Tag Archives: არჩევნები2017

ალეკო ელისაშვილი და მისი საარჩევნო კამპანია

ელისაშვილის საჯარო შეხვედრა ჰქონდა ჯიპას სტუდენტებთან და ეს კარგი შანსი იყო იმის გასარკვევად როგორ წარმოუდგენია ელისაშვილს ესა თუ ის პრობლემები, ამის შემდეგ მე ის გავაკეთე რასაც ჩვენთან ოპონენტი ან მომხრეები იშვიათად აკეთებენ ხოლმე, მოვუსმინე გამოსვლას.
ახლა ვეცდები არამოკლედ, ჩამოვაყალიბო ჩემი პოზიცია*(რომელიც რათქმაუნდა ღრმად სუბიექტური იქნება, ჩემი შეხედულებების თუ პოზიციებიდან გამომდინარე), აქვე, რადგანაც დავიწყე წერა, ელისაშვილის  მთლიან  საარჩევნო კამპანიას შევეხები და არამხოლოდ ამ გამოსვლას.
დავიწყოთ დადებითით.
1. კარგად აქვს გააზრებული ის პრობლემები რომელიც არის ამა თუ მიმართულებით,ამ შეხვედრაში მართალია ძირითადად სატრანსპორტო პრობლემაზე ილაპარაკა თუმცა მეტი დრო არც იყო. ვფიქრობ თავისმა პირადმა დამოკიდებულებამ თბილისის მიმართ(რომელიც ხშირად ძველი თბილისის გაიდიალებულ სიყვარულში გამოისახება) და საკრებულოში აქტიურმა მუშაობას უკვალოდ არ ჩაუვლია და კარგად დაინახა ის უამრავი პრობლემა რომელიც თბილისშია.
2. თურმე შეძლებია 21-ე საუკუნის ადამიანივით ლაპარაკი, რჩევის სახით დავამატებდი რაც მეტს ილაპარაკებს ამ ტონალობაში და გაუძლებს ცდუნებას ისე მოიქცეს რომელიც ზედმეტად ჰგავს  გასული საუკუნის დასაწყისის ქართველი ლიბერალს , მით უკეთესი იქნება მისთვის და მისი ამომრჩევლისთვის. თუმცა შეიძლება ყარაჩოღელი ლიბერალის არმოწონება მხოლოდ ჩემი ახირებაა.
3. აშკარად გაზრდილია იმ ალეკო ელისაშვილთან შედარებით რომელიც რამდენიმე წლის წინ იყო, მაგალითად დიდი ხანია არ გამიგია ის სისულელე რომელსაც თვითონ ამბობდა და ახლა მისი მომხმრეები უფრო ამბობენ, რომ ელისაშვილი აპოლიტიკურია და ასე შემდეგ. თითქოს ეს მისი სიძლიერეა, ამიტომაც არის აუცილებელი თუნდაც მცირე მაგრამ პოლიტიკური გამოცდილება, ადამიანებისთვის ვინც აპირებს პოლიტიკური თანამდებობის დაკავებას ,რეალური პოლიტიკა სულ სხვაა ვიდრე ენჯეო, ბიზნეს ან თუნდაც ჟურნალისტური გამოცდილება.
4.ნაციონალი არ არის და მისი ლიბერალური გარემოცვის აშკარა სურვილის მიუხედავად, რომელიც მაგალითად ცალსახად აიძულებდა საკრებულოს ბოლოდროინდელი დებოშის დროს ნაციონალებთან ერთად დამდგარიყო, ეს არ გააკეთა, ამ საქციელისთვის დიდი რესპექტი პირადად ჩემგან.
ახლა უარყოფითზე გადავიდეთ
1. ალეკო ელისაშვილის ყველა პრობლემა არამხოლოდ ალეკო ელისაშვილის პრობლემაა, ეს მისი თაობის პოლიტიკოსების, ექსპერტების თუ სხვა საჯარო ფიგურების პრობლემის ნაწილია, სამწუხაროდ ამ ადამიანებს საერთოდ არ აქვთ პოლიტიკური იდეოლოგიების ცოდნა(როგორც ჩემი ერთი უახლოესი მეგობარი ამბობს ამ ადამიანების 90 პროცენტი ჰეივუდის პოლიტიკური იდეოლოგიების შესავალს ვერ ჩააბარებდნენ ) თუ იმ ძირითადი ტენდენციების ცოდნა რომელიც აქტუალურია,  ამ დროს თითქოს არაფერი, პოლიტიკური იდეოლოგიებია. მაგრამ ის  უამრავი პრობლემა რომელზეც ელისაშვილი თუ სხვა ადამიანები ლაპარაკობენ ბევრად უფრო ადვილად აღსაქმელი იქნებოდა ჩვენთვის თუ  თავად ამ ელისაშვილისთვის ეს რომ ცოდნით ყოფილიყო გამყარებული,  მაგალითისთვის,  მთელი რიგი თემების გასაგებად რომელიც თბილისს აწუხებს,  ბაზისური ცოდნის ელემენტებია საჭირო, რომელიც უნივერსიტეტებში ისწავლება ან შესაძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში შენითაც შეისწავლო მაგრამ სულ მინიმუმ ამის სურვილია საჭირო. ეს ხარვეზი კარგად ჩანს ელისაშვილის გამოსვლებში, სადაც მკაფიოა რომ პრობლემის გულწრფელი აღქმა, არანაირად არ არის საკმარისი სინამდვილეში ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მითუმეტეს როდესაც პრობლემა სინამდვილეში სისტემურია და მისი შეცვლა უბრალოდ შეუძლებელია მხოლოდ კეთილი  სურვილით.
2. ძალიან მიჭირს ამ პრობლემას რაიმე მკაფიო სახელი დავარქვა, პირობითად მარტოხელა მგელის პრობლემას დავარქმევდი, წლები გადის და ისევ იგივე მეორდება.  ყველგან ყველა ცუდია მხოლოდ ალეკო ელისაშვილია ის პატიოსანი, პრინციპული ადამიანი რომელიც მუდამ ებრძვის სისტემას, არასოდეს იყიდება მაშინაც კი  როდესაც ირგვლივ ყველა გაიყიდა,  , მხოლოდ მან მოახერხა  ყველა ცდუნების გაძლება და შეინარჩუნა პოლიტიკური შურყვნელობა ,  პრინციპში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატისთვის ეს პოზიცია გასაგებია, თან ცოდვაც გამხელილი სჯობს ჩვენი პოლიტიკური ელიტა ნამდვილად  იძლევა იმის საშუალებას ის არცთუ წესიერია,  თუმცა აქვე დავძენ რომ ქართულ პოლიტიკაში უამრავი წესიერი და პატიოსანი ადამიანია, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ხნის წინ დაგვენგრეოდა თავზე ყველაფერი.  მაგრამ კარგად რომ  დავფიქრდეთ, ჩვენი პოლიტიკური სისტემიდან გამომდინარე, ქალაქის მერი  ელისაშვილი ისეთი  ქალაქის მმართვას,  საკრებულოსთან კოაბიტაციას, სადაც არამხოლოდ  მმართველი პარტია იქნება მის მიმართ მტრულად განწყობილი არამედ ოპოზიციაც.
3. თითქმის არ არსებობა რეალური პროგრამის, როგორც ასეთი არ არსებობს ან ღრმად კონსპირირებულია  თუ რას ან როგორ აპირებს  ელისაშვილი და მისი გუნდი(თუ მხოლოდ ელისაშვილი, მისი გუნდი ჯერ ფიქციაა) ,   კიდევ ერთხელ დავძენ ჩემი აზრით  თბილისის პრობლემების დიდი ნაწილი სისტემურია და პირდაპირ არის დაკავშირებული იმ რეალობასთან რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩამოყალიბდა და მისი შევცლა , უმტკვივნეულოდ უბრალოდ უტოპიაა, თან, თუ მმართველი პარტიის ან ყოფილი მმართველი პარტიის კანდიდატებს აქვთ ფუფუნება დეტალური და საფუძვლიანი გეგმის არ არსებობის, ელისაშვილს როგორც კანდიდატს, რომელიც წესით ალტერნატივა უნდა ყოფილიყო არსებული პოლიტიკური სისტემის, ჯერჯერობით მსგავსი არაფერი წარმოუდგენია ,  მაქსიმუმი ელისაშვილისგან რაც  გვესმის მხოლოდ არსებული ლიბერალური საშუალო კლასის რამდენიმე თემას (ველოსიპედები, ეკოლოგია) დამატებული ეკოლოგია და ზოგადი წუხილია კორუფციასთან დაკავშირებით.
4. პოლიტიკური გუნდის და პოლიტიკური პლატფორმის არ არსებობა, ამ თემაზე უამრავი რამე ითქვა და თუ თავიდან ელისაშვილი ამას თავის სიძლიერედ თვლიდა(რატომღაც) , ბოლო პერიოდის ინტერვიუებში უკვე დაიწყო საუბარი, პოლიტიკური პარტიის თუ მსგავსი სუბიექტის შექმნაზე,  დაგვიანებულია მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, აქაც ჩანს რომ პოლიტიკურმა ბატალიებმა და რეალურმა გამოცდილებამ, თუ როგორ შეაცვლევინა ელისაშვილს საკუთარი ანაქრონისტული წარმოდგენები, იმედია მალე მისი მომხრეებიც მიხვდებიან ამ აუცილებლობას.
მოკლედ ეს არის  რისი თქმაც მინდოდა, თავიდან მცირე სტატუსად ვფიქრობდი, მაგრამ აშკარად წერის მომენტში მიხვდი რომ ეს პოსტს უფრო ჰგავს და არანაირად პატარას.
ერთ დავამატებდი, მიუხედავად ჩემი პირადი დამოკიდებულებისა, რომელიც იმაში გამოიხატება რომ  ელისაშვილი ჩემთვის ორ ყველაზე ცუდ ჰაბიტუსს, ყარაჩოღელურ თბილისს და ლიბერალურს აერთიანებს(როგორ ახერხებს, არ ვიცი) , მაინც  მინდა რომ ელისაშვილი მეორე ადგილზე გავიდეს, ჯერ ერთი ეს კიდევ ერთ დიდ ლურსმანს ჩააჭედებს კუბოში რომელსაც ნაციონალური მოძრაობა და მისი ნარჩენები ეწოდება.
 მეორე, ელისაშვილს ჯერ კიდევ აქვს შანსი საკუთარი პოლიტიკური აჯენდით, ძალიან მკაცრი ზედამხედველობა გაუწიოს  მერიის პოლიტიკას, თუმცა ცუდი ის არის რომ ელისაშვილმა გაუშვა შანსი ეს როლი ბერნი სანდერსის მსგავსი ყოფილიყო, როდესაც ამერიკის წინა საპრეზიდენტო არჩევნების, დემოკრატიული პარტიის პრაიმერის დრო როგორც მაგალითად ბერნი სანდერსის ეპოპეამ დიდი გავლენა ჰილარი კლინტონზე და დემოკრატები და ჰილარი კლინტონი აიძულა  პროგრამა ბევრად მარცხნივ გადაეხარა,(შემდეგ რა მოხდა ეს სხვა საუბრის თემაა), თუმცა მისმა სუსტმა პოლიტიკურმა განათლებამ თუ ლიბერალურმა გარემოცვამ ამის შანსიც არ დაუტოვა, რჩება შანსი კარგი პოლიტიკურ ვოჩდოგად დარჩეს და შემდეგ პოლიტიკურ არჩვენებებში ბევრად კარგი შედეგი აჩვენოს.