Category Archives: საბჭოთა კავშირი

ღია კარების მტვრევა

მეორე არხზე,  კვირაში რამდენიმეჯერ , ჩემს მეგობარს ზვიად ავალიანს, ძალიან კარგი პილიტიკური  გადაცემა მიჰყავს, ამ გადაცემის ფორმატი სრულიად იძლევა საშუალებას ნებისმიერი თემა ფართოდ გაიშალოს და  ჩემი უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად რომელიც ქართული ჟურნალისტიკის მიმართ გამაჩნია, ნამდვილი კარგი ჟურნალისტური ნამუშევარი დაიდოს,  ალბათ ეს ყველაფერი  იმიტომაც არის შესაძლებელი  რომ წამყვანის, ზვიადის  კვალიფიკია არ არის დამოკიდებული მის საეჭვო ღირსებებზე და უბრალოდ ჭკვიანი და განათლებული ადამიანის გადაცემაა.

გუშინაც ასეთი გადაცემა გამოვიდა, თემაც ძალიან საინტერესო იყო.  საბჭოთა

ჰანა არენდტის “ტოტალიტარიზმის წარმოშობის” ყდა

ტოტალიტარული სიმბოლიკის აკრძალვასთან დაკავშირებით არსებულ კანონში, ლევან ბერძენიშვილის და თამარ კორძაიას ცვლილებები, რომლის შედეგად კანონი, როგორც თავად ავტორები იძახიან ევროპულ კანონმდებლობასთან ოპტიმიზაციაში მოვიდა და როგორც აღმოჩნდა ეს ოპტიმიზაცია 1000 ლარიანი ჯარიმების და 15 დღიანი დაპატიმრებების დამატება ყოფილა, მოკლედ შევიდა ცვლილებები და ამ თემაზე სასაუბროდ რამდენიმე სტუმარი ვიყავით მიწვეული, მემარცხენე ფლანგს და ამ კანონის მოწინააღმდეგეების რიგებს, ქ-ნ მარინა მუსხელიშვილი, ნუკრი შოშიაშვილი და მე წარმოვადგენდით, ჩვენს ოპონენტად კი ამ კანონის ავტორი გია თორთლაძე და ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი ქ-ნ მანანა ნაჭყეპია წარმოადგენდა.

სხვათა შორის მინდა ვთქვა რომ ეს არ არის ჩემი პირველი დაპირისპირება გია თორთლაძესთან, აღნიშნულ თემაზე ორი წლის წინათაც გვქონდა დაპირისპირება, რომლის დროსაც ქართული ჟურნალისტიკის ერთ-ერთმა მეტრამ, ეკა ხოფერიამ მის სტილში გააკეთა გადაცემა აღნიშნულ თემაზე და საბოლოოდ ეს ალბათ იმით დარჩება ისტორიაში რომ პირველად მოხდა საჯარო სივრცეში ამდენი მემარცხენის ერთდროულად გამოჩენა, მართალია როგორც ვოლიერში არსებული უცხო ჯიშის გიჟების მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.

მოკლედ როგორც ორი წლის წინ, სიტუაცია ისევ განმეორდა, ჩემთვის და ეჭვი მაქვს უმრავლესობისთვის გაუგებარი დარჩა, ჯერ თავად 2011 წელს რაში დასჭირდა, გია თორთლაძეს ამ კანონის ინიცირება, ნუ ნაციონალურმა უმრავლესობამ რატომ მიიღო ეს გასაგებია, მაგრამ თავად წინა ხელისუფლებამ ეს კანონი ფაქტიურად უგუბელჰყო და ის მხოლოდ ქაღალდზე არსებულ სისულელედ დარჩა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ კანონს უკვე ამ უკანასნკნელი არჩევნების დროსაც უნდა ემოქმედა და საარჩევნო კომისიას უნდა გადაემოწმებინა, არჩევნებში მონაწილეების  პოლიტიკური წარსული, ემანდ როგორც ბატონი გია ამბობს ხომ არ ჰქონდა რომელიმე პოლიტიკურ კანდიდატს ყრმობის გარიჟრაჟზე რამე მიქარული და კავშირი, საბჭოთა და დღეს უკვე რუსულ სპეცსამსამსახურებთან.

სწორედ ასეთ დროს აღმოჩნდა რომ კანონი, არამხოლოდ არსებობს არამედ მასში ცვლილებებიც შედის და ახალ სუნთქვას ღებულობს,  კანონი რომლის ბუნდოვანი განმარტებები რბილად რომ ვთქვა 2013 წლის რეალიებს არ შეეფერება, ბუნდოვანების ახალი დოზით გამრავლფეროვნდა, თუ ადრე მხოლოდ საბჭოთა სიმბოლიკა იკრძალებოდა ახლა მას ტოტალიტარული სიმბოლიკების მიემატა, მოკლედ კანონი რომლის ამოქმედება მისი უაზრობის გამო წინა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ახლა კიდევ უფრო გაუგებარი გახდა და ახალ ხელისუფლებას გაუჩნდა საქმე.

გადაცემის დროს განსაკუთრებით საინტერესო, როგორც ყოველთვის ქ-ნ მარინას მსჯელობა აღმოჩნდა, რომელმაც პირდაპირ აღნიშნა რომ ეს კანონი დღეს აბსოლუტურად არარელევანტურია დღევანდელ რეალობასთან, მაგრამ შესაძლებელია მისი მორგება თანამედროვე რეალობასთან, პირველ რიგში ნაცმოძრაობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან, სხვა თუ არაფერი საბჭოთა წარსულთან ბრძოლის მთავარი წინაპირობა, კანონის ავტორების აზრით სწორედ რომ ისტორიული სამართლიანობის აღდგენაა, სწორედ აქ ბუნებრივად იბადება აზრი რომ  ახალი ხელისუფლება რომელიც ვერაფრით ახდებს, წინა ხელისუფლების დანაშაულებების გამოძიებას და რბილად რომ ვთქვა ვერ ახერხებს პრობლემების მოგვარებას, წინა ხელისუფლების სტილში იწყევს მოქმედებას და კვლავ იწყებს ღია კარების მტრევას, ბრძოლას საბჭოთა წარსულთან, მითუმეტეს როდესაც ამ საბჭოთა წარსულ დამცველები ან არ ჰყავენ ან ძალიან ღრმად მარგინალიზირებულები არიან.

რაღათქმაუნდა საბჭოთა წარსულს გააზრება სჭირდება,  მაგრამ ეს გააზრება ყველაზე მთავარ შეკითხვას ჰბადებს, რატომ ვებრძვით  საბჭოთა წარსულის გააზრებასთან დაკავშირებულ საკითხებს,  ზუსტად ისეთივე მეთოდოლოგიით როგორც ამას თავად საბჭოეთში აკეთებდნენ ?  თუ ჩვენი მიზანი ახალი თავისუფლად მოაზროვნე ახალი თაობის აღზრდაა, დაე მივცეთ მათ საშუალება, თავად გაერკვიონ იმაში თუ რა არის საბჭოთა კავშირი და რა ნაკლი თუ ღირსება ჰქონდა მას, თორემ ტოტალიტარიზმის საბჭოური ფორმის ჩანაცვლება რაღაც უფრო თანამედროვე პოსტ-მოდერნისტული ფორმებით სულაც არ არის დიდი მიღწევა.

უნდა არსებობდეს თუ არა ოკუპაციის მუზეუმი?

ოკუპაციის მუზეუმთან დაკავშირებით კურიოზული სიტუაციაა შექმნილი, ყოფილი ხელისუფლების მომხრეების, პატრიოტი  ჯიგრების(რუსოფობი  ჯიგრები)  და ლიბერტარიანულად მოაზროვნე ყმაწვილების ალიანსი ცდილობს, ოკუპაციის მუზეუმი დატოვოს იმ სახით როგორი სახითაც ის გააკეთა ძველმა “პატრიოტმა” ხელისუფლებამ, ხოლო პატრიოტი ჯიგრების მეორე ფლანგი(რუსეთუმეები) მოითხოვენ   მის გაუქმებას, ამ მეტნაკლებად კურიოზული სიტუაციაში იკარგება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი როგორიც არის,  საერთოდ  საჭიროა თუ არა საბჭოთა ისტორიის მუზეუმის არსებობა , როგორი სახე უნდა ჰქონდეს მას, რას უნდა  ემსახურებოდეს ის და სხვა მნიშნელოვანი შეკითხვები რომელიც ჩვენს ისტორიულ წარსულთა არის კავშირში.

დღეს როგორი სიტუაციაა, არსებობს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, რომელიც თავად სახელიდან გამომდინარე  უკვე  განგვისაზღვრავს, თუ როგორ უნდა მივუდგეთ საბჭოთა წარსულს და როგორ და რა  უნდა გავიაზროთ, ასევე რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმმა, მეორე ფუნქციაც უნდა შეასრულოს მას საბჭოთა წარსულზე აპელაციით ახლანდელი რუსეთთან მიმდინარე პროცესები უნდა აკონტროლოს.
ჩემი აზრით ოკუპაციის მუზეუმის გაუქმება კი არა მისი სახის შეცვლაა საჭირო, ჩვენ გვჭირდება, ჩვენი უახლოესი ისტორიის, საბჭოთა ისტორიის მუზეუმის არსებობა, რომელშიც გავიაზრებთ იმას თუ რა იყო საბჭოთა კავშირი და თავად გვექნება შესაძლებლობა, საკუთარი დასკვნები ვაკეთოთ და არა წინასწარ გვქონდეს განსაზღვრული თუ როგორ უნდა მივუდგეთ ჩვენს უახლოეს ისტორიას. 
რაც მთავარია, უნდა დასრულდეს, ესეთი საკითხების გამოყენება, დღევანდელი პოლიტიკური მიზნებისთვის, არ შეიძლება საბჭოთა წარსული იყოს ნეგატიური თუ ნეიტრალური იმის მიხედვით ვინ იქნება ხელისუფლებაში.

სტერეოტიპული საქართველო

სტერეოტიპები არსებობს მიუხედავად იმისა მოგვწონს თუ არა, მე სულაც არ მომწონს როდესაც თვლიან რომ რადგანაც მსუქანი ვარ, ამიტომაც უნდა მიყვარდეს ქეიფი, დალევა და ასე შემდეგ მაგრამ რა ვქნა სტატისტიკურად ჩემნაირი გარეგნობის ტიპების უმრავლესობა ასეთია და მე  მხოლოდ გაბრაზება მრჩება. მაგრამ ერთიც არის სტერეოტიპები ცვალებადია, აი როგორ და რატომ იცვლება ამას  ყველაზე ნაკლებად ექცევა ყურადღება, როგორც წესი რჩება ხოლმე მხოლოდ გაბრაზება,ან ნაგვიანები რეაქცია.

სტერეოტიპების ჩამოყალიბება ძირითადად დაკავშირებულია ეკონომიკურ ფაქტორებთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სხვა გარემოებები არ ახდენენ გავლენას  უბრალოდ მთავარი ფაქტორი მაინც ეკონომიკურია, მაგ საბჭოთა კავშირში არსებული სტერეოტიპი ქართველებზე დაკავშირებული იყო, იმ სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან  რომელიც ეკავა ქართველებს საბჭოთა კავშირში, მდიდარი აგრარული ქვეყანა რომლის მაცხოვრებლებს სხვა ანალოგიურ კლასებთან შედარებით საბჭოთა კავშირში გაცილებით მეტი შემოსავალი ჰქონდა აგროწარმოებული პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული,  რადგანაც საბჭოთა კავშირში “კარგ ტონად” არ ითვლებოდა დაგროვება(ხშირად ისჯებოდა კიდეც)  საშუალო სტატისტიკური ქართველს სხვა არაფერი რჩებოდა გარდა იმისა რომ მოპოვებული  ფული დაეხარჯათ სხვადასხვა გასართობებზე, ამიტომაც საბჭოეთში  ქართველები ასოცირებულები იყვნენ მიმინოს ტიპაჟთან და რა დასამალია და სრულიად არ სწყინდათ ჩვენი მამების თაობას ეს რეალობა.

საგულისხმოა მიმინოს მაგალითიც, სტერეოტიპები ყველაზე იდეალური საშუალება კარგი კინოპროდუქტის შესაქმნელად, რაც უფრო მეტად არის მთავარი გმირები მიახლოებული ამა თუ იმ კლასის წარმომადგენლის სტერეოტიპზე მით უფრო საინტერესოა და სასაცილოა ფილმი თუ განსაკუთრებით სერიალები. ავიღოთ ყველაზე წარმატებული ამერიკული სიტკომები, ყველაზე კარგ სერიალებში არსებული გმირები მიუხედავად სხვა რეალობისა ჩვენთვისაც ახლობელია და ასე თუ ისე ვხდებით მათ პრობლემებს, მართალია არსებობს გამონაკლისიც,  ეს თანამედროვე ქართული კინო და სერიალების წარმოებაა, სერიოზული სამეცნიერო კვლევა დაგჭირდებათ ისეთივე გმირები მოძებნოთ რეალობაში როგორიც ფილმებში და განსაკუთრებით  სერიალებშია, რატომღაც ჩვენთან კინომწარმოებლებს მიაჩნიათ რაც უფრო არანატურალური და მოგონილი გმირები იქნება მით უფრო კარგია ეს მაყურებლებისთვი, აღარაფერს ვამბობ კინოთი სერიოზულად დაინტერესებულ ხალხზე.

სტერეოტიპები ცვალებადი კატეგორიაა, მაგ სოციოლოგიის  კლასიკოსი მაქს ვებერი თავის მთავარ ნაშრომში პროტესტანტურ ეთიკას როგორც კაპიტალიზმის წამმართველ ეთიკას უპირისპირებს კონფუციანისტურს, როგორც ნიმუშს ჩამორჩენილობის და სტაგნაციის, მართლაც იმდროინდელი ჩინეთი, იაპონია და აღარაფერს ვამბობ სხვა პატარა ქვეყნებზე  ეკონომიკური ჩამორჩენილობის მაგალითს წარმოადგენდა, აი საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ კონფუციანისტური  ეთიკა  გადაიქცა შრომისმოყვარეობის და წარმატებულის ნიმუშად, მაგ ფილმში “up in the air” ჯორჯ კლუნის გმირი თავის სტაჟიორს ურჩევს რომ თვითმფრინავში გაფრენის წინ ყოველთვის აზიელების უკან დადგეს რადგანაც მათ იციან რომ ყოველი წუთი ფასეულია, ესეც ახალი თანამედროვე სტერეოტიპი.

საქართველოში ამ მხრივ განსაკუთრებული სიტუაცია, ადრე არსებული და დროში გამოცდილი სტერეოტიპები დღეს უკვე არააქტუალურია, აღარ არსებობს დიდი და მრისხანე ქვეყანა სადაც ჩვენი ნებისმიერი პროდუქცია გასაღდება და ჩვენ მისგან მიღებული დივიდენდებით  ვიგულავებთ მოსკოვში, რა დასამალია და ახალ თაობას უბრალოდ  აღარ გვსურს მამა-პაპებისგან დატოვებული სტერეოტიპები გადავიბაროთ, სხვა თუ არაფერი ტეხავს 21 საუკუნეში ისევ ძველი დავიტოვოთ მაგრამ აი ახალ სტერეოტიპებთან კი ძალიან ცუდი სიტუაციაა, ხელოვნურად შემქნილი სტერეოტიპები გრანტიჭამია ინტელექტუალების, ბლოგერი კაი ბიჭების თუ სხვა ჯერ ერთი იმდენად არააქტუალურია, რომ რთულია რეალობას მოარგო მერე მეორე მთელს ერზე მისი გავრცობა არარეალურია, ერთადერთ გამოსავალად ისევ დრო რჩება და იმის გარკვევა თუ როგორ სახელმწიფოს ავაშებენთ, შემდეგ სოციალ-ეკონომიკური პირობები აუცილებლად ჩამოაყალიბებს, ჩვენი 21 საუკუნის ქართველების სტერეოტიპს,  უბრალოდ აქ ჩნდება კითხვა მთავარი კითხვა მზად ვართ თუ არა ჩვენ მივიღოთ ეს სტერეოტიპები, დღევანდელი ეკონომიკური განვითარების ტენდენციიდან გამომდინარე ჩვენ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსამსახურე ერად უნდა ჩამოვყალიბდეთ, ამაში ცუდი არაფერია მაგრამ საკითხავია მზად ვართ თუ არა 20-30 წლის შემდგომ გადაღებულ ფილმებში ვალიკო მიზანდარი ტურისტებთან მომუშავე ტიპი მივიღოთ, ეს არის კითხვა რომელსაც უნდა გავცეთ პასუხი, დღევანდელ ინტელექტუალებს ნერვებში გვეშლება როდესაც პოსტ-საბჭოთა სივრცეში ისევ ძველი სტერეოტიპით მსჯელობენ ჩვენზე მაგრამ მზად ვართ თუ ახალი სტერეოტიპისთვის და როგორი უნდა იყოს ეს სტერეოტიპი,  ჩვენი თაობის მთავარი კითხვა სწორედ ეს უნდა იყოს.