Monthly Archives: აგვისტო 2009

შვებულება დასრულდა


ნუ საერთოდ როგორ ისვენებს ხოლმე ბათუმელი მშობლიურ ქალაქში როდესაც ბრუნდება შვებეულების დროს თბილისიდან??? რათქმაუნდა, ზღვა,აჭარული, დისკოთეკები და სხვა რაღაცეები ერტი შეხედვით კარგია მაგრამ ვაი რომ ბათუმელები ამაზე ვერ ვკაიფობთ ასე დამემართა მეც და დასვენება თუ ადრეულ წლებში ცუდი იყო ახლა უკვე უბრალოდ ამაზრზენი გამოვიდა, მაგრამ ამასაც აქვს თავისი დადებითი, ბევრი ვიკითხე ბევრი ვიფიქრე და გაისად უკეთესი იქნება ჩემი ბლოგიც და იმედს ვიტოვებ სულ უფრო მეტ მეგობარს ვაიძულებ დაწეროს მცირე სტატიები თუნდა იმიტომ რომ არ შეიძლება ისედაც მცირე რაოდენობის მემარცხენეები ცალკ ცალკე ვიყოთ…
მოკლედ მე დავბრუნდი, მალე ჩეგესტოც დაბრუნდება და იმედია კიდევ რამდენიმე ავტორი გამოჩნდება და ეს ბლოგი კვლავ საინტერესო იქნება…

მემარცხენე ილუზიები

ავტორი: ჩეგესტო


ამდღეს მზე გამოვიდა .. რათქმაუნდა აისახა ხასიათზე ეს ყველაფერი, სიხარული, მოჩვენებითი ბედნიერების 12 საათიანი სიმულაცია იმდენად გადმოეფარა ჩვენს ცნობიერს თითქოს წარსული არ ყოფილა, წარსული არ არსებობს.

ყვავილების სურნელი ჩუმ ნიავს მოაქვს ჩვენამდე, გვეუფლება სიმშვიდე , სიმშვიდე, სიმშვიდე!! პროტესტი ქრება წამით ლამაზი ფიქრების ოცნებებში გადაზრდის მომენტი იმდენად შეუმჩნევლად დაეუფლა ჩემს გონებას ვერც კი ვხვდები, როგორ გადამეზარდა პაუზა ფანტაზიის მონოტონური გაქანება დიდ და უტოპიურ იდეებში.ამ დროს მე ვფიქრობ , ვფიქრობ , … …ვფიქრობ ბევრს …ზედმეტად ბევრს …… სად პოულობს ბედნიერებას ადამიანი… ? გართობა ? ქალები? რათქმაუნდა !….. იქნებ საუბარი ….. საუბარი ყველაფერზე, საუბარი იდეებზე , საუბარი რომელიც იმდენად იტაცებს ჩვენს დარდებს და მას შორს ჩვენი გონების სამყაროს კიდეზე საიდანაც დასასრულო მოჩანს, მიუჩენს ადგილს . ფანტაზია, რომელიც ასე უსაზღვროდ შეიძლება გაგექცეს ადამიანს და ცოტახნით მოწყდე რეალობას რომელიც გღრნის გფიტავს და ბოლოს ემოციურად დაცლილს საწოლის კიდეზე მიგაგდებს უმოწყალოდ.

ვისაუბროთ!! გავექცეთ ყოველდღიურ კატაკლიზმებს ოცნებების უსასრულობაში სადაც ფიზიკის კანონები არ არსებობს, აქ მე ჩიტივით შემიძლია ვიფრინო……ვიფრინო ლაღად ვერაფერი შემაჩერებს მე აქ ყველაზე ძლიერი ვარ! ამ იდეების სამოთხეს წუთით გადაუფრენ და დავფიქრდები ისევ!!მე შევძლებ ვაქციო ეს რეალობად ……მე შემიძლია!! თქვენთან ერთად!!