Category Archives: ყოველდღიური სიბრძნე

მუსიკა(vol2)

ზუსტად ერთი კვირის წინ, ერთ-ერთ ტელევიზიაში ვიყავი სტუმრად, წესით საინტერესო თემა უნდა ყოფილიყო, ჩემი უშუალო სამსახურის თემატიკაზე, ვინც არ იცის, ამჟამად თბილისში მიუსაფარ ცხოველთა ბედი მაბარია, ხოდა როგორც წესი ტელევიზიების ფორმატი ისე არის მოწყობილი რომ დიდხნიანი და უშუალოდ კონკრეტულ თემაზე გაშლილი გადაცემები რომ არის მაშინ არ გამოდის ხოლმე კარგი გადაცემები და შუადღის გადაცემაში, 10 წუთში ბუნებრივია არაფერი არ გამოვიდა.

ამ გადაცემიდან შედეგი ის დარჩა რომ იდეაში, ერთ-ერთ წამყვანს რამდენიმე დღის შემდეგ კორონა დაუდგინდა და მიუხედავად იმისა რომ ჩემს შემთხვევაში შანსი მინიმალურზე მინიმალურია, მაინც გადავედი სახლის იზოლაციის პირობებში, შესაბამისად მიზეზი მაქვს, ჩემი თითქმის მივიწყებლი ბლოგზე რამე მაინც დავწერო, თან ისე ვწერ, პრინციპში დაშეარების გარეშე, ჩემთვის.

მუსიკა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ატრიბუტია, თან რაც დრო გადის სულ უფრო, ადრე ალბათ მეც იმიტომ ვუსმენდი ბევრ რამეს რომ სტატუსს შეეფერებოდა, ჩვენ ხომ გვიყვარს ჩვენთვის მოფიქრება, სტატუსის რომელიც ჩვენი წარმოდგენით შეგვეფერება, ახლა უკვე ჩემთვის, სიამოვნებისთვის ვუსმენ.

შესაბამისად ჩემს პლეილისტებში გვერდი-გვერდ ყოველგვარი პრობლემის გარეშე თანაცხოვრობენ, პოსტ-მეტალი და ჰიპ-ჰოპი, რუსული პოპი და ალტერნატივა, მოკლედ დიდი ზედახორაა მაგრამ ეს ჩემია, ის რასაც ვუსმენ და მომწონს.

მინდა თქვენც გაგიზიაროთ მუსიკა რომელმაც თავის დროზე ძალია დამეხმარა, დამეხმარა მაშინ როდესაც ძალიან მჭირდებოდა.

სოლსტაფირი არ მახსოვს როდის აღმოვაჩინე პირველად, მაგრამ როდის დავიწყე აქტიური მოსმენა ეგ მახსოვს, იმ პერიოდში როდესაც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე პირქუში მომენტები იყო, ქიმიოთერაპიას ვიკეთებდი და მიუხედავად ჩემი უსაზღვრო ოპტიმიზმისა ცუდად ვიყავი, დღეს ამდენი წლის შემდეგ მიკვირს როგორ შევძელი გამეძლო.

ემინემი თინეიჯერობიდან მომყვება, არა ოღონდ არ მომწონდა არასოდეს, უბრალოდ სულ არსებობდა ჩემს გვერდით, სანამ ისევ იმ საშინელ პერიოდში უცებ არ მოვუსმინე და მივხვდი რომ ჩემიანი იყო, ახლაც რომ ვთქვა რომ სულ ვუსმენ თქო, ტყუილია, მაგრამ არის რაღაც ტრეკები რომელსაც ძალიან ხშირად ვუსმენ.

რუსული რეპის გამოჩენა ძალიან უცნაური იყო, მანამდე რეპსაც არ ვუსმენდი და რა რუსული რეპი, ერთ დღესაც დამაინტერესა ვინ იყო, ოქსიმირონი, მოვუსმინე და შევჯექი, შემდეგ სხვების მოსმენაც დავიწყე, მაშინ აღმოვაჩინე ატლ რომელზეც ცალკე პოსტიც მაქვს, მაგ პერიოდში ხშირად მესმოდა, სკრიპტონიტის შესახებ, რომელსაც ვუსმინე და დიდად არ მოიტანა, სანამ არ ვუყურე ერთ კარგ გადაცემას, სადაც ერთი კარგი რუსი მუსიკალური ბლოგერი, სკრიპზე საუბრობდა, რადგანაც თავად იმ ბლოგერს პატივს ვცემ მეც ვცადე მომესმინა და დაიწყო იმის შემდეგ სკრიპმანია, სკრიპტონიტი არ არის რეპერი, იმიტომ რომ ის აქტიურად იყენებს როკის ელემენტებს, ლაივებში კი ფაქტიურად ძალიან კარგი და საკაფიო ბლუზს უფრო აკეთებს ვიდრე რეპს. მოკლედ სკრიპი ძალიან დიდია და მინდა თქვენც გაგიზიაროთ, აქ ისეთ რარაცეებს ჩავყრი რაც მე მისწორდება და სულაც არ არის ფაქტი, ეს რომ მისი საუკეთესოებია.

ამ სიმღერაზე ლამაზი რამე საერთოდ ძალიან ცოტა ვიცი, მოკლედ თუ ისეთ გოგოსთან გაქვთ ურთიერთობა რომელიც ჯერ კიდევ რუსულის ცოდნაშია შემჩნეული, საუკეთესოა რომ გაუზიაროთ.

ბოლოს კი ერთი კარგი ჯგუფის შესახებ მინდა მოგიყვეთ, რომელიც ასევე რეზონანსის წყალობით გავიგე, რუსული რეპერი Грязь რომელიც რეპერი ძალიან დაძალებით არის, მუსიკდიან გამომდინარე, აშკარად დიდ გავლენას განიცდის როკის, შარშან აღმოვაჩინე და მთელი წელი შემჯდარი ვიყავი, საუცხოო ალბომი აქვს “Сундук мертвеца” რომელიც კონცეპქტუალურია, ფაქტიურად ერთი ბიჭის ისტორიაა რომელიც სიმსივნეს ებრძვის და ალეგორიულად მთელი ცხოვრებაა მოთხრობილი, ნუ ალბათ მიხვდით მე რა პრინციპით მომეწონა, გარდა მუსიკალური შემადგენელისა.

და ბოლოს ვაღიარებ, ვუსმენ და ძალიანაც მომწონს

დღის სიბრძნე: როგორ გამოვიცნოთ ტიპი რომელიც საკუთარ თავს უკვე თესლად თვლის.

  • მაქსიმალურად მოკლე კომენტარი, ან სულაც მხოლოდ ეს სმაილი 🙂
  • უკვე აღარ ცდილობს ტრენდში ჩაჯდომას, ანუ არ ცდილობს გაიგოს სხვები(ლიდერები) რას ფიქრობენ, საკუთარი სისულეები ჰგონია უკვე ტრენდი.
  • ფოტოებში ჩნდება გასხისხოსნებული მზერა ადრინდელი ადამიანურის ნაცვლად.

მხოლოდ საქართველოში

ვერ ვიტანდი და ვერ ვიტან, ინტერნეტ სისულელეს მხოლოდ საქართველოში, სხვას რომ თავი დავანებოთ(იმას რომ ბევრი სისულელეა, ყურიდან მოთრეული და ასე შემდგომ) უდიდესი ნაწილი უბრალოდ ადამიანურია…


მაგრამ,
არსებობს ერთი კატეგორია, ხალხის, რომლებიც  ადასტურებენ რომ რაღაცეები ჩვენთანაც შეიძლება იყოს გამორჩეული, მხოლოდ ჩვენთან, საქართველოში, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, მაკლერები რომლებიც ამით ცხოვრობენ და პრინციპში არცთუ ურიგო თანხას ღებულობენ.  ოფიციალურად გიკიდებენ ერთ ადგილზე და ამ ყველაფერში სამ პროცენტს ღებულობენ. რაც მთავარია,  აქეთ უნდა დაურეკო და ეხვეწო რამდენიმე ასეული დოლარის პონტი მაქვს შენთვის და მომხედეო.

უფასო რჩევა ნაციონალურ მოძრაობას

ერთხელ მაინც მოიქეცით ადეკვატურად,  აღიარეთ , რომ   შეცდომები თქვენც გქონდათ და  9 წლის  განმავლობაში დამნაშავეების მთელი პლეადა გამოზარდეთ.

წინააღმდეგ შემთხვევაში,  ნამდვილად არსებობს იმის ალბათობა რომ თქვენი მთავარი მომხრე, მეინსტრიმ მედიაც მიგატოვებთ და  მხოლოდ ტაბულას იმედზე დარჩებით. ეს კი რაც არ უნდა იმშვიდოთ თავი, ობიექტივის პრადვინუტი ვარიანტია.

მეუფეს ახალი პარტია

ერთ–ერთმა მეუფემ შესაძლოა, საქართველოში ახალი პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბოს. აღნიშნულის შესახებ „Front News”–ს მომავალი გაერთიანების – „მეუფის პარტიის” საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ლექტორმა დავით ამაშუკელმა განუცხადა. http://www.frontnews.ge/?action=news_read&npid=19566&lang=geo
ჩემი ღრმა რწმენით,  ეს დიდი შეცდომა იქნება რომელსაც დაუშვებს ქართული ეკლესია, პირველ რიგში იმიტომ, რომ საკმარისია, სამღვდელოების ხშირი  გამოჩენა ტელევიზორში, რომ კარგად ჩანს  სამღვდელოების  არცთუ შთამბეჭდავი განათლება ისედაც არც ისე აღსაფრთოვანებელი საშუალო სტატისტიკური განათლები მქონე    ქართველების ფონზე, შედეგად. მათი ხშირი გამოჩენა წინაპირობა გახდება   მითური რეიტინგის  დაცემის.
ქართული ეკლესიის მაღალი  რეიტინგი საიდუმლოება  მის უმოქმებოდაშია და იმ პოტენციურ სიძლიერეშია რომელიც მას აქვს, რაღაცით ბირთვულ არსენალს ჰგავს რომელიც აქვს დიდ ქვეყნებს, საკმარისია მოქმედება დაიწყოს რომ ყველაფერი პანტა პუნტად ქრება.

პ.ს მთელი სულით და გულით მხარს ვუჭერს აღნიშნულ ინიციატივას, თუნდაც იმიტომ რომ სისულელეზე მონოპოლიას წაართმევენ პოლიტისტებლიშმენტის დიდ ნაწილს.

მორიგი "ჭკვიანური" აზრი

გაწი გამოწიე 21-ე საუკუნეში რელიგია ანაქრონიზმია, ეს პასუხად იმათ რომლებიც პასუხებს უხერხულ შეკითხვებზე რომლებიც ამ დღეებში დაიბადა,  ჩვენი ეკლესიის მენეჯმენტის თუ მომხარებლების საქციელზე,   ისევ ეკლესიაში ეძებენ.