Category Archives: ტარასოვი

ფაშიზმები

ავტორი:ალექსანდრე ტარასოვი(მემარცხენე მოძრაობის თეორიტიკოსი)
          რასაც არ უნდა გვეუბნებოდნენ, ერთიანი, საერთო სახის ფაშიზმი, «უბრალოდ ფაშიზმი» არ არსებობს,  ისევე , როგორც არ არსებობს » უბრალოდ ტოტალიტარიზმი» (ჯერ კიდევ 60-იან წლებში დასავლელმა ავტორებმა დაამტკიცეს, რომ არენდტ-ფრიდრიხ-ბჟეჟინსკის «ტოტალიტარიზმის» კონცეფცია ატარებდა არა სამეცნიერო, არამედ პროპაგანდისტულ ხასიათს და ფაქტებით არ მტკიცდებოდა) ყოველთვის არსებობდა და იარსებებს მრავალი სხვადასხვა ფაშიზმი, ხშირად ერთმანეთის კონკურენტი, ერთმანეთთან დაპირისპირებული, იმდენად დაპირისპირებულიც კი,  რომ ერთი ფაშიზმის მომხრეები ეშურებიან მეორის მიმდევრების სრულად განადგურებას.
        ასე იყო ჯერ კიდევ XX საუკუნის 30-იან წლებში,  როცა ისე მოჩანდა,  თითქოს არსებობდა ფაშიზმის სამი სახე  : ნაციზმი,  იტალიური ფაშიზმი და ფრანკიზმი. ამ სამს ხშირად აერთიანებენ ტერმინში «კლასიკური ფაშიზმი», ხოლო ყველა  დანარჩენი ითვლება «არაკლასიკურად».  »კლასიკურ» ფაშიზმს რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი აქვს : ის «საშუალო კლასის» მოძრაობაა, რომელიც აცხადებს პოლიტიკურ პრეტენზიას ხელისუფლებაზე ტრადიციული ელიტის საზიანოდ  და «დაბალ ფენებთან» (გლეხობა, მუშათა კლასი)   დაპირისპირებით.  აღსანიშნავია, რომ განსხვავებით ტრადიციული კონსერვატიზმისგან, ეს მასობრივი  მოძრაობებია,   რომლებმაც შექმნეს საკუთარი იდეოლოგია და იყენებენ ბრძოლის რევოლუციურ ტაქტიკას მემარცხენე ბანაკის წინააღმდეგ. მაგრამ  უფრო ღრმად დაკვირვებისას ჩანს თავად კლასიკურ ტრადიციებს შორის სხვაობა : ნაციზმი, აშენებდა რა იერარქიულ ტექნოკრატიულ სახელმწიფოს (იდეალურ ვარიანტში – გიგანტურ სამხედრო საწარმოს), ემყარებოდა ქალაქის «საშუალო» ფენას,  იყენებდა  სამრეწველო კაპიტალის თანადგომას და მისივე დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში ; მხარს უჭერდა  წარმართულ მისტიკას და   რასობრივ სისუფთავეს; განიხილავდა საკუთარ «რევოლუციას» როგორც ექპსერიმენტს რომელიც მიზანი იყო მოდერნიზაციის აჩქარება; დაუქვემდებარა პარტია სახელმწიფოს. იტალიური ფაშიზმი ემყარებოდა სოფლის «საშუალო კლასს»; აშენებდა პატერნალისტურ «კორპორატიულ სახელმწიფოს»;  ხელისუფლებაში მოვიდა ძირითადად მსხვილი აგრარული კაპიტალის მხარდაჭერით;  ორიენტირებდა კათოლიციმზე და საგარეო ნაციონალიზმზე, საკუთარ «რევოლუციას» განიხილავდა როგორც ნაციონალურ-პრევენციულს იმისთვის რათა არ მომხდარიყო იტალიის ბოლშევიზაცია. ფრანკიზმი გაცილებით უფრო «ღიად» ეყრდნობოდა სოფლის «საშუალო კლასს», ვიდრე იტალიური ფაშიზმი, მაგრამ მას კოლონიალური და სამხედრო წრეებიც უჭერდნენ მხარს; ხელისუფლებაში მოვიდა ფეოდალური ელიტის მხარდაჭერით. ორიენტირებდა მებრძოლ (ანტიმასონურ) კათოლიციზმზე;  საკუთარ «რევოლუციას» განიხილავდა ესპანეთისთვის შუა-საუკუნეების დომინაციის დაბრუნებისს რადიკალურ გზად.
                    სხვადასხვა  »კლასიკური» ფაშიზმის მხარდაჭერებიც ანადგურებდნენ ხოლმე ერთმანეთს. მაგ .ავსტრიაში 1934 წლის დასაწყისში  ხელისუფლებაში  მოვიდნენ იტალიური ფაშიზმის  მიმდევრები, (ხეიმვეროვები), მაგრამ ივლისში  ნაცისტებმა მოაწყვეს პუტჩი, მოკლეს კანცლერი ე.დოლფუსი, ყველაფერი კი  ავსტროფაშიზმის განადგურებით და ანშლუსით დასრულდა . უნგრეთში იტალიური ფაშიზმის მხარდამჭერები – ხუნგარისტები, ადმირალ ხორტის მეთაურობით, 1944 წელს ჩამოაგდეს უნგრელმა ნაცისტებმა სალაშის მეთაურობით. რუმინეთში დაპირისპირება იტალიურ ფაშიზმსა და ნაციზმს, «მწვანექურთუკიანებსა» და «რკინისგვარდიელებს», ანტონესკუსა და ხორი სიმოის შორის გადაიზარდა ორმხრივ ტერორსა და სამოქალაქო ომში.

                     მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მმართველ ელიტებს აღარ გაუმეორებიათ ომამდელი შეცდომები: აღარ გააკეთეს აქცენტი სოციალურ რევოლუციებთან ბრძოლაში «კლასიკურ ფაშიზმზე». როგორც აღმოჩნდა, «საშუალო კლასის» ექსტრემისტული მოძრაობა ხელისუფლებაშ მოსვლის შემდეგ ადვილად აღწევდა თავს ელიტის კონტროლს. ამიტომაც, ყველა ომისშემდგომი ფაშისტური რეჟიმი (გამონაკლისია ფრანკიზმი, რომელმაც მალევე გაიარა ბიუროკრატიზაციის გზა და დაკარგა ყველანაირი კავშირი მასობრივ მოძრაობასთან) «არაკლასიკური» იყო.

                    «არაკლასიკური» ფაშიზმი არსებობდა მეორე მსოფლიო ომამდეც.  მაგ. პორტუგალიური, სალაზარისეული ფაშიზმი იყო პირველი მაგალითი შემდგომში ფართოდ გავრცელებული სამხედრო ფაშიზმისა, როდესაც ტრადიციული კონსერვატორული ელიტა არმიის მხარდაჭერით ამყარებს ფაშისტურ ხელისუფლებას და შემდგომ იწყებს საზოგადოების გაფაშისტება, ქმნის  რა რეჟიმის ქვეშ ფაშისტურ პარტიებსა და მოძრაობებს.  ხელოვნური წარმოშობა ასეთი ფაშიზმისა, როგორც წეს,  განსაზღვრავს მის  კლერიკალურ, პატრიარქალურ, ტრადიციულ (და არა რევოლუციურ, როგორც, ვთქვათ,  ნაცისტების შემთხვევაში) ხასიათს. ასეთი რეჟიმები მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ათეულობით იქმნებოდა «მესამე სამყაროს» ქვეყნებში.
                სხვა ვარიანტი მეორე მსოფლიო ომამდელი «არაკლასიკური» ფაშიზმისა იყო მონარქო-ფაშიზმი და გლეხური(ბაუერისეული, კულაკური) ფაშიზმი.   ეს გახლდათ ფაშისტური მოძრაობები (შემდგომში რეჟიმები) ძალიან ვიწრო სოციალური ბაზით, რომლებმაც ვერ შეძლეს მასების მობილიზირება და ხელისუფლებაშ მოვიდნენ «წითელი საფრთხით» შეშინებული ტრადიციული ელიტების მხარდაჭერით (ხანდახან გადატრიალების მეშვეობით). ასეთი რეჟიმების სწრაფმა ჩართვამ გერმანული და იტალიური ფაშიზმის გავლენის ორბიტაში შენიღბა ამ რეჟიმების თვითმყოფადობა, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, არ მისცა საშუალება დამოუკიდებელ მოვლენად ჩამოყალიბებისა.
საფრანგეთში ომამდე ერთმანეთში კონკურირებდა რამდენიმე ფაშიზმი: ფრანგული ვარიანტი იტალიური ფაშიზმის(«ფრანსიზმ»), ფრანგული ვარიანტი ნაციზმის(საფრანგეთის სახალხო პარტია), ფრანგული ვარიანტი ფრანკიზმის(«კაგულიარები») და ბოლოს ორიგინალური ფრანგული არისტოკრატიულ-ელიტარული ფაშიზმი «აკსიონ ფრანსეზი» ახლოს მდგომი მონარქო-ფაშიზმთან.
                  მეორე მსოფლუო ომის შემდგომ ძირითადად «არაკლასიკური» ფაშიზმი წარმოდგენილი იყო ძირითადად «დამოკიდებული» ან მეორე ტერმინოლოგიით «დამყარებული» ფაშიზმის სახით(იგულისხმება გარედან, უცხოეთიდან დამყარებული ფაშიზმი), როგორც წესი ეს გახლდათ ულტრამემარჯვენე რეჟიმები მესამე სამყაროს ქვეყნებში, ხელისუფლებაში მოსული სამხედრო გადატრიალების გზით(სამხედრო ფაშიზმი) პირველი სამყაროს ფულის წყალობით(უმრავლეს შემთხვევაში ვაშინგტონის ფულით), უმთავრესი მიზეზი ასეთი რეჟიმების შექმნის გახდა აუცილებლობა არსებული მემარცხენე რეჟიმების (ან უბრალოდ ანტიამერიკულის) ჩამოგდება(ბრაზიალია, გვატემალა, ჩილე და ასე შემდეგ) ან კიდევ ხელისუფლებაში მემარცხენების მოსვლის დაუშვებლობა.
იმიტომ რომ «დამოკიდებული» ფაშიზმი დამოკიდებული იყო «დემოკრატიულ მეტროპოლიებზე», ამიტომაც ხშირად ფაშისტურ რეჟიმებში არსებობდა ამათუ იმ სახით დემოკრატიული ინსტიტუტები, არსებობდა პარლამენტი, მრავალპარტიული სისტემა, ტარდებოდა «არჩევნები», მართალია უმთავრეს შემთხვევაში ეს ატარებდა ამა თუ იმ სახით ბუტაფორულ ხასიათს.(მაგ პარაგვაიში სტესნერის დროს დემოკრატიის და ფაშიზმის თანაცხოვრების საკითხი მარტივად წყდებოდა ქვეყანაში მოქმედებდა სამხედრო მდგომარეობა ერთი დღის, არჩევნების გამოკლებით)
სპეციალურად «დამოკიდებული» ფაშიზმის ქვეყნებისთვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად, ძალოვან სტრუქტურებში აქტიურად ხდებოდა ფაშისტური იდეოლოგიის პოპურალიზაციას, არმია, პოლიცია და სპეცსამსახურები გადაიქცეოდა რაღაც ფაშისტური პარტიების მსგავს ორგანიზაციებად ოღონდ ფაშისტური პარტიების გარეშე. უკანა რიცხვით ჩილეს გადატრიალების შემდგომ აღმოჩნდა რომ არმიაში ბევრად მეტი ფაშისტი იყო ვიდრე ფაშისტურ ორგანიზაციებში, ისევე როგორც უკანა რიცხვით გაირკვა ანალოგიური ბრაზილიაში პოლიციაში და სპეცსამსახურებში.

                       დამოკიდებული ფაშიზმი ასე ვთქვათ ხიდს დებდა ფაშისტურ და მემარჯვენე ლიბერალურ რეჟიმებს შორის, ახდენდნენ რა ფაშიზმის უფრო გაცივილურებას და მისაღებს ლიბერალებისთვის, მაგ სომოსაც რეჟიმი ნიკარაგუაში იდეოლოგიურად ორიენტირებული იყო ევროპულ ფაშიზმზე და ეხმარებოდა მაგ ურუგვაიში ფაშისტებს გადატრიალების მოწყობაში მაგრამ როგორც ამერიკის სტრატეგიული მოკავშირე ფორმალურად საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდა «ოსის» ქვეყნებთან.
                         ევროპაში «დამოკიდებული» ფაშიზმის მაგალითი გახლდათ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პრო-ბრიტანული საბერძნეთი,  სადაც გერმანელი ჯარებიდან განთავისუფლების შემდგომ დაიწყო სამოქალაქო ომი, ბრიტანელი ლეიბორისტები თავიდან დიდხანს ლანძღავდნენ ჩერჩილს «მონარქო-ფაშისტების» და «ნაცისტი კოლაბორაციონისტების» მხარდაჭერის გამო მაგრამ 1945 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ეს თავადაც გააგრძელეს.
                     კიდევ ერთ მაგალითს არაკლასიკური ფაშიზმის წარმოადგენს ე.წ «ახალი მემარჯვენეები», შექმნილი 60 იან წლებში(თავდაპირველად საფრანგეთში მცირე ჯგუფ «გრესეს» სახით), «ახალი მემარჯვენეები» იყენებდნენ ე.წ ორსახოვანი  ფაშიზმის მეთოდს, ერთის მხრივს რესპექტაბელური საპარლამენტო ფაშიზმი გაერთიანებული მემარჯვენე კონსერვატორულ პრაქტიკასთან დემოკრატიის მოქმედების პირობებში. «ახალმა მემარჯვენეებმა» გადაწყვიტეს ფაშისტური თეორიის განახლება პრიმიტიული რასიზმის  პრიმიტიული უნივერსალიზმის და სოციალური დემაგოგიის უარყოფით, აღიარეს უმცირესობების ფასეულობა(როგორც ნაციონალურის ისე სექსუალურის), ეკოლოგიის საკითხის მნიშვნელობაც, ჩამოაყალიბეს რეალურად პოსტ-მოდერნისტული დოქტრინა ისტორიაზე და ცილივიზაციაზე რომელიც ფაქტიურად შეუძლებელია გაარჩიო ნეოლიბერალიზმის ჰაიკისეული და მიზესისეული დოქტრინისგან. პოლიტიკური შეხედულებები «ახალი მემარჯვენეების» დაემთხვა ნეოლიბერალიზმის პრაქტიკოსების შეხედულებებს რეიგანომიკის და ტეტჩერიზმის დროს.სულაც არ არის შემთხვევითი პინოჩეტის რეჟიმს(«დამოკიდებული ფაშიზმი») ხშირად ეძახიან «სამხედრო ტეტჩერიზმს», ის კი არა მათი იდეებიც ემთხვეოდა ერთმანეთს (ერთიც და მეორეც უარყოფს საზოგადეობის არსებობას-რაც სხვა არაფერი იყო თუ არა იტალიური ფაშიზმის დოქტრინის ხელახალი გადამღერება), სწორედ მოძრაობები და პარტიები  რომლებმაც გააერთიანეს იდეები «ახალი მემარჯვენეების» და ნეოლიბერალიზმის მიაღწიოს დიდ ელექტორარულ წარმატებებს დასავლეთ ევროპაში : ნაციონალური ფრონტი ლე პენის საფრანგეთში, ხორტეინის პარტია ჰოლანდიაში, თავისუფლების პარტია ავსტრიაში(საგულისხმოა ისიც რომ ჰაიდერი პარტია ლიბერალური ინტერნაციონალის წევრია).
                 ფაშიზმი როგორც ახლობელი ფენომენი უპრობლემოდ ერგება ნებისმიერი რასის და ნებისმიერი რელიგიის მიმდევრებს. ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრები გერმანელი წარმართები იყვნენ მაგრამ პარტიის ოფიციალური პროგრამა(25 პუნქტი) გამოდიოდა «პოზიტიური»(ანუ ეკუმენისტური ეკლესიის მხარეს) ქრისტიანობის მხარდამჭერად, იტალიური, ესპანური და ლათინურ-ამერიკული  ფაშიზმები ატარებდნენ გამოკვეთილ კათოლიკურ ხასიათს, ბერძნული და რუმინული ფაშისტები მებრძოლი მართლმადიდებლები იყვნენ. ჰაიტიზე დიუვალეს რეჟიმი ვუდუისტური იყო, იაპონელი ფაშისტები როგორც წესი სინტოისტები იყვნენ, არსებობს მუსულმანური, ინდუისტური(ვიშნუისტური), იუდაისტური, ბუდისტური(შრილანკაზე) ორგანიზაციები, მაგრამ ჯერჯერობით არც ერთი ათეისტური არ ყოფილა.
                ფაშიზმი სულაც არ არის იდენტური თეთრი რასიზმის იდენტური, როგორც გამოცდილებიდან ჩანს მობუტუს რეჟიმი ზაირში და შინაარსობრივად   აბსოლუტურად ფაშისტური ჰოლდენ რობერტოს რეჟიმი ანგოლაში სულაც შავკანიანები იყვნენ. მით უმეტეს არ არის აუცილებელი ანტისემიტიზმი(ფაშისტური რეჟიმები ცენტრალურ ამერიკაში პრო-ისრაული განწყობებით გამოირჩეოდნენ, არაფერს ვამბობთ თავად ებრაულ ფაშისტურ დაჯგუფებებზე როგორიცაა «კახი» და «კახანე ხაი»). მაგრამ ნებისმიერი ფაშიზმის მახასიათებლებია ანტიკომუნიზმი; მილიტარიზმი(ვიწრო გაგებით არმიის და არმიული წეს-წყობილების ქებათ ქება და გადატანა რეალურ ცხოვრებაში), მებრძოლი ქსენოფობია მიმართული ვინმეს მიმართ: ემიგრანტები თანამედროვე ევროპაში, ზანგები ამერიკაში და სამხრეთ აფრიკაში, ინდიელები ჩილეში და გვატემალაში, თამილები შრილანკაში, თეორიული ელიტარიზმი(ანუ საყოველთავო თანასწორობის იდეის უარყოფა), ობივატელური კულტურული პრიმიტივიზმი(ანუ კულტურის უარყოფა მისი სირთულის გამო, განსაკუთრებით მისი ინტელექტუალურად რთული გამოვლინებებით)
რუსულიდან თარგმნა: ნიკა ქობულაძე, თორნიკე ჭუმბურიძე.

გუდიაშვილის ჩიხი

ძალიან ბევრი მემარცხენე ანალიტიკოსი, მათ შორის ჩემი უსაყვარლესი რუსი ავტორი, ალექსანდრე ტარასოვი, როდესაც 1968 წლის რევოლუციის დამარცხების მიზეზებზე საუბრობს,  გამოჰყოფს მთელ რიგ პრობლემებს რომლებიც ჰქონდა რევოლუციას. განსაკუთრებით ის ამახვილებს ყურადღებას შემდგომ ფაქტორზე,  თუ ადრე მმართველი კლასი იმისთვის რომ რევოლუციები ჩაეხშო, რეპრესიებს მიმართავდა, ცდილობდა აქტივისტების და ლიდერების  მოსყიდვას, ავრცელებდა  ჭორებს,  1960 იანი წლების რევოლუციის დროს როგორც  აღმოჩნდა ეს ყველაფერი სულა არ არის საჭირო . საკმარისია, ხელისშეწყობა იმისთვის რომ  მთელი ეს რევოლუციური მოძრაობა გადაიქცეს კარნავალად,  პროტესტის გარდასახვა   გართობად  საბოლოოდ ამ საპროტესტო მოძრაობის კვდომას იწვევს.  იგივე მოხდა  თბილისშიც, ე.წ  გუდიაშვილის პროტესტის დროს,  ერთი განსხავებით, თუ 50 წლის წინ ეს მმართველმა კლასმა შეგნებულად გააკეთა იმისთვის რათა ჩაეხშო მოძრაობა , ჩვენთან ეს ყველაფერი ნებაყოფლობითი იყო და შედეგიც ისეთივე იყო აღმოჩნდა.  ხელისუფლებამ ცოტა დაიცადა და “საკუთარი”(ინვესტორების)  პოლიტიკის განხორციელება დაიწყო,  დაპირების მიუხედავად ამჟამად   მიმდინარეობს  ერთ–ერთი შენობის დემონტაჟი.

ინტერპრესნიუსის ფოტო

ისე არ გავიგოთ რომ თითქოს პროტესტანტები და მათი ლიდერები ვინმესთან შეკრულები იყვნენ,  მათ უბრალოდ  შეეცადნენ  მთელი ეს პროტესტი ყოფილიყო განსხვავებული,  ვიდრე ჩვენთან ეს  არის მიღებული.  ანუ უარი ეთქვა  პოლიტიკას, მიტინგებს, შიმშილობებს,   ეკა ბესელიას და ქართული პროტესტის  სხვა აუცილებელ ატრიბუტიკას . რათქმაუნდა ამ მოქმედებას თავისი  ლოგიკა ჰქონდა და არცთუ ისე უსაფუძვლო  მაგრამ ერთია სურვილი და მეორე როგორ განხორციელდება ეს. სურვილი განსხვავებული ვიდრე  ოპოზიცია გადაიქცა ფრანკენშტეინად ,  მაგ. ერთ–ერთი მოწოდება სულაც  ასე ჟღერდა  “ერთად შევიკრიბოთ და დავიცვათ თავისუფალი ბაზარი(პერიფრაზი)” რაც უკვე იმის ნიშანია რომ რაღაც არასწორად ხდება ან არასწორად ვგებულობთ თუ რა ხდება,  სწორედ  რომ “თავისუფალი ბაზრის” ლოგიკაა ის რაც ხდება მოედანზე , ინვესტორები შემოდიან და ცდილობენ ისეთი გარემოს შექმნას რომელიც კაპიტალის ზრდას შეუწყობს ხელს .

პოლიტიკაზე უარის თქმის პოლიტიკასაც აქვს საკუთარი ლოგიკა, ქართველმა პოლიტიკოსებმა ძალიან მოაბეზრეს თავი ქართულ საზოგადოებას მაგრამ, ეს ნიშნავს იმას რომ, ჩვენ უარი ამ პოლიტიკოსებზე უნდა ვთქვათ და არა საერთოდ პოლიტიკაზე, რადგანაც პოლიტიკაზ უარის თქმა ნიშნავს იმას  რომ ჩვენ საკუთარი სურვილით ვტოვებთ ამ  ხალხს ხელისუფლებაში, რომლის დეკლარირებული პოლიტიკა არის კაპიტალის(ინვესტორების) ინტერესების დაცვა ან საპირწონედ სრულიად უსარგებლო საპროტესტო აქციების მომწყობებს  რომლებიც,  მხოლოდ აძლიერებენ  ხელისუფლებას.

მიუხედავად გუდიაშვილის საპროტესტო მოძრაობის ცდისა  ყოფილიყო განსხვავებული ვიდრე ქართული ოპოზიცია,  მან თავისი საქციელით  გაიმეორა ის “სიბრძნე” რომლითაც რატომღაც ამაყობს ქართული ოპოზიცია, საუბარი მაქვს მოარულ იდეაზე  რომ  “მიტინგები სადაც ერთი ფოთოლიც კი არ ვარდება” ზეწარმატებული ქართული მოვლენაა. განსხვავებით ქართული ოპოზიციისგან,  რომელსაც  უხარია ის რომ 200 ათასი გაბრაზებული ადამიანი იკრიბება და არაფერს ამტრევს. ჩვენს შემთხვევაში ეს ყველაფერი კარნავალად გადაიქცა , სადაც 16–35 წლამდე ახალგაზრდები შეიკრიბა და გლინტვეინი დააგემოვნა და   ელიტის არაფორმალური მოწონებაც  დაიმსახურა, “სწორედ ესეთი უნდა იყოს პროტესტი”, “როგორც იქნა  ხალხი კონკრეტულ პრობლემას  აპროტესტებს”. სინამდვილეში  პრაქტიკული გამოცდილება  ცხადყოფს რომ, ევროპაში სულაც არ არიან ქართველებზე ჩამორჩენილები და მანქანებსაც იმიტომ წვავენ და ბრძოლები იმიტომ მიმდინარეობს ქუჩებში რომ, სწორედ ეს არის გზა ელიტის იძულების . მხოლოდ საკუთრების დაკარგვის საფრთხე აიძულებს ელიტას წავიდეს დათმომებზე, ხოლო პროტესტი რომელიც ელიტასაც მოსწონს იდეაში უკვე ნიშნავს იმას რომ რაღაც არასწორად ხდება.

როგორც აღმოჩნდა გზა რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერი საპროტესტო მოძრაობა დამარცხებისკენ მიჰყავს საქართველოშიც არ აღმოჩნდა გამონაკლისი, ჩვენს   შემთხვევაში ეს ჩიხი გუდიაშვილზე დაიწყო და დიდი იმედი მაქვს იქვე დასრულდება.

ამავე თემაზე –გაამაგრე გუდიაშვილი 15 იანვარს 

გოდარი როგორც ვოლტერი(ალექსანდრე ტარასოვი) ნაწილი პირველი

ავტორი–ალექსანდრე ტარასოვი, რუსი პოსტ–მარქსისტი თეორიტიკოსი, სოციოლოგი, იუვენელოგი.

    ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი საიდუმლო საზოგადოება ემსახურებოდეს ხალხს,
პირველ რიგში.ჩვენ ეჭვი არ გვეპარება,  რომ
ჩვენი მიმდევრები არ შეუშინებიან ღიად მოქმედებას.
ვოლტერი
              ნებისმიერი რევოლუციური მოძრაობა ვითარდება და მოქმედებს ამა თუ იმ ფილოსოფიური დოქტრინის დროშის ქვეშ – იმ შემთხვევაშიც კი თუ მისი მონაწილენი ამას ვერ აცნობიერებენ. ყველა რევოლუციას წინ უძღვის ფილოსოფიური მომზადება და დაფუძნება. 1968 წლის “მაისი რევოლუციაც” არაა გამონაკლისი. ის, რომ მან  მარცხი განიცადა, საერთო სქემაზე არ მოქმედებს.
              მსოფლიოს ყველა რევოლუციიდან ყველაზე  უკეთ დიდი ფრანგული რევოლუციაა შესწავლილი. დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ ის განმანათლებლობის შედეგია. ვოლტერი, დიდრო, რუსო, ენციკლოპედისტები იყვნენ, სწორედ ის ადამიანები, რომლებმაც  რევოლუციონერთა ტვინების ფორმირებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. ამასთან ერთად, საკუთვრივ ფილოსოფიური, პოლიტიკური, პუბლიცისტური ლიტერატურისა, მასში დიდი როლი ითამაშა მხატვრულმა ლიტერატურამაც.  განმანათლებლობამ ორ სპეციფიკურ ჟანრს ჩაუყარა საფუძველი: აღმზრდელობითი ხასიათის  რომანი (დრამა)  და განმანათლებლური ხასიათის რომანი (დრამა). აღმზრდელობითი რომანი მიმართული იყო ახალგაზრდებისადმი, იყო დიდაქტიკური, აღწერდა ახალგაზრდა გმირის განვითარებას -რომელიც საბოლოოდ ან მათი დეგრადაციით სრულდებოდა (თუ ის კონფორმისტულად ეგუეოდა გარე სამყაროს), ან  ყალიბდებოდა კვარცხლბეგზე ასულ გმირად- ცოცხალ ან დაღუპულ, მაგრამ არა დაუმარცხებელ გმირად  (თუ ის არსებულ სამყაროსთან ბრძოლას არ წყვეტდა). განმანათლებლური  რომანი (სატირული ხასიათის) უკვე მოზარდ კატეგორიაზე  იყო მიმართული და  გარემოზე  სიმართლეს მოგვითხრობდა, უბიძგებდა ამ გარემოს უარყოფისკენ, განსჯისკენ. კინომატოგრაფია იმ პერიოდში არ იყო, რასაც ვერ ვიტყვით 1968 წელზე.  
ე.ი საჭირო წიგნებს თქვენ ბავშვობაში კითხულობდით.
ვ.ს. ვისოცკი

მეამბოხის აღზრდა ანუ სიკვდილის მემარცხენე ხელოვნება 

          ვსაუბრობთ    “თაობა 1868-სა” და ლენინგრადულ “პარიზულ ბუნტი-ს” ახალგაზრდებზე. როგორ წიგნს კითხულობდნენ ისინი? ეს ჩვენ ვიცით: კამიუ, სარტრი, ბაკუნინი, მარქსი, ტროცკი, ფრომი, ალითიუსერი.. და რა ფილმებს უყურებდნენ ისინი? როგორმა კინომ ჩამოაყალიბა ისინი, როგორც მეამბოხეები და რევოლუციონერები?
           “წითელი მაისის” ბარიკადების დამცველები კინომატოგრაფიაში” ახალი ტალღის” შვილები იყვნენ. თავდაპირველად, თავად ტერმინს “ახალი ტალღა” არ ქონდა არანაირი კავშირი კინოსთან. ეს აღნიშნავდა ფრანგული ახალგაზრდობის ახალ თაობას, რომლებმაც საკუთარი თავის შესახებ 1957 წელს გააკეთეს განაცხადი – თაობა, რომელიც საბოლოდ დეგრადირებული რეჟიმის ატმოსფეროში იხრჩობოდა – რეჟიმის, რომელიც კოლონიალურ ომს აწარმოებდა აფრიკაში და  რომლის წაგებასაც საგულდაგულოდ მალავდა, რეჟიმის, რომელმაც საფრანგეთი “ფინანსურ ბანკროტობამდე და ეკონომიკურ კრახამდე”, ანუ საბოლოოდ განადგურებამდე მიიყვანა  (რომელსაც ასევე მალავდა), რეჟიმის, რომელიც მემარჯვენეების ზეწოლის შედეგად აცდა განვითარების კურსს , თუმცა, რა თქმა უნდა, ამასაც მონდომებით ფარავდა. ტოტალური კონტროლის ეს ატმოსფერო განძრახულად ცდილობდა მოაზროვნე ახალგაზრდების “დეგენერატებად” სტიგმატიზაციაც,რეჟიმს  ძულდათ ახალგაზრდები და გამწარებული ცდილობდა მათგან განთავისუფლებას. თავად ტერმინი “ახალი ტალღა” პარიზულ ყოველკვირეულ “ექსპრესში” გაჩნდა, ეს ყოველკვირეული გამოცემა ახალი ახალგაზრდების ხმად მიიჩნეოდა.
              ერთი წლის შემდეგ ახალი მსოფლაღქმა ჩნდება კინოშიც. კინოში ეს  მოიტანეს 1959 წლის დასაწყისში რეჟისორებმა, რომლებიც “ახალი ტალღისა” და თანამედროვე ფრანგული კინომატოგრაფიის გენიოსებად ითვლებიან – კლოდ შაბროლმა, ფრანსია ტრიუფომ და ალენ რენემ. მთლიანად “ახალი ტალღა” 150-ზე მეტ რეჟისორის აერთიანებდა. ზემოთ აღნიშნული სამის გარდა “ახალმა ტალღამ”  მსოფლიოს აჩუქა ჟან ლიუკ გოდარი, ლუი მალი, პიერ კასტრი, პობერტ ბრენსონი, ანეს ვარდა, ბერტრან ბლიე, ფილიპ დე ბროკა.
               “ახალი ტალღა”  მაყურებლამდე უკვე მეოთხე რესპუბლიკის კრახის შემდეგ მივიდა, ულტრამემარჯვნეების ალჟირული პუტჩის, ხელისუფლებაში გენერალი დე გოლის მოსვლისა და მეხუთე რესპუბლიკის დამყარების შემდეგ. სწორედ ამან განაპირობა “ახალი ტალღის” დროებითობა. მეხუთე რესპუბლიკის ატმოსფერო, მისი ავტორიტარიზმი კვებავდა მას, მაგრამ 1960 წლის შემდეგ ანტიგოლისტურ პოზიციებზე გადასვლისას საფრანგეთმა  სწრაფად ცვლილება დაიწყო. “ახალმა ტალღამ” – “არა მოძრაობა, არა სკოლა, არა ჯგუფი” (ფრანსუა ტრიუფოს გამონათქვამით), ვერ შეძლო შეექმნა რაიმე სახის ერთიანი იდეოლოგია და 1963-64 წლებში ნელნელა გაქრა. “ახალი ტალღა” იყო მსოფლაღქმა და ეს აღქმა მთლიანად გაიფანტა, ნაწილი – როგორც კ.შაბროლი,რ. ბრესონი – მშვენივრად ინტერირდა ფრანგულ კომერციულ კინოში, ნაწილმა – პ.კასტი – ვერ იპოვა საკუთარი ადგილი და დარჩნენ კინომატოგრაფიის პერიფერიებზე, დანარჩენებმა – ფ.ტრიფო, ჟ.. გოდარი – შეძლეს ეპოვათ წინაღმდეგობის ძალა გამკლავებოდნენ იდეოლოგიიურ პრესს, კომერციულ მანქანებს, შეინარჩუნეს საკუთარი თავის რწმენა და უკვდავყვეს საკუთარი სახელები.
                      “ახალი ტალღის” “მთავარი ფილმი” მისი “კვინტენსენცია”   ჟან ლუიკ გოდარის “
Add caption
უკანასკნელ ამოსუნთქვამდე”გახდა . ამ ფილმში ყველაფერი  “არასწორად” იყო. გადაღება განძრახ  მიმსგასებული იყო დოკუმენტურ კადრებს, თითქოს იღებდნენ ფარული კამერით, შემთხვევით, შეუფერებელი, წარუმატებელი პოზიციიდან, ბუნდოვანი, არამკაფიო ფონოგრამა – და ეს ყველაფერი ხდებოდა მეოთხე რესპუბლიკის “ლამინირებული, თვალთწარმტაცი და ნაზ ემოციათმომგვრელი”  ფილმების შემდეგ. უცებ ეკრანებმა გამოხეთქა თავად ცხოვრებამ. რჩებოდა წარმოდგენა, რომ ფილმს არ ჰქონდა სცენარი, არ იყო სიუჟეტი. კამერა თითქოს შემთხვევითი მოქმედებების თანმიმდევრობას მიყვებოდა. გადაღების ეს ხერხი – თითქმის მანერა გოდარისათვის –  “ახალი ტალღის” აღმოჩენა გახდა და უმნიშვნელოვანესი გავლენა მოახდინა არაკომერციულ კინომატოგრაფიაზე. ფილში გოდარმა გადადგა კიდევ ერთი  ნაბიჯი მუნჯი კინოდან – თუ ტრადიციულად მიიჩნეოდა, რომ გამოსახულება წარმართავს ფონოგრამას გოდარმა გადაწყვიტა, რომ შეიძლება მოხდეს პირიქითაც. გავა დრო და ტარკოვსკი მიიყვანს ამ აზრს ლოგიკურ ფინალამდე, დაფარავს მთელ ეკრანს ყურებით, აიძულეს მაყურებელს უსმინოს, მხოლოდ უსმინოს..
               და ბოლოს, ფსიქოლოგია, გოდარის ფილმებში დრამა მიდინარეობს ეკრანს მიღმა, მას არ სურს არაფრის “დაღეჭვა” მაყურებლისთვის, პირიქით, ის აიძულებს მათ დაძაბულები მიჰყვნენ ფილმის მსვლელობას, იფიქრონ, რათა დაიჭირონ ცვლილებები. შეიძლება ითქვას, რომ გოდარმა მიმართა იგივე ხერხს, რომელსაც ჰემინგუეი იყენებს ნოველაში “კატა წვიმისქვეშ”.

                “არასწორი” იყო თავად გმირიც. პირველ რიგში, ამ ფილმისთვის აირჩა ჟან პოლ ბელმონდო, ეს ახლაა ბელმონდო -პირველი კლასის  “ვარკვლავი”, მას შემდეგ რაც შეიქმნა „ბელმონდოს მთელი ერა” (როგორც ადრე იყო  “მარლენ დიტრიხის ერა” ), ხოლო მაშინ, ჟერარ  ფილიპის გარდაცვალების წელს, ბელმონდო აღმოჩნდა მისის სრული ანტიპოდი. ის  ყველასთვის უცნობი იყო. ეკრანზე გამოჩნდა 1959 წელს, ასრულებდა მხოლოდ მეორეხარისხოვან როლებს. “ბელმონდოს ერა” და მისი დიდება სწორედ  ფილმიდან „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე” იწყება.
                  წინააღმდეგობრივი, გრძელფეხება ზედმეტად დიდი პირის მქონე, არასწორი სახის ბელმონდო თითქოს დაბადებული იყო განგსტერის, ანარქისტის, ხულიგანის როლისთვის. სწორედ ასეთია ის ფილმში. მისი მიშელი –  არაა მხოლოდ განგსტერი, რომელზეც პოლიციელის მკვლელობისთვის  ძებნაა გამოცხადებული, საკუთარი არსით ის ტოტალური მეამბოხეა, უარყობს ბურჟუაზიულ სამყარო როგორც ასეთს, არ თანხმდება მიიღოს თუნდაც უმნიშვნელო ტყუილი, რომელსაც მისი გადარჩენა ძალუძს. და უკვე სულერთია, რომელია თავდაპირველი, პირველადი – სიტუაცია, რომელიც გამოხატავს მის ავთენტურ არსს, თუ თავად ეს ავთენტური არსი. ექსტრემალურ სიტუაციად  გადაქცეული ცხოვრება  ამჟღავნეს საკუთარ ეგზისტენციას. ის ერთი შეხედვითაა მხოლოდ განგსტერი, რეალურად მიშელი – ესაა სარტის ფილოსოფიის პირდაპირი გამოხატულება. 
               თვალში გვხვდება, თითქოს მიშელი თავად ირჩევს არა ხსნას, არამედ სიკვდილს. ყველაფერი ცხადი ხდება თუ გავიაზრებთ, რომ მიშელი  ფასადური, ცრუ სამყაროს ტოტალური უარყოფის გამოხატულებაა. სამყაროს ტოტალური უარყოფა მხოლოდ ერთია – სიკვდილი. მაგრამ ეს არაა ყველაფერი. გაურბის რა მიშელი ცრუ სამყაროს, ის მისთვის ხდება საფრთხე, საშიში. ის გაუცხოვებულია ამ სამყაროსთვის, სამყარო უთვალთვალებს მას და გარდაუვლად კლავს. იგივე იდეა, ოღონდ უფრო ცხადად და ღიად შემდგომში იკვეთება ანტონიონის ფილმში “პროფესია:რეპორტიორი”.
                 ის რომ ეს გმირი საშიშია ბურჟუაზიული სამყაროსთვის, გოდარი  სიტყვიერადაც კი დემონსტრირებს, მხედველობაში მაქვს მიშელის ცნობილი მონოლოგი, როდესაც ის “ნორმალურ საზოგადოებას” აღწერს.  “ჩამშვები – უშვებს, მძარცველი – ძარცვავს, მკვლელი – კლავს..”ცოტას თუ მოუვა თავში, რომ საკუთარი არსით ესაა ფარული ციტატა მარქსის ნაშრომიდან “დამატებითი ღირებულების თეორია”.
                მაგრამ ეს არაა ფილმის ყველა საიდუმლო, ყველა მინიშნება და ციტატა.სურათში მიშელს, როგორც პატივსაცემ განგსტერს აქვს ყალბი დოკუმენტები ლასკო კოვაკსის სახელზე. ეს “ნორმალური” ბურჟუაზიული სამყაროს მიმართ გოდარის  კიდევ ერთი გამოწვევაა. საქმე ისაა რომ ერთი ლასკო კოვაკსი უკვე არსებობს. ეს კლოდ შაბროლეს ახალგადაღებული ფილმის “გასაღების მეორედ გადაბრუნებაზე” პერსონაჟია. ამ ფილმში კოვაკსი – სიმპათიური მეამბოხე-ემიგრანტი- მხიარული და მსმელია, რომელიც ანგრევს ყალბ გარესამყაროს და ააშკარავებს მის ფარსს. და კოვაკს ფილმში თამაშობს…ისევ ბელმონდო! ფრანგულმა პუბლიკამ არც ფილმი და არც პერსონაჟი არ მიიღო. კოვაკსმა ფრიად  “აწყენინა” ფრანგულ მაყურებელს, მოუყვა მათ ის, რისი ცოდნაც მათ თავად არ სურდათ. გოდარი აღრმავებს კონფლიქტს – ის კვლავ სთავაზობს მაყურებელს კოვაკს-ბელმონდოს, მაგრამ ამჯერად იმდენად “მაგარს” რომ მეტი შეუძლებელია! და იმარჯვებს.
                 საერთოდ “ახალი ტალღის” კინო მთლიანად გაჟღენთილია ფარული ციტატებითა და მინიშნებებით. მის  “მარტივ”    ფასადში  კულტურული სიყალბე და ინტელექტუალიზმი იმალება. თვით ლიტერატურულმა, განათლებულმა ფრანგულმა კრიტიკამ ვერ შენიშნა ეს თავიდანვე. კრიტიკოსი რ. ბენაიუნი, შეშფოთებული წერდა სტატიაში  “და მეფე კი შიშველია”: ეს ფილმები, შედგება ციტატებთ,  როდესაც ხიჩკოკის ფილმიდან კადრს აწებებენ ბუნუელის ფილმიდან კადრს, რომელსაც წინ უსწრებს როსელინის სტილში  გადაღებული დიდი კადრი ვიგოდან  ალა პედი ჩაევის მეთოდით”.
           “ახალი ტალღის” ფილმები არ იყვნენ მასობრივები. ეს იყო კინო მემარცხენე ინტელექტუალებისა დ სტუდენტებისთვის. ის კინოკლუბების ქსელით ვრცელდებოდა,ამ ქსელს  საკმაოდ ფართო გავრცელება ჰქონდა 50-60 წლების საფრანგეთში და თუმცა საკმაოდ ვიწრო წრეზე, მაგრამ ახდენდა უდიდეს იდეოლოგიურ ზემოქმედებას.
              გასაოცარია ის უდიდესი გავლენა, რომელიც “ახალმა ტალღამ” –  მთლიანად – და ფილმმა “უკანასკნელ ამოსუნთქვამდე”  –  ნაწილობრივ-  ფრანგული და მსოფლიო პუბლიკის აზროვნების წესზე მოახდინა. ფილმი,  “უკანსკნელ ამოსუნთქვამდე”  არა მხოლოდ პაროდირებდა “ბელმონდიზმის” მოვლენას, არა მხოლოდ უდიდესი გავლენა მოახდინა კინომატოგრაფიის სკოლებზე, არამედ 1983 წელს ჰოლივუდში გააჩინა იდეა გადაეღოთ ფილმის  წმინდა კომერციული ვერსია, თუმცა ეს უკვე აღარ იყო ხელოვნება. ეს იყო წმინდა კიჩი, ტიპური ჰოლივუდური პროდუქტი: ღია ფერებით, ძვირადღირებული კოსტუმებით, ფალსიფიცირებული დეკორაციით, სროლებით, ავტორბოლებით, “ვარკვლავებით” და იდიოტური ფინალით, რომელიც აჩენს ეჭვს, რომ რეჟისორს უბრალოდ ერთმანეთში აერია  “უკანასკნელ ამოსუნთქვამდე”  და “იესო ქრისტე – სუპერვარსკვლავი”. რეჟისორს  ჯიმ მაკბრაიდერი ერქვა და ის დარწმუნებული იყო, რომ ეს ფილმი  მილიარდს იშოვიდა. ფილმი გაყიდვებში ჩავარდა.. 
                  კულტურულად დაწინაურებული ოჯახების მოზარდების ცნობიერებაში ღრმად ჩაიბეჭდა და გამტკიცდა, სამუდამოდ დარჩა აბსოლუტური მეამბოხეს სახე, ერთადერთის, მცხოვრების ნამდვილი ცხოვრებით ნაცრისფერ სამყაროში, ნაცრისფერ ხალხ-მარიონეტებში, რომლებიც კი არ ცხოვრობენ, არამედ  მათთვის მიწერილ როლებს თამაშობენ. გავა 8 წელი და ამ მოზარდებს აღარ მოუნდებათ დიდების “ნორმალურ სამყაროში” ითამაშონ თამაში პირობითი სახელით “ცხოვრება” – და მიშელის ნაკვალევზე აწყობენ მასობრივ გამოხეთქვას ფსევდორეალურობიდან ეგზისტენციაში.  
                დღეს, ჩვენთან უყვართ შეუტიონ ახალგაზრდებს, სტუდეტობას – როგორი  პასიურები არიან ისინი, ინდიფერენტულები, საცოდავები, უუნაროები თვითშეწირვისთვის, უუნაროები რევოლუციური მოქმედებებისთვის. არაფერია გასაკვირი. მეამბოხე, რევოლუციონერი უნდა აღიზარდოს, მათ შორის კინოს დახმარებითაც. 
               გვქონდა კი ფილმები, რომელებიც ობიექტურად იგივე როლს თამაშობდნენ, როგორიც ფილმმა”უკანასკნელ ამოსუნთქვამდე” ითამაშა?იყო. იყო,  მთელი წყება  ავტორები, რომლებიც  პირდაპირ ამბობედნენ, რომ საჭიროა გავიგოთ როგორ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და რეალურად რა სურთ “უკმაყოფილო სტაგნაცისტებს”. ამგვარად მათ შექმნეს ფილმები, რომლებიც მზად იყვნენ აეფეთქებინათ “ნათელი მომავლის” ილუზია..ფილმები… “უშნო გედი”, “სტაკლერი”..შეშლილი, წიგნიერი, მეამბოხე, ის ვინაც იცის სიმართლე, რომელიც უარყოფს “ნორმალურ სამყაროს” – მათ შორის სამყაროს “დისიდენტებისას”.
              “სტალკერი” სხვა პერიოდში იყო გადაღებული,  ჭრიდა სხვა პრობლემებს, მიმართული იყო სსხვა აუდიტორიისაკენ,თუმცა მან  საკუთარი ამოცანა მეტად თუ ნაკლებას, მაგრამ შეასრულა..
 დღეს ახალგაზრდები, დღევანდელი მოსწავლეები და სტუდენტები მას არ უყურებენ, კიდეც რომ უყურონ, მათ ეს არ დაეხმარებათ,ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ..
              და ყოველგვარ “შავ ვარდებს” და “ტაქსი-ბლუზებს” არ შეუძლიათ  “სტალკერისა” და “უკანასკნელ ამოსუნთქვამდე-ს” ჩანაცვლება, ისინი ბარიკადები არ არიან, ისინი უბრალოდ ღებინებისკენ გიბიძგებენ. და სანამ სიტუაცია ასეთი იქნება არაფერი გვაქვს ახალგაზრდებთან სასაყვედურო.

რუსულიდან თარგმნა–თინა ყიფშიძემ.

სიტუაციონისტები და ქალაქი (ალექსანდრე ტარასოვი)

ალექსანდრე ტარასოვი–რუსი პოსტ მარქსისტი თეორიტიკოსი, სოციოლოგი, იუვენოლოგი.

            სიტუაციონისტები იმ პოლიტიკურ-სახელოვნებო მოძრაობის წარმომადგენლები იყვნენ, რომელიც 50-60-იან წლებში იმ პერიოდის ყველაზე მძაფრ მოძრაობას წარმოადგენდა. ისინი დაინტერესებულები იყვნენ, როგორც  თანამედროვე ქალაქის პრობლემებით,ასევე  ურბანიზმის თეორიული ასპექტებით. სიტუაციონისტები მიიჩნევდნენ, რომ მათი ამოცანა საცხოვრებელ გარემოში ცვლილებების შეტანა იყო, რის ქვეშაც, რა თქმა უნდა, ისინი ქალაქს მოაზრებდნენ.

            გამომდინარე იქედან რომ სიტუაციონისტების უმრავლესობა თავს გენიოსად მიიჩნევდა, ქალაქზე მათი წარმოდგენებიც მკვეთრად განსხავავდებოდა. მიუხედავად ამისა შესაძლებელია ერთიანი, საერთო მიდგომის გამოყოფა. ისინი ქალაქს აღიქვამდნენ რამდენიმე კატეგორიის კონტექსტში.

             პირველი,ქალაქი,  როგორც ცხოვრების სივრცე. სიტუაციონისტების უმრავლესობა ამოდიოდა იმ პოსტულატიდან, რომ ეს სივრცე თავდაპირველად ჰუმანური, შექმნილი საკუთარივე სიკეთისათვის, შემოქმედებისა და სიამოვნების მიღებისათვის, დამახინჯებულია კლასობრივი საზოგადოებით – მიდრეკილია მმართველი კლასის გამდიდრებაზე ორიენტირებული უტილიტარული ამოცანებისაკენ და ამიტომაც თანამედროვე ქალაქი აგრესიული და არაჰუმანურია. უმრავლესობა ქალაქს საკუთარი ბუნებითვე ახასიათებდა, როგორც აგრესიულსა და ტოტალიტარულს, რამდენადაც ისინი თავდაპირველადვე წარმოადგენდნენ საომარ იარაღს. თუმცა, ყველა სიტუაციონისტი დარწმუნებული იყო, რომ ცხოვრების სივრცე რეალობაში ზეწოლის სფეროდ ტრანსფორმირდა და, შესაბამისად, აუცილებელია მისის რევოლუციური გარდაქნა. რეცეპტები იყო მრავალფეროვანი, მაგრამ, შესაძლებელია, მათი ორ ჯგუფად კლასიფიცირება: 1) საიდუმლოდ, ავტონომიური ცხოვრების სივრცის შექმნა და 2)  ცხოვრების სივრცის გლობალური გადაწყობა სოციალური რევოლუციის საშუალებით.

             მეორე ვარიანტი პროექტებისა და ფანტაზიების  ფართო დიაპაზონს აძლევდა არსებობის საშუალებას. მაგალითად, კოლექტიურ პროექტში 1959 წელს სიტუაციონისტები წინასწარმეტყველებდნენ, რომ პარიზის ცენტრი მსოფლიო რევოლუციის შემდეგ გახდება ისეთი, როგორიც ის 1871 წელს იყო, ერქმევა არა პარიზი, არამედ კომუნა და კომუნის შიგნით შეიქმნება ხელოვანების, პოეტების,ლოთების კვარტლები და ა.შ. – პოეტები შთაგონების მისაღებად ესტუმრებიან ხელოვანებს, ხელოვანები პოეტებს, ხოლო ერთად მემწვანილეებსა (მიიჩნეოდა, რომ მათი მომსახურება სექსუალურ მოსახურებასაც გულისხმობდა) და ლოთებს.

             მეორეგვარად, ქალაქი გაიგებოდა როგორც საკუთარი ლეგენდის მატარებელი ცოცხალი ორგანიზმი  და ამ ლეგენდით ქალაქის მცხოვრებთა ცნობიერებასა და ცხოვრებაზე ზეგავლენის მომხდენი. უმნიშვნელო ხარისხით ლეგენდა იქმნებოდა ქალაქის ავთენტური ისტორიით, მაგრამ ძირითადად – “სპექტაკლის საზოგადოების” კანონებით – ქალაქის მითებით, შექმნილი ლიტერატურაში, მუსიკაში, არქიტექტურაში, თეატრში, კინოში, ფილოსოფიაში, პოლიტიკურ, ისტორიულ ტექსტებსა და ასევე მემუარებში. სიტუაციონისტების ნაწილი მიიჩნევდა, რომ ეს ლეგენდები მცდარია და რევოლუციური ხელოვნება წარმოადგენდა ლეგენდების გადალახვას, მეორენი მიიჩნევდნენ რომ პირიქით, ლეგენდები ქალაქის სულის ასახვა იყო და თითოეული ქალაქის აწმყოსა და მომავალთან იყო დაკავშირებული.მაგალითად ცნობილია ლეგენგის ხასიათის მიხედვით ქალაქის კლასიფიცირების მცდელობა : 1) ცოცხალი  ქალაქი (პარიზი, პრაღა, ლენინგრადი,მოსკოვი, ბუდაპეშტი),2)  მკვდარი ქალაქი (ვენეცია, ლონდონი, კოპენჰაგენი, მექსიკა,მადრიდი, მანჩესტერი, ამსტერდამი) , 3) დამღუპველი ქალაქები ანუ ქალაქი-მკვლელები (ნიუ იორკი, ლოს ანჟელესი,სან ფრანცისკო,ბოსტონი, რომი, მილანი, დასავლეთ ბერლინი, მიუნხენი, ტურინი) 4)აღორძინებადი ქალაქები (ჰავანა, რიო დე ჟანეირო, ბეირუტი, ბუენოს აირესი, მონტევიდეო,კალკუტა, ვარშავა). ცოცხალ ქალაქებში რევოლუციურ აზრსა და  კულტურას განვითარების  საშუალება ჰქონდა,რომელიც მომავალში წარმატებით ხდებოდა რევოლუციური პრაქტიკა. მკვდარი ქალაქები, პირიქით,ქალაქში მცხოვრები რევოლუციონერი ხელოვანებისა და მოაზროვნეების შემოქმედებით სულს კლავდნენ . გამანადგურებელი ქალაქები აგრესიულად თრგუნავენ ადამიანს, ტეხავენ მას, მათგან ქმნიან უსულო ბიზნეს-მანქანას, ისინი ვინც მასთან გამკლავებს შეძლებს წინააღმდეგებოს გასაწევად აქტიურად უნდა იწყებდეს შეიარაღებას. აღორძინებადი ქალაქები აერთიანებდნენ რევოლუციურ მასებს, ართიანებდა მათ რევოლუციურ ექსტაზს და უბიძგებდა გადამწყვეტი მოქმედებისკენ.

              მესამე შემთხვევაში ქალაქი გაიგებოდა, როგორც მატერია განვითარებისათვის, პროგრესის საფუძველი. სოფლის დასახლების შეცვლა არ შეიძლება: ნებისმიერი ცვლილება სოფლის დასახლებასში მისი ურბანიზაციაა. ხოლო ქალაქი იძლევა უამრავ შანსს ცვლილებისათვის, განვითარებისათვის. ამის ნიადაგზე სიტუაციონისტებში ფართოდ გავრცელდა მოვლენა რომელმაც შემდგომში (80-იან წლებში) საბჭოთა კავშირში “ქაღალდის არქიტექტურის” საეხლი მიიღო.სიტუაციონისტური “ქაღალდის არქიტექტურის” პიონერი  ივან შეგლოვი იყო, წარმოშობით რუსი, ორენოვანი მწერალი და მოაზროვნე  მეტად შეყვარებული საბჭოთა კავშირის ზოგიერთ ქალაქზე – ლენინგრადზე, მოსკოვზე, ოდესასა და კიევზე. ამასთან ერთად, ლენინგრადს ის იცნობდა მხოლოდ დოსტოევსკის, გოგოლის,ტროცკის,ბლოკის, მოსკოვს -ჩეხოვის, პასტერნაკის, ანდრეი ბელოვის ტექსტებიდან.

სიტუაციონისტური  ქალაქის მაგალითი

                შეგლოვი ქმნიდა უამრავი რაოდენობის “ქაღალდის” პროექტებს, პრინციპულად განუხორციელებელს, როგორც ტექნიკურად, ასევე ესთეტიკური და პოლიტიკური მიზეზებით. მაგალითად, ქალაქი – სამკუთხოვანი ობელისკი, რომელიც ცაში 300-350 კილომეტრ სიმაღლეზე ადის, ხოლო მიწის სიღრმეში 50-60 კილომეტრზე შეუძლია ჩასვლა.ამასთან ერთად ქალაქისათვის ელექტროენერგია ივარაუდებოდა, რომ იწარმოებოდა მიწის ზედაპირის სხვადასხვა პოტენციალითა, ობელისკის სახურავზე და ა.შ.  ასეთი პროექტები რამდენიმე ათეული იყო – ძირითადად სრულიად გიჟური. თუმცა შემექმნა წარმოდგენა, რომ არც თუ ისე ბევრი მათგანი ხასიათდებოდა ორიგინალურობით. მათი ნაწილი აშკარად მოპარული იყო ანგლო-ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკიდან, რომელთა დიდი თაყვანისმცებლები ბევრი იყო სიტუაციონისტებს შორის. თუმცა არ უნდა გამოვრიცხოთ უკუზემოქმედებაც.

              რამდენადაც სიტუაციონისტები იყვნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული ხელოვანები ზემოთ ნახსენები პროექტების პარალელურად აქტიურად ეწეოდნენ ქალაქური რეალობის კრიტიკას.ნაწილობრივ, სიტუაციონისტები იყვნენ პირველები, რომლებმაც 50-იანი წლების ბოლოს გამოიყენეს საკრალური ფრაზა “დიდი ქალაქების კრიზისი” ატაცებული და ტირაჟირებული მას მედიის საშუალებით 10 წლის შემდგომ. სიტუაციონისტები მიიჩნევდნენ, რომ ქალაქის პრობლემების გადაჭრა კაპიტალიზმის პირობებში პრინციპულად შეუძლებელია: ქალაქი შექმნეს კაპიტალი წინაშე მდგარი  ეკონომიკური საკითხების მოსაგვარებლად და არა   ადამიანის (კაცობრიობის) წინაშე მდგარი პრობლემების გადასაჭრელად, კაპიტალი კი აქრობს ადამიანის წინაშე მდგარი  პრობლემების გადაჭრის ყველა მცდელობას. თანამედროვე ქალაქის ასეთი გაგების ჩარჩოებში სიტუაციონისტები ხშირად გამოდიოდნენ, როგორც წინასწარმეტყველები. მათ იწინარწარმეტყველეს გარდაუვალი სატრანსპორტო პრობლემები მსხვილ კაპიტალისტურ ქალაქებში,კაპიტალისტური კონსიუმერიზმისა და ცნობიერების მანიპულირების შედეგად პირადი ავტომობილების რაოდენობის გაზრდა, რომელიც თავის მხრივ წარმოშობს ქუჩებსა და გზებზე მუდმივ საცობებს , გარემოს დაბინძურებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეგრადაციას, ადამიანებსშორის გაუცხოვების გაზრდას (იზოლირება ერთმანეთისგან საკუთარ ავტომობილებში) და კულტურულ გაველურებას (რამდენადაც შეუძლებელია ავტომობილის მართვა და კითხვა,ხატვა ერთდროულად). სატრანსპორტო პრობლემა სიტუაციონისტების თვალთახედვით შესაძლებელი იქნებოდა მოგვარეებულიყო მხოლოდ სოციალისტური რევოლუციის შედეგად ყველაზე რადიკალური გზით – კერძო პირადი ავტოტრანპოსრტის განადგურებითა და ჭარბი რაოდენობის მრავალფეროვანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემქნით, მათ შორის საჰაერო ტრანსპორტის ჩათვლით.

             სიტუაციონისტებმა პირველებმა  იწინარწარმეტყველეს ქალაქის ცენტრების დღისით საქმიან ხოლო ღამით გასართობ კვატალებად ქცევის გარდაუვალობა, ანუ მათი დეგრადაცია ქალაქებად, რომელსაც ადამიანური დასახლების ხასიათი აქვს დაკარგული.

             მეგაპოლისების უკონტროლო სტიქიური ზრდა  სიტუაციონისტების აზრით აუცილებლად წარმოქმნიდა “საკუთრების არათანაბარ ზონებს” – მდიდრებისა და ღარიბების კვარტლებს.ამასთან ერთად თავდაპირველად ღარიბები,  როგორც ყოველთვის, მჭიდროდ იყვნენ დასახლებულები გარეუბნებში, მაგრამ სატრანსპორტო პრობლემების გამწვავების გამო სიტუაცია იცვლება, შეძლებული მცხოვრებლები ილტვიან გარეუბნებისაკენ, სადაც ჰაერი უფრო სუფთაა, ხოლო კვარტლები, რომლებიც საქმიანი ცენტრის ირგვლივაა  ხდება გეტო, გაღარიბებული ზონები. ეს წინასწარმეტყველება ბრწყინვალედ დადასტურდა 70-80-იან წლებში.

            სიტუაციონისტების გადმოსახედიდან კაპიტალიზმში შეუძლებელია ინდუსტრიალური და “საძილე რაიონების” პრობლემის მოგვარება. წარმოების ინდუსტრიალური წესი და კერძო საკუთრება წარმოების საშუელებებში ეკონომიკურად ხელს უშლის ესთეტიკურად და აბსოლუტურად ანტიადამიანური ხასიათის ზონების ლიკვიდაციას, დაქირავებული მუშების შეზღუდული შემოსავალი გულისხმობს “საძილე რაიონების” არქიტექტურაში  გარდაუვალ მასიურ ერთფეროვნებასა და ესთეტიკურ სიღარიბეს. მაქსიმუმ რაც შეიძლება გაკეთდეს ესაა ინდუსტრიალური ტერიტორიების სხვა ქვეყნებში გადატანა და არა მათი გადადგურება.

            სიტუაციონისტრები მიიჩნევდნენ, რომ თანამედროვე ინდუსტრიულ-ჩინოვნიკური ქალაქი პროვოცირებას უკეთებს აგრესიასა და ძალადობას. ამასთან ერთად რაც ნაკლებია ქალაქის ისტორიული წარსული  და არქიტექტურულ-ისტორიული მრავალფეროვნებ,ა მით მეტია აგრესია, რომელსაც იწვევს ქალაქი. ამერიკული ქალაქები, რომელსაც არ გააჩნიათ ისტორიული წარსული, ხაზგასმულია გეომეტრიულობა და მონოტორულობა – ინდუსტრიალურ ხასიათის (დეტროიდი) ან ბიუროკრატიზებული (ვაშინგტონი) – გარდაუვლად პროვოცირებენ მომენტალურ მასობრივ ბუნტს, როგორც კი მათში ჩნდება უცხო, უფრო ცოცხალი მხიარული, “არაგეომეტრიული” კულტურის ანკლავები. და მართლაც, 60-იანი წლების მეორ ნახევარში ამერიკული ქალაქებში შავკანიანების ბუნტების მთელ სერიას ჰქონდა ადგილი.

            სიტუაციონისტები 60-იანი წლების დასაწყისში საკმაოდ უხეშად მოიხსენიებდნენ გერმანიისა და იტალიის ქალაქებს, როგორც “არქიტექტურული ფაშიზმის ქალაქებს”. პირველ რიგში, ეს ეხებოდათ იმ ქალაქებს, რომლებიც ომისშემდგომი  მოდერნიზაციის ძლიერი გავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ და რომლებშიც “ამერიკანიზებული ტოტალიტარული” არქიტექტურა საქმიანი და ინდუსტრიალური ცენტრებით შეერწყა წინა პერიოდის  “მილიტარისტულ და იმპერიალისტური ამბიციებს”. კონსტან ნიუვენგაუზმა რომს უწოდა “ვესპასიანეს არქიტექტურა”, ხოლო ტურინს და მილანს “მუსოლინის არქიტექტურა”. შეგლოვი დასავლეთგერმანულ ქალაქებს უწოდებდა” კრუპის და ბისმარკის აგარაკებს, დიდი ბერტას და მასწავლებელი გნუსის შვილებს”.სიტუაციონისტები ადარებდნენ ამ ქალაქების ურბანულ პეიჟასსა და ფსიქოლოგიურ კლიმატს ლათინოამერიკულ სამხედრო დიქტატურასთან. “ვია ვონეტო” თავისით არსით ეს ტრუხილიოა–წერდა ნიუვენგაუზი, ფრანკფურტის ქუჩები და ხიდები ეს ტონტონ მაკუტია. ახლა როდესაც ფიდელმა აჩვენა ყველას თუ როგორ უნდა გაიამარჯვო სამხედრო დიქტატურაზე, ამ ქუჩებზე თამაშობენ ბავშვები “ბარბუდოს” და ნახულობ ადგილებს საიდანაც ამაღლდებიან, “სიერა მაესტრაზე”. მართლაც 1970 იანი წლების ჩრდილოეთ იტალია და გფრ  ქალაქური პარტიზანული ომების ცენტრად გადაიქცა.

            სიტუაციონისტებმა გაანალიზეს, რომ მათი პროქტები ქალაქის გადაწყობასთან დაკავშირებით შეუძლებელია განხორციელდეს სოციალური რევოლუციის გარეშე.შელგოვის პროექტი ქალაქის დაარსება ვიქტორიას ჩაჩქერის ქვეშ ამოდის სწორედ  იქედან, რომ მისი განხორციელება შესაძლებელი იქნება ბრიტანების მმართველობისგან როდეზიის განთავისუფლების შემდეგ. შელგოვი ვარაუდობდა, რომ სწორედ ეს – მისწრაფება იცხოვრო უბრალო აფრიკელის ცხოვრებით,  “დასავლური ცივილიზაციის მადლის” გარეშე მიიზიდავს ხალხს დასავლური სამყაროდან და ასეთი ფართო გამოცდილება მათ აუცილებლად გაუხსნი გზას შემოქმედებითი უნარებისკენ.  ბუნებრივია ეს ყველაფერი იმის შემდგომ რაც სოციალისტური რევოლუცია  მომხდარია, ფინანსური პრობლემები მოგვარებულია ფულის ლიკვიდაციის წყალობით, აქედან გამომდინარე ქალაქში ხვდებიან არა ისინი , ვისაც სქელი ჯიბეები  აქვთ  არამედ ისინი ვისაც ქალაქის ნახვის შემოქმედებეთი გამოცდილების მიღება სურთ, მომავლის ექიმები შეგლოვის ვარაუდით , საკუთარ პაციენტებს გამოუწერდნენ ასეთ ქალაქებში ვიზიტს, მსგავსად ზღვაზე მოგზაურობისა.          

              ამგავარად, სიტუაციონისტები ურაბანიზმს სამ ნაწილად ყოფენ. პირველი, ესაა პროექტი “ქაღალდის არქიტექტურის” და “ქაღალდის ქალაქმშენებლობის” სფეროდან – არარეალური და როგორც ვხედავთ განხორციელებისათვისათვის არაა განკუთვნილი. როგორც ჩანს, მათ გავლენა მხოლოდ სამეცნიერო-ფანტასტიკურ ლიტერატურაზე მოახდინეს, მათი გავლით კინომატოგრაფიაზე.

             მეორე, ესააა თავისებური ფსიქოლოგიური და ესთეტიკური გაგება ქალაქის.სიტუაცინისტური ურბანიზმის ამ მიმართულებამ, რა თქმა უნდა, მოახდინა გავლენა  ესთეტიკური და ფილოსოფიურ აზრზე,  პირველ რიგში საფრანგეთში, აშშ-სადა ბენილუქსის ქვეყნებში. 

            მესამე ესაა  თანამედროვე დასავლური ქალაქების სიტუაციონისტური კრიტიკა  – ბევრ შემთხევაში აღმოჩნდა განსაკუთრებით ზუსტი, წინასწარმეტყველური და გამჭრიახი.

            ალბათ, აზრი აქვს ასევე აღვნიშნოთ, რომ პირველი მიმართულება ამოდის სიურეალიზმიდან, მეორე ფრანგული ეგზისტენციალიზმიდან, პერსონალიზმისგან და მცირე ნაწილით ფროიდიზმისა და სტუქტურალიზმიდან, მესამე – მარქსიზმიდან და დიდი ნაწილით ექსტრნალიზმისა და ერჯემანტალიზმიდან.

სტატია რუსულიდან თარგმნა–თინა ყიფშიძემ