Tag Archives: საქართველოს ნაკრები

როდესაც გმირი გმირს არ ჰგავს

რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი მემარცხენე საჯარო ინტექტუალს იუთუბ-ლექციაში კარგი ისტორია ჰქონდა გაშლილი, თუ როგორ შეუშალეს ხელი  მემარცხენე რადიკალურმა ჯგუფებმა, ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში მემარცხენეების  შესაძლო გაერთიანებას, მათი აზრის ეს გაერთიანება  არასაკმარისად რევოლუციონერული იქნებოდა, მას ზედმეტად რბილი გეგმები ჰქონდა და რადგანაც კაპიტალიზმის მყისიერ დემონტაჟს არ ითხოვდა, ოპორტუნისტული იყო,  ტრადიციულად ყველაფერი იმაში გადაიზარდა რომ გამოირკვა რომ მონაწილეების დიდი ნაწილი პოტენციური  მოღალატეა თუ არა მინიმუმ  ოპორტუნისტია და საბოლოოდ   ერთმანეთში იჩხუბეს და გააგრძელეს საკუთარ მიკროსექტებში, უზარმაზარი  ეგოების გახარება. ასე ჩაიშალა საკმაოდ პერსპექტიული გაერთიანება რომელსაც წესით კარგი პოტენციალი უნდა ჰქონოდა.

რატომ გამახსენდა ეს ისტორია? გურამ კაშიას ისტორია ძალიან ჩამოჰგავს ამ ისტორიას, ერთმა ძალიან კარგმა და გამორჩეულმა  პროფესიონალმა ფეხბურთელმა, საქართველოს ნაკრების ვიცე და ჰოლანდიური “ვიტესის” კაპიტანმა  გურამ კაშიამ , უმნიშვნელო ადგილობრივი ჰოლანდიური ჩემპიონატის მატჩის დროს, უეფას თუ ფიფას აქციის ფარგლებში როგორც გუნდის კაპიტანმა გაიკეთა სამკლაური , რომელიც იყო სიმბოლო იმ ძალადობის დაგმობის  რომელიც ევროპაში და მსოფლიოში ხორციელდება სექსუალური უმცირესობების მიმართ, ეს ფაქტი შეიძლება საერთოდ შეუმჩნეველი დარჩენოდა, რომ არა ფეხბურთის მოყვარული მცირე წრე, რომლებიც რატომღაც თუნდაც იგივე  გურამ კაშიას გამო  “ვიტესის” თამაშებს უყურებს და ამ ადამიანებმა და ფეიჯებმა  დაწერეს რომ ნუ განსჯით ამის გამო, ალბათ იძულებული იყო გაეკეთებინაო.თავად ამ ფაქტს როგორც ხდება ხოლმე ისევ ფეხბურთის მოყვარულებში მოჰყვა გამოხმაურება, ეს თემა მალევე მოკვდებოდა რომ არა ადამიანების ერთი ჯგუფის არაადეკვატური აქტიურობა.

მრავალი მიზეზის გამო, ელჯიბიტი თემებთან დაკავშირებული ისტორიები, უამრავ ადამიანს ატრიგერებს,  ერთ-ერთი ასავალ-დასავალის და მსგავი გაზეთების თუ ჟურნალების, “ჟურნალისტებია” რომლებმაც მყისიერად დაიწყეს ამ ისტორიის ტირაჟირება, საერთოდ  თუ რატომ ატრიგერებს ეს თემა ამ ადამიანებს  ცალკე საუბრის  თემაა, შეიძლება იმიტომ რომ ამ ჟურნალ გაზეთების მკითხველებში კარგად იყიდება ეს თემები, შეიძლება ვიღაცის შეკვეთაა(ჰიბრიდული ომის აჩრდილი რომ დაძრწის აქვე), ან უბრალოდ არაცნობიერი შიშებიც, მოკლედ მიზეზები და ახსნა უამრავია.  გურამ კაშია ფეხბურთის მოყვარულებისთვის თუ ძალიან კარგად არის ცნობილი,  მისდამი ჩემი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად  არც ისე ცნობილია ფეხბურთის  გარეთ მყოფი ადამიანებისთვის, ხოდა ამ ადამიანებმა, რომლებმაც  როგორც ჩანს საკმაოდ ცუდად იცნობდნენ ჩვენი კაპიტნის ბექგრაუნდს,  საკმაოდ შეურაცხმყოფელი და პირდაპირ ვთქვათ არაადეკვატურმა კომენტარები გააკეთეს, რამაც მყისიერად  აიძულა ფეხბურთის გულშემატკივრები დაეცვა საკუთარი კაპიტანი, მალე ამას კაშიას კომენტარიც მოჰყვა რომელმაც პირდაპირ თქვა რომ ის ნებისმიერი ძალადობის წინააღმდეგია.

პროცესი დაიწყო, ერთ მხარეს  ფეხბურთის მოყვარულები, თავად ფეხბურთელები და ის უამრავი ადამიანი რომელიც გურამ კაშიას იცნობს დადგა და მეორე მხარეს  ვიღაც მარგინალები  რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ ადამიანს მხოლოდ რომ  რომ ის ძალადობას გმობდა,  ძალიან ბუნებრივად გამოჩნდა რომ ეს პროცესი ერთ-ერთი ყველაზე კარგი პროცესი იყო რომელიც დიდი ხანია მომწიფებულია, 21-ე საუკუნეში ჰომოფობია რომ ანაქრონიზმია ამას ბევრი საუბარი არ სჭირდება, ისიც კარგად გამოჩნდა თუ რამხელა ძალა გააჩნია გურამ კაშიასნაირი ადამიანების გაბედულებას.

ძალიან სასიამოვნო სანახავი იყო როდესაც პროფესიონალი თუ არაპროფესიონალი, მოქმედი თუ ყოფილი ფეხბურთელები, გულშემატკივრები თუ  ჟურნალისტები  გამოდიოდნენ და კონსტიტუციას, ადამიანის უფლებებს და დეკლარაციებს თუ სხვა რამეებს ციტირებდნენ, ფეისბუკზე კარგად ჩანდა, პირობითი ლიბერალური წრეების გაოგნება, როდესაც მათი მოკავშირეები სრულიად წარმოუდგენელი ხალხი აღმოჩნდა.

თუმცა რათქმაუნდა როგორც აღმოჩნდა არაფერია იდეალური, კაშიამ გულწრფელად აღიარა რომ

“აბსოლუტურად ყველას ეკეთა და ვერც ხვდებიან, რომ ამხელა ამბავი მოყვა საქართველოში. ვერც ვუხსნი. აზრადაც არ მომსვლია, რომ ეგ სამკლაური ჩემი ინიციატივით გამეკეთებინა. არა, მართლა არ ყოფილა ეგეთი რამე. ბევრი ლაპარაკი გამოიწვია, რაც მე არ მსიამოვნებს”, – ამბობს კაშია.” https://goo.gl/KkGnx5

როგორც გამოირკვა, გმირი ისეთი არ არის როგორიც სხვადასხვა ჯგუფებს მიაჩნდა, ზოგისთვის არასაკმარისად განათლებულია, ზოგისთვის სპორტსმენია და ეს უკვე დიაგნოზია,  ზოგიერთი  თვლის რომ რადგან უბრალოდ ჰეტეროსექსუალი კაცია მისგან არაფერი დაიჯერება, ზოგისთვის არასაკმარისად გამბედავია, ზოგი ფიქრობს რომ ფარისეველია, მოკლედ ნელნელა პროცესი ჩანს  რომ კაშიას მხარდამჭერების ერთი ნაწილი გახარებული ნახულობს მიზეზებს თუ რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი ამ პროცესს.

თუმცა ყველაფრის მიუხედავად იმის თქმა ნამდვილად შეიძლება რომ, კარგად გამოჩნდა ჰომოფობია ჩვენს ქვეყანაში, ნელა მაგრამ მაინც ანაქრონიზმი ხდება, კარგად ჩანს რამხელა მნიშვნელობა აქვს, კაშიას და სხვა მაღალი სოციალური კაპიტალის მქონე ადამიანების მიერ ჩაგრული ჯგუფების მხარდაჭერას, ისიც კარგად ჩანს რომ გმირები არასოდეს არ არიან იდეალურები, ისინი უბრალო ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მეტიც მათ შეიძლება საერთოდ არ უნდოდეთ გმირად ყოფნა მაგრამ მათმა მტკიცე ხასიათმა განაპირობოს ეს გმირობა, გურამ კაშია დიდებული ფეხბურთელია, როგორც უამრავი ადამიანისგან გამიგია, გამორჩეული პროფესიონალი და უბრალოდ კარგი ადამიანია რომელიც უამრავ ადამიანს უმართავს ხელს და ახლა შეიძლება მისი სურვილის გარეშეც გმირი აღმოჩნდა, გმირი რომელმაც თითქოს მარტივი ჭეშმარიტება თქვა, 21 საუკუნეში ადამიანები თანასწორები ვართ.  ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს ამ გმირს მადლობა უნდა გადავუხადოთ, იმისთვის რომ მცირე სამოქალაქო გმირობა გამოიჩინა და საჯაროდ დააფიქსირა ის რასაც ბევრი ერიდებოდა.