Category Archives: შუაშისტი

ინტერნეტის პოლიტიკური სლენგი(update 21 feb)

ბოლო რამდენიმე წელიწადში ფეისბუკიზაციის გაძლიერებასთან ერთად გაძლიერდა ინტერნეტში სხვადასხვა პოლიტიკური სლენგის  მნიშვნელობა, მაგალითად “ბიბი” რომელსაც ლამის ყველა იყენებს მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი მნიშვნელობა, წარმოშობა და ასე შემდგომ. სლენგის უმრავლესობა ხომ  ფორუმიდან წამოვიდა და თუ ფორუმელები მას ერთი მნიშვნელობით იყენებდა მეორე ნაწილი როგორც წესი უბრალოდ იმის დასამტკიცებლად რომ ამ დიდი ოჯახის,  ინტერნეტ ოჯახის ნაწილია სხვანაირად და ეს ქმნიდა ცნობილ გაურკვევლობებს . შედეგად ბიბი ზოგისთვის ბატონ ბიძინას აღნიშნავდა, ხოლო ერთი ნაწილისთვის (ე,წ “მიშისტი ზვიადისტების”, ან “პატრიოტების”) ბორის ბიძინას.

პოლიტიკური სლენგი

1.ბიბი(გამოიყენება სხვა ვარიანტებიც- ბბ, ББ) 

 უმრავლესობა რომელიც ამას იყენებს თვლის რომ ბბ არის ბიძინა ივანიშვილის ინიციალები და ის ფაქტი რომ  ინიციალები არ ემთხვევა ხელს არ უშლის ამ სტერეოტიპის კვლავწარმოებას. იუზერების მცირე ნაწილი იყენებს მას როგორც ბორის-ბიძინას ვარიაციად, რათქმაუნდა  ზვიადისტების და პატრიოტების ნაწილი .

ექსპერტის აზრით– ტერმინის წარმოშობა დაკავშირებულია იმ სიტუაციასთან რომელიც ჩამოყალიბდა, 2011 წლის ბოლოს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის მოულოდნელი გამოჩენის დროს, ინტელიგენცია რომელსაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში  მხოლოდ ივანიშვილი ინახავდა,  სამაგიეროს იმით იხდიდა რომ  როდესაც ტელევიზიები იღებდნენ კომენტებს მათგან, ისინი ხელისუფლების წევრებს ან გვარებით, მერაბიშვილი, ახალაია, ან უბრალოდ სახელით მოიხსენიებიდნენ, ხოლო ბიძინა ივანიშვილი კი ბატონ ბიძინად გადაიქცა, სწორედ ბატონი ბიძინა გახლავთ სინამდვილეში ბბ.


2. შუაშისტი( ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში გამოიყენება ასევე სხვა ვარიაციებიც, “მიშისტი არ ვარ მაგრამ”, “მე ნეიტრალური ვარ” “საქართველოს პატრიოტი ვარ” და ასე შემდგომ აზრობრივად დაკავშირებული,

ტერმინის წარმოშობა, განვითარება და პოპულარიზაცია დაკავშირებულია შალვა რამიშვილის სახელთან რომელმაც,  პირველმა  საჯაროდ გამოიყენა ეს ტერმინი და ის დაუკავშირა, ლიბერალური მეინსტრიმის იმ წარმომადგენლებს რომლებიც თანაბარ ტოლობას სვამდნენ, ქართული ოცნებასა და წინა ხელისუფლებას შორის, ძალიან ბევრი ადამიანი(ჟურნალისტების უდიდესი ნაწილი და ყლე ლიბერალების დიდი) თვლის რომ ობიექტური ჭეშმარიტება არის ის რაც ორ მოსაზრებას შორის არის, მაგალითად თუ მიხეილ სააკაშვილი იძახდა რომ 21 საუკუნეშჲ ღრუბლებში ემალებოდა რუსულ ავიაციას რათა ვერ აღმოეჩინათ და ოპონენტები ამას სისულელეს ეძახდნენ, ჭეშმარიტება სადღაც იქ არის “კი ემალებოდა მაგრამ ძალიან უჭირდა თანამედროვე ტექნოლოგიების გამო” ან კიდევ უფრო კარგი მაგალითია როდესაც ერთი იძახის რომ ორჯერ ორი ოთხია და მეორე რომ ექვისა, შუაშისტი იტყვის რომ ორჯერ ორი ხუთია და ამით დაამთავრებს კამათს,

ექსპერტის აზრით- ტერმინის პოპულარიზაცია ნამდვილად დაკავშირებულია შალვა რამიშვილთან მაგრამ სინამდვილეში ის ფორუმის კოლექტური აზროვნების შედეგია, “მიშისტი არ ვარ მაგრამ” ეწოდებოდა იმ ხალხს რომლებიც დაახლოებით იმავე პოზიციებს იზიარებდნენ რომელსაც კლასიკური შუაშისტები, რაღაც პერიოდის შემდგომ უკვე ძალიან ტეხავდა, მეტნაკლებად ნორმალურ საზოგადოებაში ოფიციალური მიშისტის სახელი, შედეგად ეს ხალხი უარყოფდა მიშისტობას მაგრამ იზიარებდა ყველაფერს, მაგ ” მე მიშისტი არ ვარ მაგრამ ვიზიარებ იმ კურსს რომელიც აქვს საქართველოს ხელისუფლებას, მე არ მინდა რუსული ტანკები რუსთაველზე”

შენიშვნა- ჟურნალისტების და ყლე ლიბერალების გარდა თითქმის ყველა შუაშისტი დღეს უკვე მიშისტია და მოთქმავს საქართველოს არარსებულ დაბრუნებაზე რუსულ ორბიტაზე.


3. ყლე ლიბერალი
 რამდენინე წლის წინ , ინტერნეტში  მძრომიალე ხალხის ნაწილმა ჩათვალა  რომ ქართველები ბნელი ხალხია, მათგან  “არაფერი არ გამოვა” და საშუალება რომ მისცე  ახლავე  ააშენებენ  ირანს. ამ ხალხის დამახასიათებელია დამოკიდებულება “ბნელების”  მიმართ, როდესაც ყლე ლიბერალი რამეს გააკეთებს მისი მტავარი შეფასების კრიტერიუმია, მეტი ბნელი აგინებს  მით უფრო სწორ პოზიციაზეა  ამავე სიმღერიდან არის ამ ტერმინის მეორე განმარტებაც, ტერმინი ყლე ლიბერალი არის “ლიბერალურ ნიღაბს ამოფარებული(ლიბერალიზმს როგორც იდეოლოგიას) პიროვნულად შეუმდგარი,  ასოციალური მეტწილად სოციოპათი პოზიორი რომელიც საკუთარ თავს უქვემდებარებს მოდურ ტენდენციებს.

ექსპერტის აზრით( ექსპერტი ბარსაფანი) –იდენტობის პოლიტიკით შემოფარგლული არსება, რომლისთვისაცვ ყველა მისგან სხვანაირად მოაზროვნე ადამიანი ფაშისტი და ბნელია. 

4. ქოცი

ხალხის აზრით- დიდი ხანი არ არის რაც ეს ტერმინი გამოჩნდა და აღნიშნავს ქართული ოცნების მხარდამჭერს.

ექსპერტის აზრით- დიდი ხანი არ არის რაც გამოჩნდა და ყოფილი ხელისუფლების მოფიქრებულია, რადგანაც არსებობდა ტერმინი ნაცი საჭირო გახდა წარმოშობა ახალი ტერმინის რომელიც აღნიშნავდა ოცნების მხარდამჭერს.

5. ნაცი

ხალხის აზრითაღნიშნავს  ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერს, ნაციონალის შემცირებული ვარიანტია.

ექსპერტის აზრით- ტერმინი ფორუმული წარმოშობისაა და არამხოლოდ აღნიშნავს ნაციონალების მხარდამჭერს არამედ ასევე  სხვებისთვის ამ ტერმინმა ნაცისტის ასოციაცია უნდა გამოიწვიოს .


პ.ს შეძლებისდაგვარად ეს ლექსიკოლნი შეივსება, შეგიძიათ თქვენთვის სასურველი ტერმინის განმარტება მოითხოვოთ და მე და ჩემი მეგობრები შევეცდებით მის განმარტებას 🙂