Monthly Archives: ივნისი 2010

პრაგმატული პოლიტიკა: რადიკალიზმია

           რადიკალიზმი და პრაგმატიზმი ყურისთვის შეუთავსებელი მცნებებია, პირველი  ასოცირდება დაპირისპირებასთან, დაძაბულობასთან და ხშირად ძალადობასთან,   საპირისპიროა პრაგმატიზმი რომელიც ზომიერი მოქმედებების, შედეგზე ორიენტაციის და მოლაპარაკებების აპოლოგეტიკაა.  მაგრამ რეალობაში, უფრო სწორად ქართულ რეალობაში აღმოჩნდა რომ რადიკალიზმი  გაცილებით უფრო არის ორიენტირებული შედეგზე ვიდრე პრაგმატიზმი, მაგ თბილისში გრეჩიხამ მოუგო სააკაშვილს მიუხედავად გაყალბებისა ხოლო გაყალბების გარეშე(უშუალოდ საარჩევნო პროცესის დროს გაყალბებაზეა საუბარი) ირაკლი ალასანიამ წააგო არჩევნები გიგი უგულავასთან. ო.კ გასაგებია ლოგიკა,  რადიკალიზმი შედეგზეა ორიენტირებული  და რა ხდება ამ დროს???  მიუხედავად წარმატებებისა  ნებისმიერი ქართველი “რადიკალი” იქნება ეს ლევან გაჩეჩილაძე თუ ეკა ბესელია საბოლოოდ მაინც იძახის რომ ჩვენი მიზანი მოლაპარაკებებია და სულაც არ ვართ რადიკალებიო, დაიწყება მოლაპარაკებები ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააგდებს ამათ და მოკლედ ვისი ვისშია ვერ გაიგებ.

              რა შეიძლება გააკეთოს ამ დროს ორგანიზაციებმა, ჯგუფებმა, პარტიებმა თუ უბრალო ინდივიდებმა  რომლებსაც რბილად  რომ ვთქვათ ნაკლებად სჯერათ იმის რომ საქართველოში ერთი ხელის მოსმით, ნეოლიბერალური სადღეგრძელობით  და ძახილით საქართველო მეორე სინგაპურიაოთი   აშენებული სუპერ-სახელმწიფოს არ სჯერათ, რა გზა შეიძლება აირჩიოს ამ ხალხმა??? რადიკალურ მარგინალებად გადაქცევა რომლებიც ფორუმებიდან და ბლოგებიდან შეუტევენ სისტემას თუ წესიერ პრაგმატიკოსებად რომლებიც  მესამეხარისხოვანი პრობლემებზე ისაუბრებენ და პარლამენტში თუ ვერ მოხვდებიან გრანტებზე მაინც იმუშავებენ, არჩევანი არც ისე საინტერესოა და მით უმეტეს მიმზიდველი ჩემთვის  რომელსაც მობეზრებული აქვს როგორც ერთი ასევე მეორეზე აქვს უარი ნათქვამი???

               გამოსავალი ძალიან მარტივია ჩვენ რადიკალებად უნდა ვიქცეთ, ხო ზუსტად რადიკალებად  რადგანაც დღეს ყველაზე დიდი პრაგმატიზმი სწორედ რადიკალიზმია, იმისთვის რათა ეს არ იყოს მხოლოდ  ცარიელი სიტყვები, საჭიროა  დავუბრუნოთ რადიკალიზმს  ის მნიშვნელობა რომელიც მარქსისტული ტრადიციიდან გამომდინარეობს, ხო კარგი ო.კ არ გინდათ მარქსისტული მაშინ მე-19 საუკუნის განმანათლებლური ტრადიციიდან, რადიკალიზმი უნდა ემყარებოდეს ნებისმიერ მოვლენის სიღრმისეულ ფუძისეულ ახსნას და მისი ცვლილების გამომდინარეობას სწორედ მისი სიღრმისეულობიდან(то есть радикальное – это проникающее до корней, до сути явления, до основ – и потому потрясающее основы. http://screen.ru/Tarasov/introduction.htm), შეიძლება ადამიანმა დედის გინებით სავსე წერილი დაწერო მაგრამ თუ მას აკადემიურად თარგმნი აღმოჩნდება რომ საერთოდ არაფერია, სამაგიეროდ შესაძლოა ძალიან აკადემიური და რთული ნაშრომი დაწერო რომელიც თავისი რადიკალიზმით გაცილებით უფრო დიდ სარგებელს მოუტანს მოძრაოაბას თუ საზოგადოებას  ვიდრე სისტემური აბუნტებული გინებები.

                   ადამიანებმა რომლებსაც აწუხებთ პრობლემები უნდა  განსაზღვრონ ის რეალური  პრობლემები რომლებიც არსებობს საზოგადოებაში არა იმის მიხედვით თუ რომელი პრობლემა არის მოდური ან რომელი არის მეინსტრიმული არამედ ის რომელიც არის უშუალოდ დაკავშირებული ადამიანების ყოველდღიურ  ცხოვრებასთან.

                ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-60 იან წლებში  ფრანკფურტის სკოლის ირგვლივ გაერთიანებულმა  ჭკვიანმა  ძიებმა აღმოაჩინეს, რომ არსებული კაპიტალისტური სამყაროს სოციოლოგია, ფილოსოფია და სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებები კი არ სწავლობენ საზოგადოების პრობლემებს,  არამედ პირიქით თავად აყალიბებენ  მათ და სწორედ ამის უნიჭო ამოძახილია  დღევანდელ საქართველოს მეინსტრიმული პრობლემები რომლებიც:  დეისაძის წიგნის, რუსული საფრთხის და ვიქტიმიზაციის ირგვლივ ტრიალებს და საერთოდ ვერ ამჩნევს იმას თუ რა ხდება ქვეყანაში. ამის საპირისპიროა  ვულგარული პრაგმატიზმი.

                დროზე უნდა მოხდეს პრაგმატიზმის ვულგარული გაგების ჩამოშორებაც  რომელიც ძირითად ორიენტირად  აყენებს ამორჩევლის ინტერესებს, ჩვენ უკვე გვყავს “პრაგმატული” პარტიები. ნაციონალური მოძრაობა რომელიც ყოველი არჩევნების წინ სოციალისტია(უფრო სწორად აპრისტია, ლათინური ამერიკული ტრადიციული გაგებით) და შემდეგ ნეოლიბერალი. ლეიბორისტული პარტია რომელიც ეროვნულ-ჯიგრულ-მართლმადიდებლური ყაიდის სოციალისტებია(მერე რა თუ ამის გაგონებაზე ვანო ზოდელავას გენიალური აზროს ინტეპრეტირება რომ მოვახდინოთ “მარქსი და ენგელსი რომ ცოცხლები ყოფილიყვნენ საფლავში გადაბრუნდებოდნენო), გარდა ამისა სხვა პატარ პატარა პარტიებიც რომელთა განსხვავება იმაშია მხოლოდ სახელებშია, მართალია ნებისმიერი მოძრაობის შედეგი მისი წარმატებაა მაგრამ თუ არ მოხდება იდეები ხმამაღალი დეკლარირება ვერასოდეს მოხდება ცვლილებები, მომავლის პარტიები  თუ ჯგუფები არ უნდა შეუჭინდნენ იმას რომ მათი მოქმედება  დღეს შეიძლება  იყოს მარგინალური,  მარგინალიზმი დროებითი მოვლენაა თუ ამას სწორ სტრატეგიაში მოაქცევ, სხვაგვარად  ვინ წარმოიდგენდა  1895 წელს რუსეთში. ნახევრად ველურ და ღრმად კლერიკალურ რუსეთში გაჩნდებოდა სოციალისტური იდეები და 30 წლის შემდეგ მოახდენდა  რევოლუციას რომელიც შეცვლიდა სამყაროს. (შედეგები თავად რუსეთში სხვა საუბრის თემაა). ეს პრაგმატიზმი თუ ხელისუფლებისთვის რომელსაც მთელი მას-მედია ხელთ უპყრია მომგებიანი გარეთ დარჩენილთათვის ნელი კვდომის წინაპირობაა.

         იმის შემდეგ როდესაც მოხდება რადიკალიზმის და პრაგმატიზმის შერწყმა ნამდვილ რეალ პოლიტიკით და არა ისეთი რეალ პოლიტიკით რომელიც  გამომდინარეობა  ევროპული რეალობებიდან აქტუალური ხდება თემა თუ  ვინ უნდა იყოს ის ძალა რომელიც ავანგარდში ჩაუდგება ცვლილებებს???

           პირადად მე ძალას რომელმაც უნდა დაიწყოს შეცვლისთვის ბრძოლა მგონია არის ახალგაზრდობა და ის ახალგაზრდა ლევაკები, თუ პროტესტანტები რომლებას უკვე ეჭვი ეპარებათ ახალი ქართული ოცნების ქალაქის ფორმირებაში, რადგანაც  ცხონებული ჯორჯ კარლინის სიტყვებით რომ ვთქვათ : “It’s called the American Dream, because you have to be asleep to believe in it . ხოლო თუ ის ვის უნდა დაეყრდნოს ეს ახალგაზრდები???  უკაცრავად მაგრამ გამზადებული რეცეპტები არ არსებობს, მხოლოდ პრაქტიკაში გამოჩნდება, ახალი ქართული მემარცხენეობა ის მაინც უნდა განასხვავებდეს ახალი ქართული მემარჯვენეობისგან რომ დეტერმინიზმი უნდა იქნეს მოცილებული თავიდან. მეტი აზროვნება, ინოვაცია და რაც მთავარია არამარტო ახსნა და ანალიზი მიმდინარე მოვლენების არამედ ზრუნვა იმაზე რომ რაიმე შეიცვალოს..