Tag Archives: კოდუა

რა გვასწავლა ორი გვამის ისტორიამ?

  •  ნაცმოძრაობის ლიდერშიპმა საკუთარ თავებში მოახერხა ის რისი მიღწევაც მოსახლეობაში ვერ მოახერხა, ბოლომდე მოკლა  საბჭოეთი და რუსეთი, ასე მაგალითად ბატონი ვანო, ისეთ ექსტრემალურ ბარდაკში როგორიც იმ ცნობილ ვიდეოში იყო,  საქმიანად მოითხოვს  არა მილიტარისტულ წრეებში გავრცელებულ “ტრუპს” არამედ გვამს, როგორც იტყვიან, მელოჩია მაგრამ სასიამოვნო. პატრიოტიზმი სხვა ესთეტიკაა.
  • ბენდენიანი და ავტომატიანი კოდუა დამანგრეველი ძალაა. წარმოდგენა არ მაქვს რა გახდა ის მიზეზი  რუსებმა თბილისი რომ არ აიღეს, ამერიკელების მუქარა? თუ ბენდენიან ავტომატიანი კოდუა?. თყმცა  ეჭვიც არ მეპარება, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მშვიდად იყოს, ეს ბენდენიან ავტომატიანი, ვაჟკაცი მართალია ახლა აღარ არის ის ვინც იყო, მაგრამ  როგორც იტყვიან , წმინდა ადგილი ცარიელი არ რჩება. ის წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა.

Capture

  • მართალია ვანომ საკუთარ თავში მოკლა რუსეთი და საბჭოეთი, მაგრამ დიდი საბჭოელის, ამხანაგი ჟუღაშვილის მენეჯერულ მიდგომაზე უარი არ უთქვამს, როგორც ოდესღაც სტალინი იბარებდა მის კაბინეტში, ჩინოვნიკებს და უყენებდა კონკრეტულ მოთხოვნებს ისე წაუყენა ვანომაც მის ხელქვეითებს კონკრეტული შეკვეთა ორ გვამზე, თან სტალინისგან განსხვავებით, მოტივაციად დიდი პრემია დაუწესა და არა ნახუი დახვრეტა. სწორედ აქ არის განსხვავება ნეოლიბერალურ და საბჭოურ მიდგომას შორის.  მიზანი ერთია, იდეალები სხვადასხვა.
  • რაც არ უნდა იწვალო, მოიფიქრო,ოპონენტების დამცინავ პოსტებს უპასუხო, სულაც  გაპრავების მასტერკლასები დადო, ეს ყველაფერი შესაძლოა ტყუილად ნაბოდიალევი გამოდგეს, რადგანაც ის ვისაც   აპრავებ გამოვა და სისულელეს იტყვის,  ასე დაემართათ, ვანოს გამპრავებლებს, ვიდეოდან  მეორე დღეს ვანომ, ნაცმოძრაობის ჯოკერი, რუსული კარტა გაათამაშა, მისი სიტყვებით ისინი არა ჩვეულოებრივი ადამიანების გვამებს, არამედ  რუსული გრუს თანამშრომლების გვამებს ეძებდნებ და ეს გვამები მოითხოვა.  მართალია შემდგომში ეს გვამები სადღაც გაქრნენ  მაგრამ მგონი ყველამ ვიცით პასუხი შეკითხვაზე სად წავიდნენ გრუს მოკლული გვამები.

1510778_10151839052781193_1792142071_n

  • ეს ყველაფერი მავანმა იუზერმა იუტუბზე ვიდეოს ატვირთვით,  უკრაინის თემის გადასაფარავად მოიფიქრა…
  • ოდესღაც, ერთი აზრი  გამოვთქვი, კარგი იქნებოდა მეთქი , სკოლებში პატრიოტული იდეების გასავრცობად და კომპიუტერიზაციის ტემპების დასაჩქარებლად(ჩემი აზრით მაგარი სარკაზმი დავდე, ახლა მთლად დარწმუნებული არ ვარ რომ ესე იყო), ქაუნთერის სავალდებულო შემოტანა, ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ მივხდი რომ არამარტო აუცილებელი არამედ დაგვიანებულიც არის , არამგონია ვინმე რაიმეთი გავაკვირვოთ, მაგრამ იმ ბარდაკით რაც იმ ვიდეოში ხდებოდა შეგვიძლია მხოლოდ თავი დავივმშიდოთ, ამ ხალხს ბევრად უარესის პოცენციალი ჰქონდა და მხოლოდ “9 წელი” იბატონა.
  • არ არსებობს არანაირი საბუთი რომელიც ნაცმოძრაობის მომხრეებს აზრს შეაცვლევინებს, ტყუილია,მითია,  თითქოს არსებობს რამე ისეტი რომელიც ამ ხალხს აზრს შეაცვლევინებს. ერთხელ ნაცმოძი მარად ნაცმოძია. სექტა უკვდავია
  • ვიდეოში ერთი გენიალური მომენტია,  დაცვის ორმეტრიან თანამშრომლების ფონზე, ერთადერთი ნამდვილი, გმირი და ალბათ ყველაზე მაგარი ჯარისკაცი ჩანს… სხვაგვარად მე ამ ტიპს ვერ ვხსნი, ნუ მხოლოდ ბარდაკი არ გამოდის.sss