Category Archives: 21 საუკუნე.

სიმართლისტები

პირველად ტერმინი სიმართლისტები, ფორუმზე გავიგე რამდენიმე წლის წინ, მაშინ ამ ტერმინით გამწარებული ოპოზიციის წარმომადგენლებს აღნიშნავდნენ(რა დასამალია მეც რამდენიმეჯერ მომიხსენიეს) , ეს ის კატეგორია იყო ხალხის  რომლებმაც როგორც წესი იცოდნენ ხოლმე სიმართლე ყველაფერზე, მაგ ყველას თუ არა დიდ ნაწილს მაინც ჰყავდა ხოლმე ნათესავი პრეზიდენტის დაცვაში რომლებიც უყვებოდნენ სიმართლეს იმაზე თუ რა ხდებოდა კანცელარიის მე–11 სართულზე,  თუ რა სიბინძურე ხდებოდა თუ არა იქ.   დროთა განმავლობაში როგორც ხდება ხოლმე ცალკეული ტერმინები კარგავს აუცილებლობას და ნელ–ნელა დავიწყებას მიეცემა ეს კარგი ფორუმული ტრადიცია. ჩემი ღრმა რწმენით  ეს  დიდი დანაშაულია მომავალი თაობების წინაშე. სწორედ ამიტომ საჭიროა გავაცოცხლოდ ეს ტერმინი.
როგორ შეიძლება გამოვიცნოთ სიმართლისტი??? თითოეულ ჩვენგანს სოციალურ ქსელებში რამდენიმე ათასი თუ არა ასეული მეგობარი მაინც ჰყავს, ამ ხალხის გამოცნობის ერთი უტყუარი   მეთოდი არსებობს და ეს უბრალო დაკვირვებაა სტატუსტებზე და კომენტარებზე. 
ჩემი კვალიფიკაციით არსებობს  სიმართლისტების  სამი კატეგორია ,  პირველი– მორალური სიმართლისტები , ეს კატეგორია  ყველაზე მრავალრიცხოვანია,  ძირითადად მასში რადიკალური ოპოზიციის მომხრეები, ქრისტიანი ფუნდამენტალისტები და სხვადასხვა კონსპირაციული თეორიების მომხრეებია გაერთიანებული.   სასაუბრო თემები მორალურია და მათი სიმართლე მათი ცოდნაა სხვადასხვა უცნაური ინფორმაციების,  არგუმენტაციაც ძირითადად მორალისტური ხასიათისაა, “ჩვენ ხომ დიდი ილიას, აკაკის, ასე შემგომ ქვეყანა ვართ ამას როგორ ამბობთ” ან “განა შეიძლება საუბარი გირგვლიანის მკვლელებთან”,  “ნაბიჭვარმა რომელმაც გაანადგურა საქართველო და ანადგუყრებს დღესაც იმ ბანდას შენ იცავ, შენ ვინ ხარ ძნელია ამისი გამოცნბიობა?? გამეცალე ეხლა აქედან.. არსად გადამეყარო.. ზუსტად გვარგამოცვლილი ანტიქართვე;ლების ლოღოა ეგ ფაშისტყი ნაცისტი მაშინ როცა ხედავენ რომ ქართველ;ი გოინზე მოდის და იწყებს ბრძოლას მაოხრებლისგან გასანტავისუფლებლად..”. ამ კატეგორიის ხალხით იკვებება ჩვენი პრესა, საკმარისია ალიის თუ ასავალ დასავალის ნებისმიერი ნომერი გადაშალო რომ უხვად წააყდები მსგავსი ყაიდის არა ფეისბუკურ კომენტარებს, არამედ სტატიებს.

მორალურ სიმართლისტებთან ურთიერთობისას არსებობს რამდენიმე შეცდომა რომელიც შეიძლება ჩვეულებრივმა მოკვდავმა  დაუშვას, პირველი, უბრალოდ  კამათი , მეორე , მათგან რაციონალური არგუმენტაციის მოსმენის სურვილი, ალბათ მიხვდით რომ ეს შეცდომები მეც დავუშვი,  როდესაც ერთ–ერთი ასეთ მორალურ სიმართლისტს  ახლახანს ვეკამათე,  ყველაფერი დასრულდა იმით რომ ჯერ ლიბერალი მიწოდეს(არადა სოციალისტი ვარ, უფრო ცუდი ტიპი) და მირჩიეს წამეკითხა ალან დალესის გეგმა. 

მეორე კატეგორია სიმართლისტების ძირითადად ე.წ სახელისუფლებო წრეებში უნდა ვეძებოთ,  მასში გაერთიანებულია რამდენიმე ქვე–კატეგორია , პირველი სახელისუფლებო ტიპები, აი ის კატეგორია ხალხის რომლებიც ხელისუფლების ნებისმიერ იდიოტიზმს საკუთარ სიმართლედ აცხადებს და მზად არის დაიცვას ის  მიუხედავად ყველაფრისა “მერე რა მოხდა რომ   ნაგავის  გატანის გადასახადს  ელექტროენერგიის   მიხედვით  დაგვითვლიან”, რადგან ასეთუ რამ მოიფიქრეს   ე.ი ასეა საჭირო , მეორე კატეგორია ეს უფრო მაღალი სოციალური და ეკონომიკური  კატეგორიის ტიპებია, აი მაყუთა ტიპები რომლებიც თვლიან რომ საკუთარი ინტერესები საყოველთაო და არ ექვემდებარება განხილვას, მაგაალითად ეს კატეგორია თვლის რომ სახელმწიფომ არ უნდა დააწესოს მაღალი გადასახადები რადგანაც ეს დანაშაულია ქვეყნის წინაშე(ნუ მათ წინაშე დანაშაული ხომ ქვეყანაზე ვრცელდება)  მესამე ქვე კატეგორია, ეს ნორჩი ტიპებია რომლებიც თვლიან რომ მომავალში იქნებიან პირველი ორი კატეგორიის წევრები . ძირითადად ეს სხვადასხვა ბიზნეს სასწავლებების სტუდენტები და ნორმალური უნივერსიტეტების თვითები(თვითმართველობის აქტიური წევრები) არიან.

ასე კატეგორია ხალხთან კამათი საინტერესო და სახალისოა, ჯერ ერთი რაც არ უნდა იყოს ხშირად ძალიან ძნელია დაიცვა ხელისუფლების იდიოტიზმი, მეორეც ყოველთვის მახალისებს კამათი ისეთ ხალხთან რომლებიც თვლიან რომ ზე–მდიდრებმა არ უნდა გადაიხადონ პროპორციულად მაღალი გადასახადები, იმიტომ რომ ხვალ თუ არა ზეგ თვითონ უეჭველი იქნება ის ზე მდიდარი. 

 
მესამე და ჩემი საყვარელი კატეგორია, ეს ლიბერალური სიმართლიზმის ადეპტები არიან,  ამ კატეგორიას მიაჩნია რომ არსებობს რაღაც წმინდა ცოდნა რომელსაც ეუფლების იმის შემდგომ რაც თავს უწოდებ ლიბერალს და ყველა სხვას ეს ცოდნა არ გააჩნია, რაც მთავარია ეს ორი აერთიანებს წინა ორი ჯგუფის ნიშან თვისებებს, ის  ისეთივე მორალისტურია როგორც პირველი ჯგუფი ოღონდ ბევრად უფრო რესპექტაბებული,  ყოველგვარი შეთქმულების თეორიების გარეშე და მეორე კატეგორიის თვითრწმენა რომ საკუთარი სიმართლე საყოველთაოა.

ამ კატეგორია ხალხთან კამათი ძირითადად რაღაც დეტალებამდე დადის,  მაგალითად რომელიმე კანონის ბ–მუხლის 198 დამატების პირველ ცვლილებამდე, რაც მთავარია თუ შენ გამოკვეთილი შეხედულებები გაქვს აუცილებლად შენი საპირისპირო პოზიცია აქვს რომელიც სიმართლეა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, იმიტომ რომ ყველაზე სწორი პოზიციაა აუცილებლად სადღაც შუაშია. 

ისე ერთი რამ ნამდვილად ასეა, რომ არა ეს სამი კატეგორია ვერასოდეს გავიგებდი რომ “ალან დალესის” გეგმით იმართება საქართველო, ვერც იმას გავიგებდი რომ ამერიკის რესპუბლიკური პარტიის ლობისტების ინტერესები საყოველთაო მთელი სამყაროსთვის და რაღათქმაუნდა ვერასოდეს გავიგებდი, რომ  პოლიტიკურ კრიტიკოსი არც მემარცხენე და არც მემარჯვენე არ უნდა იყოს, უნდა იყოს მოაზროვნე მორჩა და გათავდა.

"2011"

სასტიკად არ მიყვარს ჯორჯ ორუელი, ძალიან დიდი ხანია თანაც, არ მიყვარდა მაშინაც როდესაც უბრალოდ კითხვის მოყვარული თინეიჯერი ვიყავი, არც მაშინ როდესაც ძლიერ საბჭოეთს ვეტრფოდი და არც ახლა როდესაც პოსტ-მარქსისტულ პოზიციებზე ვდგევარ, იხვეწება ჩემი ცოდნაც და პოლიტიკური გემოვნებაც მაგრამ ერთი რჩება უცვლელი, ორუელი არ მიყვარს და ვერაფრით შევიყვარე.

არ ვიცი რატომ, შეიძლება იმიტომ რომ ტროცკისტი ორუელის წყალობით ყველა შეწუხებული  უფროსი ძმის აჩრდილით მაშინებს და მეუბნება რომ “ეს არის სოციალიზმი”, “ეს არის თქვენი კომუნიზმი”, მხოლოდ ფარისეველობა და ტოტალური კონტროლი, ან იმიტომ რომ , ვისაც არ ეზარება ნებისმიერ პოლიტიკურ ლიდერში უფროს ძმას ხედავს??? ან შეიძლება უბრალოდ გემოვნება მაქვს ცუდი???

მგონი ახლახანს მივხდი მიზეზს, არც გემოვნებაა დამნაშავე , არც შეწუხებული ლიტერატორები და არც  კონსპირასი თეორიის თაყვანისცემლები, უბრალოდ ორუელი მწარედ შეცდა,  არავითარი უფროსი ძმა  როგორიც მას წარმოედგინა დღეს არ არსებობს და უბრალოდ შეუძლებელია არსებობდეს.

1984  გადაიქცა გამამართლებელ საბუთად ადამიანებისთვის რომ არაფერი შეცვალონ და საკუთარი უმოქმებოდა გაამართლონ ,  ნებისმიერი ფარისეველი “ლიბერალი” გმობს კორუფციას, უსამართლობას, სოციალურ პოლარიზაციას მაგრამ უფროსი ძმის შიშით უარს ამბობს მოქმედებაზე. არსებული სისტემა ცუდია მაგრამ სხვა უარესია. მიუხედავას იმისა არსებულა თუ არა ის ისეთად როგორიც დასახეს.

 როდესაც წარმოვიდგენ ანტი-უტოპიას ყველას წარმოუდგება სისტემა რომელიც კრძალავს წიგნებს, ყველას და ყველაფერს აკონტროლებს, მაგრამ რა საჭიროა რაიმეს აკრძალვა როდესაც საკმარისია უბრალოდ ნებისმიერი მოვლენის კომერციალიზაცია მოახდინო, ან მარგინალიზაცია რომ მოკლავ მასში ყველანაირ პოტენციალს ცვლილების.  საკმარისია ნებისმიერი პოპულარული ინტელექტუალი/რადიკალი იქცეს  მოდურად რომ კვდება  მასში არსებულ ყველანაირი სურვილს ცვლილებების, ბაზარი უბრალოდ მოკლავს  მასში ყველაფერს რომელიც ოდნავ მაინც ცვლის რეალობას,  რა საჭიროა რაიმე წიგნების  აკრძალვები  როდესაც იმდენად დიდია არჩევანი სხვადასხვა წიგნებს შორის რომ მათ შორის ნორმალურის არჩევა გაცილებით უფრო დიდი გამოწვევა ვიდრე აბსტრაქტულ  სისტემასთან ბრძოლა.

ორუელის უფროსი ძმა, კონკრეტული ისტორიული მონაკვეთის შვილია და ნებისმიერ დამატებით დაყენებულ სათვალთვალო კამერაში მისი ძებნა მინიმუმ არარელევანტურია და მაქსიმუმ არაფრის მომტანი.  თანაც ეს ყველაფერი სტალინური სისტემის განვითარების მაგალითი უფრო შეიძლება იყოს ვიდრე კაპიტალისტური სისტემის.

დღევანდელ სამყაროს და საქართველოს სულ სხვა ანტი-უტოპიები სჭირდება არა ორუელის 1984 ან ცხოველთა ფერმა არამედ გაცილებით უფრო რელევანტური, შეიძლება ოდო ჰაკსლი რომელიც მაინც დასავლური კაპიტალიზმის  განვითარების ანალიზია მაგრამ ესეც მეეჭვება. როგორც ჩანს თანამედროვე სისტემას გასხვავებული, დროის ადეკვატური ანტი-რეალობები სჭირდება.

პ.ს ვერაფრით მოვიფიქრე სათაური და ამიტომაც ამისთვის ორუელი მოვიშველიე, 2011 წელში ბოლო ორი წელი შევცვალე და ის დავწერე სათაურად, ვინც არ იცის სწორედ ასე დაარქვა ავტორმა 1984 წელს სათაური.

სოციალისტი თანამედროვე საქართველოში

იყო სოციალისტი საქართველოში ეს მოდურია, ეს ნიშნავს იყო ავანგარდული იდეების პოპულარიზატორი, გქონდეს შენი განსხვავებული შეხედულებები და რაც მთავარია სრულიად წინაამღდეგობაში მოდიოდა  იმასთან რასაც შენი ხელისუფლება ქადაგებს,  მაგრამ გარდა  პოზიტივისა ეს ნეგატივსაც შეიცავს,   ეს სრულიად დაუმსახურებელი კრიტიკის წყაროც არის, ჩვენ გვაბრალებენ რომ ვართ არაეროვნულები, რომ გვიყვარს პაზოლინი და ვართ ათეისტები და ალკოჰოლიკები და მხოლოდ სექსთან დაკავშირებული თემების ირგვლიც ვტრიალებთ, ან კიდევ მასონებს დავსდევთ და კუბური რევოლუციური გამოცდილების გადმოტანას ვცდილობთ ქართულ რეალობაში როგორც ამას ლიბერალის ერთ-ერთი ავტორი ამბობს სტატიაში “პოტენციური საფრთხეები ქართული მემარცხენეობისთვის” აღარაფერს ვამბობ იმ მამულიშვილებზე რომლებიც გულდასმით სწავლობენ სამოქალაქო ომის ქრონიკებს, ემანდ 6-7 წლის ბერეტიანი ბავშვები ხომ არ იყვნენ დარბოდნენ  რუსული ავტომატებითო. ნუ ბრალდებებზე რომ ეს დროებითი გართობაა და 40 წლის ასაკში ტრადიციული ჯიგრული მარაზმატიკები ვიქნებით ეს იმდენად გაცვეთილია რომ უკვე აღარ ვახსენებთ.

საქართველოში, მოინტელექტუალო წრეებში რაღაც იდეალური პოლიტიკური ცენტრის კულტია, თითქოს ევროპა იმიტომ არის ევროპა და წარმატებული რომ არავითარი რადიკალიზმი არ არსებობდა და ყველა თანხმდებოდა რომ საჭიროა ზომიერი, არავის რომ არ ეწყინოს ისეთი ნაბიჯები, რაღაც იდეალური პოლიტიკური სამოთხე სადაც ექსპლუატატორი და ექსპლუატირებული ხელიხელჩაკიდებულნი დადიონდნენ, ამ მითს რეალობასთან  არანაირი კავშირი გააჩნია , გადახედეთ ნებისმიერი წარმატებული ევროპული ქვეყნის ისტორიას სადაც მუშათა კლასის ბრძოლას საკუთარი უფლებებისთვის როგორი რადიკალური სახე ჰქონდა, ის არაერთხელ  გამხდარა სისხლიანი შეტაკებების ადგილი, ეს დღეს 2010 წელს ჩანს ყველაფერი იდეალური მაგრამ გააჩნია  ისიც ვისთვის როგორ, საფრანგეთში და ინგლისში მიმდინარე საპროტესტო  მოძრაობები რეალურად სულ სხვა რამეს ამბობს.

თითქოს ჩვენი პრობლემები ამ იდეალური ცენტრის არარსებობაშია, ქართული პოლიტიკა კი “რადიკალიზმა” დაღუპა, აი კუკავა, გრეჩიხა ან ბურჯანაძე რომ ნამდვილი ევროპელი ცენტრისტები ყოფილიყვნენ ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, მაგრამ იყო კი ეს ასე???  განა 7 ნოემბრის აქციების შემდგომ ხალხი მზად არ იყო ეს ხელისუფლება გაეშვა მოუსვლელში??? განა   “რადიკალებმა” ისე არ მოიქცნენ  როგორც სტერეოტიპული არ-არსებული ევროპულ პოლიტიკოსებს შეეფერებოდა???მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ იმიტომ რომ არსებობს მითი რაღაც იდეალურ ცენტრისტულ  პოლიტიკოსებზე დასხდნენ მოლაპარაკებებზე და შედეგად  უბრალოდ გადააგდო ხელისუფლებამ??? განა ეს ყველაზე იდეალური ცენტისტული მოლაპარაკებები არ იყო??? უბრალოდ აღმოჩნდა რომ არსებობს ერთი რადიკალური მხარე(ხელისუფლება) და არ არსებობს სხვა  რომელიც მას დაუპირისპირდება ისე რომ მისთვის(ხელისუფლებისთვის) ეს საშიში იყო, მოთხოვნა საქართველოში რაღაც იდეალისტური ევროპული ყაიდის პოლიტიკაზე ჯერ ერთი უპასუხისგებლობა და რაც მთავარია არანაირი კავშირი არ აქვს რეალურად არსებულ ევროპულ საჯარო პოლიტიკასთან.

საქართველოში დღეს არსებობს მოთხოვნა პრინციპულ პოლიტიკაზე და რაც მთავარია მოგწონთ თუ არა უნდა გაიგოთ რომ ახალგაზრდებს გვაინტერესებს პოლიტიკა და სულაც გვკიდია ჩვენს მომავალს ლიბერტარიანელად მონათლული გონებაჩლუნგი  მაგრამ “ჩალიჩა” ტიპი გვინსაზღვრავს თუ კომკავშირებელები რომლებიც მარქსიზმს იყენებდნენ ამისთვის.

დღეს ქართველ მემარცხენეებს გვაქვს პრობლემები მაგრამ ამას არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან რასაც გვაბრალებთ, კი ჩვენ ნამდვილად ვართ არაეროვნულები, მაგრამ გააჩნია ამასაც როგორ შეხედავ, თუ ვინმეს მიაჩნია რომ ეროვნულობა ეს პატრიარქისტობაა და მაღალფარდოვანი სადღეგრძელობის თქმა მაშინ ამის პირველი მტრები ვართ, ან კიდევ ქართველი ერის დომინანტობა, ამის წინააღმდეგ პირველი ავიმაღლებთ ხმას მაგრამ თუ ეს სოლიდარულის ხელმწიფოს მშენებლობაა სადაც ნებისმიერი ადამიანს თანაბარი შესაძლებობა აქვს წარმატების მიღწევის მაშინ ამას ჩვენც ვიზიარებთ.

მაგრამ ყველა მემარცხენე სულაც არ არის  ალკოჰოლიკი(მე თითქმის არ ვსვამ) და სულაც არ ტრიალებს მხოლოდ იდენტობის თუ სექსის თემების ირგვლივ, რა დასამალია დიდი ნაწილი მართლა ვართ ათეისტები მაგრამ ესეც გამომდინარეობს იმ რეალობიდან რომელიც საქართველოშია.

დღევანდელი საქართველოს მემარცხენეების პრობლემები პირველ რიგში დაკავშირებულია იმ ფაქტთან რომ უბრალოდ არ გვიმჩნევენ, საკმარისია სოციალისტებზე გაკეთდეს გადაცემა და იქ კვლავ გამოჩნდება ის სახეები რომლებსაც ისეთივე კავშირი აქვთ სოციალისტურ იდეებთან როგორც სპილოა ფრინველი, ამას ემატება დიდი ნაწილი ახალგაზრდაა და რა დასამალია ჯერ საკუთარ თავზე გვაქვს სამუშაო მაგრამ ვერ ვხდები სად ნახულობენ ხოლმე სოციალისტებს რომლებიც მზად არიან კუბის რევოლუცია გადმოიტანონ საქართველოშჲ, ან ერთი სოციალისტი მაინც მინდა ვნახო ვისაც ლუკაშენკო სოციალისტი ჰგონია, ხოლო ბელორუსეთი სოციალისტური.

დღეს სოციალისტები იძულებულნი ვართ მრავალი საქმე შევითავსოთ, მე მაგალითად ახლა ბლოგერის, პოპულარიზატორის, მთარგმნელის,რედაქტორის და ხანდახან ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელ სტატუსებსაც ვირგებ რადგანაც ასეა საჭიროა, ეს არის პრობლემა და არა ის რომ თურმე ქართველ სოციალისტებს მხოლოდ იდენტობის პრობლემები გვაწუხებს და ახალ ფიდელს ვამზადებთ.

ეს არ არის ცდა ქართველი სოციალისტების პრობლემების განხილვის უბრალოდ ვცადე მოკლედ მეპასუხა იმ ნახევრად მემარცხენე კრიტიკოსებზე რომლებიც სრულიად დაუმსახურებლად და რაც მთავარია რაღაც თითიდან გამოწოვილი პრობლემებით გვაკრიტიკებენ..

სტერეოტიპული საქართველო

სტერეოტიპები არსებობს მიუხედავად იმისა მოგვწონს თუ არა, მე სულაც არ მომწონს როდესაც თვლიან რომ რადგანაც მსუქანი ვარ, ამიტომაც უნდა მიყვარდეს ქეიფი, დალევა და ასე შემდეგ მაგრამ რა ვქნა სტატისტიკურად ჩემნაირი გარეგნობის ტიპების უმრავლესობა ასეთია და მე  მხოლოდ გაბრაზება მრჩება. მაგრამ ერთიც არის სტერეოტიპები ცვალებადია, აი როგორ და რატომ იცვლება ამას  ყველაზე ნაკლებად ექცევა ყურადღება, როგორც წესი რჩება ხოლმე მხოლოდ გაბრაზება,ან ნაგვიანები რეაქცია.

სტერეოტიპების ჩამოყალიბება ძირითადად დაკავშირებულია ეკონომიკურ ფაქტორებთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სხვა გარემოებები არ ახდენენ გავლენას  უბრალოდ მთავარი ფაქტორი მაინც ეკონომიკურია, მაგ საბჭოთა კავშირში არსებული სტერეოტიპი ქართველებზე დაკავშირებული იყო, იმ სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან  რომელიც ეკავა ქართველებს საბჭოთა კავშირში, მდიდარი აგრარული ქვეყანა რომლის მაცხოვრებლებს სხვა ანალოგიურ კლასებთან შედარებით საბჭოთა კავშირში გაცილებით მეტი შემოსავალი ჰქონდა აგროწარმოებული პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული,  რადგანაც საბჭოთა კავშირში “კარგ ტონად” არ ითვლებოდა დაგროვება(ხშირად ისჯებოდა კიდეც)  საშუალო სტატისტიკური ქართველს სხვა არაფერი რჩებოდა გარდა იმისა რომ მოპოვებული  ფული დაეხარჯათ სხვადასხვა გასართობებზე, ამიტომაც საბჭოეთში  ქართველები ასოცირებულები იყვნენ მიმინოს ტიპაჟთან და რა დასამალია და სრულიად არ სწყინდათ ჩვენი მამების თაობას ეს რეალობა.

საგულისხმოა მიმინოს მაგალითიც, სტერეოტიპები ყველაზე იდეალური საშუალება კარგი კინოპროდუქტის შესაქმნელად, რაც უფრო მეტად არის მთავარი გმირები მიახლოებული ამა თუ იმ კლასის წარმომადგენლის სტერეოტიპზე მით უფრო საინტერესოა და სასაცილოა ფილმი თუ განსაკუთრებით სერიალები. ავიღოთ ყველაზე წარმატებული ამერიკული სიტკომები, ყველაზე კარგ სერიალებში არსებული გმირები მიუხედავად სხვა რეალობისა ჩვენთვისაც ახლობელია და ასე თუ ისე ვხდებით მათ პრობლემებს, მართალია არსებობს გამონაკლისიც,  ეს თანამედროვე ქართული კინო და სერიალების წარმოებაა, სერიოზული სამეცნიერო კვლევა დაგჭირდებათ ისეთივე გმირები მოძებნოთ რეალობაში როგორიც ფილმებში და განსაკუთრებით  სერიალებშია, რატომღაც ჩვენთან კინომწარმოებლებს მიაჩნიათ რაც უფრო არანატურალური და მოგონილი გმირები იქნება მით უფრო კარგია ეს მაყურებლებისთვი, აღარაფერს ვამბობ კინოთი სერიოზულად დაინტერესებულ ხალხზე.

სტერეოტიპები ცვალებადი კატეგორიაა, მაგ სოციოლოგიის  კლასიკოსი მაქს ვებერი თავის მთავარ ნაშრომში პროტესტანტურ ეთიკას როგორც კაპიტალიზმის წამმართველ ეთიკას უპირისპირებს კონფუციანისტურს, როგორც ნიმუშს ჩამორჩენილობის და სტაგნაციის, მართლაც იმდროინდელი ჩინეთი, იაპონია და აღარაფერს ვამბობ სხვა პატარა ქვეყნებზე  ეკონომიკური ჩამორჩენილობის მაგალითს წარმოადგენდა, აი საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ კონფუციანისტური  ეთიკა  გადაიქცა შრომისმოყვარეობის და წარმატებულის ნიმუშად, მაგ ფილმში “up in the air” ჯორჯ კლუნის გმირი თავის სტაჟიორს ურჩევს რომ თვითმფრინავში გაფრენის წინ ყოველთვის აზიელების უკან დადგეს რადგანაც მათ იციან რომ ყოველი წუთი ფასეულია, ესეც ახალი თანამედროვე სტერეოტიპი.

საქართველოში ამ მხრივ განსაკუთრებული სიტუაცია, ადრე არსებული და დროში გამოცდილი სტერეოტიპები დღეს უკვე არააქტუალურია, აღარ არსებობს დიდი და მრისხანე ქვეყანა სადაც ჩვენი ნებისმიერი პროდუქცია გასაღდება და ჩვენ მისგან მიღებული დივიდენდებით  ვიგულავებთ მოსკოვში, რა დასამალია და ახალ თაობას უბრალოდ  აღარ გვსურს მამა-პაპებისგან დატოვებული სტერეოტიპები გადავიბაროთ, სხვა თუ არაფერი ტეხავს 21 საუკუნეში ისევ ძველი დავიტოვოთ მაგრამ აი ახალ სტერეოტიპებთან კი ძალიან ცუდი სიტუაციაა, ხელოვნურად შემქნილი სტერეოტიპები გრანტიჭამია ინტელექტუალების, ბლოგერი კაი ბიჭების თუ სხვა ჯერ ერთი იმდენად არააქტუალურია, რომ რთულია რეალობას მოარგო მერე მეორე მთელს ერზე მისი გავრცობა არარეალურია, ერთადერთ გამოსავალად ისევ დრო რჩება და იმის გარკვევა თუ როგორ სახელმწიფოს ავაშებენთ, შემდეგ სოციალ-ეკონომიკური პირობები აუცილებლად ჩამოაყალიბებს, ჩვენი 21 საუკუნის ქართველების სტერეოტიპს,  უბრალოდ აქ ჩნდება კითხვა მთავარი კითხვა მზად ვართ თუ არა ჩვენ მივიღოთ ეს სტერეოტიპები, დღევანდელი ეკონომიკური განვითარების ტენდენციიდან გამომდინარე ჩვენ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსამსახურე ერად უნდა ჩამოვყალიბდეთ, ამაში ცუდი არაფერია მაგრამ საკითხავია მზად ვართ თუ არა 20-30 წლის შემდგომ გადაღებულ ფილმებში ვალიკო მიზანდარი ტურისტებთან მომუშავე ტიპი მივიღოთ, ეს არის კითხვა რომელსაც უნდა გავცეთ პასუხი, დღევანდელ ინტელექტუალებს ნერვებში გვეშლება როდესაც პოსტ-საბჭოთა სივრცეში ისევ ძველი სტერეოტიპით მსჯელობენ ჩვენზე მაგრამ მზად ვართ თუ ახალი სტერეოტიპისთვის და როგორი უნდა იყოს ეს სტერეოტიპი,  ჩვენი თაობის მთავარი კითხვა სწორედ ეს უნდა იყოს.

მანიფესტი

ჩვენთან  ძალიან უყვართ ოტო ფონ ბისმარკის ცნობილი გამონათქვამის
”20 წლის ადამიანი რომელიც სოციალისტი არ არის უგულოა, ხოლო 30 წლისაც თუ სოციალისტია ის სულელია” გამეორება , ეს ის  სიტყვებია რომელიც  ნებისმიერ კონფორმისტულ ნაბიჯის თუ პრინციპების ღალატის გამამართლებელ მანიფესტად გადაიქცა.

მეც ამ სიტყვების ტყვე ვარ,  ვისაც არ ეზარება ამ სიტყვებს მიმეორებს, დაწყებული ნორჩი კარიერისტი ”კეთილისმყოფელებიდან”,   დამთავრებული ჩემზე მზრუნველი ნათესავებით, საინტერესოა   ნეტავ მეც შევიცვლები??? აღარ მომინდება უკეთეს საზოგადოებაში ცხოვრება??? დავივიწყებ ჩემს პრინციპებს და მთლიანად გავხდები დამოკიდებული არსებულს რეალობებზე??? დავიწყებ მაღალფარდოვან საუბარს იმაზე რომ სოციალური დახმარება გაჭირვებულების  მხოლოდ ძლიერი სახელმწიფოს პრეროგატივაა, ახალგაზრდულ სენად მოვიხსენიებ წარსულს?   მოწიწებით გავიხსენებ წარსულს და ამაყად ვიტყვი რომ მე ომამდე ტანკისტი ვიყავი. ხმამაღლა დავცინებ ყველას ვისაც ჯერ კიდევ სჯერა რომ ცვლილებები შესაძლებელია. ფარისევლური სევდით გამოვაცხადებ რომ ჩვენ შვედები არ ვართ და ამიტომ აქ არაფერი არ გამოვა.

საოცარია მაგრამ ლიბერალური საზოგადოება რომელიც კომუნისტებს ბრალს დებდა იმაში რომ ცდილობდა ყველა ერთნაირი ყოფილიყო დღეს  ჩემგან მოითხოვს ერთფეროვნებას, ოღონდ არა კომუნისტების მიერ დადგენილს როდესაც მდიდარი არავინ იქნება არამედ სწორედ ისეთი სადაც განსხვავება სწორედ  მხოლოდ ფულის რაოდენობაში იქნება,  უნდა დავემორჩილო ბაზარს და როგორც ყველა მეამბოხე 25 წლამდე უნდა ვაღმერთებდე ჩე გევარას, ვუსმენდე როკს, მეზიზღებოდეს ომი, ვიყო არარელიგიური და საშინლად არ მომწონდეს პატრიოტიზმი, ვიზმანებოდე იმის მიხედვით თუ რომელი ბრენდია პოპულარული, შესაძლებლობების მიხედვით ვიჰიპო და ბნელები ვეძახო ყველას ვისაც არ მოვწონვარ, ხოლო დროთა განმავლობაში  ნელ-ნელა გადავიქცე წვრილ ბურჟუად, ვინმე  იდეალისტი  რომელიც  მისაყვედურებს ჩემს საქციელს  ბისმარკის სიტყვები გავუმეორე და ამაყად ვუთხრა რომ ”მე ის ნიკუშა აღარ ვარ”. ხოლო ასაკში შესვლასთან ერთად კონსერვატორული იდეებით დავიწყო მორალისტობა.

ბურჟუაზიული ლოგიკა  ძალიან მარტივია უნდა მოგწონდეს ჩე მაგრამ წარმოდგენა არ უნდა გქონდეს მასზე, საკმარისი მხოლოდ ჩეს გამოსახულებიანი  მაისური და ტატუირება მკლავზე . მათ ეშინიათ რეალური ჩეს და ამიტომაც  მიტოვებენ   ჩეს გამოსახულება მაისურზე, მათ იციან თუ ჩეს შრომებს წაიკითხავენ  მიხვდებიან  რომ ჩე არა მაისურზე დახატული ვირტუალური პიროვნებაა არამედ ადამიანი რომელმაც დატოვა ბრძოლის მეთოდი და მაგალითი მისცა ყველას  თუ როგორ უნდა შეცვალო სისტემა, ამიტომაც ცდილოვენ  გაანადგურონ  ”ჩე გევარა ” როგორც  იდეა  და დატოვონ  მხოლოდ გამოსახულება  რათა ამან სისტემას არ შეუქმნას არანაირი საფრთხე. რადგან თუ გაიგებ იმ ყველაფერს რასაც უსმენ თუ აკეთებ მიხვდები თუ რაოდენ საშინელია ეს სამყარო და მოგინდება უკეთესი, ამიტომაც არის საჭირო რომ უყურო და ვერ დაინახო, უსმინო და ვერ გაიგო. რადგან თუ გაიგებ ან დაინახავ მიხვდები რომ რაღაც ვერ არის დანიის სამეფოში საქმე კარგად.

მათი მორალი ამაყად მეუბნება რომ ყველასთვის გაქვს ადგილი გეტოში, თქვენთქვის შექმნილ გეტოში სადაც ყველანაირი ”ლუზერები” შეიკრიბებით, თქვენ   პაციფისტები უნდა იყოთ, მაღალ მატერიებზე უნდა ისაუბროთ,  პოლიტიკაში არ  მოხვიდეთ  ეს ხომ ”ბინძური” ხალხის საქმეა, ჩვენ ვიქნებით   ეს  ბინძური მილიტარისტები , სანამ თქვენ მაღალფარდოვან თეორიებზე ისაუბრებთ ჩვენ საქმეს გავაკეთებთ,   მერე რა თუ ცუდია ეს სამყარო სხვანაირი არ გამოდის, თქვენ უსმინეთ  ლენონის “imagine” ოღონდ  ღმერთი არ გაგიწყრეთ და  არ გაიგოთ რას ამბობს ლენონი,  ჩვენ გვჭირდება ადამიანი რომელიც უსმენს ლენონს და ჰიპობს ოღონდ ისე რომ ის საფრთხე არ უქმნის სამყაროს.

ჩვენ  სამაგიოერდ თქვენ  მოგცემთ  გეტოს, მოგცემთ  სნობებს რომელთა  კერპიც იქნებით თუ სწორად მოიქცევით,  ჩვენ ჩვენთვის დავიტოვეთ სხვა ყველაფერი ხოლო თუ ყველა ვინც შეიცვლის აზროვნებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს ბისმარკის სიტყვებს. თანასწორობა, სამართლიანობა, და სხვა ცუდი სიტყვები ეს ყველაფერი კარგია თუ ხელისუფლებაში არ ხარ.

მათი მორალი გვეუბნება რომ ჰიპობა მხოლოდ გრძელი თმები და დახეული ჯინსებია, პროტესტი მხოლოდ რეჟიმის გინებაა, არარელიგიურობა  ხელისუფლების რეიტინფის  კონკურენტი რელიგიური ორგანიზაციის კრიტიკაა. გვეუბნებიან რომ ჩვენ ყველა ანგარებიანი არაკაცები ვართ ოღონდ ყველას ამის ნიჭი არ აქვს და ამიტომ უნდა შევეგუოთ უაღრესად ნიჭიერ ხალხს რომლებიც ამჟამად სისტემას მართავენ. უნდა შევეგუოთ ყველას ეს თანდაყოლილი ნიჭი გააჩნია, თვალი უნდა დავხუჭოთ იმაზე რომ უკუპროპორციული  კავშირია ნიჭსა ხელისუფლებაში მოსვლას შორის.

გამოგვიყვეს ადგილი სადაც გვეუბნებიან  რა უნდა ვაკეთოთ, ყველაზე კარგად ამას ცნობილი ბრაზილიელი კათოლიკე ეპისკოპოსის ელდერ კამარას სიტყვები შეეფერება, “When I give food to the poor, they call me a saint. When I ask why the poor have no food, they call me a Communist.” მათ ჩვენ ვჭირდებით იმისთვის რომ არ დავსვათ შეკითხვები პრობლემაზე და ვცადოთ მათი გაფუჭებულის კოსმეტიკური რემონტი. დავეხმაროთ ყველა დაუცველებს ოღონდ ისე რომ არ დავსვათ კრიტიკული კითხვა why the poor have no food??? პასუხი ხომ არ ჯდება მათ მორალში.

გვაშინებენ სტალინის აჩრდილით და არაფერს გვეუბნებიან იმ ათასობით და ათიათასაობით დაღუპულზე რომლებიც დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებული დაიღუპა და იღუპება აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკის ჯურღმულებში. გვითხრეს რომ ისტორია დასრულდა და მორჩა ამის შემდეგ დარჩება მხოლოდ ლამაზი ოცნებები უკეთეს სამყაროზე.

ჩვენ დიდი იარაღი არ გვაქვს მათ წინააღმდეგ, ჩვენი იარაღი თითოეული ჩვენთაგანია, თოთოეული ინდივიდი ვისაც სჯერა რომ ჩე გევარა არ არის მხოლოდ მაისურზე დახატული უსაქმური, ყველა ვისაც ჰიპობა გრძელი თმების მოშვება არ ჰგონია, ყველა ვისაც უბრალოდ უნდა უკეთეს სამყაროში უნდა ცხოვრება და სხვამს კითხვას, რატომ???

რაც მთავარია, დროა გაიგონ რომ ჩვენ არ გვინდა ის ადგილი რომელიც მათ გამოგვიყვეს, ჩვენ ვართ და ვიქნებით რეალისტები,  ამიტომაც მოვითხოვთ შეუძლებელს, ამიტომაც როდესაც გვეტყვიან რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა და თქვენი ადგილი იქ არ არის, ჩვენ უნდა მივუთითოთ რომ ჩვენი მოვალეობა პოლიტიკის გასუფთავება იქნება სიბინძურიდან. ჩვენი ადგილი არამარტო სოციოლოგიის კათედრა იქნება იქნება თუ კულტურული ადგილები, არამედ პოლიტიკური ავანსცენა. ჩვენ არ გვეშინია პასუხისგებლობის, იმიტომ რომ ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ დღესვე.

ჩვენ უნდა შევაშინოთ აჩრდილით  რომლის სიკვდილსაც უკვე 20 წელზე მეტია გვისამძიმრებენ, ჩვენი იარაღი გააზრებული პრინციპები უნდა იყოს და არა თავსმოხვეული სტერეოტიპებია, შეიძლება უდიდესმა უმრავლესობამ ვერც ვერაფერი შევძლოთ მაგრამ ეს ჩვენი ეგზისტენციალური არჩევანი იქნება ბოლოს და ბოლოს  Если я проиграю, то это не будет значить, что нельзя было победить. Многие потерпели поражение, стараясь достичь вершины Эвереста, и в конце концов Эверест был побеждён.(ერნერსტო გევარა)

თუ არადა ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, რომელიც გაგვიმეორებს ბისმარკის სიტყვებს მისი მრავალი ინტერპრეტაციით და ჩვენც ვერაფერს ვეტყვით იმიტომ რომ …