Category Archives: პოსტ-წუწუნიზმი

არასოდეს არ მეგონა..

  • არასოდეს არ მეგონა ცხოვრება თუ 27 წლის   შემდგომ გრძელდებოდა და ხალხს რაღაცის იმედი ისევ ექნებოდათ , ზეგ 28 წლის ვხდები.
  • არასოდეს მეგონა რომ ხელისუფლების ხმარდამჭერი ვიქნებოდი, მართალია ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობ რომ ჩემს მხარდაჭერაშო ბზარი შეიტანოს, მაგრამ ცდუნებას ჯერჯერობით ვუძლებ.
  • არასოდეს მეგონა რომ ჩემს სამეგობროში ყველაზე უფროსი წევრი ვიქნებოდი, არადა ახლა ჩემს პარტიულ სამეგობროში ლამის ყველაზე უფროსი ვარ, ახალგაზრდულ ფრთას ვგულისხმობ, არადა ადრე ყველგან ყველაზე უმცროსი ვიყავი.
  • არასოდეს არ მეგონა რომ ჩემი სტუდენტობის დროინდელი შეყვარებული გასუქდებოდა, როდესაც ვხდებოდით მაშინ ჩემს გემომვებაზე უფრო გამხდარი იყო, არადა მე როგორც ჩემი ძმაკაცი იძახის ოსვენციმიდან გამოქცეულები მომწონს,  ერთი დადებითი აქვს, ახლა საკაიფო მკერდი გაუჩნდა, სამწუხაროდ ეს დამატებითი ოპცია ჩემს დროს არ ჰქონდა და ან ახლა რაში მჭირდება. 
  • არასოდეს მეგონა რომ რამშტაინზე მძიმე მუსიკა არსებობს, ახლა უბრალოდ მძიმე მუსიკის თემა მახალისებს.
  • არასოდეს მეგონა რომ ჩემი უახლოესი ძმაკაცები სტუდენტებიდან არა გაგი და დათო(იაპონკა) არამედ ვახო და ლევანი იქნებოდა, ვახო და ლევანი კარგი მეგობრები მეგონა მაშინ, არადა სტუდენტობის შემდგომ 7 წელი გავიდა და ისევ უახლოესი ძმაკაცები ვართ.
  • არასოდეს მეგონა რომ 27 წლის ასაკში, ზოგჯერ გამაღიზიანებული ცინიკოსობის ფონზეც კი ესეთი ემო პოსტების მუღამი შემრჩებოდა, არადა შემრჩა.

მხოლოდ საქართველოში

ვერ ვიტანდი და ვერ ვიტან, ინტერნეტ სისულელეს მხოლოდ საქართველოში, სხვას რომ თავი დავანებოთ(იმას რომ ბევრი სისულელეა, ყურიდან მოთრეული და ასე შემდგომ) უდიდესი ნაწილი უბრალოდ ადამიანურია…


მაგრამ,
არსებობს ერთი კატეგორია, ხალხის, რომლებიც  ადასტურებენ რომ რაღაცეები ჩვენთანაც შეიძლება იყოს გამორჩეული, მხოლოდ ჩვენთან, საქართველოში, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, მაკლერები რომლებიც ამით ცხოვრობენ და პრინციპში არცთუ ურიგო თანხას ღებულობენ.  ოფიციალურად გიკიდებენ ერთ ადგილზე და ამ ყველაფერში სამ პროცენტს ღებულობენ. რაც მთავარია,  აქეთ უნდა დაურეკო და ეხვეწო რამდენიმე ასეული დოლარის პონტი მაქვს შენთვის და მომხედეო.

5 ივნისი

მოკლედ,  დღეს “დიდი დღე” იყო.  დიდი იმიტომ რომ ჩემი მშობილური პარტიის სოც-დეკების მეორე ყრილობა გაიმართა და ასევე გადავწყვიტე რაღაცეების შეცვლა ჩემს ყოველდღირობაში.

სოც-დეკების მეორე ყრილობა დიდი ხანია იგეგმება, ჯერ შარშან დეკემბერში გვინდოდა, შემდგომ თებერვალში, მერე მაისში და საბოლოოდ 5 ივნისს გადაწყდა, მართალია ნუმერაციით ყრილობას ნომერი ორი ჰქონდა მაგრამ ალბათ პირველიც თავისუფლად  შეიძლება გეწოდებინა,   რადგანაც პირველი შორეულ 2010 წელში იყო და დღევანდელი პარტიის დიდი ნაწილი მასში არ მონაწილეობდა(მათ შორის მეც, მე მალევე სექტემბერში შევუერთდი) და დღეს უკვე ფართოდ გაიშალა და ბევრი რამე გაირკვა, მე პოლიტსაბჭოში ამირჩიეს, მართალია პრინციპში მეგონა აღმასკომშიც ვიქნებოდი მაგრამ როგორც ჩანს რადგანაც ბოლო დღეები არ ვყოფილვარ(ჩემი ძმის ქორწილი იყო) ბანალურად დავავიწყდი, ნუ არაორგანიზებულობა სამწუხაროდ ჩვენი პარტიის ორგანული ნაწილია.

დიდი გამოწვევები გვაქვს, სოციალური სახელმწიფოს აშენებაში მონაწილეობის მიღება, ოდესმე ხომ უნდა მოხდეს ისე რომ სოციალური სახელმწიფოს აშენებაში, ისეთი ხალხი იღებდეს მონაწილეობას რომლებსაც სჯერათ ამ იდეის, ასევე თავად პარტიის განახლება, ადაპტირება ახალ რეალობასთან, ბევრი სრულიად უსარგებლო ხალხის მომზღვავებასთან გამკლვავებას და ასე შემდგომ.

მეორეს მხრივ,  დღეს ბევრ რამეს დავუსვი წერტილი და ოფიციალურად დავიწყე პრობლემების მოგვარება. პრაქტიკაში იმისთვის რომ  რაღაცეები გავაკეთო, საჯარო პირობების დადებას უნდა მივმართო,  ასეთია ჩემი გეგმები უახლოეს პერიოდშ :

  • წონის დაკლება, პრინციპში ეს დიდი ხანია მწიფდება მაგრამ თავი ვერაფრით ვერ მოვაბი. ხოდა ახლა ამის დროა, დასაკლები ძალიან ბევრია, იმდენად ბევრი რომ ზუსტ ციფრს ახლა არ დავწერ. (თუ რატომ მგონი ახსნა არ სჭირდება მაგრამ მაინც ავხსნი, პირველი მომბზერდა ის სტერეოტიპი რომელიც მსუქან ტიპებზე არსებობს, სრული ანტიპოდი ვარ იმის, მეორე ასე ბევრად მეტი გოგო მეყოლება(პრინციპში ახლაც არ მაქვს ეს პრობლემა მაგრამ მე ხომ ვიცი) მესამე მიზეზი ბანალურად ჯანმრთელობა, მეოთხე სამწუხარო რეალობაა, მაგრამ გამხდარი ხალხი ბევრად უფრო მეტ წარმატებად აღწევს ამა თუ იმ სფეროში) 
  • ორგანიზებულობის პრობლემის მოგვარება, ესეც დიდი ხანია მიტრიალებს თავში და ამასაც თავი ვერ მოვაბი, ძალიან ბევრ დროს ვკარგავ არაეფექტურად და ეს დაუშვებელია. ბევრი რამეა გასაკეთებელი და უბრალოდ ვეღარ ვნახულობ გაპრავებას თუ რატომ არ ვაკეთებ. შედეგად დღეს მაგალითად უბრალოდ დავავიწყდი და საერთოდ არ ჩამსვეს აღმასკომში.
  • ადამიანური ბინის მოძებნა, სამწუხაროდ ჩემი ბურჟუა ბაითის პატრონმა მაუწყა რომ ბინა მაქვს მოსაძებნი და სხვა რა დამრჩენია, რამე კარგი ბინა ვნახო, ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რათქმაუნდა გირაოთი.
  • დასვენების დაგეგმვა, ზუსტად არ ვიცი რამდენი წელია არ დამისვენია ზაფხულში, რადგანაც მე როგორც თბილისში მყოფ ბათუმელს არ მიმართლებს და ზაფხულში ბათუმში მიწევს წასვლა, რაც დასვენება კი არა უბრალოდ, მშობლიურ ქალაქში დაბრუნებაა, ბათუმი კი არის ჩემი მშობლიური ქალაქი მაგრამ სულ უფრო მეტად ხდება ჩემტვის გაუცხოებული მაგრამ მაინც მშობლიური ქალაქი, შედეგად ვერაფრით ვისვენებ და ვრჩები უპონტოდ და ჯანმრთელობასაც ვერანაირი ხეირი.
  • ცოტა მეტი სისტემურობის მიცემა იმაზე თუ როგორ ვერთობი, ალბათ სჯობს ვაღიარო რომ გეიმერი ვარ და ეს უიმედოა , უბრალოდ უნდა მოვახერხო ისეთი დროის მოძებნა რომ ამან არ მომიტანოს უკუშედეგი.
  • ბლოგზე ხშირად წერა, ბოლო პერიოდის ავმუშავდი მაგრამ კიდევ უფრო მეტია საჭირო.
  • მეტი მუშაობა საკუთარ თავზე. პირველ რიგში გადადებული წიგნების მთელი პლეადის წაკითხვა.
  • სასწავლად წასვლა უცხოეთში, უბრალოდ მოვიდა ამის დრო,.

ცუდი იდეები

მოდით ვიყოთ გულწრფელები, ყველა ჩვენთაგანი ვაკეთებთ იმას რაც თავიდანვე ცუდ იდეად მიგვაჩნია, შეიძლება იმიტომ რომ ასე გვისწორდება, ან უბრალოდ ბანალურად გვჯერა რომ ერთხელ მაინც მოიტანს კოკა წყალს, ასე მაგალითად ახლა, რიგით მეოცეჯერ გავათენე ღამე უკანასნკნელ  სამ წელიწადში იმ იმედით რომ გამოვიძინებ… არადა ცუდი იდეაა… მაშ ასე ჩემი ცუდი იდეების კრებული

  • ღამის გათენება იმ იმედით რომ ასე გადავეჩვევი  ღამეების უკონტროლო თენებას,, ე,ი ამ მეთოდის მუღამი ისაა რომ ათენებ ღამეს, მერე წვები ნორმალურ დროს და უბრუნდები ადამიანურ გრაფიკს. პრაქტიკაში სადღაც შუადღეზე გეძინება მკვდარივით და კიდევ უფრო გერევა გრაფიკი.
  • თავიდანვე ცუდ იდეად მივიჩნიე როდესაც, დეიდაჩემმა ბებიაჩემს ფეისბუკის ხმარება ასწავლა, ნუ ის ფაქტი რომ 70 წლის ქალი ფეისბუკის სწავლას იწყებს, პრინციპში არაა ცუდი მაგრამ როგორც სკეპტიკოსს შეეფერება, მომავალში დავინახე ყველა ის შესაძლო საფრთხეები რომელიც შეიძლება მოჰყოლოდა  “მრავალი თაობის გამზრდელი პედაგოგის” და ამასთავანევ პოეტი ბებიას კომენტებს, რაც  ჩემზე ბევრად უფრო არაადეკვატურ ტიპსაც შეაშინებდა და ჩემი შიშები რა გასაკვირი აღმოჩნდა. პრაქტიკაში მე გადავურჩი საფრთხეს მაგრამ ჩემები ვერა, მათ სახლში კომპიუტერში მოცილე გამოუჩნდათ, რომელსაც ვერაფრით არწმუნებ რომ 10 წუთი კი არა უკვე 3 საათია ზის.
  • როდესაც ფეისბუკში ერთ-ერთი ჩემი ფრენდის მოწერილი წერილი ვნახე რომელიც მთავაზობდა, საქართველოს გადარჩენის მისეულ გეგმას, ნამდვილად შემეძლო არ მიმეჩნია ძნ სახალისოდ და შეხვედრაზე არ დავთანხმებულიყავი, იმიტომ რომ მთელი მუღამი მსგავსი ღადაობის, 10 წუთში იწურება, საბოლოოდ კი სიგიჟის 3 საათი გრჩება.
  • ძალიან ძალიან ცუდი იდეა იყო, ზღვაზე წასვლა ვიღაც გოგოს გამო დღის ორ საათზე, ჯერ ერთი თუნდაც იმიტომ რომ არც ერთ გოგოსთან არაფერი არ ღირს, ისეთ დამწვრობად როგორიც მე მივიღე და კიდევ ერთხელ დავადასტურე, ბათუმელები თუნდაც თბილისში ძალიან დიდ ხანს მცხოვრებები ზღვაზე არ დადიან და არც უნდა იარონ ..
  • ძალიან ცუდი იდეა იყო 2000 იანების გარიჟრაჟზე, გლდანის რომელიღაც მიკროში წასვლა საქმის გასარჩევად, თან მხოლოდ ერთი ძმაკაცის იმედზე, მაგრამ კიდევ უფრო ცუდი იდეა იყო გლდანის რაზბორკის მშვიდობიანას დასრულების შემდგომ  ვაზისუბანში წასვლა, გეგონებოდა xp მომემატა, საქმის გარჩევების, ხოდა  არ ვიცი რისი იმედი მქონდა, ან რომელიც ბრუს ლი მე ვიყავი ან კიდევ ისტორიული ქართველი რომ ერთი ათზე(ნუ ჩვენს შემთხვევაში 2,5 კაცი) მეჩხუბა, შედეგები ჩემთვის არც ისეთი მწარე, მაგრამ გიორგის მუდამ ემახსოვრება..
  • სტუდენტობისას,  როდესაც  წვიმიან ღამეს  დაქალმა შემთავაზა სახლში ტაქსით გაგიყვანო, შემეძლო თანხმობა მეთქვა,   მითუმეტეს სახლამდე 6-7 კმ იყო და ფული არ მქონდა. მაგრამ არა, როგორ ვიკადრებდი და რაღაც ამოუცნობის გამო  მაშინ გამო უარი ვთქვი. შედეგად რამდენიმე დღე ჩაწოლა მომიწია
  • როდესაც გაგი გაბრიჭიძემ შემომთავაზა ექსკურსიაზე წასვლა, შემეძლო გამერკვია, მართლა მოდიოდა თუ არა ის გოგო ვის გამოც მივდიოდი იქ, როდესაც გაირკვა რომ არ მიდიოდა, დავრჩენილიყავი თბილისში და არ წავსულიყავი “გ” ჯგუფის (დიდი სიყვარულის ნიშნად  ინსაიდერულად გეებს ვეძახდით) ექსკურსიაზე სადაც 40 კაცი ერთმანეთს იცნობდა  და ვიღაც 4 სტრანნი ტიპი(მე და გაგი და ჩვენი ორი ჯგუფელი)  ახლდათ თან. შედეგად არ მაწყენდა ღვინო და არ ექნებოდა, მკვდარი ისტორიების დიდოსტატს კიდევ ერთი სრულიად არასასაცილო ისტორია მოსაყოლი.
  • რომელიღაც წელს, დილით სირბილის და ტრენაჟორებზე სიარულის გადაწყვეტილება, არაფერი ისეტი, რათქმაუნდა არ მირბენია და არც დიდხანც მივლია ფიტნესზე  მაგრამ ფინანსურად ძნ ძვირადღირებული იდეა კი აღმოჩნდა…
  • თმების გაზრდის იდეა(ვისაც თმა არ გაცვენია, ვერ მიხვდება რას ნიშნავს ეს)   კი ვიცოდი რომ ვმელოტდებოდი მაგრამ იმედი ბოლოს კვდებაო, შედეგად ყველაზე ამაზრზენი ფოტოები რაც კი გადამიღია და ბებიაჩემის მიერ შერქმეული “ბოცორია” 

*****

              რამდენიმე დღის წინ საბედისწერო გადაწყევტილება მივიღე, დილით ადრე ადგომა გადავწყვიტე.  ფაქტია, დედამიწაზე მცხოვრებლების  დიდი ნაწილი ესე იქცევა და რთულია იმის უარყოფაც რომ  დედამიწა ბრუნავს, ხოდა აღმოჩნდა რომ იმ სისულეელებს შორის რომელიც მრავლად გამიკეთებია, თამამად შემიძლია ესეც შევიტანო, რას ნიშნავს დილით ადგომა? ჯერ მეცხრეზე, ჩემი მეგობრის ოთარას, დილის გადაცემის ყურებას და ოთარას იუმორზე, ცინიზმე თუ უბრალოდ ოთარიზმებზე კაიფი, კომპიუტერის თამაში და სადღაც 2-3 საათზე აღმოჩენა რომ აღარაფერი გაქვს საქმე.

მოკლედ, რთულად მაქვს საქმე. რეალური პრობლემები მიმაკლდა 😦

ჩემი 2012

28 თებერვალს წლის შეჯამება რბილად რომ ვთქვა არაადეკვატურობაა, ალბათ არ გაგიკვირდებათ ისიც რომ ვთქვა ეს  ეს გაცილებით დიდი ხნის წინ ჩავიფიქრე, , უბრალოდ  ბლოგერებისთვის და საერთოდ “მწერლებისთვის” ნაცნობ სიტუაციაში ჩავვარდი,  ბლოგის დასაწერად  რაღაც ზებუნებრივ ნიშანს ველოდებოდი , ასე გავიდა მთელი იანვარი, თებერვალი და თებერვლის ბოლო დღეს როდესაც ეს   ეს ნიშანი როდეაც  არ გამოჩნდა, საკუთარ თავს ძალას ვატან და ვაჯამებ 2012 წელს.


2012 წელი სხვანაირი წელი იყო, არა იმიტომ რომ ჩემს ცხოვრებაში პირველად ხელისუფლების მომხრე გავხდი  ან იმიტომ რომ რაიმე განსაკუთრებული რაღაცეები მოხდა, არა იმიტომ რომ სტუდენტობის პერიოდში მახსოვს ძალაუნებურად ჩემს თავს რაღაც ათწლიანი ეპოქა დავუწესე რომლის მერეც, “სხვა ცხოვრება” უნდა დაწყებულიყო,  ჩემს სამეგობრობს ერთი ისტორია გვაქვს, 2003 წლის ზაფხულში, ქობულეთში  ჩემი უახლოესი მეგობარი ვახო 18 წლის ასაკში როგორც აბამდა 27 წლის გოგოს, ნუ თავად ისტორია სისულელეა და პრინციპში სასაცილოც არ არის, უბრალოდ მთელი ამ წლების განმავლობაში, 27 წელი რაღაც ნიშნულად ჩანდა რომლის იქეთ აღარაფერი აღარ მოხდება. 

რა დასამალია, მე იმ ადამიანის კატეგორიას მივეკუთვნები რომლებსაც საკმაოდ დიდი ეგო აქვთ, შესაძლოა ეს არის მიზეზი რის გამოც ჩემთან ურთიერთობა  საკმაოდ რთულია, ერთხელ  ჩემმა ერთ-ერთმმა მეგობარმა გოგომ მითხრა რომ არა ცინიკური დამოკიდებულება შენივე თავის მიმართ ალბათ ვერავინ აგიტანდაო,  რას მოვაყოლე ეს, 27 წელზე და ცხოვრების დასასრულზე ვსაუბრობდი,  დაბადების დღეები ძალიან მიყვარს, მიყვარს როდესაც მილოცავენ, და თუნდა ვიცოდე რომ ეს უბრალოდ მოვალეობის მოხდაა ან სხვა რამე არ აქვს მნიშვნელობა, მეც მიხარია.  21 აგვისტოს როდესაც 27 წლის გავხდი და აღმოვაჩინე რომ პრინციპში ცხოვრებას ახლა ვიწყებ, სრულიად ისევე მაქვს გეგმები როგორც მქონდა ადრე, უკვე პრინციპში იმისიც მჯერა რომ ცხოვრება, ღმერთმა(ებმა)  დამიფაროს და 40 წლის  და 50 წლის ასაკის მერეც გრძელდება. 

პირად ცხოვრებაში სიტუაცია კიდევ უფრო უცნაურად იყო, მთელი წლის განმავლობაში მარტო არ ვყოფილვარ, იყო რამდენიმე გოგო რომელთანაც მქონდა ურთიერთობა კლასიკური სცენარით, გაცნობა, დამეგობრება, ურთიერთობა და ბოლოს დაშორება, თან რაც მთავარია ასევე კლასიკური მიზეზით, ვერავინ შეძლო აეტანა ჩემი რაღაცნაირი ცინიკური დამოკიდებულება, არა ამას იმიტომ არ ვამბობ რომ ეს ცინიზმი რაღაც პოსტმოდერნული ტრენდია რომელსაც ყველა მოინტელექტუალო ტიპი უნდა მიყვებოდეს, გაგანდობთ საიდუმლოდ, ამ ტიპების დიდი ნაწილი ცინიკურიც და ცივიც თუ რაც ქვია, ეგეთები უფრო სიტუაციიდან გამომდინარე არიან და სულაც არ არიან წინააღმდეგი ურთიერტობების როგორც ასეთი.

წლის ბოლოსკენ,  ჯერჯერობით ყველაზე გამორჩეული და განსხვავებული ურთიერთობა მქონდა, ქეთი უცნაურად გამოჩნდა, იმ პერიოდში ახალ დამთავრებული მქონდა ურთიერთობა და სიმართლე რომ ვთქვა დიდად არ მსურდა ახალი ურთიერთობა მაგრამ ქეთი გამორჩეული გახდა, პირველ რიგში აქაც ჩემი ეგოა  დამნაშავე,  ძალიან გამიკვირდა გოგო რომელიც პრინციპულად არ მიმატებდა ფეისბუკზე, ლამის გასაუბრება გავიარე სანამ დამიმატა, ქეთისთან ვცადე ის რასაც პრინციპულად ვეწინააღმდეგები, ის რაზე არაერთი ჩემი მეგობარი მახსრად ამიგდია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ეს ყველაფერი რაღაცნაირად მეც მომწონდა ოღონდ მხოლოდ ორი თვე,  ორი ძალიან კარგი თვე გავატარე ქეთისთან, ჩვენ  კარგად ვეწყობოდით ერთმანეთს, რაღაცნაირად ვავსებდით,  ახლაც კარგი მეგობრები ვართ, უბრალოდ რაღაც მომენტში ორივე მივხდით რომ ალბათ სჯობდა დასრულებულიყო მანამდე ეს ყველაფერი კრიზისში გადაიზრდებოდა, 31 დეკემბერს დავასრულეთ და ახალ წელს უკვე სინგლის სტატუსით შევხდი,  მოდი ვიქნები ბანალური და ვიტყვი რომ ქეთის წარმატება მართლა ძალიან გამიხარდება და მინდა მას ისეთი ცხოვრება ჰქონდეს როგორზეც ოცნებობს.

მეორე მხრივ  არის რაღაცეები რომელზეც ჩემი მოსაზრება გამიმტკიცდა,  მაგალითად მივხდი რომ არ მეგულება ისეთი წარუმატებელი ადამიანები როგორიც ჩემი დაქორწილებულ/გათხოვილი მეგობრები არიან, ალბათ აქაც ცნობილი თეორია, გაიზრდები და მიხვდები მუშაობს.  

2013 წელს რას ველოდები? უკვე ორი თვე გავიდა და წესით კონტურები უკვე გამოიკვეთა, პირველ რიგში ალბათ დროა მივხედო ჯანმრთელობას და უნდა გავხდე, გავაგრძელო მიტოვებული სწავლა და  დროზე ადგომა ვისწავლო, ახლაც მახსენდება, ჩემი ერთ ერთი უფროსი მეგობრის სიტყვები, რომელიც ირონიის ზომიერი დოზით გამომიცხადა რო  ქართულ მემარცხენეობას 5 პრობლემა აქვს და მეხუთზე ადგილზე შენი დროზე ადგომაო. 

არამგონია წელს შევიცვალო, ისევ საკუთარ თავზე შეყვარებული მემარცხენე რადიკალი ვიქნები რომელიც აკრიტიკებს  და დასცინის ცუდი სიტყვაა, ცინიკურად უდგება ყველაფერს, მათ შორის პირველ რიგში საკუთარ თავს.

2012 წელი ჩემთვის ამ სიმღერის და კონცერტის გარეშე არაფერია .



ეს პოსტი კი ამ სიმღერის ფონზე დაიწერა და განწყობაც ამ სიმღერის შესაფერისი იყო.