Tag Archives: ბლანდინკა

მოსაზრება “ბლანდინკას” შემთხვევაზე

დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ გაავრცელა(რა ცინიზმია) ვიდეო სადაც ერთ-ერთი მოქალაქე(რომელიც ძალიან გავს ანეკდოტურ “ბლანდინკას) ცდილობს, პატრულს ეკაჩავოს, მათივე ზემდგომი პოლიციელის მეშვეობით.

რათქმაუნდა როგორც მოსალოდნელი იყო, ამას მოქალაქებიის და ინტერნეტში  მორალის სადარაჯოზე მყოფი იუზერებს  სამართლიანი აღშფოთება მოჰყვა, როდის ყოფილა  ჩვენს ქვეყანაში რომ ვინმე, მითუმეტეს ნაშური გარეგნობის მქონე გოგოები  მსგავს პრობლემებს ზემდგომი პოლიციელების მეშვეობით აგვარებედნენ? შევეშვათ ირონიზირებას და გადავიდეთ შეფასებაზე:

ვფიქრობ აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტებია რომელიც სიმარტივითსვის  ვფიქრობ ტოპიკების მეშვეობით გამოვხატო:

  • საქართველოში და ლამის მთელ მსოფლიოში არსებობს ეს  მანკიერი პრაქტიკა და პრინციპში ყველაფერი იმით განისაზღვრება რა რეაქციები მოჰყვება ხოლმე მსგავს შემთხვევებს , სირაქლემას პოზიციას დაიჭერს შესაბამი უწყება  თუ მოჰყვება ამას  კოსმეტიკური რეაქციები, ანუ მინიმუმ იმ ტიპის განთავისუფლება რომლის სახელსაც იყენებდა ის მოქალაქე. ეჭვიც არ მეპარება გამოჩნდება ხალხი რომელიც ამ მოვლენაში  ხელისუფლების და მინის სასახლეში მყოფი დენ სიაპონის ჩანაფიქრს  ან კიდევ უფრო ნიჭიერი ხალხი რომლებიც ამაში ვლადიმერ პუტინის სახეს დაინახავს.
  • პირდაპირ ვთქვათ საქართველოში პოლიციას წარმოუდგენელად დიდი უფლებები აქვს, იმაზე დიდი ვიდრე ეს შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ასევე ისიც დავამატოთ რომ ოცნებამ ეს პრობლემა არათუ არ მოაგვარა არამედ პირიქით უბრალოდ მათ თავის ტკივილი მოაცილა,  ანუ ადრე თუ პოლიტიკურად მოტივირებული პოლიცია გვყავდა ახლა გვყავს პოლიცია რომელსაც პოლიტიკური მოტივაცია გაუქრა და დარჩა მხოლოდ საკუთარი ინტერესები, იქნება ეს კორპორატიული თუ უბრალოდ პირადი. ადრე პოლიციას უწევდა ერკვია ესა თუ ის ადამიანი ნაცების მომხრე იყო თუ არა, ახლა პირდაპირ შეუძლია საკუთარი ხედვით მოაწესრიგოს ეს პრობლემა.
  • მართალია ბევრს ვიცი არ მოეწონება მაგრამ ნაციონალური მოძრაობის დროს არათუ ხდებოდა მსგავსი ფაქტები, არამედ ეს სახელმწიფო დონეზე იყო აყვანილი, გაიხსენეთ როგორც დაიწყო გირგვლიანის ამბავი და იქ ვანო მერაბიშვილის მეუღლის როლი, ან თუნდაც ნანუკა ჟორჟოლიანის ქეისი, როდესაც ცნობილმა ჟურნალისტმა, თავის ქმარს როგორ დააჭერინა მავანი ხულიგანები რომლებიც ტელეფონზე ურეკავდნენ და ეუზრდელებოდნენ, თან რაც მთავარი ნაციონალური მოძრაობის დროს შექმნილია ის პოლიცია რომელიც ახლა ჩვენ გვყავს.
  • ეროვნული მაზოხიზმი ასწორებს(ანუ მოთქმა და გოდება რომ მხოლოდ ჩვენთან ხდება ეს, უცხოეთში უნდა წავიდე, ღმერთო მეტეორი გვესროლე და ასე შემდეგ) რაღაც ასაკამდე მეტიც,  უბრალოდ აუცილებელია, მე ვფიქრობ ნებისმიერი თინეიჯერის ჩამოყალიბების პერიოდში  ნორმალური განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რადგანაც ამ დროს ხდება არსებული შეხედულებების დესტრუქცია და მის ნაცვლად ახლის ფორმირება,  თუმცა შემდგომ ასაკში ამის გაგრძელება ცოტა არ იყოს უკვე ტეხავს. სხვა თუ არაფერი იდეაში ცოდნა გემატება და უკვე კრიტიკული არამხოლოდ საკუთარი ქვეყნის და ტრადიციების მიმართ ხარ არამედ ხვდები რომ ტრადიციები ან ერთნაირად ცუდია ყველგან ან ერთნაირად კარგი, გააჩნია რომელ მხარეს ხარ.
  • კიდევ უფრო ტეხავს იმ გოგოს პირადი ცხოვრების გამომზეურება, მითუმეტეს ტეხავს  ეს იმ ხალხისგან რომლებიც ფემინისტური თუ ლიბერალური ღირებულების გამო მზად არიან  სხვებს ყელი გამოღადრონ, თან რას ვღებულობთ, ის გოგო საეჭვოდ კარგად ჯდება ბლანდინკას-ქერას ქართული ანალოგის ყველა სტანდრატში. ეს ხომ ისედაც ვიცოდით -_- ანეკდოტები და სტერეოტიპები მართლა ჰაერიდან ხომ არ არის აღებული (ეს არ ეხება ქართულ კომედიურ შოუებს და ლიბერალების წარმოდგენებს, მათ სხვა სამყაროდან აქვთ ინსპირაცია)
  • აქ უკვე პირადი ინტერესი მაქვს, მაინტერესებს   ჩემი რამდენი ნაცნობი დაიყვანს ამას მართლმადიდებლური ეთიკის თემამდე, უბრალოდ მაინტერესებს. ვებერი საფლავში ტრიალებს ალბათ იმის ფონზე თუ რა უქნეს მის თეორიას შორეულ საქართველოში.
  • გამოსავალი რათქმაუნდა არსებობს და ის არა კოსმეტიკურ რეაქციებშია რომელიც ამას შეიძლება მოჰყვეს, არამედ პოლიციის კარდინალურ რეფორმირებაში, პირველ რიგში იმაში რომ პოლიციაში ახალი ხალხი უნდა მივიდეს და არ უნდა იყოს ის მხოლოდ ფიზიკურად ძლიერი ტიპების, არშემდგარი ძველი ბიჭების თუ სხვა საეჭვო ხალხის თავშეყრის ადგილად, უნდა მოხდეს  სხვა ჰაბიტუსის მქონე ტიპების რეკრუტირება და რაც მთავარია არსებული კადრების, მუდმივი ტრენინგები და გადამზადებები.