Tag Archives: პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი და მისი საარჩევნო კამპანია

ელისაშვილის საჯარო შეხვედრა ჰქონდა ჯიპას სტუდენტებთან და ეს კარგი შანსი იყო იმის გასარკვევად როგორ წარმოუდგენია ელისაშვილს ესა თუ ის პრობლემები, ამის შემდეგ მე ის გავაკეთე რასაც ჩვენთან ოპონენტი ან მომხრეები იშვიათად აკეთებენ ხოლმე, მოვუსმინე გამოსვლას.
ახლა ვეცდები არამოკლედ, ჩამოვაყალიბო ჩემი პოზიცია*(რომელიც რათქმაუნდა ღრმად სუბიექტური იქნება, ჩემი შეხედულებების თუ პოზიციებიდან გამომდინარე), აქვე, რადგანაც დავიწყე წერა, ელისაშვილის  მთლიან  საარჩევნო კამპანიას შევეხები და არამხოლოდ ამ გამოსვლას.
დავიწყოთ დადებითით.
1. კარგად აქვს გააზრებული ის პრობლემები რომელიც არის ამა თუ მიმართულებით,ამ შეხვედრაში მართალია ძირითადად სატრანსპორტო პრობლემაზე ილაპარაკა თუმცა მეტი დრო არც იყო. ვფიქრობ თავისმა პირადმა დამოკიდებულებამ თბილისის მიმართ(რომელიც ხშირად ძველი თბილისის გაიდიალებულ სიყვარულში გამოისახება) და საკრებულოში აქტიურმა მუშაობას უკვალოდ არ ჩაუვლია და კარგად დაინახა ის უამრავი პრობლემა რომელიც თბილისშია.
2. თურმე შეძლებია 21-ე საუკუნის ადამიანივით ლაპარაკი, რჩევის სახით დავამატებდი რაც მეტს ილაპარაკებს ამ ტონალობაში და გაუძლებს ცდუნებას ისე მოიქცეს რომელიც ზედმეტად ჰგავს  გასული საუკუნის დასაწყისის ქართველი ლიბერალს , მით უკეთესი იქნება მისთვის და მისი ამომრჩევლისთვის. თუმცა შეიძლება ყარაჩოღელი ლიბერალის არმოწონება მხოლოდ ჩემი ახირებაა.
3. აშკარად გაზრდილია იმ ალეკო ელისაშვილთან შედარებით რომელიც რამდენიმე წლის წინ იყო, მაგალითად დიდი ხანია არ გამიგია ის სისულელე რომელსაც თვითონ ამბობდა და ახლა მისი მომხმრეები უფრო ამბობენ, რომ ელისაშვილი აპოლიტიკურია და ასე შემდეგ. თითქოს ეს მისი სიძლიერეა, ამიტომაც არის აუცილებელი თუნდაც მცირე მაგრამ პოლიტიკური გამოცდილება, ადამიანებისთვის ვინც აპირებს პოლიტიკური თანამდებობის დაკავებას ,რეალური პოლიტიკა სულ სხვაა ვიდრე ენჯეო, ბიზნეს ან თუნდაც ჟურნალისტური გამოცდილება.
4.ნაციონალი არ არის და მისი ლიბერალური გარემოცვის აშკარა სურვილის მიუხედავად, რომელიც მაგალითად ცალსახად აიძულებდა საკრებულოს ბოლოდროინდელი დებოშის დროს ნაციონალებთან ერთად დამდგარიყო, ეს არ გააკეთა, ამ საქციელისთვის დიდი რესპექტი პირადად ჩემგან.
ახლა უარყოფითზე გადავიდეთ
1. ალეკო ელისაშვილის ყველა პრობლემა არამხოლოდ ალეკო ელისაშვილის პრობლემაა, ეს მისი თაობის პოლიტიკოსების, ექსპერტების თუ სხვა საჯარო ფიგურების პრობლემის ნაწილია, სამწუხაროდ ამ ადამიანებს საერთოდ არ აქვთ პოლიტიკური იდეოლოგიების ცოდნა(როგორც ჩემი ერთი უახლოესი მეგობარი ამბობს ამ ადამიანების 90 პროცენტი ჰეივუდის პოლიტიკური იდეოლოგიების შესავალს ვერ ჩააბარებდნენ ) თუ იმ ძირითადი ტენდენციების ცოდნა რომელიც აქტუალურია,  ამ დროს თითქოს არაფერი, პოლიტიკური იდეოლოგიებია. მაგრამ ის  უამრავი პრობლემა რომელზეც ელისაშვილი თუ სხვა ადამიანები ლაპარაკობენ ბევრად უფრო ადვილად აღსაქმელი იქნებოდა ჩვენთვის თუ  თავად ამ ელისაშვილისთვის ეს რომ ცოდნით ყოფილიყო გამყარებული,  მაგალითისთვის,  მთელი რიგი თემების გასაგებად რომელიც თბილისს აწუხებს,  ბაზისური ცოდნის ელემენტებია საჭირო, რომელიც უნივერსიტეტებში ისწავლება ან შესაძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში შენითაც შეისწავლო მაგრამ სულ მინიმუმ ამის სურვილია საჭირო. ეს ხარვეზი კარგად ჩანს ელისაშვილის გამოსვლებში, სადაც მკაფიოა რომ პრობლემის გულწრფელი აღქმა, არანაირად არ არის საკმარისი სინამდვილეში ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მითუმეტეს როდესაც პრობლემა სინამდვილეში სისტემურია და მისი შეცვლა უბრალოდ შეუძლებელია მხოლოდ კეთილი  სურვილით.
2. ძალიან მიჭირს ამ პრობლემას რაიმე მკაფიო სახელი დავარქვა, პირობითად მარტოხელა მგელის პრობლემას დავარქმევდი, წლები გადის და ისევ იგივე მეორდება.  ყველგან ყველა ცუდია მხოლოდ ალეკო ელისაშვილია ის პატიოსანი, პრინციპული ადამიანი რომელიც მუდამ ებრძვის სისტემას, არასოდეს იყიდება მაშინაც კი  როდესაც ირგვლივ ყველა გაიყიდა,  , მხოლოდ მან მოახერხა  ყველა ცდუნების გაძლება და შეინარჩუნა პოლიტიკური შურყვნელობა ,  პრინციპში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატისთვის ეს პოზიცია გასაგებია, თან ცოდვაც გამხელილი სჯობს ჩვენი პოლიტიკური ელიტა ნამდვილად  იძლევა იმის საშუალებას ის არცთუ წესიერია,  თუმცა აქვე დავძენ რომ ქართულ პოლიტიკაში უამრავი წესიერი და პატიოსანი ადამიანია, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ხნის წინ დაგვენგრეოდა თავზე ყველაფერი.  მაგრამ კარგად რომ  დავფიქრდეთ, ჩვენი პოლიტიკური სისტემიდან გამომდინარე, ქალაქის მერი  ელისაშვილი ისეთი  ქალაქის მმართვას,  საკრებულოსთან კოაბიტაციას, სადაც არამხოლოდ  მმართველი პარტია იქნება მის მიმართ მტრულად განწყობილი არამედ ოპოზიციაც.
3. თითქმის არ არსებობა რეალური პროგრამის, როგორც ასეთი არ არსებობს ან ღრმად კონსპირირებულია  თუ რას ან როგორ აპირებს  ელისაშვილი და მისი გუნდი(თუ მხოლოდ ელისაშვილი, მისი გუნდი ჯერ ფიქციაა) ,   კიდევ ერთხელ დავძენ ჩემი აზრით  თბილისის პრობლემების დიდი ნაწილი სისტემურია და პირდაპირ არის დაკავშირებული იმ რეალობასთან რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩამოყალიბდა და მისი შევცლა , უმტკვივნეულოდ უბრალოდ უტოპიაა, თან, თუ მმართველი პარტიის ან ყოფილი მმართველი პარტიის კანდიდატებს აქვთ ფუფუნება დეტალური და საფუძვლიანი გეგმის არ არსებობის, ელისაშვილს როგორც კანდიდატს, რომელიც წესით ალტერნატივა უნდა ყოფილიყო არსებული პოლიტიკური სისტემის, ჯერჯერობით მსგავსი არაფერი წარმოუდგენია ,  მაქსიმუმი ელისაშვილისგან რაც  გვესმის მხოლოდ არსებული ლიბერალური საშუალო კლასის რამდენიმე თემას (ველოსიპედები, ეკოლოგია) დამატებული ეკოლოგია და ზოგადი წუხილია კორუფციასთან დაკავშირებით.
4. პოლიტიკური გუნდის და პოლიტიკური პლატფორმის არ არსებობა, ამ თემაზე უამრავი რამე ითქვა და თუ თავიდან ელისაშვილი ამას თავის სიძლიერედ თვლიდა(რატომღაც) , ბოლო პერიოდის ინტერვიუებში უკვე დაიწყო საუბარი, პოლიტიკური პარტიის თუ მსგავსი სუბიექტის შექმნაზე,  დაგვიანებულია მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, აქაც ჩანს რომ პოლიტიკურმა ბატალიებმა და რეალურმა გამოცდილებამ, თუ როგორ შეაცვლევინა ელისაშვილს საკუთარი ანაქრონისტული წარმოდგენები, იმედია მალე მისი მომხრეებიც მიხვდებიან ამ აუცილებლობას.
მოკლედ ეს არის  რისი თქმაც მინდოდა, თავიდან მცირე სტატუსად ვფიქრობდი, მაგრამ აშკარად წერის მომენტში მიხვდი რომ ეს პოსტს უფრო ჰგავს და არანაირად პატარას.
ერთ დავამატებდი, მიუხედავად ჩემი პირადი დამოკიდებულებისა, რომელიც იმაში გამოიხატება რომ  ელისაშვილი ჩემთვის ორ ყველაზე ცუდ ჰაბიტუსს, ყარაჩოღელურ თბილისს და ლიბერალურს აერთიანებს(როგორ ახერხებს, არ ვიცი) , მაინც  მინდა რომ ელისაშვილი მეორე ადგილზე გავიდეს, ჯერ ერთი ეს კიდევ ერთ დიდ ლურსმანს ჩააჭედებს კუბოში რომელსაც ნაციონალური მოძრაობა და მისი ნარჩენები ეწოდება.
 მეორე, ელისაშვილს ჯერ კიდევ აქვს შანსი საკუთარი პოლიტიკური აჯენდით, ძალიან მკაცრი ზედამხედველობა გაუწიოს  მერიის პოლიტიკას, თუმცა ცუდი ის არის რომ ელისაშვილმა გაუშვა შანსი ეს როლი ბერნი სანდერსის მსგავსი ყოფილიყო, როდესაც ამერიკის წინა საპრეზიდენტო არჩევნების, დემოკრატიული პარტიის პრაიმერის დრო როგორც მაგალითად ბერნი სანდერსის ეპოპეამ დიდი გავლენა ჰილარი კლინტონზე და დემოკრატები და ჰილარი კლინტონი აიძულა  პროგრამა ბევრად მარცხნივ გადაეხარა,(შემდეგ რა მოხდა ეს სხვა საუბრის თემაა), თუმცა მისმა სუსტმა პოლიტიკურმა განათლებამ თუ ლიბერალურმა გარემოცვამ ამის შანსიც არ დაუტოვა, რჩება შანსი კარგი პოლიტიკურ ვოჩდოგად დარჩეს და შემდეგ პოლიტიკურ არჩვენებებში ბევრად კარგი შედეგი აჩვენოს.

 

29 დეკემბერი

ახალი პრემიერი

2012 წლის ოქტომბრის არჩევნების  შემდეგ უკვე მესამე პრემიერი გვყავს, ერთ წელიწადში მოულოდნელად გადამდგარი ბიძინა ივანიშვილს , 2015 წლის ბოლოს  ასევე მოულოდნელად გადამდგარი მისი შემცვლელიც ირაკლი ღარიბაშვილიც მიჰყვა   ოცნების გუნდს სხვა  არჩევანი არ დარჩა გარდა იმისა რომ პრემიერობის ახალ  კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი წარმოედგინა.giorgi_kvirikashvili

გიორგი კვირიკაშვილის მიმართ რთულია რაიმე პოზიცია გამოხატო, ერთის მხრივ რაც საყოველთაო მოწონებას იმსახურებს მისი ჰაბიტუსია რომელიც ლიბერალების ჩათვლით  ყველამ მოიწონა, განსაკუთრებით ეს სხვაობა  ღარიბაშვილის ხისტი და კონფრონტაციული მანერის ფონზე ჩანს , ასევე ბევრს მოსწონს მისი ეკონომიკური  ლიბერალური შეხედულებები, რომელიც პირობითად შეიძლება მოვნათლოთ როგორც კარგი და მისაღები ნეოლიბერალიზმი.

აქ ვფიქრობ განმარტების დროა,ალბათ შეგიმჩნევიათ  მემარცხენეებში ძალიან დიდია ცდუნება ნეოლიბერალიზმის თემით სპეკულირების, ჯერ ერთი  იმიტომ რომ ეს ძალიან მარტივი მეთოდია საკმაოდ რთული თემებს  უმარტივესი მეთოდოლოგიური  ახსნა მოუძებნო  და რაც ასევე მნიშვნელოვანია   გამარჯვებულობის შეგრძნებაც შეინარჩუნო, ასევე მეორეს მხრივ თანამედროვე ნეოლიბერალურ სამყაროში, მითუმეტეს პოსტ საბჭოთა ქვეყნებში სხვა ალტერნატივები როგორც წესი არც არასოდეს არსებითად არ  განხილულა.

თუმცა, სინამდვილეში საქმე რათქმაუნდა ეგრე მარტივად არ არის, ამის ყველაზე კარგი მაგალითად, ჩვენი რეგიონის ალბათ ყველაზე წარმატებული ნეოლიბერალური მთავრობის, სააკაშვილის მთავრობის ქეისი გამოდგება, იყო თუ არა სააკაშვილის მთავრობა ნეოლიბერალური იდეების გავლენის ქვეშ? უდაოა, რაღათქთმაუნდა იყო  თუმცა, იყო აქვე ჩნდება შეკითხვა იყო თუ არა  მისი  მეთოდები ნეოლიბერალური? რათქმაუნდა არა, სააკაშვილის გუნდის მეთოდები  იმის მიხედვით იცვლებოდა თუ რა საჭიროება იდგა, თავდაპირველად ჩვენს მთავრობას ნამდვილად კლასიკური გზა ჰქონდა არჩეული რომელიც კინაღამ 2007 წელს ხელისუფლების  ნაადრევი სახლში გაშვებით  დასრულდა, ეს შეცდომა კარგად იქნა გააზრებული და უკვე   2009 წლის შემდეგ  ხელისუფლება აშკარად სულ უფრო მზარდად იყენებდა ადმინისტრაციული კონტროლის მეთოდებს და ეკონომიკაში სახელმწიფოს მზარდ ჩარევას, შედეგად მეტნაკლები ეკონომიკური ზრდა და მოსახლოების, ბიზნესის და თითქმის ყველა სოციალური ჯგუფების სულ უფრო მზარდი გაბრაზება და  რასაც  შედეგად 2012 წლის ამბებიც მოჰყვა.

იმავე პერიოდში კარგად მახსოვს, სულ მუსირებდა იდეა, რომ არსებობს ნამდვილი, კარგი ნეოლიბერალიზმი, ანუ კარგი მიშიზმი, მიშისტური დიადი  საქმეები,  წამების და ბიზნესის ტერორის გარეშე, დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას რომ მსგავსი იდეების წარმომადგენლებისთვის ოქროს ერა დადგა, შეიძლება ამ ხალხისთვის  ცოტა უხერხულობას იწვევდეს, ახლანდელი პრემიერის ღრმად რელიგიურობა რომელიც მაგალითად როგორც ამბობენ  კაზანტიპის ფესტივალად დაგვიჯდა, მაგრამ მთავარი მაინც ძირითად იდეებში თანხვედრაა.

თუმცა მთავარი უხერხული შეკითხვები  მაინც მაშინ ჩნდება როდესაც სტატისტიკას უყურებ და აღმოაჩენ რომ საქართველოს ეკონომიკა პრინციპში მაშინ იზრდებოდა როდესაც, მსოფლიო გლობალური ტრენდი აღმავალ ფაზაში იყო და ეკონომიკაში სახელმწიფოს მზარდი ჩარევა იყო და მაშინ ნელდებოდა როდესაც გლობალური ეკონომიკა კრიზისში შედიოდა და სახელმწიფოს ჩარევაც მცირდებოდა.

თუმცა, წესიერ ნეოლიბერალებს, ანუ იმ ხალხს ვისაც უბრალოდ არ სჯერა რომ სახელმწიფოს შეუძლია  რაიმე დადებითი  შექმნას, ერთი კარგი თვისება აქვთ, რაღაცით ჯადოქრებს ჰგავენ რომლებიც რაღაც შელოცვებს ამბობენ რომლებსაც უბრალოდ წარმოთქმის შემდეგ ეძლევათ ძალა, მაგალითად ასეთი მრავალწლიანი შელოცვაა, გიგანტური ოდენობის ინვესტიციების მოლოდინი, ან მაგალითად როგორც დიმიტრი ქუმსიშვილის ამ დღეებში გაკეთებული განცხადება, “კერძო სექტორი არის ჩვენი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა”,ან ის მოლოდინები რომელიც სხვადასხვა გლობალურ პროექტებში ჩვენს ჩართვას უკავშირდება, მოკლედ ამ შელოცვებს ერთი კარგი თვისება აქვთ, არ არის გამორიცხული ეს შელოცვები დაემთხვას, გლობალური ეკონომიკური სტაგნაციის დასასრულს და ჩვენი ეკონომიკური ზრდაც გაგრძელდეს თუ არადა ყოველთვის შეიძლება იმის თქმა რომ დამნაშავე 2012 წლის  შემდეგ 300  მილიონი ლარით გაზრდილი ჯანდაცვის ხარჯებია, ხო მიშას დროს ჯანდაცვის ხარჯები 2012 წელს თითქმის 400 მილიონს აღწევდა(ანუ წყალში იყრებოდა) ეხლა კი 2015 წელს 700 მილიონის ფარგლებში მერყეობს და მეტნაკლებად მოსახლოების კმაყოფილებას იწვევს, რაც თვით ენდიაის კვლევებში აისახება.

თუმცა ყველაფრის მიუხედავად ვუსურვებ ჩვენს ახალ პრემიერს წარმატებას,შეიძლება ჩემი და ჩემი მეგობრების კრიტიკული დამოკიდებულება იმის ფონზე რომ თავს ხელისუფლების მომხმრეებად მივიჩნევთ უცნაურად ჟღერდეს მაგრამ ამ დროს ვუდი ალენის სიტყვები მახსენდება, “ეს თქვენთვის ვარ ათეისტი თორემ ღმერთისთვის ლოიალური ოპოზიცია ვარ” .

p.s  2015 წელი ჩემი ბლოგის არსებობის ისტორიაში ყველაზე ნაკლებად დატვირთული  წელი იყო, პრინციპში ცოდვა გამხელილი სჯობს  არც მანამდე გამოვირჩეოდი ხშირი განახლებებით მაგრამ 2015-ში ამ ყველაფერმა თავის ფსკერს მიაღწია, სულ   რამდენიმე მცირე პოსტის გარდა თითქმის არაფერი დამიწერია,  თუმცა ამიერიდან ამის შეცვლას ვაპირებ, ვფიქრობ და გადაწყვეტილი მაქვს, ბევრად ხშირი განახლებები მქონდეს, ძირითადი თემა რაღათქმაუნდა პოლიტიკა იქნება თუმცა შესაძლოა  პერიოდულად  ისეთი თემები დაემატოს  რაშიც პრინციპში მეტნაკლები კომპეტენცია გამაჩნია, შეიძლება ეს იყოს სხვადასხვა სერიალები, კომპიუტერული თამაშები თუ უბრალოდ ბლოგისთვის დამახასიათებელი თემები.

მოკლედ 2016 წელი ჩემი ბლოგისთვის და ჩემი მკითხველებითვის, მეგობრებისთვის, თანამოაზრეეებისთვის , ოპონონტებისთვის თუ უბრალოდ შემთხვევით მოხვედრილი ტიპებისთვის იდეაში ბევრად მეტი საკითხავი მასალით  იქნება გამორჩეული.

მარგველა

როდესაც ქართული ფეხბურთის იდიოტიზმის შესახებ მინდა რამე მოვყვე, ერთ ისტორიას ვიხსენებ, თავს ვერ დავდებ რომ ნაღდია, თუმცა ძალიან ჩამოჰგავს ნაღდს, 2000-იანების  დასაწყისში, თბილისის “ლოკომოტივში”, სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელების ჩამოყვანა დაიწყეს, ხოდა იმავე პერიოდში, როგორც მავანი ამბობს, ლოკომოტივის ხელმძღვანელობას 17 წლის ჯეფერსონ ფარფანი მიუყვანეს, ხოდა იმავე მავანის ვერსიით, დიდმა ქართველმა სკაუტმა, მურთაზ ხურცილავამ დაიწუნა, ამისგან ფეხბურთელი არ გამოვაო.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ვიცი ეს ისტორია ნაღდია თუ არა, თუმცა იმდენად საკაიფოა რომ მინდა ნაღდი იყოს, ხოდა ჯეისონ ფარფანის დაწუნება უფრო იხსნება ვიდრე ის თუ რა მოეწონა  მეორე ცნობილ სკაუტს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს გიორგი მარგველაშვილში.

ჯერჯერობით მარგველა მხოლოდ ენჯეობს და კონსტიტუციონალისტებს მოსწონთ, მეორეებს უფრო  იმ პონტში რომ მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტი და პრემიერის მიერ განხორციელებული ამ ინსტიტუტის პერიოდული ბულინგი  არ გვაძლევს საშუალებას დავივიწყოთ ჩვენი კონსტიტუციონალისტები.

პ.ს ბონუსად მარგველას ცეკვა.