Category Archives: საპატრიარქო

კომენტარი 17 მაისის აქციაზე

რამდენიმე დღის წინ ვივარაუდე რომ 17 მაისის აქცია მშვიდობიანად ჩაივლიდა, ამ თემაზე ჩემს ბლოგზე დავწერე მცირე პოსტი რომელშიც ვვარაუდობდი რომ აქცია გართულებების გარეშე დასრულდებოდა, მეც იგივე შეცდომა დავუშვი რასაც ძალიან ბევრი უშვებს ხოლმე როდესაც ჩვენს საზოგადოებაზე აფასებს, დავუშვი ალბათობა რომ ამ აქციის მხარეები ლოგიკურად ფიქრობენ და იმ  ფარგლებში იმოქმედებენ რომელიც ბოლო წლებში დამკვიდრდა ჩვენს ქვეყანაში.

შესაძლოა ცოტათი მიამიტი ვარ მაგრამ ვერ წარმომედგინა პოლიციამ რომელმაც სულ ახლახანს,  მცირერიცხოვანი სტუდენტური აქცია დაარბია იმიტომ რომ მოეჩვენა რაღაც არ არსებული ქუჩის გადაკეტვის მცდელობები,  დღეს საკუთარ სიმაღლეზე ვერ იდგებოდა, მითუმეტეს როდესაც საქმე ეხებოდა სიტუაციას რომელიც პირდაპირ მოქმედებს ჩვენი ქვეყნის იმიჯზე, განსხვავებით სტუდენტებისგან მათ რომლებიც არ რაპორტებს არ დაწერენ და არც დასავლეთში ადარდებთ დიდად თუ რას უზამდა ხელისუფლება ანტიკაპიტალისტურად განწყობილ სტუდენტებს  სულ სხვაა ელჯიბიტი თემი რომელიც საკუთარი მდგომარეობიდან გამომდინარე გაიწაფა მსგავსი მონაცემების გაგზავნაში იქ სადაც საჭიროა და რისი შიში ჩვენს ლიდერებს ბევრად მეტი აქვთ ვიდრე თავად ქართული საზოგადოების.

ასევე ვერ წარმომედგინა მრევლი და ეკლესია რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იტანდა იმ ყველაფერს რაც ქვეყანაში ხდებოდა, მთავარ პრობლემად რამდენიმე
ათეული ადამიანის შეკრებას ჩათვლიდა, არ ჯდებოდა ეს ლოგიკურ მოქმედებაში.

(c)ლიბერალი.გიორგი გოგუა

მაგრამ ყველაზე მთავარი ეს სულაც  არ ყოფილა, როგორც გამოვარკვიე  მთავარი აქციის შემდგომი რეაქციებია, ხელისუფლების და დღეს უკვე მთავარი ოპოზიციის, ყოფილი ხელისუფლების.  პირველები რბილად რომ ვთქვათ ძალიან ცუდად “აპრავებს” იმას რაც ხდებოდა ხოლო მეორეები კი ისევ რაღაც ეფესბეს მავნე ხელებს ხედავს ამ მოქმედებებში და ისევ აგრძელებს იმ მიმართულებას რაც წლების წინ აირჩიეს.

ცივ გონებაზე რომ განვსაჯოთ დღეს მთავარი პრობლემები ორი ინსტიტუტიდან გამომდინარეობს რომლებიც ნელნენა ემსგავსებიან კორპორაციებს რომლებსაც ძალიან მკაფიო და ჩამოყალიბებული საკუთარი ინტერესები, შეხედულებები და გეგმები გააჩნიათ, საუბარი მაქვს საპატრიარქოზე და პოლიციაზე.

მაგალითად პოლიცია დღეს თავად ირჩევს ხოლმე ვინ არის დასაჭერი, ვის აქვს უფლება ქუჩა გადაკეტოს და ძალიან კარგად სარგებლობს იმ სიტუაციით  რომელიც მას ხელისუფლების შეცვლის შემდგომ დარჩა, რაღაცით წააგავს მშობლებისგან გატუტუცებულ ბავშს რომელიც დიდხანიანი ავამდმყოფობიდან მორჩენის შემდგომაც სარგებლობს იმით რომ მშობლები ყველაფერში კვერს უკრავენ და უსრულებენ მის ახირებებებს,  ასეა დღეს ჩვენი პოლიციაც, ის სარგებლობს იმ იმიჯით რომელიც გულისმობს რომ  ჰიპოთეტურად ისევ ყოფილი ხელისუფლების ბასტიონია და ამიტომაც ახალი მენეჯმენტი რომელიც იქ მივიდა მას ყველა საქციელს გაუმართლებს და დაუყვავებს, ამასობაში კი იკარგება ის ფუნქცია რომელიც სინამდვილეში მას გააჩნია, წესრიგის დაცვის და დაწერილი კანონების აღსრულების.

თავის მხრივ საპატრიარქოს აგრძელებს თავის მოქმედებას, უფრო სწორად ჩემი აზრით უმოქმედებას, დიდი ხანია მრჩება შთაბეჭდილება რომ საპატრიარქოს მთელი სიძლიერე, მის რაღაცნაირ უმოქმედობაშია, მის უნარში არასოდეს არაფერი არ თქვას, არ ჰქონდეს პოზიცია და ყველამ რაღაცეები იგულისხმოს, თავად ეკლესიაში არსებულ  პრობლემებს რომელიც ნამდვილად არსებობს და თავად ეკლესიაც მეტნაკლებად აღიარებს ის თავის სასარგებლოდ იყენებდა,  ყველა პრობლემა რომელიც წარმოიშვებოდა საპატრიარქოში და შესაძლოა რაიმე გადაწყვეტას საჭიროებდა, ნაცვლად ამ პრობლემების მოგვარებისა  წინა ხელისუფლებასთან ალიანსსი  მარტივად აგვარებდა, ხელისუფლება ზრდიდა ფინანსურ თუ სხვა სახის დამხარებებს(ყბადაღებული ჯიპების თემა) .

შესაძლოა დადგა ის სიტუაცია როდესაც  ძალიან რთული იქნება საპატრიარქოს არ ჰქონდეს რეაქცია იმაზე რაც ხდება, არსებობს სიტუაცია  ნებისმიერ უმოქმედებას აქვს საზღვარი, თავად ეკლესიაში არსებული პრობლემები თუ ახლა არ გადაიჭრა შესაძლოა მისი გადაჭრა შემდგომში ბევრი უფრო რთული იყოს , მაგრამ სამწუხაროდ  ესეც დამოკიდებულია  იმაზე თუ როგორი რეაქცია ექნება ხელისუფლებას, თუ ის გააგრძელებს იმ   გზას რომელიც წინა ხელისუფლებამ შეიმუშავა, ანუ საპატრიარქოს მოთაფვლას რაღაც საჩუქრებით იმის სანაცვლოდ რომ საკუთარ წიაღში არსებული პრობლემები მიაჩუმათოს მაშინ ამ პრობლემების მოგვარება გადაიწევს შემდგომ კრიზისამდე, აი შემდგომი კრიზისი კი არ ვარ დარწმუნებული რომ ჩვენს სახელმწიფოს სჭირდება.

წერილის ბოლოს  ქართულ პუბლიცისტიკაში დამკვიდრებული ტრადიციით დავასრულებ, რომელიც დემოკრატიას რაღაც ნაბიჯების ერთობად წარმოიდგენს რომლის ბოლოში კარგი და დასავლური სახელმწიფოა, დღევანდელმა აქციამ კი დაამტკიცა რომ ეს ერთი ნაბიჯი არათუ ვერ გადავდგით, არამედ ალბათ რამდენიმეთი უკანაც კი დავიხიეთ.

მოსაზრებები საპატრიარქოს ახალ ინიციატივაზე

მოკლედ ვეცდები ჩამოვაყალიბო ჩემი პოზიცია ეკლესიის განცხადებასთან დაკავშირებით, ეს ინიციატივა დარჩება ინიციატივად და არანაირი კვალს არ დატოვებს ყოველდღიურობაში, თუ რატომ :

  • ეკლესიას ერთი ტრადიცია აქვს, ის არასოდეს არ ამბობს ისეთ ინიციატივას რომელსაც რაიმე პერსპექტივა აქვს, გაიხსენეთ ნებისმიერი ინიციატივები ბოლო პერიოდის და ამაში თავად დარწმუნებით. (სამეფო კარის აღდგენიდან დაწყებული, ქმრებისთვის ფეხების დაბანის ინიციატივით დამთავრებული)
  • აბორტის აკრძალვის თემა თავიდანვე განწირულია დამარცხებისთვის, ჩვენთან  მიუხედავად რელიგიურობის უჩვეულოდ მაღალი ხარისხისა, ასევე ძალიან მაღალია ფარისეველობის ხარისხი, რომელიც  საკუთარ თავში გულისხმობს იმას რომ  მიუხედავად ეკლესიის ძალიან დიდი ავტორიტეტისა ნებისმიერი მოწოდების გაგებას, როგორც რაღაც კეთილ ნებას რომელსაც მანამ შეიძლება იზიარებდე სანამ ეს შენ თავად არ შეგეხება.
  • ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტორია ისიც რომ მიუხედავად იმისა რომ აბორტი მართლად არცთუ სასიამოვნო პროცესია, ის სამწუხაროდ ისეთივე განუყოფელია ნაწილია ქართული რეალობის როგორც ბევრი სხვა სიმახინჯე(აბორტის მოწინააღმდგე არ ვარ, უბრალოდ ვთვლი რომ კონტრაცეფცია აუცილებელია) 
  • ეკლესიას ინსტიტუციონალურად სხვაგვარად არ შეუძლია,  მას  ხანდახან მაინც უნდა ჰქონდეს  რაიმეს  მიმართ პოზიცია და რაიმე ინიციტაცია  რომელიც მას წარმოაჩენს როგორც ცოცხალ ორგანიზმს  , ჩვენთან ეკლესია ძალიან უხასიათოდ აკეთებს მაგრამ ფაქტს ვერსად გაურბის და როდესაც რაიმე ინიციატივიას გამოთქვამს, მაქსიმალურად ცდილობს ის   ისე თქვას  რომ ეს პირდაპირ არ გავიგოთ და რაც მთავარია თავშიც არ გავივლოთ მისი განხორციელება ცხოვრებაში.
  • რაც მთავარია, ეკლესიამ კარგად იცის რომ მის ნებისმიერ ინიციატიას მეორე ასევე ნახევრად მითიური ორგანიზმი, სამოქალაქო საზოგადოება გამოეხმაურება და ატეხს, ვაი ვუშვიშს, რათქმაუნდა არც სამოქალაქო საზოგადოების ჟრიამულს აქვს რეალური კავშირი ყოველდღიურობასთან, მაგრამ შედეგი მიღწეული იქნება, ეკლესიაში არსებული რადიკალურ ფრთას ყოველთვის ეყოლება მითური მტერი რომელსაც დაბრალდება  “ინიციატივის ჩაგდება” ხოლო თავის მხრივ სამოქალაქო საზოგადოების თვითკმობაც გაგრძელდება, მხოლოდ მათმა გმირულმა შემართებამ გადაგვარჩინა. 

სახალხო დამცველმა რა ჰქმნა

საქართველოს საპატრიარქო სახალხო დამცველად თამარ გურჩიანის კანდიდატურას ეწინააღმდეგება.
როგორც „ექსპრესნიუსისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ საპატრიარქოს წარმომადგენელთა სახელით, კონსულტაციებზე სასულიერო აკადემიის ლექტორი მამა გიორგი ზვიადაძე მივიდა.

ხელისუფლების შეცვლის შემდგომ,  სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის საკითხი აქტიურად განიხილება, როგორც ცნობილია წინა დამცველი გიორგი ტუღუში,  საკუთარი ნებით აღმოჩნდა იდიოტურ მდგომარეობაში   როდესაც პატიმრების ვიდეოების გამომზეურების შემდგომ  ჩაძირულ გემს შეახტა და ძველი მთავრობის ახალი მინისტრი გახდა, შედეგად  რათქმაუნდა აღარავის გაჩენია სურვილი მისი წინა თანამდებობაზე დაბრუნების ან ახალ თანამდებობაზე დატოვების. დღეს კი კანდიდატია  მოსაძებნი. 

კანდიდატი რამდენიმეა: ლია მუხაშავრია, დიმიტრი ლორთქიფანიძე და თამარ გურჩიანი.  ლია მუხაშავრიას ვინ ლობირებს ნამდვილად ვერ გავიგე , გურჩიან ენჯეო სექტორი და ჩვენი ლიბერალების(ჩემი მეგობრების, მათ შორის არალიბერალი მეგობების დიდი ნაწილი) დიდი ნაწილი, მესამე კანდიდატი კი ყველაზე არაერთგვაროვან რეაქციებს იწვევს, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ადამიანი რომლის სახელსაც უკავშირდება, იდიოტური განცხადებების მთელი სერია, მაგრამ რა დასამალია, ჩვეულებრივი ხალხი(ყბადაღებული საშუალოსტატისტიკური ამომრჩეველი) და პატიმრების დიდი ნაწილი ამ ადამიანს უჭერს მხარს.
პირადად ჩემი პოზიცია კი ცოტა არ იყოს არაერთგვაროვანია,  უფრო ალბათ სხვების გავლენით გურჩიანს ვუჭერ მხარს მაგრამ ისიც უნდა ვთქვა  , რამდენი ვიდეოც არ ვნახე მისი(გურჩიანის საჯაროს)  გამოსვლების , მინდა სტანისლავსკივით დავიყვირო “არ მჯერა”, რადგანაც მისი გამოსვლების მიხედვით ზედმეტად უხერხემლო  ენჯეოშნიკს ვხედავ, რომელმაც კარგად იცის, დამკვიდრებული ლიბერალებისთვის მისაღები ენა, თითქმის არ აფიქსირებს ბევრ პოზიციაზე საკუთარ აზრს და რაღაც იურიდიული კაზუისტიკით ცდილობს ფონის გასვლას. საქართველოში სახალხო დამცველი ძნ აგრესიული პოლიტიკოსი უნდა იყოს, როგორიც იყო სოზარ სუბარი  , რომელიც შეიძლება მოგწონდეს მისი შემდგომი კარიერა მაგრამ უფრო არ უნდა მოგწონდეს მაგრამ როგორც დამცველი, საუკეთესო იყო. მაგრამ მეორე მხრივ ეს მთელი ენჯეოშნიკური ელიტის, მეგობრების და ძნ ბევრი პატივსაცემი ადამიანის რეკომენდაციებია. 

დიდი ხანია ვამტკიცებ რომ ჩვენთან, საპატრიარქო ყველაზე არაადეკვატური პოლიტიკური სუბიექტია, ჯერ იყო  სექტემბრის სტუდენტური აქციების დროს ფაქტიურად სისხლი გამოაცალა მოძრაობას როდესაც მოუწოდა აქციების შეწყვეტისკენ ,   მანამდეც არაერთი საეჭვო და რბილად რომ ვთქვა უცნაური გადაწყვეტილებები მიიღო და ახლაც აგრძელებს ტრადიციას, უპირისპირდება გურჩიან(თუ რათაქმაუნდა ეს ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა სწორია და არ წარმოადგენ უტკას) ხოდა, რისი მოლოდინი ჰქონდა საპატრიარქოს?  ფაქტია, საპატრიარქოს ხსენეაბზე, ქართველი ლიბერალები აუცილებლად გაგიჟდებიან და დაიწყებენ გურჩიანის დაცვას(ეჭვი მაქვს პოლ პოტზეც რომ თქვა ცუდიაო ლიბერალების ნაწილის პოზიცია მისი დაცვა იქნება) , კონსერვატორები კი რაღათქმაუნდა დაუპირისპირდებიან გურჩიანს. 

აქ ჩნდება კითხვა? ვის აწყობდა ეს ყველაფერი 🙂 შეგვიძლია ვივარაუდოთ, ვიფანტაზიოროთ, ვიკონსპირაციოთ მაგრამ ეს რომ ქართულ ოცნებას, ქართულ არასამთავრობო სექტორს და საერთოდ არავის არ არაფერში ჭირდებოდა ისიც ფაქტია.