Category Archives: სერიალი

5 ნაკლებად დაფასებული კომედიური სერიალი

ბავშვობაში ბებიაჩემის  სერიალების სიყვარული ჩემი ერთ–ერთი უსაყვარლესი საღლაბურცო თემა იყო . ახლაც არ დამავიწყდება ის  თუ როგორი გაკვირვებული ვუყურებდი როდესაც ბებიაჩემი მთელი ემოციებით განიცდიდა  გვადალუპეს ტრაგიკულ ბედს, როგორ თანაუგრძნობდა კასანდრას მის დაუვიწყარ თავგადასავალში და ასე შემდგომ. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება საბედნიეროდ და  ალბათ არის რაღაც ირონიის მარცვალი იმ ფაქტში,  რომ დღეს მეც სერიალის ნარკომანი ვარ, საგანგაშო რაოდენობის სერიალების ყურებას ისიც ემატება რომ ლამის ყველაფერს ვუყურებ, ნამდვილი სერიალის ნარკომანები მიხვდებიან თუ  რა გრძნობაა  ეს როდესაც ამთავრებ კარგ სერიალს და საყურებლად მხოლოდ ჩიფსების თაობა თუ გრჩება(რომლის ყურებას ისევ გვადალუპეს და კასანდრას დაუვიწყარი თავგადასავალი სჯობს) ,  ასეთ დროს ხშირად მომდომებია რაიმე სარჩევი  სერიალების რომლის ყურების დროს არ ჩაგეძინება ან  დროის დაკარგულობის შეგრძნება არ დაგრჩება.  დღეს კომედიური ჟანრის სერიალებს განვიხილავ

5. ადგილიJeeves and Wooster 
წელი–1990-1993
სეზონების რაოდენობა-4
imdb შეფასება-8,8
მსახიობები- ჰიუ ლორი, სტივენ ფრაი.


პელემ ვუდხაუზის მოთხრობების მიხედვით გადაღებული სერიალი 1930 იანი წლების “ოქროს თაობის” ინგლისისურ არისტოკრატიაზეა ეხება, ეს დაახლოებით ჰგავს ჩვენი მამების თაობის ბრეჟნევის ეპოქას როდესაც, დიდი იმპერიის დასასრულის დასაწყისია დაწყებული და ეს ეპოქა შემდგომი თაობებისთვის იმპერიული ტრფობის ნაწილია, მაგრამ სერიალზე ეს ნაკლებად აისახება, სერიალი ორი ინგლისელის ცხოვრებაზეა, არისტოკრატი  უსაქმურის ვუდსტერის(ჰიუ ლორი) და მისი კამერდინერის(ჯივსზე) თავგადასავლებზე, სერიალში ბევრია კლასიკური ინგლისური იუმორი. თავქარიანი “დოქტორი ჰაუსი” ხშირად ვარდება სასაცილო და გამოუვალ სიტუაციებში რომლისგანაც ძირითადად ჯივსის განუმეორებელი ინტელექტის და ერუდიციის წყალობით გამოდიან.

4. ადგილი- Универ
წელი-2008-2011
სეზონების რაოდენობა -5
მსახიობები: ანდრეი გაიდულიანი, ვალენტინა რუბცოვა, მარია კოჟევნიკოვა,ვიტალი გაგუნსკი, არარატ კეშიანი, ალექსეი გავრილოვი.


კომედი კლაბის ჯგუფის მიერ გაკეთებული სერიალი, ჩემი აზრით,  საუკეთესო სხვა ანალოგიურ რუსულ სერიალებში. შექმნელებმა საკაიფოდ მოახერხეს და  კარგად გადმოსცეს რუსი სტუდენტების ძირითადი პრობლემები, როგორიცაა უფულობა, გამოცდების ჩაბარება, საპირისპირო სქესთან ურთიერთობა და ასე შემდგომ.  ყველაფერი  ეს  კარგი და სასაცილო იუმორით არის გაჯერებული. სერიალში კარგი და საინტერესო პერსონაჟებიც არის:  სილვესტრ ანდრეევი– ფორბსის რეიტინგში 52 ადგილზე მყოფი მილიარდერი რომლის შვილიც საერთო საცხოვრებელში მიდის და ასტრონომობას, ედუარდ კუზმინი–სპორტსმენი რომელშიც გაერთიანებულია   ფიზიკური ძალა და წარმოუდგენელი გულუბრყვილობა და რათქმაუნდა სერიალის მშვენება, დღეს უკვე რუსეთის დუმის დეპუტატი მარია კოჟევნიკოვას ალაჩკა.

3. ადგილი- The Job
წელი-2001-2002
სეზონების რაოდენობა-2
imdb შეფასება-8,5
მსახიობები: დენის ლირი,  დენი კლარკი, დიანე ფერი,ბილ ნანნი.

ნიუ–იორკის ერთ–ერთი პოლიციის განყოფილების ცხოვრება სულაც არ არის ისეთი გმირული რომელსაც ჩვენ ჰოლივუდმა მიგვაჩვია,  აქ  მთავარი გმირები არამარტო მოქალაქეებს იცავენ ათასგვარი თაღლითებისგან არამედ საჭიროების შემთხვევაში გვამსაც გადაათრევენ სხვა ტერიტორიაზე, სტატისტიკის არგაფუჭებისთვის, არც ნარკოტიკებზე, სასმელზე და სამსახურებრივი მოვალეობის დროს ლამაზმანის თვალთვალისთვის სპექტექნიკის გამოყენებაზე ამბობენ უარს. მოკლედ ძალიან კარგი სერიალი რომელიც ტელეკომპანია ABC ახალ პოლიტიკას შეეწირა რომელიც ოჯახურ სერიალებზე გადაერთო, აღსანიშნავია სერიალის თითქმის მთელი სტაფი დენის ლირის ახალ სერიალში Rescue Me გადავიდა.

2. ადგილი – Community
წელი 2009-დღემდე
სეზონების რაოდენობა-3
imdb შეფასება-8.9
მსახიობები-გერი ფოსტერი, რის კრასნოფი, დენ ჰარმონი, ენტონი რუსო, ჩევი ჩეიზი.


ერთ–ერთი ყველაზე ორიგინალური სერიალი რაც კი ოდესმე მინახავს, სერიალში ბევრია ამერიკული სიდკომებისთვის დამახასიათებელი  შტამპები რომელთა  გაშარჟება სერიალის ერთ ერთი ფაბულაა.  სერიების დიდი ნაწილი ინტელექტუალური არტჰაუზის სტილშია გადაღებული რაც დამატებით ხიბლს მატევს სერიალს  მაგრამ . მთავარი მაინც  ეს სხვა სერიალების თუ ფილმების გაშარჟებაა, დაწყებული ამერიკული დეტექტივებიდან და დამთავრებული ზომბი ჰორორის ფილმებით. ძალიან კარგად არის ნამუშევარი მთავარ გმირებზეც, მაგ ნახევრად არაბი და ნახევარ პოლონელი ებედი რომელიც ხშირად სერიალში პროტაგონისტად არის წარმოდგენილი და ცალკე მის სერიალს იღებს, ყოფილი  ადვოკატი ჯეფ ვინგერი რომელმაც მის დროზე დიპლომი გააყალბა და ახლა იძულებულია საჯარო კოლეჯში ისწავლოს, მეამბოხე და ანარქისტი ბრიტა პერი, და 1970–1980 იანი წლების ამერიკული კომედიების ერთ–ერთი უმთავრესი ვარსკვლავი ჩევი ჩეიზი, რომელიც სერიალში გადაბერებულ მილიონერ სტუდენტს პირს ხოტორნს თამაშობს რომელიც ახალგაზრობის შენარჩუნებას მარადიული სტუდენტობით ცდილობს.

1. ადგილი Arrested Development
წელი-2003-2006
სეზონების რაოდენობა-3
imdb-9.5
მსახიობები-ჯეისონ ბეიტმანი, პორტია დე როსი. უილ არნეტი, მაიკლ სერა.დევიდ კროსი.

Arrested Development- მოქმედება მდიდარი ოჯახის ირგვლივ ვითარდება, რომლის უფროსიც ციხეში აღმოჩნდება და ყოვლად არადეკვატური ოჯახის უფროსობა ერთ–ერთ შვილს მაიკლს მოუწევს.  სხვა სერიალებიდან განსხვავებით აქ ბევრია დამალული ხუმრობები რომლებსაც მხოლოდ ყველაზე ყურადღებიანი მაყურებელი თუ შეამნევს,  ასევე სერიალის წამყვანის კომენტარებიც და სხვა სერიალების, ფილმების და თუ ისტორიულ მოვლენებზე პარალელები. გარდა ამისა ყოველი სერიალის ბოლოს არის მცირე ჩარტვა მომავალი სერიის შინაარსის რომელიც თითქმის არასოდეს არ ხდება. სერიალის მთავარი, მაინც ბრწყინვალე პერსონაჟებია, შეიძლება ითქვას რომ თითქმის ყველა პერსონაჟი ცალკე შედევრია, მაგრამ არის მაინც ერთი გამონაკლისი ტობიას ფუნკე, ყოფილი ფსიქოლოგი რომელიც ცდილობს საკუთარი თავი მსახიობობაში იპოვოს და სერიალის მიხედვით საკუთარი ორიენტაციის პრობლემებიც აქვს.

ეს სერიალი ძალიან ჰგავს, ჩემი ერთ–ერთი უსაყვარლესი მწერლის რობერტ შეკლის სტილს, აბსურდამდე მისული ისტორიები რომლებიც იმდენად აბსურდულია რომ რეალურია. პასუხი ჩემს კითხვაზე როგორი იქნებოდა ფილმები, რობერტ შეკლის სცენარით რომ გადაეღოთ ამ სერიალით გაეცა.