Category Archives: ქოლგა

ავთანდილ ბერიძის Case

წინა კვირის უმთავრეს მოვლენებს შორის  წამყვანი პოზიცია რაღათქმაუნდა უკრაინის არშემდგარ რევოლუციას(თუ ჯერჯერობით არშემდგარს? ) ეკავა, ქართული პრესა და მასმედია ერთმანეთს ეჯიბრებოდა, ვინ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიპოვებდა, ევრომაიდანზე მიმდინარე მოვლენებიდან, მხოლოდ კვირის მეორე ნახევარში მოიძებნა მეტნაკლებად ქართული რეალობის თემა, საქმე აჭარის აყვავებაში გაჭაღარავებული უმაღლესი საბჭოს თავჯდომარის, ბატონი ავთანდილ ბერიძის მოკრძალებულ სურვილს შეეხებოდა, რომელმაც  სრულიად ბუნებრივად მოინდომა, საკუთარი  ღრმად რელიგიური ნატურიდან გამომდინარე ახალი 2012 წლის ჯიპიდან, უკეთეს 2014 წლის ჯიპზე გადაჯდომა, სხვა თუ არაფერი, ლიდერი არნახულ უხერხულობას გრძნობდა, როდესაც  უცხოელ სტუმრებთან   სახელდახელოდ აღმოაჩენდა რომ ავტომობილში მაცივარი არ ჰქონდა, ამ აღმაშფოთებელი ფაქტის გამოსასწორებლად, ბიუჯეტში სასწრაფოდ  მოიძებნა 83 ათასი ლარი და ტენდერიც გამოცხადდა,  სწორედ აქ გამოირკვა რომ მოთმინებით განთქმულ ქართულ საზოგადოებასაც აქვს საკუთარი საზღვარი და აღშფოთების თუ რაც კიდევ უფრო მძიმე გადასატანი აღმოჩნდა,  ირონიის და ცინიზმის ტალღებმა იმდენად მასშტაბური ხასიათი მიიღო  რომ  ქართული ოცნების ლიდერშიპი უბრალოდ იძულებული გახდა, ავთანდილ ბერიძე საჯაროდ დაეგმო.

ამ მოვლენამ კიდევ ერთხელ კარგად გამოაჩინა ის სიღრმისეული პრობლემები რომელიც ქართულ სახელმწიფოს, რეგიონებს და საერთოდ ქართულ პოლიტიკას გააჩნია, ნეპოტიზმი, არაკვალიფიციური საკადრო პოლიტიკა, სახელმწიფო სამსახურების გამოყენება საკუთარი ვიწრო პარტიული თუ კერძო ინტერესებისთვის.

ნაციონალურმა მოძრაობამ 9 წლის განმავლოვაში ძალიან ბევრი სახელმწიფო ინსტიტუტი თავიდან ჩამოაყალიბა მაგრამ ის შეზღუდული იყო საკუთარი ავტორიტარულ კლანური ბუნებით, რომელიც მას უბრალოდ არ აძლევდა საშუალებას სხვაგვარად ემოქმედა, კლიენტელისტურ სახელმწიფო პარტიას უბრალოდ არ შეეძლო, საკუთარი რადიკალური მომხრეები, რომლებიც ფაქტიურად უმცირესობას შეადგენდნენ არ დაესაქმებინა და არ მიეცა მათთვის შემოსავალის გარკვეული წყაროები.  შედეგად ძალიან კარგად და გამართულად მომუშავე იუსტიციის სახლების გვერდით, სრული ანაქრონისტული რეგიონალური სტრუქტურები თანაარსებობდა.

წინა ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ აღმოჩენას კორუფციული სქემების ლეგალიზება წარმოადგენდა, მაგალიტად ადრინდელ პერიოდში არსებობდა ორი გზა საჭირო მომსახურების მიღების, პირველი ოფიციალური რომელიც გულისხმობდა ორი კვირიდან ორ თვემდე ვადაში მიღებას საჭირო პროდუქტის, ხოლო მეორე დაჩქარებული როდესაც კორუფციულ გარიგებაში შესვლით, სასურველი მომსახურება მომენტალურად ხორციელდებოდა, რაც ძალიან წარმატებულად გარდაისახა შემდგომში უკვე იუსტიციის სახლების პროექტში, თან რაც მთავარია ეს დაჩქარებული მეთოდი უკვე ოფიციალურ გადასახადად გადაიქცა და ბიუჯეტის შევსების არცთუ ცუდ წყაროდად გადაიქცა, საპირისპიროდ განვითარდა მოვლენები საჯარო სამსახურებში დასაქმებული სხვადასხვა ჩინოვნიკების პრივილეგიებთან დაკავშირებით, როგორც აღმოჩნდა, სულ არ არის საჭირო კორუფციული სქემების მოფიქრება, როდესაც შეგიძლია ადგე და ნებისმიერი, სრულიად არაადეკვატური სურვილები, პირდაპირ აისრულო სახელმწიფოს ხარჯზე, იქნება ეს პრეზიდენტის თვალების გასახარად ჩამოყვანილი  კორეელი მომღერალი თუ მერიის თანამშრომლების გადაუდებელი საქმიანი შეხვედრა სტრიპტიზ ბარ დივაში, რაც მთავარია ეს ყველაფერი ლეგალურად იქნა გაფორმებული როგორც აუცილებელი ხარჯები და დღემე არავის პასუხი არ მოუთხოვია მათთვის.

საერთოდ, ესეთი ტრადიცია არსებობს, ნებისმიერი ბიუროკრატია მოწოდებულია საკუთარი კომფორტის გაფართოებისკენ, სწორედ ამიტომაც ახალი ხელისუფლების არც ერთ  სახელმწიფო ჩინოვნიკს, ხელებიც კი არ აუკანკალდა ისე გააგრძელა ის კეთილშობილი ტრადიცია რომელიც ნაცმოძრაობისგან მემკვიდრეობით მიიღო, პირველ რიგში ეს პრემირების სისტემის საკუთარ თავზე მორგებას შეეხებოდა, ჩვენთან ხომ უბრალოდ ჩინოვნიკის დე ფაქტო  არსებობა არის საფუძველი საკუთარი თავის პრემიით წახალისების. ასევე გახლდათ საქმე ჯიპებთან დაკავშირებით, რატომღაც თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში ჯიპები მაღალი სოციალური თუ კულტურული კაპიტალის აუცილებელ ატრიბუტად გადაიქცა,სამღვდელოება და სახელმწიფო ჩინოვნიკები უბრალოდ წარმოუდგენელად თვლიან არსებობას ამ ატრიბუტის გარეშე.

სწორედ ასეთი წინაპირობით შეხვდა, ბატონი ავთანდილი იმ პერიოდს როდესაც საახალწლოდ საკუთარი საქმიანობის ახალი ჯიპით წახალისება გადაწყვიტა, ისე სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს რომ ავთანდილ ბერიძის უბრალოდ არ გაუმართლა, როგორც ძალიან ბევრი რამე ამ ქვეყანაში და საერთოდ ისტორიაში,

სულხან სალაძის ფოტო

 ბანალური  შემთხვევითობის თუ დამთხვევების  შედეგად მოხდა, ვინ წარმოიდგენდა რომ ბათუმში იმხელა თოვლი მოვიდოდა, რომ ქალაქი ფაქტიურად პარალიზებული იქნებოდა, ბათუმელები მიჩვეულები არიან წვიმის მოსვლასთან დაკავშირებულ წყლის მომარაგების პრობლემებს, მაგრამ თოვლს გამო დენის მასიური გამოთიშვა გაბრაზების ძალიან საფუძველიგახდა.

ამას დაემატა რამდენიმე ცნობილი ისტორიები რომელიც ნამდვილად არ მატებდა ღირსებას, ოდიოზურ პოლიტიკოსს, დაწყებული უმაღლესი საბჭოს თავჯდომარისთვის სრულიად შეუფერებელი აჭარის მაღალმთიანი რაიონების გაქრისტიანების აქციებს, ყველაფერი ყველაფრად მაგრამ  საბჭოს თავჯდომარეს მრავალ ფუნქციას შორის უბრალოდ არ შედის ქრისტიანად მოქცევის ფუნქციები, მაგრამ კარგი ეს შეიძლება იმ ყოვლად უმსგავსო ტრადიციას მივაწეროთ რომელიც არსებობს ქართულ სახელმწიფოში, რომელიც აჭარელი მოსახლეობის გაქრისტიანების აუცილებლობაზე მიუთითევს, შედეგად,  ადგილობრივი ელიტა დარწმუნებულია რომ იმაზე მეტად ქრისტიანი უნდა

იყოს ვიდრე თბილისური ელიტაა, აი ეს თუ გასაგებია, ბულვარში ჯიპით სეირნობაზე დასმულ შეკითხვაზე გაცემულ პასუხს რომ ბატონი ავთანდილი ვიპ პერსონაა და ე,ი მისი ჯიპიც ამ უფლებით სარგებლობსო სრულიად გაუგებარი   საკუთარი მექოლგის არსებობაც დაემატა, რამაც ნამდვილად არ შეჰმატა ბატონ ავთანდილს დამატებითი ქულები.

ჯერჯერობით არ ჩანს თუ რა სანქციები ელოდება ავთანდილ ბერიძეს, მხოლოდ დაგეგმილ ჯიპზე უარის თქმა მოუწია, მაგრამ კარგად გამოჩნდა რომ გარდა გამკიცხველებისა მას დამცველებიც ჰყავს, ასეთად მურმამნ დუმბაძე აღმოჩნდა, რომელმაც უკვე გადააფარა საკუთარი კალთა მის პროტეჟეს. ჩვენ სხვა არაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა რომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

ბოლოს მინდა კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოვლენაზე გავამახვილო ყურადღება, სულაც არ არის ფაქტი რომ ის რაც არ ეპატია ერთს ასევე არ ეპატიება მეორეს, ძალიან ღრმა ეჭვი მაქვს რომ უკეთესი ჰაბიტუსის მქონე პოლიტიკოსი ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად გადაურჩება, ყოველგვარ სასჯელს თუ მის უკან რაღაც პროგრესულობის თუ ლიბერალობის მითი იდგება. ამის ნათელი მაგალითი წინა ხელისუფლების ზოგიერთი ჩინოვნიკის მიმართ გაცხადებული პოზიცია “ის ესეთი არ არის” წარმოადგენს.