Monthly Archives: მაისი 2013

უფასო რჩევა ნაციონალურ მოძრაობას

ერთხელ მაინც მოიქეცით ადეკვატურად,  აღიარეთ , რომ   შეცდომები თქვენც გქონდათ და  9 წლის  განმავლობაში დამნაშავეების მთელი პლეადა გამოზარდეთ.

წინააღმდეგ შემთხვევაში,  ნამდვილად არსებობს იმის ალბათობა რომ თქვენი მთავარი მომხრე, მეინსტრიმ მედიაც მიგატოვებთ და  მხოლოდ ტაბულას იმედზე დარჩებით. ეს კი რაც არ უნდა იმშვიდოთ თავი, ობიექტივის პრადვინუტი ვარიანტია.

ინტერნეტის პოლიტიკური სლენგი

14. უფლებადამცველი

ტერმინი უფლედამცველი.  აერთიანებს რამდენიმე განსხვავებულ დახასიათებას რომელიც ერთი საერთო ნიშნით არის გაერთიანებული, მათ აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვთ უფლებების დაცვასთან:

  •  ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ,  ტელევიზორებში  ხშირად  იჩითებიან   ვიღაც სტრანნი  ტიპები, რომლებიც ყველანაირ თემებზე საუბრობენ(ექსპერტებზე არაა საუბარი, აი  ის ტიპები ჯერ მხოლოდ პირველ ნაბიჯებს რომ  დგამენ ტელესივრცეში ) ასეთ ტიპებს  ფაქტობრივად არანაირი სტატუსი არ გააჩნიათ. თუ ამას დავუმატებთ იმასაც რომ  თავად ჟურნალისტების ლოგიკის ამოხსნა რთულია თუ რატომ მოიწვიეს ,  საჭირო ხდება  ამ ტიპებისთვის რაიმე სტატუსი მოფიქრება, არ ვიცი, პირველად  რომელმა გენიოსმა  დაირქვა უფლებადამცველი  მაგრამ ფაქტია ტრადიცია ჩამოყალიბდა, დღეს უფლედამცველი მიესადაგება  მიესადაგება ნებისმიერ ადამიანს, მრევლის აგრესიულ ნაწილს, ენჯეოშნიკს, ყოფილი ხელისუფლების მომხრე პოლიციელს რომელიც ახლა ადვოკატია, ჰომოფობს რომელიც გეია, ჰომოფობს რომელიც უბრალოდ კარიერას იკეთებს, ენჯეოშნიკს რომელსა უფლებები მხოლოდ პატიმრების უფლებები ჰგონია, ვიღაც ტიპს რომელსაც წვერები აქვს  და ასე შემდგომ.
  • ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია, რომელიც მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ბოლო მიიღეს, ჩვენთან სპეციფიურად იქნა გაგებული, ის ხალხი რომლებმაც ადამიანის უფლებების ალტერნატიული გაგება შეიმუშავეს თვლიან რომ ყველა ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული მაგრამ …. სწორედ ამ მაგრამის შემდგომ იწყება საოცრებების მთელი სერია.  ამ კატეგორიის დამცველები  ძირითადად ძველი სკოლის მიმდევრები არიან და დიდი ნაწილი საკმაოდ დიდი  სტაჟის მქონე სპეციალისტია , მათი ოპერირების ძირითადი ადგილი პატიმრების   უფლებების დაცვის ბაზარზეა  და ამ ბაზარზე სრული მონოპოლიცაზე გააჩნიათ. 
  • მეორე კატეგორია რომელიც იყენებს ტერმინს  უფლედამცველი , ეს ძირითადად პროფესიონალი ენჯეოშნიკებია(იხ განმარტება) რომლებიც თვლიან რომ ყველაფერი მოგვარდება მაშინ როდესაც “სასამართლო იქნება თავისუფალი”, “სამოქალაქო საზოგადოება გააქტიურდება” და “მედია განთავისუფლდება ტერორისგან”, არ აქვს მნიშვნელობა ეს ხალხი რაც იცავს ან რისგან, მაგალითად არსებობს უფლედამცველები რომლებიც წინა ხელისუფლების დროს აქციებს არბევდნენ და არავის შეკითხვაც არ გასჩენიათ რატომ მიიღო ყოველგვარი კრიტიკული შენიშვნის გარეშე ეს ტერმინი მასმედიამ.
  • მესამე კატეგორია უფლებადამცველების,  თავად ამ ტერმინის ქვეშ გაერთიანებულ ხალხში თეთრი ყვავებით არიან, ეს რეალურად არსებული სხვადასხვა უფლებების დაცვაზე მომუშავე ხალხია, მაგრამ  როგორც წესი მასმედიისთვის ეს ხალხი უინტერესოა და მხოლოდ ათასში ერთი “ექსპერტების” სახით მოჰყავთ, რათქმაუნდა იმ პირობით რომ თემა რომელზეც საუბრობენ არანაირ კავშირში არ არის მათ საქმიანობასთან, სხვაგვარად შოუ ვერ შედგება. 

ფაშიზმები

ავტორი:ალექსანდრე ტარასოვი(მემარცხენე მოძრაობის თეორიტიკოსი)
          რასაც არ უნდა გვეუბნებოდნენ, ერთიანი, საერთო სახის ფაშიზმი, «უბრალოდ ფაშიზმი» არ არსებობს,  ისევე , როგორც არ არსებობს » უბრალოდ ტოტალიტარიზმი» (ჯერ კიდევ 60-იან წლებში დასავლელმა ავტორებმა დაამტკიცეს, რომ არენდტ-ფრიდრიხ-ბჟეჟინსკის «ტოტალიტარიზმის» კონცეფცია ატარებდა არა სამეცნიერო, არამედ პროპაგანდისტულ ხასიათს და ფაქტებით არ მტკიცდებოდა) ყოველთვის არსებობდა და იარსებებს მრავალი სხვადასხვა ფაშიზმი, ხშირად ერთმანეთის კონკურენტი, ერთმანეთთან დაპირისპირებული, იმდენად დაპირისპირებულიც კი,  რომ ერთი ფაშიზმის მომხრეები ეშურებიან მეორის მიმდევრების სრულად განადგურებას.
        ასე იყო ჯერ კიდევ XX საუკუნის 30-იან წლებში,  როცა ისე მოჩანდა,  თითქოს არსებობდა ფაშიზმის სამი სახე  : ნაციზმი,  იტალიური ფაშიზმი და ფრანკიზმი. ამ სამს ხშირად აერთიანებენ ტერმინში «კლასიკური ფაშიზმი», ხოლო ყველა  დანარჩენი ითვლება «არაკლასიკურად».  »კლასიკურ» ფაშიზმს რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი აქვს : ის «საშუალო კლასის» მოძრაობაა, რომელიც აცხადებს პოლიტიკურ პრეტენზიას ხელისუფლებაზე ტრადიციული ელიტის საზიანოდ  და «დაბალ ფენებთან» (გლეხობა, მუშათა კლასი)   დაპირისპირებით.  აღსანიშნავია, რომ განსხვავებით ტრადიციული კონსერვატიზმისგან, ეს მასობრივი  მოძრაობებია,   რომლებმაც შექმნეს საკუთარი იდეოლოგია და იყენებენ ბრძოლის რევოლუციურ ტაქტიკას მემარცხენე ბანაკის წინააღმდეგ. მაგრამ  უფრო ღრმად დაკვირვებისას ჩანს თავად კლასიკურ ტრადიციებს შორის სხვაობა : ნაციზმი, აშენებდა რა იერარქიულ ტექნოკრატიულ სახელმწიფოს (იდეალურ ვარიანტში – გიგანტურ სამხედრო საწარმოს), ემყარებოდა ქალაქის «საშუალო» ფენას,  იყენებდა  სამრეწველო კაპიტალის თანადგომას და მისივე დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში ; მხარს უჭერდა  წარმართულ მისტიკას და   რასობრივ სისუფთავეს; განიხილავდა საკუთარ «რევოლუციას» როგორც ექპსერიმენტს რომელიც მიზანი იყო მოდერნიზაციის აჩქარება; დაუქვემდებარა პარტია სახელმწიფოს. იტალიური ფაშიზმი ემყარებოდა სოფლის «საშუალო კლასს»; აშენებდა პატერნალისტურ «კორპორატიულ სახელმწიფოს»;  ხელისუფლებაში მოვიდა ძირითადად მსხვილი აგრარული კაპიტალის მხარდაჭერით;  ორიენტირებდა კათოლიციმზე და საგარეო ნაციონალიზმზე, საკუთარ «რევოლუციას» განიხილავდა როგორც ნაციონალურ-პრევენციულს იმისთვის რათა არ მომხდარიყო იტალიის ბოლშევიზაცია. ფრანკიზმი გაცილებით უფრო «ღიად» ეყრდნობოდა სოფლის «საშუალო კლასს», ვიდრე იტალიური ფაშიზმი, მაგრამ მას კოლონიალური და სამხედრო წრეებიც უჭერდნენ მხარს; ხელისუფლებაში მოვიდა ფეოდალური ელიტის მხარდაჭერით. ორიენტირებდა მებრძოლ (ანტიმასონურ) კათოლიციზმზე;  საკუთარ «რევოლუციას» განიხილავდა ესპანეთისთვის შუა-საუკუნეების დომინაციის დაბრუნებისს რადიკალურ გზად.
                    სხვადასხვა  »კლასიკური» ფაშიზმის მხარდაჭერებიც ანადგურებდნენ ხოლმე ერთმანეთს. მაგ .ავსტრიაში 1934 წლის დასაწყისში  ხელისუფლებაში  მოვიდნენ იტალიური ფაშიზმის  მიმდევრები, (ხეიმვეროვები), მაგრამ ივლისში  ნაცისტებმა მოაწყვეს პუტჩი, მოკლეს კანცლერი ე.დოლფუსი, ყველაფერი კი  ავსტროფაშიზმის განადგურებით და ანშლუსით დასრულდა . უნგრეთში იტალიური ფაშიზმის მხარდამჭერები – ხუნგარისტები, ადმირალ ხორტის მეთაურობით, 1944 წელს ჩამოაგდეს უნგრელმა ნაცისტებმა სალაშის მეთაურობით. რუმინეთში დაპირისპირება იტალიურ ფაშიზმსა და ნაციზმს, «მწვანექურთუკიანებსა» და «რკინისგვარდიელებს», ანტონესკუსა და ხორი სიმოის შორის გადაიზარდა ორმხრივ ტერორსა და სამოქალაქო ომში.

                     მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მმართველ ელიტებს აღარ გაუმეორებიათ ომამდელი შეცდომები: აღარ გააკეთეს აქცენტი სოციალურ რევოლუციებთან ბრძოლაში «კლასიკურ ფაშიზმზე». როგორც აღმოჩნდა, «საშუალო კლასის» ექსტრემისტული მოძრაობა ხელისუფლებაშ მოსვლის შემდეგ ადვილად აღწევდა თავს ელიტის კონტროლს. ამიტომაც, ყველა ომისშემდგომი ფაშისტური რეჟიმი (გამონაკლისია ფრანკიზმი, რომელმაც მალევე გაიარა ბიუროკრატიზაციის გზა და დაკარგა ყველანაირი კავშირი მასობრივ მოძრაობასთან) «არაკლასიკური» იყო.

                    «არაკლასიკური» ფაშიზმი არსებობდა მეორე მსოფლიო ომამდეც.  მაგ. პორტუგალიური, სალაზარისეული ფაშიზმი იყო პირველი მაგალითი შემდგომში ფართოდ გავრცელებული სამხედრო ფაშიზმისა, როდესაც ტრადიციული კონსერვატორული ელიტა არმიის მხარდაჭერით ამყარებს ფაშისტურ ხელისუფლებას და შემდგომ იწყებს საზოგადოების გაფაშისტება, ქმნის  რა რეჟიმის ქვეშ ფაშისტურ პარტიებსა და მოძრაობებს.  ხელოვნური წარმოშობა ასეთი ფაშიზმისა, როგორც წეს,  განსაზღვრავს მის  კლერიკალურ, პატრიარქალურ, ტრადიციულ (და არა რევოლუციურ, როგორც, ვთქვათ,  ნაცისტების შემთხვევაში) ხასიათს. ასეთი რეჟიმები მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ათეულობით იქმნებოდა «მესამე სამყაროს» ქვეყნებში.
                სხვა ვარიანტი მეორე მსოფლიო ომამდელი «არაკლასიკური» ფაშიზმისა იყო მონარქო-ფაშიზმი და გლეხური(ბაუერისეული, კულაკური) ფაშიზმი.   ეს გახლდათ ფაშისტური მოძრაობები (შემდგომში რეჟიმები) ძალიან ვიწრო სოციალური ბაზით, რომლებმაც ვერ შეძლეს მასების მობილიზირება და ხელისუფლებაშ მოვიდნენ «წითელი საფრთხით» შეშინებული ტრადიციული ელიტების მხარდაჭერით (ხანდახან გადატრიალების მეშვეობით). ასეთი რეჟიმების სწრაფმა ჩართვამ გერმანული და იტალიური ფაშიზმის გავლენის ორბიტაში შენიღბა ამ რეჟიმების თვითმყოფადობა, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, არ მისცა საშუალება დამოუკიდებელ მოვლენად ჩამოყალიბებისა.
საფრანგეთში ომამდე ერთმანეთში კონკურირებდა რამდენიმე ფაშიზმი: ფრანგული ვარიანტი იტალიური ფაშიზმის(«ფრანსიზმ»), ფრანგული ვარიანტი ნაციზმის(საფრანგეთის სახალხო პარტია), ფრანგული ვარიანტი ფრანკიზმის(«კაგულიარები») და ბოლოს ორიგინალური ფრანგული არისტოკრატიულ-ელიტარული ფაშიზმი «აკსიონ ფრანსეზი» ახლოს მდგომი მონარქო-ფაშიზმთან.
                  მეორე მსოფლუო ომის შემდგომ ძირითადად «არაკლასიკური» ფაშიზმი წარმოდგენილი იყო ძირითადად «დამოკიდებული» ან მეორე ტერმინოლოგიით «დამყარებული» ფაშიზმის სახით(იგულისხმება გარედან, უცხოეთიდან დამყარებული ფაშიზმი), როგორც წესი ეს გახლდათ ულტრამემარჯვენე რეჟიმები მესამე სამყაროს ქვეყნებში, ხელისუფლებაში მოსული სამხედრო გადატრიალების გზით(სამხედრო ფაშიზმი) პირველი სამყაროს ფულის წყალობით(უმრავლეს შემთხვევაში ვაშინგტონის ფულით), უმთავრესი მიზეზი ასეთი რეჟიმების შექმნის გახდა აუცილებლობა არსებული მემარცხენე რეჟიმების (ან უბრალოდ ანტიამერიკულის) ჩამოგდება(ბრაზიალია, გვატემალა, ჩილე და ასე შემდეგ) ან კიდევ ხელისუფლებაში მემარცხენების მოსვლის დაუშვებლობა.
იმიტომ რომ «დამოკიდებული» ფაშიზმი დამოკიდებული იყო «დემოკრატიულ მეტროპოლიებზე», ამიტომაც ხშირად ფაშისტურ რეჟიმებში არსებობდა ამათუ იმ სახით დემოკრატიული ინსტიტუტები, არსებობდა პარლამენტი, მრავალპარტიული სისტემა, ტარდებოდა «არჩევნები», მართალია უმთავრეს შემთხვევაში ეს ატარებდა ამა თუ იმ სახით ბუტაფორულ ხასიათს.(მაგ პარაგვაიში სტესნერის დროს დემოკრატიის და ფაშიზმის თანაცხოვრების საკითხი მარტივად წყდებოდა ქვეყანაში მოქმედებდა სამხედრო მდგომარეობა ერთი დღის, არჩევნების გამოკლებით)
სპეციალურად «დამოკიდებული» ფაშიზმის ქვეყნებისთვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად, ძალოვან სტრუქტურებში აქტიურად ხდებოდა ფაშისტური იდეოლოგიის პოპურალიზაციას, არმია, პოლიცია და სპეცსამსახურები გადაიქცეოდა რაღაც ფაშისტური პარტიების მსგავს ორგანიზაციებად ოღონდ ფაშისტური პარტიების გარეშე. უკანა რიცხვით ჩილეს გადატრიალების შემდგომ აღმოჩნდა რომ არმიაში ბევრად მეტი ფაშისტი იყო ვიდრე ფაშისტურ ორგანიზაციებში, ისევე როგორც უკანა რიცხვით გაირკვა ანალოგიური ბრაზილიაში პოლიციაში და სპეცსამსახურებში.

                       დამოკიდებული ფაშიზმი ასე ვთქვათ ხიდს დებდა ფაშისტურ და მემარჯვენე ლიბერალურ რეჟიმებს შორის, ახდენდნენ რა ფაშიზმის უფრო გაცივილურებას და მისაღებს ლიბერალებისთვის, მაგ სომოსაც რეჟიმი ნიკარაგუაში იდეოლოგიურად ორიენტირებული იყო ევროპულ ფაშიზმზე და ეხმარებოდა მაგ ურუგვაიში ფაშისტებს გადატრიალების მოწყობაში მაგრამ როგორც ამერიკის სტრატეგიული მოკავშირე ფორმალურად საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდა «ოსის» ქვეყნებთან.
                         ევროპაში «დამოკიდებული» ფაშიზმის მაგალითი გახლდათ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პრო-ბრიტანული საბერძნეთი,  სადაც გერმანელი ჯარებიდან განთავისუფლების შემდგომ დაიწყო სამოქალაქო ომი, ბრიტანელი ლეიბორისტები თავიდან დიდხანს ლანძღავდნენ ჩერჩილს «მონარქო-ფაშისტების» და «ნაცისტი კოლაბორაციონისტების» მხარდაჭერის გამო მაგრამ 1945 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ეს თავადაც გააგრძელეს.
                     კიდევ ერთ მაგალითს არაკლასიკური ფაშიზმის წარმოადგენს ე.წ «ახალი მემარჯვენეები», შექმნილი 60 იან წლებში(თავდაპირველად საფრანგეთში მცირე ჯგუფ «გრესეს» სახით), «ახალი მემარჯვენეები» იყენებდნენ ე.წ ორსახოვანი  ფაშიზმის მეთოდს, ერთის მხრივს რესპექტაბელური საპარლამენტო ფაშიზმი გაერთიანებული მემარჯვენე კონსერვატორულ პრაქტიკასთან დემოკრატიის მოქმედების პირობებში. «ახალმა მემარჯვენეებმა» გადაწყვიტეს ფაშისტური თეორიის განახლება პრიმიტიული რასიზმის  პრიმიტიული უნივერსალიზმის და სოციალური დემაგოგიის უარყოფით, აღიარეს უმცირესობების ფასეულობა(როგორც ნაციონალურის ისე სექსუალურის), ეკოლოგიის საკითხის მნიშვნელობაც, ჩამოაყალიბეს რეალურად პოსტ-მოდერნისტული დოქტრინა ისტორიაზე და ცილივიზაციაზე რომელიც ფაქტიურად შეუძლებელია გაარჩიო ნეოლიბერალიზმის ჰაიკისეული და მიზესისეული დოქტრინისგან. პოლიტიკური შეხედულებები «ახალი მემარჯვენეების» დაემთხვა ნეოლიბერალიზმის პრაქტიკოსების შეხედულებებს რეიგანომიკის და ტეტჩერიზმის დროს.სულაც არ არის შემთხვევითი პინოჩეტის რეჟიმს(«დამოკიდებული ფაშიზმი») ხშირად ეძახიან «სამხედრო ტეტჩერიზმს», ის კი არა მათი იდეებიც ემთხვეოდა ერთმანეთს (ერთიც და მეორეც უარყოფს საზოგადეობის არსებობას-რაც სხვა არაფერი იყო თუ არა იტალიური ფაშიზმის დოქტრინის ხელახალი გადამღერება), სწორედ მოძრაობები და პარტიები  რომლებმაც გააერთიანეს იდეები «ახალი მემარჯვენეების» და ნეოლიბერალიზმის მიაღწიოს დიდ ელექტორარულ წარმატებებს დასავლეთ ევროპაში : ნაციონალური ფრონტი ლე პენის საფრანგეთში, ხორტეინის პარტია ჰოლანდიაში, თავისუფლების პარტია ავსტრიაში(საგულისხმოა ისიც რომ ჰაიდერი პარტია ლიბერალური ინტერნაციონალის წევრია).
                 ფაშიზმი როგორც ახლობელი ფენომენი უპრობლემოდ ერგება ნებისმიერი რასის და ნებისმიერი რელიგიის მიმდევრებს. ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრები გერმანელი წარმართები იყვნენ მაგრამ პარტიის ოფიციალური პროგრამა(25 პუნქტი) გამოდიოდა «პოზიტიური»(ანუ ეკუმენისტური ეკლესიის მხარეს) ქრისტიანობის მხარდამჭერად, იტალიური, ესპანური და ლათინურ-ამერიკული  ფაშიზმები ატარებდნენ გამოკვეთილ კათოლიკურ ხასიათს, ბერძნული და რუმინული ფაშისტები მებრძოლი მართლმადიდებლები იყვნენ. ჰაიტიზე დიუვალეს რეჟიმი ვუდუისტური იყო, იაპონელი ფაშისტები როგორც წესი სინტოისტები იყვნენ, არსებობს მუსულმანური, ინდუისტური(ვიშნუისტური), იუდაისტური, ბუდისტური(შრილანკაზე) ორგანიზაციები, მაგრამ ჯერჯერობით არც ერთი ათეისტური არ ყოფილა.
                ფაშიზმი სულაც არ არის იდენტური თეთრი რასიზმის იდენტური, როგორც გამოცდილებიდან ჩანს მობუტუს რეჟიმი ზაირში და შინაარსობრივად   აბსოლუტურად ფაშისტური ჰოლდენ რობერტოს რეჟიმი ანგოლაში სულაც შავკანიანები იყვნენ. მით უმეტეს არ არის აუცილებელი ანტისემიტიზმი(ფაშისტური რეჟიმები ცენტრალურ ამერიკაში პრო-ისრაული განწყობებით გამოირჩეოდნენ, არაფერს ვამბობთ თავად ებრაულ ფაშისტურ დაჯგუფებებზე როგორიცაა «კახი» და «კახანე ხაი»). მაგრამ ნებისმიერი ფაშიზმის მახასიათებლებია ანტიკომუნიზმი; მილიტარიზმი(ვიწრო გაგებით არმიის და არმიული წეს-წყობილების ქებათ ქება და გადატანა რეალურ ცხოვრებაში), მებრძოლი ქსენოფობია მიმართული ვინმეს მიმართ: ემიგრანტები თანამედროვე ევროპაში, ზანგები ამერიკაში და სამხრეთ აფრიკაში, ინდიელები ჩილეში და გვატემალაში, თამილები შრილანკაში, თეორიული ელიტარიზმი(ანუ საყოველთავო თანასწორობის იდეის უარყოფა), ობივატელური კულტურული პრიმიტივიზმი(ანუ კულტურის უარყოფა მისი სირთულის გამო, განსაკუთრებით მისი ინტელექტუალურად რთული გამოვლინებებით)
რუსულიდან თარგმნა: ნიკა ქობულაძე, თორნიკე ჭუმბურიძე.

მეუფეს ახალი პარტია

ერთ–ერთმა მეუფემ შესაძლოა, საქართველოში ახალი პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბოს. აღნიშნულის შესახებ „Front News”–ს მომავალი გაერთიანების – „მეუფის პარტიის” საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ლექტორმა დავით ამაშუკელმა განუცხადა. http://www.frontnews.ge/?action=news_read&npid=19566&lang=geo
ჩემი ღრმა რწმენით,  ეს დიდი შეცდომა იქნება რომელსაც დაუშვებს ქართული ეკლესია, პირველ რიგში იმიტომ, რომ საკმარისია, სამღვდელოების ხშირი  გამოჩენა ტელევიზორში, რომ კარგად ჩანს  სამღვდელოების  არცთუ შთამბეჭდავი განათლება ისედაც არც ისე აღსაფრთოვანებელი საშუალო სტატისტიკური განათლები მქონე    ქართველების ფონზე, შედეგად. მათი ხშირი გამოჩენა წინაპირობა გახდება   მითური რეიტინგის  დაცემის.
ქართული ეკლესიის მაღალი  რეიტინგი საიდუმლოება  მის უმოქმებოდაშია და იმ პოტენციურ სიძლიერეშია რომელიც მას აქვს, რაღაცით ბირთვულ არსენალს ჰგავს რომელიც აქვს დიდ ქვეყნებს, საკმარისია მოქმედება დაიწყოს რომ ყველაფერი პანტა პუნტად ქრება.

პ.ს მთელი სულით და გულით მხარს ვუჭერს აღნიშნულ ინიციატივას, თუნდაც იმიტომ რომ სისულელეზე მონოპოლიას წაართმევენ პოლიტისტებლიშმენტის დიდ ნაწილს.

მორიგი "ჭკვიანური" აზრი

გაწი გამოწიე 21-ე საუკუნეში რელიგია ანაქრონიზმია, ეს პასუხად იმათ რომლებიც პასუხებს უხერხულ შეკითხვებზე რომლებიც ამ დღეებში დაიბადა,  ჩვენი ეკლესიის მენეჯმენტის თუ მომხარებლების საქციელზე,   ისევ ეკლესიაში ეძებენ. 

კომენტარი 17 მაისის აქციაზე

რამდენიმე დღის წინ ვივარაუდე რომ 17 მაისის აქცია მშვიდობიანად ჩაივლიდა, ამ თემაზე ჩემს ბლოგზე დავწერე მცირე პოსტი რომელშიც ვვარაუდობდი რომ აქცია გართულებების გარეშე დასრულდებოდა, მეც იგივე შეცდომა დავუშვი რასაც ძალიან ბევრი უშვებს ხოლმე როდესაც ჩვენს საზოგადოებაზე აფასებს, დავუშვი ალბათობა რომ ამ აქციის მხარეები ლოგიკურად ფიქრობენ და იმ  ფარგლებში იმოქმედებენ რომელიც ბოლო წლებში დამკვიდრდა ჩვენს ქვეყანაში.

შესაძლოა ცოტათი მიამიტი ვარ მაგრამ ვერ წარმომედგინა პოლიციამ რომელმაც სულ ახლახანს,  მცირერიცხოვანი სტუდენტური აქცია დაარბია იმიტომ რომ მოეჩვენა რაღაც არ არსებული ქუჩის გადაკეტვის მცდელობები,  დღეს საკუთარ სიმაღლეზე ვერ იდგებოდა, მითუმეტეს როდესაც საქმე ეხებოდა სიტუაციას რომელიც პირდაპირ მოქმედებს ჩვენი ქვეყნის იმიჯზე, განსხვავებით სტუდენტებისგან მათ რომლებიც არ რაპორტებს არ დაწერენ და არც დასავლეთში ადარდებთ დიდად თუ რას უზამდა ხელისუფლება ანტიკაპიტალისტურად განწყობილ სტუდენტებს  სულ სხვაა ელჯიბიტი თემი რომელიც საკუთარი მდგომარეობიდან გამომდინარე გაიწაფა მსგავსი მონაცემების გაგზავნაში იქ სადაც საჭიროა და რისი შიში ჩვენს ლიდერებს ბევრად მეტი აქვთ ვიდრე თავად ქართული საზოგადოების.

ასევე ვერ წარმომედგინა მრევლი და ეკლესია რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იტანდა იმ ყველაფერს რაც ქვეყანაში ხდებოდა, მთავარ პრობლემად რამდენიმე
ათეული ადამიანის შეკრებას ჩათვლიდა, არ ჯდებოდა ეს ლოგიკურ მოქმედებაში.

(c)ლიბერალი.გიორგი გოგუა

მაგრამ ყველაზე მთავარი ეს სულაც  არ ყოფილა, როგორც გამოვარკვიე  მთავარი აქციის შემდგომი რეაქციებია, ხელისუფლების და დღეს უკვე მთავარი ოპოზიციის, ყოფილი ხელისუფლების.  პირველები რბილად რომ ვთქვათ ძალიან ცუდად “აპრავებს” იმას რაც ხდებოდა ხოლო მეორეები კი ისევ რაღაც ეფესბეს მავნე ხელებს ხედავს ამ მოქმედებებში და ისევ აგრძელებს იმ მიმართულებას რაც წლების წინ აირჩიეს.

ცივ გონებაზე რომ განვსაჯოთ დღეს მთავარი პრობლემები ორი ინსტიტუტიდან გამომდინარეობს რომლებიც ნელნენა ემსგავსებიან კორპორაციებს რომლებსაც ძალიან მკაფიო და ჩამოყალიბებული საკუთარი ინტერესები, შეხედულებები და გეგმები გააჩნიათ, საუბარი მაქვს საპატრიარქოზე და პოლიციაზე.

მაგალითად პოლიცია დღეს თავად ირჩევს ხოლმე ვინ არის დასაჭერი, ვის აქვს უფლება ქუჩა გადაკეტოს და ძალიან კარგად სარგებლობს იმ სიტუაციით  რომელიც მას ხელისუფლების შეცვლის შემდგომ დარჩა, რაღაცით წააგავს მშობლებისგან გატუტუცებულ ბავშს რომელიც დიდხანიანი ავამდმყოფობიდან მორჩენის შემდგომაც სარგებლობს იმით რომ მშობლები ყველაფერში კვერს უკრავენ და უსრულებენ მის ახირებებებს,  ასეა დღეს ჩვენი პოლიციაც, ის სარგებლობს იმ იმიჯით რომელიც გულისმობს რომ  ჰიპოთეტურად ისევ ყოფილი ხელისუფლების ბასტიონია და ამიტომაც ახალი მენეჯმენტი რომელიც იქ მივიდა მას ყველა საქციელს გაუმართლებს და დაუყვავებს, ამასობაში კი იკარგება ის ფუნქცია რომელიც სინამდვილეში მას გააჩნია, წესრიგის დაცვის და დაწერილი კანონების აღსრულების.

თავის მხრივ საპატრიარქოს აგრძელებს თავის მოქმედებას, უფრო სწორად ჩემი აზრით უმოქმედებას, დიდი ხანია მრჩება შთაბეჭდილება რომ საპატრიარქოს მთელი სიძლიერე, მის რაღაცნაირ უმოქმედობაშია, მის უნარში არასოდეს არაფერი არ თქვას, არ ჰქონდეს პოზიცია და ყველამ რაღაცეები იგულისხმოს, თავად ეკლესიაში არსებულ  პრობლემებს რომელიც ნამდვილად არსებობს და თავად ეკლესიაც მეტნაკლებად აღიარებს ის თავის სასარგებლოდ იყენებდა,  ყველა პრობლემა რომელიც წარმოიშვებოდა საპატრიარქოში და შესაძლოა რაიმე გადაწყვეტას საჭიროებდა, ნაცვლად ამ პრობლემების მოგვარებისა  წინა ხელისუფლებასთან ალიანსსი  მარტივად აგვარებდა, ხელისუფლება ზრდიდა ფინანსურ თუ სხვა სახის დამხარებებს(ყბადაღებული ჯიპების თემა) .

შესაძლოა დადგა ის სიტუაცია როდესაც  ძალიან რთული იქნება საპატრიარქოს არ ჰქონდეს რეაქცია იმაზე რაც ხდება, არსებობს სიტუაცია  ნებისმიერ უმოქმედებას აქვს საზღვარი, თავად ეკლესიაში არსებული პრობლემები თუ ახლა არ გადაიჭრა შესაძლოა მისი გადაჭრა შემდგომში ბევრი უფრო რთული იყოს , მაგრამ სამწუხაროდ  ესეც დამოკიდებულია  იმაზე თუ როგორი რეაქცია ექნება ხელისუფლებას, თუ ის გააგრძელებს იმ   გზას რომელიც წინა ხელისუფლებამ შეიმუშავა, ანუ საპატრიარქოს მოთაფვლას რაღაც საჩუქრებით იმის სანაცვლოდ რომ საკუთარ წიაღში არსებული პრობლემები მიაჩუმათოს მაშინ ამ პრობლემების მოგვარება გადაიწევს შემდგომ კრიზისამდე, აი შემდგომი კრიზისი კი არ ვარ დარწმუნებული რომ ჩვენს სახელმწიფოს სჭირდება.

წერილის ბოლოს  ქართულ პუბლიცისტიკაში დამკვიდრებული ტრადიციით დავასრულებ, რომელიც დემოკრატიას რაღაც ნაბიჯების ერთობად წარმოიდგენს რომლის ბოლოში კარგი და დასავლური სახელმწიფოა, დღევანდელმა აქციამ კი დაამტკიცა რომ ეს ერთი ნაბიჯი არათუ ვერ გადავდგით, არამედ ალბათ რამდენიმეთი უკანაც კი დავიხიეთ.

პოზიცია 17 მაისის აქციასთან დაკავშირებით.

როგორც ყველა უსაქმურმა, საქმიანმა, ლიბერალმა, პატრიოტმა, მემარცხენე, მემარჯვენემ თუ უბრალოდ სიმართლის მთქმელმა მეც გადავწყვიტე დავწერო ჩემი პოზიცია 17 მაისის აქციასთან და საერთოდ ამ მოვლენასთან დაკავშირებით:

  • პირველ რიგში ის რომ  17 მაისი არ არის ე.წ გეი  პარადი(თუ პრაიდი) და ეს ჩვეულებრივი აქციაა რომლის მიზანიც ამ თემის მიერ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნაა და საკუთარი თავის დაფიქსირება რომ ეს თემი საქართველოში არსებობს და ისეთივე ნაწილია ჩვენი საზოგადოების როგორც სხვებიც.
  • მართალია კონსერვატორულად განწყობილი საზოგადოების ერთი ნაწილი მუშტებზე იყურება,მაგრამ ვიყოთ რეალისტები, ერთია კუნთებზე ყურების ცუდი ტრადიცია რომელიც რეალური რომ იყოს ნაციონალური მოძრაობა 2007 წელს დასრულდებოდა  და მეორეა მისი განხორციელება პრაქტიკაში .  მიუხედავად იმისა რომ რამდენიმე შეხლა შემოხლა  დაფიქსირდა, იმ ხალხის რომლებიც საჯაროდ იმუქრება მხოლოდ 0,1 პროცენტი თუ არის რეალურად რაიმეს გამკეთებელი, ხოლოდ ვინც არის მათ კიდევ პოლიცია მიხედავს, ამაში დარწმუნებული ვარ და ეს გამომდინარეობას იქედან თუ როგორ არის მოწყობილი ჩვენი  სახელმწიფო, გამორიცხულია ვინმემ დაუშვას ისეთი რამე რაც ჩვენს იმიჯს დაარტყამს, რათქმაუნდა კარგია რომ ადამიანს არ ეზღუდება საკუთარი აზრის გამოთქმა მაგრამ ცუდია რომ პოლიცია მხოლოდ იმიტომ დაიცავს რომ მათი ხელმძღვანელობას იმიჯზე დარტყმის ეშინია. 
  • პირადად მე არ დავმალავ, თავად ქორწინების ინსტიტუტის პერსპექტივები უფრო მაეჭვებს და  თუ ამ თემს აქვს სურვილი ამ დავიდარაბაში გაჰყოს თავი, რა პრობლემაა, მე სულაც არ ვარ წინააღდმეგი.   მართალია ეს ჩვენთან ძალიან შორეული პერსპექტივაა მაგრამ არც ისეთი შორეული როგორც ჩანს, ეჭვიც არ მეპარება 30-40 წელიწადში კაი ბიჭის ბოიფრენდის ინსტიტუტიც გაჩნდება და ის ჩვეულებრივად იქნება თანაცხოვრებაში იმ პრობლემებთან  რომლებიც მომავლის ქართულ სახელწიფოს ექნება.
  • საპატრიარქოს და სხვა ეკლესიების პოზიციამ კარგად აჩვენა ის ფაქტი რომ საერთოდ ამ იდეებმა, რასაც ქვია, ელჯიბიტი თემისთვის ისეთივე უფლებების მიცემა როგორც ჰეტეროსექსუალურ წყვილებს აქვთ მხოლოდ დროის ამბავია 20-30 წელიწადში ეს მთლიანად გახდება საყოველთაო ნორმა, უბრალოდ საუბარი იმაზეა რამდენად სწრაფად მოხდება ეს ამა თუ იმ ქვეყანაში, მაგალითად,  დღეს ლათინურ ამერიკაში,  კონსერვატორულად განწყობილი  კათოლიკური ეკლესიის პოზიციებისდა მიუხედავად აქტიურად მიმდინარეობს  ელჯიბიტი თემისთვის ქორწინების თუ სხვა  უფლებების მიცემა, იქნება ეს არგენტინა თუ ურუგვაი, ის კი არა კომუნისტურ კუბაშიც კი აქტიურად დაიწყეს ამ საკითხების განხილვა, მაგალითად, მთავარ ლობისტურ ორგანიზაციას   კომანდანტეს ძმისშვილი,  რაულ კასტროს ქალიშვილი უდგას სათავეში.
  • ფარესიშვილის სიტუაციამ   ერთი ისტორია გამახსენა, რომელიც სოც-დეკების ერთ-ერთ ივენთზე, სერბმა ამხანაგმა მოგვიყვა.  2000 იანი წლების დასაწყისში სერბულმა პარამილიტარისტულმა დაჯგუფებებმა ჩაშალეს ესეთი აქცია ბელგრადში, თან ახლა სერბული პარამილიტარისტული დაჯგუფებები ქართულებს არ ჰგავენ, იქ რეალურად საშიში ხალხი არიან ხოლმე გაერთიანებული(მაგ არკანი 90 იან წლებში, საქართველოში სტუმრად ჩამოსული საფეხბურთო კლუბ  ობილიჩის მფლობელი) ხოდა წლების შემდგომ. ბელგრადს მერმა, ლიდერმა იმ პარამილიტარისტული დაჯგუფების თავად გასცა სანქცია და თავად დაგმო სხვების საქციელი, მოკლედ პოლიტიკა ძნ ცინიკური რამეა და არ გამიკვირდება,წლების შემდგომი დღევანდელი კონსერვატორულად განწყობილი ლიდერშიპის ნაწილი გაისად თავად მოგვევლინოს, რესპექტაბელურ პოლიტიკოსად რომელსაც ევროპული მხარდაჭერის სანაცვლოს დასჭირდეს ამ თემის მხარდაჭერა.

ამოუცნობი ისტორია

როგორ ახერხებს ხალხი 3,5, 10 წლის განმავლობაში აბსოლუტურად არ გაიზარდოს? ამ მხრივ ფორუმი კარგი შემფასებელია, ხალხი 2006 წლის მერე მიტკალიც კი არ არის გაზრდილი, პირიქით ზოგი დეგრადირებს კიდეც. 

მოსაზრებები საპატრიარქოს ახალ ინიციატივაზე

მოკლედ ვეცდები ჩამოვაყალიბო ჩემი პოზიცია ეკლესიის განცხადებასთან დაკავშირებით, ეს ინიციატივა დარჩება ინიციატივად და არანაირი კვალს არ დატოვებს ყოველდღიურობაში, თუ რატომ :

  • ეკლესიას ერთი ტრადიცია აქვს, ის არასოდეს არ ამბობს ისეთ ინიციატივას რომელსაც რაიმე პერსპექტივა აქვს, გაიხსენეთ ნებისმიერი ინიციატივები ბოლო პერიოდის და ამაში თავად დარწმუნებით. (სამეფო კარის აღდგენიდან დაწყებული, ქმრებისთვის ფეხების დაბანის ინიციატივით დამთავრებული)
  • აბორტის აკრძალვის თემა თავიდანვე განწირულია დამარცხებისთვის, ჩვენთან  მიუხედავად რელიგიურობის უჩვეულოდ მაღალი ხარისხისა, ასევე ძალიან მაღალია ფარისეველობის ხარისხი, რომელიც  საკუთარ თავში გულისხმობს იმას რომ  მიუხედავად ეკლესიის ძალიან დიდი ავტორიტეტისა ნებისმიერი მოწოდების გაგებას, როგორც რაღაც კეთილ ნებას რომელსაც მანამ შეიძლება იზიარებდე სანამ ეს შენ თავად არ შეგეხება.
  • ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტორია ისიც რომ მიუხედავად იმისა რომ აბორტი მართლად არცთუ სასიამოვნო პროცესია, ის სამწუხაროდ ისეთივე განუყოფელია ნაწილია ქართული რეალობის როგორც ბევრი სხვა სიმახინჯე(აბორტის მოწინააღმდგე არ ვარ, უბრალოდ ვთვლი რომ კონტრაცეფცია აუცილებელია) 
  • ეკლესიას ინსტიტუციონალურად სხვაგვარად არ შეუძლია,  მას  ხანდახან მაინც უნდა ჰქონდეს  რაიმეს  მიმართ პოზიცია და რაიმე ინიციტაცია  რომელიც მას წარმოაჩენს როგორც ცოცხალ ორგანიზმს  , ჩვენთან ეკლესია ძალიან უხასიათოდ აკეთებს მაგრამ ფაქტს ვერსად გაურბის და როდესაც რაიმე ინიციატივიას გამოთქვამს, მაქსიმალურად ცდილობს ის   ისე თქვას  რომ ეს პირდაპირ არ გავიგოთ და რაც მთავარია თავშიც არ გავივლოთ მისი განხორციელება ცხოვრებაში.
  • რაც მთავარია, ეკლესიამ კარგად იცის რომ მის ნებისმიერ ინიციატიას მეორე ასევე ნახევრად მითიური ორგანიზმი, სამოქალაქო საზოგადოება გამოეხმაურება და ატეხს, ვაი ვუშვიშს, რათქმაუნდა არც სამოქალაქო საზოგადოების ჟრიამულს აქვს რეალური კავშირი ყოველდღიურობასთან, მაგრამ შედეგი მიღწეული იქნება, ეკლესიაში არსებული რადიკალურ ფრთას ყოველთვის ეყოლება მითური მტერი რომელსაც დაბრალდება  “ინიციატივის ჩაგდება” ხოლო თავის მხრივ სამოქალაქო საზოგადოების თვითკმობაც გაგრძელდება, მხოლოდ მათმა გმირულმა შემართებამ გადაგვარჩინა.