Monthly Archives: ოქტომბერი 2020

მუსიკა(vol2)

ზუსტად ერთი კვირის წინ, ერთ-ერთ ტელევიზიაში ვიყავი სტუმრად, წესით საინტერესო თემა უნდა ყოფილიყო, ჩემი უშუალო სამსახურის თემატიკაზე, ვინც არ იცის, ამჟამად თბილისში მიუსაფარ ცხოველთა ბედი მაბარია, ხოდა როგორც წესი ტელევიზიების ფორმატი ისე არის მოწყობილი რომ დიდხნიანი და უშუალოდ კონკრეტულ თემაზე გაშლილი გადაცემები რომ არის მაშინ არ გამოდის ხოლმე კარგი გადაცემები და შუადღის გადაცემაში, 10 წუთში ბუნებრივია არაფერი არ გამოვიდა.

ამ გადაცემიდან შედეგი ის დარჩა რომ იდეაში, ერთ-ერთ წამყვანს რამდენიმე დღის შემდეგ კორონა დაუდგინდა და მიუხედავად იმისა რომ ჩემს შემთხვევაში შანსი მინიმალურზე მინიმალურია, მაინც გადავედი სახლის იზოლაციის პირობებში, შესაბამისად მიზეზი მაქვს, ჩემი თითქმის მივიწყებლი ბლოგზე რამე მაინც დავწერო, თან ისე ვწერ, პრინციპში დაშეარების გარეშე, ჩემთვის.

მუსიკა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ატრიბუტია, თან რაც დრო გადის სულ უფრო, ადრე ალბათ მეც იმიტომ ვუსმენდი ბევრ რამეს რომ სტატუსს შეეფერებოდა, ჩვენ ხომ გვიყვარს ჩვენთვის მოფიქრება, სტატუსის რომელიც ჩვენი წარმოდგენით შეგვეფერება, ახლა უკვე ჩემთვის, სიამოვნებისთვის ვუსმენ.

შესაბამისად ჩემს პლეილისტებში გვერდი-გვერდ ყოველგვარი პრობლემის გარეშე თანაცხოვრობენ, პოსტ-მეტალი და ჰიპ-ჰოპი, რუსული პოპი და ალტერნატივა, მოკლედ დიდი ზედახორაა მაგრამ ეს ჩემია, ის რასაც ვუსმენ და მომწონს.

მინდა თქვენც გაგიზიაროთ მუსიკა რომელმაც თავის დროზე ძალია დამეხმარა, დამეხმარა მაშინ როდესაც ძალიან მჭირდებოდა.

სოლსტაფირი არ მახსოვს როდის აღმოვაჩინე პირველად, მაგრამ როდის დავიწყე აქტიური მოსმენა ეგ მახსოვს, იმ პერიოდში როდესაც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე პირქუში მომენტები იყო, ქიმიოთერაპიას ვიკეთებდი და მიუხედავად ჩემი უსაზღვრო ოპტიმიზმისა ცუდად ვიყავი, დღეს ამდენი წლის შემდეგ მიკვირს როგორ შევძელი გამეძლო.

ემინემი თინეიჯერობიდან მომყვება, არა ოღონდ არ მომწონდა არასოდეს, უბრალოდ სულ არსებობდა ჩემს გვერდით, სანამ ისევ იმ საშინელ პერიოდში უცებ არ მოვუსმინე და მივხვდი რომ ჩემიანი იყო, ახლაც რომ ვთქვა რომ სულ ვუსმენ თქო, ტყუილია, მაგრამ არის რაღაც ტრეკები რომელსაც ძალიან ხშირად ვუსმენ.

რუსული რეპის გამოჩენა ძალიან უცნაური იყო, მანამდე რეპსაც არ ვუსმენდი და რა რუსული რეპი, ერთ დღესაც დამაინტერესა ვინ იყო, ოქსიმირონი, მოვუსმინე და შევჯექი, შემდეგ სხვების მოსმენაც დავიწყე, მაშინ აღმოვაჩინე ატლ რომელზეც ცალკე პოსტიც მაქვს, მაგ პერიოდში ხშირად მესმოდა, სკრიპტონიტის შესახებ, რომელსაც ვუსმინე და დიდად არ მოიტანა, სანამ არ ვუყურე ერთ კარგ გადაცემას, სადაც ერთი კარგი რუსი მუსიკალური ბლოგერი, სკრიპზე საუბრობდა, რადგანაც თავად იმ ბლოგერს პატივს ვცემ მეც ვცადე მომესმინა და დაიწყო იმის შემდეგ სკრიპმანია, სკრიპტონიტი არ არის რეპერი, იმიტომ რომ ის აქტიურად იყენებს როკის ელემენტებს, ლაივებში კი ფაქტიურად ძალიან კარგი და საკაფიო ბლუზს უფრო აკეთებს ვიდრე რეპს. მოკლედ სკრიპი ძალიან დიდია და მინდა თქვენც გაგიზიაროთ, აქ ისეთ რარაცეებს ჩავყრი რაც მე მისწორდება და სულაც არ არის ფაქტი, ეს რომ მისი საუკეთესოებია.

ამ სიმღერაზე ლამაზი რამე საერთოდ ძალიან ცოტა ვიცი, მოკლედ თუ ისეთ გოგოსთან გაქვთ ურთიერთობა რომელიც ჯერ კიდევ რუსულის ცოდნაშია შემჩნეული, საუკეთესოა რომ გაუზიაროთ.

ბოლოს კი ერთი კარგი ჯგუფის შესახებ მინდა მოგიყვეთ, რომელიც ასევე რეზონანსის წყალობით გავიგე, რუსული რეპერი Грязь რომელიც რეპერი ძალიან დაძალებით არის, მუსიკდიან გამომდინარე, აშკარად დიდ გავლენას განიცდის როკის, შარშან აღმოვაჩინე და მთელი წელი შემჯდარი ვიყავი, საუცხოო ალბომი აქვს “Сундук мертвеца” რომელიც კონცეპქტუალურია, ფაქტიურად ერთი ბიჭის ისტორიაა რომელიც სიმსივნეს ებრძვის და ალეგორიულად მთელი ცხოვრებაა მოთხრობილი, ნუ ალბათ მიხვდით მე რა პრინციპით მომეწონა, გარდა მუსიკალური შემადგენელისა.

და ბოლოს ვაღიარებ, ვუსმენ და ძალიანაც მომწონს