Category Archives: ტაბულა

სოციალიზმის არშემდგარი "ბართლომეს ღამე"

ის რომ სოციალიზმს გააჩნია პრობლემები ,  მათ შორის  საკმაოდ სერიოზული და დამაფიქრებელი,  ამაზე მხოლოდ  ბრმები  და  არაკეთილსინდისირი ხალხი არ კამათობს . სხვა თუ არაფერი სოციალიზმს ადამიანები აშენებენ და შეუძლებელია ადამიანების მიერ შექმნილი  სისტემა იყოს ისეთივე “იდეალური” როგორც,  მაგ მემარჯვენე  ლიბერტარიანიზმია რომელიც ყოველგვარი ადამიანების გარეშე არსებობს.  მას ისეთივე შეცდომები აქვს როგორც ადამიანებს გააჩნიათ და ისეთივე წარმატებები როგორც ხალხს შეუძლიათ მიაღწიოს.

გუშინ, როდესაც ტაბულაში მიშა თავხელიძის და ზურა ჯაფარიძის ერთობლივი ნამუშევარი ვნახე , პირველ რიგში გავოცდი და მეორე რეაქცია რაც იყო არ დაგიმალავთ გამიხარდა.  გავოცდი იმიტომ რომ ნამდვილად არ მეგონა  თუ დარჩა ვინმე, რომელიც სოციალიზმს მსგავსად აკრიტიკებდა, გამიხარდა იმიტომ რომ თუ ტაბულას ორი ყველაზე წარმოსაჩენი და ჭკვიანი ლიბერტარიანელი ასეთ რაღაცეებს წერს(ნებისმიერი ქართველი ლიბერტარიანელი, დიდი მესიის შემდგომ  სწორედ ამ ორ ავტორს თვლის ეტალონად) მაშინ კარგად ყოფილა ჩვენი ძვირფასი ოპონენტების საქმე.

ჩემი წარმოდგენით(არამხოლოდ ჩემი)  კრიტიკა, რომელშიც საერთოდ არ არის ნახსენები რეალური პრობლემები და წარმოჩენილია, მაკარტიზმის დროინდელი მითები ,დამატებული  სრულიად უსარგებლო ლიტერატურული ჩანართებით რბილად რომ ვთქვა არადეკვატურია. სხვა თუ არაფერი ეს ქმნის ილუზიას რომ სოციალიზმის პრობლემები მხოლოდ  სტატიაში არსებული გლობალური სოციალისტი მხეცია.

როგორც ხდება ხოლმე, პირად საუბრებში, რომლებიც გუშინ ფეისბუკზე აქტიურად მიმდინარეობდა(უფრო სწორად სოციალისტები ხუმრობდნენ და ლიბერტარიანელები მორცხვად ლანძღავდნენ ობამას)  , განჩდა მოსაზრება რომ ეს სტატია არის ცდა, ჩვენი,  სოციალისტების წერის  სტილში, იუმორისტულად დაეწერათ სტატია.  არ დავმალავ არის ამაში სიმართლის მარცვალი ოღონდ ერთი შესწორებით, ეს მოსაზრება ადეკვატურია  თუ ამას სოციალისტი დაწერდა,  ანუ მე ან ჩემს ნებისმიერ მეგობარს რომ დაეწერა ეს სტატია ასეთ სტილში(ასე ცუდად არც ერთი არ ვხუმრობთ, ეს უდაოა)  კიდევ ჰო გასაგებია, ეს საკმაოდ გავრცელებულია სტილია და მეც ხშირად მივმართავ ხოლმე. მაგრამ არის კიდეც ერთი პატარა მომენტიც  ადამიანს ან გაქვს იუმორის გრძნობა ან არა, ის რაც გუშინდელ სტატიაში წავიკითხე ეს არც იუმორი იყო და არც არაფერი , ეს იყო ბანალური  ხალტურა, როგორც ჩანს,  ავტორებმა ჩათვალეს რომ მათი მომხრეები ნებისმიერ სისულელეს დაიცავდნენ.  გუშინდელი კომენტარებიდან გამომდინარე   ალბათ არის ამაშიც სიმართლე.

p.s ესეც სტატია რომელზეც ზემოთ ვსაუბრობ http://www.tabula.ge/article-4718.html