Category Archives: რეკლამა

ერთი რეკლამის შესახებ

         ყოველთვის მაოცებდნენ ქართველი კრეატივშიკები, განსაკუთრებით  სარეკლამო სფეროში მოღვაწენი ,  გარდა იმისა რომ მათი პროდუქციის დიდი ნაწილი ბანალურად მოპარულია, ხოლო რაც არ არის მოპარული უბრალოდ ნაგავია, მიუხედავად ამისა  მათ საკუთარ თავზე  განსაკუთრებულად დიდი წარმოდგენა აქვთ,  თითქოს სხვისი მოფიქრებულის მოპარვას დიდი ნიჭი სჭირდება. სწორედ ამ განსაკუთრებული ხალხის ერთ ახალ პროდუქს ეძღვნება ჩემი ახალი პოსტი.

        სარეკლამო ბაზარზე განსაკუთრებით  საბანკო სექტორი გამოირჩევა,მიზეზიც გასაგებია  საქართველოში ხომ რეალურად მხოლოდ საბანკო სექტორი არსებობს რომელიც საკაიფო ფულს იხდის კრეატივში(თუნდაც მოპარულში).სწორედ ქართული საბანკო სექტორის თანაფლაგმანის თიბისი ბანკის რეკლამამ მიიპყრო ჩემი ყურადღება.

        თიბისი ბანკის ბოლო რეკლამა არაფრით გამორჩეული არ არის სხვებისგან,რეკლამის სუბიექტი- აქაც ახალი ქართული ბურჟუაზიაა, ჩვენთან ხომ სხვა ხალხი  არ არსებობს,   მაგრამ  სხვაობა მაინც არის,  პირველად ჩვენს სარეკლამო სფეროში და საერთოდ ტელევიზიაში ადამიანის გაუცხოეებაა ნაჩვენები, ანუ ის პროცესი როდესაც ყოველდღიური რუტინა კლავს ადამიანში არსებულ ყველანაირ პოზიტიურს, ადამიანურს, 10 იოდი წამში ჩვენ გაუცხოების წამალსაც ვხედავთ ახალი სესხი  მოკლედ კლასიკური ჰეფი ენდი. თან სიუპრიზად ლატარეაც თამაშდება.
       
       მთელი ირონია სწორედ რეკლამის დასრულების შემდგომ იწყება, ჯერ დავიწყოთ რეკლამის სუბიექტებით, დიდი ალბათობით  მათი სამსახური სწორედ რომ “თიბისი ბანკია”, ამაზე მიუთითებს  ჩაცმულობიდან დაწყებული სახლში  გვიან მისვლით დამთავრებული ყველაფერ.  გაუცხოებაც რაც არ უნდა სამწუხარო იყოს  მათი სამსახურიდან გამომდინარეობს, ანუ დღეში 10-12 საათიანი სამუშაო დღიდან, შაბათ-კვირას სავალდებულო კორპორატივკებიდან, იდიოტი უფროსებიდან(ნუ ყველა უფროის ხომ იდიოტიას კანონიდან გამომდინარე. 

       მაგრამ მთავარი კაიფი  მაინც გამოსავალია-პრობლემის მოსაგვარებლად ახალი სესხის აღება,  რათა შეიძინოთ ახალი მანქანა, ტელევიზორი ან ბინაში გააკეთოთ ახალი რემონტი.

ანუ :

1. გაქვთ სამსახურში პრობლემები??? დღეში 12 საათს მუშაობთ???? არსებობს გამოსავალი აიღეთ სესხი და იყიდეთ 6,7 პიქსელიანი ნოკიას მობილური და გამოუყენებელი მეხსიერება 6გბ დან 10 გბ გაზარდეთ. მართალია სამსახურში პრობლემები ისევ დარჩება და დღეში კვლავ 12 საათი იმუშავებთ მაგრამ ახალ მრავალფუნცქიური მობილური ხომ გექნებათ???
2. თქვენს უფროს ზუსტად 19:00 საათზე აუტყდება საქმის კეთება???(სახლში წასვლა არ უნდა, ცოლი არ აძლევს) ან ყელში ამოგივიდათ სავალდებულო კორპორატივკები??? გამოსავალი აქაც არსებობს, თიბის ბანკის სესხი რომლითაც ბინას გაარემონტებთ, მართალია სახლში ისევ გვიან მიხვალთ მაგრამ ახლა უკვე გარემონტებულში…
3. ყოველდღიურმა რუტინამ დაგღალათ??? აღარ გინდათ დილით ადრე ადგომა იმიტომ რომ ყველაფერი თავიდან მეორდება??? არის გამოსავალი, თიბისი ბანკის სესხი რომლითაც უცხოეთში წახვალთ დასასველებლად, თან შეგიძლიათ სესხითვე ფოტოკამერაც შეიძინოთ რომლითაც სურათებს გადაიღებთ და ფეისბუკზე ათობით ლაიკებს და თანამშრომლების “მიყვაააარხააარს” წაიკითხავთ.

          რაც მთავარია ყოველი ახალი სესხი კიდევ უფრო დიდხან გტოვებთ “თიბისი” ბანკში,  სესხს ერთი ცუდი თვისება აქვს, ღებულობთ სხვის ფულს დროებით და აბრუნებთ საკუთარ სამუდამოდ.