Category Archives: სტერეოტიპი

უწიგნურები და წიგნიერები

რაღაცნაირად სიმბოლურია დღევანდელი ჩემი პოსტი, ზუსტად ერთი წლის წინ იმედმა მთელი საქართველო შოკში ჩააგდო, გაითამაშა რა საქართველოს ოკუპაციის სავარაუდო სცენარი: მცხეთასთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები, აჯანყებული და მტრის მხარეს გადასული ქართული არმია, გმირი პრეზიდენტი და თვით ყველაზე მასშტაბურ ფანტაზიებშიც კი სამ დღეში დაპყრობილი საქართველო(როგორც ჩანს ჩვენი ხელისუფლება ყველაზე თამამ ოცნებებშიც კი 3 დღეზე მეტს ვერ უქაჩავს “ჟანგმოდებულ” რუსეთს)  ყველაფერი იდეალურად იყო გაწერილი, მაგრამ  ხანდახან ისეც ხდება რომ იდეალურად დაგეგმილი იდიოტიზმი მიუხედავად დიდებული ფასადისა მაინც იდიოტიზმია და საზოგადეობა მას ადგილს მიუჩენს ხოლმე.

მოდელირებული ქრონიკიდან  ერთი წლის თავზე იმედმა გააკეთა სიუჯეტი რომელშიც ეს ტელევიზია  ახალგაზრდებს განათლებას და ერუდიციას  გვიწუნებს, თითქოს არ ვიცით ვინ არის პეტრე მელიქიშვილი მაგრამ ვიცით ბიჭოლა(ნუ ბუნებრივია ის ფაქტი ბიჭოლას გაპიარებაში მთავარი დამნაშავე  იმედი რომ არის   ეს არ ითვლება) , ასევე არ ვიცით ისიც რომ თურმე საქართველოსა და ვიეტნამს 1956 წელს არ უომიათ. მოკლედ კიდევ ერთხელ გავიგეთ ის რაც ისედაც ვიცით, ქვეყანა მაგარი ბანძია და ხალხი მით უარესი(აბა ახალგაზრდობა, ყველაზე პროგრესული ნაწილი, რომ ასეთია, უფროსი თაობა რა იქნება) ამ დროს არსებობს რაღაც იდუმალი ძალა რომელიც ამ ყველაფერს შეცვლის.

რომაული ტრადიცის თანახმად როდესაც ვინმე კვდებოდა, გამოძიება(ძალიან ხმამაღლა ჟღერს სიტყვა გამოძიება ანტიკურ სამყაროსთან მიმართებაში მაგრამ დაე იყოს) პირველ რიგში იწყებოდა კითხვით ვის აწყობდა ეს მკვლელობა, სწორედ ამ მეთოდით  ვიხელმძღვანელოთ ჩვენც.

საინტერესო ის არის რომ ეს სიუჟეტი თავისებურად ყველას აწყობდა, პირველ რიგში რათქმაუნდა ე,წ ეროვნულ ოპოზიციას, ნუ ეს ასეთი ხალხია რომლებიც ყველაფერში ეროვნულს რომ ეძებს და ნებისმიერ  პრობლემას ეროვნულის არ არსებობაში ხედავს, აი ახლაც როგორც ირკვევა პრობლემა იმაში მდგომარეობას რომ,  ჩვენ ქართველებმა  ეროვნულ ძირს გადავუხვიეთ და მორალურად გახრწნილი დასავლეთის გავლენაზე გადავერთეთ, საუბარი არ სჭირდება იმას რომ  გამოსავალი მხოლოდ  ჩვენს ფესვებთან  დაბრუნებაა. აწყობდა  ხელისუფლებასაც , ამ სიუჟეტმა თვალნათლივ აჩვენა რომ ერთადერთი ძალა რომელიც ამ უვიცობის ტოტალურ ჭაობში შეურყვნელი დარჩა და კვლავ  პროგრესულია სწორედ ჩვენი ხელისუფლებაა  და რომ არა მათი ტიტანური ბრძოლა, ძალაუფლებას ხელში სწორედ ბიჭოლას და ანრი ჯოხაძის ფანები  აიღებენ  ხელში და მყისვე დაბრუნდება ის რუხი და შავი ფერები რომლებიც სააკაშვილის მოსვლამდე არსებობდა საქართველოში. ალბათ არ გაგიკვირდებათ რომ გითხართ ეს  ეს ჩვენს  ე.წ ლიბერალურ წრეებსაც აწყობდათ, კიდევ ერთი თემა რომელიც “აღშფოთების” საფუძველს იძლევა, ზოგი ჟურნალისტების ეთიკურ პრინციპებზე აღშფოთდა, ნაწილი ბოლომდე არ მიყვანილ განათლების რეფორმაზე, ზოგიც კიდევ იმაზე თუ როგორ არ იცის ხალხმა რომ კონსტანტინე გამსახურდია პირველი პრეზიდენტი კი არა,  პირველი პრეზიდენტის მკვლელობის მიზების დამდგენი კომისიის თავჯდომარეა.

არადა საქმე უბრალოდ ცოტა უფრო რთულად არის, სწორედ “იმედია” ერთ-ერთი დამნაშავე იმ სიტუაციაში რომელიც დღეს არსებობს, გადახედეთ იმედის, ერორის თუ სხვა არხების სატელევიზიო ცხრილს და იქ არსებული გადაცემებიდან თუნდაც 0,5 პროცენტი თუ  მაინც არის რაიმე ღირებულების მქონე საჯაროდ ბოდიშს მოვიხდი, თანაც “იმედის” ლოგიკაც მარტივია, ხალხი ითხოვს ასეთ გადაცემებს და აბა ბაზრის წინააღმდეგ ხომ არ წავა, ბაზრის კანონების შეურაწყოფას კი კჰულტუ არავის პატიობს და იმედი ვინ ჩემი გამონაკლისია.

სწორედ ეს დილემა არის ხოლმე ქართული ტელევიზიის დღევანდელი პრობლემა, თითქოს რეიტინგის შენარჩუნების  გამო უშვებენ გადაცემაში იუმორის სერიულ მკვლელ გივი სიხარულიძეს, ათასჯერ  გაშვებულ 2002 წლის ზამთრის სერიის იუმორინას საუკეთესო “ხუმრობების” კრებულს, ვერელი “ინტელიგენტების” პაემნებს საკუთარ უბანში,  ნანუკას შოუს და ასე შემდგომ, მაგრამ როდესაც ხელისუფლება გენიალურ იდეა წარმოაგდენ  ფილმების სუბტიტრებით ჩვენების შესახებ,  ინიციატივას სამარისებული სიჩუმით ხვდება და სულ ცალ აივანზე კიდია დაეცემა თუ არა ამ ინიციატივის შემდგომ მისი რეიტინგები,  ბიზნესის რაციონალური არჩევანი მხოლოდ გივი სიხარულიძეზე ვრცელდება.

ბაზარი ნამდვილად არის ინსტრუმენტი რომელიც იძლევა საშუალებას სწორედ გაიზომოს თუ რაზე არის მოთხოვნილება საზოგადოებაში, მაგრამ გულუბრყვილოა ის ვისაც სჯერა რომ ამ მოთხოვნების კონტროლი, ფორმირება და ასე შემდგომ  შეუძლებელია, ფაქტია ტელევიზიამ შექმნა გივი სიხარულიძე და მასზე მოთხოვნილებაც, მითი თითქოსდა ერი  მოითხოვს ეს ზეკაცი ყოველდღე  იხილოს ცისფერ ეკრანებზე სხვა არაფერია თუ არა უბრალოდ საკუთარი უუნარობის გადაფარვა, რომელიც გვამცნობს რეალობას, ქართულ ტელევიზიონშიკებს უბრალოდ არ შეუძლიათ რაიმე ფასეულის შექმნა, ამიტომაც იმიზეზებენ რაღაც ბანალურობებს.

საქართველოში და არამარტო საქართველოში, ტელევიზია რაღაც აბსტრაქტული ცოდნის და ყოვლისმომცველი ინფორმატიულობის სინონიმია , როდესაც ჟურნალისტი მიკროფონით ხელში ეკითხება ადამიანს ნებისმიერ რამეს, რესპოდენტს უბრალოდ არ წარმოუდგენია რომ შეიძლება ჟურნალისტმა, ამ ზე-ადამიანმა  წინასწარი განზრახვით შეეკითხოს სისულელე, მაგალითად საქართველო-ვიეტნამის ომი, ამიტომაც რესპოდენტმა რომც იცოდეს ასეთი ომის არ არსებობის შესახებ მაინც ეცდება ჟურნალისტთან რაიმე უპასუხოს. ამ სიუჟეტმა კიდევ ერთხელ ამაში დაგვარწმუნა ამაში, ისევე როგორც იმ სამწუხარო ფაქტშიც რომ ერუდიციის მხრივ ნამდვილად არის პრობლემები მაგრამ ნამდვილად მეეჭვება იმ ფაქტში რომ იმ თაობას რომელსაც აქვს პრობლემები ჩემი თაობის წიგნიერებაზე თავად მას ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია ჩემს შესაფასებლად.

ერთადერთი საშუალება ამ მოვლენას ვებრძოლოთ ეს არის ტელევიზორისთვის რაღაც საკრალური ფუნქციის მოშორებაა, მაგრამ ეს სათქმელად არის ადვილი თორემ პრაქტიკულად ჯერჯერობით შეუძლებელია, მაგრამ მე იმედს ვიტოვებ რომ ინტერნეტი უახლოეს 10-15 წლებში მთლიანად შეძლებს ტელევიზორის მავნე ზეგავლენის განეიტრალებას.

ისე ერთიც არის რაც დრო გავა , სისტემას რომელიც დღეს ყალიბდება სრულიად არაფერში სჭირდება ერუდიტები, მას რეალურად არც  განათლებულები სჭირდება, მას სჭირდება ხალხი რომლებმაც იციან თუ როგორ მოაჩვენონ თავი განათლებულელად იმისთვის რათა იმუშაონ სახელმწიფო სექტორში, ხოლო ისეთ ეკონომიკას რომელსაც ჩვენ ვაშენებთ საერთოდ არ სჭირდება არანაირი ერუდიცია, ამისთვის საკმარისი იქნება 3-6 თვიანი კურსები რაიმე სპეციალობის დასაუფლებლად.

სახალხო ფროიდიზმი

16 წლის ვიყავი როდესაც ჩემს ცხოვრებაში ფროიდი გამოჩნდა, თავდაპირველად პატარა ბროშურის სახით რომელიც წავიკითხე და შემდგომ უკვე კლასიკური წიგნებით, როგორც ბევრი მეც ვერ ავცდი ფსიქოანალიზმის მავნე ხიბლს, ყველას ყველაფერში ვეხმარებოდი ჩემი ფროიდისტური დასკვნებით მიუხედავად იმისა მთხოვდნენ თუ არა ამას თავად, შემდგომი ეტაპი სტატიების თუ ყველანაირი წიგნების ფროიდისტური ანალიზი იყო, მთელი ეს ბავშვური აღტაცება რამდენიმე წელი გაგრძელდა, სწორედ ის “სიალალე” ამახსენდა რევაზ რიჟამაძის “არარსებული რევოლუცია” ( http://azrebi.ge/index.php?m=734&newsid=290 ) წაკითხვაზე, არა ორიგინალური იდეების წინააღმდეგი არ ვარ მაგრამ როდესაც მარქსისტებს აბრალებ იმას რაც არასდროს გაუვლიათ თავში და ამას რაღაც ფროიდისტური ხილვებით ამას ამართლებენ კომენტარი მიძნელდება.

ხო მართლა რევოლუციას სოციალური სიდუხჭირე იწვევსო, არ მარქს და არც მარქსის მრავალრიცხოვან მოსწავლეებს არსად არ უთქვამთ, მაგრამ ამას განა რამე მნიშვნელობა აქვს?

ამ სტატიას განსაკუთრებით ჩემი მეგობრის ანის კომენტარი მომეწონა “ამის ავტორს აშკარად ჰგონია რომ უსამართლობა დაუმსახურებელი სიღარიბეა და მის გარდა დამსახურებული სიღარიბე არსებობს კიდე”.

ჩემი აზრით კი ეს სტატია კი, სხვა არაფერი თუ არა საკუთარი უმოქმედობის და სულიერი თუ ინტელექტუალური კონფორმიზმის გამართლება იმით რომ “პატარა კაცი” ვერაფერს შეცვლის…

"2011"

სასტიკად არ მიყვარს ჯორჯ ორუელი, ძალიან დიდი ხანია თანაც, არ მიყვარდა მაშინაც როდესაც უბრალოდ კითხვის მოყვარული თინეიჯერი ვიყავი, არც მაშინ როდესაც ძლიერ საბჭოეთს ვეტრფოდი და არც ახლა როდესაც პოსტ-მარქსისტულ პოზიციებზე ვდგევარ, იხვეწება ჩემი ცოდნაც და პოლიტიკური გემოვნებაც მაგრამ ერთი რჩება უცვლელი, ორუელი არ მიყვარს და ვერაფრით შევიყვარე.

არ ვიცი რატომ, შეიძლება იმიტომ რომ ტროცკისტი ორუელის წყალობით ყველა შეწუხებული  უფროსი ძმის აჩრდილით მაშინებს და მეუბნება რომ “ეს არის სოციალიზმი”, “ეს არის თქვენი კომუნიზმი”, მხოლოდ ფარისეველობა და ტოტალური კონტროლი, ან იმიტომ რომ , ვისაც არ ეზარება ნებისმიერ პოლიტიკურ ლიდერში უფროს ძმას ხედავს??? ან შეიძლება უბრალოდ გემოვნება მაქვს ცუდი???

მგონი ახლახანს მივხდი მიზეზს, არც გემოვნებაა დამნაშავე , არც შეწუხებული ლიტერატორები და არც  კონსპირასი თეორიის თაყვანისცემლები, უბრალოდ ორუელი მწარედ შეცდა,  არავითარი უფროსი ძმა  როგორიც მას წარმოედგინა დღეს არ არსებობს და უბრალოდ შეუძლებელია არსებობდეს.

1984  გადაიქცა გამამართლებელ საბუთად ადამიანებისთვის რომ არაფერი შეცვალონ და საკუთარი უმოქმებოდა გაამართლონ ,  ნებისმიერი ფარისეველი “ლიბერალი” გმობს კორუფციას, უსამართლობას, სოციალურ პოლარიზაციას მაგრამ უფროსი ძმის შიშით უარს ამბობს მოქმედებაზე. არსებული სისტემა ცუდია მაგრამ სხვა უარესია. მიუხედავას იმისა არსებულა თუ არა ის ისეთად როგორიც დასახეს.

 როდესაც წარმოვიდგენ ანტი-უტოპიას ყველას წარმოუდგება სისტემა რომელიც კრძალავს წიგნებს, ყველას და ყველაფერს აკონტროლებს, მაგრამ რა საჭიროა რაიმეს აკრძალვა როდესაც საკმარისია უბრალოდ ნებისმიერი მოვლენის კომერციალიზაცია მოახდინო, ან მარგინალიზაცია რომ მოკლავ მასში ყველანაირ პოტენციალს ცვლილების.  საკმარისია ნებისმიერი პოპულარული ინტელექტუალი/რადიკალი იქცეს  მოდურად რომ კვდება  მასში არსებულ ყველანაირი სურვილს ცვლილებების, ბაზარი უბრალოდ მოკლავს  მასში ყველაფერს რომელიც ოდნავ მაინც ცვლის რეალობას,  რა საჭიროა რაიმე წიგნების  აკრძალვები  როდესაც იმდენად დიდია არჩევანი სხვადასხვა წიგნებს შორის რომ მათ შორის ნორმალურის არჩევა გაცილებით უფრო დიდი გამოწვევა ვიდრე აბსტრაქტულ  სისტემასთან ბრძოლა.

ორუელის უფროსი ძმა, კონკრეტული ისტორიული მონაკვეთის შვილია და ნებისმიერ დამატებით დაყენებულ სათვალთვალო კამერაში მისი ძებნა მინიმუმ არარელევანტურია და მაქსიმუმ არაფრის მომტანი.  თანაც ეს ყველაფერი სტალინური სისტემის განვითარების მაგალითი უფრო შეიძლება იყოს ვიდრე კაპიტალისტური სისტემის.

დღევანდელ სამყაროს და საქართველოს სულ სხვა ანტი-უტოპიები სჭირდება არა ორუელის 1984 ან ცხოველთა ფერმა არამედ გაცილებით უფრო რელევანტური, შეიძლება ოდო ჰაკსლი რომელიც მაინც დასავლური კაპიტალიზმის  განვითარების ანალიზია მაგრამ ესეც მეეჭვება. როგორც ჩანს თანამედროვე სისტემას გასხვავებული, დროის ადეკვატური ანტი-რეალობები სჭირდება.

პ.ს ვერაფრით მოვიფიქრე სათაური და ამიტომაც ამისთვის ორუელი მოვიშველიე, 2011 წელში ბოლო ორი წელი შევცვალე და ის დავწერე სათაურად, ვინც არ იცის სწორედ ასე დაარქვა ავტორმა 1984 წელს სათაური.

სტერეოტიპული საქართველო

სტერეოტიპები არსებობს მიუხედავად იმისა მოგვწონს თუ არა, მე სულაც არ მომწონს როდესაც თვლიან რომ რადგანაც მსუქანი ვარ, ამიტომაც უნდა მიყვარდეს ქეიფი, დალევა და ასე შემდეგ მაგრამ რა ვქნა სტატისტიკურად ჩემნაირი გარეგნობის ტიპების უმრავლესობა ასეთია და მე  მხოლოდ გაბრაზება მრჩება. მაგრამ ერთიც არის სტერეოტიპები ცვალებადია, აი როგორ და რატომ იცვლება ამას  ყველაზე ნაკლებად ექცევა ყურადღება, როგორც წესი რჩება ხოლმე მხოლოდ გაბრაზება,ან ნაგვიანები რეაქცია.

სტერეოტიპების ჩამოყალიბება ძირითადად დაკავშირებულია ეკონომიკურ ფაქტორებთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სხვა გარემოებები არ ახდენენ გავლენას  უბრალოდ მთავარი ფაქტორი მაინც ეკონომიკურია, მაგ საბჭოთა კავშირში არსებული სტერეოტიპი ქართველებზე დაკავშირებული იყო, იმ სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან  რომელიც ეკავა ქართველებს საბჭოთა კავშირში, მდიდარი აგრარული ქვეყანა რომლის მაცხოვრებლებს სხვა ანალოგიურ კლასებთან შედარებით საბჭოთა კავშირში გაცილებით მეტი შემოსავალი ჰქონდა აგროწარმოებული პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული,  რადგანაც საბჭოთა კავშირში “კარგ ტონად” არ ითვლებოდა დაგროვება(ხშირად ისჯებოდა კიდეც)  საშუალო სტატისტიკური ქართველს სხვა არაფერი რჩებოდა გარდა იმისა რომ მოპოვებული  ფული დაეხარჯათ სხვადასხვა გასართობებზე, ამიტომაც საბჭოეთში  ქართველები ასოცირებულები იყვნენ მიმინოს ტიპაჟთან და რა დასამალია და სრულიად არ სწყინდათ ჩვენი მამების თაობას ეს რეალობა.

საგულისხმოა მიმინოს მაგალითიც, სტერეოტიპები ყველაზე იდეალური საშუალება კარგი კინოპროდუქტის შესაქმნელად, რაც უფრო მეტად არის მთავარი გმირები მიახლოებული ამა თუ იმ კლასის წარმომადგენლის სტერეოტიპზე მით უფრო საინტერესოა და სასაცილოა ფილმი თუ განსაკუთრებით სერიალები. ავიღოთ ყველაზე წარმატებული ამერიკული სიტკომები, ყველაზე კარგ სერიალებში არსებული გმირები მიუხედავად სხვა რეალობისა ჩვენთვისაც ახლობელია და ასე თუ ისე ვხდებით მათ პრობლემებს, მართალია არსებობს გამონაკლისიც,  ეს თანამედროვე ქართული კინო და სერიალების წარმოებაა, სერიოზული სამეცნიერო კვლევა დაგჭირდებათ ისეთივე გმირები მოძებნოთ რეალობაში როგორიც ფილმებში და განსაკუთრებით  სერიალებშია, რატომღაც ჩვენთან კინომწარმოებლებს მიაჩნიათ რაც უფრო არანატურალური და მოგონილი გმირები იქნება მით უფრო კარგია ეს მაყურებლებისთვი, აღარაფერს ვამბობ კინოთი სერიოზულად დაინტერესებულ ხალხზე.

სტერეოტიპები ცვალებადი კატეგორიაა, მაგ სოციოლოგიის  კლასიკოსი მაქს ვებერი თავის მთავარ ნაშრომში პროტესტანტურ ეთიკას როგორც კაპიტალიზმის წამმართველ ეთიკას უპირისპირებს კონფუციანისტურს, როგორც ნიმუშს ჩამორჩენილობის და სტაგნაციის, მართლაც იმდროინდელი ჩინეთი, იაპონია და აღარაფერს ვამბობ სხვა პატარა ქვეყნებზე  ეკონომიკური ჩამორჩენილობის მაგალითს წარმოადგენდა, აი საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ კონფუციანისტური  ეთიკა  გადაიქცა შრომისმოყვარეობის და წარმატებულის ნიმუშად, მაგ ფილმში “up in the air” ჯორჯ კლუნის გმირი თავის სტაჟიორს ურჩევს რომ თვითმფრინავში გაფრენის წინ ყოველთვის აზიელების უკან დადგეს რადგანაც მათ იციან რომ ყოველი წუთი ფასეულია, ესეც ახალი თანამედროვე სტერეოტიპი.

საქართველოში ამ მხრივ განსაკუთრებული სიტუაცია, ადრე არსებული და დროში გამოცდილი სტერეოტიპები დღეს უკვე არააქტუალურია, აღარ არსებობს დიდი და მრისხანე ქვეყანა სადაც ჩვენი ნებისმიერი პროდუქცია გასაღდება და ჩვენ მისგან მიღებული დივიდენდებით  ვიგულავებთ მოსკოვში, რა დასამალია და ახალ თაობას უბრალოდ  აღარ გვსურს მამა-პაპებისგან დატოვებული სტერეოტიპები გადავიბაროთ, სხვა თუ არაფერი ტეხავს 21 საუკუნეში ისევ ძველი დავიტოვოთ მაგრამ აი ახალ სტერეოტიპებთან კი ძალიან ცუდი სიტუაციაა, ხელოვნურად შემქნილი სტერეოტიპები გრანტიჭამია ინტელექტუალების, ბლოგერი კაი ბიჭების თუ სხვა ჯერ ერთი იმდენად არააქტუალურია, რომ რთულია რეალობას მოარგო მერე მეორე მთელს ერზე მისი გავრცობა არარეალურია, ერთადერთ გამოსავალად ისევ დრო რჩება და იმის გარკვევა თუ როგორ სახელმწიფოს ავაშებენთ, შემდეგ სოციალ-ეკონომიკური პირობები აუცილებლად ჩამოაყალიბებს, ჩვენი 21 საუკუნის ქართველების სტერეოტიპს,  უბრალოდ აქ ჩნდება კითხვა მთავარი კითხვა მზად ვართ თუ არა ჩვენ მივიღოთ ეს სტერეოტიპები, დღევანდელი ეკონომიკური განვითარების ტენდენციიდან გამომდინარე ჩვენ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსამსახურე ერად უნდა ჩამოვყალიბდეთ, ამაში ცუდი არაფერია მაგრამ საკითხავია მზად ვართ თუ არა 20-30 წლის შემდგომ გადაღებულ ფილმებში ვალიკო მიზანდარი ტურისტებთან მომუშავე ტიპი მივიღოთ, ეს არის კითხვა რომელსაც უნდა გავცეთ პასუხი, დღევანდელ ინტელექტუალებს ნერვებში გვეშლება როდესაც პოსტ-საბჭოთა სივრცეში ისევ ძველი სტერეოტიპით მსჯელობენ ჩვენზე მაგრამ მზად ვართ თუ ახალი სტერეოტიპისთვის და როგორი უნდა იყოს ეს სტერეოტიპი,  ჩვენი თაობის მთავარი კითხვა სწორედ ეს უნდა იყოს.

სტერეოტიპების ტყვეობაში

         ვინც მიცნობს იცის რომ კარგი მოდელი გოგოსავით ლამის მთელი ცხოვრება დიეტაზე ვარ, არა რათქმუნდა  ზდაროვი ტიპი ვარ  მაგრამ ნამდვილად არ ვარ ისეთი რომ მთელი ცხოვრება დიეტებში ვიყო. პრობლემა წონაში კი არ მაქვს რომელიც სადღაც 16-18 კგ მეტია ნორმაზე არამედ დამოკიდებულებაში, საერთოდ ჩვენთან ჩამოყალიბებული დამოკიდებულებაა პუტკუნა ხალხის მიმართ, როგორც წესი არსებობს სტერეოტიპი რომელიც გულისხმობს რომ  უნდა იყო დებილივით კეთილი, წყნარი, უბოროტო და რაც მთავარია  აუცილებლად ბუნჩულა რომელსაც უყვარს ლუდის სმა და მწვადის დანახვაზე სახე უბრწყინავს.

         ვერ წარმოიდგენთ,  რამდენჯერ მომშლია ნერვები როდესაც ასეთ სტერეოტიპს წავაწყდები, დავიწყოთ იმით რომ  სულაც  არ ვარ დებილივით კეთილი და მოსიყვარულე(სატრაბახო არ არის მაგრამ ფაქტია),არც უბოროტო ვარ , საერთოდ არ ვსვამ ლუდს და საჭმელებზეც არ ვგიჟდები.დღემდე მწარედ მახსენდება როდესაც ერთხელ უცნობ სუფრაზე ერთ ერთმა სუფრის წევრმა გადაწყვიტა ჩემი სადღეგრძელო დაელია,სადღეგრძელოში მე კი მადღეგრძელა არამედ ადღეგრძელა ჩემი სტერეოტიპი, წყნარი ბიჭი რომელიც წიგნებს კითხულობს, კეთილია და სიბოროტეს არ გააკეთებს,ფაქტიურად შკოლნიკი მსუქანი პროფესორი. კარგად მახსოვს მაშინ ვუთხარი რომ გეგინებინა სჯობდა თქო, მე ხომ არ ვარ ასეთი,მე ხომ 15 წლიდან ათეისტი ვარ, 16 წლიდან სოციალისტი და 23 წლიდან კომუნისტი(2012 წლის მდგომარეობით ისევ სოციალისტი) ,ყოველთვის ვიყავი ადამიანი რომელსაც არასოდეს ერიდებოდა მისი იდეების დეკლარირება, სადაც არ ვიყავი მუდამ დინების საწინააღმდეგოდ მივცურავდი, ეკონომისტმა რომლისათვის ქართული სტერეოტიპებით ბანშკი მუშაობა ლამის მესიანური შანსია შარშან ამ დროს თიბისი ბანკში არ წავედი ორჯერ მაღალი ხელფასზე სამუშაოდ,ვერ წარმომიდგენია მარქსისტმა როგორ უნდა გავცე სესხი როდესაც ვიცი თუ როგორ ატყუებს სისტემა ადამიანს.

                    სტერეოტიპებით მოაზროვნე ხალხს ვერ წარმოიდგენთ რამდენს წაუტეხია კისერი როდესაც ასე უფიქრიათ ჩემზე, ძალიან ბევრისთვის  ეს ცუდი სიუპრიზი აღმოჩენილა  მაგრამ  სულაც არ მინდა ეს ცუდი სიუპრიზი იყოს  , დაუჯერებელია მაგრამ კომპლექსი ჩამომიყალიბდა, მეშინია ვინმეს მიმართ სიყვარული გამოვხატო, იმიტომ რომ ამას აუცილებლად მე კი არა ჩემს გარეგნულ სტერეოტიპს მიაწერენ,ამიტომაც ვარ დიეტაზე და ამიტომაც ვცდილობ გავხდე. სულაც არ მინდა ვიყო კეთილი ბუნჩულა ბიჭი რომელსაც ვიღაც მოატყუებს და ისიც წყნარად ცრემლების ყლაპვით გადაყლაპავს ამას, იმიტომ კი არა რომ ასეთი ხალხი ცუდია უბრალოდ უბრალოდ ასეთი არ ვარ.

                სტერეოტიპები მხოლოდ გარენობაში არ არის, სტერეოტიპები საზოგადოებრივ მდგომარეობაშიც არის, მაგალითად რადგან სხვაზე მეტი წიგნი მაქვს წაკითხული და როკს ვუსმენ აუცილებლად ჩემი მიზანი რატომღაც უნდა იყოს მავანი გლეხების დაცინვა,რატომღაც უნდა მომწონდეს ვანო ჯავახიშვილის იუმორი და მთელი დღეები უნდა დავცინოდე ქალიშვილობის ინსტიტუტს,ან კიდევ აუცილებლად უნდა მომწონდეს ამერიკის მთავრობა და ვოცნებოდბე იმაზე რომ ამერიკის შტატი ვიყო, რუსებს ვაგინებდე და მჯეროდეს რომ ქართველევი ყველაზე უხეირო ერის ვართ. არ მესმის რატომ ვერ ხვდებიან რომ ეს სტერეოტიპი არაფრით აღემატება ტიპური გრუზინის თუ გურჯის სტერეოტიპს(გულისამრევი ტერმინებია).

               თანამედროვეა სიტუაციაა.ცოტა ხნის წინ ერთ ცნობილ ფორუმელთან შეხვედრის დროს ტრადიციულად გადავკოცნე და აღმოვაჩინე რომ თურმე გადაკოცნას არ იყო, ეს იყო შემთხვევა როდესაც არ გამიჩნდა ჩემი ტრადიციული პასუხის ანუ დაცინვის სურვილი იმიტომ რომ უბრალოდ ეს ნიშანია იმის რომ საქმე მთლად ნორმალურად არ არის. ადამიანების ერთმა ნაწილმა ორიგინალურობის ძიებაში უკვე მთლად დაიკარგნენ, როგორც ჩანს ჩვენთან უკვე ნელნელა ჩნდება პრობლემები რომლებზეც მარკუზე და სხვა ფრანკურტელები წერდნენ, ჩვენთან ერთგანზომილებიანი ადამიანი ყალიბდება, ადამიანი რომელიც იესემში სწავლობს, იცის ინგლისური, უსმენს როკს, არ მოსწონბს გუბაზი, არ მოსწონს ტრადიციები გიჟდება დაკომპელქსებულ ინტელექტუალებზე და მოსწონს რაღათქმაუნდა ლევან რამიშვილი. და ტაკ დალეე მაგრამ ამავდროულად ყველაზე იდეალური ფარია ყოვლად უხეირო ხელისუფლების.ხელისუფლების რომლებიც სწორედ მათზე დაყრდნობით ქმნის რეჟიმს რომელიც ყველაზე წარმოუდგენელად იდიტურია რაც კი ოდესმე არსებულა,ნუ ზვიადის რეჟიმის გამოკლებით.

სნობებზე მონადირის უბის ბიბლია

პირველ რიგში იმისთვის რათა ნორჩმა სნობებზე მონადირემ დაიწყოს მოქმედება საჭიროა გავარკვიოთ თუ რა არის ტერმინი სნობი. ყოვლისმცოდნე ვიკის თანახმად სნობი თავდაპირველად აღნიშნავდა მდაბიურ წარმოშობის ადამიანს რომელიც ყოველი საშუალებით ცდილობდა არისტოკრატიულ საზოგადოებაში შეღწევას, თანამედროვე განმარტებით ეს არის ადამიანი რომელიც დარწმუნებულია თავის უპირატესობაში, აქვს პრეტენზია რომ აქვს დახვეწილი გემოვნება, ცდილობს დაიკავოს ქემდაღლური პოზიცია ჩვეულებრივი მოკვდავების მიმართ.

იმისთვის რათა ასეთი ხალხი ჩვენს ირგვლივ აღმოვაჩინოთ,  საჭიროა რამდენიმე ძირითად მახასიათებელს მივაქციოთ ყურადღება, პირველ რიგში უნდა ავღნიშნო რომ შეხედულება რომ სნობი სარკეში არ აირეკლება, ეშინია ნიორის და ღამის , არ არის სწორი და თუ ასეთ ადამიანს გადაეყაროთ მაშინ ვამპირი გიპოვიათ და გისურვებთ წარმატებას.  ხოლო ჩვენი წმინდათწმინდა საქმისთვის კი საჭიროა ჩავატაროთ რამდენიმე ცდა:

1. კარგად დაუკვირდით თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს გაუხარდა თბილისი ოპენ აირის როკ ფესტივალი მაშინ არის ალბათობა რომ თქვენ წინ მოსნობო ელემენტია მაგრამ თუ მას არამარტო გაუხარდა არამედ მონაწილე უცნობილესი ჯგუფები არამარტო გაგონილი აქვს არამედ ყველა ალბომი იცის მაშინ სერიოზული საფრთხე არსებობს  რომ თქვენს წინაშე სნობია.

2. თუ თქვენ ან თქვენ ახლობელს გულწრფელად ეცინება ვანო ჯავახიშვილის ღადაობაზე მაშინ დაფიქრებას საჭიროებს ეს სიტუაცია,  ხოლო თუ ე.წ შუტკის თქმის დროს მხოლოდ ჯონდი ბაღათურიას თმები და მიტინგზე არსებული 2 მილიონი ადამიანი ახსენდებათ სიტუაცია აშკარად არ არის სახარბიელო.

3. თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს უყვარს ფანტასტიკური ჯანრის პროზა და არ გაუგია აიზიმოვი, კლარკი, ელისონი, ან თუნდაც ჰარისონი და სამაგიეროდ მიაჩნია რომ ყველაზე მაგარი ფანტასტი არის აკუტაგავა და ბორხესი ეს სიტუაციაც სერიოზული საფრთხის მატარებელია, მაგრამ თუ იმ აღიარებამდე მივიდა რომ ვონეგუტი და ბრედბერი ყველაზე მაგარი ფანტასტები არიან მაშინ პირდაპირი და აშკარა საფრთხე არ არის მაგრამ საფუძველი აშკარად არსებობს.

4. თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს ოდნოკლასნიკები მიაჩნიათ გოიმობად ეს ნიშანი არ არის იმის რომ სნობი არის თქვენს წინაშე მაგრამ თუ ფეისბუკის ფანია და ბავშვობის მეგობართან საუბრის დროს ჩნდება სურვილი ინგლისურად მისწერო პასუხი სხვის დასანახად ეს უკვე კლინიკური შემთხვევაა.

5. თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს მიაჩნია რომ რომ ყველაზე მაგარი ქართველი პოლიტიკოსი არის კახა ბენდუქიძე, ხოლო ყველაზე დიდი ინტელექტუალი კაცობრიობის არსებობის ისტორიაში თუ არა საქართველოში მაინც  ლევან რამიშვილი ესეც უკვე კლინიკური ნიშნების მქონე შემთხვევაა.

6. სნობი დარმწუნებულია რომ არის ლიბერალი, ხოლო ლიბერალიზმი მიაჩნია რომ არის მართლმადიდებელი გლდანელი ბნელების დაცინვა, გუბაზ სანიკიძეზე ძახილი რომ არის მსუქანი, ხოლო გია ხაინდრავა წვერებიანი, ასევე კლასიკური ლიბერალიზმის ამოსავალ წეტილად მიაჩნიათ ხუმრობა ქალიშვილობაზე.

7. სნობის ამოცნობის დროს უნდა გავითვალისწინოთ გარეგნული ატრიბუტები, სნობი თავს ვალდებულად თვლის ეცვას კეტები აუცილებლად ყვითელი, მწვანე ან ღია ვარდისფერი, ასევე მნიშვნელოვანია რომ სნობებზე მონადირემ იცოდეს რომ კლასიკური სნობი აუცილებლად შეირაღებული იქნება აიპოდით ან ყველაზე ცუდ ვარიანტში მობილურით რომელშიც აქვს მუსიკები ჩაწერილი.

8. სნობის ამოცნობის წმინდათწმინდა საქმეში ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რომ სნობის ოცნებები, ლოკალური სნობის ოცნების მწვერვალი არის იესემი, თუნდაც იყოს მოწოდებით მიკრო ბიოლოგი, ხოლო ინტერნაციონალისტი სნობს მიაჩნია რომ აუცილებლად უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამი დიპლომი. გაცნობის დროს აუცილებლად დააფიქსირებს რომ პარიზი მაგარი ქალაქია მაგრამ ზანგები და არაბებია ბევრი, პრაღა ულამაზესია ხოლო ნიუ იორკში ცხოვრება ისეთი გიჟურია რომ ეს არის ცხოვრება და იქ რომ ცხოვრობ გრძნობ რომ არსებობ.

9. სნობს მიაჩნია რომ ქართული საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი არა სოციალურ-პოლიტიკური კრიზისია არამედ გეების უფლებების დაცვა, ცხოველების უფლებების დამრღვევების დახვრეტა და რაც ყველაზე მთავარია ხმალ ამოღებული ბრძოლა საიტ “დიდგორთან”. 

10. ყურადსაღებია სნობის მუსიკალური და ტელე გემოვნება, კლასიკური სნობის საყვარელი ტელეგადაცემა გოგი გვახარიას ნებისმიერი გადაცემაა, საყვარელი კინორეჟისორი მალტური კინოს ახალი ტალღის რამდენიმე წარმომადგენელია, მუსიკალური გემოვნება კი თახმდება იმ ფაქტზე რომ დიპ პარპლები,ფლოიდები და ოზი უმაგრესია მაგრამ ნაკლებად ცნობილი შვედური როკ ჯგუფის 1992 წლის ალბომის დონე მუსიკა არ დაწერილა არასოდეს. სნობს არ მოსწონს ქართული სუფრა და გრძელი სადრეგრძელოები ის უპირატესობას ისე დალევას ანიჭებს.

ეს არის მცირე კლინიკური შემთხვევები მაგრამ ასევე საჭიროა რომ სნობებზე მონადირემ იცოდეს რომ არსებობს  მემარცხენე და მემარჯვენე  სნობები, პირველები თვლიან რომ ყველაზე ძლიერი ქართველი პოლიტიკოსი არის მიხეილ სააკაშვილი ხოლო მემარჯვენეები კი აღიარებენ რომ ირაკლი ალასანია ყველაზე ძლიერი, შეკითხვაზე თუ რატომ არის სააკაშვილი ძლიერი პოლიტიკოსი პასუხი არის იმიტომ რომ მაგარია, ხოლო ალასანიაზე კი პასუხი არის იმიტომ რომ მიშასავით გიჟი არ არის.

ასევე არსებობს მათ შორის რელიგიური განსხვავებაც მემარცხნეები არიან ათეისტები ხოლო მემარჯვენები კი ფეშენ რელიგიურები, ორივე თანხმდება რომ ბასილ კობახიძე მაგარი კაცია მაგრამ არსებობს განსხვავებაც,  მემარცხნეებს მიაჩნიათ რომ სეკულარიზაცია არის ერის ხსნა ხოლო მეორეს მიაჩნია რომ სეკულარიზაცია გაუგებარი ტერმინია და ერს მხოლოდ მისი მოძღვარის ნაირი მღვდლები გადაარჩენს.

ახლა საჭიროა გადავიდეთ სნობებთან ბრძოლის მეთოდებთან, პირველ რიგში მინდა ყურადღება მიაქციოთ რომ ვერცხლის ტყვია ეფექტური საშუალებაა მაგრამ მაინც რეკომენდირებულია რომ ის მაქციების წინააღმდეგ გამოვიყენოთ. შემოწმებულია რომ ხის სარის დარტყმა გულშიც დადებით შედეგს იძლევა როგორც ვამპირების ისე სნობების კერძო შემთხვევებში მაგრამ მაინც რეკომენდირებულია რომ სარი მაინც ვამპირებისთვის შევინახოთ.

უკანასკნელი გამოკვლევებით დამტკიცდა რომ რამდენიმე ოდინდელი საშუალება ნაკლებეფექტურია, მაგალითად მძიმე ჯვარი, ეს იყო მეთოდი რომლითაც ჩვენი “სულიერი ძმა” ბასილ მკალავიშვილი იბრძოდა თავის დროზე სნობების ელიტარული სექტის წინააღმდეგ  ძალიან არაეფექტურია , ყველაფერი ციხით სრულდება და არის ალბათობა რომ სნობებმა ამ ბრძოლის შედეგად ევროპელი კოლეგებისგან დახმარების სახით მიიღონ ლიკვიდური საშუალებები. ასევე მინდა ავღნიშნო რომ მოსაზრება რომ სნობის მოძღვარის გაჩენის შედეგად განკურნების მითი არასწორია და მრავალი ჩვენი ჭეშმარიტი სნობთმუსვრელი დაუღუპია ამ მოსაზრებას. 

ჯერჯერობით ერთადერთ ქმედით საშუალებას რჩებად იუმორი მაგრამ უდიდესი საფრთხე არსებობს ამ მხრივაც, შესაძლებელია სნობებზე მონადირეს დაემართოს ცუდად მოღადავის სინდრომი რაც ამ წმინდათწმინდა საქმეში უდიდესი დანაკლისი იქნება.
 
ბოლო სიტყვად ჩემო სულიერი ძმებო მინდა გითხრათ რომ გამაგრდით ჩვენი საქმე მართალია და ამიტომაც ჩვენ გავიმარჯვებთ.

პ.ს მოცემული ინსტრუქცია წაკითხვისთანავე გაანადგურეთ,მტერი ჩვენს ირგვლივ დაბოდიალობს ისინი ხომ ათობით, ასობით და ათასობით  არიან.