Tag Archives: პროპაგანდა

მაპზე უკეთესი ანუ გახრწნილი უხრწნელი

დღეს ინტერნეტში კიდე რამდენიმე ფოტო გავრცელდა რომელიც ადასტურებს რომ გაბრიელ მღვდელი ისეთივე მოკვდავია როგორც ყველა ვინც დაიმარხა ბოლო 20 წელიწადში, მაგრამ მიუხედავად ამისა მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა, იმისდა მიუხედავად რომ თავად ნახა ეს კადრები, ამას სასწაულს ეძახის და მოგვიწოდებს რომ გავიზიაროთ, პრინციპში ამის შემდეგ  უცებ დავფიქრდი და მივხდი რომ ხალხი რომელიც ამას უხრწნელ ბერს ეძახის და მოგვიწოდებს რომ ჩვენც დავინახოთ, უეჭველი დაიჯერებდა რომ რუსეთთან ომში გამარჯვება ჩვენ მოვიპოვეთ და ნატოს სამიტზე მაპზე უკეთესი მივიღეთ. მთავარია რაღაც ტრენდი რომელზეც ყველა არის შეთანხმებული ან ტელევიზიები რომლებიც იტყვიან თუ რა არის სიმართლე.

ჩემს საფრენდეთში ორი ძირითადი ჯგუფი გამოიყოფა, პირველი რომელიც ამას აშეარებს და ამით უფრო საკუთარი გამორჩეულობის ხაზგასმას ახდენს და მეორე ნაწილი რომელიც ამუნათებს ყველას რომ არ შეიძლება იმ ხალხის დაცინვა რომელსაც სჯერა რომ გახრწნილი ბერი გაუხრწნელია.

მე მეორე კატეგორიაში ვრჩები, არა იმიტომ რომ მიყვარს ხოლმე სისულელეზე დაცინვა, არამედ იმიტომაც რომ მინდა ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება სადაც ადამიანი რომელიც ხედავს რაღაცას საკუთარი თავით იმოქმედოს და არ მოექცეს ვინმეს ზეგავლენის ქვეშ.

მაშ ასე უხრწნელი ბერის ფოტოები

1609676_523103487798131_1134051805_n 1939495_662663873797280_359598006_n