Category Archives: სოციალ–დემოკრატიის კრიტიკა

10 სიმღერა

  • 1998 წელს  13 წლის პატარა ბათუმელი ბიჭი ვიყავი რომელსაც რელიგიური კრიზისი ჰქონდა(ვერაფრით ხვდებოდა რატომ იყო გაყოფილი მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიები(ვიცი ბავშვობაში იდიოტური აზრები მაწუხებდა)). ჰქონდა კითხვები და საოცრად მიამიტური აზრები,  მუსიკა მეორეხარისხოვანი იყო მის ცხოვრებაში. მაგრამ პლასებოს გამოჩენამ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამე შეცვალა,  დღემდე არ დამავიწყდება ემოცია, რომელიც განვიცადე მაშინ, მომღერალი  რომელიც ძალიან ჰგავდა ქალს მაგრამ ქალი არ იყო,  ჯადოსნური ხმა და ანდროგენულიი  სტილი .  დღეს იმ პატარა ბიჭთან აღარაფერი მაკავშირებს მაგრამ ის ემოცია ისევ დარჩა.placebo-pure morning

  • დეპეშები, სოციალიზმის, ათეიზმის და კომპიუტერული თამაშებთან ერთად  მერე ალბათ ჩემი ყველაზე რეალური  სიყვარულია, ბათუმში დეპეშ მოუდის ფანი იმ ბედნიერ 1999–2000 იანების დასაწყისში არც ისე ბევრი ადამიანი იყო, სწორედ ამიტომაც ხშირად ვისმენდი ჩემი უახლოესი მეგობრების საეჭვო ხუმრობებს რომ მე დეპეშები ფულს მიხდიან ამ ჯგუფის პიარში. ასეა თუ ისეა never let me down again იყო და არის დეპეშების ჩემი საყვარელი სიმღერა.  
  • სტუდენტობამ ჩემში რამდენიმე ცვლილება გამოიწვია, რატომღაც ყველა რეგიონიდან ჩამოსულ სტუდენტს ჰგონია რომ ყველაფერი ცუდი მხოლოდ იქ ხდება სადაც თვითონ ცხოვრობს და თბილისში ყველაფერი სხვანაირად იქნება, ასე იყო ჩემთვისაც მაგრამ მალევე მივხდი რომ იდეაში არაფერი არ იცვლება, არ ვიცი ეს იმის ბრალი იყო რომ მაღლივში ვსწავლობდი თუ ჩემი მაგრამ ფაქტია სტუდენტობას დიდი არაფერი არ შეუცვლია. მხოლოდ აღმოვაჩინე muse და მისი sunburn დიდი ხნის განმავლობაში ჩემი მობილურის ზარად გადაიქცა(გინდათ, საყვარელი მუსიკა აქციოთ საძულველად??? იდეალური მეთოდია)
  • სტუდენტობას ლაითი სასიყვარულო ისტორიები  მოსდევს   , არ დავიწყებ ზღაპრების მოყოლას და ჩემს შემთხვევაში ძირითადად ტრაგიკული(ამ პერიოდს ფროიდისტურად ვივიწყებ). იმ პერიოდში ეს სიმღერა  აკვიატებული მქონდა და მეგონა რომ ამით გოგოებს შევაბამდი (ხომ გეუბნებით ვივიწყებ იმ პერიოდს თქო) reamonn -supergirl
  • სტუდენტობის მერე, ჩემს ცხოვებაში პირველი სამსახურის პერიოდი დადგა, ვერ წარმომედგინა რომ პირველი სამსახური არა მარაზმული საბანკო სექტორი იქნებოდა, არამედ ტელეკომპანია რუსთავი 2 და გადაცემა ბიზნეს–კურიერი. დღეს ალბათ ვნანობ იმას რომ კონფლიქტის გამო საკუთარი ნებით წამოვედი ტელევიზიიდან მაგრამ მაშინ ეს ნაბიჯი სწორი მეგონა marilyn manson -tainted love

  • ყველას ცხოვრებაში იყო  ცუდი სამსახური რომელსაც ვერ იტანდა ან იქნება გულს ნუ გაიტეხთ.  ჩემი  ჯოჯოხეთი,  მანქანების იმპორტიორი კომპანია კავკასიისავტოიმპორტი აღმოჩნდა. იდიოტი შეფები, საოცრად ერთფეროვანი და უინტერესო სტაფი(ერთი ორი გამონაკლისის გარდა)  და ეს ყველაფერი  შეხამებული წარმოუდგენელად უინტერესო საქმიანობით–სხვაგვარად როგორი შეიძლება იყოს მანქანების ნაწილების შესყიდვა და მათი ტრანსპორტიების უზრუნველყოფა, არ ვიცი ეგებ ჩემი ბოროტი ცინიზმის(რის გამოც პერმამენტურად მიბრაზდებიან მეგობრები) მიზეზი ეს პერიოდია 😀  cult of luna- leave me here
  • დაახლოებით იმ პერიოდში ჩნდება ჩემს ცხოვრებაში მარქსისზმი, საოცარია მაგრამ ის ჩნდება ერთი ლიბერალის მეშვეობით, რომელსაც რუსი მარქსისტის–ალექსანდრე ტარასოვის რომელიღაც სტატია გამომიგზავნა. ნამეტანი ირონიულია ცხოვრება . neurosis -under the surface 
  • დღეს, ჩემს ერთ ლევაკ მეგობარს ველაპარაკებოდი და უცებ მივხდი რომ ქართველი მემარცხენების დიდი ნაწილი ისეთ მუსიკას ვუსმენთ რომ იდეაში ამ მუსიკით ოპტიმიზმი ნამეტანი ძვირი ფუფუნებაა…არ შეიძლება ხალხი რომლებიც სუიციდურ დეტ მეტალს, ან პოს–მეტალს უსმენდეს იყოს ოპტიმისტები, მაგრამ არაოპტიმისტი სოციალისტი 2012 წელს განწირულია.  nocturnal depression-join me with suicide
  • ლენინი წერდა “კომუნიზმი, საბჭოთა წყობილება პლუს ელექტრიფიკაციაა”.   დღეს მგონი კომუნიზმი ეს განწირული კაცია რომელი ხრამში იჩეხება და მაინც ცდილობს ამოსვლას, კომუნიზმის უმცროსი ძმა, სოციალ–დემოკრატია კი დაბერებული ახალგაზრდაა რომელსაც ბრძოლა აღარ შეუძლია. თანამედროვე სოციალ–დემოკრატიის ყველაზე დიდი შეცდომა ეს თავდაცვითი სტრატეგიაა, სანამ ჩვენ თავს ვიცავთ და ვცდილობთ ჩვენი მონაპოვარი დავიცვათ მანამდე ვართ კონსერვატორები რომლებიც აფერხებენ “კაპიტალიზმის ” განვითარებას, ალტერნატივა მხოლოდ სრულყოფილი განვითარების გზაა, დაბრუნება საწყისებთან . amenra- aorte 
  • დიდი ხანია მეუბნებიან  გაიზრდები და მიხვდები რომ ასაკთან ერთად აუცილებლად უნდა გახდე უსახური და უპრინციპოო, უნდა გყავდეს ოჯახი და შვილები, ლაბრადორი და იპოთეკა. ალაჰის და სხვა არარსებული ღმერთების წყალობით ჯერჯერობით ვახერხებ, ამ ყოველდღიური მარამზმის მოგერიებას და ვიცი რომ უბრალოდ უნდა გავიღვიძო. rosetta -wake

p.s ვიცი ლევანი(აბაშიძე) ამას მაინც მეტყვის მაგრამ მართლა მადლობა იმისთვის რომ ძნ ბევრი კარგი მუსიკა აღმომაჩენინე, (“ჩათრევას ჩაყოლა სჯობიას” კლასიკური მაგალითი)

სოციალ–დემოკრატიული ილუზია(იმანუელ ვალერსტაინი)

ავტორი–იმანუელ ვალერსტაინი, თანამედროვების ერთ ერთი ყველაზე გავლენიანი სოციოლოგი, მსოფლიო სოციოლოგიური ასოციაციის პრეზიდენტი 1990 იან წლებში, ერთ ერთი ყველაზე გავლენიანი მემარცხენე ინტელექტუალი.

          სოციალ–დემოკრატიის აპოგეა 1945 და გვიანდელი 1960 იანებზე მოდის, ამ დროს ის წარმოადგენდა იდეოლოგიას და პოლიტიკურ მიმდინარეობას რომელიც ცდილობდა სახელმწიფო რესურების გამოყენების ისეთი მექანიზმის შექმნას , რომელიც საშუალებას მისცემდა საზოგადოების ფართო ფენებს არსებული რესურსების გარკვეულ გადანაწილებას.  ამ მიზნებისთვის გამოიყენებოდ შემდგომი მეთოდები: ჯანდაცვის და განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა, გარანტირებული საყოფაცხოვრებო მინიმუმი , ბავშვების და პენსიონერების განსაკუთრებული ზრუნვა , უმუშევრობის მინიმიზაციის სახელმწიფო პროგრამები. სოციალ–დემოკრატია მომავალზე მიმართულ მოძრაობად რჩებოდა და ის მომავალ თაობებს პირდებოდა ინდივიდუალური და საოჯახო შემოსავალის მუდმივ ზრდას. შედეგად ამას ეწოდა “კეთილდღეობის სახელმწიფო”. ეს იყო იდეოლოგია, მიმართული კაპიტალიზმის რეფორმირების გზით  მისთვის ადამიანური სახის მიცემისკენ.

          ამ იდეოლოგიამ  განსაკუთრებით ძლიერებას,  დასავლეთ ევროპაში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაშია და ახალ ზელანდიაში, კანადაში და ამერიკაში(სადაც მათ ახალი კურსის დემოკრატებს ეძახონდნენ) მიაღწია –ერთი სიტყვით მსოფლიო სისტემის ძლიერ და მდიდარ ნაწილში ,  ე.წ “პანევროპულ სამყაროში”. ისინი იმდენად წარმატებელებული გახდნენ, რომ მათმა მემარჯვენე ცენტრისტმა ოპონენტებმაც კი დაიწყეს კეთილდღეობის სახელმწიფოს მხარდაჭერა, მაგრამ ყველანაირად ცდილობდნენ მისი ხარჯების და გაფართოების შეზღუდვას. ამ სამყაროს გარეთ დარჩენილმა სახელმწფიფოებმა შეეცადნენ  გამარჯვებულებთან შეერთებას ნაციონალური “განვითარების” კურსის გამოცხადებით.

          სოციალ დემოკრატია წარმოადგენდა ძალიან წარმატებულ პროგრამას, ის მხარდაჭერილი იყო იმდროინდელი სამყაროს ორი რეალობით, მსოფლიო ეკონომიკის დაუჯერებელი ზრდით, რომელიც ქმნიდა რესურებს, რომელთა გადანაწილება შესაძლებელი იყო და ამერიკის ჰეგემონიით რომელიც მხარდაჭერას ახდენდა მსოფლიო სისტემის შედარებით სტაბილურობას, მაგრამ  ყველაზე მთავარი კი კონფლიქტების არარსებობა გახლდათ   კეთილდღეობის ზონაში.

         ბედნიერი ეპოქა დიდხანს არ გაგრძელებულა , ორივე რეალობას მალე მოეღო ბოლო.  მსოფლიო ეკონომიკამ შეწყვიტა ზრდა და შევიდა სტაგნაციის პერიოდში რომელშიც დღემდე ვიმყოფებით, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო დიდხნიანი ვარდნის პროცესი, რომელსაც მივყავართ მისი როგორც ჰეგემონის მზის ჩასვენებამდე,  ორივე ეს პროცესი, განსაკუთრებით 21–ე საუკუნეში აჩქარდა.

          1970 იანებში დაწყებულმა ახალმა ერამ, წერტილი დაუსვა მსოფლიო ცენტრისტულ კომპრომის “კეთიდღეობის სახელმწიფოს” ღირსებების შესახებ. ასევე სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ “განვითარებას”. ის შეცვლილი იქნა, ახალი, უფრო მემარჯვენე იდეოლოგიით რომელსაც, ნეოლიბერალიზმი ანუ ვაშინგტონის კონსესუსი ეწოდა, ის საკუთარ თავში გულისხმობდა ბაზრის უპირატესობას მთავრობასთან შედარებით. ეს პროგრამა გამოცხადა ახალ რეალობად–გლობალიზაციად რომელსაც უბრალოდ “არ გააჩნია ალტერნატივა”.

           ერთი პერიოდი ჩანდა რომ ნეოლიბერალური პროგრამა ხელს უწყობს “ზრდას” საფონდო ბირჟაზე– მაგრამ იმავდროულად მან მხოლოდ გაზარდა , გლობალური მსოლფიო დავალიანება , უმუშევრობა და უზრუნველყო უფრო დაბალი შემოსავალი მსოფლიო მოსახლეობის უმრავლესობისთვის ვიდრე წინა წლებში , მიუხედავად ამისა პარტიებმა რომლებიც წარმოადგენდენ მემარცხენე, სოციალ–დემოკრატიული კეთილდღეობის სახელმწიფოს დასაყრდენს, დაიწყეს მოძრაობა მარჯვნივ და დათანხდმნენ მოსაზრებას რომ საჭიროა რეფორმისტული მთავრობების როლის მაქსიმალურად შემცირება.

           ამავდროულად ნეგატიური ეფექტებმა დაიწყო ზეგავლენის მოხდენა  მოსახლეობაზე, მისი ეფექტები იგრძნობოდა თვით მდიდარ პანევროპულ სამყაროშიც, ხოლო დანარჩენ მსოფლიოში ბუნებრივია  კიდევ უფრო მძაფრად. რა არჩევანი დარჩათ სხვა სახელმწიფოების მთავრობებს??? მათ დაიწყეს აშშ–ს(უფრო ფართო მნიშვნელობით პანევროპული სამყაროს) შედარებითი ეკონომიკური და და გეოპოლიტიკური ვარდნის გამოყენება , მოახდინეს რა ფოკუსირება საკუთარ ნაციონალურ განვითარებაზე. მათ გამოიყენეს საკუთარი სახელმწიფო აპარატი და წარმოებაზე მცირე დანახარჯები იმისთვის რომ გამხდარიყვნენ “სწრაფად განვითარებადი” სახელმწიფოები. რაც უფრო მემარცხენე იყო მათი რიტორიკა და პოლიტიკური გეგმები, მით უფრო მიდრეკილნი აღმოჩნდნენ განვითარებისკენ.

           იმუშავებს კი ეს სტრატეგია, ისევე როგორც ეს მოხდა პანევროპულ სამყაროში 1945 წლის შემდგომ??? სულაც არ არის გარკვეული–მიუხედავად შთამბეჭდავი “ზრდისა” უკანასკნელ 5–10 წლებში, განსაკუთრებით ე.წ ბრიჩ–ის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი) ქვეყნებში. ეს დაკავშირებულია, მსოფლიო სისტემის განსხავებულ მდგომარეობასთან 1945 წლის მდგომარეობასთან შედარებით.

           ერთ–ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება არის წარმოების ღირებულება, რომელიც ნეოლიბერალური ცდის მიუხედავად მაინც გაცილებით უფრო მაღალა ვიდრე ის იყო 1945 წლის შემდგომ და ეს ხელს უშლის კაპიტალის დაგროვების რეალურ შესაძლებლობებს, ეს კაპიტალიზმს ხდის გაცილებით უფრო ნაკლებად მიმზიდველს თავად კაპიტალისტებისთვის და ყველაზე შორსმჭვრეტელნი იწყებენ ძებნას ალტერნატიული გზების, საკუთარი პრივილეგიის შესანარჩულებლად.

           მეორე განსხვავება გახლავთ ის რომ, შესაძლებლობამ სწრაფად განვითარებად ერებს გაზარდოს საკუთარი კეთილდღეობა მოჰყვა დიდი დაძაბულობა რესურსების ხელმისაწვდომობის მხრივ, ამის შედეგად დაიწყო მზარდი რბოლა ტერიტორიების, წყლის და ენერგეტიკული რესურების ფლობისთვის, რაც თავის მხრივ ამცირებს მსოფლიო შესაძლებლობებს კაპიტალისტებისთვის დააგროვოს კაპიტალი.

          მესამე– კაპიტალისტური წარმოების უზარმაზარმა ზრდამ მსოფლიო ეკოლოგიას დიდი საფრთხის წინაშე დააყენა . სამყაროში დაიწყო კლიმატური კრიზისი, რომლის შედეგები კიდევ უფრო ზრდის აუარესებს ცხოვრების ხარისხს. ამის შედეგად გაიზარდა მომხრეების რაოდენობა იმ ხალხის რომლებიც ეჭვის ქვეშ აყენებნ “ზრდის” და “განვითარების” არსებულ ეკონომიკურ ტრენდს. ამ მოძრაობას ლათინურ ამერიკაში “buen vivin” სახელი მიიღო, რაც ქართულად საცხოვრებლად გამოსაყენებლ სამყაროს ნიშნავს.

         მეოთხე–დამქვემდებარებული ჯგუფების მოთხოვნა, რომლებიც მოითხოვენ მონაწილეობის მიღებას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მიმართული არამხოლოდ “კაპიტალისტების” წინააღმდეგ არამედ “მემარცხენე” მთავრობებისადმიც რომლებიც მხარ უჭერენ ნაციონალურ “განვითარებას”

         მეხუთე– ყველა ამ ფაქტორის შეერთება და შესამჩნევი ვადნა–ოდესღაც ერთადერთი ძალის– შექმნა მუდმივი სიტუაცია რომელმაც პარალიზება გაუკეთა როგორც მსოფლიო მეწარმეობას ისე მსოფლიო მთავრობებს. შესამჩნევად გაიზარდა გაურკვევლობა არამხოლოდ მოკლევადიან პერიოდში არამედ გრძელვადიანშიც, შედეგად გაიზარდა აგრესიაც.

სოციალ–დემოკრატიული გადაწყვეტილება ილუზია აღმოჩნდა, უბრალოდ საკითხავია რით შეიცვლება ის მსოფლიოს მოსახლოების უმრავლესობისთვის.

http://liva.com.ua/social-democratic-illusion.html