Tag Archives: ავი კრიტიკა

როდესაც გმირი გმირს არ ჰგავს

რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი მემარცხენე საჯარო ინტექტუალს იუთუბ-ლექციაში კარგი ისტორია ჰქონდა გაშლილი, თუ როგორ შეუშალეს ხელი  მემარცხენე რადიკალურმა ჯგუფებმა, ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში მემარცხენეების  შესაძლო გაერთიანებას, მათი აზრის ეს გაერთიანება  არასაკმარისად რევოლუციონერული იქნებოდა, მას ზედმეტად რბილი გეგმები ჰქონდა და რადგანაც კაპიტალიზმის მყისიერ დემონტაჟს არ ითხოვდა, ოპორტუნისტული იყო,  ტრადიციულად ყველაფერი იმაში გადაიზარდა რომ გამოირკვა რომ მონაწილეების დიდი ნაწილი პოტენციური  მოღალატეა თუ არა მინიმუმ  ოპორტუნისტია და საბოლოოდ   ერთმანეთში იჩხუბეს და გააგრძელეს საკუთარ მიკროსექტებში, უზარმაზარი  ეგოების გახარება. ასე ჩაიშალა საკმაოდ პერსპექტიული გაერთიანება რომელსაც წესით კარგი პოტენციალი უნდა ჰქონოდა.

რატომ გამახსენდა ეს ისტორია? გურამ კაშიას ისტორია ძალიან ჩამოჰგავს ამ ისტორიას, ერთმა ძალიან კარგმა და გამორჩეულმა  პროფესიონალმა ფეხბურთელმა, საქართველოს ნაკრების ვიცე და ჰოლანდიური “ვიტესის” კაპიტანმა  გურამ კაშიამ , უმნიშვნელო ადგილობრივი ჰოლანდიური ჩემპიონატის მატჩის დროს, უეფას თუ ფიფას აქციის ფარგლებში როგორც გუნდის კაპიტანმა გაიკეთა სამკლაური , რომელიც იყო სიმბოლო იმ ძალადობის დაგმობის  რომელიც ევროპაში და მსოფლიოში ხორციელდება სექსუალური უმცირესობების მიმართ, ეს ფაქტი შეიძლება საერთოდ შეუმჩნეველი დარჩენოდა, რომ არა ფეხბურთის მოყვარული მცირე წრე, რომლებიც რატომღაც თუნდაც იგივე  გურამ კაშიას გამო  “ვიტესის” თამაშებს უყურებს და ამ ადამიანებმა და ფეიჯებმა  დაწერეს რომ ნუ განსჯით ამის გამო, ალბათ იძულებული იყო გაეკეთებინაო.თავად ამ ფაქტს როგორც ხდება ხოლმე ისევ ფეხბურთის მოყვარულებში მოჰყვა გამოხმაურება, ეს თემა მალევე მოკვდებოდა რომ არა ადამიანების ერთი ჯგუფის არაადეკვატური აქტიურობა.

მრავალი მიზეზის გამო, ელჯიბიტი თემებთან დაკავშირებული ისტორიები, უამრავ ადამიანს ატრიგერებს,  ერთ-ერთი ასავალ-დასავალის და მსგავი გაზეთების თუ ჟურნალების, “ჟურნალისტებია” რომლებმაც მყისიერად დაიწყეს ამ ისტორიის ტირაჟირება, საერთოდ  თუ რატომ ატრიგერებს ეს თემა ამ ადამიანებს  ცალკე საუბრის  თემაა, შეიძლება იმიტომ რომ ამ ჟურნალ გაზეთების მკითხველებში კარგად იყიდება ეს თემები, შეიძლება ვიღაცის შეკვეთაა(ჰიბრიდული ომის აჩრდილი რომ დაძრწის აქვე), ან უბრალოდ არაცნობიერი შიშებიც, მოკლედ მიზეზები და ახსნა უამრავია.  გურამ კაშია ფეხბურთის მოყვარულებისთვის თუ ძალიან კარგად არის ცნობილი,  მისდამი ჩემი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად  არც ისე ცნობილია ფეხბურთის  გარეთ მყოფი ადამიანებისთვის, ხოდა ამ ადამიანებმა, რომლებმაც  როგორც ჩანს საკმაოდ ცუდად იცნობდნენ ჩვენი კაპიტნის ბექგრაუნდს,  საკმაოდ შეურაცხმყოფელი და პირდაპირ ვთქვათ არაადეკვატურმა კომენტარები გააკეთეს, რამაც მყისიერად  აიძულა ფეხბურთის გულშემატკივრები დაეცვა საკუთარი კაპიტანი, მალე ამას კაშიას კომენტარიც მოჰყვა რომელმაც პირდაპირ თქვა რომ ის ნებისმიერი ძალადობის წინააღმდეგია.

პროცესი დაიწყო, ერთ მხარეს  ფეხბურთის მოყვარულები, თავად ფეხბურთელები და ის უამრავი ადამიანი რომელიც გურამ კაშიას იცნობს დადგა და მეორე მხარეს  ვიღაც მარგინალები  რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ ადამიანს მხოლოდ რომ  რომ ის ძალადობას გმობდა,  ძალიან ბუნებრივად გამოჩნდა რომ ეს პროცესი ერთ-ერთი ყველაზე კარგი პროცესი იყო რომელიც დიდი ხანია მომწიფებულია, 21-ე საუკუნეში ჰომოფობია რომ ანაქრონიზმია ამას ბევრი საუბარი არ სჭირდება, ისიც კარგად გამოჩნდა თუ რამხელა ძალა გააჩნია გურამ კაშიასნაირი ადამიანების გაბედულებას.

ძალიან სასიამოვნო სანახავი იყო როდესაც პროფესიონალი თუ არაპროფესიონალი, მოქმედი თუ ყოფილი ფეხბურთელები, გულშემატკივრები თუ  ჟურნალისტები  გამოდიოდნენ და კონსტიტუციას, ადამიანის უფლებებს და დეკლარაციებს თუ სხვა რამეებს ციტირებდნენ, ფეისბუკზე კარგად ჩანდა, პირობითი ლიბერალური წრეების გაოგნება, როდესაც მათი მოკავშირეები სრულიად წარმოუდგენელი ხალხი აღმოჩნდა.

თუმცა რათქმაუნდა როგორც აღმოჩნდა არაფერია იდეალური, კაშიამ გულწრფელად აღიარა რომ

“აბსოლუტურად ყველას ეკეთა და ვერც ხვდებიან, რომ ამხელა ამბავი მოყვა საქართველოში. ვერც ვუხსნი. აზრადაც არ მომსვლია, რომ ეგ სამკლაური ჩემი ინიციატივით გამეკეთებინა. არა, მართლა არ ყოფილა ეგეთი რამე. ბევრი ლაპარაკი გამოიწვია, რაც მე არ მსიამოვნებს”, – ამბობს კაშია.” https://goo.gl/KkGnx5

როგორც გამოირკვა, გმირი ისეთი არ არის როგორიც სხვადასხვა ჯგუფებს მიაჩნდა, ზოგისთვის არასაკმარისად განათლებულია, ზოგისთვის სპორტსმენია და ეს უკვე დიაგნოზია,  ზოგიერთი  თვლის რომ რადგან უბრალოდ ჰეტეროსექსუალი კაცია მისგან არაფერი დაიჯერება, ზოგისთვის არასაკმარისად გამბედავია, ზოგი ფიქრობს რომ ფარისეველია, მოკლედ ნელნელა პროცესი ჩანს  რომ კაშიას მხარდამჭერების ერთი ნაწილი გახარებული ნახულობს მიზეზებს თუ რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი ამ პროცესს.

თუმცა ყველაფრის მიუხედავად იმის თქმა ნამდვილად შეიძლება რომ, კარგად გამოჩნდა ჰომოფობია ჩვენს ქვეყანაში, ნელა მაგრამ მაინც ანაქრონიზმი ხდება, კარგად ჩანს რამხელა მნიშვნელობა აქვს, კაშიას და სხვა მაღალი სოციალური კაპიტალის მქონე ადამიანების მიერ ჩაგრული ჯგუფების მხარდაჭერას, ისიც კარგად ჩანს რომ გმირები არასოდეს არ არიან იდეალურები, ისინი უბრალო ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მეტიც მათ შეიძლება საერთოდ არ უნდოდეთ გმირად ყოფნა მაგრამ მათმა მტკიცე ხასიათმა განაპირობოს ეს გმირობა, გურამ კაშია დიდებული ფეხბურთელია, როგორც უამრავი ადამიანისგან გამიგია, გამორჩეული პროფესიონალი და უბრალოდ კარგი ადამიანია რომელიც უამრავ ადამიანს უმართავს ხელს და ახლა შეიძლება მისი სურვილის გარეშეც გმირი აღმოჩნდა, გმირი რომელმაც თითქოს მარტივი ჭეშმარიტება თქვა, 21 საუკუნეში ადამიანები თანასწორები ვართ.  ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს ამ გმირს მადლობა უნდა გადავუხადოთ, იმისთვის რომ მცირე სამოქალაქო გმირობა გამოიჩინა და საჯაროდ დააფიქსირა ის რასაც ბევრი ერიდებოდა.

 

 

ალეკო ელისაშვილი და მისი საარჩევნო კამპანია

ელისაშვილის საჯარო შეხვედრა ჰქონდა ჯიპას სტუდენტებთან და ეს კარგი შანსი იყო იმის გასარკვევად როგორ წარმოუდგენია ელისაშვილს ესა თუ ის პრობლემები, ამის შემდეგ მე ის გავაკეთე რასაც ჩვენთან ოპონენტი ან მომხრეები იშვიათად აკეთებენ ხოლმე, მოვუსმინე გამოსვლას.
ახლა ვეცდები არამოკლედ, ჩამოვაყალიბო ჩემი პოზიცია*(რომელიც რათქმაუნდა ღრმად სუბიექტური იქნება, ჩემი შეხედულებების თუ პოზიციებიდან გამომდინარე), აქვე, რადგანაც დავიწყე წერა, ელისაშვილის  მთლიან  საარჩევნო კამპანიას შევეხები და არამხოლოდ ამ გამოსვლას.
დავიწყოთ დადებითით.
1. კარგად აქვს გააზრებული ის პრობლემები რომელიც არის ამა თუ მიმართულებით,ამ შეხვედრაში მართალია ძირითადად სატრანსპორტო პრობლემაზე ილაპარაკა თუმცა მეტი დრო არც იყო. ვფიქრობ თავისმა პირადმა დამოკიდებულებამ თბილისის მიმართ(რომელიც ხშირად ძველი თბილისის გაიდიალებულ სიყვარულში გამოისახება) და საკრებულოში აქტიურმა მუშაობას უკვალოდ არ ჩაუვლია და კარგად დაინახა ის უამრავი პრობლემა რომელიც თბილისშია.
2. თურმე შეძლებია 21-ე საუკუნის ადამიანივით ლაპარაკი, რჩევის სახით დავამატებდი რაც მეტს ილაპარაკებს ამ ტონალობაში და გაუძლებს ცდუნებას ისე მოიქცეს რომელიც ზედმეტად ჰგავს  გასული საუკუნის დასაწყისის ქართველი ლიბერალს , მით უკეთესი იქნება მისთვის და მისი ამომრჩევლისთვის. თუმცა შეიძლება ყარაჩოღელი ლიბერალის არმოწონება მხოლოდ ჩემი ახირებაა.
3. აშკარად გაზრდილია იმ ალეკო ელისაშვილთან შედარებით რომელიც რამდენიმე წლის წინ იყო, მაგალითად დიდი ხანია არ გამიგია ის სისულელე რომელსაც თვითონ ამბობდა და ახლა მისი მომხმრეები უფრო ამბობენ, რომ ელისაშვილი აპოლიტიკურია და ასე შემდეგ. თითქოს ეს მისი სიძლიერეა, ამიტომაც არის აუცილებელი თუნდაც მცირე მაგრამ პოლიტიკური გამოცდილება, ადამიანებისთვის ვინც აპირებს პოლიტიკური თანამდებობის დაკავებას ,რეალური პოლიტიკა სულ სხვაა ვიდრე ენჯეო, ბიზნეს ან თუნდაც ჟურნალისტური გამოცდილება.
4.ნაციონალი არ არის და მისი ლიბერალური გარემოცვის აშკარა სურვილის მიუხედავად, რომელიც მაგალითად ცალსახად აიძულებდა საკრებულოს ბოლოდროინდელი დებოშის დროს ნაციონალებთან ერთად დამდგარიყო, ეს არ გააკეთა, ამ საქციელისთვის დიდი რესპექტი პირადად ჩემგან.
ახლა უარყოფითზე გადავიდეთ
1. ალეკო ელისაშვილის ყველა პრობლემა არამხოლოდ ალეკო ელისაშვილის პრობლემაა, ეს მისი თაობის პოლიტიკოსების, ექსპერტების თუ სხვა საჯარო ფიგურების პრობლემის ნაწილია, სამწუხაროდ ამ ადამიანებს საერთოდ არ აქვთ პოლიტიკური იდეოლოგიების ცოდნა(როგორც ჩემი ერთი უახლოესი მეგობარი ამბობს ამ ადამიანების 90 პროცენტი ჰეივუდის პოლიტიკური იდეოლოგიების შესავალს ვერ ჩააბარებდნენ ) თუ იმ ძირითადი ტენდენციების ცოდნა რომელიც აქტუალურია,  ამ დროს თითქოს არაფერი, პოლიტიკური იდეოლოგიებია. მაგრამ ის  უამრავი პრობლემა რომელზეც ელისაშვილი თუ სხვა ადამიანები ლაპარაკობენ ბევრად უფრო ადვილად აღსაქმელი იქნებოდა ჩვენთვის თუ  თავად ამ ელისაშვილისთვის ეს რომ ცოდნით ყოფილიყო გამყარებული,  მაგალითისთვის,  მთელი რიგი თემების გასაგებად რომელიც თბილისს აწუხებს,  ბაზისური ცოდნის ელემენტებია საჭირო, რომელიც უნივერსიტეტებში ისწავლება ან შესაძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში შენითაც შეისწავლო მაგრამ სულ მინიმუმ ამის სურვილია საჭირო. ეს ხარვეზი კარგად ჩანს ელისაშვილის გამოსვლებში, სადაც მკაფიოა რომ პრობლემის გულწრფელი აღქმა, არანაირად არ არის საკმარისი სინამდვილეში ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მითუმეტეს როდესაც პრობლემა სინამდვილეში სისტემურია და მისი შეცვლა უბრალოდ შეუძლებელია მხოლოდ კეთილი  სურვილით.
2. ძალიან მიჭირს ამ პრობლემას რაიმე მკაფიო სახელი დავარქვა, პირობითად მარტოხელა მგელის პრობლემას დავარქმევდი, წლები გადის და ისევ იგივე მეორდება.  ყველგან ყველა ცუდია მხოლოდ ალეკო ელისაშვილია ის პატიოსანი, პრინციპული ადამიანი რომელიც მუდამ ებრძვის სისტემას, არასოდეს იყიდება მაშინაც კი  როდესაც ირგვლივ ყველა გაიყიდა,  , მხოლოდ მან მოახერხა  ყველა ცდუნების გაძლება და შეინარჩუნა პოლიტიკური შურყვნელობა ,  პრინციპში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატისთვის ეს პოზიცია გასაგებია, თან ცოდვაც გამხელილი სჯობს ჩვენი პოლიტიკური ელიტა ნამდვილად  იძლევა იმის საშუალებას ის არცთუ წესიერია,  თუმცა აქვე დავძენ რომ ქართულ პოლიტიკაში უამრავი წესიერი და პატიოსანი ადამიანია, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ხნის წინ დაგვენგრეოდა თავზე ყველაფერი.  მაგრამ კარგად რომ  დავფიქრდეთ, ჩვენი პოლიტიკური სისტემიდან გამომდინარე, ქალაქის მერი  ელისაშვილი ისეთი  ქალაქის მმართვას,  საკრებულოსთან კოაბიტაციას, სადაც არამხოლოდ  მმართველი პარტია იქნება მის მიმართ მტრულად განწყობილი არამედ ოპოზიციაც.
3. თითქმის არ არსებობა რეალური პროგრამის, როგორც ასეთი არ არსებობს ან ღრმად კონსპირირებულია  თუ რას ან როგორ აპირებს  ელისაშვილი და მისი გუნდი(თუ მხოლოდ ელისაშვილი, მისი გუნდი ჯერ ფიქციაა) ,   კიდევ ერთხელ დავძენ ჩემი აზრით  თბილისის პრობლემების დიდი ნაწილი სისტემურია და პირდაპირ არის დაკავშირებული იმ რეალობასთან რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩამოყალიბდა და მისი შევცლა , უმტკვივნეულოდ უბრალოდ უტოპიაა, თან, თუ მმართველი პარტიის ან ყოფილი მმართველი პარტიის კანდიდატებს აქვთ ფუფუნება დეტალური და საფუძვლიანი გეგმის არ არსებობის, ელისაშვილს როგორც კანდიდატს, რომელიც წესით ალტერნატივა უნდა ყოფილიყო არსებული პოლიტიკური სისტემის, ჯერჯერობით მსგავსი არაფერი წარმოუდგენია ,  მაქსიმუმი ელისაშვილისგან რაც  გვესმის მხოლოდ არსებული ლიბერალური საშუალო კლასის რამდენიმე თემას (ველოსიპედები, ეკოლოგია) დამატებული ეკოლოგია და ზოგადი წუხილია კორუფციასთან დაკავშირებით.
4. პოლიტიკური გუნდის და პოლიტიკური პლატფორმის არ არსებობა, ამ თემაზე უამრავი რამე ითქვა და თუ თავიდან ელისაშვილი ამას თავის სიძლიერედ თვლიდა(რატომღაც) , ბოლო პერიოდის ინტერვიუებში უკვე დაიწყო საუბარი, პოლიტიკური პარტიის თუ მსგავსი სუბიექტის შექმნაზე,  დაგვიანებულია მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, აქაც ჩანს რომ პოლიტიკურმა ბატალიებმა და რეალურმა გამოცდილებამ, თუ როგორ შეაცვლევინა ელისაშვილს საკუთარი ანაქრონისტული წარმოდგენები, იმედია მალე მისი მომხრეებიც მიხვდებიან ამ აუცილებლობას.
მოკლედ ეს არის  რისი თქმაც მინდოდა, თავიდან მცირე სტატუსად ვფიქრობდი, მაგრამ აშკარად წერის მომენტში მიხვდი რომ ეს პოსტს უფრო ჰგავს და არანაირად პატარას.
ერთ დავამატებდი, მიუხედავად ჩემი პირადი დამოკიდებულებისა, რომელიც იმაში გამოიხატება რომ  ელისაშვილი ჩემთვის ორ ყველაზე ცუდ ჰაბიტუსს, ყარაჩოღელურ თბილისს და ლიბერალურს აერთიანებს(როგორ ახერხებს, არ ვიცი) , მაინც  მინდა რომ ელისაშვილი მეორე ადგილზე გავიდეს, ჯერ ერთი ეს კიდევ ერთ დიდ ლურსმანს ჩააჭედებს კუბოში რომელსაც ნაციონალური მოძრაობა და მისი ნარჩენები ეწოდება.
 მეორე, ელისაშვილს ჯერ კიდევ აქვს შანსი საკუთარი პოლიტიკური აჯენდით, ძალიან მკაცრი ზედამხედველობა გაუწიოს  მერიის პოლიტიკას, თუმცა ცუდი ის არის რომ ელისაშვილმა გაუშვა შანსი ეს როლი ბერნი სანდერსის მსგავსი ყოფილიყო, როდესაც ამერიკის წინა საპრეზიდენტო არჩევნების, დემოკრატიული პარტიის პრაიმერის დრო როგორც მაგალითად ბერნი სანდერსის ეპოპეამ დიდი გავლენა ჰილარი კლინტონზე და დემოკრატები და ჰილარი კლინტონი აიძულა  პროგრამა ბევრად მარცხნივ გადაეხარა,(შემდეგ რა მოხდა ეს სხვა საუბრის თემაა), თუმცა მისმა სუსტმა პოლიტიკურმა განათლებამ თუ ლიბერალურმა გარემოცვამ ამის შანსიც არ დაუტოვა, რჩება შანსი კარგი პოლიტიკურ ვოჩდოგად დარჩეს და შემდეგ პოლიტიკურ არჩვენებებში ბევრად კარგი შედეგი აჩვენოს.

 

29 დეკემბერი

ახალი პრემიერი

2012 წლის ოქტომბრის არჩევნების  შემდეგ უკვე მესამე პრემიერი გვყავს, ერთ წელიწადში მოულოდნელად გადამდგარი ბიძინა ივანიშვილს , 2015 წლის ბოლოს  ასევე მოულოდნელად გადამდგარი მისი შემცვლელიც ირაკლი ღარიბაშვილიც მიჰყვა   ოცნების გუნდს სხვა  არჩევანი არ დარჩა გარდა იმისა რომ პრემიერობის ახალ  კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი წარმოედგინა.giorgi_kvirikashvili

გიორგი კვირიკაშვილის მიმართ რთულია რაიმე პოზიცია გამოხატო, ერთის მხრივ რაც საყოველთაო მოწონებას იმსახურებს მისი ჰაბიტუსია რომელიც ლიბერალების ჩათვლით  ყველამ მოიწონა, განსაკუთრებით ეს სხვაობა  ღარიბაშვილის ხისტი და კონფრონტაციული მანერის ფონზე ჩანს , ასევე ბევრს მოსწონს მისი ეკონომიკური  ლიბერალური შეხედულებები, რომელიც პირობითად შეიძლება მოვნათლოთ როგორც კარგი და მისაღები ნეოლიბერალიზმი.

აქ ვფიქრობ განმარტების დროა,ალბათ შეგიმჩნევიათ  მემარცხენეებში ძალიან დიდია ცდუნება ნეოლიბერალიზმის თემით სპეკულირების, ჯერ ერთი  იმიტომ რომ ეს ძალიან მარტივი მეთოდია საკმაოდ რთული თემებს  უმარტივესი მეთოდოლოგიური  ახსნა მოუძებნო  და რაც ასევე მნიშვნელოვანია   გამარჯვებულობის შეგრძნებაც შეინარჩუნო, ასევე მეორეს მხრივ თანამედროვე ნეოლიბერალურ სამყაროში, მითუმეტეს პოსტ საბჭოთა ქვეყნებში სხვა ალტერნატივები როგორც წესი არც არასოდეს არსებითად არ  განხილულა.

თუმცა, სინამდვილეში საქმე რათქმაუნდა ეგრე მარტივად არ არის, ამის ყველაზე კარგი მაგალითად, ჩვენი რეგიონის ალბათ ყველაზე წარმატებული ნეოლიბერალური მთავრობის, სააკაშვილის მთავრობის ქეისი გამოდგება, იყო თუ არა სააკაშვილის მთავრობა ნეოლიბერალური იდეების გავლენის ქვეშ? უდაოა, რაღათქთმაუნდა იყო  თუმცა, იყო აქვე ჩნდება შეკითხვა იყო თუ არა  მისი  მეთოდები ნეოლიბერალური? რათქმაუნდა არა, სააკაშვილის გუნდის მეთოდები  იმის მიხედვით იცვლებოდა თუ რა საჭიროება იდგა, თავდაპირველად ჩვენს მთავრობას ნამდვილად კლასიკური გზა ჰქონდა არჩეული რომელიც კინაღამ 2007 წელს ხელისუფლების  ნაადრევი სახლში გაშვებით  დასრულდა, ეს შეცდომა კარგად იქნა გააზრებული და უკვე   2009 წლის შემდეგ  ხელისუფლება აშკარად სულ უფრო მზარდად იყენებდა ადმინისტრაციული კონტროლის მეთოდებს და ეკონომიკაში სახელმწიფოს მზარდ ჩარევას, შედეგად მეტნაკლები ეკონომიკური ზრდა და მოსახლოების, ბიზნესის და თითქმის ყველა სოციალური ჯგუფების სულ უფრო მზარდი გაბრაზება და  რასაც  შედეგად 2012 წლის ამბებიც მოჰყვა.

იმავე პერიოდში კარგად მახსოვს, სულ მუსირებდა იდეა, რომ არსებობს ნამდვილი, კარგი ნეოლიბერალიზმი, ანუ კარგი მიშიზმი, მიშისტური დიადი  საქმეები,  წამების და ბიზნესის ტერორის გარეშე, დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას რომ მსგავსი იდეების წარმომადგენლებისთვის ოქროს ერა დადგა, შეიძლება ამ ხალხისთვის  ცოტა უხერხულობას იწვევდეს, ახლანდელი პრემიერის ღრმად რელიგიურობა რომელიც მაგალითად როგორც ამბობენ  კაზანტიპის ფესტივალად დაგვიჯდა, მაგრამ მთავარი მაინც ძირითად იდეებში თანხვედრაა.

თუმცა მთავარი უხერხული შეკითხვები  მაინც მაშინ ჩნდება როდესაც სტატისტიკას უყურებ და აღმოაჩენ რომ საქართველოს ეკონომიკა პრინციპში მაშინ იზრდებოდა როდესაც, მსოფლიო გლობალური ტრენდი აღმავალ ფაზაში იყო და ეკონომიკაში სახელმწიფოს მზარდი ჩარევა იყო და მაშინ ნელდებოდა როდესაც გლობალური ეკონომიკა კრიზისში შედიოდა და სახელმწიფოს ჩარევაც მცირდებოდა.

თუმცა, წესიერ ნეოლიბერალებს, ანუ იმ ხალხს ვისაც უბრალოდ არ სჯერა რომ სახელმწიფოს შეუძლია  რაიმე დადებითი  შექმნას, ერთი კარგი თვისება აქვთ, რაღაცით ჯადოქრებს ჰგავენ რომლებიც რაღაც შელოცვებს ამბობენ რომლებსაც უბრალოდ წარმოთქმის შემდეგ ეძლევათ ძალა, მაგალითად ასეთი მრავალწლიანი შელოცვაა, გიგანტური ოდენობის ინვესტიციების მოლოდინი, ან მაგალითად როგორც დიმიტრი ქუმსიშვილის ამ დღეებში გაკეთებული განცხადება, “კერძო სექტორი არის ჩვენი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა”,ან ის მოლოდინები რომელიც სხვადასხვა გლობალურ პროექტებში ჩვენს ჩართვას უკავშირდება, მოკლედ ამ შელოცვებს ერთი კარგი თვისება აქვთ, არ არის გამორიცხული ეს შელოცვები დაემთხვას, გლობალური ეკონომიკური სტაგნაციის დასასრულს და ჩვენი ეკონომიკური ზრდაც გაგრძელდეს თუ არადა ყოველთვის შეიძლება იმის თქმა რომ დამნაშავე 2012 წლის  შემდეგ 300  მილიონი ლარით გაზრდილი ჯანდაცვის ხარჯებია, ხო მიშას დროს ჯანდაცვის ხარჯები 2012 წელს თითქმის 400 მილიონს აღწევდა(ანუ წყალში იყრებოდა) ეხლა კი 2015 წელს 700 მილიონის ფარგლებში მერყეობს და მეტნაკლებად მოსახლოების კმაყოფილებას იწვევს, რაც თვით ენდიაის კვლევებში აისახება.

თუმცა ყველაფრის მიუხედავად ვუსურვებ ჩვენს ახალ პრემიერს წარმატებას,შეიძლება ჩემი და ჩემი მეგობრების კრიტიკული დამოკიდებულება იმის ფონზე რომ თავს ხელისუფლების მომხმრეებად მივიჩნევთ უცნაურად ჟღერდეს მაგრამ ამ დროს ვუდი ალენის სიტყვები მახსენდება, “ეს თქვენთვის ვარ ათეისტი თორემ ღმერთისთვის ლოიალური ოპოზიცია ვარ” .

p.s  2015 წელი ჩემი ბლოგის არსებობის ისტორიაში ყველაზე ნაკლებად დატვირთული  წელი იყო, პრინციპში ცოდვა გამხელილი სჯობს  არც მანამდე გამოვირჩეოდი ხშირი განახლებებით მაგრამ 2015-ში ამ ყველაფერმა თავის ფსკერს მიაღწია, სულ   რამდენიმე მცირე პოსტის გარდა თითქმის არაფერი დამიწერია,  თუმცა ამიერიდან ამის შეცვლას ვაპირებ, ვფიქრობ და გადაწყვეტილი მაქვს, ბევრად ხშირი განახლებები მქონდეს, ძირითადი თემა რაღათქმაუნდა პოლიტიკა იქნება თუმცა შესაძლოა  პერიოდულად  ისეთი თემები დაემატოს  რაშიც პრინციპში მეტნაკლები კომპეტენცია გამაჩნია, შეიძლება ეს იყოს სხვადასხვა სერიალები, კომპიუტერული თამაშები თუ უბრალოდ ბლოგისთვის დამახასიათებელი თემები.

მოკლედ 2016 წელი ჩემი ბლოგისთვის და ჩემი მკითხველებითვის, მეგობრებისთვის, თანამოაზრეეებისთვის , ოპონონტებისთვის თუ უბრალოდ შემთხვევით მოხვედრილი ტიპებისთვის იდეაში ბევრად მეტი საკითხავი მასალით  იქნება გამორჩეული.

მარგველა

როდესაც ქართული ფეხბურთის იდიოტიზმის შესახებ მინდა რამე მოვყვე, ერთ ისტორიას ვიხსენებ, თავს ვერ დავდებ რომ ნაღდია, თუმცა ძალიან ჩამოჰგავს ნაღდს, 2000-იანების  დასაწყისში, თბილისის “ლოკომოტივში”, სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელების ჩამოყვანა დაიწყეს, ხოდა იმავე პერიოდში, როგორც მავანი ამბობს, ლოკომოტივის ხელმძღვანელობას 17 წლის ჯეფერსონ ფარფანი მიუყვანეს, ხოდა იმავე მავანის ვერსიით, დიდმა ქართველმა სკაუტმა, მურთაზ ხურცილავამ დაიწუნა, ამისგან ფეხბურთელი არ გამოვაო.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ვიცი ეს ისტორია ნაღდია თუ არა, თუმცა იმდენად საკაიფოა რომ მინდა ნაღდი იყოს, ხოდა ჯეისონ ფარფანის დაწუნება უფრო იხსნება ვიდრე ის თუ რა მოეწონა  მეორე ცნობილ სკაუტს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს გიორგი მარგველაშვილში.

ჯერჯერობით მარგველა მხოლოდ ენჯეობს და კონსტიტუციონალისტებს მოსწონთ, მეორეებს უფრო  იმ პონტში რომ მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტი და პრემიერის მიერ განხორციელებული ამ ინსტიტუტის პერიოდული ბულინგი  არ გვაძლევს საშუალებას დავივიწყოთ ჩვენი კონსტიტუციონალისტები.

პ.ს ბონუსად მარგველას ცეკვა.  

მოსაზრება “ბლანდინკას” შემთხვევაზე

დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ გაავრცელა(რა ცინიზმია) ვიდეო სადაც ერთ-ერთი მოქალაქე(რომელიც ძალიან გავს ანეკდოტურ “ბლანდინკას) ცდილობს, პატრულს ეკაჩავოს, მათივე ზემდგომი პოლიციელის მეშვეობით.

რათქმაუნდა როგორც მოსალოდნელი იყო, ამას მოქალაქებიის და ინტერნეტში  მორალის სადარაჯოზე მყოფი იუზერებს  სამართლიანი აღშფოთება მოჰყვა, როდის ყოფილა  ჩვენს ქვეყანაში რომ ვინმე, მითუმეტეს ნაშური გარეგნობის მქონე გოგოები  მსგავს პრობლემებს ზემდგომი პოლიციელების მეშვეობით აგვარებედნენ? შევეშვათ ირონიზირებას და გადავიდეთ შეფასებაზე:

ვფიქრობ აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტებია რომელიც სიმარტივითსვის  ვფიქრობ ტოპიკების მეშვეობით გამოვხატო:

  • საქართველოში და ლამის მთელ მსოფლიოში არსებობს ეს  მანკიერი პრაქტიკა და პრინციპში ყველაფერი იმით განისაზღვრება რა რეაქციები მოჰყვება ხოლმე მსგავს შემთხვევებს , სირაქლემას პოზიციას დაიჭერს შესაბამი უწყება  თუ მოჰყვება ამას  კოსმეტიკური რეაქციები, ანუ მინიმუმ იმ ტიპის განთავისუფლება რომლის სახელსაც იყენებდა ის მოქალაქე. ეჭვიც არ მეპარება გამოჩნდება ხალხი რომელიც ამ მოვლენაში  ხელისუფლების და მინის სასახლეში მყოფი დენ სიაპონის ჩანაფიქრს  ან კიდევ უფრო ნიჭიერი ხალხი რომლებიც ამაში ვლადიმერ პუტინის სახეს დაინახავს.
  • პირდაპირ ვთქვათ საქართველოში პოლიციას წარმოუდგენელად დიდი უფლებები აქვს, იმაზე დიდი ვიდრე ეს შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ასევე ისიც დავამატოთ რომ ოცნებამ ეს პრობლემა არათუ არ მოაგვარა არამედ პირიქით უბრალოდ მათ თავის ტკივილი მოაცილა,  ანუ ადრე თუ პოლიტიკურად მოტივირებული პოლიცია გვყავდა ახლა გვყავს პოლიცია რომელსაც პოლიტიკური მოტივაცია გაუქრა და დარჩა მხოლოდ საკუთარი ინტერესები, იქნება ეს კორპორატიული თუ უბრალოდ პირადი. ადრე პოლიციას უწევდა ერკვია ესა თუ ის ადამიანი ნაცების მომხრე იყო თუ არა, ახლა პირდაპირ შეუძლია საკუთარი ხედვით მოაწესრიგოს ეს პრობლემა.
  • მართალია ბევრს ვიცი არ მოეწონება მაგრამ ნაციონალური მოძრაობის დროს არათუ ხდებოდა მსგავსი ფაქტები, არამედ ეს სახელმწიფო დონეზე იყო აყვანილი, გაიხსენეთ როგორც დაიწყო გირგვლიანის ამბავი და იქ ვანო მერაბიშვილის მეუღლის როლი, ან თუნდაც ნანუკა ჟორჟოლიანის ქეისი, როდესაც ცნობილმა ჟურნალისტმა, თავის ქმარს როგორ დააჭერინა მავანი ხულიგანები რომლებიც ტელეფონზე ურეკავდნენ და ეუზრდელებოდნენ, თან რაც მთავარი ნაციონალური მოძრაობის დროს შექმნილია ის პოლიცია რომელიც ახლა ჩვენ გვყავს.
  • ეროვნული მაზოხიზმი ასწორებს(ანუ მოთქმა და გოდება რომ მხოლოდ ჩვენთან ხდება ეს, უცხოეთში უნდა წავიდე, ღმერთო მეტეორი გვესროლე და ასე შემდეგ) რაღაც ასაკამდე მეტიც,  უბრალოდ აუცილებელია, მე ვფიქრობ ნებისმიერი თინეიჯერის ჩამოყალიბების პერიოდში  ნორმალური განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რადგანაც ამ დროს ხდება არსებული შეხედულებების დესტრუქცია და მის ნაცვლად ახლის ფორმირება,  თუმცა შემდგომ ასაკში ამის გაგრძელება ცოტა არ იყოს უკვე ტეხავს. სხვა თუ არაფერი იდეაში ცოდნა გემატება და უკვე კრიტიკული არამხოლოდ საკუთარი ქვეყნის და ტრადიციების მიმართ ხარ არამედ ხვდები რომ ტრადიციები ან ერთნაირად ცუდია ყველგან ან ერთნაირად კარგი, გააჩნია რომელ მხარეს ხარ.
  • კიდევ უფრო ტეხავს იმ გოგოს პირადი ცხოვრების გამომზეურება, მითუმეტეს ტეხავს  ეს იმ ხალხისგან რომლებიც ფემინისტური თუ ლიბერალური ღირებულების გამო მზად არიან  სხვებს ყელი გამოღადრონ, თან რას ვღებულობთ, ის გოგო საეჭვოდ კარგად ჯდება ბლანდინკას-ქერას ქართული ანალოგის ყველა სტანდრატში. ეს ხომ ისედაც ვიცოდით -_- ანეკდოტები და სტერეოტიპები მართლა ჰაერიდან ხომ არ არის აღებული (ეს არ ეხება ქართულ კომედიურ შოუებს და ლიბერალების წარმოდგენებს, მათ სხვა სამყაროდან აქვთ ინსპირაცია)
  • აქ უკვე პირადი ინტერესი მაქვს, მაინტერესებს   ჩემი რამდენი ნაცნობი დაიყვანს ამას მართლმადიდებლური ეთიკის თემამდე, უბრალოდ მაინტერესებს. ვებერი საფლავში ტრიალებს ალბათ იმის ფონზე თუ რა უქნეს მის თეორიას შორეულ საქართველოში.
  • გამოსავალი რათქმაუნდა არსებობს და ის არა კოსმეტიკურ რეაქციებშია რომელიც ამას შეიძლება მოჰყვეს, არამედ პოლიციის კარდინალურ რეფორმირებაში, პირველ რიგში იმაში რომ პოლიციაში ახალი ხალხი უნდა მივიდეს და არ უნდა იყოს ის მხოლოდ ფიზიკურად ძლიერი ტიპების, არშემდგარი ძველი ბიჭების თუ სხვა საეჭვო ხალხის თავშეყრის ადგილად, უნდა მოხდეს  სხვა ჰაბიტუსის მქონე ტიპების რეკრუტირება და რაც მთავარია არსებული კადრების, მუდმივი ტრენინგები და გადამზადებები.

ნოემბერი

  • ნოემბერში ერთი ტოტალიტარული სექტის თავდასხმის ობიექტი გავხდი, პრინციპში უსამართლოდ თქო ვერ ვიტყვი, ბენდუქიძის გარდაცვალების გაგების შემდეგ როგორც ჰუმანისტ ადამიანს შეეფერება, მეც დავინტერესდი რა ბედი ეწეოდა, სოციალკაზე მყოფ ბაზრის ფუნდამენტალისტებს, ვერ გამიგეს. ეგ არაფერი ხდება ხოლმე.
  • ბენდუქიძის გარდაცვალებაზე და შემდეგ ჩემი და კიდევ რამდენიმეს რეაქციებს(რომლებიც განსხვავდებოდნენ, მკვეთრად, დაწყებული ჩემი ღლიცინისგან და ზოგიერთის ნამდვილად რადიკალური განცხადებებს) მოჰყვა მაღალმორალური მემარცხენეების სხვადასხვა გამოხმაურებები, თუმცა ყველაზე მეტად ერთი ნაწილი მომეწონა, აი ის ტრადიციული  ნაწილი რომელსაც ნებისმიერი პოზიციები დაჰყავს იქამდე რომ ყველა ცუდია და მხოლოდ ისინი არიან კარგები და პუშისტიკები.
  • ერთი ქართველი მემარცხენე , რომელიც ჯერ ბენდუსთან მუშაობდა, მერე ბერას ტელევიზიაში და ეჭვი მაქვს შემდეგი ოლიგარქის ბიზნესშიც იმუშავებს ისეთი მაღალმორალური განცხადებებით გამოვიდა რომ თავი ცოტა არ იყოს უხერხულად ვიგრძენი, არადა მის საქციელს  სხვადასხვა ენაზე სხვადასხვა სახელები ქვია.
  • ბათუმში ვიყავი, სამი თვის გახდა ჩემი ძმისშვილი და სანამ მართლა სკოლაში არ წავიდა მანამდე ჩავედი სანახავად, ნამდვილად საყვარელი ბავშვია და მაგარი კაცია თუმცა ჩემი ნათესავების მოლოდინი რომ  ბავშვის დანახვის შემდეგ შემშურდებოდა და მეც მომინდებოდა მგონი, რბილად რომ ვთქვა არაადეკვატურია.
  • იმისთვის რომ ეს ჩანაწერები გავაკეთო, პერიოდულად ჩანაწერებს ვაკეთებ(ხო კარგი სინამდვილში მხოლოდ ერთი ჩანაწერი გავაკეთე)რათა არ დაკარგოს სამყარომ  ის ბრძნული და ღრმა აზრები  რომლებიც ჩემს ტვინში იბადება  სანამ რამეს  დავწერ,   ერთ-ერთი ასეთი აზრი ეხებოდა, იმ ბიჭებს რომლებიც ატკრავენად მსუქანი გოგოების ფოტოებს აშეარებენ და ზემოდან აწერენ “ნამდვილი სილამაზე”, იმაზე უფრო ლუზერები ხართ ვიდრე თავად ეს საზოგადოება გთვლით.
  • ერთხელ ირაკლიმ(გუნიას ვგულისხმობ ხოლმე, ყველა გვარით ეძახის და მე დავარღვევ ამ ტრადიციას) საკაიფო რაღაც მომწერა, ილიამ იმ ბევრ დადებითთან ერთად რომელიც გააკეთა ერთი რამე გაფუჭაო(პერიფრაზია), ერის მამის პოზიციაზე მუდმივი ვაკანსია გააჩინაო, ხოდა როგორც აღმოვაჩინე, რამდენიმე ახალგაზრდა უკვე ემზადება ამ მძიმე მისიის საკისრებლად, სხვაგვარად ვერაფრით ავხსნი 22-25 წლის ბიჭების ცხოვრებისეული დარიგებებით და რჩევებით აღსასვე პოსტებს, თუმცა ეს არაფერია, ცუდი ისაა რომ ბევრს მოსწონს.
  • ბენდუქიძიზე ღლიცინის შემდეგ კომენტარების შეჯამების შემდეგ მივხდი რომ ეს ყველაფერი იმის ბრალი ყოფილა რომ უბრალოდ ადამიანურობა დამიკარგავს.
  • ქართული ტელეზივიები ახალ ლეველზე ავიდა.  გადაწყდა იმისთვის რომ ყველაზე ცუდი გადაცემა  გაკეთდეს  საკმარისი არ არის დუტა სხირტლაძეს, ინგა გრიგოლიას,ეკა ხოფერიას და  შალვა რამიშვილს ცალკ ცალკე ჰქონდეთ გადაცემები, როგორც საბაზრო კანონები გვასწავლიან კონკურენციაში გამოვლინდება ყველაზე ცუდი გადაცემა როგორც ჩანს ამ შემთხვევაში არ მოქმედებს, აშკარად  საკმარისი არ არის ის დღეები როდესაც ეს ჟურნალისტები საღამოებს გვიფუჭებენ, სწორედ ამ მიზნით გადაწყდა, რაღაცნაირად ფლორენტინო პერესის სტილში, ახალი ჟურნალისტური გალაქტიკო გაკეთება და ყველა ცუდი ჟურნალისტი ერთ გადაცემაში შეიკრიბა,  მოკლედ ასეთი გადაცემაა იმედის კვირა. იქ ყველაფერია, მაღალმორალური ინგა გრიგოლია, მკვლელი(ყველანარი გადაცემების)  20 წლიანი სტაჟით დუტა სხირტლაძე, საკუთარ თავზე შეყვარებული შალვა რამიშვილი, რომელიც სხვა ჟურნალისტების ფონზე ფრიდრის ფონ ჰაიეკს თამაშობს, არაადეკვატური ეკა ხოფერია და ნანიკო ხაზარაძე.
  • თეატრში ვიყავი, მგონი პირველად, ბავშვობაში არ ითვლება, რას არ იზამს კაცი პატარა საყვარელი გოგოების გამო.
  • დათო ზურაბიშვილმა წამშალა, რამდენიმე წელია ვითმენ იმ მაღალფარდოვან სისულელებს რომლენსაც ბატონი დათო წერდა ხოლმე, ერთხელაც ვერ მოვითმინე და დავწერე რომ მეფე შიშველია, ხოდა როგორ მოსალონდელი იყო, რეზო ამაშუკელის კრიტიკას შემადარა(კტობ სამნივალსია).  რატომღაც საქართველოში პოლიტიკის უმაღლეს  პილოტაჟად ითვლება ხელისულებაში ყოფნის დროს, პასუხისმგებლობის არ აღება და ოპოზიციონერის როლის მორგება, თითქოს ესაა ნამდვილი პოლიტიკა, მთავარია არა ის პასუხისმგებლობა რომელიც ამომრჩეველმა მოგცა არამედ რაღაც პროგრესული ფეისბუკელების ლაიკებზე ნადირობა.
  • რკინიგზელების გმირული ბრძოლის და გამარჯვების შემდეგ ამ ღონისძიებისადმი მიღძვნილ საღამოზე ნოემბრის მთავარი სქრინი გავაძრე, უბრალოდ ჩვეულებრივი ფემინიზმი in action.

ce2ab85ee0320a929660e26f1932190c

http://gyazo.com/ce2ab85ee0320a929660e26f1932190c ( ფოტოს სანახავად ეს ლინკი გამოიყენეთ)

  • მგონი ცოტა მძიმე პოსტი გამომივიდა, რაღაცნაირად ადამიანობის დაკარგვის შემდეგ მგონი ის სილაღეც დავკარგე რაც მქონდა .

 

ოქტომბერი

  • ყველაზე ცუდი იდეები დილის საათებში იბადება, განსაკუთრებით დილის 6-7 საათამდე, ოღონდ ერთი შესწორებით თუ ახალგაღვიძებული ხარ და არა როგორც ტრადიციულად დაწოლას რომ აპირებ. სწორედ ასეთ დროს დამებადა იდეა მომეძებნა ჩემი კლასელი რომელიც წლებია არ მინახავს, ხოდა ახლა მომიწევს ნახვა, მასაც მოვნატრებივარ.
  • გუშინ დილით(ცუდი იდეები რომ იბადება იმ დროს)  გადავწყვიტე შემედგინა ჩემი ბიუჯეტი. ბოლოს მივხდი რომ ეს არა ბიუჯეტი არამედ   მევალეების სიაა.
  • ახლახანს აღმოვაჩინე რომ ჩემი მეგობრების ნაწილს ყველაზე მეტად რაც ჩემგან აუთვისებიათ ეს ჩემი დამცივანი დამოკიდებულებაა ზუსტად ასეთი პოსტების მიმართ როგორსაც ახლა მე ვწერ. მიუხედავად იმისა რომ ვიცი ასე იქნება მზად ვარ ავიტანო.
  • რა მუსიკას უსმენ? არადა ზუსტად ვიცოდი რომ რედიოჰედის ფანი იქნებოდა, შევცდი, ტომ იორკის მოყვარული ყოფილა. ისე, თუ  კარგად დაუკვირდები, რაღაც პერიოდის შემდეგ უკვე თამამად  შეგიძლია  ამოიცნო, რედიოჰედის, ნიუ ორდერის თუ ტომ ვეიტსის ფანი გოგოები. მთავარი საიდუმლო იმ სიბრძნეშია რომელსაც თვალებში ამოიკითხავ,საბოლოო ჯამში  მართალი ყოფილა როდესაც ამბობენ თვალები სული სარკეაო.
  • გუშინწინ გავრცელდა ინფორმაცია ვიღაც მწერალზე რომელმაც დაწერა ისტორია იმაზე თუ როგორ ჩამოაგდეს ავტობუსიდან ებოლაზე ეჭვმიტანილი შავკანიანი ფრანგი, მოკლედ ეს ფაქტი ისეტი არგუმენტაციით გავაქარწყლე რომ მივხდი, კრიმინალური სერიალების ყურებას უშედეგეგოდ არ ჩაუვლია, რაც მთავარია ამის შემდეგ სხვებიც ამყვნენ, ორმაგად სასიხარულოა როდესაც ხვდები რომ მასებზე ზეგავლენა ისევ შეგიძლია, კიდევ უფრო მაგარია როდესაც ხვდები რომ საკუთარ თავს უნიჭიერესად ატყუებ.
  • ყველაზე მეტად მიხარია  გუნიას სამუშაო გრაფიკი,მიხარია როდესაც ადამიანი ყოველ ღამე კაცობრიობაზე ფიქრში ათენებს და შედეგად  საშუალება გვაქვს  დილის 5-9 საათამდე ჩვენი მიზანტროპულ ინტელექტუალური საუბრებით შეცვალოთ სამყარო , ეს საუბრები  აშკარად ერთადერთი დადებითია დილით რაც ხდება . როგორც უკვე დავწერე, არაფერი ჭკვიანური და საინტერესო დილით არ ხდება. ტყუილად არ დგებოდა ადოლფ ჰიტლერი დილაუთენია.
  • ყოველთვის მეგონა რომ ქალებს ფეხბურთზე ლაპარაკი არ შეუძლიათ, ბექემი მომწონს და იტალიის ნაკრებს კარგი და საყვარელი ფეხბურთელები ჰყავთ არ ითვლება, თუმცა უკვე ვიცი ვცდებოდი, სტერეოტიპებს არ უნდა ენდო. არსებობენ ლამაზი გოგოებიც რომლებმაც კარგად იციან ფეხბურთი, თუმცა ფეხბურთზე საუბარი მაინც რაღაცნაირი შეგრძნება ტოვებს ასეთ გოგოებთან.
  • ყოველთვის მეგონა რომ ყველაზე უინტერესო თემა რა? სად? როდის? ჩატარებული ტურების  შემდგომი გარჩევაა, ვისაც ჰქონია შეხება კლუბის წევრებთან მიხვდება რაზეა საუბარი. ახლა ვხდები რომ სიცრუეში მიცხოვრია, ყველაზე უინტერესო ფიტნესზე საუბარი ყოფილა, მითუმეტეს როდესაც  ამაზე საუბრობს ფილოსოფიით გატაცებული, ცვეტში ნიჭიერი და ნაკითხი ძმაკაცი საერთოდ კატასტროფა ყოფილა
  • ძმაკაცს ერთი საღვთო მოვალეობა აქვს, მაქსიმალურად დაიმახსოვროს  ყველა შემო პრომახი და შემდეგ ძალიან, რაც შეიძლება  ბევრჯერ შეგახსენოს, განსაკუთრებით ისტორიები სასიყვარულო,  ფრონტზე, თუმცა ზოგიერთი ძმაკაცის ისტორიები, ისეთ სტადიაშია,  რომ ცხარე ცრემლების გარეშე უკვე აღარ მოიყოლება.

ის რასაც ვერ ნახავ ქართულ ტელევიზიებში

  • საინტერესო გადაცემას შაბათ კვირას.
  • საინტერესო გადაცემას ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
  • იუმორისტულ შოუს რომელიც სასაცილოა
  • იუმორისტულ შოუს რომელიც შოუა.
  • იუმორისტულ შოუს რომლის მთავარი ღირსება ქუთაისური აქცენტი და ყლე ღადაობა არაა.
  • ჭკვიან ჟურნალისტს.
  • ლამაზ ჟურნალისტ (ნუ ბოლო დროს გამოსწორება დაიწყო)
  • ჟურნალისტს რომელმაც იცის საიდუმლო, თუ რა მიზეზით  იწვევენ გადაცემაში გივი სიხარულიძეს.
  • პირველ ჟურნალისტს რომელსაც მოუვიდა თავში იდეა ბატონი გივი მოეწვია.
  • ჟურნალისტს, რომელმაც იცის ადეკვატური კითხვის დასმა და არა რესპოდენტის მიერ წარმოთქმული  ბოლო დასმული წინადადების გამეორება  და ისე შეკითხვა თითქოს მისი მოფიქრებული შეკითხვა ყოფილიყოს.
  • ეროვნულ პროექტს რომლის ყურებაც არ გაგიტდება.
  • ეროვნულ პროექტს სადაც ნებისმიერ იდიოტი რომელიც პატრიოტულ მოტივებს გამოიყენებს და ფავორიტი არ იქნება
  • ეროვნულ პროექტს სადაც ნებისმიერი ჟღვინტიანი 3-4 წლის ბავშვი ასევე ფავორიტი არ იქნება.
  • ქართულად კარგად ნათარგმნ ფილმს.
  • ლიბერიულ ან  კამბოჯურ სერიალს.
  • ანალიტიკურ გადაცემას რომელიც “ანალ”-იტიკად არ გადაიქცევა.
  • ჭკვიან ექსპერტს.
  • ექსპერტს, რომელმაც იცის რისი ექსპერტია.
  • ოპოზიციას გარდა ნაცმოძრაობისა.
  • ჭკვიან ნაციონალს რომელიც აღიარებს რომ მოძრაობის რომელსაც ის წარმოადგენს  შეცდომები არ ყოფილა გზების დაგება და “ქვეყნის აყვავება”.
  • ჟურნალისტს რომელიც შეკითხვას უსვამს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს რეალურად არსებულ დანაშაულებებზე.
  • უფლებადამცველს რომელმაც იცის რაც ნიშნავს ადამიანის უფლებების დაცვა.
  • გადაცემას რომელიც გამოხატავს მოსახლოებისთვის მნიშველოვან პრობლემას.
  • პოლიტიკური შოუს, რომელიც ყაყანში არ გადაიზრდება.
  • მიზეზს რომელიც გაიძულებს  ადამიანს გადართო საზოგადოებრივ მაუწყებელზე. (არადა იძახიან გამოსწორდაო)
  • რელიგიურ თემატიკაზე გადაცემას რომელიც არ შეურაცხყოფს როგორც მორწმუნეებს ისე ურწმუნოებს.
  • ურწმუნოებს,  რომელთა არსებობას საგულდაგულოდ მალავენ, ეკლესიის მენეჯმენტით უკმაყოფილოები სხვა თემაა, ეს ეკლესიის შიდა პრობლემებია.