მოსაზრება “ბლანდინკას” შემთხვევაზე

დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ გაავრცელა(რა ცინიზმია) ვიდეო სადაც ერთ-ერთი მოქალაქე(რომელიც ძალიან გავს ანეკდოტურ “ბლანდინკას) ცდილობს, პატრულს ეკაჩავოს, მათივე ზემდგომი პოლიციელის მეშვეობით.

რათქმაუნდა როგორც მოსალოდნელი იყო, ამას მოქალაქებიის და ინტერნეტში  მორალის სადარაჯოზე მყოფი იუზერებს  სამართლიანი აღშფოთება მოჰყვა, როდის ყოფილა  ჩვენს ქვეყანაში რომ ვინმე, მითუმეტეს ნაშური გარეგნობის მქონე გოგოები  მსგავს პრობლემებს ზემდგომი პოლიციელების მეშვეობით აგვარებედნენ? შევეშვათ ირონიზირებას და გადავიდეთ შეფასებაზე:

ვფიქრობ აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტებია რომელიც სიმარტივითსვის  ვფიქრობ ტოპიკების მეშვეობით გამოვხატო:

  • საქართველოში და ლამის მთელ მსოფლიოში არსებობს ეს  მანკიერი პრაქტიკა და პრინციპში ყველაფერი იმით განისაზღვრება რა რეაქციები მოჰყვება ხოლმე მსგავს შემთხვევებს , სირაქლემას პოზიციას დაიჭერს შესაბამი უწყება  თუ მოჰყვება ამას  კოსმეტიკური რეაქციები, ანუ მინიმუმ იმ ტიპის განთავისუფლება რომლის სახელსაც იყენებდა ის მოქალაქე. ეჭვიც არ მეპარება გამოჩნდება ხალხი რომელიც ამ მოვლენაში  ხელისუფლების და მინის სასახლეში მყოფი დენ სიაპონის ჩანაფიქრს  ან კიდევ უფრო ნიჭიერი ხალხი რომლებიც ამაში ვლადიმერ პუტინის სახეს დაინახავს.
  • პირდაპირ ვთქვათ საქართველოში პოლიციას წარმოუდგენელად დიდი უფლებები აქვს, იმაზე დიდი ვიდრე ეს შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ასევე ისიც დავამატოთ რომ ოცნებამ ეს პრობლემა არათუ არ მოაგვარა არამედ პირიქით უბრალოდ მათ თავის ტკივილი მოაცილა,  ანუ ადრე თუ პოლიტიკურად მოტივირებული პოლიცია გვყავდა ახლა გვყავს პოლიცია რომელსაც პოლიტიკური მოტივაცია გაუქრა და დარჩა მხოლოდ საკუთარი ინტერესები, იქნება ეს კორპორატიული თუ უბრალოდ პირადი. ადრე პოლიციას უწევდა ერკვია ესა თუ ის ადამიანი ნაცების მომხრე იყო თუ არა, ახლა პირდაპირ შეუძლია საკუთარი ხედვით მოაწესრიგოს ეს პრობლემა.
  • მართალია ბევრს ვიცი არ მოეწონება მაგრამ ნაციონალური მოძრაობის დროს არათუ ხდებოდა მსგავსი ფაქტები, არამედ ეს სახელმწიფო დონეზე იყო აყვანილი, გაიხსენეთ როგორც დაიწყო გირგვლიანის ამბავი და იქ ვანო მერაბიშვილის მეუღლის როლი, ან თუნდაც ნანუკა ჟორჟოლიანის ქეისი, როდესაც ცნობილმა ჟურნალისტმა, თავის ქმარს როგორ დააჭერინა მავანი ხულიგანები რომლებიც ტელეფონზე ურეკავდნენ და ეუზრდელებოდნენ, თან რაც მთავარი ნაციონალური მოძრაობის დროს შექმნილია ის პოლიცია რომელიც ახლა ჩვენ გვყავს.
  • ეროვნული მაზოხიზმი ასწორებს(ანუ მოთქმა და გოდება რომ მხოლოდ ჩვენთან ხდება ეს, უცხოეთში უნდა წავიდე, ღმერთო მეტეორი გვესროლე და ასე შემდეგ) რაღაც ასაკამდე მეტიც,  უბრალოდ აუცილებელია, მე ვფიქრობ ნებისმიერი თინეიჯერის ჩამოყალიბების პერიოდში  ნორმალური განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რადგანაც ამ დროს ხდება არსებული შეხედულებების დესტრუქცია და მის ნაცვლად ახლის ფორმირება,  თუმცა შემდგომ ასაკში ამის გაგრძელება ცოტა არ იყოს უკვე ტეხავს. სხვა თუ არაფერი იდეაში ცოდნა გემატება და უკვე კრიტიკული არამხოლოდ საკუთარი ქვეყნის და ტრადიციების მიმართ ხარ არამედ ხვდები რომ ტრადიციები ან ერთნაირად ცუდია ყველგან ან ერთნაირად კარგი, გააჩნია რომელ მხარეს ხარ.
  • კიდევ უფრო ტეხავს იმ გოგოს პირადი ცხოვრების გამომზეურება, მითუმეტეს ტეხავს  ეს იმ ხალხისგან რომლებიც ფემინისტური თუ ლიბერალური ღირებულების გამო მზად არიან  სხვებს ყელი გამოღადრონ, თან რას ვღებულობთ, ის გოგო საეჭვოდ კარგად ჯდება ბლანდინკას-ქერას ქართული ანალოგის ყველა სტანდრატში. ეს ხომ ისედაც ვიცოდით -_- ანეკდოტები და სტერეოტიპები მართლა ჰაერიდან ხომ არ არის აღებული (ეს არ ეხება ქართულ კომედიურ შოუებს და ლიბერალების წარმოდგენებს, მათ სხვა სამყაროდან აქვთ ინსპირაცია)
  • აქ უკვე პირადი ინტერესი მაქვს, მაინტერესებს   ჩემი რამდენი ნაცნობი დაიყვანს ამას მართლმადიდებლური ეთიკის თემამდე, უბრალოდ მაინტერესებს. ვებერი საფლავში ტრიალებს ალბათ იმის ფონზე თუ რა უქნეს მის თეორიას შორეულ საქართველოში.
  • გამოსავალი რათქმაუნდა არსებობს და ის არა კოსმეტიკურ რეაქციებშია რომელიც ამას შეიძლება მოჰყვეს, არამედ პოლიციის კარდინალურ რეფორმირებაში, პირველ რიგში იმაში რომ პოლიციაში ახალი ხალხი უნდა მივიდეს და არ უნდა იყოს ის მხოლოდ ფიზიკურად ძლიერი ტიპების, არშემდგარი ძველი ბიჭების თუ სხვა საეჭვო ხალხის თავშეყრის ადგილად, უნდა მოხდეს  სხვა ჰაბიტუსის მქონე ტიპების რეკრუტირება და რაც მთავარია არსებული კადრების, მუდმივი ტრენინგები და გადამზადებები.

ნოემბერი

  • ნოემბერში ერთი ტოტალიტარული სექტის თავდასხმის ობიექტი გავხდი, პრინციპში უსამართლოდ თქო ვერ ვიტყვი, ბენდუქიძის გარდაცვალების გაგების შემდეგ როგორც ჰუმანისტ ადამიანს შეეფერება, მეც დავინტერესდი რა ბედი ეწეოდა, სოციალკაზე მყოფ ბაზრის ფუნდამენტალისტებს, ვერ გამიგეს. ეგ არაფერი ხდება ხოლმე.
  • ბენდუქიძის გარდაცვალებაზე და შემდეგ ჩემი და კიდევ რამდენიმეს რეაქციებს(რომლებიც განსხვავდებოდნენ, მკვეთრად, დაწყებული ჩემი ღლიცინისგან და ზოგიერთის ნამდვილად რადიკალური განცხადებებს) მოჰყვა მაღალმორალური მემარცხენეების სხვადასხვა გამოხმაურებები, თუმცა ყველაზე მეტად ერთი ნაწილი მომეწონა, აი ის ტრადიციული  ნაწილი რომელსაც ნებისმიერი პოზიციები დაჰყავს იქამდე რომ ყველა ცუდია და მხოლოდ ისინი არიან კარგები და პუშისტიკები.
  • ერთი ქართველი მემარცხენე , რომელიც ჯერ ბენდუსთან მუშაობდა, მერე ბერას ტელევიზიაში და ეჭვი მაქვს შემდეგი ოლიგარქის ბიზნესშიც იმუშავებს ისეთი მაღალმორალური განცხადებებით გამოვიდა რომ თავი ცოტა არ იყოს უხერხულად ვიგრძენი, არადა მის საქციელს  სხვადასხვა ენაზე სხვადასხვა სახელები ქვია.
  • ბათუმში ვიყავი, სამი თვის გახდა ჩემი ძმისშვილი და სანამ მართლა სკოლაში არ წავიდა მანამდე ჩავედი სანახავად, ნამდვილად საყვარელი ბავშვია და მაგარი კაცია თუმცა ჩემი ნათესავების მოლოდინი რომ  ბავშვის დანახვის შემდეგ შემშურდებოდა და მეც მომინდებოდა მგონი, რბილად რომ ვთქვა არაადეკვატურია.
  • იმისთვის რომ ეს ჩანაწერები გავაკეთო, პერიოდულად ჩანაწერებს ვაკეთებ(ხო კარგი სინამდვილში მხოლოდ ერთი ჩანაწერი გავაკეთე)რათა არ დაკარგოს სამყარომ  ის ბრძნული და ღრმა აზრები  რომლებიც ჩემს ტვინში იბადება  სანამ რამეს  დავწერ,   ერთ-ერთი ასეთი აზრი ეხებოდა, იმ ბიჭებს რომლებიც ატკრავენად მსუქანი გოგოების ფოტოებს აშეარებენ და ზემოდან აწერენ “ნამდვილი სილამაზე”, იმაზე უფრო ლუზერები ხართ ვიდრე თავად ეს საზოგადოება გთვლით.
  • ერთხელ ირაკლიმ(გუნიას ვგულისხმობ ხოლმე, ყველა გვარით ეძახის და მე დავარღვევ ამ ტრადიციას) საკაიფო რაღაც მომწერა, ილიამ იმ ბევრ დადებითთან ერთად რომელიც გააკეთა ერთი რამე გაფუჭაო(პერიფრაზია), ერის მამის პოზიციაზე მუდმივი ვაკანსია გააჩინაო, ხოდა როგორც აღმოვაჩინე, რამდენიმე ახალგაზრდა უკვე ემზადება ამ მძიმე მისიის საკისრებლად, სხვაგვარად ვერაფრით ავხსნი 22-25 წლის ბიჭების ცხოვრებისეული დარიგებებით და რჩევებით აღსასვე პოსტებს, თუმცა ეს არაფერია, ცუდი ისაა რომ ბევრს მოსწონს.
  • ბენდუქიძიზე ღლიცინის შემდეგ კომენტარების შეჯამების შემდეგ მივხდი რომ ეს ყველაფერი იმის ბრალი ყოფილა რომ უბრალოდ ადამიანურობა დამიკარგავს.
  • ქართული ტელეზივიები ახალ ლეველზე ავიდა.  გადაწყდა იმისთვის რომ ყველაზე ცუდი გადაცემა  გაკეთდეს  საკმარისი არ არის დუტა სხირტლაძეს, ინგა გრიგოლიას,ეკა ხოფერიას და  შალვა რამიშვილს ცალკ ცალკე ჰქონდეთ გადაცემები, როგორც საბაზრო კანონები გვასწავლიან კონკურენციაში გამოვლინდება ყველაზე ცუდი გადაცემა როგორც ჩანს ამ შემთხვევაში არ მოქმედებს, აშკარად  საკმარისი არ არის ის დღეები როდესაც ეს ჟურნალისტები საღამოებს გვიფუჭებენ, სწორედ ამ მიზნით გადაწყდა, რაღაცნაირად ფლორენტინო პერესის სტილში, ახალი ჟურნალისტური გალაქტიკო გაკეთება და ყველა ცუდი ჟურნალისტი ერთ გადაცემაში შეიკრიბა,  მოკლედ ასეთი გადაცემაა იმედის კვირა. იქ ყველაფერია, მაღალმორალური ინგა გრიგოლია, მკვლელი(ყველანარი გადაცემების)  20 წლიანი სტაჟით დუტა სხირტლაძე, საკუთარ თავზე შეყვარებული შალვა რამიშვილი, რომელიც სხვა ჟურნალისტების ფონზე ფრიდრის ფონ ჰაიეკს თამაშობს, არაადეკვატური ეკა ხოფერია და ნანიკო ხაზარაძე.
  • თეატრში ვიყავი, მგონი პირველად, ბავშვობაში არ ითვლება, რას არ იზამს კაცი პატარა საყვარელი გოგოების გამო.
  • დათო ზურაბიშვილმა წამშალა, რამდენიმე წელია ვითმენ იმ მაღალფარდოვან სისულელებს რომლენსაც ბატონი დათო წერდა ხოლმე, ერთხელაც ვერ მოვითმინე და დავწერე რომ მეფე შიშველია, ხოდა როგორ მოსალონდელი იყო, რეზო ამაშუკელის კრიტიკას შემადარა(კტობ სამნივალსია).  რატომღაც საქართველოში პოლიტიკის უმაღლეს  პილოტაჟად ითვლება ხელისულებაში ყოფნის დროს, პასუხისმგებლობის არ აღება და ოპოზიციონერის როლის მორგება, თითქოს ესაა ნამდვილი პოლიტიკა, მთავარია არა ის პასუხისმგებლობა რომელიც ამომრჩეველმა მოგცა არამედ რაღაც პროგრესული ფეისბუკელების ლაიკებზე ნადირობა.
  • რკინიგზელების გმირული ბრძოლის და გამარჯვების შემდეგ ამ ღონისძიებისადმი მიღძვნილ საღამოზე ნოემბრის მთავარი სქრინი გავაძრე, უბრალოდ ჩვეულებრივი ფემინიზმი in action.

ce2ab85ee0320a929660e26f1932190c

http://gyazo.com/ce2ab85ee0320a929660e26f1932190c ( ფოტოს სანახავად ეს ლინკი გამოიყენეთ)

  • მგონი ცოტა მძიმე პოსტი გამომივიდა, რაღაცნაირად ადამიანობის დაკარგვის შემდეგ მგონი ის სილაღეც დავკარგე რაც მქონდა .

 

სახელმწიფოს დაპყრობა (ანტონიო გრამში)

კაპიტალისტური წყობა, განსაზღვრული წარმოების ფორმით, ქმნის მუშათა მასების სათანადო მოწყობას. ამ ფაქტიდან გამომდინარე საჭიროა მარქსიზმის საჭყისი, ფუნდამენტური თეზისების ძიება, კვლევა. საჭიროა აღმოვაჩინოთ ახალ პროლეტარულ კულტურაში, გარემოებები, რასაც კაპიტალისტური უწესრიგობა ქმნის თავისუფალი კონკურენციით.

კაპიტალისტურ მოქმედებათა სფეროში მოქცეულია მოქალაქე-ინდივიდი, მუშა, რომელსაც მართავს თავისუფალი კონკურენცია. შესაბამისად ბრძოლის საწყისი გარემოებები ყველასთვის ერთნაირი არაა; კერძო საკუთრების არსებობა, სოციალურ უმცირესობას აყენებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში, ეს კი ქმნის უთანასწორო ბრძოლას. მუშები ჩვეულებრივ იმყოფებიან სასიკვდილო საფრთხის ქვეშ: რისკების, რაც ემუქრება მათ სიცოცხლეს, კულტურას, მომავალს შრომით ბაზარზე წარდგენით. აქედან გამომდინარე მუშები ცდილობენ თავი დააღწიონ თავისუფალ კონკურენციას და ინდივიდუალიზმის სფეროს, გაერთიანება და სოციალური სოლიდარობის პრინციპები კი მოცემულ მდგომარეობაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მუშათა კლასისთვის. ინსტიტუტების განვითარებაც ამ პრინციპებიდან უნდა გამომდინარეობდეს, ისტორიული განვითარების პროცესის პარალელურად, რასაც მივყავართ კომუნიზმამდე.

ისტორიულ ტენდენციებზე დაყრდნობით; სოციალური აპარატების შექმნით და განვითარებით გაერთიანებებმა უნდა ითამაშონ გადამწყვეტი როლი პროლეტარულ რევოლუციაში.

პროლეტარული ინსტიტუტებისა და პროლეტარული მოძრაობის განვითარება, შეუძლებელია ავტონომიურად, შიდა რეგულაციების გარეშე. სახელმწიფოში, ისტორიული ეპოქების ანალიზით შეგვიძლია ვთქვათ, რომ  დომინირებდა ის რეგულაციები და კანონები, რაც კერძო მესაკუთრეთა კლასის ინტერესებს შეესაბამებოდა. სახელმწიფო ყოველთვის იყო ისტორიაში მთავარი როლის შემსრულებელი, რადგან ფლობდა კერძო მესაკუთრეთა კლასის ძალას. სახელმწიფოში კერძო მესაკუთრეთა კლასი აორგანიზებს საკუთარ თავს ერთიანობად და აწარმოებს კლასობრივ ბრძოლას, უპირატესობის დაუფლების მიზნით, საზოგადოების საკუთარი ინტერესების შესაბამისად მართვისთვის.

პროლეტარული მოძრაობის ერთადერთ ფუნქციას, კაპიტალისტურ თავისუფალ კონკურენციაშ ჩაბმა წარმოადგენდა. პროლეტარიატი იმართებიდა არა შიდა არამედ გარე რეგულაციებით და კანონებით, ძლიერი ზეწოლის თანხლებით, მათი კაპიტალისტურ კონკურენციაში ჩაბმისთვის. ეს რათქმაუნდა ასტიმულირებდა პირად კონფლიქტებს, დევიაციას და კონფორმიზმს მუშათა კლასის.

ნაწილი პროლეტარული და სოციალური მოძრაობებისა აისახა სავაჭრო გაერთიანებების პროპაგანდაში. ერთ-ერთ ასეთ პროპაგანდისტული მოძრაობას წარმოადგენდა სინდიკალისტური მოძრაობა, რისი განვითარების მიზანიც მარქსიზმის სწორი ინტერპრეტაცია იყო. თუმცა აშკარა მარცხი განიცადა და მისი მარცხის მიზეზებიც შეგვიძლია შემდეგნაირად წარმოვადგინოთ: სავაჭრო გაერთიანებები თუ არ არიან საკუთარი ფორმით და ფუნქციით ორგანიზებულნი, ვერ აირჩევენ განვითარებისთვის საჭირო; შესაბამის კურსს. სინდიკალიზმმა, რაც რეალურად ეფუძნებოდა ლიბერტარიანულ ტენდენციებს გასაკვირი არაა რომ ვერ შეინარჩუნა განვიტარებისთვის საჭირო კურსი, რამაც განაპირობა მისი მარცხი. სინდიკალისტურმა ტენდენციებმა ვერ შეცვალეს  სოციალისტური პარტიების როლი, ვერს მუშათა მომზადებაში რევოლუციისთვის. სინდიკალისტები მოქმედებდნენ გარე რეალობაში, შესაბამისად მათი პოლიტიკა ფუნდამენტურად არასწორი იყო. საპარლამენტო სოციალიზმის წარმომადგენლები უფრო მეტად უახლოვდებოდნენ არსებით საკითხებს, მათი მხრიდან მოსალოდნელია შეცდომები, მაგრამ არსებითად მიდგომა სწორია. მუშები, რომლებიც ჩარევით ცვლიან სოციალურ ურთიერთობას, ორგანიზდებიან სოციალისტური პარტიის ირგვლივ. მიუხედავად შეცდომებისა, პარტია წარმატებებს აღწევს მისი მისიის საბოლოო ანალიზით- შექმნას პროლეტარიატი, დაიწყოს განმანთავისუფლებელი მოძრაობა, რაც  პირდაპირ უკავშირდება საზოგადოების სიტორიული განვიტარების პროცესს.

მუშები და გლეხობაა აანალიზებდა, რომ მთელი პერიოდის მანძილზე დემოკრატიული-საპარლამენტო სახელმწიფოს დიქტატურის პირობებში, მათი ყველა მცდელობა, ამ დიქტატურიდან თავის დაღწევის უშედეგო იყო. ცხადია, გარემოში, რასაც ქმნის მოცემული ინდუსტრიული წარმოება, ნებისმიერი ადამიანი მონაწილეობას იღებს ცხოვრებაში და აუმჯობესებს საკუთარ გარემოს მხოლოდ, როგორც ინდივიდუალური მოქალაქე, დემოკრატიული-საპარლამენტო სახელმწიფოს წევრი. აპოლიტიკურობის აპოლიტიზირება წარმოადგენდა მხოლოდ პოლიტიკის დეგენერაციას. სახელმწიფო არის პოლიტიკური და აერთიანებს პარლამენტთან ერთად სხვა მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტებს.

მარქსისტი კომუნისტები უნდა განიხილავდნენ საკუთარ თავს ფსიქოლოგებად, ვინც კითხვებს უსვამს თანამოსაუბრეს, რათა მოჰფინოს ნათელი მის აზრებს. მათ ზურგი არ უნდა აქციონ ბურჟუაზიული კონკურენციით ნაკარნახებ მოვლენებს, პირიქით უნდა წარმოადგინონ ამ მოვლენების სიღრმისეული კრიტიკა. სიტორია რათქმაუნდა არ არის პროგნოზირებადი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ყველაფერი არაპროგნოზირებადია რაც ქმნის ისტორიას, ისტორიას რაც ერთდროულად არეის თავისუფლება და საჭიროება.  ინსტიტუტები, რაშიც ვითარდება ისტორია, ჩამოყალიბდნენ და აგრძელებენ არსებობას; მათ შექმნეს, განავითარეს კონკურენტული საწარმოო პირობები   და ადამიანის სპირიტუალისტური ცნობიერება. თუ შეიცვლება საწარმოო პირობები, შეიცვლება ადამიანის ცნობიერების დონე, შეიცვლება საზოგადოებრივი ფორმაცია, ტრადიციული ინსტიტუტები დასუსტდება. თუ ისტორიის განვითარების პროცესში, ინტელექტს არ შეეძლება აჰყვეს რიტმს მოვლენების განვითარების, ცივილიზაციის არსებობა შეუძლებელი იქნება. პოლიტიკური გენიოსი სწორედ ამ უნარით ფასდება, უნარით გაანთავისუფლოს ახლო და შორეული მომავალი.

სოციალისტები ხსირად აღიქვამენ მხოლოდ და მხოლოდ იმ რეალობას, რასაც კაპიტალისტური მოწყობა ქმნის. იძირებიან ლიბერალური ეკონომიკის ცდომილებებში, იჯერებენ რა დემოკრატიული სახლემწიფო ინსტიტუტების მუდმივობას და სრულფასოვნებას. ისინი თვლიან, რომ დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტები შეიძლება კორექტირდნენ, მაგრამ აღიარებენ ამ ინსტიტუტების ფუნქციონირების ფუნდამენტურ პრინციპებს.

ამგვარი მცდარი კონცეფციების, კონფორმიზმის და „კრეტინული“ საპარლამენტო ტაქტიკის გათვალისწინებით, ჩნდება დღევანდელობის ფორმულა „სახელმწიფოს დაპყრობა“. რუსეთის, უნგრეთის, გერმანიის რევოლუციების გამოცდილებით ვრწმუნდებით, რომ სოციალისტური სახელმწიფო შეუძლებელია ჩამოყალიბდეს კაპიტალისტურ სახელმწიფო ინსტიტუტებში. კაპიტალისტური სახელმწიფო ინსტიტუტები ორგანიზდებიან მხოლოდ თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით.

სოციალისტური სახელმწიფო არაა კომუნიზმი, იგი წარმოადგენს ერთგვარი ეკონომიკური  პრაქტიკის მიღღების საშუალებას; არის გარდამავალი ეტაპი, რასაც შეუძლია დაძლიოს კაპიტალისტური თავისუფალი კონკურენცია კერძოსაკუთრების გაუქმებით. ეს შეუძლებელია განხორციელდეს საპარლამენტო-დემოკრატიის პირობებში. ფორმულა „სახელმწიფოს დაპყრობა“ უნდა გავიგოთ, როგორც ახალი ტიპის სახელმწიფოს შექმნა, წარმოქმნილი მუშათა კლასის თანამშრომლობის  გამოცდილებით, დემოკრატიული-საპარლამენტო სახელმწიფოს შესაცვლელად. ჩვენ ვთქვით, რომ სოციალისტური და პროლეტარული აპარატები ვერ განვითარდებიან დამოუკიდებლად, საჭიროა მასშტაბური კონფიგურაცია საზოგადოების, რომელიც იმართება კაპიტალისტური კანონებით. საზოგადოებრივი ფორმაციის ცვლილებით კაპიტალისტები დაკარგავენ საკუთარ უპირატესობას- თავისუფლებას და ძალას. კაპიტალისტური წყობა განავითარა წარმოების და გაცვლის მონოპოლიზირებამ. საპირისპირო წყობა მუშათა კლასის, ამ კლასს მისჩემს ძალას, ტრადისიული ინსტიტუტები, რომლებიც არსებობენ თავისუფალი კონკურენციის პირობებში, წინ ვეღარ აღუდგება რევოლუციურ ძალას. როგორც ვთქვით კაპიტალისტური ინსტიტუტები არსებობენ თავისუფალი კონკურენციის პირობებში, შესაბამისად ყოველთვის ეცდებიან გადარჩნენ ვიდრე არ დაიძლევა ამგვარი კონკურენცია, ვიდრე ეროვნული პროლეტარული დიქტატურა არ შეუერთდება საერთაშორისო კომუნიზმს. ამიტომ საჭიროა მოხდეს ახალი ინსტიტუტების წარმოშობა და განვითარება,  დემოკრატიული-საპარლამენტო სახელმწიფოს კერძო და საჯარო ინსტიტუტებს შეცვლის მიზნით.  ინსტიტუტები, რომლებიც შეცვლიან კაპიტალისტურ პერსონალს ადმინისტრაციულ ფუნქციონირებაში, უზრუნველყოფენ წარმოების ავტონომიას ქარხნებში, სეეძლებათ განსაზღვრონ მიმართულებები საწარმოო ურთიერთობებისა და გაცვლის კომპლექსურ სისტემაში, ამით შეეძლება დააკავშიროს ქარხნები და სასოფლო-სამეურნეო ინდუსტრია, რაც შექმნის მარტივ ეკონომიკურ გაერთიანებას; დაგეგმვით შექმნის ჰარმონიას ეროვნულ და საერთაშორისო ეკონომიკას შორის, შედეგად გაანთავისუფლებს მას კერძომესაკუთრეთა პრაქტიკული დიქტატურისგან.

ამგვარად აუცილებელია ახალი პროლეტარული ინსტიტუტების სისტემის შექმნა, რასაც ექნება მასების მუდმივი ნდობა, დისციპლინის უზრუნველყოფით კი მუშებს და გლეხებს მისცემს განვითარების საშუალებას

ინგლისურიდან თარგმნა- საბა ტლაშაძემ.

ოქტომბერი

  • ყველაზე ცუდი იდეები დილის საათებში იბადება, განსაკუთრებით დილის 6-7 საათამდე, ოღონდ ერთი შესწორებით თუ ახალგაღვიძებული ხარ და არა როგორც ტრადიციულად დაწოლას რომ აპირებ. სწორედ ასეთ დროს დამებადა იდეა მომეძებნა ჩემი კლასელი რომელიც წლებია არ მინახავს, ხოდა ახლა მომიწევს ნახვა, მასაც მოვნატრებივარ.
  • გუშინ დილით(ცუდი იდეები რომ იბადება იმ დროს)  გადავწყვიტე შემედგინა ჩემი ბიუჯეტი. ბოლოს მივხდი რომ ეს არა ბიუჯეტი არამედ   მევალეების სიაა.
  • ახლახანს აღმოვაჩინე რომ ჩემი მეგობრების ნაწილს ყველაზე მეტად რაც ჩემგან აუთვისებიათ ეს ჩემი დამცივანი დამოკიდებულებაა ზუსტად ასეთი პოსტების მიმართ როგორსაც ახლა მე ვწერ. მიუხედავად იმისა რომ ვიცი ასე იქნება მზად ვარ ავიტანო.
  • რა მუსიკას უსმენ? არადა ზუსტად ვიცოდი რომ რედიოჰედის ფანი იქნებოდა, შევცდი, ტომ იორკის მოყვარული ყოფილა. ისე, თუ  კარგად დაუკვირდები, რაღაც პერიოდის შემდეგ უკვე თამამად  შეგიძლია  ამოიცნო, რედიოჰედის, ნიუ ორდერის თუ ტომ ვეიტსის ფანი გოგოები. მთავარი საიდუმლო იმ სიბრძნეშია რომელსაც თვალებში ამოიკითხავ,საბოლოო ჯამში  მართალი ყოფილა როდესაც ამბობენ თვალები სული სარკეაო.
  • გუშინწინ გავრცელდა ინფორმაცია ვიღაც მწერალზე რომელმაც დაწერა ისტორია იმაზე თუ როგორ ჩამოაგდეს ავტობუსიდან ებოლაზე ეჭვმიტანილი შავკანიანი ფრანგი, მოკლედ ეს ფაქტი ისეტი არგუმენტაციით გავაქარწყლე რომ მივხდი, კრიმინალური სერიალების ყურებას უშედეგეგოდ არ ჩაუვლია, რაც მთავარია ამის შემდეგ სხვებიც ამყვნენ, ორმაგად სასიხარულოა როდესაც ხვდები რომ მასებზე ზეგავლენა ისევ შეგიძლია, კიდევ უფრო მაგარია როდესაც ხვდები რომ საკუთარ თავს უნიჭიერესად ატყუებ.
  • ყველაზე მეტად მიხარია  გუნიას სამუშაო გრაფიკი,მიხარია როდესაც ადამიანი ყოველ ღამე კაცობრიობაზე ფიქრში ათენებს და შედეგად  საშუალება გვაქვს  დილის 5-9 საათამდე ჩვენი მიზანტროპულ ინტელექტუალური საუბრებით შეცვალოთ სამყარო , ეს საუბრები  აშკარად ერთადერთი დადებითია დილით რაც ხდება . როგორც უკვე დავწერე, არაფერი ჭკვიანური და საინტერესო დილით არ ხდება. ტყუილად არ დგებოდა ადოლფ ჰიტლერი დილაუთენია.
  • ყოველთვის მეგონა რომ ქალებს ფეხბურთზე ლაპარაკი არ შეუძლიათ, ბექემი მომწონს და იტალიის ნაკრებს კარგი და საყვარელი ფეხბურთელები ჰყავთ არ ითვლება, თუმცა უკვე ვიცი ვცდებოდი, სტერეოტიპებს არ უნდა ენდო. არსებობენ ლამაზი გოგოებიც რომლებმაც კარგად იციან ფეხბურთი, თუმცა ფეხბურთზე საუბარი მაინც რაღაცნაირი შეგრძნება ტოვებს ასეთ გოგოებთან.
  • ყოველთვის მეგონა რომ ყველაზე უინტერესო თემა რა? სად? როდის? ჩატარებული ტურების  შემდგომი გარჩევაა, ვისაც ჰქონია შეხება კლუბის წევრებთან მიხვდება რაზეა საუბარი. ახლა ვხდები რომ სიცრუეში მიცხოვრია, ყველაზე უინტერესო ფიტნესზე საუბარი ყოფილა, მითუმეტეს როდესაც  ამაზე საუბრობს ფილოსოფიით გატაცებული, ცვეტში ნიჭიერი და ნაკითხი ძმაკაცი საერთოდ კატასტროფა ყოფილა
  • ძმაკაცს ერთი საღვთო მოვალეობა აქვს, მაქსიმალურად დაიმახსოვროს  ყველა შემო პრომახი და შემდეგ ძალიან, რაც შეიძლება  ბევრჯერ შეგახსენოს, განსაკუთრებით ისტორიები სასიყვარულო,  ფრონტზე, თუმცა ზოგიერთი ძმაკაცის ისტორიები, ისეთ სტადიაშია,  რომ ცხარე ცრემლების გარეშე უკვე აღარ მოიყოლება.

ოჯახური ძალადობა და მისი გადაჭრის გზები (გიორგი გიორგიაძე)

ძალიან დიდი ხანია არაფერი დამიწერია, მაგრამ ამ საშინელებამ, ბოლო დროს რომ ფაქტიურად ყოველ დღე ვხედავთ და გვესმის – ოჯახურ ძალადობაზე მოგახსენებთ – მაიძულა კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავი ამ პრობლემის მიზეზებზე და თქვენის ნებართვით, ჩემს ნააზრევს საზოგადოების სამსჯავროზე გამოვიტან.

ესე იგი, თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ მე არ ვაპირებ ამ მოვლენის ფსიქოლოგიურ ან (მით უმეტეს) „კულტუროლოგიურ ანალიზს“. მეტიც – ჩემი აზრით პრობლემის გადატანა ფსიქოლოგიურ, კულტუროლოგიურ ან სამართლებრივ ჭრილში რეალურად ამ პრობლემიდან გაქცევაა რადგან ასეთი ანალიზი არც არაფერს გვაძლევს და არც არაფერს აგვარებს.

დიახ! მე თავს უფლებას მივცემ გავაკრიტიკო ყველა ის არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც პრობლემას სამართლებრივ ან კულტურულ ჭრილში განიხილავს ისე, რომ საბოლოოდ ყველაფერი მთავრდება კარგად ცნობილი რიტორიკით „ბნელი ქართველების“ „მაჩო კულტურის“, „მოწყლვადი ჯგუფების“ და ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრების აუცილებლობის შესახებ.

მე მესმის, რომ ამ ნარატივის გაკრიტიკება ფაქტიურად მთელი მეინსტრიმისთვის ხელთათმანის გალაწუნებას ნიშნავს. ეს კი ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობაა და ამიტომ, დეტალურად ავხსნი, თუ რატომ უნდა დავივიწყოთ ჩვენ კულტურული და სამართვებრივი ველები ამ პრობლემაზე ფიქრისას, ხოლო შემდეგ უკვე მოგახსენებთ იმასაც, თუ რაზე უნდა ვიფიქროთ რეალურად რომ დავძლიოთ ეს სამარცხვინო ტენდენცია.

მაშ ასე – დავიწყოთ თუნდაც სამართლებრივი ასპექტებით. გვეუბნებიან, რომ კანონმდებლობა რბილია და უნდა გავამკაცროთო. მეტიც – პოლიციელები ხშირად თურმე იმ კანონსაც კი არ იცავენ, რომელიც გვაქვს. დასკნა – გავამკაცროთ კანონმდებლობა და გადავამზადოთ პოლიციელები. კი ბატონო. გავამკაცროთ და გადავამზადოთ, მაგრამ ამით რა?

როდის ყოფილა, სასჯელის შიშს დანაშაული გაექროს? არადა ეს დანაშაული ისეთია, რომ ის დიახაც უნდა გაქრეს, ან, ყოველ შემთხვევაში იმდენად იშვიათი უნდა იყოს, რომ შეგვეძლოს ანომალიად ჩავთვალოთ.

ცხადია, საუბარი მაქვს მართლაც ოჯახურ ძალადობაზე და არა იმ შემთხვევებზე, როცა ოჯახი უკვე დაშლილია და ყოფილი ქმარი მაინც აგრძელებს ძალადობას ან მუქარას…

ამ შემთხვევაში პოლიცია მართლაც საჭიროა, მაგრამ ეს უკვე პრინციპში აღარ არის ოჯახური ძალადობა.

ჩვენ კი სწორედ ოჯახურ ძალადობაზე ვსაუბრობთ. დავუშვათ, პოლიციელმა მთელი სიმკაცრით დაიცვა კანონი და დასაჯა მოძალადე ქმარი პირველივე მიმართვის დროს. რას გვაძლევს ეს?  ეს არის დანაშაულის პრევენციის გარანტია? არადა ჩვენ სწორედ გარანტია, ან მასთან მიახლოებული სიტუაცია გვინდა. ვინ, სად და რომელ პლანეტაზე შეუჩერებია სასჯელის შიშს აფექტის ან ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, მით უმეტეს, რომ ამ დანაშაულს როგორც წესი ისეთი ადამიანები ჩადიან, რომელთა ფსიქიკური მდგომარეობა საერთოდ ცალკე შესწავლის თემაა?

ან რად უნდა ბევრი ფილოსოფია იმას, რომ პოლიციელის ჩარევის შემდეგ დასჯილ ქმარს (რამდენადაც შეიძლება ასეთ ნაძირალას ეს სიტყვა ვუწოდოთ) ასჯერ მეტად შეძულდება მისი ავადმყოფური გაგებით „ჩამშვები ცოლი“ და შეეცდება საერთოდ ჯოჯოხეთად გადააქციოს მისი ცხოვრება?

კარგად გამიგეთ – ეს არ არის ჩვეულებრივი ქუჩის ხულიგნობა, როცა დამნაშავე და მსხვერპლი ერთმანეთს არ იცნობენ და სავარაუოდ, არც არასდროს შეხვდებიან ერთმანეთს სახელმწიფოს ჩარევის შემდეგ. ამ ადამიანებმა ერთმანეთთან უნდა იცხოვრონ და უმრავლეს შემთხვევაში ბავშვებიც აღზარდონ.

რა თანაცხოვრებაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმის შემდეგ, როცა ერთი მეუღლე მეორეს პოლიციით აკავებს და მეორე პირველს დასანახად ვერ იტანს? ვის რად უნდა ასეთი ოჯახი? რა ფასი აქვს ასეთ თანაცხოვრებას? როგორ წარმოგიდგენიათ საერთოდ ასეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვების ბედი? რისთვის ვწირავთ მათ? ვინმეს უფიქრია ამაზე?

პოლიცია მოაგვარებსო, გვეუბნაბიან. მე მგონი დროა გავიგოთ, რომ როცა პოლიციაზე ლაპარაკი იწყება, იქ ოჯახზე ლაპარაკი უკვე დამთავრებულია. დამთავრებულია იმიტომ კი არა, რომ პოლიციის გამოძახება „ოჯახის დამცირებაა“, არამედ იმიტომ, რომ სიყვარულს პოლიცია და სასამართლო არ ჭირდება. თუ სიყვარულია, იქ პოლიციას არაფერი ესაქმება და თუ პოლიცია საჭირო გახდა, ესე იგი სიყვარული და ოჯახი უნდა დავივიწყოთ.

მაგრამ თუ ქალს წასასვლელი არსად აქვს? – შეიძლება მითხრას ვინმემ. დიახ, სწორედ ეგ არის ამ პრობლემის საფუძველი და სწორედ აქ უნდა ვეძებოთ გასაღები, მაგრამ მანამდე კულტურულ ასპექტებზეც მინდა ვთქვა ორიოდ სიტყვა.

მოსახლეობის სამოქალაქო ცნობიერება უნდა ავამაღლოთ და ლიბერალური ღირებულებები უნდა დავამკვიდროთო – ამბობს ზოგიერთი და ამტკიცებს, რომ პრობლემა ჩვენს „მასკულინურ“ კულტურაშია, სადაც ქალის მიმართ ძალადობა „საკმარისად“ (!!!) არ ყოფილა აკრძალული. დავუშვათ, ეს მტკიცება სიმართლის ნაწილს მაინც შეიცავს. დავუშვათ – და მერე რას გვაძლევს ეს პასუხი? ავიღოთ გრანტი, ჩავატაროთ ტრენინგი და ავუხსნათ საზოგადოებას, რომ ქალზე ძალადობა არ შეიძლება?

ეს არის პრობლემის გადაჭრის გზა?

ჯერ ერთი, თუ პრობლემა მართლაც კულტურაშია, კულტურული კოდის შეცვლას თაობები ჭირდება და დაველოოთ, სანამ ახალი თაობა მოვა?

ან კიდევ, საერთოდ ვინ დაადგინა, რომ ქართული კულტურა ქალის მიმართ ძალადობას ამართლებს? როდის, რომელ ქართველ მწერალს, რეჟისორს ან საზოგადოებრივ ავტორიტეტს გაუმართლებია ქალის ცემა ან მით უმეტეს, მკვლელობა?

კულტურა ამართლებსო, გვეუბნებიან 20-25 წლის „პროფესიონალი მოქალაქეები“ და ერთი მაგალითიც კი ვერ მოუყვანიათ, რომელიმე ქართულ ნაწარმოებში, ფილმში ან სპექტაკლში ქალის მიმართ ძალადობა გამართლებული იყოს ან  ავტორის სიმპათია მოძალადის მხარეს იყოს.

აბა, ეს არის კულტუროლოგიური ანალიზი?

ეს არის პრობლემის დაყენება?

ეს არის ლოგიკა?

ან ვინ იცავდა ძალადობისგან ქალს საქართველოში მანამ, სანამ პროფესიონალი უფლებადამცველები გამოჩნდებოდნენ თუ არა სწორედ კულტურა და ტრადიცია? ან იქნებ ვინმეს გონია, რომ საქართველოში ქალს ვინმე ასე ადვილად შეახებდა ხელს?

იქნებ ვინმეს გონია რომ საქართველოში ფემინიციდი „ჩვეულებრივი მოვლენა“ იყო? სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის სტატისტიკას მაინც გადახედეთ ისტორიულ და გენდერულ ჭრილში გენდერის საკითხებში უსაზღვროდ გათვითცნობიერებულებო…

ქართველების რელიგიაც „პატრიარქალურიაო“ – „აკონკრეტებს“ ზოგი. აი, პატრიარქიც ქალებს ქმრების მორჩილებისკენ მოუწოდებსო.

ჯერ ერთი, პატრიარქი კი არა, ბიბლია მოუწოდებს ქალს ქმრის მორჩილებისკენ და თუ ეს არის პრობლემა, მაშინ პატრიარქი კი არა, ბიბლია უნდა გავაკრიტიკოთ და მერეც მეორე – მაშინ ისლამი საერთოდ უნდა ავკრძალოთ, რადგან ყურანში პირდაპირ წერია რა შემთხვევაში აქვს ქმარს ცოლის ცემის უფლება, ხოლო მუსლიმანი თეოლოგები იმასაც კი აკონკრეტებენ, როგორ უნდა გააკეთოს მან ეს.

რა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ? რელიგიის კრიტიკა ჩვენთან არ შეიძლება (რადგან რელიგიის თეორიული კრიტიკა – ღმერთი ნუ მოგვასწრებს ამ დღეს და – თავად დემოკრატიის ლიბერალური გაგების ეჭვქვეშ დაყენებას ნიშნავს) რელიგიას ვერ ვაკრიტიკებთ, მაგრამ რელიგიის პოსტულატები არ მოგვწონს თურმე. თან პატრიარქს ვლანძღავთ, თითქოს ილია მეორე „დაბალი ღობე“ იყოს – სინამდვილეში ქრისტიანობა სხვა რამეს ამბობს, ოღონდ ილიას „ორთოდოქსულად“ ესმისო.

ერთი სიტყვით, აქაც ალოგიკურობა და სიყალბე, აქაც ფარისევლობა და „სირაქლემობა“ რაც ჩვენი საზოგადოების განათლებულ ნაწილს გაცილებით ჭარბად აქვს შეთვისებული, ვიდრე იმ „შავბნელ მასას“ რომელსაც ისინი აკრიტიკებენ. რელიგიის კრიტიკას ვერ ბედავენ და პატრიარქზე უნდათ „ჯოხის გადატეხვა“. არა ბატონებო: – ასეთი მიდგომით  კულტურა არ იცვლება. ან პირდაპირ უნდა თქვა, რომ ეს კონკრეტული რელიგია (ან რელიგია საერთოდ) რეგრესულია და ილია მეორე აქ არაფერ შუაშია, ან თავი უნდა დაანებო ამ „კულტუროლოგიურ ვარიაციებს“ და ისეთი გამოსავალი მოძებნო, რომელიც სამოქალაქო ომამდე არ მიგვიყვანს.

და მერე, განა ძნელია ამის გაკეთება? გამოსავლის მოძებნაზე მოგახსენებთ – მაგრამ თითქოს ყველამ პირი შეკრაო, ამ საზოგადო ორომტრიალში ყველაფერი გვესმის გარდა იმისა, რაც მართლა არის ამ სამარცხვინო და საშინელი ფაქტების საფუძველი.

არა და არა! გინდა თუ არა შეგნება ავამაღლოთო – კი მაგრამ, სად, როდის და რომელ საზოგადოებას ქონია ან აქვს იმხელა შეგნება, რომ 4 მილიონ ადამიანში ოცი, ან თუნდაც ოცი ათასი მოძალადე არ გამოერიოს? პერპეტუუმ მობილეს უფრო ადვილად შექმნის ადამიანი, ვიდრე ისეთ საზოგადოებას, სადაც მოძალადეები, არამზადები და დამნაშავეები არ იქნებიან. რა ვქნათ – უტოპიას გამოვეკიდოთ?

მერე კიდევ, ქართველები ბუნებით აგრესიულები არიანო. ეს უნდა დავძლიოთო. ბატონებო, ქართველები აგრესიულები კი არა, სამხრეთელები და შესაბამისად, ტემპერამენტიანები არიან, თუ ასე დავაყენებთ საკითხს ცალკე აგრესიას ვერავინ მოსპობს. აგრესია, როგორც ტემპერამენტის ნეგატიური გამოვლინება, მოისპობა ტემპერამენტთან ერთად. იმ ტემპერამენტთან ერთად, რომელსაც რომელიღაც ვიგინდარა თუ ცოლის მიმართ აგრესიაში ავლენს,  გალაკტიონ ტაბიძე გენიალურ ლექსებში „წვავდა“.

მოვსპოთ ქართული ტემპერამენტი?

ბარემ საერთოდ ყველაფერი ქართულიც ხომ არ მოგვესპო?

იქნებ საერთოდ ქართული საზოგადოებაც გაგვენადგურებინა – ასეთი „ბნელი“, „უვიცი“ და „აგრესიული“ ხალხის გამოსწორებას იმდენი გრანტი დაჭირდება, რომ მაგ ფულით ახალ ქვეყანასაც შექმნიდა კაცი…

…მაგრამ დავუბრუნდეთ ჩვენს პრობლემას და იქნებ არც ისე უიმედოდ იყოს ჩვენი საქმე. ზემოთ უკვე დავწერე, რომ პრობლემის საფუძველი „წასასვლელის არქონაშია“ თქო, თუმცა რეალურად მიზეზი მხოლოდ წასასვლელითაც არ შემოიფარგლება. აქ ჩვენ მივდივართ 20 წლის განმავლობაში ფაქტიურად „ტაბუდადებულ“ თემამდე – ეს თემა კი არის საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

დიახ – თითქოს რა უნდა იყოს ამაზე მარტივი – პასუხი, როგორც ამბობენ, თვითონ მოდის ჩვენთან, მაგრამ ჩვენ ამ პასუხის მიღება და ამ თემაზე ლაპარაკი არ გვინდა. რატომ ჩერდება ქალი ისეთ მამაკაცთან, რომელსაც არ უყვარს და რომელიც მასზე ძალადობს? ათასიდან ალბათ ერთი შემთხვევა თუ იქნება ისეთი, წყვილი იდილიაში ცხოვრობდეს და უცებ მამაკაცს თავში რაღაც „გადაუტრიალდეს“ და ქალზე ხელი აღმართოს. ასეთი რამ ბუნებაში არ ხდება. ძალადობა და მით უმეტეს მკვლელობა მხოლოდ ფინალური აქტია იმ ტრაგედიის, რომელიც ოჯახში წლების მანძილზე მიმდინარეობს. საკითხავია – რა აიძულებს ქალს მივიდეს ამ ტრაგედიის ფინალურ სცენამდე? რატომ არ შორდება ის მოძალადეს? პასუხი ყველამ ვიცით – იმიტომ, რომ მას არ აქვს წასასვლელი, ხოლო წასასვლელი არ აქვს იმიტომ, რომ პირადად მისი ფინანსური მდგომარეობა მას არ აძლევს დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალებას.

აქ კიდევ ერთხელ რომ არ გადავიჭრათ „გენდერულ“ და სხვა „საგრანტო“ სიბრტყეებში, დავაკონკრეტებ, რომ უმუშევრობის და უფულობის პრობლემა მხოლოდ ქალს არ უდგას. ხშირად პირიქითაც ხდება, რომ სწორედ ქალია ოჯახში „მარჩენალი“ და მამაკაცს არ შეუძლია (არ სურს) მისი დაკარგვა. ამიტომ ის აშანტაჟებს და აიძულებს მას ერთად ცხოვრებას, თუმცა პარალელურად ძალადობს კიდეც მასზე (თუნდაც სიმთვრალეში). ერთი სიტყვით, ასეთ ოჯახებს აკავებს სიღატაკე და გაჭირვება, რის გამოც წყვილი იძულებულია იცხოვროს ერთად იმის მიუხედავად, რომ მათი ცხოვრება ერთი დიდი ტრაგედიაა მეტ-ნაკლებად გათვლადი ფინალით.

სხვათა შორის, კანონმდებლებმა თითქოს დაინახეს კიდეც ეს პრობლემა და რამდენიმე დღის წინ კანონში ჩაწერეს, რომ თუ ქალს გაშორება სურს და წასასვლელი არ აქვს, სახელმწიფო მოძალადეს „გააგდებს“ თუნდაც საკუთარი სახლიდან და ქალს გადასცემს მის საკუთრებას, მაგრამ ეს პუნქტი, გარდა იმისა რომ უამრავი „აფიორის“ გათამაშების საშუალებას იძლევა, თავისთავადაც უცნაურია, რადგან გაურკვეველია, სად უნდა წავიდეს თავად მოძალადე. ცხადია, უსახლკაროდ დარჩენილი და მაწანწალად ქცეული ადამიანი გაცილებით აგრესიული და საშიში გახდება, რადგან მას დასაკარგიც კი არ ექნება უკვე არაფერი. დარწმუნებიული ვარ, ასიდან 99 შემთხვევაში ამ პუნქტის ამოქმედება კი არ აღკვეთავს დანაშაულს, არამედ პირიქით, შექმნის გამოუსწორებელ, საშინელ დამნაშავეებს, მაგრამ როგორც ჩანს ამდენი ფიქრი ჩვენ არ გვიყვარს .

მაგრამ ამ მიდგომის პრიმიტიულობა არ მდგომარეობს მხოლოდ მოძალადეების „პაუპერიზაციაშიც“ (ისე, ბარემ პირდაპირ ციხეში წაეყვანათ, ვიღაცის სიცოცხლეს მაინც გადაარჩენდნენ). ამ მიდგომაში „წასასვლელი“ გაგებულია თავისი პირდაპირი მნიშვნელობით ისე, თითქოს ადამიანს ჭერის გარდა არაფერი ჭირდებოდეს. დავუშვათ გაშორდა ქალი მოძალადე ქმარს და დავუშვათ კანონმა მას ყოფილი ქმრის სახლიც გადასცა (თავად ამ ყოფილ ქმარზე აღარ ვფიქრობთ – როცა საქმე გენდერულ ჭრილში იხილება, ამ შემთხვევაში დამნაშავის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა ჩვენი სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილისთვის აბსოლუტურად მისაღებია).

დავუშვათ მეთქი, რომ ყველაფერი ეს ასე მოხდა. რით უნდა იცხოვროს ამ ქალმა ამ, თუნდაც ვერსალის სასახლეში, თუ მას სამსახური არ აქვს? მოგეხსენებათ, ადამიანს კედლების ჭამა არ შეუძლია და მას შემოსავალი ჭირდება.

რა ვქნათ?

ზოგიერთი უფლებადამცველი იტყვის, სახელმწიფომ უზრუნველყოს სამსახურით, რამე პროგრამა გააკეთოსო.

კი ბატონო, ეს გამოსავალია, მაგრამ სასაცილო თუ სატირალი ისაა, რომ ამ შემთხვევაში გამოდის, რომ მაინცდამაინც ქმარმა უნდა გცემოს, რომ სახელმწიფოს გაახსენდე და ყურადღება მოგაქციოს. კურიოზულია, მაგრამ ასეთ რეალობაში ის ქალები, რომლებსაც ქმარი არც სცემს, არც აგინებს და არც მოკვლით ემუქრება – ერთი სიტყვით ის ქალები, რომლებიც ქმარს უყვარს, ყველაზე დაჩაგრული და „არაპრივილეგირებული“ გამოდიან.

მაინცდამაინც თვალები უნდა ჩაულურჯდეს და ნეკნები დაემტვრას ქალს, სახელმწიფომ სულ ცოტა სოციალური პასუხისმგებლობა მაინც რომ აიღოს საკუთარ თავზე?

მაინცდამაინც პოსტ-ფაქტუმ უნდა ვაღიაროთ, რომ სახელმწიფოს ფუნქცია მხოლოდ პოლიციის გამართული მუშაობა არაა?

პოლიცია პოლიციაო – იმეორებენ ყველა გამოსვლაში რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ბატონებო, პოლიცია პანაცეაში ხომ არ გეშლებათ? ან რა სიამოვნებას განიჭებთ ეს „უმკაცრესი“ და „პოლიციური“ ზომებით პრობლემის გადაჭრა – წესით პოლიცია ყოველთვის ბოლო ინსტანცია არ უნდა იყოს?

როგორ წარმოგიდგენიათ, რას იგრძნობს ბავშვი, როცა მამას „პოლიციაში წაიყვანენ“…დედის ცემის გამო? როგორ აისახება ეს მის ფსიქიკაზე? მოდით, საიდუმლოს გაგიმხელთ და გეტყვით, რომ ბავშვსაც აქვს ღირსების გრძნობა და შესაძლოა მისი მშობლის არაკაცობის „საქვეყნოდ გამოტანამ“ მას არანაკლები სულიერი ტრავმა მიაყენოს, ვიდრე  თავად კონფლიქტმა მშობლებს შორის.

ოჯახის და მშობლების თემა, ბატონებო, ძალიან ინტიმური და, როგორც დღეს ამბობენ, ძალიან სენსიტიური ფენომენია და არც ეს არის დასავიწყებელი. იქნებ ჯობია, პრობლემა მანამ მოვაგვაროთ, სანამ პოლიცია და უფლებადამცველები გამხდარან საჭირო?

იქნებ ჯობია, პრობლემა მანამ მოვაგვაროთ, სანამ საქმე იმდენად გართულდება, რომ ყველაზე კარგი გამოსავალიც კი უკვე ტრავმებს ტოვებს ბავშვის (და ქალის) ფსიქიკაზე?

რასაკვირველია, ფორსმაჟორულ სიტუაციაში ქალმა დიახაც უნდა გამოიძახოს პოლიცია და პოლიციამაც მყისიერად უნდა მოახდინოს რეაგირება, მაგრამ რატომ თვლით, რომ ფორსმაჟორამდე მისულ სიტუაციაში ქალი უკვე მსხვერპლი არაა?

რატომ წარმოგვიდგენთ „სტრატეგიად“ იმას რაც სიმანდვილეში მხოლოდ უკანასკნელი ზომა შეიძლება იყოს და არა მთავარი სტრატეგია, გნებავთ – პოლიტიკა?

განა არ ჯობია, სტრატეგია იმაზე გავთვალოთ, რომ პოლიციამდე საქმე არც მივიდეს და პრობლემა ქალმა ჩანასახშივე გაანადგუროს მოძალადესთან გაშორებით?

ჯობია, მაგრამ პოლიციაზე ლაპარაკი ძალიან „მომგებიანია“ მათთვის, ვისაც პრობლემის ღრმა და რეალური ანალიზი არ შეუძლია. მეტიც – ღმერთმა დაიფაროს ჩვენი არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი სოციალურ თემას შეეხოს. ეს თემა ისეთი გაუვალი ტყეა მათი უმრავლესობისთვის (მადლობა ღმერთს – ეს ყველას არ ეხება), რომ შიგ თუ შევიდნენ, გამოსვლას ვეღარც მოახერხებენ. ან მერე კიდევ – ვინ მოგცემს გრანტს სოციალურ პრობლემატიკაზე საუბარში? ეგ კი არა და, შესაძლოა კომუნისტობაც დაგაბრალონ და აქედან სტალინის ფარულ თაყვანისცემაში „მხილებამდე“ და მარგინალიზაციამდე უკვე ერთი ნაბიჯია.

მართლაცდა, რატომ არ უნდა დავივიწყოთ ეს სოციალური თემა? მარქსისტები ხომ არ ვართ? პრობლემა მარტივია – ქალებს კლავენ. ესე იგი კაცები ბოროტები არიან. ქართველი კაცები ხომ საერთოდ ანთებულ ბოროტების მაშხალებს გვანან. რა სოციალური მდგომარეობა, რის ფინანსური გაჭირვება. ჩავუტაროთ კაცებს ტრენინგი, დავთრგუნოთ ტემპერამენტი, გავავრცელოთ ლიბერალური ღირებულებები – ვინც გამოსწორდება, გამოსწორდება – ვინც არა, სახლიდან გავაგდოთ, მაწანწალად ვაქციოთ, უმკაცრესად დავსჯოთ, ციხეებს გავავსოთ, მერე ციხეებში მათ უფლებები დავიცვათ, დამატებითი ტრენინგები ჩავუტაროთ და ასე…აშენდება ქვეყანა…როგორც ვაშენებთ პრინციპში ოცი წელია…

არადა რა გენიალურად მარტივია გამოსავალი, მეგობრებო!

სინამდვილეში არავის ჭირდება არც მოსამართლის ორდერით შენარჩუნებული ოჯახი და არც პოლიციელის შიშით გაჩერებული ქმარი.

ქალი – ზოგიერთ „უფლებადამცველს“ მინდა მივმართო – თქვენ წარმოიდგინეთ და, პიროვნებაა, რომელსაც საკუთარი ღირსება და თავმოყვრეობა აქვს.  მეტიც – გაგიკვირდებათ და, თავისი ფიზიკური სისუსტიდან გამომდინარე ქალს თავმოყვარეობის და ღირსების გრძნობა, შესაძლოა მამაკაცზე მეტად გამძაფრებულიც კი ქონდეს. ასე, მაგალითად, თუ მამაკაცს მეტ-ნაკლებად ადვილად შეუძლია შეურიგდეს პიროვნებას, რომელმაც მას ხელი დაარტყა, ქალის შინაგან სამყაროზე ფიზიკური ძალადობა ისე მოქმედებს, რომ მას ძალიან იშვიათად შეუძლია მამაკაცს ძალადობა აპატიოს.

რატომ ვწერ ამას? იმიტომ, რომ ნუ უხატავთ მას იდეალურ გამოსავლად პოლიციელის გამოძახებას, რომელიც მოძალადეს შეაშინებს. ამით ხომ მას იმასაც ეუბნებით, რომ ის ფაქტიურად ამ კაცთან უნდა დარჩეს საცხოვრებლად. არადა ეს ქალისთვის გაცილებით აუტანელი ტრავმაა, ვიდრე თუნდაც ის ფიზიკური ძალადობა, რომლისგანაც თითქოს მას პოლიცია და იურისტები დაიცავენ.

ქალს მოძალადე ქმარი კი არ უნდა შეუშინოთ, ბატონებო (და შეშინებული ქმარი კიდევ ცალკე ფენომენია, რომელთან ცხოვრებაც ალბათ მხოლოდ „განსაკუთრებულად დატრენინგებულ ქალებს“ შეუძლიათ) არამედ უნდა შეუქმნათ მას ისეთი პირობები, რომ სამუდამოდ მოშორდეს ასეთ არამზადას! ის აღარ არის უკვე მისი ქმარი! რა წუთშიც მამაკაცი ქალზე ხელს აღმართავს, ის აღარ არის არც ქმარი და არც კაცი საერთოდ (ეს – მათ გასაგონად, ვინც გვეუბნება რომ საქართველოში ქალის ცემა „კაცურობად“ ითვლება).

მამაკაცი, რომელიც თავის მეუღლეს, თავისი შვილების დედას ან საზოგადოდ ქალს ხელით შეხებას გაუბედავს, ქალისთვის უკვე მკვდარია. მკვდარია ის ოჯახიც, სადაც ეს ხდება და რატომ ამცირებთ ასე ქალს, ქალის პიროვნებას, ძვირფასებო და უზომოდ კორექტულებო, როცა ეუბნებით, რომ არ გამორიცხოს ამ ჯოჯოხეთში დარჩენა და „თუ რამე“ პოლიციას დაურეკოს?

შეუნარჩუნეთ ქალს ღირსება, თუ საერთოდ გიღირთ რამედ ეს სიტყვა, მსოფლიოში ყველაზე კაცთმოყვარეებო, იმიტომ რომ ღირსება ფიზიკურ უსაფრთხოებაზე მცირე სიკეთე არ არის. შეუნარჩუნეთ ქალს ღირსება იმით, რომ მიეცით მას თავისუფლება, თავად გადაწყვიტოს, უნდა თუ არა თავის ქმართან ცხოვრება.

როგორ?

როგორ და მოითხოვეთ სოციალური ფონის გამოსწორება! მოითხოვეთ ეს და სწორედ ეს! მიეცით ქალებს, ზოგადად ადამიანებს დამოუკიდებლად და ღირსეულად ცხოვრების საშუალება და ქალი იმაზე ადრე მოშორდება მოძალადე ქმარს, ვიდრე პოლიციის გამოძახება გამხდარა საჭირო.

აი, ეს არის ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა. სანამ არ გამოსწორდება სოციალურ-ეკონომიკური ფონი, სანამ ადამიანებს ტანჯავს არსებობის პრობლემა, მანამ ვიქნებით ოჯახური ძალადობის მოწმენი.

ოჯახურს ვამბობთ, თორემ ის, სადაც ძალადობა ხდება არც არის ოჯახი. სადაც ქმარი ცოლზე ძალადობს და ცოლი ქმარზე (ასეც ხდება ხანდახან) იქ ოჯახის აჩრდილიც კი აღარ არის დარჩენილი. ეს არის საუკეთესო შემთხვევაში ოჯახის ნეშტი, გვამი, რომელიც მთელი საზოგადოების წინაშე უპატრონოდ გდია და ნელ-ნელა იხრწნება. ჩვენ კი, საზოგადოება, მანამ არ ვაძლევთ ქალს ამ გვამის დამარხვის საშუალებას, სანამ თვითონ ქალი არ ხდება დასამარხი.

აი სწორედ აქ უნდა მივეხმაროთ ქალებს, რადგან ვინ იცის, რამდენი ასეთი გახრწნილი და დასამარხად გამზადებული (თუ დაგვიანებული) „ოჯახია“ ჩვენს საზოგადოებაში. ვინ იცის რამდენი ტრაგედია თამაშდება ახლაც ამ ოჯახებში – ჩვენ კი მარტო ფინალურ სცენებს ვნახავთ ეკრანზე და პოლიციას ვუსაყვედურებთ.

რა პოლიცია, ბატონებო და რის სასამართლო?

ან კიდევ, რა „მასკულინური კულტურა“ და რა „ფემინური კონტრკულტურა“.

რა „ექსტენსიური სექსიზმი“ და რა „კონტრპროდუქტიული სეგრეგაცია“ – ფოლოსოფოსობანას ვთამაშობთ?

თამაშის დროა?

დაანებეთ ამ ინტელექტუალისტური ფრაზებით ჟონგლიორობას თავი. შეეშვით ისეთი სიტყვების წაღმა-უკუღმა ტრიალს, რომელთა მნიშვნელობა თავად არ გესმით. ნუ ლაპარაკობთ კულტურაზე, მით უმეტეს, როცა თქვენი განათლება და კომპეტენცია  კულტურის სფეროში აშკარად არ იძლევა ამ ლაპარაკის საშუალებას და მოდით ყველამ ერთად გავაკეთოთ საქმე.

მოდით, შევეცადოთ და მივცეთ ადამიანებს არსებობის საშუალება. შევეცადოთ შევქმნათ პირობები რომ ადამიანებმა დამოუკიდებლად არსებობა შეძლონ. ვიმოძრაოთ აქეთ და ნახავთ, როგორ საპნის ბუშტივით გაქრება ოჯახური ძალადობა.

ძნელია? რა თქმა უნდა, ძნელია. ყოველ შემთხვევაში, გაცილებით ადვილია ყველაფრის მღვდლებზე დაბრალება და ტრენინგების ჩატარება, მაგრამ ამით ეს პრობლემა არ მოგვარდება!

ერთადერთი „ტრენინგი“ რაც შეიძლება აქ მართლა დაგვჭირდეს არის მხოლოდ იმის ახსნა და, უფრო სწორად, იმის აღიარებაში დახმარება, რომ დაშორება არ არის არც ტრაგედია და არც „სირცხვილი“.

დიახ – ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვაღიაროთ და შევთანხმდეთ, რომ ადამიანები შესაძლოა ერთად იყვნენ, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ დაშორდნენ და ამაში ტრაგიკული არაფერია. პირიქით – ტრაგედია და სირცხვილი სწორედ იმ „ერთობის“ შენარჩუნებაა, რომელსაც ურთიერთპატივისცემა და ურთიერთსიყვარული არ ამაგრებს. ეს უნდა გაიგონ ქალებმაც და უნდა გაიგონ მამაკაცებმაც, რადგან ხშირად მამაკაციც არის ქალის მხრიდან (როგორც წესი – ფსიქოლოგიური) აგრესიის მსხვერპლი. მამაკაცებსაც ჭირდებათ იმის გაცნობიერება, რომ თუ ისინი თვლიან, რომ ქალი მათზე ფსიქოლოგიურად ძალადობს, მას ამცირებს ან მის ღირსებას შეურაცხყოფს, უმჯობესია ასეთ ქალს მაშინვე გაეყარონ და არავითარ შემთხვევაში არ გადავიდნენ საპასუხო აგრესიაზე.

ეს ძალიან, ძალიან ცუდად მთავრდება და მერე, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მამაკაცი თავად იყო კონფლიქტის ინიციატორი, თუ ქალის გამოწვევას „უპასუხა“ – ასე იყო თუ ისე, მკვლელობის გამართლება შეუძლებელია!

აი, ეს იყო, ბატონებო და ქალბატონებო, რისი თქმაც მსურდა ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, ხოლო რამდენად სწორად ან არასწორად ვხედავ მე ამ პრობლემას და მისი გადაჭრის გზას – ამის განსჯა თქვენთვის მომინდვია.

სექტემბერი

  • წესით უკვე უნდა ვმუშაობდე. წესით, მაგრამ როგორც ალბათ ხვდებით არ ვმუშაობ, ცხოვრებისეული არჩევანი მაქვს და მიხარია  მოლოდინის რეჟიმი თან სულაც არ არის აღმოჩნდა ტანჯვის ერთ-ერთი დახვეწილი ფორმა.  შედეგად მხოლოდ ორი მიმართულებით მაქვს გარღვევა, ვალების ზრდის და თანაგრძნობის. მეორე ბევრად საშინელია.

10629682_10204616640881223_5688253056576983932_n

  • მოსკოვში, თბილისობას,  აღნიშნავს პატრიოტიმომღერლები. აი ის სასტავი, 25 თებერვალს რომ აღშფოტებისგან ცოფდებიან.  ამ ფაქტს  აღშფოთების რამდენიმე ტალღა მოჰყვა  ფეისბუკში, ლიბერალი პატრიოტების-  როგორ გაბედეს ვინმემ  მოსკოვში სიმღერა.  ოცნების პატრიოტების-რატომ ნაცების კარის მომღერლებს არ აკრიტიკებთო და სხვა მომღერლების , ამ ნაცებს რატომ აძლევთ ფულს როდესაც ჩვენც მზად ვართ გავიყიდოთო.
  • ცინიზმის ახალი ლეველზე ვარ, საკუთარი თავის დატროლვა დავიწყე, პოლიტიკური და პირადი წარმატებების აღსანიშნავად. მინდა ავღნიშნო რომ ამ საქმეშიც შესაშური ნიჭი მაქვს.
  • ბლოგზე დაწერას ვცდილობ ყოველ დღე მაგრამ ქვეყნის ბედზე ყოველდღიური ფიქრი ამის საშუალებას არ მაძლევს.
  • გავიზარდე, ზუსტად ერთი წელია(რიჟა ბაზარია ზუსტი თარიღი არ ვიცი)  რაც აღარ ვცდილობ ყოფილებს შევურიგდე.
  • პრემიერ მინისტრი აგრძელებს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ დანერგილ პრაქტიკას და მედიასთან ურთიერთობის ნოვატორულ მეთოდს, აღმზდელობით პედაგოგიკას  კიდევ უფრო დიდი სიხშირით იყენებს ვიდრე ბატონი ბიძინა იყენებდა.
  • თავისუფალი ზონის აქტივისტებმა ასავალ დასავალის ჟურნალისტი სცემეს, პაციფისტებმა, ჰიპებმა და ლიბერალებმა სიხარულით აღნიშნეს რომ რადგან ასავალის ჟურნალისტი ეთიკურ სტანდარტებს არ იცავს ე.ი მოსულა ცემაო.
  • ძალიან მიხარია, საკაიფო აღმოჩენა გავაკეთე ბატონი რევაზ ამაშუკელი ძალიან ჩამოჰგავს კორადო სოპრანოს, იმდენად გამიხარდა ეს ამბავი რომ მივხდი ცუდად მაქვს საქმე.

Untitled

  • პირველად როდესაც ვალენსიამ საკაიფო თამაშის ჩვენება დაიწყო და ჩემი საყვარელი გუნდი გახდა მაშინ 15 წლის ვიყავი ახლა დაახლოებით ამდენივე წლის შემდეგ იმედი გამომიჩნდა. რაღაც ხდება.

29

  • ცოტა ხნის წინ, მეგობრებთან, ირაკლისთან და ვასოსთან საუბრის დროს გამოვთქვი სურვილი რომ დამეწერა, ტუტორიალი როგორ უნდა ამოიცნო ყლე ან გამოყლევებული, ორივემ მომიწონა ჩანაფიქრი მაგრამ მითხრეს რომ ვერ დავწერდი, მე თავიდან შევეწინაღმდეგე მაგრამ შემდეგ მიხვდი რომ მართლები იყვნენ.  ალბათ  ასაკის ბრალია და რეფორმიზმისკენ გადაგდებული ლუკმის.
  • თითქმის 10 წლიანი(სინამდვილეში 8 წელია, უბრალოდ ათი ბევრად უკეთ ჟღერს) მემარცხენე აქტივიზმის  დროს დაგროვებული გამოცდილებით  დავასკვენი, რომ არ არსებობს იმაზე უხეირო მოკავშირე ვიდრე მემარცხენე  ლიბერალია და იმაზე ცუდი ტიპი ვიდრე საშუალო სტატისტიკური ანარქისტია.  მორალიზატორობის მორევში ჩავარდნილ   მემარცხენეს ყოველთვის ურჩევნია, ოპოზიციაში იყოს, ხოლო ანარქისტს უბრალოდ  დაყლევებული იყოს “ავტორიტატი” მემარცხენეების ჯინაზე.
  • კოსპიროლოგიის არასოდეს მჯეროდა, მაგრამ  ცოტა ხანი მომიწია შეხება ისეთ ხალხთან რომლებიც ქმნიან ქვეყნის პოლიტიკას, ახლა უკვე მტკიცედ მწამს, რომ ნებისმიერი კონსპიროლოგიის უკან იდიოტიზმის აუხსნელი მაგალითები იმალება, კონსპიროლოგიის განსაკუთრებით მძიმე ვარიანტები, ე.წ კონსერვატორი კოსპიროლოგები და მათთან მებრძოლი მოევროპელო ყლე ბავშვები არიან. (ამ შემთხვევაში ყლე ბავშვობას ასაკი არ აქვს)
  • ინტელექტუალურად ყველაზე საინტერესო ტიპები მემარცხენეები არიან, ყველა არა, მარქსისტები, კონსერვატორები, და გაწი გამოწიე ზოგიერთი ლიბერალი, უსარგებლო ანარქისტები.
  • სწავლა სიბერემდეა, არადა რატომღაც მგონია რომ ვინც ამას იძახდა და იძახის როგორც წესი საკუთარ თავს არ გულისხმობენ და არც იმას რასაც სწავლა ქვია, უფრო რაღაც ცხოვრებისეულ მომენტებზე აკეთებენ აქცენტს, მაგალითად წყალგაყვანილობის გათემვას, (ეჭვი მაქვს ამის სწავლა ჩემთვის ქრისტეს სასსწაულებზე მეტი იქნება)  მე კი მაგისტრანტი გავხდი, ოდესმე დოქტორანტიც გავხდები, რაიმეთი ხომ მაინც უნდა გავაგრძელო ოჯახის ტრადიციები. თან აღმოვაჩინე რომ საკმაოდ კარგი ლექტორი ვარ, ეს აღმოჩენა არ ვიცი იმიტომ გავაკეთე რომ საკუთარ თავზე ვარ შეყვარებული ტუ საფუძველი მქონდა მაგრამ აშკარად ზაფხულში, ჩატარებულ ებერტის ფონდის და პროგრესული ფორუმის ტრენინგებზე საკაიფოდ ვკითხულობდი თემებს.
  • ასაკთან ერთად უფრო რბილი ვხდები, ადრე თავს ვალდებულად ვთლიდი ფეისბუკის, ფორუმის მეშვეობით, ნებისმიერ სისულელეზე გამემახვილებინა ყურადღება და დაუღალავად მებრძოლა მის წინააღდეგ, ახლა კი პრინციპში, მოსტყნიათ პატრონი.
  • ბოლო პერიოდში საკუთარ თავზე დაკვირვებისას  კიდევ ერთი ტენდენცია აღმოვაჩინე, აღარ ვიმატებ ფეისბუკზე ნაშებს, პრინციპში იმ ტემპებით რა ტემპებითაც უკვე არსებული მარაგების  ათვისებას ვახდენ ,  მრავალათეულწლიანი სტრატეგიული მარაგები მაქვს.
  • მიხარია რომ იმ ქვეყანაში ვცხოვრობ სადაც კაზანტიპი ჩატარდა, არ ვიცი რომელი ტიპები უფრო არ მევასებიან, რომლებიც თვლიან რომ “ევროპა” კაზანტიპია თუ ისინი ვინც თვლიან რომ კაზანტიპის გამო აბაროტს იღებს ღმერთი, ერთადერთი რაც მათი განკითხვსგან თავს მაკავებინებს, შუაშისტის არაკომფორტული პოზიციაა.
  • ბევრი რამე არ ვიცი მაგრამ ერთი უეჭველი ვიცი, ყველაზე კარგი სერიალი, the wire არის, ყველაზე კარგი სიტკომი friends და ყველა დროის ყველაზე ცუდი სერიალი falling skies .
  • ნაცებმა გაიარეს სექტის ეტაპი და უკვე ორგანიზებული რელიგია არიან.
  • განსხვავება ასავალ დასავალის მკითხველსა და ნაცებს შორის ინგლისურ ენაზე გადის.
  • რამდენიმე თვის წინ, ერთ პატარა პოსტში დავწერე რომ თეორიულად, ვარაუდის დონეზე წარმოვიდგინოთ რომ ომი მართლა აფხაზებმა მოგვიგეს თქო და ამ რეალობით ვილაპარაკოთ თქო, თეორიულად თქო მაგრამ ასეთი ერთსულოვნება როგორიც ნაცებსა და ლიბერალ ყლე ბავშვებს შორის იყო მგონი არასოდეს მქონდა ნანახი, ზოგმა იცის მითხრა შენ სად იყავი, მე რომ ამას ვწერდიო, რამდენიმე მამაჩემის კბილა  თუ არა ოდნავ უმცროსმა პროფესორმა ისეთები დამიწერა რომ პრინციპში ან უნდა დამესტრელა ან უნდა გამეტარებინა, მოკლედ ქართველი ლიბერალი რომ გათალო, სარკისებულად არეკლილი ქართველი ჯიგარი პატრიოტი გამოითლება.
  • წელს ყველაზე კარგად დავისვენე, აგვისტოს 7-20 აგვისტოს ჩათვლით ურიცხვი რაოდენობის  ცივილიზაცია ვიტამაშე, ყოველ 3,5 დღეში მეგობრებთან ერთად, იმ სიცხეებში ვსვამდით, შედეგად  რეიტინგებში წინ წავიწიე და ბოლომდე გავანადგურე ყველანაირი ფინანსური რეზერვები,  სანამ შემიცოდებთ, მეც მოშნად შემეცოდა საკუთარი თავი.
  • პირველად ვიყავი მეჯვარე, ვახოს ქორწილში, მინდა ვთქვა რომ კარგი იყო, უბრალოდ ჯვარის დაწერის ქართული ტრადიცია უბრალოდ უშნო და არქაული არ არის, იდიოტიზმიცაა, თან სიძე-დედოფალ, მეჯვარეების სახით 80 პროცენტი ათეისტი იყო მაგრამ ქორწილი ხომ ოჯახის არის, არადა ძნ საკაიფო გამოვიდა.
  • საი ფაის კითხვას დავუბრუნდი, ჯორჯ მარტინი ძნ თესლი მწერალი ყოფილა ხოლო დენ სიმონსი კი საოცარ ეპიკურ საი ფაის წერს, უბრალოდ ლიტერატურული ბოდიალი რომ არ უყვარდეს, ჯორჯ მარტინი იქნებოდა(ვითომ ძნ ჭკვიანური ჩანართი)
  • მოკლედ 29 წელი ისევე მიხარია როგორც 19 წელი მიხაროდა, მართალია მხოლოდ ციფრები იცვლება, მაგრამ 30 მაინც სხვა პასუხისმგებლობაა, ნუ თავს მაინც მოვიტყუებ.

პოსტი დაწერილია ამ რუსული სტონერ მეტალ სიმღერის ფონზე.

რისი უფლება არ აქვს “სითი პარკს”?

  • პირველი ღამის უფლება. როგორც ანონიმური წყარო ამბობს,  მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მაგრამ თავად სიტი პარკმა განაცხადა უარი პირველი ღამის უფლებაზე , მერიამ მოამზადა შესაბამისი კანონპროექტი მაგრამ რატომღაც თავად სიტი პარკმა აღარ მოინდომა გაგრძელება. 
  • წლიური 1000 პროცენტზე მეტი მოგების. რაღაც არსებობსო როგორც თავად ინვესტორებმა განაცხადეს. 
  • დამატებითი ინვესტიციების განხორციელების.  2007 წელს როდესაც სითი პარკი თბილისში შემოვიდა, ქუჩები დაიხაზა, როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს ინვესტიცია, სადღაც 20 წელი საკმარისი უნდა იყოს. 
  • მოქალაქეების საჯაროდ ჩაქოლვის, როგორც  გამოირკვა, ეკონომიკურად არამომგებიანი იქნებოდა კომპანიიისთვის და კომპანიამ უარი განაცხადა პრივილეგიაზე. 
  • პარკინგის სისტემის მოწესრიგების უფლება. 
  • დენზე, პარკირების გადასახადის მიბმის. ეს კანონპროექტი  აქტიურად მუშავდებოდა მერიის იმ განყოფილებაში რომლებმაც დენზე ნაგავის მიბმა მოიფიქრეს,  მაგრამ მერიაში მომხდარმა ცვლილებებმა ეს შეუძლებელი გახადა.
  • ვაკის პარკში ხეების გაჩეხვის, მერიამ კონკურენტი არაფერში გვჭირდებაო და ამაზე ფიქრიც კი აუკრძალა “ებრაელ” ბიზნესმენებს. 

წიგნების რეცენზია-The dying of the light- George R. R. Martin

The dying of the light- George R. R. Martin

დიდი ხანია მაქვს სურვილი გავაკეთო ჩემს მიერ წაკითხული წიგნების მცირე რეცენზიები, მრავალი უშედეგო ცდის შემდგომ, როდესაც დაწერილი რეცენზიები დამიწერია და შემდგომ გამინადგურებია, ახლა პირველად ვცდილობ აღნიშნულ საქმეს შევეჭიდო, ამიტომაც ძალიანაც კრიტიკულიც ნუ იქნებით, ეს ჩემი პირველი ცდაა და იმედს ვიტოვებ დროთა განმავლობაში დაიხვეწება როგორც რეცენზიები ისე ჩემი უნარებიც დავწერო ის.

პირველი წიგნი რომლის რეცენზიასაც შევეჭიდე ჯორჯ მარტინი The dying of the ligtht  გახლავთ, სამეფო კარის თამაშების, იგივე ტრონების ავტორი დღეს განსაკუთრებით პოპულარულია, ძალიან რთულია ნახო ადამიანი რომელსაც არ გაუგია მარტინის შედევრის შესახებ. არადა ძალიან კარგი და ნამდვილად ეპოქალური ტრონების ავტორი არანაკლებ კარგი სამეცნიერო ფანტასტიკის ავტორი იყო, რომელიც ტრონების გამოსვლამდე მრავალი წლით ადრე უკვე აღიარებული ფანტასტი იყო.

სწორედ ამ პერიოდის წიგნია, The dying of the light, რომელიც შინაარსით, ორიგინალური იდეებით თავისუფლად შეიძლება  ნებისმიერი კარგი სამეცნიერო ფანტასტიკის გვერდით დავაყენოთ , ხოლო თხრობის მანერით და დამუშავებული პერსონაჟებით კი სულაც შეიძლება მოწინავეთა რიგებში აღმოჩნეს. წიგნში საკაიფოს არის აღწერილი მომაკვდავი, გალაქტიკის ცივი და ბნელი მხარისკენ მფრინავი პლანეტის ისტორია, სადაც საკუთარი დიდების ჩვენებისთვის დიდი გალაქტიკური ფესტივალი მოეწყო და სწორედ ამ ფესტივალის დასრულების შემდეგ იწყება წიგნის ისტორიაც.

67956

მარტინს ერთი ძალიან კარგი თვისება აქვს, რომელიც მე ძალიან მომწობს, მის არც ერთი ნაწარმოებში არ არის ის რაც ბევრ მწერალს ახასათებს, სრულიად უსარგებლო აღწერილობები რაღაც სიტუაციების და დიალოგები დიალოგებისთვის,  ფაქტიურად ყველა დიალოგი რაღაც კონკრეტული გეგმის ნაწილია და კარგად იკითხება, მთლიანად  ჯდება თანამედროვე კინოფილმების თუ  სერიალების ესთეტიკაში, მეტიც არამხოლოდ ტრონებიდან არამედ სხვა ნაწარმოებიდანაც  შესაძლებელია საკაიფო სერიალის ან ფილმის გაკეთება.

დერკ ტ’ლარიენი მომაკვდავ პლანეტაზე დაკარგული სიყვარულის დასაბრუნებლად ჩადის, მისი სიყვარული კავაანელების, აგრესიული სპარტანული აზროვნების  მქონე  ხალხის ერთ-ერთი ელიტარული,  აირონდჯოედების კლანის ლიდერის ჯაან ვიკარის  და მისი ტეინის გარს ჯანასეკის ბეტეინია(საერთო ცოლი), კავაანელები ქალებს მეორეხასისხოვარ არსებებად თვლიან და მთელი ცხოვრებას საკუთარ ტეინებს, ბავშვობიდან ან შემდგომ გაჩენილ მამაკაც მეგზურებს უკავშირებენ, ხოლო ქალები ყველაზე უკეთეს შემთხვევაში ბეტეინები ანუ საერთო ცოლები ხდებიან.

სწორედ ასეთ საზოგადოებაში მოხვედრილი დერეკი ცდილობს საკუთარი მარადიული სიყვარული გამოიხსნას და ამის შედეგად ის ახერხებს გადაიმტეროს, უცხოების მიმართ ნეგატიურად განწყობილი კავაანელები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ საკუთარი სოციალური სტატუსის ამაღლებას, უცხოების, “მუტანტების” მოკვლით.

წიგნის განვითარებასთან ერთად კარგად ჩანს ის თუ როგორ და რამ განაპირობა  კავაანელების საზოგადოებას ეს სპარტანული წესწყობილება , ირკვევა ის მიზეზები თუ რის გამო მოხდა ქალების როლის სრული ნიველირება  .  გარდა   ძალიან საინტერესო სოციალური თუ კულტურული შემადგენელისა, მარტინი რჩება საკუთარი სტილის ერთგული და მაქსიმალურად კარგად არის აღწერილი ის რის გამოც მარტინი თითქმის ყველა გემოვნების მქონე მკითხველისთვის თუ მაყურებილისთვის შეუცვლელია, მუდმივი  დაძაბულობა და გმირების შინაგანი განცდების თუ ტრანსფორმაციების ძალიან კარგი ასახვა, უკვე იმ პერიოდში კარგად  ჩანდა მარტინის საფირმო სტილი, კეთილის და ბოროტის განურჩევლობა, წიგნში ყველა ბოროტი კეთილია ან პირიქით, ყველა კეთილი ბოროტია.

შესაძლოა ბევრმა მომაკვდავ პლანეტაში და მოსალოდნელ სიკვდილში, ტრონებში არსებული ზამთრის მოლოდინი დაინახოს, მოკლედ მარტინის ფანებსაც ბევრი რამეს დანახვა შეუძლიათ. ისევე როგორც მარტინის როგორც ძალიან კარგი სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალის აღმოჩენაც.

მაქსიმალურად ვცდილობ ნაკლები სპოილერები მქონდეს,  ამიტომაც ვიტყვი რომ ეს კარგი წიგნია არამხოლოდ მარტინის მოყვარულთათვის არამედ მათთვისაც ვისაც უყვარს კარგი სამეცნიერო ფანტასტიკა, მძაფრსიუჟეტიანი და “მრაჩნი” ესთეტიკით, რაც მთავარია განსხვავებით მარტინის სხვა წიგნებისგან ამ ნაწარმოებში ძალიან ბევრია ისეთი რაზეც დაფიქრებაც შეიძლება და გააზრებაც.

ვერდიქტი 9,5/10

 

ძალიან მძიმედ ვართ

სახლში გვიან მოსულმა ორი რამე აღმოვაჩინე, პირველი ლიბერალის სტატია სადაც გარკვევით წერია რომ ”

17 მაისს მართლმადიდებლები და სასულიერო პირები მსვლელობას მოაწყობენ

და მეორე, სადაც ქართული ოცნების პარლამენტარი ნინო გოგუაძე კაპიტანი სიცხადის ფუნქციებს ითავსებს,  ლიბერალური ბოდიალის ყველა ნარატივს იმეორებს,(ამ თემაზე ალბატ კიდევ დავწერ რამეს)  ეს კიდევ არაფერი რომ არა საყოველთაო აღრფთოვანება ამ ბოდიალით.

 

მოკლედ, ძალიან მძიმედ ვართ, ძალიან.