Tag Archives: იური შევჩუკი

მოსაზრება “ორ რუსეთსა” და “პროგრესულობაზე.”

გუშინ რადიო თავისუფლების გვერდს ვათვალიერებდი და ერთი პრეტენზიული სახელის მქონე სტატიას წავაწყდი, გოგი გვახარიას საავტორო გადაცემაში(მგონი ასე ქვია) ინტერვიუ იყო სადაც , თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თეო ხატიაშვილი ამბობდა რომ  “ორი რუსეთის არ სჯერა”,  თავად გადაცემის დანარჩენი შინაარს აქ  შეგიძლიათ გაეცნოთ http://bit.ly/1gDDG8e. ჩემი პოსტი კი  ზემოხსენებული “ორი რუსეთის”  თემას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება.

ორი რუსეთის თემა, ქართული ინტელექტუალური ელიტის საყვარელი თემაა(ინტელიგენცია ვერ გავრისკე, ჩამწიხლავდნენ), ერთის მხრივ კონსერვატორულად და ნეიტრალურად  განწყობილი ადამიანები აუცილებლად საუბრობენ, დიდი რუსული კულტურის გავლენაზე, აუცილებლად ახსენებენ დოსტოევსკ, ჩეხოვს და კიდევ სხვა მწერლებს რომლები არ წაუკითხავთ,  ხოლო მეორე ნაწილის არგუმენტაცია ცვალებადი ხასიათისაა და მოიცავს, დაწყებული იმით რომ “რა ეგეთი მწერალია დოსტოევსკი და ჩეხოვი” და დამთავრებული იმით რომ “ყველა რუსი ავტომატურად ფაშისტია” და ჩვენ უნდა გვახსოვდეს ოკუპაცია და კარგად ნაცნობი სხვა ტერმინოლოგია.

არ ვიცი დააკვირდით თუ არა მაგრამ  დისკუსიები რომელიც ამ თემის ირგვლის მიმდინარეობს აუცილებლად გადაიზრდება პროგრესის და რეგრესის დაპირისპირებაში, სადაც პროგრესად აუცილებლად 1950 იანი წლების მაკარტიზმის დროინდელი წარმოდგენებია და ხოლო რეგრესად განიხილება ნებისმიერი განსხვავებული პოზიციები. მაგალითად მეც ეჭვი არ მეპარება რომ ეს ჩემი პოსტი კიდევ ერთხელ გამოიწვევს ჩემს დადანაშაულებაში პრორუსულ განწყობებში . ორივე მხარის პოზიციები წინასწარ განსაზღვრულია თუ რა პოზიციას უნდა იკავებდეს.

აქ დგება ორი საკითხი რომელიც ჩემი აზრით მოითხოვს პასუხის გაცემას?

1. როგორი შეიძლება იყოს პროგრესული ადამიანების დამოკიდებულება ისეთი მძიმე საკითხის მიმართ როგორც რუსეთის პოლიტიკაა?

2. არსებობს თუ არა საერთოდ ორი რუსეთის ფენომენი.

დავიწყოთ თავიდან, საქართველოში პროგრესულობის მიმართ ძალიან ბუნდოვანი და ხშირად სასაცილო წარმოდგენები არსებობს, მაგალითად ამის ნათელი დადასტურებაა, თინა მახარაძის( ტელესერიალ “ჩემი ცოლის დაქალების მსახიობი” რომელმაც სკანდალური ინტერვიუ მისცა “მძიმე კაცს”) განცხადების  “ორალური სექსი ჩემთვის მოსული პონტია” ირგვლივ ატეხილი, არაჯანსაღი აჟიოტაჟი.  საბოლოოდ ეს განცხადება(რომელიც ავი ენების განცხადებით, დამწყები მსახიობის პიარსვლაა) დავიდა პროგრესულობაvsრეგრესულობის დაპირისპირებამდე, სადაც პროგრესულობა: ორალური სექსის სიყვარულია,  ხოლო  რეგრესი,( ნუ რეგრესზე მთლად ჩამოყალიბებული პოზიცია არ ყოფილა, მაინც რთულია ორალურ სექსზე თქვა რომ ცუდია ) სიმბოლურად ვთქვათ, ორალური სექსის  როგორც სექსის ნაწილის უარყოფა, რათქმაუნდა მინეტს(თქვენი ნებართვით ასე მოვიხსენიებ, ვგონებ ამას გულისხმობდა ქ-ნ თინაც) არანაირი კავშირი არ აქვს პროგრესთან როგორც ასეთთან, ისევე როგორც არ შეიძლება პროგრესს კავშირი ჰქონდეს, ბავშვობაში მშობლების უჩუმრად  სიგარეტის მოწევასთან ან ტატუს გაკეთებასთან.

პროგრესულობის არსებული ტრენდი, სათავეს 1990 იან წლებში იღებდა, სადაც ჯერ კიდევ დამწყები პროფესიონალური სამოქალაქო საზოგადოება და იმდროინდელი კავეენშენიკების აქტიური ნაწილი  მაქსიმალურად  ცდილობდა საკუთარი წარმოდგენების გატანას პროგრესად, დღემდე არ დამავიწყდება, როდესაც შალვა რამიშვილი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წარმომადგენელი 1990-2000 იანი წლების ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების, გოგი გვახარიას გადაცემაში ფსიქო, როგორ აქტიურად ცდილობდა წარმოეჩინა რომ პროგრესი ეს კომპიუტერის ცოდნა და ინგლისური იყო, მართლაც ახალი თაობის დაპირისპირება საბჭოთა კავშირიდან გამოსულ მამების თაობასთან ეპიკური, საინტერესო და ცოტა მიამიტური იყო, ეს ბრძოლა ყველამ ვიცით რითიც დამთავრდა, შვილების ულაპარაკო გამარჯვებით რაც საბოლოოდ 2003 წლის ვარდების რევოლუციაში გადაიზარდა.

მაგრამ 2014 წელს ათიოდე წლის წინ არსებული წარმოდგენები არამხოლოდ არქაული, არამედ სასაცილოც არის, სხვა თუ არაფერი დღეს მაგალითად კომპიუტერის მომხარებელი თითქმის ყველა თაობის წარმომადგენელია, მაგალითისთვის ბებიაჩემიც გამოდგება რომელიც მეშვიდე ათეულს გადაცდა როდესაც კომპიუტერი შეისწავლა და  დღეს აქტიური ფეისბუკელია(მე არ ვიმატებ), ხოლო ინგლისურის ცოდნაც დაკავშირებულია მის პრაქტიკულ გამოყენებასთან, ვისაც სჭირდება აქტიურად ეუფლება ან უკვე ფლობს, ასე რომ ეს ზუსტად ისეთივე სასაცილოა როგორი სასაცილოც არის მინეტის და პროგრესის კავშირი.

მე არ მაქვს მზა პასუხი თუ როგორია ან როგორი უნდა იყოს პროგრესული ტიპი და როგორი დამოკიდებულება შეიძლება ჰქოდნეს მას ისეთი საკითხის მიმართ როგორიც რუსეთი და მისი პოლიტიკაა(რომელიც ცოდვა გამხელილი სჯობს ნამდვილად “ჭკუით გაუგებარია”), უამრავ კონსერვატორული ფასეულობების მქონე ადამიანს ვიცნობ რომელიც ბევრად  21-ე  საუკუნის შესაფერად აზროვნებს ვიდრე გარეგნულად პროგრესული ტიპები, უბრალოდ ერთი რაც ცხადად ვიცი, პროგრესულობა ვერ იქნება საყოველთაოდ აღიარებული აზრის მუდმივად მეინსტრიმული დადევნება.

რაც შეეხება ორი რუსეთის თემას, მართლაც რატომ ორი რუსეთი? განა მხოლოდ პუტინის რუსეთია და იური შევჩუკის? რატომ არა სამი ან მეტი? მაგალითად რა კავშირი აქვს ჩემ მეგობარ(ვიცი ხშირად ვწერ ჩემს მეგობარ რუს ლევაკებზე) ალექსეი სახნინს(მემარცხენე ფრონტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი) ან სხვა რუს მემარცხენებს რომლებსაც განსაკუთრებული სისასტიკით დევნიდა პუტინის ხელისუფლება და მაგალითად ალექსეის ემიგრირება მოუწია ძალიან განსხვავებული პოზიციები აქვს,  იგივე ე,წ მეორე რუსეთის წარმომადგენლებთან, რომლებიც ძალიან ხშირად იზიარებენ იგივე რუსეთის ხელისუფლების სრულიად ანტისოციალურ და არადიანურ პოლიტიკას?  მემარცხენების, კონსერვატორების(იმპერიალისტები) და ლიბერალების გარდა  გარდა  რუსეთში  უამრავი ადამიანები და გავლენის ჯგუფებია,  იგივე საკმაოდ მძლავრი რუსული ეკონომიკური ჯგუფები რომლებსაც თავისი ჩამოყალიბებული ინტერესები გააჩნიათ. დროა  ქართული პოლიტიკისთვის დამახასიათებელი დუალისტური დამოკიდებულება გადაიხედოს, პრაქტიკამ დაგვანახა, რომ სიკეთის და ბოროტების ჭრილში განხილულმა პოლიტიკამ დიდი ვერაფერი შედეგები  მოიტანა.

ბოლოსთვის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელიც მგონი ძალიან დიდი ხანია მოითხოვს პასუხის გაცემას.  ჩვენთან, ჩვენს  ქვეყანაში თუ არსებობს ეს ყბადაღებული მეორე ან მესამე საქართველო? ვცდილობ გავიხსენო და ვერ ვიხსენებ, ვერც არტისტებს, მომღერლებს თუ სხვა ხელოვანების გამოსვლებს  რომლებიც გამოვიდოდნენ და თუნდაც სიმბოლურ დონეზე მაინც დაგმობდნენ აფხაზეთში და ოსეთში დაწყებული საომარ მოქმედებებს, სხვა თუ არაფერი, ვიცი ახლა საკმაოდ მკვახე განცხადება უნდა გავაკეთო მაგრამ აფხაზეთისა და ოსეთის მიმართ ჩვენი პოლიტიკა,  ძალიან ჩამოჰგავს ჩვენი დიდი და ბოროტი “უფროსი  ძმის” , რუსეთის პოლიტიკას მეზობლების თუ “მოძმე ერების” მიმართ რომელიც გააჩნია.