ბლოგის განახლება

ბლოგინგი მოკვდა, თან მოკვდა ისე რომ ფაქტიურად არც უცხოვრია. სულ ორი თუ სამი წელი იყო აქტუალური, დიდი ნაწილი იუტუბში გადავიდა, ნაწილი შეეშვა და ნაწილი ორ წელიწადში ერთხელ ცდილობს რამეს დაწერას, მესამე კატეგორიაში შევდივარ მეც.

სულ მინდოდა ბლოგის განახლება, ბევრი რამე მიშლიდა ხელს, დაწყებული სიზარმაციდან და დამთავრებული იმით რომ არ ვიცოდი რაზე დამეწერა, პერფექციონისტი არ ვარ მაგრამ ბოლო პერიოდში სულ უფრო ვერიდები ხალტურის გაკეთებას, შედეგად მგონი ორი წელი არაფერი დამიწერია.

ახლა რატომღაც მომინდა ბლოგის განახლება, შევეცდები ხშირად ვწერო. თან უფრო ჩემთვის რომ რაღაც აზრები არ დამავიწყდეს, არც გავაპიარებ. თუ ჩემს ორ მკითხველში ხართ ალბათ თქვენთვის იქნება საინტერესო.

ბლოგის ათი წლის თავზე ბევრი რამეა შეცვლილი, პირველ რიგში მე ვარ შეცვლივლი, ისევ პოლიტიკურად აქტიური ვარ, მაგრამ უკვე საჯარო მოხელე, ისევ მემარცხენე მაგრამ უკვე შედარებით სხვა პოზიციებზე, ისევ ცინიკურ სარკასტული მაგრამ ახლა უფრო სხვანაირი, მოკლედ როგორი ამასაც ნახავთ.  იმდენი მარაზმი გამოვცადე ცხოვრებაში რომ ალბათ ორი ადამიანისთვის იქნებოდა საკმარისი, ვერ გეტყვით რომ დიდი სურვილი მქონდა ცხოვრებისეული გაკვეთილისთვის ქიმიოთერაპია გამომეცადა. მაგრამ რას იზამ, არის რაღაცეები რაც ადამიანს გცვლის, ასე რომ ვეცდები ბლოგი ისეთივე საინტერესო იყოს როგორც ადრე. უბრალოდ ახლა ზრდასრული, ცოტა ცინიკური და ბევრად გამოცდილი ტიპი ვარ ვიდრე 10 წლის ვიყავი როდესაც ამ ბლოგის კეთებას ვიწყებდი.

დატოვე კომენტარი