Category Archives: ტეხავს

სიმართლისტები

პირველად ტერმინი სიმართლისტები, ფორუმზე გავიგე რამდენიმე წლის წინ, მაშინ ამ ტერმინით გამწარებული ოპოზიციის წარმომადგენლებს აღნიშნავდნენ(რა დასამალია მეც რამდენიმეჯერ მომიხსენიეს) , ეს ის კატეგორია იყო ხალხის  რომლებმაც როგორც წესი იცოდნენ ხოლმე სიმართლე ყველაფერზე, მაგ ყველას თუ არა დიდ ნაწილს მაინც ჰყავდა ხოლმე ნათესავი პრეზიდენტის დაცვაში რომლებიც უყვებოდნენ სიმართლეს იმაზე თუ რა ხდებოდა კანცელარიის მე–11 სართულზე,  თუ რა სიბინძურე ხდებოდა თუ არა იქ.   დროთა განმავლობაში როგორც ხდება ხოლმე ცალკეული ტერმინები კარგავს აუცილებლობას და ნელ–ნელა დავიწყებას მიეცემა ეს კარგი ფორუმული ტრადიცია. ჩემი ღრმა რწმენით  ეს  დიდი დანაშაულია მომავალი თაობების წინაშე. სწორედ ამიტომ საჭიროა გავაცოცხლოდ ეს ტერმინი.
როგორ შეიძლება გამოვიცნოთ სიმართლისტი??? თითოეულ ჩვენგანს სოციალურ ქსელებში რამდენიმე ათასი თუ არა ასეული მეგობარი მაინც ჰყავს, ამ ხალხის გამოცნობის ერთი უტყუარი   მეთოდი არსებობს და ეს უბრალო დაკვირვებაა სტატუსტებზე და კომენტარებზე. 
ჩემი კვალიფიკაციით არსებობს  სიმართლისტების  სამი კატეგორია ,  პირველი– მორალური სიმართლისტები , ეს კატეგორია  ყველაზე მრავალრიცხოვანია,  ძირითადად მასში რადიკალური ოპოზიციის მომხრეები, ქრისტიანი ფუნდამენტალისტები და სხვადასხვა კონსპირაციული თეორიების მომხრეებია გაერთიანებული.   სასაუბრო თემები მორალურია და მათი სიმართლე მათი ცოდნაა სხვადასხვა უცნაური ინფორმაციების,  არგუმენტაციაც ძირითადად მორალისტური ხასიათისაა, “ჩვენ ხომ დიდი ილიას, აკაკის, ასე შემგომ ქვეყანა ვართ ამას როგორ ამბობთ” ან “განა შეიძლება საუბარი გირგვლიანის მკვლელებთან”,  “ნაბიჭვარმა რომელმაც გაანადგურა საქართველო და ანადგუყრებს დღესაც იმ ბანდას შენ იცავ, შენ ვინ ხარ ძნელია ამისი გამოცნბიობა?? გამეცალე ეხლა აქედან.. არსად გადამეყარო.. ზუსტად გვარგამოცვლილი ანტიქართვე;ლების ლოღოა ეგ ფაშისტყი ნაცისტი მაშინ როცა ხედავენ რომ ქართველ;ი გოინზე მოდის და იწყებს ბრძოლას მაოხრებლისგან გასანტავისუფლებლად..”. ამ კატეგორიის ხალხით იკვებება ჩვენი პრესა, საკმარისია ალიის თუ ასავალ დასავალის ნებისმიერი ნომერი გადაშალო რომ უხვად წააყდები მსგავსი ყაიდის არა ფეისბუკურ კომენტარებს, არამედ სტატიებს.

მორალურ სიმართლისტებთან ურთიერთობისას არსებობს რამდენიმე შეცდომა რომელიც შეიძლება ჩვეულებრივმა მოკვდავმა  დაუშვას, პირველი, უბრალოდ  კამათი , მეორე , მათგან რაციონალური არგუმენტაციის მოსმენის სურვილი, ალბათ მიხვდით რომ ეს შეცდომები მეც დავუშვი,  როდესაც ერთ–ერთი ასეთ მორალურ სიმართლისტს  ახლახანს ვეკამათე,  ყველაფერი დასრულდა იმით რომ ჯერ ლიბერალი მიწოდეს(არადა სოციალისტი ვარ, უფრო ცუდი ტიპი) და მირჩიეს წამეკითხა ალან დალესის გეგმა. 

მეორე კატეგორია სიმართლისტების ძირითადად ე.წ სახელისუფლებო წრეებში უნდა ვეძებოთ,  მასში გაერთიანებულია რამდენიმე ქვე–კატეგორია , პირველი სახელისუფლებო ტიპები, აი ის კატეგორია ხალხის რომლებიც ხელისუფლების ნებისმიერ იდიოტიზმს საკუთარ სიმართლედ აცხადებს და მზად არის დაიცვას ის  მიუხედავად ყველაფრისა “მერე რა მოხდა რომ   ნაგავის  გატანის გადასახადს  ელექტროენერგიის   მიხედვით  დაგვითვლიან”, რადგან ასეთუ რამ მოიფიქრეს   ე.ი ასეა საჭირო , მეორე კატეგორია ეს უფრო მაღალი სოციალური და ეკონომიკური  კატეგორიის ტიპებია, აი მაყუთა ტიპები რომლებიც თვლიან რომ საკუთარი ინტერესები საყოველთაო და არ ექვემდებარება განხილვას, მაგაალითად ეს კატეგორია თვლის რომ სახელმწიფომ არ უნდა დააწესოს მაღალი გადასახადები რადგანაც ეს დანაშაულია ქვეყნის წინაშე(ნუ მათ წინაშე დანაშაული ხომ ქვეყანაზე ვრცელდება)  მესამე ქვე კატეგორია, ეს ნორჩი ტიპებია რომლებიც თვლიან რომ მომავალში იქნებიან პირველი ორი კატეგორიის წევრები . ძირითადად ეს სხვადასხვა ბიზნეს სასწავლებების სტუდენტები და ნორმალური უნივერსიტეტების თვითები(თვითმართველობის აქტიური წევრები) არიან.

ასე კატეგორია ხალხთან კამათი საინტერესო და სახალისოა, ჯერ ერთი რაც არ უნდა იყოს ხშირად ძალიან ძნელია დაიცვა ხელისუფლების იდიოტიზმი, მეორეც ყოველთვის მახალისებს კამათი ისეთ ხალხთან რომლებიც თვლიან რომ ზე–მდიდრებმა არ უნდა გადაიხადონ პროპორციულად მაღალი გადასახადები, იმიტომ რომ ხვალ თუ არა ზეგ თვითონ უეჭველი იქნება ის ზე მდიდარი. 

 
მესამე და ჩემი საყვარელი კატეგორია, ეს ლიბერალური სიმართლიზმის ადეპტები არიან,  ამ კატეგორიას მიაჩნია რომ არსებობს რაღაც წმინდა ცოდნა რომელსაც ეუფლების იმის შემდგომ რაც თავს უწოდებ ლიბერალს და ყველა სხვას ეს ცოდნა არ გააჩნია, რაც მთავარია ეს ორი აერთიანებს წინა ორი ჯგუფის ნიშან თვისებებს, ის  ისეთივე მორალისტურია როგორც პირველი ჯგუფი ოღონდ ბევრად უფრო რესპექტაბებული,  ყოველგვარი შეთქმულების თეორიების გარეშე და მეორე კატეგორიის თვითრწმენა რომ საკუთარი სიმართლე საყოველთაოა.

ამ კატეგორია ხალხთან კამათი ძირითადად რაღაც დეტალებამდე დადის,  მაგალითად რომელიმე კანონის ბ–მუხლის 198 დამატების პირველ ცვლილებამდე, რაც მთავარია თუ შენ გამოკვეთილი შეხედულებები გაქვს აუცილებლად შენი საპირისპირო პოზიცია აქვს რომელიც სიმართლეა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, იმიტომ რომ ყველაზე სწორი პოზიციაა აუცილებლად სადღაც შუაშია. 

ისე ერთი რამ ნამდვილად ასეა, რომ არა ეს სამი კატეგორია ვერასოდეს გავიგებდი რომ “ალან დალესის” გეგმით იმართება საქართველო, ვერც იმას გავიგებდი რომ ამერიკის რესპუბლიკური პარტიის ლობისტების ინტერესები საყოველთაო მთელი სამყაროსთვის და რაღათქმაუნდა ვერასოდეს გავიგებდი, რომ  პოლიტიკურ კრიტიკოსი არც მემარცხენე და არც მემარჯვენე არ უნდა იყოს, უნდა იყოს მოაზროვნე მორჩა და გათავდა.

ტეხავს


Работники посольства Грузии в Украине избили журналистов и FEMEN from FEMEN Video on Vimeo.

უკრაინულმა ფემინისტურმა ორგანიზაცია ფემენმა, ე.წ ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით კიევში საქართველოს საელჩოსთან იმპროვიზირებული აქცია მოაწყო, რომელიც ლოკალურმა იდიოტმა,  დაცვის ქართველმა  თანამშრომელმა დაშალა.

ფემენი რამდენიმე წელია არსებობს უკრაინაში, ეს ფემინისტური ორგანიზაცია სხვადასხვა პოლიტიკურ თემებზე აწყობს იმპროვიზირებულ აქციებს, ძირითადად აქციები შიშველი გოგოების თანხლებით მიმდინარეობს და რა დასამალია, ესთეტიურად  საკმაოდ ლამაზი  სანახაობაა.

თავად აქცია, საელჩოს წინ უწყინარ ხასიათს ატარებდა, სამი ნახევრად გახდილი გოგო ფოტოაპარატების მაკეტებით თითქოსდა იღებდნენ სურათებს,  მოკლედ არაფერი არ იძლეოდა იმის საშუალებას იმისთვის რაც შემდგომ მოხდა,  დაცვის ჯიგიტი თანამშრომელი გიჟივით გამოვარდა  ჯერ გოგოებს დაუწყო ჯიკაობა და შემდგომ იქვე მდგომ ჟურნალისტს ჩააზილა წიხლი..

შეიძლება ვინმეს მიაჩნია რომ ასეთი საქციელი კავკასიურ ტემპერამენტს ამტკიცებს და ვაჟკაცურია მაგრამ დამიჯერეთ მეგობარ სახელმწიფოში, რომელთა რაოდენობა პრაქტიკულად არც ისე ბევრია, ასეთი მოქცევა ძალიან უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ისედაც ცუდ იმიჯზე.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ მგონი დროა საელჩოებში ხალხის შერჩევისას გაცდეს ნაციონალური მოძრაობის ოფისებს და მავანი პარლამენტარების ბიძაშვილებს, სხვა მხრივ თუ უკრაინაში   სეთი მოქცევა ტეხავს სხვაგან შედეგები  გაცილებით უფრო ძვირად დაგვიჯდება.