგში საკუთარ თავს.

2012 წელი ჩემთვის ამ სიმღერის და კონცერტის გარეშე არაფერია .



ეს პოსტი კი ამ სიმღერის ფონზე დაიწერა და განწყობაც ამ სიმღერის შესაფერისი იყო.


10 სიმღერა

  • 1998 წელს  13 წლის პატარა ბათუმელი ბიჭი ვიყავი რომელსაც რელიგიური კრიზისი ჰქონდა(ვერაფრით ხვდებოდა რატომ იყო გაყოფილი მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიები(ვიცი ბავშვობაში იდიოტური აზრები მაწუხებდა)). ჰქონდა კითხვები და საოცრად მიამიტური აზრები,  მუსიკა მეორეხარისხოვანი იყო მის ცხოვრებაში. მაგრამ პლასებოს გამოჩენამ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამე შეცვალა,  დღემდე არ დამავიწყდება ემოცია, რომელიც განვიცადე მაშინ, მომღერალი  რომელიც ძალიან ჰგავდა ქალს მაგრამ ქალი არ იყო,  ჯადოსნური ხმა და ანდროგენულიი  სტილი .  დღეს იმ პატარა ბიჭთან აღარაფერი მაკავშირებს მაგრამ ის ემოცია ისევ დარჩა.placebo-pure morning

  • დეპეშები, სოციალიზმის, ათეიზმის და კომპიუტერული თამაშებთან ერთად  მერე ალბათ ჩემი ყველაზე რეალური  სიყვარულია, ბათუმში დეპეშ მოუდის ფანი იმ ბედნიერ 1999–2000 იანების დასაწყისში არც ისე ბევრი ადამიანი იყო, სწორედ ამიტომაც ხშირად ვისმენდი ჩემი უახლოესი მეგობრების საეჭვო ხუმრობებს რომ მე დეპეშები ფულს მიხდიან ამ ჯგუფის პიარში. ასეა თუ ისეა never let me down again იყო და არის დეპეშების ჩემი საყვარელი სიმღერა.  
  • სტუდენტობამ ჩემში რამდენიმე ცვლილება გამოიწვია, რატომღაც ყველა რეგიონიდან ჩამოსულ სტუდენტს ჰგონია რომ ყველაფერი ცუდი მხოლოდ იქ ხდება სადაც თვითონ ცხოვრობს და თბილისში ყველაფერი სხვანაირად იქნება, ასე იყო ჩემთვისაც მაგრამ მალევე მივხდი რომ იდეაში არაფერი არ იცვლება, არ ვიცი ეს იმის ბრალი იყო რომ მაღლივში ვსწავლობდი თუ ჩემი მაგრამ ფაქტია სტუდენტობას დიდი არაფერი არ შეუცვლია. მხოლოდ აღმოვაჩინე muse და მისი sunburn დიდი ხნის განმავლობაში ჩემი მობილურის ზარად გადაიქცა(გინდათ, საყვარელი მუსიკა აქციოთ საძულველად??? იდეალური მეთოდია)
  • სტუდენტობას ლაითი სასიყვარულო ისტორიები  მოსდევს   , არ დავიწყებ ზღაპრების მოყოლას და ჩემს შემთხვევაში ძირითადად ტრაგიკული(ამ პერიოდს ფროიდისტურად ვივიწყებ). იმ პერიოდში ეს სიმღერა  აკვიატებული მქონდა და მეგონა რომ ამით გოგოებს შევაბამდი (ხომ გეუბნებით ვივიწყებ იმ პერიოდს თქო) reamonn -supergirl
  • სტუდენტობის მერე, ჩემს ცხოვებაში პირველი სამსახურის პერიოდი დადგა, ვერ წარმომედგინა რომ პირველი სამსახური არა მარაზმული საბანკო სექტორი იქნებოდა, არამედ ტელეკომპანია რუსთავი 2 და გადაცემა ბიზნეს–კურიერი. დღეს ალბათ ვნანობ იმას რომ კონფლიქტის გამო საკუთარი ნებით წამოვედი ტელევიზიიდან მაგრამ მაშინ ეს ნაბიჯი სწორი მეგონა marilyn manson -tainted love

  • ყველას ცხოვრებაში იყო  ცუდი სამსახური რომელსაც ვერ იტანდა ან იქნება გულს ნუ გაიტეხთ.  ჩემი  ჯოჯოხეთი,  მანქანების იმპორტიორი კომპანია კავკასიისავტოიმპორტი აღმოჩნდა. იდიოტი შეფები, საოცრად ერთფეროვანი და უინტერესო სტაფი(ერთი ორი გამონაკლისის გარდა)  და ეს ყველაფერი  შეხამებული წარმოუდგენელად უინტერესო საქმიანობით–სხვაგვარად როგორი შეიძლება იყოს მანქანების ნაწილების შესყიდვა და მათი ტრანსპორტიების უზრუნველყოფა, არ ვიცი ეგებ ჩემი ბოროტი ცინიზმის(რის გამოც პერმამენტურად მიბრაზდებიან მეგობრები) მიზეზი ეს პერიოდია 😀  cult of luna- leave me here
  • დაახლოებით იმ პერიოდში ჩნდება ჩემს ცხოვრებაში მარქსისზმი, საოცარია მაგრამ ის ჩნდება ერთი ლიბერალის მეშვეობით, რომელსაც რუსი მარქსისტის–ალექსანდრე ტარასოვის რომელიღაც სტატია გამომიგზავნა. ნამეტანი ირონიულია ცხოვრება . neurosis -under the surface 
  • დღეს, ჩემს ერთ ლევაკ მეგობარს ველაპარაკებოდი და უცებ მივხდი რომ ქართველი მემარცხენების დიდი ნაწილი ისეთ მუსიკას ვუსმენთ რომ იდეაში ამ მუსიკით ოპტიმიზმი ნამეტანი ძვირი ფუფუნებაა…არ შეიძლება ხალხი რომლებიც სუიციდურ დეტ მეტალს, ან პოს–მეტალს უსმენდეს იყოს ოპტიმისტები, მაგრამ არაოპტიმისტი სოციალისტი 2012 წელს განწირულია.  nocturnal depression-join me with suicide
  • ლენინი წერდა “კომუნიზმი, საბჭოთა წყობილება პლუს ელექტრიფიკაციაა”.   დღეს მგონი კომუნიზმი ეს განწირული კაცია რომელი ხრამში იჩეხება და მაინც ცდილობს ამოსვლას, კომუნიზმის უმცროსი ძმა, სოციალ–დემოკრატია კი დაბერებული ახალგაზრდაა რომელსაც ბრძოლა აღარ შეუძლია. თანამედროვე სოციალ–დემოკრატიის ყველაზე დიდი შეცდომა ეს თავდაცვითი სტრატეგიაა, სანამ ჩვენ თავს ვიცავთ და ვცდილობთ ჩვენი მონაპოვარი დავიცვათ მანამდე ვართ კონსერვატორები რომლებიც აფერხებენ “კაპიტალიზმის ” განვითარებას, ალტერნატივა მხოლოდ სრულყოფილი განვითარების გზაა, დაბრუნება საწყისებთან . amenra- aorte 
  • დიდი ხანია მეუბნებიან  გაიზრდები და მიხვდები რომ ასაკთან ერთად აუცილებლად უნდა გახდე უსახური და უპრინციპოო, უნდა გყავდეს ოჯახი და შვილები, ლაბრადორი და იპოთეკა. ალაჰის და სხვა არარსებული ღმერთების წყალობით ჯერჯერობით ვახერხებ, ამ ყოველდღიური მარამზმის მოგერიებას და ვიცი რომ უბრალოდ უნდა გავიღვიძო. rosetta -wake

p.s ვიცი ლევანი(აბაშიძე) ამას მაინც მეტყვის მაგრამ მართლა მადლობა იმისთვის რომ ძნ ბევრი კარგი მუსიკა აღმომაჩენინე, (“ჩათრევას ჩაყოლა სჯობიას” კლასიკური მაგალითი)