Tag Archives: ნიკუშა მარქსი

ბლოგის განახლება

ბლოგინგი მოკვდა, თან მოკვდა ისე რომ ფაქტიურად არც უცხოვრია. სულ ორი თუ სამი წელი იყო აქტუალური, დიდი ნაწილი იუტუბში გადავიდა, ნაწილი შეეშვა და ნაწილი ორ წელიწადში ერთხელ ცდილობს რამეს დაწერას, მესამე კატეგორიაში შევდივარ მეც.

სულ მინდოდა ბლოგის განახლება, ბევრი რამე მიშლიდა ხელს, დაწყებული სიზარმაციდან და დამთავრებული იმით რომ არ ვიცოდი რაზე დამეწერა, პერფექციონისტი არ ვარ მაგრამ ბოლო პერიოდში სულ უფრო ვერიდები ხალტურის გაკეთებას, შედეგად მგონი ორი წელი არაფერი დამიწერია.

ახლა რატომღაც მომინდა ბლოგის განახლება, შევეცდები ხშირად ვწერო. თან უფრო ჩემთვის რომ რაღაც აზრები არ დამავიწყდეს, არც გავაპიარებ. თუ ჩემს ორ მკითხველში ხართ ალბათ თქვენთვის იქნება საინტერესო.

ბლოგის ათი წლის თავზე ბევრი რამეა შეცვლილი, პირველ რიგში მე ვარ შეცვლივლი, ისევ პოლიტიკურად აქტიური ვარ, მაგრამ უკვე საჯარო მოხელე, ისევ მემარცხენე მაგრამ უკვე შედარებით სხვა პოზიციებზე, ისევ ცინიკურ სარკასტული მაგრამ ახლა უფრო სხვანაირი, მოკლედ როგორი ამასაც ნახავთ.  იმდენი მარაზმი გამოვცადე ცხოვრებაში რომ ალბათ ორი ადამიანისთვის იქნებოდა საკმარისი, ვერ გეტყვით რომ დიდი სურვილი მქონდა ცხოვრებისეული გაკვეთილისთვის ქიმიოთერაპია გამომეცადა. მაგრამ რას იზამ, არის რაღაცეები რაც ადამიანს გცვლის, ასე რომ ვეცდები ბლოგი ისეთივე საინტერესო იყოს როგორც ადრე. უბრალოდ ახლა ზრდასრული, ცოტა ცინიკური და ბევრად გამოცდილი ტიპი ვარ ვიდრე 10 წლის ვიყავი როდესაც ამ ბლოგის კეთებას ვიწყებდი.

როდესაც გმირი გმირს არ ჰგავს

რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი მემარცხენე საჯარო ინტექტუალს იუთუბ-ლექციაში კარგი ისტორია ჰქონდა გაშლილი, თუ როგორ შეუშალეს ხელი  მემარცხენე რადიკალურმა ჯგუფებმა, ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში მემარცხენეების  შესაძლო გაერთიანებას, მათი აზრის ეს გაერთიანება  არასაკმარისად რევოლუციონერული იქნებოდა, მას ზედმეტად რბილი გეგმები ჰქონდა და რადგანაც კაპიტალიზმის მყისიერ დემონტაჟს არ ითხოვდა, ოპორტუნისტული იყო,  ტრადიციულად ყველაფერი იმაში გადაიზარდა რომ გამოირკვა რომ მონაწილეების დიდი ნაწილი პოტენციური  მოღალატეა თუ არა მინიმუმ  ოპორტუნისტია და საბოლოოდ   ერთმანეთში იჩხუბეს და გააგრძელეს საკუთარ მიკროსექტებში, უზარმაზარი  ეგოების გახარება. ასე ჩაიშალა საკმაოდ პერსპექტიული გაერთიანება რომელსაც წესით კარგი პოტენციალი უნდა ჰქონოდა.

რატომ გამახსენდა ეს ისტორია? გურამ კაშიას ისტორია ძალიან ჩამოჰგავს ამ ისტორიას, ერთმა ძალიან კარგმა და გამორჩეულმა  პროფესიონალმა ფეხბურთელმა, საქართველოს ნაკრების ვიცე და ჰოლანდიური “ვიტესის” კაპიტანმა  გურამ კაშიამ , უმნიშვნელო ადგილობრივი ჰოლანდიური ჩემპიონატის მატჩის დროს, უეფას თუ ფიფას აქციის ფარგლებში როგორც გუნდის კაპიტანმა გაიკეთა სამკლაური , რომელიც იყო სიმბოლო იმ ძალადობის დაგმობის  რომელიც ევროპაში და მსოფლიოში ხორციელდება სექსუალური უმცირესობების მიმართ, ეს ფაქტი შეიძლება საერთოდ შეუმჩნეველი დარჩენოდა, რომ არა ფეხბურთის მოყვარული მცირე წრე, რომლებიც რატომღაც თუნდაც იგივე  გურამ კაშიას გამო  “ვიტესის” თამაშებს უყურებს და ამ ადამიანებმა და ფეიჯებმა  დაწერეს რომ ნუ განსჯით ამის გამო, ალბათ იძულებული იყო გაეკეთებინაო.თავად ამ ფაქტს როგორც ხდება ხოლმე ისევ ფეხბურთის მოყვარულებში მოჰყვა გამოხმაურება, ეს თემა მალევე მოკვდებოდა რომ არა ადამიანების ერთი ჯგუფის არაადეკვატური აქტიურობა.

მრავალი მიზეზის გამო, ელჯიბიტი თემებთან დაკავშირებული ისტორიები, უამრავ ადამიანს ატრიგერებს,  ერთ-ერთი ასავალ-დასავალის და მსგავი გაზეთების თუ ჟურნალების, “ჟურნალისტებია” რომლებმაც მყისიერად დაიწყეს ამ ისტორიის ტირაჟირება, საერთოდ  თუ რატომ ატრიგერებს ეს თემა ამ ადამიანებს  ცალკე საუბრის  თემაა, შეიძლება იმიტომ რომ ამ ჟურნალ გაზეთების მკითხველებში კარგად იყიდება ეს თემები, შეიძლება ვიღაცის შეკვეთაა(ჰიბრიდული ომის აჩრდილი რომ დაძრწის აქვე), ან უბრალოდ არაცნობიერი შიშებიც, მოკლედ მიზეზები და ახსნა უამრავია.  გურამ კაშია ფეხბურთის მოყვარულებისთვის თუ ძალიან კარგად არის ცნობილი,  მისდამი ჩემი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად  არც ისე ცნობილია ფეხბურთის  გარეთ მყოფი ადამიანებისთვის, ხოდა ამ ადამიანებმა, რომლებმაც  როგორც ჩანს საკმაოდ ცუდად იცნობდნენ ჩვენი კაპიტნის ბექგრაუნდს,  საკმაოდ შეურაცხმყოფელი და პირდაპირ ვთქვათ არაადეკვატურმა კომენტარები გააკეთეს, რამაც მყისიერად  აიძულა ფეხბურთის გულშემატკივრები დაეცვა საკუთარი კაპიტანი, მალე ამას კაშიას კომენტარიც მოჰყვა რომელმაც პირდაპირ თქვა რომ ის ნებისმიერი ძალადობის წინააღმდეგია.

პროცესი დაიწყო, ერთ მხარეს  ფეხბურთის მოყვარულები, თავად ფეხბურთელები და ის უამრავი ადამიანი რომელიც გურამ კაშიას იცნობს დადგა და მეორე მხარეს  ვიღაც მარგინალები  რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ ადამიანს მხოლოდ რომ  რომ ის ძალადობას გმობდა,  ძალიან ბუნებრივად გამოჩნდა რომ ეს პროცესი ერთ-ერთი ყველაზე კარგი პროცესი იყო რომელიც დიდი ხანია მომწიფებულია, 21-ე საუკუნეში ჰომოფობია რომ ანაქრონიზმია ამას ბევრი საუბარი არ სჭირდება, ისიც კარგად გამოჩნდა თუ რამხელა ძალა გააჩნია გურამ კაშიასნაირი ადამიანების გაბედულებას.

ძალიან სასიამოვნო სანახავი იყო როდესაც პროფესიონალი თუ არაპროფესიონალი, მოქმედი თუ ყოფილი ფეხბურთელები, გულშემატკივრები თუ  ჟურნალისტები  გამოდიოდნენ და კონსტიტუციას, ადამიანის უფლებებს და დეკლარაციებს თუ სხვა რამეებს ციტირებდნენ, ფეისბუკზე კარგად ჩანდა, პირობითი ლიბერალური წრეების გაოგნება, როდესაც მათი მოკავშირეები სრულიად წარმოუდგენელი ხალხი აღმოჩნდა.

თუმცა რათქმაუნდა როგორც აღმოჩნდა არაფერია იდეალური, კაშიამ გულწრფელად აღიარა რომ

“აბსოლუტურად ყველას ეკეთა და ვერც ხვდებიან, რომ ამხელა ამბავი მოყვა საქართველოში. ვერც ვუხსნი. აზრადაც არ მომსვლია, რომ ეგ სამკლაური ჩემი ინიციატივით გამეკეთებინა. არა, მართლა არ ყოფილა ეგეთი რამე. ბევრი ლაპარაკი გამოიწვია, რაც მე არ მსიამოვნებს”, – ამბობს კაშია.” https://goo.gl/KkGnx5

როგორც გამოირკვა, გმირი ისეთი არ არის როგორიც სხვადასხვა ჯგუფებს მიაჩნდა, ზოგისთვის არასაკმარისად განათლებულია, ზოგისთვის სპორტსმენია და ეს უკვე დიაგნოზია,  ზოგიერთი  თვლის რომ რადგან უბრალოდ ჰეტეროსექსუალი კაცია მისგან არაფერი დაიჯერება, ზოგისთვის არასაკმარისად გამბედავია, ზოგი ფიქრობს რომ ფარისეველია, მოკლედ ნელნელა პროცესი ჩანს  რომ კაშიას მხარდამჭერების ერთი ნაწილი გახარებული ნახულობს მიზეზებს თუ რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი ამ პროცესს.

თუმცა ყველაფრის მიუხედავად იმის თქმა ნამდვილად შეიძლება რომ, კარგად გამოჩნდა ჰომოფობია ჩვენს ქვეყანაში, ნელა მაგრამ მაინც ანაქრონიზმი ხდება, კარგად ჩანს რამხელა მნიშვნელობა აქვს, კაშიას და სხვა მაღალი სოციალური კაპიტალის მქონე ადამიანების მიერ ჩაგრული ჯგუფების მხარდაჭერას, ისიც კარგად ჩანს რომ გმირები არასოდეს არ არიან იდეალურები, ისინი უბრალო ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მეტიც მათ შეიძლება საერთოდ არ უნდოდეთ გმირად ყოფნა მაგრამ მათმა მტკიცე ხასიათმა განაპირობოს ეს გმირობა, გურამ კაშია დიდებული ფეხბურთელია, როგორც უამრავი ადამიანისგან გამიგია, გამორჩეული პროფესიონალი და უბრალოდ კარგი ადამიანია რომელიც უამრავ ადამიანს უმართავს ხელს და ახლა შეიძლება მისი სურვილის გარეშეც გმირი აღმოჩნდა, გმირი რომელმაც თითქოს მარტივი ჭეშმარიტება თქვა, 21 საუკუნეში ადამიანები თანასწორები ვართ.  ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს ამ გმირს მადლობა უნდა გადავუხადოთ, იმისთვის რომ მცირე სამოქალაქო გმირობა გამოიჩინა და საჯაროდ დააფიქსირა ის რასაც ბევრი ერიდებოდა.

 

 

ალეკო ელისაშვილი და მისი საარჩევნო კამპანია

ელისაშვილის საჯარო შეხვედრა ჰქონდა ჯიპას სტუდენტებთან და ეს კარგი შანსი იყო იმის გასარკვევად როგორ წარმოუდგენია ელისაშვილს ესა თუ ის პრობლემები, ამის შემდეგ მე ის გავაკეთე რასაც ჩვენთან ოპონენტი ან მომხრეები იშვიათად აკეთებენ ხოლმე, მოვუსმინე გამოსვლას.
ახლა ვეცდები არამოკლედ, ჩამოვაყალიბო ჩემი პოზიცია*(რომელიც რათქმაუნდა ღრმად სუბიექტური იქნება, ჩემი შეხედულებების თუ პოზიციებიდან გამომდინარე), აქვე, რადგანაც დავიწყე წერა, ელისაშვილის  მთლიან  საარჩევნო კამპანიას შევეხები და არამხოლოდ ამ გამოსვლას.
დავიწყოთ დადებითით.
1. კარგად აქვს გააზრებული ის პრობლემები რომელიც არის ამა თუ მიმართულებით,ამ შეხვედრაში მართალია ძირითადად სატრანსპორტო პრობლემაზე ილაპარაკა თუმცა მეტი დრო არც იყო. ვფიქრობ თავისმა პირადმა დამოკიდებულებამ თბილისის მიმართ(რომელიც ხშირად ძველი თბილისის გაიდიალებულ სიყვარულში გამოისახება) და საკრებულოში აქტიურმა მუშაობას უკვალოდ არ ჩაუვლია და კარგად დაინახა ის უამრავი პრობლემა რომელიც თბილისშია.
2. თურმე შეძლებია 21-ე საუკუნის ადამიანივით ლაპარაკი, რჩევის სახით დავამატებდი რაც მეტს ილაპარაკებს ამ ტონალობაში და გაუძლებს ცდუნებას ისე მოიქცეს რომელიც ზედმეტად ჰგავს  გასული საუკუნის დასაწყისის ქართველი ლიბერალს , მით უკეთესი იქნება მისთვის და მისი ამომრჩევლისთვის. თუმცა შეიძლება ყარაჩოღელი ლიბერალის არმოწონება მხოლოდ ჩემი ახირებაა.
3. აშკარად გაზრდილია იმ ალეკო ელისაშვილთან შედარებით რომელიც რამდენიმე წლის წინ იყო, მაგალითად დიდი ხანია არ გამიგია ის სისულელე რომელსაც თვითონ ამბობდა და ახლა მისი მომხმრეები უფრო ამბობენ, რომ ელისაშვილი აპოლიტიკურია და ასე შემდეგ. თითქოს ეს მისი სიძლიერეა, ამიტომაც არის აუცილებელი თუნდაც მცირე მაგრამ პოლიტიკური გამოცდილება, ადამიანებისთვის ვინც აპირებს პოლიტიკური თანამდებობის დაკავებას ,რეალური პოლიტიკა სულ სხვაა ვიდრე ენჯეო, ბიზნეს ან თუნდაც ჟურნალისტური გამოცდილება.
4.ნაციონალი არ არის და მისი ლიბერალური გარემოცვის აშკარა სურვილის მიუხედავად, რომელიც მაგალითად ცალსახად აიძულებდა საკრებულოს ბოლოდროინდელი დებოშის დროს ნაციონალებთან ერთად დამდგარიყო, ეს არ გააკეთა, ამ საქციელისთვის დიდი რესპექტი პირადად ჩემგან.
ახლა უარყოფითზე გადავიდეთ
1. ალეკო ელისაშვილის ყველა პრობლემა არამხოლოდ ალეკო ელისაშვილის პრობლემაა, ეს მისი თაობის პოლიტიკოსების, ექსპერტების თუ სხვა საჯარო ფიგურების პრობლემის ნაწილია, სამწუხაროდ ამ ადამიანებს საერთოდ არ აქვთ პოლიტიკური იდეოლოგიების ცოდნა(როგორც ჩემი ერთი უახლოესი მეგობარი ამბობს ამ ადამიანების 90 პროცენტი ჰეივუდის პოლიტიკური იდეოლოგიების შესავალს ვერ ჩააბარებდნენ ) თუ იმ ძირითადი ტენდენციების ცოდნა რომელიც აქტუალურია,  ამ დროს თითქოს არაფერი, პოლიტიკური იდეოლოგიებია. მაგრამ ის  უამრავი პრობლემა რომელზეც ელისაშვილი თუ სხვა ადამიანები ლაპარაკობენ ბევრად უფრო ადვილად აღსაქმელი იქნებოდა ჩვენთვის თუ  თავად ამ ელისაშვილისთვის ეს რომ ცოდნით ყოფილიყო გამყარებული,  მაგალითისთვის,  მთელი რიგი თემების გასაგებად რომელიც თბილისს აწუხებს,  ბაზისური ცოდნის ელემენტებია საჭირო, რომელიც უნივერსიტეტებში ისწავლება ან შესაძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში შენითაც შეისწავლო მაგრამ სულ მინიმუმ ამის სურვილია საჭირო. ეს ხარვეზი კარგად ჩანს ელისაშვილის გამოსვლებში, სადაც მკაფიოა რომ პრობლემის გულწრფელი აღქმა, არანაირად არ არის საკმარისი სინამდვილეში ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მითუმეტეს როდესაც პრობლემა სინამდვილეში სისტემურია და მისი შეცვლა უბრალოდ შეუძლებელია მხოლოდ კეთილი  სურვილით.
2. ძალიან მიჭირს ამ პრობლემას რაიმე მკაფიო სახელი დავარქვა, პირობითად მარტოხელა მგელის პრობლემას დავარქმევდი, წლები გადის და ისევ იგივე მეორდება.  ყველგან ყველა ცუდია მხოლოდ ალეკო ელისაშვილია ის პატიოსანი, პრინციპული ადამიანი რომელიც მუდამ ებრძვის სისტემას, არასოდეს იყიდება მაშინაც კი  როდესაც ირგვლივ ყველა გაიყიდა,  , მხოლოდ მან მოახერხა  ყველა ცდუნების გაძლება და შეინარჩუნა პოლიტიკური შურყვნელობა ,  პრინციპში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატისთვის ეს პოზიცია გასაგებია, თან ცოდვაც გამხელილი სჯობს ჩვენი პოლიტიკური ელიტა ნამდვილად  იძლევა იმის საშუალებას ის არცთუ წესიერია,  თუმცა აქვე დავძენ რომ ქართულ პოლიტიკაში უამრავი წესიერი და პატიოსანი ადამიანია, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ხნის წინ დაგვენგრეოდა თავზე ყველაფერი.  მაგრამ კარგად რომ  დავფიქრდეთ, ჩვენი პოლიტიკური სისტემიდან გამომდინარე, ქალაქის მერი  ელისაშვილი ისეთი  ქალაქის მმართვას,  საკრებულოსთან კოაბიტაციას, სადაც არამხოლოდ  მმართველი პარტია იქნება მის მიმართ მტრულად განწყობილი არამედ ოპოზიციაც.
3. თითქმის არ არსებობა რეალური პროგრამის, როგორც ასეთი არ არსებობს ან ღრმად კონსპირირებულია  თუ რას ან როგორ აპირებს  ელისაშვილი და მისი გუნდი(თუ მხოლოდ ელისაშვილი, მისი გუნდი ჯერ ფიქციაა) ,   კიდევ ერთხელ დავძენ ჩემი აზრით  თბილისის პრობლემების დიდი ნაწილი სისტემურია და პირდაპირ არის დაკავშირებული იმ რეალობასთან რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩამოყალიბდა და მისი შევცლა , უმტკვივნეულოდ უბრალოდ უტოპიაა, თან, თუ მმართველი პარტიის ან ყოფილი მმართველი პარტიის კანდიდატებს აქვთ ფუფუნება დეტალური და საფუძვლიანი გეგმის არ არსებობის, ელისაშვილს როგორც კანდიდატს, რომელიც წესით ალტერნატივა უნდა ყოფილიყო არსებული პოლიტიკური სისტემის, ჯერჯერობით მსგავსი არაფერი წარმოუდგენია ,  მაქსიმუმი ელისაშვილისგან რაც  გვესმის მხოლოდ არსებული ლიბერალური საშუალო კლასის რამდენიმე თემას (ველოსიპედები, ეკოლოგია) დამატებული ეკოლოგია და ზოგადი წუხილია კორუფციასთან დაკავშირებით.
4. პოლიტიკური გუნდის და პოლიტიკური პლატფორმის არ არსებობა, ამ თემაზე უამრავი რამე ითქვა და თუ თავიდან ელისაშვილი ამას თავის სიძლიერედ თვლიდა(რატომღაც) , ბოლო პერიოდის ინტერვიუებში უკვე დაიწყო საუბარი, პოლიტიკური პარტიის თუ მსგავსი სუბიექტის შექმნაზე,  დაგვიანებულია მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, აქაც ჩანს რომ პოლიტიკურმა ბატალიებმა და რეალურმა გამოცდილებამ, თუ როგორ შეაცვლევინა ელისაშვილს საკუთარი ანაქრონისტული წარმოდგენები, იმედია მალე მისი მომხრეებიც მიხვდებიან ამ აუცილებლობას.
მოკლედ ეს არის  რისი თქმაც მინდოდა, თავიდან მცირე სტატუსად ვფიქრობდი, მაგრამ აშკარად წერის მომენტში მიხვდი რომ ეს პოსტს უფრო ჰგავს და არანაირად პატარას.
ერთ დავამატებდი, მიუხედავად ჩემი პირადი დამოკიდებულებისა, რომელიც იმაში გამოიხატება რომ  ელისაშვილი ჩემთვის ორ ყველაზე ცუდ ჰაბიტუსს, ყარაჩოღელურ თბილისს და ლიბერალურს აერთიანებს(როგორ ახერხებს, არ ვიცი) , მაინც  მინდა რომ ელისაშვილი მეორე ადგილზე გავიდეს, ჯერ ერთი ეს კიდევ ერთ დიდ ლურსმანს ჩააჭედებს კუბოში რომელსაც ნაციონალური მოძრაობა და მისი ნარჩენები ეწოდება.
 მეორე, ელისაშვილს ჯერ კიდევ აქვს შანსი საკუთარი პოლიტიკური აჯენდით, ძალიან მკაცრი ზედამხედველობა გაუწიოს  მერიის პოლიტიკას, თუმცა ცუდი ის არის რომ ელისაშვილმა გაუშვა შანსი ეს როლი ბერნი სანდერსის მსგავსი ყოფილიყო, როდესაც ამერიკის წინა საპრეზიდენტო არჩევნების, დემოკრატიული პარტიის პრაიმერის დრო როგორც მაგალითად ბერნი სანდერსის ეპოპეამ დიდი გავლენა ჰილარი კლინტონზე და დემოკრატები და ჰილარი კლინტონი აიძულა  პროგრამა ბევრად მარცხნივ გადაეხარა,(შემდეგ რა მოხდა ეს სხვა საუბრის თემაა), თუმცა მისმა სუსტმა პოლიტიკურმა განათლებამ თუ ლიბერალურმა გარემოცვამ ამის შანსიც არ დაუტოვა, რჩება შანსი კარგი პოლიტიკურ ვოჩდოგად დარჩეს და შემდეგ პოლიტიკურ არჩვენებებში ბევრად კარგი შედეგი აჩვენოს.

 

სოციალურად დაუცველების სახელმწიფო

საყოველთაო ჯანდაცვა ძალიან კარგი რეფორმაა, ალბათ საუკეთესო რაც შეიძლება პატარა ქვეყანაში გააკეთო, მითუმეტეს  იმ პირობებში როდესაც თანამედროვე სამყაროში,  სახელმწიფოს თითქმის არ აქვს ინსტრუმენტები ეკონომიკაში ჩარევის, პლუს საქართველოს შემთხვევაში ამას თან ემატება სრულიად არასაჭირო თვითშეზღუდვებიც  (ლიბერთი აქტი).

ამის გათვალისწინებით  საყოველთაო ჯანდაცვა კიდევ უფრო  გამორჩეული რეფორმაა ,   რეფორმა იმდენად წარმატებულია რომ ნაციონალური მოძრაობამ და უკიდურესად ნეგატიურად განწყობილმა ენჯეო სექტორმაც ვერაფერი მოახერხა მის წინააღმდეგ, მაგალითად ნაციონალური მოძრაობის ჯანდაცვის სპიკერი ზურაბ ჭიაბერაშვილი, დავით სერგეენკოს ფონზე საშინლად კომიკურ პერსონაჟად მოჩანს. ხოლო ექსპერტებმა რომლებიც პროგრამის ამოქმედებამდე აპოკალიფსით გვემუქრებოდნენ, მორცხვად აქცენტები დროთა განმავლობაში მოსალოდნელ ეკონომიკურ კატასტროფაზე გააკეთეს .

ამას ემატება თავად მოსახლოებაში ამ რეფორმის მხარდაჭერა რომელიც 91 პროცენტია. ადამიანებმა წლების განმავლობაში გადადებული ოპერაციები გაიკეთეს და რაც მთავარია გაუჩნდათ შეგრძნება რომ ყველაზე ცუდ მომენტში, მათ გვერდით მათი სახელმწიფოა, არა რაღაც აბსტრაქტული სახელმწიფო რომელსაც სადღეგრძელოებში რატომღაც ადღეგრძელებენ, არამედ რეალური და მოქმედი,  რაღა შორს წავიდე პირადად ვისარგებლე 2016 წელს ამ პროგრამით  და მერწმუნეთ მიუხედავად იმისა რომ პრინციპში ჩემი შემოსავალით იდეაში საშუალო კლასში გავდივარ, რომ არა საყოველთაო ჯანდაცვა  საკმაოდ მოცულობითი სესხის გარეშე უბრალოდ ვერ შევძლებდი ონკოლოგიურ დაავადებასთან ბრძოლას, სწორედ ასეთი სერვისები გაძლევს იმის შეგრძნებას რომ შენს გვერდით შენი სახელმწიფოა.

რათქმაუნდა ამხელა რეფორმა პრობლემების გარეშე არ არსებობს, კარგად გამოჩნდა წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებული გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგები, მყისიერად გაჩნდა  ბევრი შავი ხვრელები პროგრამებში, არსებობს საკმაოდ ბევრი შეკითხვები ზოგიერთი კერძო საავამდყოფოების თუ სადაზღვეობის მიმართ. ასევე თავად ტრადიციული პრობლემა, რომელიც ზოგიერთი პრობლემის მიმართ სახელმწიფო მართვის მოუქნელობას, დაგვიანებით რეაგირებას გულისხმობს.

რათქმაუნდა რეფორმას სჭირდება განვითარება, შეცდომებზე მუშაობა და ხარვეზების გასწორება, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე ჩვენნაირ ქვეყნებში სადაც რეალურად კარგი რეფორმები ბედნიერი გამონაკლისია, ექსპერტების და ყველაფრის მცოდნე ენჯეო სექტორის წყალობით, საყოველთაო ჯანდაცვის იმ მიმართულებით წავიდა რომელიც მაქსიმალურად არაეფექტურობას   მიზნობრიობაზე გადასვლას გულისხმობს.

პირველი მერცხალი, წელიწადში 40 ათას ლარზე მეტი შემოსავალის მქონე ადამიანებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის აკრძალვას გულისხმობს, ალბათ გაგიჩნდათ შეკითხვა რატომ იცავს მემარცხენე ანალიტიკოსი 40 ათას მეტი შემოსავალის მქონე ადამიანებს, პასუხი ძალიან მარტივია, უკაცრავად ტავტოლოგიისთვის და საყოველთაო ჯანდაცვის მთელი სიძლიერე მის საყოველთაობაშია, თან ეს ჩვენი სამშობლო ყველასია, მდიდრებისაც, სოციალურად დაუცველების თუ  საშუალო კლასის, ჯანდაცვა ისეთი თემაა რომ მაგალითად ონკოლოგიურ დაავადებას თავისუფლად შეუძლია  მდიდარი(40 ათასზე მეტი შემოსავალის მქონე) ადამიანი საშუალო კლასში გადაიყვანოს  ხოლო  შესაბამისად საშუალო კლასიდან სოციალურად დაუცველებში .

თან რაც მთავარია მსგავსი პროექტები ყველას გვაძლევს საშუალებას მივიღოთ თანამონაწილეობა ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობაში  სოლიდარულ პრინციპებზე დაყრდნობით.  ამავდროულად არ დაგვავიწყდეს ყოველთვის არსებობს კერძო დაზღვევა რომელიც აგვარებს იმ პრობლემებს რომელიც თან ახლავს საყოველთაო ჯანდაცვას, ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანი, ის კერძო დაზღვევით ისარგებლებს, გადაიხდის ამაში დამატებით თანხას თუ დარჩება საყოველთაოს მომხმარებლად.

ყველაზე ირონიული კი ის არის რომ საყოველთაო ჯანდაცვა რეალურად არც ისე ძვირი გვიჯდება, მისი ბიუჯეტი არ აღემატება 700 მილიონ ლარს, მაშინ როდესაც მაგალითად სააკაშვილის რეჟიმის ბოლო წლებში თითქმის 400 მილიონი ლარი იყო და მეეჭვება ვინმემ გაიხსენოს რისთვის იხარჯებოდა ის თანხა. თუნდაც პროგრამის  ხარჯები ყოველწლიურად  იზრდებოდეს(რათქმაუნდა არა ისეთი ტემპებით როგორსაც გვისახავენ)  რაც ბუნებრივია, მეეჭვება ქართულ სახელმწიფოს იმაზე უფრო საჭირო ხარჯები ჰქონდეს ვიდრე საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯებია.

არსებობს ერთი დეტალი, საყოველთაო ჯანდაცვა რომც არ არსებობდეს და ჩვენი ლიბერალების და უფლებადამცველების “ექსპერტების” საოცნებო მიზნობრივი პროგრამა გვქონდეს,  რომელიც მხოლოდ სოციალურად დაუცველებზე  და გაჭირვებებულზე იყოს  ორიენტირებული თანხობრივად ეს შემცირება არანაირად არ იქნება დრამატული(შეხედეთ სააკაშვილის რეჟიმის ბოლო წლების ხარჯებს) ხოლო რადგანაც არჩევნებს არავინ აუქმებს ძალაუნებურად ვუბიძგებთ ხელისუფლებებს რომ გამოთავისუფლებული თანხები, სრულიად უაზრო პიარ კამპანიებზე დახარჯოს. ჩვენთვის სჯობს, ხელისუფლებამ საყოველთაო ჯანდაცვის პიარით მოიგოს ჩვენი გული ვიდრე მაგალითად სტუდენტური, ან თინეიჯერების ოლიმპიადით, ან რაიმე კონცერტებით.  ან საერთოდ ყველაზე ცუდ შემთხვევაში  მილიტარისტული ხარჯებით(რომელიც განსხვავებით დიდი სამხედრო ინდუსტრიული ქვეყნებისგან სამხედრო კეინზიანიმში გასაგები მიზეზების გამო ვერ გადაიზრდება).

იმედი მაქვს დავით სერგეენკო შეძლებს გაუძლოს და შეინარჩუნოს ის საყოველთაო ჯანდაცვა რომელიც ობიექტურად ყველაზე წარმატებული პროექტია არამხოლოდ ოცნების ხელისუფლების არამედ ლამის ერთადერთი რომელიც წარმატებით განხორციელდა ბოლო წლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, მოსახლეობას ერთ დღესაც გაუჩნდეს შეკითხვა, ხომ არ სჯობს ლიბერალური პროექტების განსახორციელებლად ლიბერალები მოიყვანოს ხელისუფლებაში.

Football Manager 2017

fm_com_hp_fm17_0

თამაშების დიდ ბიზნესში რთულია მოძებნო ისეთი წარმატებული სერია როგორიც ფეხბურთის მენეჯერია, წლიდან წლამდე ბევრი კრიტიკოსის აზრით, სპორტს ინტერაქტივის ბიჭები ერთსა და იმავე პროდუქტს უშვებენ, ლამის მინიატურული ცვლილებებით. თუმცა ამის მიუხედავად მილიონობით ადამიანი ყოველწლიურად მაინც ყიდულობს და ათასობით საათს ხარჯავს საკუთარი გუნდების გრანდებად ქცევისთვის, საკმარისია ნებისმიერ მენეჯერისტს ჰკითხო და აღმოაჩენ რომ მას საკუთარი ისტორიები აქვს გუნდების წარმატებების, საყვარელი ფეხბურთელების, საკულტო გამარჯვებების თუ უაზრო წაგებების. მითუმეტეს  ეს ისტორიები კიდევ უფრო საკულტოა ეს ყველაფერი მეგობართან ან მეგობრებთან ერთად ონლაინ თამაშში ხდებოდა.

ფეხბურთის მენეჯერი სპორტული სიმულატორების ერთ-ერთი სახეობაა, რომლის დროსაც მოთამაშეები გუნდის მწრთვნელები, სპორტული დირექტორები, ფინანსისტები თუ ყველაფერი ერთად არიან, ამ მხრივ SEGA-ს პროდუქტი იმდენად წარმატებულია რომ არსებობს უამრავი ლეგენდები თუ როგორ იყენებენ რეალურად არსებული მენეჯერი მას საკუთარი გუნდების ტაქტიკის დასახვეწად, მის თამაშში შემჩნეულია წარმატებული მოთამაშეების ძალიან დიდი რაოდენობა,ბევრი მწრთვნელი მას ტაქტიკებისთვის იყენებს,  მაგალითად ცნობილია რომ ანდრე ვილაშ ბოაში მას ხშირად იყენებდა საკუთარი ტაქტიკების შესამოწმებლად, არსებობს ლეგენდა თუ იყიდა ნიუკასლმა რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი ფრანგი ფეხბურთელი პრინციპში მხოლოდ მენეჯერში მისი პოტენციალის გამო, წარმოუდგენელად დიდი ბაზა რომელიც ლამის ნახევარ მილიონ ნახევარ ფეხბურთელს აერთიანებს მას გუნდებისთვის უფასო სკაუტურ ქსელად აქცევს, პირადად მე დღემდე სიამაყით ვიხსენებ იმას თუ როგორ გავიგე სარაგოსაში მოთამაშე ვინმე დავიდ ვილიას და მეორე დივიზიონში მოთამაშე ლუკა ტონის შესახებ მანამდე სანამ ისინი მსოფლიო დონის ფეხბურთელები გახდებოდნენ , ასეთი ისტორია უამრავია, თუმცა არსებობს ისეთი მოთამაშეები რომლებიც მხოლოდ მენეჯერის ლეგენდებად დარჩნენ, ჩემი ასეთი ლეგენდა, ახლა ბრაზილიაში მობურთალე კოლუმბიელი ვინგერი შერმან კარდენასია, რომელიც სწორად განვითარების შემთხვევაში, ნამდვილ ლეგენდად იქცეოდა, ახლა კი საშუალო დონის ბრაზილიური გუნდის თადარიგის მოთამაშეა.

ახლა უშუალოდ სიახლეზე გადავიდეთ, Football Manager 2017 თუ უბრალოდ მენეჯერი, ძალიან კონსერვატორული თამაშია, მასში რევოლუციური ცვლილებები არ ხდება და პრინციპში ვერც მოხდება, იმდენად წარმატებულია სერიაა, ფანების მილიონიანი არმია, მუდმივი გარანტირებული შემოსავალი და კონკურენციის არ არსებობა (ბოლო კონკურენტი, EA-ს ფიფა მენეჯერი უსახელოდ მოკვდა) თამაშს მხოლოდ კონსერვატორული ცვილებების არენად აქცევს. ხან 3 D გრაფიკა უმჯობესდება, ან სკაუტი მეტ ინფორმაციას გაწვდის, ან მეკარეები და მცველები არ აკეთებენ გაუგონარ ტრიუკებს და ასე შემდეგ, ან ეს ცვლილებები პრინციპში იმდენად შეუმჩნეველია რომ მხოლოდ სატრანსფერო მონაცემების განახლებას ჰგავს.

წელსაც ასეა, რეალური ცვლილებები ცოტაა, თუმცა მოთამაშეებისთვის ესეც საკმარისია, რადგანაც ამ ცვლილებებმა თამაში საკაიფოდ გამოაცოცხლა, პირველი და უმთავრესი ეს რათქმაუნდა თამაშის დვიჟოკია, ის უფრო ადეკვატური გახდა. შესამჩნევად  იკლო მოთამაშეების სრულიად არაადამიანურმა და მენეჯერების გამაცოფებელმა  გადაწყვეტილებებმა,როგორც ჩანს სეგამ ჩვენს ნერვებზეც დაიწყოს ზრუნვა,  თამაშმა რეალური რეაგირება დაიწყო მწრთვნელის მითითებებზე, ჩემთვის, როგორც სამი მცველით თამაშის მოყვარულისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც წინა წლებში, რამდენიმე სეზონიანიანი წამება მიწევდა სანამ გუნდში, იმ დონის მცველების მოვიყვანდი რომლებიც სამმცველიან ტაქტიკის პირობებშიც კი სწორად იმას გააკეთებდნენ რასაც მე ვავალებდი. მაგალითვის მკვეთრად იკლო, ფლანგიდან კრობებისადმი მცველების სრულიად გაუგონარმა ინერტულობა, ცუდი მცველებიც კი ცდილობენ მის ადეკვატურ მოგერიებას. დაემატა კამერის უკეტესი ხედები, რაც თამაშს კიდევ უფრო რეალისტურს და ლამაზს ხდის.

მეორე ცვლილება, ეს სტაფის ახალი წევრებია, გუნდს დაემატნენ, ანალიტიკოსები და მეცნიერები, რომლებიც ბევრად უფრო დეტალურად გაწვდიან ოპონენტების და საკუთარი გუნდის ძლიერ თუ სუსტ მხარეებს. 1.png

ხოლო არსებული გუნდის სტაფი, კიდევ უფრო დეტალურად და ხარისხიანად გაწვდის გუნდის სუსტ თუ ძლიერ მხარეებს. რაც კარგი საშუალებაა,  დაიწყო არა უბრალოდ ძვირადღირებული ფეხბურთელების ძებნა ბაზარზე არამედ ისეთების, რომლებიც რეალურად საჭიროა.

2

თამაშს ასევე დაემატა, პრეკონტრაქტების და პრემოლაპარაკების ფუნქცია, რაც საშუალებას იძლევა, ფეხბურთელს მანამდე დაელაპარაკო და გაიგო, მისი მოთხოვნების შესახებ ვიდრე უშუალოდ საკონტრაქტო მოლაპარაკები დაიწყება.

პრინციპში ძირითადი ცვლილებები ესაა, რათქმაუნდა ძალიან ცოტაამ მაგრამ თამაში, მენეჯერების სერია  იმდენად იდეალურია რომ სწორედ ეს ყველაფერი, ყოველწლიურად მილიონობით  ფანს აიძულებს შეიძინოს, ხოლო განსაკუთრებით ერთგული ფანები ამას გამოსვლამდე ვაკეთებეთ და შიკარნ 5 დოლარიან დისკაუნტსაც ვღებულობთ. ღირს თუ არა მისი ყიდვა სტიმზე, ჩვენი რეალობისთვის არცთუ ცოტა 24.99 დოლარად? თუ სერიის ფანი ხართ მაშინ აუცილებლად, თუ აქტიური მომხარებელი ხართ და მხოლოდ ძველი ვერსიები გაქვთ, მაშინაც ღირს, თუნდაც იგივე 2014 წლისთან შედარებით უკვე სხვა თამაშია, თუმცა 2016 წლის ვერსია ნამდვილად შეიძლება დალოდება, ზამთრის სეილებამდე და მისი შეძენა უკვე 8-12 დოლარადაც შეიძლება.