Category Archives: ფსევდო ანალიტიკა.

ბლოგის განახლება

ბლოგინგი მოკვდა, თან მოკვდა ისე რომ ფაქტიურად არც უცხოვრია. სულ ორი თუ სამი წელი იყო აქტუალური, დიდი ნაწილი იუტუბში გადავიდა, ნაწილი შეეშვა და ნაწილი ორ წელიწადში ერთხელ ცდილობს რამეს დაწერას, მესამე კატეგორიაში შევდივარ მეც.

სულ მინდოდა ბლოგის განახლება, ბევრი რამე მიშლიდა ხელს, დაწყებული სიზარმაციდან და დამთავრებული იმით რომ არ ვიცოდი რაზე დამეწერა, პერფექციონისტი არ ვარ მაგრამ ბოლო პერიოდში სულ უფრო ვერიდები ხალტურის გაკეთებას, შედეგად მგონი ორი წელი არაფერი დამიწერია.

ახლა რატომღაც მომინდა ბლოგის განახლება, შევეცდები ხშირად ვწერო. თან უფრო ჩემთვის რომ რაღაც აზრები არ დამავიწყდეს, არც გავაპიარებ. თუ ჩემს ორ მკითხველში ხართ ალბათ თქვენთვის იქნება საინტერესო.

ბლოგის ათი წლის თავზე ბევრი რამეა შეცვლილი, პირველ რიგში მე ვარ შეცვლივლი, ისევ პოლიტიკურად აქტიური ვარ, მაგრამ უკვე საჯარო მოხელე, ისევ მემარცხენე მაგრამ უკვე შედარებით სხვა პოზიციებზე, ისევ ცინიკურ სარკასტული მაგრამ ახლა უფრო სხვანაირი, მოკლედ როგორი ამასაც ნახავთ.  იმდენი მარაზმი გამოვცადე ცხოვრებაში რომ ალბათ ორი ადამიანისთვის იქნებოდა საკმარისი, ვერ გეტყვით რომ დიდი სურვილი მქონდა ცხოვრებისეული გაკვეთილისთვის ქიმიოთერაპია გამომეცადა. მაგრამ რას იზამ, არის რაღაცეები რაც ადამიანს გცვლის, ასე რომ ვეცდები ბლოგი ისეთივე საინტერესო იყოს როგორც ადრე. უბრალოდ ახლა ზრდასრული, ცოტა ცინიკური და ბევრად გამოცდილი ტიპი ვარ ვიდრე 10 წლის ვიყავი როდესაც ამ ბლოგის კეთებას ვიწყებდი.

რატომ მიშა????


საქართველოში სხვადასხვა უშედეგო ღონისძიენების მთელი სპექტრი მიმდინარეობს, რომლებსაც ერთი საერთო რამ აერთიანებთ, ეს არის პრეზიდენტ მიხეილ(მიშა) სააკაშვილის გადაყენების სურვილი. ღონისძიებები სხვადასხვა სახისაა, თეატრალურიდან დაწყებული დამთავრებული მასობრივი მიტინგებით, ჩემდა უნებურად მეც მომიწა ამ “ცირკში” მონაწილეობა და ისევე ვარ იმედგაცრუებული როგორც სხვა საქართველოს მოსახლეობა, ხოდა თუ გაინტერესებთ რატომ ვერ ჩამოვაგდეთ(შევცვალეთ)? მაშინ ერთად განვიხილოთ.

მივყვეთ თავიდან, რატომ არავინ ფიქრობს ვინ არის საერთოდ ფენომენი მიხეილ სააკაშვილი??? მე ჩემი პოლიტიკური მრწამსიდან გამომდინარე დიდად არ მჯერა პიროვნების როლის ისტორიაში, არც მიშას როლის გაფეტიშება მიმაჩნია სწორად, ბოლო ბოლო მიშა ხომ მარტო არ არის და მის უკან მთელი სისტემა დგას.არც იმის უარყოფა შეიძლება რომ ზოგიერთი პიროვნებას ძალუძს რაღაც ცვლილებეი შეიტანოს ისტორიულ პროცესებში. არის თუ არა მიშა ასეთი ჯერ არ ჩანს მაგრამ მისირ ზოგიერთი ნაბიჯი აშკარად იყო ასეთი. როდესაც მიშასთან ბრძოლას ვაპირებთ უნდა გამოვყოთ ორი მიშა, მიხელ სააკაშვილი როგორც პიროვნება და მიხეილ სააკაშვილი როგორც სისტემის ნაშიერი, ეს ორივე ერთად ქმნის იმას, რასაც ძვრა ვერ უყო ოპოზიციამ.

საიდან გაჩნდა მიშა??? არ ვგულისხმობ ბიოლოგიას, საინტერესოა მიშა საიდან მოვიდა??? რატომ აირჩია ხალხმა???რატომ გადაიქცა იმ ტორმუზად როგორათაც გადაიქცა???მიუხედავად სრული კრახისა რატომ უჭერს მხარს მავანი???მოდი ვცდი ჩემებურად ნახევრად ინტელექტუალურად მეოთხედად ქუჩურად და ერთი მეოთხედად პიზდეცინტელექტუალურად ავხსნი ამას, ნუ ვცდი თუ რამე ყოველთვის არსებობს ერის ინტელექტუალური ელიტა რომელიც ამას ჩემზე 200 ჯერ უკეთ 157 გვერდზე აგვიხსნის ლათინური სენტენციებით და მიშელ ფუკოს თეორიებით ბუნებრივია ვერც ჩვენ გავიგებთ რა უნდოდა ავტორს და სავარაუდოთ ვერ თავად ავტორი რისი თქმა უნდოდა მაგრამ მოწონება დაახლოებით 500 ჯერ მეტი ადამიანისგან ხო ცვეტში იქნება.

ჩემი ღრმა რწმენით როდესაც მიშაზე ვსაუბრობთ პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ მისი ფსიქო პორტრეტი, ეს არის ემოციური ადამიანი, გულღლია, კარგი ორატორი, მექალთანე,არა ძველი ბიჭი და ვაკელი,პროფესორების შვილი, ასევე მის თვისებებს შორის შეიძლება მივაწეროთ ნულოვანი განათლება და საეჭვო პროფესიონალიზმი და რაც მთავარია უცხოელების მხარდაჭერის გაყალბება.

თითოეული ეს თვისება არის ის რაც ბაზისური აუცილებლობაა იმისთვის რომ იყო საქართველოში წარმატებული, სწორედ მასზეა უნდა იყოს დაშენებული იდეალური ქართველი ერის ბელადი. განა ჩვენთან როგორც წესი ლიდერად ის არ მიიჩნევა ვინც სიტყვის გამოსვლის დროს დორბლებს, ცრემლებს თუ სხვა ატრიბუტებს უხვად აფრქვევს??? განა მიშას თითოეული გამოსვლა ემოციური არ არის??? არის. ამას მიშას ვერ წაართმევ, ერთადერთი მისი კონკურენტი რეალურად შალვაა მაგრამ მისი პრობლემა ისა რის რომ რამდენადაც ეფექტურია ტელევიიზიის დროს და დაცინვის რეჟიმში ხალხის წინაშე არა მჭექარე ხმის გამო არ არის იმდენად შთამბეჭდავი.ასე რომ ემოციურობის გამო მიშას დღემდე არ ჰყავს ბადალი და კონკურენტი ორატორიაში.გრეჩიხას ძველბიჭური სიალალე მხოლოდ ვერა ვაკეში ქაჩავს.

გულღიაობას რაც შეეხება ის მუდამ ახერხებდა ხალხის გული მოეგო ერთი შეხედვით ნაყალბევი საქციელით მაგრამ ხომ ახერხებდა??? ისტორიას ფაქტი რჩება. შეიძლება ყველას არ ახსოვს მაგრამ პირველი რაც მიშამ გააკეთა პრეზოდ გადაქცევის შემდეგ ეს იყო იმგზავრა ეკონომ კლასით და ერის მამამ დაარწმუნა მისი ცრემლმორეული ქვეშევრდომები რომ ახალი ალიენდე გამოჩნდაო,პატიოასანი და წესიერიო, მართალია უკვე ტრაპიდან ჩამოსვლისთანავე 6 ათას დოლარიან აპარტამენტებში განთავსდა მაგრამ ასეთი წვრილმანი გააფუჭებდა ასეთ პეიზაჟს????ესეც კიდევ ერთი პლუსი ქართველი ხალხის თვალში.

მივყვეთ შემდეგს: შემდეგი არის მექალთანეობა, არ ვიცი სიმართლე გითხრათ ეს სიმართლეა თუ არა, როდესაც ჟურნალისტი ვიყავი გამეგონა ბევრი ინფორმაცია მაგრამ როგორც წესი მინდა ავღნიშნო რომ თვით ისინიც კი ვინც ამ ფაქტს ცუდად თვლიდა თითქოს ამაყობდა რომ პრეზიდენტი ასეთ ვაჟკაცი იყო,აბა სხვა ქვეყნების პრეზიდენტებს ხომ არ ჰგავდაო??? ასე რომ ეს თვისებაც მისთვის დადებითი მხარეა, სწორედ ამიტომ ვერ იმოქმედა ისე დოტის ამბავმა ამორმჩეველზე როგორც შესაძლოა ამას უნდა ემოქმედა სხვა დროს და სხვა გარემოში.

აი რაც შეეხება არა ძველბიჭობას და ვაკელობას მიშას ამ მხრივ არ გაუმართლა თავიდან ის ვაკის ჯილა იყო სვეტსკი პონტში მაგრამ როდესაც ჰორიზონტზე გამოჩნდა გამყრელიძე და გრეჩიხა აქ უკვე ვაკემ აირჩია 100 პროცენტით მათიანი მაგრამ როგორ გგონიათ ამან უარყოფითად იმოქმედა მიშაზე??? სანამ საჭირო იყო ის ვაკის რჩეული იყო შემდეგ უკვე ვაკეზე და საერთოდ ძველბიჭობაზე დარტყმით და განაწყენებულების შემოკრებით მოახერხა ის რომ ყველა კლასიკური ჩაგრული მისი მხარდამჭერი გახდა. ასე რომ მიშამ დაკარგა ვაკე და ვერა მაგრამ შეიძინა ჩაგრულები და დაბოღმილები.მიშამ მოახერხა და ყველა ვისაც ვერა ვაკეში თავში ხელს ურტყამდნენ და ყველა ვისაც აღიზიანებდა ვერა-ვაკეს ლიდერობა მიშისტად გადაიქცა.

მიშას განათლება საერთოდ საკამათოა, მისი როგორც პროფესიონალზე თითქმის არც ერთი ცნობილი იურისტი კარგს არ ამბობს, ან საერთოდ არაფერს ამბობენ,სამაგიეროდ მას აქვს სამთვიანი განათლების სერიოზული დიპლომები რითაც ჩვენ დიპლომზე დახარბებულ მოსახლეობაში ადამიანებში რომლებიც კომუნისტური რეჟიმის დროს ყველაზე მეტ დიპლომ ყიდულობდა ბუნებრივია დიდ დივიდენდები მოიპოვებდა, ახლა დავფიქრდეთ ქვეყანაში სადაც ადამიანს რომელსაც 10 წიგნზე მეტი აქვს წაკითხული ეუბნებიან არ გაგიჟდეო როგორი პრეზიდენტი მოეწონებოდათ???? მართალია დიპლომირებული უვიცი, ასე რომ მიშა აქაც უკონკურენტოა.

მიშას ჩემეულ ფსიქოპორტრეტში რჩება კიდევ ერთი მხარე ეს არის უცხოური მხარდამჭერის გაყალბება, მიშამ თავიდან როდესაც დაიწყო კარიერა მოახერხა და ჟურნალსიტების ჯილად გადაიქცა, სწორედ მისი მეგობარი ჟურნალისტების მეშვეობით დაიწყო საუბარი მიშას როგორც ამერიკული პროექტზე, კოლინ პაულელის უმცროს ძმაკაცზე და საუკუნის ამერიკული უნივერსიტეტების ყველაზე წარჩინებულ სტუდენტზე(ალბათ გახსოვთ ესეც).

როდესაც მიშასთან როგორც პიროვნებასთან ვრბძოლობთ ეს უნდა გვახსოვდეს აუცილებლად, უნდა ებრძოლო მიშას დადებით მხარეებს და მაქსიმალურდ წამომიწო უარყოფითები, ჩვენი ოპოზიციია კი მისდა უნებურად ვერ ახერხებს ამას, მეგობრებო კარგად დაუკვირდით ქართველ ხალხს და წამოწიეთ ისეთი თემები რომლებიც მიშასთვის იქნება ხალხში უარყოფითი და რა დოტის ნაირი თემები რომლებზეც აღშფოთებას მორალისტები და ფარისეველები გამოხატავენ, ამ დღეებში ვეცდები ჩემი მხრიდან რაიმე რჩევები მეც მოგცეთ არა მგონია გავქაჩო მე ხომ უცხო სიტყვათა ლექსიკონს არ ვიყენებ ხოლმე მაგრამ ვცდი.
ახლა გადავიდეთ მიშასთან როგორც ისტორიულ ფენომენთან…

როდესაც მიშაზე ვსაუბროთ პირველ რიგში ისტორიის კრიტიკული ანალიზის გარესე არაფერი გამოვა იმისთვის რომ გამოვარკვიოთ თუ რა ნიუანსებმა მოიწადინა ასეთი ადამიანის გამეფება, პირველ რიგში დავიწყოთ წარსულიდან:

1. ზვიადის ეპოქა: ნუ ზვიადის ეპოქა საერთოდ ფენომენია, თუ ქართულ გენში რამე ირაციონალური იყო სწორედ ამ რეჟიმის დროს ამოტივტივდა, ეს იყო დრო როდესაც შეგეძლო ჩაგეწერა ნებისმიერი ბრძანება და თუ ინიციატივა და პირდაპირ ანტინობელში გაგეგზავნა,გამარჯვება გარანტირებული იქნებოდა, სწორედ ამ ირაციონალურმა რომელიც შემდეგ დამარცხებული იქნა განაპირობა ვარდების სიოს დროს ყველა ირაციონალისტის მხარდაჭერა მიშას მიმართ, ყველა ხვდებოდა რომ მოდიოდა ადამიანი რომელიც არის ქართული ირაციონალიზმის* იდეალური განსახიერება, ეს იყო უფრო გაბედული ზვიადი და უფრო მეტად ირაციონალური ვიდრე ნებისმიერი იმდროინდელი პოლიტიკის მეტრი. სხვათა შორის კარგად ჩანს ეს იმაში რომ თვით ისეთი ადამიანიც კი როგორიც არის ირაკლი წერეთელი მიშას ლატენტური მხარდამჭერია,მას მოსწონს ის რომ მიშა დღენიადაგან აგინებს და ემუქრება რუსეთს,მუდამ მზად არის ნატოში შევიდეს , ხოლო ბატონი ირაკლის ეროვნული მოძრაობის ლიდერის, არარაციონალიზმი კი მგონი არავისთვის არ არის სადაო. სწორედ ამიტომ მიშამ არარაციონალური ნაბიჯებით და ფსევდო ზვიადიზმით შეიძინა ძალიან დიდი მხარდამჭერები.

2. შევარდნაძის ეპოქა: შევარდნაძემ უფრო საინტერესოა ვიდრე მიშა და დიდი კონსტანტინოვიჩი, ედუარდი ეს იყო ადამიანი რომელმაც საქმიანი ხალხი გადააქცია ფულის მკეთებელ მანქანებად და ახალგაზრდა რეფორმატორები კი ტოტალურ ილუზიონისტებად,პირველებმა კარგად დაწყებული 1995-1997 წლის აღმშნებლობა გადააქციეს ფულის კეთებად ხოლო მეორეებმა შემდეგი ნგრევა, გამოაცხადეს უკიდეგანო რეფორმაციად, ბატონმა ედუარდმა მისი მარადიული ბალანსირების თეორიით არც ერთ მხარეს არც ძველ გამოცდილ საქმიან ხალხს და არც ახალ იდეინ რეფორმატორებს მისცა კარტბლანში რათა განეხოციელებინათ ის რაც შეეძლოთ , რის შედეგადაც მივიღეთ დაჩლუნგებული ორი ფრონტი, ძველები რომლებმაც იცოდნენ საქმის კეთება მაგრამ არ იცოდნენ უკვე წესიერი მუშაობა და მეორე მხრივ რეფორმატორები რომლებსაც ჰქონდათ იდეები მაგრამ არ იცოდნენ საქმის კეთება და ამ დროში ისწავლეს მხატვრულად გაფორმება უსაქმურობის.
სწორედ ედუარდის ეპოქაში გაჩნდა ბუნებრივად გაჩნდა მოთხოვნილება ადამიანზე რომელიც იქნებოდა ერთის მხრივ რეფორმატორი და მეორეს მხრივ საქმის მკეთებელი.
ამ დროს კი გამოჩნდა მავანი ახალგაზრდა რომელმაც ხალხს კონტრაქტი გაუფორმა რა რეფორმებს ატარებდა და სახურავებიდან არ ჩამოდიოდა. როგორც გგონიათ ხალხს ვინ მოეწონებოდა ვაკელი ექიმი,მეწარმე, ლიდერი???თუ მშრომელთა სოფლელი მამა(არ მიყვარს ასე დაყოფა მაგრამ რას ვიზამ)თუ სახურავზე მძრომიალე და რეფორმატორის შარავანდედით შემკული ახალგაზრდა??? ბუნებრივია ორი იდეის საქმის და რეფორმების გამაერტიანებელი.

3. მესიანური მოლოდინი. კარგად მახსოვს როდესაც 1997 თუ 1998 წელს, კვირის პალიტრაში ვკითხულობდი გამოკითხვას თუ რა რელიგიის ხართ, პასუხი იყო ასეთი 88 პროცენტი თვლიდა თავს მორწმუნედ მაგრამ მხოლოდ ნახევარი თვლიდა თავს მართლმადიდებლად, ჩვენი ეკლესიის გაძლიერების პირდაპირპროპორციულად გაიზარდა ერში მესიანური მოლოდინი, ახალი მეფის რომელიც შეებრძოლებოდა მდიდრებს და ღარიბებს დაეხმარებოდა, ჩვენთან რელიგიამ ძლიერებას ზენიტში პირველად 2002-2003 წლებში მიაღწია და ის რაც ვერ შეძლო შალვამ(ყველაზე რეიტინგულმა იმ მომენტში) თავისუფლად შეძლო მიშამ მან ხალხს სრული იმედი მისცა რომ მესია მოვიდა და მალე ყველა ვიცხოვრებდით ედემში, დღემდე არ დამავიწყდება სიტუაცია როდესაც ერთხელ ტელევიზორში ყურებისას ვუყურე ფაქტს თუ როგორ დარეკა საშუალო ასაკის ქალბატონმა და აღშფოთებულმა თქვა რომ სამეულს ნუ ეძახით ტროიკას სამება დაუძახეთო.

4. ოკეანედალეულების თაობა, ოკეანედალეულების პირველი თაობა უკვე გამოიზარდა და მზად იყო ხელში აეღო ძალაუფლება, ეს იყო ტიპური ფრომის საბაზრო ადამიანები მთელი ჯგუფი, ხალხი ვინც ისეთი იყო როგორიც სისტემაც დასჭირდებოდა და სწორედ ამ ხალხმა 21 საუკუნის გარიჟრაჟზე დააფიქსირა მისი აზრი რომ უკვე დრო იყო დროშები ჩქარა დაეჭირათ ხელში და დაეწყოთ ღვთისმშობლის რჩეული ქვექნის აღმშენებლობა, ეს იყო ხალხი რომლებსაც ხელში ჰქონდა ილუზიების მთელი კასკადი, დაწყებული არასამთავრობოებით და დამთავრებული ტელევიზიებით, მათ ლიდერი ეძებეს და დიდი ხანი არც დასჭრირვებიათ მიშა ხომ მათნაირი იყო, ნულოვანი ინტელექტი, ლამაზი დიპლომი და რაც ყველაზე მთავარია უცხო ჰაერნაყლაპობა რაც უკვე საკმარისია რომ სხვაზე მაღლა იდგე. როგორც ფრომს მიაჩნდა ამ ადამიანებმა ისე მოიქცნენ ევროპა ამერიკაში თუ ყველა პატიოსანი კანონმორჩილი ლიბერალი იყო რეჟიმმა ისინი ფულის მაკეტებელ ლიბერალებად გადაქცია.

5.პოლიცია. 1953 წლის შემდეგ როდესაც დაიხვრიტა ბერია საქართველოში პოლიცია გადაიქცა სისტემად რომელიც ყველას თვალსი იყო ბოროტების სიმბოლო, ეს იყო ბერკეტი რომელსაც ყველა რეჟიმი იყენებდა მაგრამ არავინ არასოდეს აფასებდა, არ შეიძლებოდა ისტორიული ლოგიკიდან გამომდინარე რომ პოლიცია მუდამ ყოფილიყო დაბეჩავებული და ახალმა რეჟიმმა მათ სწორედ მისცა ის რაც მათ ასე აკლდათ ეს იყო რეალური ძალაუფლება და რაც მთავარია ფული, ნუ გგონიათ რომ ეს რაიმე მიშას და მისი რეჟიმის გენიალურობის ნიშანია უბრალოდ ყველა მიხვდა რომ უფულო პოლიცია კიდევ ერთ რევოლუციას დაუშვებდა.

6. გავლენის აგენტურა. საქართველოში ორი ძლიერი გავლენის აგენტურაა პირველი საბჭოთა და დღეს უკვე რუსული, ეს აგენტურა ძირითადად დღეს სახელმწიფო დონეზე დეკლარირებულად ვერ ქაჩავს მაგრამ წმინდა რუსულ საქმეში ანუ როგორიც არის ომი წარმატებით ეხმარებოდა მათ, სამაგიეროდ ამერიკელებმა დიდებულად იმუშავეს და 500 დოლარიანია გრანტებით მთელი პლეადა გამოზარდეს ინტელექტუალების თუ ფსევდო ინტელექტუალების სწორედ ამ ხალხმა უზრუნველყო ახალი ლიდერი მხარდაჭერა, მიშა იქნებოდა თუ ეს ქაიხოსრო ამას დიდი მნისვნელობა არ ჰქონდა. ელიტა მზად იყო.

7. ახალი ბურჟუაზია, ქვეყანაში არსებული ძველი კომუნისტური ყაიდის მეწარმეებს არ შეეძლოთ საქმის კეთება და ახალ თაობას სჭირდებოდა უკვე საწარმოო ძალების ხელახალი გადანაწილება, სახელმწიფოს ხელში ჯერ კიდევ რჩებოდა ძალიან დიდი სიმდიდრე და ახალ თაობას სჭირდებოდა ვიღაც ვინც ამ სიმდიდრეს გამოსტაცებდა სახელმწიფოს და მათ ჯიბეებს მისცემდა.

ეს არის ის რამაც გამოიწვია მიშას როგორც ისტორიული ფენომენების წარმოშობა, ახლა ვგონებ საჭიროა მიმდინარე მოვლენების გაანალიზება და ძველ ისტორიაზე დაყრდნობით ახალი კონტრზომების მიღება რამეთუ მიშა მხოლოდ საკნებით და მიშა მოვედით რომ არ წავა ეს ფაქტია, მას რომ უნდოდეს წასვლის უფლებას ზემოთჩამოთვლილი ჯგუფები და მისი ხასიათი არ მისცემს.

პ.ს იმედია ოდესმე ვისწავლი ჟურნალისტიკას და გრამატიკას:)ლათინური სენტენციები კი ვიცი მაგრამ არც მასეთი სნობი ვარ რომ გამოვიყენო.

*თუ რაა ქართული ირაციონალიზმი, ამაზე ვფიქრობ ჩემი აზრით ყველაფერი რაც ნებისმიერი შეხედვით არის რაციონალურ აზრს მოკლებული(ომის რუსეთთან, ბლოკადა, ანტიტერორისტული ოპერაცია ოსეთში, საწარმოების ძალით გაკოტრება და ტაკ დალეე) ნაბიჯები და რაც მოსწონს უმრავლესობას.