
აღსანიშნავია, როგორც ყოველთვის ქართველი პოლიტიკოსები ან ვერ ახერხებენ ან აგვიანებენ იმ პოლიტიკური ტენდენციების შემჩნევას რომელიც მათ თვალწინ ყალიბდება ან უკვე ჩამოყალიბდა. არაფორმალური ქორწინება ,რომელიც “ვარდების რევოლუციის” შემდგომ არსებობდა ქართველ ახალგაზრდობასა და ხელისუფლების შორის უკვე დასრულდა და დღეს უკვე აქტიური ახალგაზრდების დიდი ნაწილი ხელისუფლების მიმართ პირდაპირ შეიძლება ითქვას რომ მტრულად არის განწყობილი. უბრალოდ განსხვავებით ქართული პოლიტიკაში არსებული დღის წესრიგისა, სტუდენტობის გაწყობა მკვეთრად მარცხნივ გადაიხარა და სწორედ ამიტომაც მათი დიდი ნაწილი ისევე ეჭვის თვალით უყურებს ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების დიდ ნაწილს როგორც თავად ხელისუფლებას.
ბუნებრივია, როდესაც ხედავ რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებითად სხვაობა ის არის რომ “მიშა უბრალოდ ცუდი ტიპია” და მისი ოპონეტები კიდევ კარგები და და კეთილები არიან და ეს არის უმთავრესი განსხვავება,წარმოუდგენელია ასეთი პოლიტიკის მიმართ არ ჩამოგიყალიბდეს ნეგატიური დამოკიდებულება.

სწორედ ასეთ პირობებში ახალგაზრდობის გამემარცხენება, სრულიად ბუნებრივი და აუთენტური პროცესია. ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად სხვადასხვა ქალაქების სტუდენტურ სასწავლებლებში მცირე თუ დიდი ჯგუფები იქმნებიან. ამ პროცესის ყველაზე ნათელი დადასტურებაა “ლაბორატორია 1918” რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა, სოციალ-პოლიტიკური ფაკულტეტის სტუდენტების ბაზაზე და დღეს აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საპროტესტო მოძრაობებში და ხშირად თავად არის ინიციატორი ამა თუ იმ საპროტესტო პროცესის.
ყველაფერ ამაში გასაკვირი მხოლოდ ის შეიძლება იყოს რომ ეს პროცესები საქართველოში მხოლოდ ახლაღა დაიწყო, მაგრამ როგორც ამბობენ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. გლობალურ ნეოლიბერალურ წესრიგს უკვე დიდი ხანია წყალი შეუდგა და ამ ტენდენციებმაც საქართველოშიც ჩამოაღწია, სამწუხაროდ ჯერჯერობით ეს მხოლოდ საზოგადოების ყველაზე პროგრესულ ნაწილში, სტუდენტობაში გამოიხატება.