Category Archives: საკუთარი თვალებით ვნახე

ინტერნეტის პოლიტიკური სლენგი

13. საკუთარი თვალებით ვნახე

სიტუაცია რომლის დროსაც მავანი ამტკიცებს რომ საკუთარი თვალით ნახა რაიმე ცუდი მოვლენა , როგორც წესი წინადადება იწყება მტკიცებით რომ  მან საკუთარი თვალით ნახა, თუ როგორ ტეხავდნენ მანქანას, კვლავდნენ კაცს, ირაკლი ღარიბაშვილის ბიძა ბუტკას როგორ აყაჩაღებდა და ასე შემდგომ, რაც მთავარია ეს მავანი დარწმუნებულია  რომ წინადადება რომელიც იწყება იმით რომ თავად მან ნახა უკვე იმის გარანტიაა რომ არავინ ეჭვს არ შეიტანს მის აუთენტურობაში. 

ექსპერტის შენიშვნა(ნიკუშა მარქსი)- რადიცია რომლის დროსა, მავანი საკუთარი თვალით ხედავდა რაღაც საშინელებას იმ პერიოდიდან მოდის როდესაც ქვეყანაშ ნათელი დადგა(2003 წლის მერე) და მოსახლოების დიდი ნაწილი ძველი ხელისუფლების მხარდამჭერი იყო, ამ პერიოდში დადგა აუცილებლობა, ისეთი რაიმეს მოფიქრების რაც ხალხში გააღვივებდა, ხელისუფლებისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას, სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა, თვიმხილველთა ახალი კასტა რომლებიც ამტკიცებდნენ რომ ძველი ხელისუფლების წონიანი წარმომადგენლებს ხედავდნენ ცუდ საქმიანობაში ჩართულებს, იქნებოდა ეს ქართული ენის დაღუპვის გეგმები თუ ეკლესიის დანგრევის გეგმების საჯარო განხილვა, მავან კონსერვატორ ჭორიკანებთან ერთად, ტრადიციამ დიდხან გასტანა მაგრამ სადღაც 2007 წლის მერე მივიწყებას მიეცა, მეორე სიცოცხლე ქართული ოცნების შემდგომ ჩაებერა როდესაც უცებ მეორე დღესვე გამოირკვა, რომ ათობით ნაცი ხედავდა, ქუჩაში დახოცილ ხალხს, გატეხილ მანქანებს, ძველ ბიჭებს და სხვა გაურკვეველ მოვლენებს, რომლებიც ცალსახად ნეგატიურ კონოტაციას ატარებდნენ.