Category Archives: სიტუაციონიზმი

სიტუაციონისტები და ქალაქი (ალექსანდრე ტარასოვი)

ალექსანდრე ტარასოვი–რუსი პოსტ მარქსისტი თეორიტიკოსი, სოციოლოგი, იუვენოლოგი.

            სიტუაციონისტები იმ პოლიტიკურ-სახელოვნებო მოძრაობის წარმომადგენლები იყვნენ, რომელიც 50-60-იან წლებში იმ პერიოდის ყველაზე მძაფრ მოძრაობას წარმოადგენდა. ისინი დაინტერესებულები იყვნენ, როგორც  თანამედროვე ქალაქის პრობლემებით,ასევე  ურბანიზმის თეორიული ასპექტებით. სიტუაციონისტები მიიჩნევდნენ, რომ მათი ამოცანა საცხოვრებელ გარემოში ცვლილებების შეტანა იყო, რის ქვეშაც, რა თქმა უნდა, ისინი ქალაქს მოაზრებდნენ.

            გამომდინარე იქედან რომ სიტუაციონისტების უმრავლესობა თავს გენიოსად მიიჩნევდა, ქალაქზე მათი წარმოდგენებიც მკვეთრად განსხავავდებოდა. მიუხედავად ამისა შესაძლებელია ერთიანი, საერთო მიდგომის გამოყოფა. ისინი ქალაქს აღიქვამდნენ რამდენიმე კატეგორიის კონტექსტში.

             პირველი,ქალაქი,  როგორც ცხოვრების სივრცე. სიტუაციონისტების უმრავლესობა ამოდიოდა იმ პოსტულატიდან, რომ ეს სივრცე თავდაპირველად ჰუმანური, შექმნილი საკუთარივე სიკეთისათვის, შემოქმედებისა და სიამოვნების მიღებისათვის, დამახინჯებულია კლასობრივი საზოგადოებით – მიდრეკილია მმართველი კლასის გამდიდრებაზე ორიენტირებული უტილიტარული ამოცანებისაკენ და ამიტომაც თანამედროვე ქალაქი აგრესიული და არაჰუმანურია. უმრავლესობა ქალაქს საკუთარი ბუნებითვე ახასიათებდა, როგორც აგრესიულსა და ტოტალიტარულს, რამდენადაც ისინი თავდაპირველადვე წარმოადგენდნენ საომარ იარაღს. თუმცა, ყველა სიტუაციონისტი დარწმუნებული იყო, რომ ცხოვრების სივრცე რეალობაში ზეწოლის სფეროდ ტრანსფორმირდა და, შესაბამისად, აუცილებელია მისის რევოლუციური გარდაქნა. რეცეპტები იყო მრავალფეროვანი, მაგრამ, შესაძლებელია, მათი ორ ჯგუფად კლასიფიცირება: 1) საიდუმლოდ, ავტონომიური ცხოვრების სივრცის შექმნა და 2)  ცხოვრების სივრცის გლობალური გადაწყობა სოციალური რევოლუციის საშუალებით.

             მეორე ვარიანტი პროექტებისა და ფანტაზიების  ფართო დიაპაზონს აძლევდა არსებობის საშუალებას. მაგალითად, კოლექტიურ პროექტში 1959 წელს სიტუაციონისტები წინასწარმეტყველებდნენ, რომ პარიზის ცენტრი მსოფლიო რევოლუციის შემდეგ გახდება ისეთი, როგორიც ის 1871 წელს იყო, ერქმევა არა პარიზი, არამედ კომუნა და კომუნის შიგნით შეიქმნება ხელოვანების, პოეტების,ლოთების კვარტლები და ა.შ. – პოეტები შთაგონების მისაღებად ესტუმრებიან ხელოვანებს, ხელოვანები პოეტებს, ხოლო ერთად მემწვანილეებსა (მიიჩნეოდა, რომ მათი მომსახურება სექსუალურ მოსახურებასაც გულისხმობდა) და ლოთებს.

             მეორეგვარად, ქალაქი გაიგებოდა როგორც საკუთარი ლეგენდის მატარებელი ცოცხალი ორგანიზმი  და ამ ლეგენდით ქალაქის მცხოვრებთა ცნობიერებასა და ცხოვრებაზე ზეგავლენის მომხდენი. უმნიშვნელო ხარისხით ლეგენდა იქმნებოდა ქალაქის ავთენტური ისტორიით, მაგრამ ძირითადად – “სპექტაკლის საზოგადოების” კანონებით – ქალაქის მითებით, შექმნილი ლიტერატურაში, მუსიკაში, არქიტექტურაში, თეატრში, კინოში, ფილოსოფიაში, პოლიტიკურ, ისტორიულ ტექსტებსა და ასევე მემუარებში. სიტუაციონისტების ნაწილი მიიჩნევდა, რომ ეს ლეგენდები მცდარია და რევოლუციური ხელოვნება წარმოადგენდა ლეგენდების გადალახვას, მეორენი მიიჩნევდნენ რომ პირიქით, ლეგენდები ქალაქის სულის ასახვა იყო და თითოეული ქალაქის აწმყოსა და მომავალთან იყო დაკავშირებული.მაგალითად ცნობილია ლეგენგის ხასიათის მიხედვით ქალაქის კლასიფიცირების მცდელობა : 1) ცოცხალი  ქალაქი (პარიზი, პრაღა, ლენინგრადი,მოსკოვი, ბუდაპეშტი),2)  მკვდარი ქალაქი (ვენეცია, ლონდონი, კოპენჰაგენი, მექსიკა,მადრიდი, მანჩესტერი, ამსტერდამი) , 3) დამღუპველი ქალაქები ანუ ქალაქი-მკვლელები (ნიუ იორკი, ლოს ანჟელესი,სან ფრანცისკო,ბოსტონი, რომი, მილანი, დასავლეთ ბერლინი, მიუნხენი, ტურინი) 4)აღორძინებადი ქალაქები (ჰავანა, რიო დე ჟანეირო, ბეირუტი, ბუენოს აირესი, მონტევიდეო,კალკუტა, ვარშავა). ცოცხალ ქალაქებში რევოლუციურ აზრსა და  კულტურას განვითარების  საშუალება ჰქონდა,რომელიც მომავალში წარმატებით ხდებოდა რევოლუციური პრაქტიკა. მკვდარი ქალაქები, პირიქით,ქალაქში მცხოვრები რევოლუციონერი ხელოვანებისა და მოაზროვნეების შემოქმედებით სულს კლავდნენ . გამანადგურებელი ქალაქები აგრესიულად თრგუნავენ ადამიანს, ტეხავენ მას, მათგან ქმნიან უსულო ბიზნეს-მანქანას, ისინი ვინც მასთან გამკლავებს შეძლებს წინააღმდეგებოს გასაწევად აქტიურად უნდა იწყებდეს შეიარაღებას. აღორძინებადი ქალაქები აერთიანებდნენ რევოლუციურ მასებს, ართიანებდა მათ რევოლუციურ ექსტაზს და უბიძგებდა გადამწყვეტი მოქმედებისკენ.

              მესამე შემთხვევაში ქალაქი გაიგებოდა, როგორც მატერია განვითარებისათვის, პროგრესის საფუძველი. სოფლის დასახლების შეცვლა არ შეიძლება: ნებისმიერი ცვლილება სოფლის დასახლებასში მისი ურბანიზაციაა. ხოლო ქალაქი იძლევა უამრავ შანსს ცვლილებისათვის, განვითარებისათვის. ამის ნიადაგზე სიტუაციონისტებში ფართოდ გავრცელდა მოვლენა რომელმაც შემდგომში (80-იან წლებში) საბჭოთა კავშირში “ქაღალდის არქიტექტურის” საეხლი მიიღო.სიტუაციონისტური “ქაღალდის არქიტექტურის” პიონერი  ივან შეგლოვი იყო, წარმოშობით რუსი, ორენოვანი მწერალი და მოაზროვნე  მეტად შეყვარებული საბჭოთა კავშირის ზოგიერთ ქალაქზე – ლენინგრადზე, მოსკოვზე, ოდესასა და კიევზე. ამასთან ერთად, ლენინგრადს ის იცნობდა მხოლოდ დოსტოევსკის, გოგოლის,ტროცკის,ბლოკის, მოსკოვს -ჩეხოვის, პასტერნაკის, ანდრეი ბელოვის ტექსტებიდან.

სიტუაციონისტური  ქალაქის მაგალითი

                შეგლოვი ქმნიდა უამრავი რაოდენობის “ქაღალდის” პროექტებს, პრინციპულად განუხორციელებელს, როგორც ტექნიკურად, ასევე ესთეტიკური და პოლიტიკური მიზეზებით. მაგალითად, ქალაქი – სამკუთხოვანი ობელისკი, რომელიც ცაში 300-350 კილომეტრ სიმაღლეზე ადის, ხოლო მიწის სიღრმეში 50-60 კილომეტრზე შეუძლია ჩასვლა.ამასთან ერთად ქალაქისათვის ელექტროენერგია ივარაუდებოდა, რომ იწარმოებოდა მიწის ზედაპირის სხვადასხვა პოტენციალითა, ობელისკის სახურავზე და ა.შ.  ასეთი პროექტები რამდენიმე ათეული იყო – ძირითადად სრულიად გიჟური. თუმცა შემექმნა წარმოდგენა, რომ არც თუ ისე ბევრი მათგანი ხასიათდებოდა ორიგინალურობით. მათი ნაწილი აშკარად მოპარული იყო ანგლო-ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკიდან, რომელთა დიდი თაყვანისმცებლები ბევრი იყო სიტუაციონისტებს შორის. თუმცა არ უნდა გამოვრიცხოთ უკუზემოქმედებაც.

              რამდენადაც სიტუაციონისტები იყვნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული ხელოვანები ზემოთ ნახსენები პროექტების პარალელურად აქტიურად ეწეოდნენ ქალაქური რეალობის კრიტიკას.ნაწილობრივ, სიტუაციონისტები იყვნენ პირველები, რომლებმაც 50-იანი წლების ბოლოს გამოიყენეს საკრალური ფრაზა “დიდი ქალაქების კრიზისი” ატაცებული და ტირაჟირებული მას მედიის საშუალებით 10 წლის შემდგომ. სიტუაციონისტები მიიჩნევდნენ, რომ ქალაქის პრობლემების გადაჭრა კაპიტალიზმის პირობებში პრინციპულად შეუძლებელია: ქალაქი შექმნეს კაპიტალი წინაშე მდგარი  ეკონომიკური საკითხების მოსაგვარებლად და არა   ადამიანის (კაცობრიობის) წინაშე მდგარი პრობლემების გადასაჭრელად, კაპიტალი კი აქრობს ადამიანის წინაშე მდგარი  პრობლემების გადაჭრის ყველა მცდელობას. თანამედროვე ქალაქის ასეთი გაგების ჩარჩოებში სიტუაციონისტები ხშირად გამოდიოდნენ, როგორც წინასწარმეტყველები. მათ იწინარწარმეტყველეს გარდაუვალი სატრანსპორტო პრობლემები მსხვილ კაპიტალისტურ ქალაქებში,კაპიტალისტური კონსიუმერიზმისა და ცნობიერების მანიპულირების შედეგად პირადი ავტომობილების რაოდენობის გაზრდა, რომელიც თავის მხრივ წარმოშობს ქუჩებსა და გზებზე მუდმივ საცობებს , გარემოს დაბინძურებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეგრადაციას, ადამიანებსშორის გაუცხოვების გაზრდას (იზოლირება ერთმანეთისგან საკუთარ ავტომობილებში) და კულტურულ გაველურებას (რამდენადაც შეუძლებელია ავტომობილის მართვა და კითხვა,ხატვა ერთდროულად). სატრანსპორტო პრობლემა სიტუაციონისტების თვალთახედვით შესაძლებელი იქნებოდა მოგვარეებულიყო მხოლოდ სოციალისტური რევოლუციის შედეგად ყველაზე რადიკალური გზით – კერძო პირადი ავტოტრანპოსრტის განადგურებითა და ჭარბი რაოდენობის მრავალფეროვანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემქნით, მათ შორის საჰაერო ტრანსპორტის ჩათვლით.

             სიტუაციონისტებმა პირველებმა  იწინარწარმეტყველეს ქალაქის ცენტრების დღისით საქმიან ხოლო ღამით გასართობ კვატალებად ქცევის გარდაუვალობა, ანუ მათი დეგრადაცია ქალაქებად, რომელსაც ადამიანური დასახლების ხასიათი აქვს დაკარგული.

             მეგაპოლისების უკონტროლო სტიქიური ზრდა  სიტუაციონისტების აზრით აუცილებლად წარმოქმნიდა “საკუთრების არათანაბარ ზონებს” – მდიდრებისა და ღარიბების კვარტლებს.ამასთან ერთად თავდაპირველად ღარიბები,  როგორც ყოველთვის, მჭიდროდ იყვნენ დასახლებულები გარეუბნებში, მაგრამ სატრანსპორტო პრობლემების გამწვავების გამო სიტუაცია იცვლება, შეძლებული მცხოვრებლები ილტვიან გარეუბნებისაკენ, სადაც ჰაერი უფრო სუფთაა, ხოლო კვარტლები, რომლებიც საქმიანი ცენტრის ირგვლივაა  ხდება გეტო, გაღარიბებული ზონები. ეს წინასწარმეტყველება ბრწყინვალედ დადასტურდა 70-80-იან წლებში.

            სიტუაციონისტების გადმოსახედიდან კაპიტალიზმში შეუძლებელია ინდუსტრიალური და “საძილე რაიონების” პრობლემის მოგვარება. წარმოების ინდუსტრიალური წესი და კერძო საკუთრება წარმოების საშუელებებში ეკონომიკურად ხელს უშლის ესთეტიკურად და აბსოლუტურად ანტიადამიანური ხასიათის ზონების ლიკვიდაციას, დაქირავებული მუშების შეზღუდული შემოსავალი გულისხმობს “საძილე რაიონების” არქიტექტურაში  გარდაუვალ მასიურ ერთფეროვნებასა და ესთეტიკურ სიღარიბეს. მაქსიმუმ რაც შეიძლება გაკეთდეს ესაა ინდუსტრიალური ტერიტორიების სხვა ქვეყნებში გადატანა და არა მათი გადადგურება.

            სიტუაციონისტრები მიიჩნევდნენ, რომ თანამედროვე ინდუსტრიულ-ჩინოვნიკური ქალაქი პროვოცირებას უკეთებს აგრესიასა და ძალადობას. ამასთან ერთად რაც ნაკლებია ქალაქის ისტორიული წარსული  და არქიტექტურულ-ისტორიული მრავალფეროვნებ,ა მით მეტია აგრესია, რომელსაც იწვევს ქალაქი. ამერიკული ქალაქები, რომელსაც არ გააჩნიათ ისტორიული წარსული, ხაზგასმულია გეომეტრიულობა და მონოტორულობა – ინდუსტრიალურ ხასიათის (დეტროიდი) ან ბიუროკრატიზებული (ვაშინგტონი) – გარდაუვლად პროვოცირებენ მომენტალურ მასობრივ ბუნტს, როგორც კი მათში ჩნდება უცხო, უფრო ცოცხალი მხიარული, “არაგეომეტრიული” კულტურის ანკლავები. და მართლაც, 60-იანი წლების მეორ ნახევარში ამერიკული ქალაქებში შავკანიანების ბუნტების მთელ სერიას ჰქონდა ადგილი.

            სიტუაციონისტები 60-იანი წლების დასაწყისში საკმაოდ უხეშად მოიხსენიებდნენ გერმანიისა და იტალიის ქალაქებს, როგორც “არქიტექტურული ფაშიზმის ქალაქებს”. პირველ რიგში, ეს ეხებოდათ იმ ქალაქებს, რომლებიც ომისშემდგომი  მოდერნიზაციის ძლიერი გავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ და რომლებშიც “ამერიკანიზებული ტოტალიტარული” არქიტექტურა საქმიანი და ინდუსტრიალური ცენტრებით შეერწყა წინა პერიოდის  “მილიტარისტულ და იმპერიალისტური ამბიციებს”. კონსტან ნიუვენგაუზმა რომს უწოდა “ვესპასიანეს არქიტექტურა”, ხოლო ტურინს და მილანს “მუსოლინის არქიტექტურა”. შეგლოვი დასავლეთგერმანულ ქალაქებს უწოდებდა” კრუპის და ბისმარკის აგარაკებს, დიდი ბერტას და მასწავლებელი გნუსის შვილებს”.სიტუაციონისტები ადარებდნენ ამ ქალაქების ურბანულ პეიჟასსა და ფსიქოლოგიურ კლიმატს ლათინოამერიკულ სამხედრო დიქტატურასთან. “ვია ვონეტო” თავისით არსით ეს ტრუხილიოა–წერდა ნიუვენგაუზი, ფრანკფურტის ქუჩები და ხიდები ეს ტონტონ მაკუტია. ახლა როდესაც ფიდელმა აჩვენა ყველას თუ როგორ უნდა გაიამარჯვო სამხედრო დიქტატურაზე, ამ ქუჩებზე თამაშობენ ბავშვები “ბარბუდოს” და ნახულობ ადგილებს საიდანაც ამაღლდებიან, “სიერა მაესტრაზე”. მართლაც 1970 იანი წლების ჩრდილოეთ იტალია და გფრ  ქალაქური პარტიზანული ომების ცენტრად გადაიქცა.

            სიტუაციონისტებმა გაანალიზეს, რომ მათი პროქტები ქალაქის გადაწყობასთან დაკავშირებით შეუძლებელია განხორციელდეს სოციალური რევოლუციის გარეშე.შელგოვის პროექტი ქალაქის დაარსება ვიქტორიას ჩაჩქერის ქვეშ ამოდის სწორედ  იქედან, რომ მისი განხორციელება შესაძლებელი იქნება ბრიტანების მმართველობისგან როდეზიის განთავისუფლების შემდეგ. შელგოვი ვარაუდობდა, რომ სწორედ ეს – მისწრაფება იცხოვრო უბრალო აფრიკელის ცხოვრებით,  “დასავლური ცივილიზაციის მადლის” გარეშე მიიზიდავს ხალხს დასავლური სამყაროდან და ასეთი ფართო გამოცდილება მათ აუცილებლად გაუხსნი გზას შემოქმედებითი უნარებისკენ.  ბუნებრივია ეს ყველაფერი იმის შემდგომ რაც სოციალისტური რევოლუცია  მომხდარია, ფინანსური პრობლემები მოგვარებულია ფულის ლიკვიდაციის წყალობით, აქედან გამომდინარე ქალაქში ხვდებიან არა ისინი , ვისაც სქელი ჯიბეები  აქვთ  არამედ ისინი ვისაც ქალაქის ნახვის შემოქმედებეთი გამოცდილების მიღება სურთ, მომავლის ექიმები შეგლოვის ვარაუდით , საკუთარ პაციენტებს გამოუწერდნენ ასეთ ქალაქებში ვიზიტს, მსგავსად ზღვაზე მოგზაურობისა.          

              ამგავარად, სიტუაციონისტები ურაბანიზმს სამ ნაწილად ყოფენ. პირველი, ესაა პროექტი “ქაღალდის არქიტექტურის” და “ქაღალდის ქალაქმშენებლობის” სფეროდან – არარეალური და როგორც ვხედავთ განხორციელებისათვისათვის არაა განკუთვნილი. როგორც ჩანს, მათ გავლენა მხოლოდ სამეცნიერო-ფანტასტიკურ ლიტერატურაზე მოახდინეს, მათი გავლით კინომატოგრაფიაზე.

             მეორე, ესააა თავისებური ფსიქოლოგიური და ესთეტიკური გაგება ქალაქის.სიტუაცინისტური ურბანიზმის ამ მიმართულებამ, რა თქმა უნდა, მოახდინა გავლენა  ესთეტიკური და ფილოსოფიურ აზრზე,  პირველ რიგში საფრანგეთში, აშშ-სადა ბენილუქსის ქვეყნებში. 

            მესამე ესაა  თანამედროვე დასავლური ქალაქების სიტუაციონისტური კრიტიკა  – ბევრ შემთხევაში აღმოჩნდა განსაკუთრებით ზუსტი, წინასწარმეტყველური და გამჭრიახი.

            ალბათ, აზრი აქვს ასევე აღვნიშნოთ, რომ პირველი მიმართულება ამოდის სიურეალიზმიდან, მეორე ფრანგული ეგზისტენციალიზმიდან, პერსონალიზმისგან და მცირე ნაწილით ფროიდიზმისა და სტუქტურალიზმიდან, მესამე – მარქსიზმიდან და დიდი ნაწილით ექსტრნალიზმისა და ერჯემანტალიზმიდან.

სტატია რუსულიდან თარგმნა–თინა ყიფშიძემ