Tag Archives: პატრიოტიზმი

29

  • ცოტა ხნის წინ, მეგობრებთან, ირაკლისთან და ვასოსთან საუბრის დროს გამოვთქვი სურვილი რომ დამეწერა, ტუტორიალი როგორ უნდა ამოიცნო ყლე ან გამოყლევებული, ორივემ მომიწონა ჩანაფიქრი მაგრამ მითხრეს რომ ვერ დავწერდი, მე თავიდან შევეწინაღმდეგე მაგრამ შემდეგ მიხვდი რომ მართლები იყვნენ.  ალბათ  ასაკის ბრალია და რეფორმიზმისკენ გადაგდებული ლუკმის.
  • თითქმის 10 წლიანი(სინამდვილეში 8 წელია, უბრალოდ ათი ბევრად უკეთ ჟღერს) მემარცხენე აქტივიზმის  დროს დაგროვებული გამოცდილებით  დავასკვენი, რომ არ არსებობს იმაზე უხეირო მოკავშირე ვიდრე მემარცხენე  ლიბერალია და იმაზე ცუდი ტიპი ვიდრე საშუალო სტატისტიკური ანარქისტია.  მორალიზატორობის მორევში ჩავარდნილ   მემარცხენეს ყოველთვის ურჩევნია, ოპოზიციაში იყოს, ხოლო ანარქისტს უბრალოდ  დაყლევებული იყოს “ავტორიტატი” მემარცხენეების ჯინაზე.
  • კოსპიროლოგიის არასოდეს მჯეროდა, მაგრამ  ცოტა ხანი მომიწია შეხება ისეთ ხალხთან რომლებიც ქმნიან ქვეყნის პოლიტიკას, ახლა უკვე მტკიცედ მწამს, რომ ნებისმიერი კონსპიროლოგიის უკან იდიოტიზმის აუხსნელი მაგალითები იმალება, კონსპიროლოგიის განსაკუთრებით მძიმე ვარიანტები, ე.წ კონსერვატორი კოსპიროლოგები და მათთან მებრძოლი მოევროპელო ყლე ბავშვები არიან. (ამ შემთხვევაში ყლე ბავშვობას ასაკი არ აქვს)
  • ინტელექტუალურად ყველაზე საინტერესო ტიპები მემარცხენეები არიან, ყველა არა, მარქსისტები, კონსერვატორები, და გაწი გამოწიე ზოგიერთი ლიბერალი, უსარგებლო ანარქისტები.
  • სწავლა სიბერემდეა, არადა რატომღაც მგონია რომ ვინც ამას იძახდა და იძახის როგორც წესი საკუთარ თავს არ გულისხმობენ და არც იმას რასაც სწავლა ქვია, უფრო რაღაც ცხოვრებისეულ მომენტებზე აკეთებენ აქცენტს, მაგალითად წყალგაყვანილობის გათემვას, (ეჭვი მაქვს ამის სწავლა ჩემთვის ქრისტეს სასსწაულებზე მეტი იქნება)  მე კი მაგისტრანტი გავხდი, ოდესმე დოქტორანტიც გავხდები, რაიმეთი ხომ მაინც უნდა გავაგრძელო ოჯახის ტრადიციები. თან აღმოვაჩინე რომ საკმაოდ კარგი ლექტორი ვარ, ეს აღმოჩენა არ ვიცი იმიტომ გავაკეთე რომ საკუთარ თავზე ვარ შეყვარებული ტუ საფუძველი მქონდა მაგრამ აშკარად ზაფხულში, ჩატარებულ ებერტის ფონდის და პროგრესული ფორუმის ტრენინგებზე საკაიფოდ ვკითხულობდი თემებს.
  • ასაკთან ერთად უფრო რბილი ვხდები, ადრე თავს ვალდებულად ვთლიდი ფეისბუკის, ფორუმის მეშვეობით, ნებისმიერ სისულელეზე გამემახვილებინა ყურადღება და დაუღალავად მებრძოლა მის წინააღდეგ, ახლა კი პრინციპში, მოსტყნიათ პატრონი.
  • ბოლო პერიოდში საკუთარ თავზე დაკვირვებისას  კიდევ ერთი ტენდენცია აღმოვაჩინე, აღარ ვიმატებ ფეისბუკზე ნაშებს, პრინციპში იმ ტემპებით რა ტემპებითაც უკვე არსებული მარაგების  ათვისებას ვახდენ ,  მრავალათეულწლიანი სტრატეგიული მარაგები მაქვს.
  • მიხარია რომ იმ ქვეყანაში ვცხოვრობ სადაც კაზანტიპი ჩატარდა, არ ვიცი რომელი ტიპები უფრო არ მევასებიან, რომლებიც თვლიან რომ “ევროპა” კაზანტიპია თუ ისინი ვინც თვლიან რომ კაზანტიპის გამო აბაროტს იღებს ღმერთი, ერთადერთი რაც მათი განკითხვსგან თავს მაკავებინებს, შუაშისტის არაკომფორტული პოზიციაა.
  • ბევრი რამე არ ვიცი მაგრამ ერთი უეჭველი ვიცი, ყველაზე კარგი სერიალი, the wire არის, ყველაზე კარგი სიტკომი friends და ყველა დროის ყველაზე ცუდი სერიალი falling skies .
  • ნაცებმა გაიარეს სექტის ეტაპი და უკვე ორგანიზებული რელიგია არიან.
  • განსხვავება ასავალ დასავალის მკითხველსა და ნაცებს შორის ინგლისურ ენაზე გადის.
  • რამდენიმე თვის წინ, ერთ პატარა პოსტში დავწერე რომ თეორიულად, ვარაუდის დონეზე წარმოვიდგინოთ რომ ომი მართლა აფხაზებმა მოგვიგეს თქო და ამ რეალობით ვილაპარაკოთ თქო, თეორიულად თქო მაგრამ ასეთი ერთსულოვნება როგორიც ნაცებსა და ლიბერალ ყლე ბავშვებს შორის იყო მგონი არასოდეს მქონდა ნანახი, ზოგმა იცის მითხრა შენ სად იყავი, მე რომ ამას ვწერდიო, რამდენიმე მამაჩემის კბილა  თუ არა ოდნავ უმცროსმა პროფესორმა ისეთები დამიწერა რომ პრინციპში ან უნდა დამესტრელა ან უნდა გამეტარებინა, მოკლედ ქართველი ლიბერალი რომ გათალო, სარკისებულად არეკლილი ქართველი ჯიგარი პატრიოტი გამოითლება.
  • წელს ყველაზე კარგად დავისვენე, აგვისტოს 7-20 აგვისტოს ჩათვლით ურიცხვი რაოდენობის  ცივილიზაცია ვიტამაშე, ყოველ 3,5 დღეში მეგობრებთან ერთად, იმ სიცხეებში ვსვამდით, შედეგად  რეიტინგებში წინ წავიწიე და ბოლომდე გავანადგურე ყველანაირი ფინანსური რეზერვები,  სანამ შემიცოდებთ, მეც მოშნად შემეცოდა საკუთარი თავი.
  • პირველად ვიყავი მეჯვარე, ვახოს ქორწილში, მინდა ვთქვა რომ კარგი იყო, უბრალოდ ჯვარის დაწერის ქართული ტრადიცია უბრალოდ უშნო და არქაული არ არის, იდიოტიზმიცაა, თან სიძე-დედოფალ, მეჯვარეების სახით 80 პროცენტი ათეისტი იყო მაგრამ ქორწილი ხომ ოჯახის არის, არადა ძნ საკაიფო გამოვიდა.
  • საი ფაის კითხვას დავუბრუნდი, ჯორჯ მარტინი ძნ თესლი მწერალი ყოფილა ხოლო დენ სიმონსი კი საოცარ ეპიკურ საი ფაის წერს, უბრალოდ ლიტერატურული ბოდიალი რომ არ უყვარდეს, ჯორჯ მარტინი იქნებოდა(ვითომ ძნ ჭკვიანური ჩანართი)
  • მოკლედ 29 წელი ისევე მიხარია როგორც 19 წელი მიხაროდა, მართალია მხოლოდ ციფრები იცვლება, მაგრამ 30 მაინც სხვა პასუხისმგებლობაა, ნუ თავს მაინც მოვიტყუებ.

პოსტი დაწერილია ამ რუსული სტონერ მეტალ სიმღერის ფონზე.

მოსაზრება “ორ რუსეთსა” და “პროგრესულობაზე.”

გუშინ რადიო თავისუფლების გვერდს ვათვალიერებდი და ერთი პრეტენზიული სახელის მქონე სტატიას წავაწყდი, გოგი გვახარიას საავტორო გადაცემაში(მგონი ასე ქვია) ინტერვიუ იყო სადაც , თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თეო ხატიაშვილი ამბობდა რომ  “ორი რუსეთის არ სჯერა”,  თავად გადაცემის დანარჩენი შინაარს აქ  შეგიძლიათ გაეცნოთ http://bit.ly/1gDDG8e. ჩემი პოსტი კი  ზემოხსენებული “ორი რუსეთის”  თემას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება.

ორი რუსეთის თემა, ქართული ინტელექტუალური ელიტის საყვარელი თემაა(ინტელიგენცია ვერ გავრისკე, ჩამწიხლავდნენ), ერთის მხრივ კონსერვატორულად და ნეიტრალურად  განწყობილი ადამიანები აუცილებლად საუბრობენ, დიდი რუსული კულტურის გავლენაზე, აუცილებლად ახსენებენ დოსტოევსკ, ჩეხოვს და კიდევ სხვა მწერლებს რომლები არ წაუკითხავთ,  ხოლო მეორე ნაწილის არგუმენტაცია ცვალებადი ხასიათისაა და მოიცავს, დაწყებული იმით რომ “რა ეგეთი მწერალია დოსტოევსკი და ჩეხოვი” და დამთავრებული იმით რომ “ყველა რუსი ავტომატურად ფაშისტია” და ჩვენ უნდა გვახსოვდეს ოკუპაცია და კარგად ნაცნობი სხვა ტერმინოლოგია.

არ ვიცი დააკვირდით თუ არა მაგრამ  დისკუსიები რომელიც ამ თემის ირგვლის მიმდინარეობს აუცილებლად გადაიზრდება პროგრესის და რეგრესის დაპირისპირებაში, სადაც პროგრესად აუცილებლად 1950 იანი წლების მაკარტიზმის დროინდელი წარმოდგენებია და ხოლო რეგრესად განიხილება ნებისმიერი განსხვავებული პოზიციები. მაგალითად მეც ეჭვი არ მეპარება რომ ეს ჩემი პოსტი კიდევ ერთხელ გამოიწვევს ჩემს დადანაშაულებაში პრორუსულ განწყობებში . ორივე მხარის პოზიციები წინასწარ განსაზღვრულია თუ რა პოზიციას უნდა იკავებდეს.

აქ დგება ორი საკითხი რომელიც ჩემი აზრით მოითხოვს პასუხის გაცემას?

1. როგორი შეიძლება იყოს პროგრესული ადამიანების დამოკიდებულება ისეთი მძიმე საკითხის მიმართ როგორც რუსეთის პოლიტიკაა?

2. არსებობს თუ არა საერთოდ ორი რუსეთის ფენომენი.

დავიწყოთ თავიდან, საქართველოში პროგრესულობის მიმართ ძალიან ბუნდოვანი და ხშირად სასაცილო წარმოდგენები არსებობს, მაგალითად ამის ნათელი დადასტურებაა, თინა მახარაძის( ტელესერიალ “ჩემი ცოლის დაქალების მსახიობი” რომელმაც სკანდალური ინტერვიუ მისცა “მძიმე კაცს”) განცხადების  “ორალური სექსი ჩემთვის მოსული პონტია” ირგვლივ ატეხილი, არაჯანსაღი აჟიოტაჟი.  საბოლოოდ ეს განცხადება(რომელიც ავი ენების განცხადებით, დამწყები მსახიობის პიარსვლაა) დავიდა პროგრესულობაvsრეგრესულობის დაპირისპირებამდე, სადაც პროგრესულობა: ორალური სექსის სიყვარულია,  ხოლო  რეგრესი,( ნუ რეგრესზე მთლად ჩამოყალიბებული პოზიცია არ ყოფილა, მაინც რთულია ორალურ სექსზე თქვა რომ ცუდია ) სიმბოლურად ვთქვათ, ორალური სექსის  როგორც სექსის ნაწილის უარყოფა, რათქმაუნდა მინეტს(თქვენი ნებართვით ასე მოვიხსენიებ, ვგონებ ამას გულისხმობდა ქ-ნ თინაც) არანაირი კავშირი არ აქვს პროგრესთან როგორც ასეთთან, ისევე როგორც არ შეიძლება პროგრესს კავშირი ჰქონდეს, ბავშვობაში მშობლების უჩუმრად  სიგარეტის მოწევასთან ან ტატუს გაკეთებასთან.

პროგრესულობის არსებული ტრენდი, სათავეს 1990 იან წლებში იღებდა, სადაც ჯერ კიდევ დამწყები პროფესიონალური სამოქალაქო საზოგადოება და იმდროინდელი კავეენშენიკების აქტიური ნაწილი  მაქსიმალურად  ცდილობდა საკუთარი წარმოდგენების გატანას პროგრესად, დღემდე არ დამავიწყდება, როდესაც შალვა რამიშვილი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წარმომადგენელი 1990-2000 იანი წლების ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების, გოგი გვახარიას გადაცემაში ფსიქო, როგორ აქტიურად ცდილობდა წარმოეჩინა რომ პროგრესი ეს კომპიუტერის ცოდნა და ინგლისური იყო, მართლაც ახალი თაობის დაპირისპირება საბჭოთა კავშირიდან გამოსულ მამების თაობასთან ეპიკური, საინტერესო და ცოტა მიამიტური იყო, ეს ბრძოლა ყველამ ვიცით რითიც დამთავრდა, შვილების ულაპარაკო გამარჯვებით რაც საბოლოოდ 2003 წლის ვარდების რევოლუციაში გადაიზარდა.

მაგრამ 2014 წელს ათიოდე წლის წინ არსებული წარმოდგენები არამხოლოდ არქაული, არამედ სასაცილოც არის, სხვა თუ არაფერი დღეს მაგალითად კომპიუტერის მომხარებელი თითქმის ყველა თაობის წარმომადგენელია, მაგალითისთვის ბებიაჩემიც გამოდგება რომელიც მეშვიდე ათეულს გადაცდა როდესაც კომპიუტერი შეისწავლა და  დღეს აქტიური ფეისბუკელია(მე არ ვიმატებ), ხოლო ინგლისურის ცოდნაც დაკავშირებულია მის პრაქტიკულ გამოყენებასთან, ვისაც სჭირდება აქტიურად ეუფლება ან უკვე ფლობს, ასე რომ ეს ზუსტად ისეთივე სასაცილოა როგორი სასაცილოც არის მინეტის და პროგრესის კავშირი.

მე არ მაქვს მზა პასუხი თუ როგორია ან როგორი უნდა იყოს პროგრესული ტიპი და როგორი დამოკიდებულება შეიძლება ჰქოდნეს მას ისეთი საკითხის მიმართ როგორიც რუსეთი და მისი პოლიტიკაა(რომელიც ცოდვა გამხელილი სჯობს ნამდვილად “ჭკუით გაუგებარია”), უამრავ კონსერვატორული ფასეულობების მქონე ადამიანს ვიცნობ რომელიც ბევრად  21-ე  საუკუნის შესაფერად აზროვნებს ვიდრე გარეგნულად პროგრესული ტიპები, უბრალოდ ერთი რაც ცხადად ვიცი, პროგრესულობა ვერ იქნება საყოველთაოდ აღიარებული აზრის მუდმივად მეინსტრიმული დადევნება.

რაც შეეხება ორი რუსეთის თემას, მართლაც რატომ ორი რუსეთი? განა მხოლოდ პუტინის რუსეთია და იური შევჩუკის? რატომ არა სამი ან მეტი? მაგალითად რა კავშირი აქვს ჩემ მეგობარ(ვიცი ხშირად ვწერ ჩემს მეგობარ რუს ლევაკებზე) ალექსეი სახნინს(მემარცხენე ფრონტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი) ან სხვა რუს მემარცხენებს რომლებსაც განსაკუთრებული სისასტიკით დევნიდა პუტინის ხელისუფლება და მაგალითად ალექსეის ემიგრირება მოუწია ძალიან განსხვავებული პოზიციები აქვს,  იგივე ე,წ მეორე რუსეთის წარმომადგენლებთან, რომლებიც ძალიან ხშირად იზიარებენ იგივე რუსეთის ხელისუფლების სრულიად ანტისოციალურ და არადიანურ პოლიტიკას?  მემარცხენების, კონსერვატორების(იმპერიალისტები) და ლიბერალების გარდა  გარდა  რუსეთში  უამრავი ადამიანები და გავლენის ჯგუფებია,  იგივე საკმაოდ მძლავრი რუსული ეკონომიკური ჯგუფები რომლებსაც თავისი ჩამოყალიბებული ინტერესები გააჩნიათ. დროა  ქართული პოლიტიკისთვის დამახასიათებელი დუალისტური დამოკიდებულება გადაიხედოს, პრაქტიკამ დაგვანახა, რომ სიკეთის და ბოროტების ჭრილში განხილულმა პოლიტიკამ დიდი ვერაფერი შედეგები  მოიტანა.

ბოლოსთვის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელიც მგონი ძალიან დიდი ხანია მოითხოვს პასუხის გაცემას.  ჩვენთან, ჩვენს  ქვეყანაში თუ არსებობს ეს ყბადაღებული მეორე ან მესამე საქართველო? ვცდილობ გავიხსენო და ვერ ვიხსენებ, ვერც არტისტებს, მომღერლებს თუ სხვა ხელოვანების გამოსვლებს  რომლებიც გამოვიდოდნენ და თუნდაც სიმბოლურ დონეზე მაინც დაგმობდნენ აფხაზეთში და ოსეთში დაწყებული საომარ მოქმედებებს, სხვა თუ არაფერი, ვიცი ახლა საკმაოდ მკვახე განცხადება უნდა გავაკეთო მაგრამ აფხაზეთისა და ოსეთის მიმართ ჩვენი პოლიტიკა,  ძალიან ჩამოჰგავს ჩვენი დიდი და ბოროტი “უფროსი  ძმის” , რუსეთის პოლიტიკას მეზობლების თუ “მოძმე ერების” მიმართ რომელიც გააჩნია.