Monthly Archives: მაისი 2009

ჩემი რელიგია

სიმართლე რომ ვთქვა დაუჯერებელია მაგრამ მახსოვს ის დღე როდესაც პირველად მითხრეს შენ ათეისტი ხარ!!! შორეული 2000 წლის 23 ნოემბერს, ადამიანი რომელმაც ეს გამიმხილა ჩემი უახლოესი მეგობარი იყო მე ხომ მისთვის მიუღებელი იდეა წამოვაყენე რომ იესოს არსებობა არ არის დამტკიცებული ხოლო მუჰამედი არსებობდაო, მისმა სიტყვებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მანამდე არასოდეს დავფიქრებულვარ ამ სიტყვის, “ათეისტის” მნიშნვნელობაზე, ყოველთვის მეგონა რომ ეს იყო ცოდვა, მეგონა რომ სატანა იყო დადარაჯებული და ჩემნაირებს ყურში ჩასჩულებდა ამ სიტყვას რომ ეცდუნებინა.მეგონა ღმერთი დამსჯიდა და არ შემიშვებდა სამოთხეში.

პირველი რაც მეორე დღეს გავაკეთე ჩემს ახლობლებში დავიწყე გამოკითხვა თუ რას ნიშნავდა ათეისტი, ყველამ სხვადასხვა რამ მითხრა, როგორც წესი ყველა თანხმდებოდა რომ ეს იყო ძალიან ცუდი და ძალიან სატანისტური, ერთმა ისიც მირჩია რომ წადი ეკლესიაში მოინანიეო, ადგილზე მისულს ერთი იდეა დამებადა მერე რა თქო თუ ათეისტი ვარ თქო. სახლში დაბრუნებულმა ათეისტების სია ვნახე სადღაც, გავოცდი იქ ისეთი ხალხი იყო რომლებიც ძალიან მომწონდა. 

შემდეგ ამას მოჰყვა სკოლაში გამოცხადება და კლასში ნომერ პირველ პოპულარულ ტიპად გადაქცევა, წარმოგიდგენიათ თურმე რა ცოტა არის საჭირო იდოლად ქცევისთვის. მასწავლებლები მსაყვედურობდნენ რომ არ შეიძლება ნიკა ასეო, კომუნისტი ხომ არ ხარო??? 🙂 (რა იცოდნენ), მაგრამ იყო ისეთიც რომლის სიტყვებიც მუდამ მახსენდება ხოლმე, შენ იმდენს კითხულობდი და ფიქრობდიო რომ გეტყობოდა აქამდე რომ მიხვიდოდიო. სკოლაში ჩემი ათეიზმი დიდი ხნის განმავლობაში იყო ერთ ერთი თემა, ბევრი იყო სკოლაში პროტესტანტი მაგრამ მე პროტესტი ისეთ რამეს გამოვუცხადე ვისაც ვერც ერთი ჩვენი სკოლის როკერი, ძველი ბიჭი თუ სხვა პროტესტანტი ეჭიდებოდა. ათეიზმი იყო ჩემი ფიშკა როგორც იტყვიან.

პირველი გამოცდა ჩემს რწმენას მაშინ დაუდგა როდესაც დედა ავად გახდა, მაშინ ტრადიციულად მომინდა მელოცა იმისთვის რომ დედაჩემი ისევ კარგად გამხდარიყო, მოვქცეულიყავი ისე როგორც იქცეოდა სხვები, ისე როგორც მრავალნი ჩემს ადგილას, მელოცა და ჩემი შინაგანი შიში დამეძლია ამით, ლამის ვილოცე კიდევ მაგრამ ერთ მომენტში მივხდი რომ ლოცვაზე მეტად დედად საქმით დავეხმარებოდი და ნაცვლად ლოცვისა ჩემი მტკიცე ხასიათით მაშინ ოჯახის წევრებს დავეხმარე. შემდეგ იყო მისაღები გამოცდები, მაშინაც მომინდა მელოცა და ჩამებარებინა, აუ ახლა კი მეცინება მაგრამ მაშინაც გულის სიღრმეში ჯერ კიდევ მქონდა იმედი თეთწვერა მორგან ფრიმენის, მაინცმეგონა რომ თეთწვერა ბერიკაცი მზად იყო ჩემზე მოესმინა და ხელის ერთი მოსმით ჩავერიცხებინე მე არა ეკონომიურზე როგორც მიწევდა არამედ სხვა რამეზე, მაგრამ ლოცვით რომ რამე კეთდებოდეს დღეს მსოფლიოში ადამიანი არ მოკვდებოდა. ის იყო ბოლო დღე როდესაც თავში მსგავსი იდეა დამებადა, დღეს უკვე ორთოდოქსი ათეისტი ვარ, არ ვამბობ სიტყვებს ღმერთმა დამიფაროს, ღმერთმა დაგლოცოს და ტაკ დალეეე. ნებისმიერი პრობლემის დროს პირველ რიგში საკუთარი თავის იმედი მაქვს.

მიხარია რომ იმისთვის რომ ჩამოვყალიბებულიყავი იმათ რაც ვარ არ დამჭირდა არც სნობად გადაქცევა, არც სადმე წასვლა დამჭირდა. პროტესტით დაწყებული ათეისტობა ჩემს იდეურ ფუნდამენტად გადაიქცა, მასზე დაშენდა მემარცხენე იდეები და ფროიდისტური ინტერესები. რადიკალიზმი და ლაითი რომანტიზმი.
 
დღემდე მაინტერესებს რა მოხდებოდა იმ დღეს ჩიკოს ჩემთვის სხვა სიტყვა რომ ეთქვა, ალბათ არაფერი იმიტომ რომ ჩემი განვითარება სწორედ იქეთკენ მიდიოდა რომ გავმხდარიყავი ასეტი როგორიც ვარ, უბრალოდ იმ ერთმა გიორგობის ღამემ სტრუქტურიზაცია მისცა ჩემს შეხედულებებს.

26 მაისი

             26 მაისს ორი რამ არ მოხვდა: პირველი მე არ მირბენია დილით და მეორე არ შედგა ბევრისთვის მოსალოდნელი რევოლუცია. მივყვეთ თავიდან მე რატომ არ ვირბინე ამაზე პასუხი ერთმიშნვნელოვანია “სიზარმაცე”, დილით როდესაც ავდექი და აივნიდან გადავხედე მზიურს პირველი რაც თავში გამიელვა იყო ვის ვატყუებ თქო და ძილი გავაგრძელე. ხოლო თუ რატომ არ მოხვდა რევოლუცია ამასაც აქვს ალბათ მიზეზები.   დილით ადგომა, როგორც ყველა წესიერ და პატიოსან ბუს მეც მიჭირს ამიტომაც როდესაც მიტინგზე მივედი 12 საათზე ნახევრად მეძინა,მიუხედავად ნახევრად მთვლემარე მდგომარეობისა პირველი რაც შევამჩნიე ეს იყო ყვითელი ფერის სკამების სიცარიელე და აღშფოთებული გავეშურე იმ მიმართლებით რათა დამეფარა დაუშვებელი სიცარიელე, ხო შეიძლებოდა ეს დაენახა მიშას და არ გადამდგარიყო!!! ამას თავს ვერ ვაპატიებდი!!! ალბათ არც იმის თქმა იქნებოდა უპრიანი რომ უკვე 12 საათზე სტადიონი დაახლოებით 70 პროცენტით სავსე იყო,   იგძნობოდა ხალხის შიში აქაოდა ხალხი არ მოვა და ამის გამო მიშა არ გადადგებაო მაგრამ ხალხი მაინც მოდიოდა, თითქმის მთელი საათი ნაკადი არ შეწყვეტილა, ორ საათზე უკვე მთლიანად შევსებული იყო სტადიონი, ხალხი მოდიოდა მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტი მოულოდნელად სულაც არ აპირებდა წასვლას, დაუჯერებელი იყო დემოკრატიულ სახელმწიფოში ქვეყანაში სადაც ხალხის აზრის გათვალისწინება ნებისმიერი პოლიტიკოსის ვალია პრეზინდეტი ერის ხმას არ დაჰყვა და არ გადადგა, ნწუ, ნწუ. არადა მეგონა რომ ადგებოდა და იტყოდა მაპატიეთ ძმებო და მივდივარო. მაგრამ რეალურად აღმოჩნდა რომ მიშა არ არის იდიოტი.                                                                                            ისე ყოველთვის მაინტერესებდა რომელ იდიოტს დაებადა თავში იდეა დაენახა არარსებული პირდაპირპროპორციული კავშირი ხალხის რაოდენობასა და მიშიკოს წასვლას შორის. ნამდვილად საინტერესოა იმ დაუნის ტვინში ჩახედვა.                                                                      შემდეგ იყო ოპოზიციის ლიდერები გამოჩენა, პირველი კოკო გამოჩნდა, მეგრული მესიანური კლანის უფროსი მემკვიდრე , მის გამოჩენას ხალხში დიდი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია როგორც ჩანს სტადიონზე არასაკმარისი მეგრელი იყო და ჩვეულებრივ მოკვდავებს ვარდისფერი სათვალის გარეშე არ შეგვიძლია დავინახოთ მასში გადმოსული დიდი კოწიას და უდიდესი ზვიადის ამაყი სული. როგორც ჩანს თბილისში მხოლოდ გვარის გამო მთლად ყველა არ ევასებათ.
             კოკოს მალე მოჰყვა შალვა, სწრაფი ნაბიჯით მოდიდოდა შალვა და მოჰქონდა სოციალისტური იდეების დამახინჯებული ინტეპრეტირება, მეც გულის სიღმრეში მინდოდა დამეჯერა რომ ეგებ ახლა მაინც არ დაიწყებს თქო ეროვნულ იდეებზე საუბარს თქო, ამისრულდა ნატვრა შალვა არ ალაპარაკეს. მის გამოჩენას გაცილებით დიდ ოვაციები მოჰყვა იქ სადაც მე ვიჯექი ხალხი იძახოდა რომ ხალხო დაუქნიეთ ხელი ამ კაცს იმსახურებსო, როგორც ჩანს ხალხს შალვას მიმართ უკვე შეცოდების მომენტი აქვთ 20 წლიანი ოპოზიციური ომი დაუფასდა და შესაძლოა ამის გამოც აღირსონ გაისად რაიმე საკაიფო(ანუ პარლამენტში ფრაქცია).
            ინვალიდის ეტლში მჯდომი გია ყარყარაშვილის გამოჩენას კი მართლა დამანგრეველი ოვაციები მოჰყვა, ქართველებს გვიყვარს ჩაგრულები ოღონდ და არა ჩმორები, ბატონი გიას ადგილას რომ ყოფილიყო დღევანდელი ოპოზიციის რომელიმე ლიდერი არა მგონია მას დაემსახურებინა მსგავსი პატივისცემა . ჩვენს მენტალობაში ყარყაშვილი ყოველთვის იყო ძველი თბილისელი ბიჭი რომელმაც ჯიგრულად იომა აფხაზეთში, კი ბევრი შეცდომა დაუშვა მაგრამ სამაგიეროდ ვაჟკაცურად მოიქცა და როდესაც ააფეთქეს და ახალგაზრდა ადამიანი ეტლს მიაჯაჭვეს ამით მან გამოსიყიდა ყველაფერი რაც მანამდე ჩაიდინა, ვაღიაროთ უნდა რომ ჩვენ არ გვეცოდება ჩვეულებრივი ადაიანი რომელიც ცემა სპეცრაზმა, ჩვენ მოგვწონს ადამიანი რომელიც გალახა სპეცრაზმელმა მაგრამ ამ ადამიანმა ბოლომდე ჯიგრულად ებრძოლა მასზე ძლიერს.
             ნუ აპოგეა ბუნებრივია ახალი ილიას, უცნობის გამოჩენას მოჰყვა, აიწიე კაბას მოტრფიალე მომღერალი დღეს რეიტინგით მცირედით ჩამორჩება დონ ილია 2, არ ვიცი რომელი უფრო ტრაგიკულია ის რომ სულით ავამდყოფი პრეზიდენტი ავირჩიეთ 96 პროცენტით თუ ის რომ მომღერალი საეჭვო განათლებით დღეს ეროვნული გმირია. არა უცნობის გინებას არ დავიწყებ, უცნობი საინტერესო ფენომენია, მართლა გულით ბრძოლობს ეს ადამიანი უბრალოდ შეიძლება ითქვას რომ ის საზოგადოების ტყვედ იქცა, მის მოქმედება ბოლო დროს საზოგადოების ბარომეტრად გადაიქცა და ალბათ ამიტომაც არის რომ ის ხშირად ისეთ რამეს ამბობს რისი თავადაც არ სჯერა, მზად იყო კი უცნობი გამხდარიყო ილია??? მგონი არა. შედეგებს ალბათ მალე მოვიმკით.

გუშინდელ დღეზე კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლებოდა მაგრამ ერთიც არის ეს იყო დღე რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა რომ არავინ აზრე არ არის…

პ.ს მომავალი ჩვენია???????

როკ ფესტივალი(მესამე აზრი)

               ავად თუ კარგად თბილისში ჩატარდა ალტევიზიად წოდებული როკ ფესტივალი რომელიც ისეთივე ალტერნატიული ევროვიზია ისევე იყო როგორც მე ვარ ჩინელი პროლეტარი. ეს იყო საშუალოზე დაბალი დონის კონცერტი რომელიც ლექსენის და ბონიემის ფონზე მართლაც მოჩანდა როგორც სხივი გვირაბის ბოლოს. 
                როგორც მოსალოდნელი იყო ამ ფესტივალმა იმაზე მეტი ყურადღება დაიმსახურა ვიდრე იმსახურებდა, ერის პროგრესულმა ნაწილმა ამ ფესტივალს მეორე ვუდსტოკი უწოდა ხოლო ერის ბნელმა ნაწილმა მიიჩნია რომ ფესტივალი უცნობის მიტინგის ფრჩხილადაც არ ღირდა.
               ისე რომ დავუკვირდეთ ორივე მართალია სხვაგან სად შეიძლება ლაივში მოისმინო ეისიდ ჯაზი, მერე რა რომ ეისიდ ჯაზის მოსმენა ცოტა რთული რამეა და თუ არ გინდა სხვანაირი იმიჯი გქონდეს ერიდები ხოლმე, ნუ იასნია თუ შარდენზე არ ხარ და ბოდლერზე არ საუბრობ. მეორეს მხრვი კარგით რა სად უცნობის საქართველოს ძახილი და სად დანიელი როკერების ბღავილი??? არა თქვენ “ბრძენ” ქართველ ერს ვერ მოატყუებთ არ არსებობს სხვა მომღერალი გარდა უცნობისა.
               ფესტივალმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ ქართველ პროგრესისტებს თავი საქართველოში კი არა 60 იანი წლების ამერიკაში ჰგონიათ, ისინი მზად არიან რასობრივი სეგრეგაციის წინააღმდეგ იბრძლონ, მზად არიან გეების უფლებების დაცვისთვის ყელში დაეტაკონ მავანს. მერე რა რომ ჩვენ საქარველოში ვართ და მსგავსი პრობლემები კიდევ დიდი ხნით არ გვემუქრება??? არც არაფერი უბრალოდ ჩვენტან წარმატებით ხორციელდება საპროტესტო მუხტის კოტროლი, სულ რაღაც უხეირო ფესტივალია საჭირო იმისთვის რათა დაარწმუნო ერის რჩეული ნაწილი რომ ცოტაც და საქართველო აყვავებული ქვეყანა იქნება სადაც საკნები კი არ დგას არამედ ბაჭიის წამებაზე მზად არის ათიათასობით ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში.

აჯანყებული დებილიზმი(ანუ ამბოხება ქართულად)

xxxx წელი, მეამხოხე გენერალი შედის ოთახში, სიგარეტს უკიდებს და იქ შეკრებილ მისთვის სრულიად უცნობ ადამიანებს ჯერ ეცნობა,შემდეგ კი დროის ეკონომიის მიზნით ცხოვრებისეულ გამოცდილების ყველაზე ლამაზ მომენტების უზიარებს,თხრობას იწყებს წარსულიდან და თითქოს ფილმში იღებენო და ბიოგრაფისთვის ლაპარაკობს,  უმცირეს დეტალებში ჰყვება რომელი ბატალიონების მეთაური იყო, თან ამას ისე ამბობს რომ, რწმუნებდეა ეს არ გამორჩება არავის. ამის შემდეგ კი იწყება მთავარი,  დარბაზში მყოფი მავანი უსაქმურები ისმენენ ქვეყნის დანგრევის და ხელისუფლების მომხრე ჩინოვნიკების დახვრეტის ოპერატიულ გეგმას, ცოტა ხანში ანერვიულებული გენერალი ახალ სიგარეტს ნერვულად უკიდებს და ასახელებს მის მოხრეებს, 60 წლის ემიგრაციაში მყოფ გენერალს და ინვალიდის ეტლს მიჯაჭვულ ადამიანს. დანარჩენი მხოლოდ დროის ამბავია. ვივა ლა რევოლუსიონ …
ეს არ არის უნიჭო დეტექტივის შინაარსი, არც მაგიური რეალიზმის დიქტატორების დასასრულის უნიჭო დახასიათებაა ეს არის ქართველი ჩე გევარიზმის სახე. ქართული აჯანყებითი თეორიების იდეური პლატფორმა. ეს არის ის თუ როგორ წარმოუდგენია ერორს ქართული ამბოხებები, ეს არის ხელისუფლების წარმოდგენა აჯანყების.
საერთოდ ამბოხი და რევოლუცია რატომღაც ჩემთვის როგორც რომანტიკოსი მარქსისტისთვის მუდამ კონსპირაციული, ახალგაზრდული, თავგანწირული და რაც ყველაზე მთავარია, ის მთლიანად არის დამოკიდებული ოპერატიულ მოქმედებებს  ,მაგრამ ახლა ვგონებ დროა აზრი შევიცვალო,დროა 21-ე საუკუნის რეალობას მოვერგო. ის რასაც ერორი გვაძლევს საერთოდ არ ჰგავს  ოქტომბრის, კუბის, საფრანგეთის და სხვა რევოლუციების რეალიებს.
21-ე  საუკუნის ამბოხისას არ არის საჭირო სტრატეგიული ობიექტების დაკავება, არც მასმედიის საშუალებების ხელში ჩაგდებაა საჭირო, არც შეირაღებული ჯგუფების დისლოკაციის ადგილის სწორად შერჩევა და არც  ოპერატიული მოქმედება, ქართული ამბოხებისთვის აუცილებელი პირობა არის 40-70 წლამდე გაზულუქებული სამხედრო ჩინოვნიკები, ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული გენერლები და რაც ყველაზე მთავარია აჯანყების იდეური ლიდერები რომლებიც მზად არიან ნებისმიერ ბომჟსაც კი უმცირეს დეტალებში მოუყვნენ აჯანყების დეტალები. თან რაც მთავარია აჯანყების დროს უნდა გახსოვდეს რომ ერთ ერთი აუცილებელი პირობა ის არის რომ ყველა მეამბოხემ იცოდეს რომ აჯანყება იმიტომ ხდება რომ ქვეყანაში მიმდინარე აღმშენებლობა შეგაძრწუნა და გინდა ძველი დიდების დაბრუნება.
ახლა გადავიდეთ უკვე თავად ამბოხზე, როგორც ძველ ანეგდოტშია აჯანყების დაწყება დერჟინსკის გარეშე შესაძლებელია მაგრამ ავრორას ზალპის გარეშე არაფერი გამოვა,სწორედ ამიტომ, 21-ე საუკუნის ამბოხს სჭირდება რაიმე ისეთი რაც ავრორას ჩაანაცვლებს, როგორ ფიქრობთ ამისთვის შესაბამისი პოლიტიკური ან სოციალური მუხტის აზვირთებაზე დაკვირვებაა საჭირო და სწორი დროის შერჩევაა საჭირო??? ნურას უკაცრავათ, აჯანყებისთვის ყველაზე იდეალური პირობები არის მაშინ როდესაც აჯანყების გარეშე არის შესაძლებელი ხელისუფლების შეცვლა, სწორედ ასეთ ულოგიკო ლოგიკაში ჭეშმარიტება. თუ წინასწარ იცი რომ აჯანყებას შეიძლება ფართო მასება დაუჭიროს მხარი მინიმუმ დებილიზმია. აჯანყებას სამსახურიდან გამდგებუი ღიპიან ბიძებზე უკეთ ვერავინ ახდენს.
შემდეგი ნაბიჯი არის აჯანყება, როგორ ფიქრობთ აჯანყებს დროს ოპერატიული მდგომარეობის მიხედვით არის მოქმედება საჭირო??? არა საჭიროა, კიდევ ერთხელ შეხვედრა შენს მომხრეებთან და უმცირეს დეტალებში მოყოლა აჯანყების.
პ.ს საინტერესოა ასე რომ რევოლუციის ქართული ტაქტიკის გამოყენება ადრე რომ დაეწყოთ დღეს როგორი მსოფლიო იქნებოდა???