Category Archives: სოციალიზმი

მოსაზრება კაპიტალიზმსა და ტრადიციებზე

ქართველებს მრავალი ტრადიცია გვაქვს, იქნება ეს სუფრის თუ ყოველდღიური ცხოვრების, ბევრი ტრადიცია მე ძალიან არ მომწონს, ბევრი მომწონს ბევრის მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულება მაქვს, თავად მე არ ვთვლი თავს ტრადიციულად მაგრამ დრო როდესაც ვთვლიდი რომ ტრადიციებთან ბრძოლა ჩემს არს წარმოადგენდა რათქმაუნდა გავიარე.  არსებობს ზოგიერთი ტრადიცია  რომელზეც მეცინება, მაგ. მრავალი წელია ალბათ საუკუნეც არსებობს ტრადიცია, როდესაც   როდესაც მავანი  საკუთარ მოსაზრებას  ჭეშმარიტებად ასაღებს  და ყველა ვინც ამას  არ იზიარებს  უვიცებად აცხადებს . მეც ხშირად გადავქცეულვარ “უვიცი” იმის ფაქტის გამო რომ წლების განმავლობაში ვიზიარებდი არამეინსტრიმულ შეხედულებებს.

ძალიან დიდი ხანია ჩვენს ინტელექტუალურ ელიტას აწუხებს, “ქართველი ხალხის ჩამორჩენილობის” პრობლემა, იქნება ეს ლიბერალები თუ ბოლო პერიოდში მოდური ლიბერტარიანელები, მათთვის ეს  სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს,  ჩვენმა საზოგადოებამ ვერ მოახერხა ისე   ტრანსფორმაცია ქვეყნის  რომ პირდაპირ ვთქვათ და არ შევრცხვებით უცხოელების თვალში(გაიხსენეთ ის ისტერია როდესაც მთელი ეს დღეებია ჩვენი ექსპერტები წუწუნებენ, ევროპა ჩვენზე რას იტყვის, ან როგორ შეჰბედა, ივანიშვილმა ან უსუფაშვილმა ევროპელებს კრიტიკაო),  ერის ბედზე ჩაფიქრებულები პირობითად შეიძლება ორ ანტაგონისტურ მხარედ დავყოთ, ერთნი თვლიან რომ პრობლემა უბრალოდ მართლმადიდებლობაშია და მის მენეჯმენტშია და როდესაც შეიცვლება მენეჯმენტი ან მართლმადიდებლობა გარდაიქმნება, პრობლემაც მოგვარდება,  ის ფაქტი რომ რეალურად  და არა ფარისეველურად ეკლესიას ნაკლებად თუ ვინმე უჯერებს ეს მეორეხარისხოვანია,  მაგრამ ეს არაა ჩემი დღევანდელი ჭმუნვის  თემა,  რადგანაც ეს ხალხი ძირითადად წუწუნის რეჟიმში არსებობდა და არსებობს, აი მეორე მხარე კი სხვა თემაა, ისინი  თვლიდნენ  და პრაქტიკაშიც ცდილობდნენ განეხორციელებიათ , ქვეყნის რადიკალურ მოდერნიზაცია, კაპიტალიზმის(ბაზრის) მაქსიმალური განვითარების ხარჯზე. რასაც უნდა მოჰყოლოდა ქართული საზოგადოების განვითარებაც ისე რომ არ შევრცხვებოდით უცხოელების თვალში.
ამ კატეგორიის ხალხში რომლებსაც ჩვენ(სოციალისტები თუ სხვა მემარცხენები) ნეოლიბერალებს ვეზახით, არსებობს მოარული მოსაზრება რომ საჭიროა  კაპიტალიზმის მაქსიმალურად  განვითარება და  ქვეყანა აუცილებლად ისე შეიცვლება როგორც ეს კაპიტალიზმის ცენტრშია, ანუ თუ მაგალითად პერიფერიული საქართველო ან გვინეა ბისაუ  გვინდა ისე შევცვალოთ რომ მივიღოთ ახალი  შვედეთი ან ინგლისი,  მაშინ საჭიროა კაპიტალიზმის მაქსიმალური განვითარება, რაც გულისხმობს სხვადასხვა ბაზრების  დერეგულაციებს, სახელმწიფოს ეკონომიკაში მონაწილეობის მინიმიზაცის, შრომითი უფლებების გაუქმებას და ან დაყვანს ისეთ მინიმუმადე რომ დიდად არ იქნება განსხვავებული გაუქმებულისგან, პროფკავშირების როლის მკვეთრ შემცირებას და სხვა რჩევებს რომელიც 1970 იან წლებში მოიფიქრეს, ნეოლიბერალური კონტრ-რევოლუციის დროს შემუშავდა,  ამ ცვლილებების  შედეგად ჩვენ გავხდებოდით  ისეთივე ძლიერები  როგორც ეს  ცენტრში არსებული სახელმწიფოებში არიან,  განსაკუთრების შორსმხედველები კი იძახოდნენ აი გავხდებით და მერე თუ გინდა სოციალიზმიც ააშენეთოს.  
2003 წლიდან ეს ეს არგუმენტი ჩვენთანაც აქტიურად მუსირებდა რადიკალური ნეოლიბერალების ლექსიკონში, მაქსიმალური კაპიტალიზმი უდრის მაქსიმალურად ტრასნფორმირებულ ქართულ საზოგადოებას, ანუ კაპიტალიზმის განვითარებსთან ერთად გაქრებოდა როგორც ქალიშვილობის ინსტიტუტი(ქალებში ნიუდაჩნიკი ლიბერალების საყვარელი თემა) ასევე სხვა ანაქრონიზმები,  მაგრამ პრაქტიკაში აღმოჩნდა რომ რაც უფრო ძლიერდებოდა კაპიტალიზმი საქართველოში მით უფრო კონსერვატორული და ანაქრონისტული გახდა ჩვენი საზოგადოება,   სწორედ აქ არის განსხვავებული თანამედროვე მარქსისტულ აზროვნებასა და ყველა ჯურის ლიბერალებს შორის, კაპიტალიზმის განვითარება არამხოლოდ არ ანადგურებს ანაქრონიზმებს არამედ ხშირად უფრო აძლიერებს. ეს ჯერ კიდევ როზა ლუქსემბურგმა შენიშნა რომელმაც ნათლად ასახა მაგ ამერიკაში მონათმფლებობის ხელახალი გაძლიერება კაპიტალიზმის განვითარებასთან ერთად ისევე როგორც რუსეთში და სხვა ევროპის ქვეყნებში გლეხების დაყმევების გაძლიერება მაშინ როდესაც ცენტრში ეს უკვე დიდი ხნის  მივიწყებული იყო.
ჩვენთან ამის ნათელი დადასტურებაა, ის რაც ემართება ქართულ ბურჟუაზიას, გულწრფელად რომ ვთქვათ,  ქართული ტრადიციების დაცვა პრაქტიკაში ძალიან ძვირადღირებული სიამოვნებაა,  მისი დაცვის შესაძლებლობა  მხოლოდ ფინანსურად მყარ და ძლიერ ადამიანებს თუ შეუძლია, პირადად მე სულ რომ გავგიჟდე და ჭკუა გადამეკეტოს, ვერ შეძვლებ ჩოხა ახალუხის შეძენას, ამის ფუფუნება მხოლოდ ახალ ქართულ ბურჟუაზიას და ბიუროკრატებს თუ ექნებათ. ნაცების  დიდი სურვილი მიუხედავად  ტრანსფორმაციის შედეგად გაჩენილმა ქართულმა ბურჟუაზიამ არამარტო არ მოიშორა ანაქრონისტული ტრადიციები, არამედ მისი ყოველდღიურობის ატრიბუტად აქცია. ჩვენთან მსგავსი კვლებები არ არსებობს მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველაზე უფრო დიდი რელიგიურობა თუ სხვა “პრობლემები” რომელსაც თვლიან ჩვენი ქვეყნის ბედზე ჩაფიქრებულები, სწორედ იმ წრეებშია რომელსაც ქვეყნის განვითარების ავანგარდობა უნდა ეტვირთა.
ამიტომაც როდესაც დღეს როდესაც ვნახე თუ როგორ ლანძღავდა, ერთი უნიჭო ტიპი ჩემს მეგობარს და უვიცს ეძახდა იმიტომ რომ საკუთარ  იდეოლოგიას თვლის ჭეშმარიტებად, უბრალოდ გამეღიმა,  რაც არ უნდა უნდოდეს ჩვენ ნეოლიბერალებს, პროგრესულობა, ისინი იმავეს აგრძელებენ რასთან ბრძოლაც 2003 წელს დაიწყეს, იმისთვის რომ ქვეყნის ტრანსოფორმაცია მოხდეს, ცენტრში დაწერილი წესების გადმოტანა არაა საკმარისი, მითუმეტეს როდესაც თავად ამ ცენტრში ამ თამაშის წესებს არავინ იცავს.