Category Archives: რეალური პოლიტიკა

მეუფეს ახალი პარტია

ერთ–ერთმა მეუფემ შესაძლოა, საქართველოში ახალი პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბოს. აღნიშნულის შესახებ „Front News”–ს მომავალი გაერთიანების – „მეუფის პარტიის” საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ლექტორმა დავით ამაშუკელმა განუცხადა. http://www.frontnews.ge/?action=news_read&npid=19566&lang=geo
ჩემი ღრმა რწმენით,  ეს დიდი შეცდომა იქნება რომელსაც დაუშვებს ქართული ეკლესია, პირველ რიგში იმიტომ, რომ საკმარისია, სამღვდელოების ხშირი  გამოჩენა ტელევიზორში, რომ კარგად ჩანს  სამღვდელოების  არცთუ შთამბეჭდავი განათლება ისედაც არც ისე აღსაფრთოვანებელი საშუალო სტატისტიკური განათლები მქონე    ქართველების ფონზე, შედეგად. მათი ხშირი გამოჩენა წინაპირობა გახდება   მითური რეიტინგის  დაცემის.
ქართული ეკლესიის მაღალი  რეიტინგი საიდუმლოება  მის უმოქმებოდაშია და იმ პოტენციურ სიძლიერეშია რომელიც მას აქვს, რაღაცით ბირთვულ არსენალს ჰგავს რომელიც აქვს დიდ ქვეყნებს, საკმარისია მოქმედება დაიწყოს რომ ყველაფერი პანტა პუნტად ქრება.

პ.ს მთელი სულით და გულით მხარს ვუჭერს აღნიშნულ ინიციატივას, თუნდაც იმიტომ რომ სისულელეზე მონოპოლიას წაართმევენ პოლიტისტებლიშმენტის დიდ ნაწილს.

მართალი ხალხი

როგორც ყველას მეც ბევრი რამე მაღიზიანებს, ქართული ქალაქური მუსიკა, ხალხი რომელიც მარშუტკაში ამოდის და 40 გრადუს სიცხეში მხოლოდ იმიტომ ჯდება ფანჯარასთან რომ დახუროს და “ობიქტივისტ”-“მართალი” ხალხი.

არ ვიცი დაკვირვებულხართ თუ არა მაგრამ ჩვენს ირგვლიც ძალიან ბევრი მართალი ხალხია, აი ტიპები რომლებიც ახერხებენ და სულ მართლები იყვნენ, იქნება ეს პოლიტიკური სიტუაცია თუ უბრალოდ ცხოვრებისეული მომენტები.

რადგანაც ცხოვრებისუელი ჩემთვის და ჩემი ბლოგისთვის უინტერესო თემაა ამიტომ უფრო პოლიტიკურ განზომილებაზე ვილაპარაკებ, ვერაფრით ვერ ვხდები როგორ შეიძლება ადამიანი  10 მიმდინარე მოვლენის დროს ყოველთვის იმის მხარეს იყო რომელიც მართალია.  ყველაფერს სხვას რომ თავი დავანებოთ, ძალიან ხშირად უბრალოდ  ძალიან რთული განსასაზღვრია რომელი მხარეა  სინამდვილეში მართალი და რომელი მტყუანი, ან კიდევ ბევრ შემთხვევაში უბრალოდ ორივე მხარე მართალია თუ ამას კლასობრივად ან სხვადასხვა მეცნიერული ხედვის პრიზმიდან შევხედავთ. იმიტომ რომ არსებობს მემარცხენე და მემარჯვენე ხედვა, კონსერვატორული და ლიბერალური და ასე შემდგომ.

მე მგონია ამის პრობლემა უფრო ისაა რომ 21 საუკუნეში ძნ დიდი პრობლემემებია მოსახლოების პოლიტიკაში ჩართულობასთან დაკავშირებით, ხდება ტრადიციული პარტიების რღვევა და რაც მთავარია როდესაც ხალხს არ აქვს გამოკვეთილი პოზიციები და ყოველთვის “მართალ” მხარეს დგას ის ამით ხაზს უსვამს რომ “იმ სიბინძურეში” რომელიც პოლიტიკაში ხდება, თვითონ განზე დგას და მუდმივად აფიქსირებს საკუთარ ნეიტრალურობა.

ხოლო ვის აწყობს ეს და რათქმაუნდა მმართველ კლასს, სხვა თუ არაფერი როდესაც პოლიტიკა ‘ბინძური ხალხის”  საქმეა და იქმნება სიტუაცია როდესაც მხოლოდ ელიტურ ჯგუფებს შეუძლიათ მონაწილეობა ამ სიბინძურეში და ჩვეულებრივი ხალხი უარს ამბობს ამ “წუმპეში” მონაწილეობაზე,  მაშინ პოლიტიკაში მუდმივად რჩება ის  ხალხი რომელიც როგორც წესი არავის არ მოგვწონს.

ქრისტიანობა, სოციალიზმი, პიარი

ათი დღეა ვირტუალურ სივრცეში ახალი გასართობი გამოჩნდა , ყველა ვისაც არ შეეზარა ქართველი სოციალისტების მართლმადიდებლური ძირის ძებნა დაიწყეს,  საბოლოოდ  როგორც აღმოჩნდა დეკლარირებული ათეისტი სოციალისტები, სინამდვილეში  პრაგმატული მართლმადიდებლები და პატრიარქის გავლენის აგენტები ყოფილან. ახალგაზრდა ცინიკოსების მიზანი არა ახალი სოციალისტური რევოლუციაა ან თუნდაც ქართული კაპიტალიზმისთვის ადამიანური სახის მიცემა ყოფილა , არამედ გაცილებით უფრო დიადი და მნიშვნელოვანი,  ეს მიზანი სხვა არაფერია  თუ არა ახალი თეოკრატიული საქართველო სადაც ეკლესიის მეშვეობით ცინიკოსმა, პრაგმატულმა,  ათეისტმა სოციალისტებმა   უნდა მართონ საქართველო.
როგორც იქნა გაგვშიფრეს, მეგონა ამას ვერავინ ვერ შეძლებდა, ჩემი 11 წლიანი ათეისტური ოდისეა ერთის ხელის მოსმით დაანგრიეს და გამშიფრეს როგორც პატრიარქის და მართლმადიდებლურ მშობელთა კავშირის “ინტელექტუალური” ფრთა.
მეტსაც გეტყვით, სინამდვილეში ეს ყველაფერი კარგად დაგეგმილი კონსპირაცია იყო  რომელსაც სათავე 1980 იანი წლების მეორე ნახევარში და 1990 იანი წლების პირველ ნახევარში ჩაეყარა საფუძველი, პატრიარქის პირადი დავალებით შეირჩა ყრმების პირველი თაობა რომლის მიზანი იქნებოდა ათეისტად და სოციალისტებად აღზრდა რათა წლების შემდგომ მათ ერთი ხელის მოსმით დაენგრიათ დიდი რუდუნებით ნაშენი ქართული ლიბერალური ციტადელი.არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით რომ  ეს პროცესი აქტიურად ფინანსდებოდა მოსკოვიდან და ყოველდღიურად რაპორტები პირდაპირ ლუბიანკაზე, კაგებეს და შემდგომში ფეესბეს ოფისში მიდიოდა.
ეს ყველაფერი იდეალურად განხორციელდებოდა რომ არა ქართული სახელმწიფოებრიობის და ლიბერალიზმის სადარაჯოზე მდგარი ვაჟკაცები და დედაკაცები, მათმა მახვილმა მზერამ  მალე გაშიფრა დიდი სოციალისტურ-მართლმადიდებლური კონსპირაცია და ერთი ხელის მოსმით დაანგრია ფეესბეს და პატრიარქის რუდუნებით ნაშენი ბოროტების იმპერია.
ეს არის ყველაფერი რაც ითქვა და ასევე ის რაც არ ითქვა მაგრამ ჩემი “მეგობრების” გულებში დევს და მე მათივე მეთოდით, ანუ მათ მაგივრად ვთქვი ის რასაც ისინი ფიქრობენ. ჩვენთან ხომ მისაღებია “აზრის ციტირება” ისე მოახდინო რომ მთლიანად დაუკარგო მას პირვანდელი სახე.
ახლა რაც შეეხება სოციალიზმის და ქრისტიანობის მიმართებას, მე ვაპირებ ვიყო პოლიტიკაში, იმიტომ რომ მაინტერესებს ეს სფერო და აშკარად მაქვს იმის პოტენციალი რომ ქართულ პოლიტიკაში მე და ჩემმა მეგობრებმა რაღაც  სიახლე შევიტანოთ, იქნება ეს რეალური სოციალისტური იდეები თუ უბრალოდ არაპიარზე გათვლილი მოქმედებები. მე ათეისტი ვარ და ვაპირებ თუ ვინმეს დააინტერესებს ჩემი რელიგიური თუ ფილოსოფიური შეხედულებები  საჯაროდ დავაფიქსირო  რომ სწორედაც  ათეისტი ვარ და მიუხედავადა ამ პოზიციის არაპოპულარობისა  მას ბოლომდე დავიცავ.
რაც შეეხება ჩემს მიმართებას საერთოდ ქრისტიანობასთან, როგორც ათეისტს არ დავმალავ და ძალიან სიღრმისეული, სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს რელიგიასთან, მათ შორის ქრისტიანობასთან, მაგრამ არ მაქვს არანაირი პრობლემა რელიგიურ ადამიანებთან.   შეიძლება არაპოპულარული მესიჯია  მაგრამ სწორედ ეს არის ერთ-ერთი იმათთაგანი  რაც ჩემნაირმა ახალგაზრდებმა შეიძლება შესთავაზოს საზოგადოებას. ჩვენ არ ვმალავთ ჩვენს შეხედულებებს და საკუთარ პოზიციებს არ ვიცვლით ქარის მიმართულების მიხედვით.

ქრისტიანული სოციალიზმი ისეთივე ნაწილი უნდა გახდეს სოციალისტური მოძრაობის როგორიც არის სხვაგან იქნება ეს გერმანული სოციალ-დემოკრატიული პარტიის ქრისტიანული ფრთა თუ სამხრეთ ამერიკული განსავისუფლების თეოლოგიის მსგავსი.

განსაკუთრებით სასაცილო აღმოჩნდა კრიტიკა რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა სოციალისტები როგორ ხართ ქრისტიანების გვერდით, ხოლო თუ უფრო ახლო ხედიდან დავაკვირდებით აღმოჩნდება რომ საუბარია იმაზე თუ როგორ ვიტანთ სოციალისტები ნებისმიერი განსხვავებული აზრის მქონე ხალხს, ჩვენთან ხომ ნორმაა ნებისმიერ უმნიშვნელო პრობლემაზე პარტია სამ ნაწილად გაიყოს და შემდგომ ერთმანეთი საჯაროს ლანძღოს, ნორმალურ პოლიტიკაში რომლისკენაც ჩვენ ვისწრაფვით განსხავებული აზრი არა პრობლემაა არამედ რეალური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია და სწორედ ის ნაწილია რომელიც ასე აკლია ჩვენს საჯარო სივრცეს.
კიდევ ერთი თუ ვინმე გეტყვით რომ ნიკუშა მარქსი პინგვინად გარდაისახა და ახლა ანტარქდიდაზე მიდის ბუდიზმის საქადაგოდ, კარგად დაფიქრდით ხომ არ არის  ამ ნათქვამში რაიმე  უცნაური და ეს ყველაფერი ხომ არ გაქვს ძალიან ცუდ პიარს, მით უმეტეს თუ ნიკუშა მარქს ან ნებისმიერ ადამიანს რომელსაც რაიმეს აბრალებენ თავად იცნობთ  და მცირე ეჭვი მაინც გაქვთ იმასთან დაკავშირებით ადამიანი ერთ დღეში პინგვინად როგორ გარდაისახაო,  ერთია ადამიანი რომელიც საკუთარი ინტერესების გამო ავრცელებს ჭორებს თუ იგონებს ფაქტებს მაგრამ მეორეა თავად ადამიანი რომელიც ნებისმიერი სისულელეს ყოველგვარი კრიტიკის გარეშე ღებულობს.