Monthly Archives: ივლისი 2009

ევროპელობანას თამაში

ზუსტად არ მახსოვს რომელიც წელი იყო როდესაც ზურა ჟვანიამ წარმოსთქვა თავისი ცნობილი სიტყვა, აი ის ქართველობა ევროპელობას რომ ნიშნავდა. ბავშობაში ჩარჩენილი მეხსიერებიდან მახსოვს რომ სახლში ყველას უხაროდა თუ რაოდენ დიდი სიბრძნე წარმოსთქვა ბატონმა ზურაბმა და ის რომ მალე ევროპის ნაწილი ვიქნებოდით…

აი მრავალი წლის შემდეგ კი ისევ იგივე სიტუაცია. საქართველო ჯიუტად კვლავ არ არის ევროპა და ჩვენი ხელისუფლება კი ასევე იშვიათი სიჯიუტით ცდილობს ევროპის იმიტირებას.

ყველაზე საინტერესო ამ მოვლენაში ის არის რომ ევროპა რატომღაც მავანს აუცილებლად ისეთ რამ ჰგონია რაც ჩვენთან არ არის, მაგალითად შეკითხვაზე თუ რატომ არ ვცდილობთ მივბაძოთ ევროპას სასამართლო დამოუკიდებლობაში, პასუხი ცრემლისმომგვრელია, არასაკმარისი კადრებია და ბუნებრივია ჩვენ არაფერი გვეშველება. ასეთი მარგალიტები სამწუხაროდ უხვად მოიპოვება მაგრამ მათ ჩამოთვლას ვგონებ დიდი აზრი არ გააჩნია მაინც არაფერი შეიცვლება. მაგრამ საინტერესო იქნება ის მარგალიტები რასაც ჩვენი ინტელექტუალები ჯიუტად მიაწერენ ევროპას.

1. გეი-პარადები: რამდენიმე წლის წინათ ევროპული პრესისა და ლიბერალური წიგნების კითხვის გამიჩნდა შეგძრნება რომ ძალიან ბევრი ევროპელი და მათი უმცროსი ძმები აღმოსავლეთ ევროპიდან თვლიდა რომ გეი პარადები იყო ის ძირითადი მაჩვენებელი ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარისხის, არ ვიცი რატომ მაგრამ როდესაც აღმოვაჩინე რომ საქართველოში მიმდინარე ომზე მეტად ბებერ ევროპას რუსეთში დარბეული გეების ბედი ადარდებდა მივხდი რომ ჩემს ამ მოსაზრებასაც ჰქონდა არსებობის უფლება.

ასევეა საქართველოშიც უამრავი ნორჩი დემოკრატი თვალებს ხუჭავს ისეთ ფუნდამენტურ უფლების შელახვაზე როგორიც არის არჩევანის თავისუფლება მაგრამ მზად არის ყელში ეტაკოს და სულ კონსერვატორ-ბნელი ეძახოს ადამიანს რომელიც მიიჩნევს რომ გეი პარადის დრო ან არ მოსულა ან უბრალოდ ადრეა.ასეთი ტიპის ადამიანებზე ჟიჟეკს აქვს ძალიან კარგად დაწერილი მის ერთ-ერთ სტატიაში რომელიც ადამიანი თავისუფლებას ეხება, იქ არის მოყვანილი მაგალითი ცნობილი ფრანგი ფსიქოლოგის კვლევებიდან რომელიც ამტკიდებდა რომ ადამიანი რომელიც არის თავისუფალი მას სულ არ სჭირდება რაიმე დამატებითი მოტივატორი და თუნდაც იმის თქმა რომ ის თავისუფალია ხოლო ვინც არ არის მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ექნება თუ არა მას ვირტუალური თავისუფლება, ასეა ჩვენთანაც ხალხი ვისი მენტალობაც არ არის თავისუფალ აზროვნებას მიჩვეული ცდილობს ასეთი თავისუფლება არა მათ პირად საქციელში გამოსახოს არამედ პროვოკაციულ გამოხტომაში რომლის თეორიულად დადებითი შედეგი ერის კონსერვატორული ნაწილის გაცოფება და მმკ მსგავსი ბნელეთის რაინდების მოძლიერება იქნება. ასევე იყო 90იან წლებში როდესაც პაპზე უფრო მეტად კათოლიკე ქართველებმა ისეთი რეფორმები ატარეს რომლებსაც თავად 4 ვარსკვლავიან ძიებს ეშინოდათ.შედეგად დაახლოებით 50 წლით უკან დავბრუნდით.

2. ევროპელობანას თამაშის ახალი ელემენტი ეს ჩვენი მინისტრის ნიკა რურუას ინიციატივაა, ამაზე ძალიან კარგი სტატია აქვს დაწერილი ბასს მისს ფაზანდაში და ამიტომ ვეცდები უფრო სხვა კუთხით დავწერო ჩემი მოსაზრება, ვიცი რა ჩვენი მთავრობის მუშაობის სტილი, წარმომიდგენია როგორ მოუვიდა ეს იდეა თავში ბატონ რურუას, სავარაუდოთეს დაახლოებით ასე გამოიყურებოდა . ჩვენი მინისტრი რომელიმე ევროპულ ქვეყანაში მოგზაურობდა შემთხვევით შეესწრო რომ თურმე ფილმი მშობლიურ ენაზე ნათარგმნი კი არ გადის არამედ სუბტიტრებით,პირველი რეაქციის შემდეგ შემდეგ გადაწყვიტა რომ რაც არ უნდა დაჯდომოდა ეს იდეა მის ბნელ ერამდეც მიეტანა, ბუნებრივია როგორც ხდება ხოლმე პარლამენტში ამაზე ცხარე ”დებატები” გაიმართა, მოიწვიეს ”ექსპერტები”.ფსიქოლოგები, ლინგვისტები და სხვა საჭირო ხალხი და მიიღეს გადაწყვეტილება რომ ეს ერის გადარჩენის ერთადერთი შანსია. სხვანაირად აბა როგორ წარმოგიდნენიათ ასეთი საკითხის განხილვა, მართლა მარტო ჩიორა და რურუა ხომ არ მოიგონებდა ამას???
”განხილვის”, ”დებატების”, მრავალი საათი სხვადასხვა კონსულტაციების რომლებიც ბუნებრივია გაიმართებოდა აბა ასეთ საკითხს ისე ვინ გამოიტანდა განსახილველად, მალე ბედნიერება გვექნება, ეშმაკმა გაგჟიმოს ჯეკი კი ლამაზ ოცნებებში დარჩება.

საინტერესოა თავად მომხარებლების დამოკიდებულება ამის მიმართ,ძირითადად მხოლოდ ქება ისმის ეს რა მაგარი რამე მოუფიქრებიათ ჩვენს ღმერთკაცებსო, მერე რა თუ 40 წელს ზემოთ ხალხი ტელევიზორს აღარ უყურებსო, მოკლედ სრული იდილიაა, მიშისტებისთვის ხომ სულერთია რა კანონი იქნება ეს გინდა სავალდებულო კასტრაცია გინდა სუბტიტრებიანი ფილმები, ორივე აშკარად ერთი და იგივეა, თან რაც მთავარია ლოკალურ სნობებს მიეცათ საშულება რომ ამ კანონის მხარდაჭერის პრიზმიდან დაანახონ მათ ერს რომ მათ ი ნ გ ლ ი ს უ რ ი იციან. თან გაუნათლებელი ბნელი ერის გალანძღონ რომლებსაც ეზარებათ სუბტიტრების წაკითხვა.

ყველაზე საოცარი კი ის არის რომ მთავარი არგუმენტი ის არის რომ ამით ერის უცხო ენების ცოდნა ამაღლდებაო, მაგრამ ჩნდება ლოგიკური კითხვა, გვჭირდება კი ჩვენ ეს??? ინგლისური ენა მსოფლიო ენაა და ვისაც სჭირდება ისედაც ეუფლება(ჩემის ჩათვლით) მაგრამ ვერ ამიხსნია რა დადებითი უნდა მოუტანოს ქვეყანას რომლის ყველა მეზობელი ან რუსულად საუბრობს ან თურქულად და ინგლისუენოვანი ინვესტორების საძებლენად ლოკატორია საჭირო???

მოკლედ ალილო და ხვალეო, როგორი სისტემაც გვაქვს ისეთი სახელმწიფოც ყალიბდება, ბუნებრივია შედეგებზე ოცი წლის შემდეგ ვისაუბრებთ.

მოდით გავაგრძელოთ თამაში, ყველაზე ევროპელებანას თამაშის ერთ-ერთ ნაირსახებოა სეკულარიზაციობანაა, ეს არის თამაში რომლის მიზანი როგორც წესი სხვადასხვანაირია, დაწყებული მართლმადიდებლობის გახლეჩვით ორად დამთავრებული კონკორდატის გაუქმებით.

უარყოფა იმის რომ საქართველოში ამის აუცილებლობა არ არის სრული იდიოტიზმია და მე არ ვარ იდიოტი რომ ვუარყო, მაგრამ საინტერესოა რომ ამ მოვლენის უკან ძალიან ცუდი სურნელი მოდის გრანტების, ალბათ გახსოვთ თუ როგორი კარიერა გაიკეთა მავანმა იეჰოვას მოწმეების დაცვით. თან ერთი მომენტიც არის რეალურად რომ შევხედოთ დღეს ძალიან ცუდი ტენდენციაა ევროპაში და სერთოდ ცივილიზირებულ ქვეყნებში, ისეთ ხალხს უღვიძებენ რელიგიურ თუ ეროვნულ იდენტურობას ვისაც ამის არც სურვილი აქვს და არც არასოდეს ექნებოდა მაგრამ ზედმეტი უფლებებს მიცემით მათი გამოღვიძება ხდება და შედეგიც რეალურად ბევრ ქვეყაანს მალე ექნება,
ჩვენ ჩვენთან არსებული სექსტების თუ სხვა რელიგიური ჯგუფების ან თუნდაც მართლმადიდებლობის დასუსტება გაძლიერება კი არა არამედ ერის ინტელექტუალური დონის ამაღლება გვჭირდება რაც პირდაპირი გარანტიაა რელიგიური პრობლემების მოგვარები.

არ ვიცი სადამდე მიგვიყვანს ეს თამაში მაგრამ თუ ჩვენ გვინდა რეალური ევროპული სახელმწიფო ავაშენოთ პირდაპირ ქუჩაში ჰომოსექსუალური სექსი კი არ უნდა გადმოვიღოთ არამედ ის რაზეც დგას ნებისმიერი ცივილიზირებული ევროპული სახელმწიფო, დაწყებული ადამიანი უფლებებიდან დამთვარებული სასამართლოს თავისუფლებით.

უხილავ მონსტრებთან ბრძოლა

 ძალიან უცნაურია რამ არის ქართული ვირტუალური სივრცე, იმდენად განსხვავდება ქართული ვირტუალური და რეალური ცხოვრება ერთმანეთისგან რომ ხანდახან მიკვირს ხოლმე ნუთუ ეს ყველაფერი  ერთ ქვეყანაში ხდება ??? რეალურ ცხოვრებაში პრობლემები ხომ თავზე საყრელია მაგრამ როგორღაც ახერხევს(ვახერხებთ) ჩვენი ფორუმები და ბლოგები ოსტატურად ავუაროთ რეალურ პრობლემებს გვერდი და ვებრძოლოთ “უხილავ  მონსტრებს”

 მაგრამ  განსაკუთრებით მომწონს ხოლმე როდესაც ქალიშვილობასთან ბრძოლის დროშით ისეთი ხალხი გამოდის რომლებსაც დარწმუნებული ვარ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთანაც კი შეექნებოდათ პრობლემა. ერთი ჩემი მეგობარი თავის წარუმატებელ სექსუალურ ცხოვრებას ამ ინსტიტუტს აბრალებს არადა პრობლემა მგონი იმაში უფროა რომ ეს მეგობარი გოგოებთან მთავარ სასაუბრო თემად ისეთ რაღაცეებს არჩევს რომ ან მაზოხისტი უნდა იყო ან კიდევ ძალიან უნდა იყოს გოგო დავალებული რომ რაიმე იქეთ განვითარების საშუალება მისცეს ურთირთობას.

ისე არ გამიგოთ რომ ან ინსტიტუტის მომხრე ვიყო, მაგრამ გულწრფელი რომ ვიყო არც მოწინააღმდეგე ვარ, მე ჯანსაღი ურთიერთობები მომწონს და მიმაჩნია რომ სექსი ამ ჯანსაღი ურთიერთობების ნაწილია მაგრამ სულაც არ მომწონს როდესაც ჩვენთან ანტიქალიშვილობა მავანს იულია ავგუსტოვნას რეკორდების გაუმჯობესება რომ ჰგონია.

არადა რეალ ცხოვრებაში ეს პრობლემა იმდენად გაზვიადებულია რომ ბევრი ვინც არასოდეს დაფიქრებულა ამ პრობლემის არსებობაზე ისინიც კი ფიქრდებიან ხოლმე. აღმოვაჩინე რომ ძალიან ბევრი ნორმალური ბიჭს უკვე კომპლექსიც კი გაუჩნდა ამ თემის ირგვლივ. არადა სასაცილოა მეტი არაფერი.


მეორე უხილავი მონსტრი ეს მართლმადიდებლ მშობელთა კავშირი და მსგავსი სიბნელის რაინდებია, უნდა ვაღიარო ერთ გარემოს დამცველების ფორუმზე ერთ-ერთი პირველი ვიყავი ვინც ამ ალიანსის ფანკლაბი ჩამოაყალიბა და ბატონი ავთანდილ უნგიაძე(წმინდა იყოს მის სახელი) აპიარა, ამ ცოდვას ახლა უკვე საჯაროდ ვინანიებ, დროთა განმავლობაში მივხდი თუ რაოდენ უაზრო და არაფრის მომცემი იყო დაპირისპირება მავან მცირეოდენობის რადიკალებთან, მათთან ბრძოლა უშედეგო იყო, ჯერ ერთი როგორც წესი ამ დაპირისპირების შედეგად მხოლოდ ის ხდებოდა რომ სიბნელის რაინდები რწმუნდებოდნენ თავიანთ ღვთიურ მისიაში და ის რომ მათი ბრძოლა სამართლიანია , ხოლო მეორე ერთი გამოსწორებულის ადგილას მყისიერად იკავებს მეორე, უწყვეტი ჯაჭვის გაწყვეტას კი სხვანაირი რამ სჭირდება რეალში.

მხოლოდ დროის გასვლის შემდეგ ახლახანს დავფიქრდი რომ მათი პრობლემა რადიკალიზმში კი არ არის არამედ იმ სოციალურ ბაზისში რომელმაც ეს ხალხი წარმოქმნა, უშედეგოა ბრძოლა სარეველა ბალახთან თუ ფესვებიდან არ ამოძირკვავ ბალახს, ასეა ჩვენს შემთხვევაშიც ეს ხალხი მათი სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემების გამო იძულებული გახდა მოეძებნა მტერი, ასეთ დროს ვინ ჩანს ხოლმე მტრად??? ის ხალხი ვინც მათ ერთადერთ ნუგეშს დასცინის და მიიჩნევს რომ სისულელეა(თუნდაც ასე იყოს). ამ ხალხის პრობლემა იმ სისტემაშია რომელმაც აიძულა ჩვეულებრივი ობივატელები სხვადასხვა საეჭვო ღირებულების რადიკალებს მიერთებოდნენ, მოდით დავფიქრდეთ ვინ უფრო მეტად ზიანის მომტანია ჩინოვნიკი რომელმაც მოიპარა ასობით მილიონი ლარი და ამის შედეგად ათიათასობით ადამიანს მიაყენა ზარალი, ხოლო ამ ადამიანებმა არ იციან რა ვინ არის მათი მტერი და სწორედ ამ დროს აღმოაჩინეს მავანი რომელიც მათ გამოიყენებს და მტრად მიუთითებს არა მავან ჩინოვნიკს არამედ იმ ფასეულობებს რომელთა მტრული განწყობილება მხოლოდ ავთანდილ უნგიაძის(დაილოცოს მისი წმინდა სახელი) ღვაებრივი სიბნელით განათებულ თავშია.


უხილავი მონსტრებიდან კიდევ ერთი გამორჩეული მონსტრი რუსეთი და მისი იმპერიალიზმია, მოდით სანამ ამ ნახევრად ხილულ მონსტრზე გადავალ ჩემს პოზიციას დავაფქსირებ რუსეთის მიმართ, მრავალი წელია რუსეთუმეს იარლიყი მაქვს იმიტომ რომ ადრე სოციალისტი ვიყავი კომუნისტური უკლონით და ახლა კომუნისტი ვარ ბოლშევიკური უკლონით, ამიტომაც ლამის ყველამ მომაწერა რუსეთუმეს იარლიყი, ჩვენთან ხომ კომუნიზმი აუცილებლად რუსეთთან ასოცირებული მოვლენა ჰგონია და აზრი არ აქვს იმის მტკიცებას რომ დღევანდელი რუსეთი ყველაზე ნათელი დადასტურებაა კაპიტალიზმის გულისამრეობის და ნაციონალიზმის უაზრობის??? მე კი ვაღიარებ არ მძულს რუსეთი, რუსულად ვკითხულობ ყველაფერს, რუსულ არხებს ვუყურებ და რუსულ ხუმრობებზე ვკაიფობ უმაგრესად, ევროპის ჩემპიონატის დროსაც რუსეთს ვგულშემატკივრობდი და ბევრი რუსი მემარცხენე მეგობარიც მყავს. მაგრამ ამჟამინდელი რუსეთის ნაციონალისტურ ოლიგარქიული მთავრობა ამერიკის და საქართველოს მერე ჩემთვის ყველაზე უფრო საძულველია, ამ ხალხმა დაანგრია სისტემა რომლის მოდერნიზირებით იყო საშუალება შემქნილიყო მართლა კარგი სახელმწიფო და მათ ადგილას შემქნა კორუფციაში და ხალხის ძარცვა გლეჯაში გაწაფული ოლიგარქია.ასეთი სისტემის სიყვარულს კი დედამიწის ზურგზე ვერანაირი ჯილდო ვერ მაიძულებს.

ახლა თვითონ მონსტრზე გადავიდეთ ეს მონსტრი უნდა ვაღიარო მრავალი წელი უხილავი იყო მაგრამ როგორც ქართული ანდაზიდან გამომდინარეობს შეძახილმა ხე გაახმოო ასე დაგვემართა ჩვენც იმდენი ვეძახეთ რუსებს ოკუპანტი და სხვა რომ საბოლოოდ უკვე სრული სიამოვნებით შეგვიძლია ვაღიაროთ რომ ამის სრული საფუძველი გვაქვს….როგორც იქნა უხილავი მონსტრი ხილულ გველეშაპად გადაიქცა ხოლო ჩვენი საზოგადოება კი დაახლოებით ქუთაისური ანეგდოტის გმირს დაემსგავსა , წყლის დასალავეად მიმავალი გმირი გზაში გველეშაპს რომ დაინახავს და თავს დაესხმება რათა წყალი გაანთავისუფლოს და შუა ბრძოლაში ურჩხულის შეკითხვაზე რა გინდაო რომ პასუხობს წყალიო, ხოლო გველეშაპის პასუხზე მიდი მერე დალიე საქმე დაგელიაო მხარს რომ აიჩეჩავს…აი ასე აჩვენი საქმე იმის მაგივრად რომ რეალური პრობლემების მოვაგვაროთ მთელი დღეები თვით ისეთი განათლებული ხალხიც კი სათვალეები რომ უკეთიათ და ბლანჟეც კი აქვთ ზიან და ყველა ხილულ თუ უხილავ პრობლემას დიდ რუსულ ხელს აბრალებენ, ამასობაში კი გადის დრო და რუსეთი ისევ არ დაშლილა და ჰოი საოცრებავ არც ნავთობი ამოლეულა. ხოლო საქართველო პატარავდება როგორც მოსახლეობის რაოდენობით ისე დამთავრებული ტერიტორებით.

ყველაზე საოცარი ულიხავი მონსტრი საბჭოთა კავშირია, ამ შემთხვევაში ჩემი პოზიცია სუბიექტურია რა ჩემი დამოკიდებულების გამო მაგრამ სასაცილო არ არის როდესაც 24 წლის ბიჭი დაიწყებს კაიფს მისი ჭკუით 37 მანეთიან ფრენაზე მოსკოვში??? გეგონება ეს არამარტო მოსწრებია და ახსოვს ლამაზი რუსი ქალების რეალური თუ ირეალური გემო, არამედ კვირაში ორჯერ მაინც დაფრინავდა მოსკოვში წვერის გასაპარსად. უნდა ვაღიაროთ რომ ხალხი ვინც ამას მისტირის პირადად მე მეცოდება იმიტომ რომ მათ ხომ რეალურად სისტემის დანგრევის შემდეგ არავინ დააყენა და უთხრა რომ ახალი ”უკეთესი” სისტემის შედეგად მათ არც ღირსეული სიბერე ექნებოდათ, არც ჯანმრთელობის გარანტიები, ხოლო უზრუნველყოფილი მომავალიც მხოლოდ მცირერიცხოვან ბანკირებს, სნობებს და ისევ ძველ კომუნისტურ ელიტას ექნებოდა??? არა მათ ეს არავინ არ უთხრა, მათ უთხრეს რომ ექნებოდათ თავისუფლება და ექნებოდათ არჩევანის უფლება რაც ასე აკლდათ ძველ დამპალ სისტემაში, ცვლილებების შედეგად ადრე თუ ვიღაც უნიშნავდა ერთ არაკაცს და ადამიანური ცხოვრება ჰქონდა ახლა უკვე თავად აქვს არჩევანი სულით ავადმყოფებსა და არაკაცებს შორის ოღონდ ცუდი ცხოვრების პირობებში, ასე რომ ამ ხალხზეც დაცინვა უადგილოა იმიტომ რომ მათი პრობლემა არა მათ აზროვნებაშია არამედ კვლავ ამ დაწყევლილ სისტემაშის სადაც მათი ადგილი უბრალოდ არ მოიძებნა.

კიდევ ბევრი უხილავი მონსტრია დაწყებული მასონებიდან, თავისუფლების ინსტიტუტიდან და დამთავრებული ცისფერებიდან მაგრამ ეს ისეთი მონსტრებია რომლებზეც ჩვეულებრივი რიგითი ობივატელები მსჯელობენ მე კი დღეს ”ელიტად” წოდებულთა უხილავ მოსტრებზე მქონდა საუბარი იმიტომ რომ თუ მათ აქვთ რაღაც უფრო დიდზე პრეტენზიები ვიდრე მავან გივის მაშინ არ უნდა ჰქონდეთ იდენტური მონსტრები ოღონდ სხვა შეფერილობით ვიდრე ჩვეულებრივ მოკვდავებს.

ალტერნატიული აზრი

ნებისმიერი ქვეყანაში თუ საზოგადოებაში ალტერნატიული აზრის არსებობს არის განვითარების ყველაზე დიდი ლოკომოტივია,დემოკრატიულ ქვეყნებში ეს გამოხატულებას ჰპოვებს არჩევნების სახით ხოლო ავტორიტარულ ქვეყნებში პარტიული დემოკრატიის სახით(ნუ იდეის დონეზე),საინტერესოა რომ თვით ისეთი ერთპარტიული ტირანი კი როგორიც იოსებ ბესარიონის ძე იყო 1952 წელს თავის უკანასკნელ ნაშრომში რომელიც ეხებოდა საბჭოთა კავშირის ეკონომიკური განვითარების პერქსპექტივებს საუბრობს იმის აუცილებლობაზე რომ საჭიროა მართველი კომუნისტური პარტიის გვერდით უნდა შექმნილიყო ახალი პარტია, ბერია აზუსტებდა რომ ეს უნდა ყოფილიყო გლეხთა პარტია, ამის აუცილებლობა იმიტომ დადგა რომ ქვეყანაში არსებული ალტერნატიული აზრის გამოხატულებას ჰქონოდა მიმართულება.

ახლა სანამ უშუალოდ საქმეზე გადავალ მოკლედ ვეცდები დავწერო რას ვეძახი მე ალტერნატიულ აზრს, ეს არის აზრი რომელიც გაბატონებული იდეური ბაზისების გვერდით არსებობს და ცდილობს თავისი ხმა მიაწოდოს ფართო მასებს, თავის დროზე სწორედ ალტერნატიული აზრი იყო ქრისტიანობა, პროტესტანტიზმი, კომუნიზმი და ასე შემდეგ. მრავალ დეგენერატულ იდეურ ერთობებს შორის(სექტები,რაღაც კლუბები და ტაკ დალეე) გამოერევა საინტერესო მიმდინარეობები და დროთა განმავლობაში ის პოზიტიურ როლს თამაშობს პროგრესის საქმეებში.ასეთი იყო ქრისტიანობა,პროტესტანტიზმი და კომუნიზმი.

საქართველო როგორც კონტრასტების ქვეყანა აქაც ორიგინალურია, ალტერნატიული აზრი…. ხელისუფლებაშია… მხოლოდ საქართველოში შეიძლება მომხდარიყო ისე რომ ხელისუფლებაში მოვიდა ხალხი რომელთა აზროვნება პატარა უხეირო სექტის დონეს ვერც ერთ ქვეყანაში ვერ გაცდებოდა….

საქართველო რომ უცნაური და ალოგიკური ქვეყანაა ამას ბევრი საუბარი არ სჭირდება მთელი ეპოქების განმავლობაში ჩვენი ვახერხებდით და მუდამ წინასწარ განწირულ თამაშს ვთამაშობდით, კომუნისტური ეპოქის მოსვლასთან ერთად(ყველაზე დიდი ალტერნატივშიკები ისტორიაში) საქართველოში დაიწყო სრულიად ახალი საზოგადოების ჩამოყალიბება, რომელიც 70 იან წლებში ჩამოყალიბდა ისეთი ადამიანის ჩამოყალიბებით დასრულდა,რომელიც მარქს და ენგელს კოშმარებში თუ დაესიზმრებოდათ: ნაციონალიზმით გაჟღენთილი ჰომო სოვეტიკუსები. უძრაობის ხანამ ამ ადამიანებში დიდი ცვლილებები მოახდინა, დაგროვდა ბევრი ნეკროფილური იდეები, სწორედ ამიტომ როდესაც 80 იანების ბოლო გამოჩნდა მარაზმატიკები, ზვიადის და მისი ძმები თამადობით მთელმა ერმა რამდენიმე წელში არამარტო გაიზიარა არამედ აიტაცა და მათ სრული კარტბლანში მისცა, მოკლე დროში ამას მოჰყვა ნგრევა და სრული დეფორმირება სახელმწიფოს. 91 წელს ზვიადი ჩამოაგდეს, დაწყებულმა არეულობა მოკლე დროში შთანთქა ის რასაც 70 წელი ქმნიდა ბოლშევიკური სახელმწიფო, აღსრულდა ჩვენი ოცნება ათეულობით წლობით ნაშენები სისტემა დაინგრა და მის ადგილას ნანგრევებიღა დარჩა.

დაახლოებით იმ პერიოდში საქართველოში გამოჩნდა პირველი თაობა ქართული პოსტ საბჭოთა ალტერნატიული აზროვნების, ეს იყო თაობა რომელიც გაიზარდა საბჭოთა კავშირთან ბრძოლის ლოზუნგით და როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი ეს თაობა აღმოჩნდა ფაქტის წინაშე შეპირებული ედემი არსად ჩანდა მხოლოდ დანგრეული საქართველოს ნანგრევები იყო ირგვლიც,ადამიანს ასეთ დროს ადამიანი იეყებს მიზეზების ძებნას, იმის გამო რომ ეს თაობა გაიზარდა ნაციონალისტურ იდეებზე მათთვის აღიარება იმის რომ საკუთარი იდეები იყო დესტრუქციული ავტომატურად ნიშნავდა იმას რომ მთელი შინაგანი აზროვნება დაინგრეოდა, ამიტომაც მოძებნილი იქნა მტერი ეს მტერი იყო საბჭოთა კავშირი და შემდეგ რუსეთი. მაშ ასე პოსტ ნაციონალისტური ალტერნატივშიკების თაობას უკვე ჰყავდა პირველი მტერი.

მეორე ალტერნატივშიკები რომლებიც იმ პერიოდში გამოჩნდა ეს იყო ხალხი ალტერნატიული ინტექტუალების პლეადა, რომლებიც იმის გამო რომ ყველაფერი მემარცხენე ასოცირდებოდა საბჭოეთთან დაიკავეს მკვეთრად მემარჯვენე პოზიციები, მათვის საკუთარი ფსიქოლოგიური პრობლემებიდან გამომდინარე პრობლემის არსი იყო თავად ქართველები და მუდამ ძიება იმის თუ რატომ არაფრად ვარგოდა ჩვენი ერი, რაც მთავარია მალე ამ ალტერნატიული აზრის ბიჭებს გამოუჩნდათ მფარველები მოხალისე ევროპელების სახით რომლებიც უხვად აძლევდნენ გრანტებს მათ მავანი სექტების დასაცავად თუ სხვა სახის საქმიანობის საკეთებლად, მოკლე დროში მოახერხეს იდეალური ალტერნატივშიკების ადგილის დაკავება, მიუხედავად იმისა რომ მათ მიმართ მასების დამოკიდებულება ოდნავ თუ ჩამორჩებოდა სერგო ორჯონიკიძისადმი ჩვენი ხალხის ”სიყვარულს”.

უძრაობის ანუ ედუარდის ეპოქაში ორივე იდეოლოგია რეალურად განზე იდგა და მათ კუთვნილ ადგილს სხვადასხვა ტელევიზიებში თუ გაზეთებში იკავებდა, უნდა აღინიშნოს რომ ორივე იდეური ჯგუფი სანამ ოპოზიციაში იყო გამორიჩეოდა პროგრესული იდეებით და მათი საქმინობაც აშკარად დადებითი ნიშის მატარებელი იყო.

შემდეგ იყო სააკაშვილის აღზევება და ორივე ჯგუფის და პლუს მაგათ დამატებული არტ ხელოვნების რევოლუცია და სისტემა როდესაც ხელისუფლებაში აღმოჩნდა ორი ჩაგრული და დევნილი იდეური ჯგუფის ხალხი, სწორედ მათ მიერ დაწყებული ნგრევის შედეგია ის რაც მოხვდა.

საინტერესოა რომ ეს ძალიან ჰგავს ნაცისტების მოსვლას გერმანიაში, ნაცისტების თავიანთ ადრეულ წერილებში ხომ მუდამ აფიქსირებდნენ თავიანთ სიძულვილს ძველი პლეადის მეშჩანი მდიდრების მიმართ, მათ ხომ ჰყავდათ მთელი პლეადა მტრების, ასეა მოხვდა საქართველოშიც მათი მოსვლის დღიდან დაიწყო ცდა იმის რომ მომხდარიყო ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერის და ქართველი პატრიოტის იდენტიფიცირება, აქ პირველი ჯგუფის წარმომადგენელები აქტიურობდნენ მოკლე შეიცვალა დროშა, ჰიმნი, დაიწყო პატრიოტული თამაშები.

საერთოდ თანამედროვე ადამიანი ავტომატისთის ხომ არ არსებობს იმაზე უფრო ცუდი ვიდრე იყოს გარკვეული ჯგუფის გარეთ, რეკლამის და პროპაგანდის მიერ შემოთავაზებულ თამაშის წესებზე უარის თქმა მას არ ძალუძს, სწორედ ამიტომ მალე პატრიოტული გრძნობებზე თამაშის შედეგად ქართველისთვის თითქმის მოხერხდა იდენტიფიცირება ნაციონალურ მოძრაობასთან.

პარარელურად მეორე ჯგუფი მის საქმიანობას ეწეოდა მოკლე დროში მოხერხდა სტუდენტობაში და ალტერნატიული აზრის მქონე ახალგაზდრობაში გავლენის მოპოვება, პოტენციურმა მოწინააღმდეგემ დაკარგა ყველაზე რეალური ძალა მომავალი ბრძოლების წინ, პირველმა ჯგუფმა ბრძოლიდან გამოთიშა არმია, პატრიოტები, და ჩვეულებრივი ობივატელები, მეორე ჯგუფმა კი მის თავზე აიღო პროტესტანტები და უბრალოდ განსხვავებულად მოაზროვნეებიი. პირველმა ჰგუფმა საპროტესტო მუხტი მთლიანად რუსეთთან საბრძოლველად გადასწია, მეორე ჯგუფი გადაღძუებულ კონსერვატორებს დაუწყებს ბრძოლას.

ყველაფერი კარგად იქნებოდა მაგრამ არც ერთ იდეოლოგიას არ შეუძლია იბრძოლოს ისე რომ არ მოახდინოს მისი მტრების მუდმივი გაშიშვლება და მასთან ომი, პირველმა ჯგუფმა მოკლე დროში მოახერხა და მთლიანად გადაიმტერა საბჭოთა ნოსტალგიით დაავადებული ხალხი, სამსახურებიდან გაყარეს მათი აზრით არასანდო ხალხი და მათ ადგილას ახალი ყაიდის პატრიოტულად გაზრდილი ჰუნვეიბინები დანიშნეს, მეორე ჯგუფმა კიდევ უფრო დიდ წმენდას მიჰყო ხელი მათ მთლიანად დარტყეს იმ ყველა იდოლს რომლებიც არსებობდა იმდროინდელ ქართულ საზოგადოებაში.

ყველაფერი კარგად იქნებოდა რომ არა ორი დიდი შეცდომა 7 ნოემბერი და 7 აგვისტო, ეს ორი მაგიური შვიდიანი იყო ის რამაც ორივე ჯგუფი გააშიშვლა და დატოვა ჩვეულებრივი ობივატელების წინაშე შიშვლები. მიუხედავას იმისა რომ ქართული ოპოზიცია იმპოტენტია და ამაში ორივე სახელისულფებო ალტერნატივშიკებსაც მიუძღვით გარკვეული როლი, მათ მოახერხეს და ოპოზიციას წაართვეს ყველაზე მებრძოლი ძალა(პატრიოტების ნაწილი და ახალგაზრდობა)ხოლო კლასიკური წინააღმდეგობის ლიდერები მუშები მარქსისა და ენგელისადმი უზომო პატივისცემის მიუხეავად საქართველოში აღარ არის რევოლუციური ძალა.

ბოლო სიტყვად კი მინდა ქართველი ალტერნატიული მომღერლის, კულტურის სამინისტროს თუ მერიის ”თანამშრომლის” სიტყვებით დავასრულო, მაისში ჩატარებულ როკ კონცერტზე კომენტირებისაც რომ გააკეთან, ”მხოლოდ იმისთვის ღირდა 2003 წლის ვარდების რევოლუცია რომ 2009 წელს როკ ფესტივალი გამართულიყოო”.

პ.ს wtayjs ioklsi polfgsd (გადაშენებული სიბძრნის კიდევ ერთი ტიპური ნიმუში)

ბლოგი, ჯანმრთელობა და მე

ნებისმიერი შეამჩნევდა ვინც ჩემს ბლოგზე შემოდიოდა რომ საკმაო ხანია არ დადებულა არანაირი ახალი პოსტი, ამის მიზეზი რაოდენ პარადოქსალურიც არ უნდა იყოს ჩემი სიზარმაცე არ არის, ასევე რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს არც დაკავებულობაა, უბრალოდ ამის მიზეზი ბანალურია, ჯანმრტელობაში აშკარად მქონდა ჩავარდნა, ნუ ჩავარდნა ჩემი კოპლექტაციის ადამიანისტვის 38 გემოგლობინი აშკარად სჰესაფერისი სიტტყვებია… როგორ მოვახერხე ტავის აქამდე მიყვანა ეს სულ სხვა ტემაა, უფრო სახალისო და იდეური. ხო იციტ როგორც ხდება სანამ კრიტიკულ მდგომარეობამდე არ მიხვალ მანამე როგორც წესი არ გადარდებს ხოლმე საკუტარი ტავი ჩემი კრიტიკული წერტილი როდესაც დადგა აღმოვაჩინე რომ ერთდორულად ორი საქმის კეტება იმდენად რტულია და 15 მეტრიანი აღმართი იმდენად დიდია რომ შემეშინდა. ცუდად ვიყავი და არაფრის ტავი მქონდა, ამიტომაც გამოვიდა ამხელა ჩავარდნა, ახლა ყველაფერი კარგად არის, სასიამოვნო პროცესი 4 საატი წოლის და სისხლის გადასხსმის როგორც იქნა დასრულდა.

რაც მტავარია საერთოდ ავამდყოფობის დროს ბევრ რამეს მიხვდები თუ იმ პერიოდში დაფიქრდები ადამიანი, მეც დავფიქრდი და რამდენიმე მნიშჰვნელოვანი აღმოჩენა გავაკეტე, გადავწყიტე ჩემი 7 წლიანი ურთიერთობა შემეცვალა მაგრამ მოულოდნელად თავი იმდენად იდიოტად ვიგრძენი რომ არ ვიცი ღირდა კი საერთოდ ოდესმე რაიმეს გაკეტება??? როგორც ჩანს ზოგი ურთიერთობა მარადიულად დაკონსერვებულ მდგომარეობაში უნდა იყოს…მეორეს მხრვის მივხდი რომ სიზარმაცე და უსაქმურობა მართლაც საოცნებო მდგომარეობაა ინტელექტუალი ადამიანისთვის მაგრამ თუ ამ შენს ბუნებრივ მდგომარეობას არანაირი დადებითის დატოვება არ შეუდზლია იდიოტიზმია, იმედია აწი უფრო მეტად მოვახერხებ უსაქმრუობის და საქმის შეტავსებას, ისე მარტლა ცუდი შეგრძნებაა როდესაც დაფიქრდები და აღმოაჩენ რომ მიუხედავად იმისა რომ არ ხარ ასაკით დიდი მაინც ძალიან ცოტა გაკვს გაკეტებული, მით უფრო საწყენია თუ იცი რომ შეგეძლო უკეტ გაგეკეთებინა რაღაცეები, მართალია ადამიანმა ისიც უნდა იცოდე რომ დრო არასოდეს იქნება საკმარისი იმისთვის რომ ყველაფერი მოასწრო მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც საწყენია რომ უკან მოხედვის დროს არცთუ ბევრი გაქვს რეალურად ღირებული დატოვებული.

ეს პოსტი აშკარად ამოვარდნილია ჩემი ბლოგის სტილიდან და პირადულია, არა ისეთი, საერთოდ როგორებსაც სხვა დროს ვწერ ხოლმე, ამასობაში ზაფხული მოსულა, როდის მოვიდა ვერ ამიხსნია მაგრამ მარტო ეს რომ იყოს ….. ვერ ვიტან ამ პერიოდს, არ მიყვარს აუტანელი სიცხე და მუდამ უაზრო მოლოდინი დასვენებების რომელიც რეალობაში იმის მეათედიც არ არის ხოლმე რასაც ელოდები მტელი წელი, ჩემდა საუბედუროდ კიდევ მე არ მაქვს ჩვევა სხვის ჯინაზე ტუნდაც იდიოტური დასვენების შემდეგ ისე ვიხსენებდე ამას როგორც ყველაზე დაუვიწყარს, ვხახილოს ხოლმე როდესაც ადრე გადაღებულ სურატებს რომ გამოფენენ და მიდის ხოლმე კომენტარები, ქობულეთი 18/08/2008 აუ აქ გენიალურიად დრო ვათარეთ, მერე მიდის ქვემოტ კომენტარები აუ გახსოვს ჩემიიი….არადა გასახსენებლად მარტო ჩემი…. მეტი არაფერია….. ასე რომ რას ვიზამ, ვველოდები ისევ ჩემს საყვარელ ზამთარს, მაგრამ იმედს მაინც ვიტოვებ რომ წელს მაინც შეიცვლება რაიმე თუმცა რატომღაც არ მჯერა… ისევ მშობლიური ბათუმი, ისევ ბირჟაობა, ისევ ზღვაზე არ სიარული და ისევ ძველი ტრადიციული გახარება როდესაც გაწვიმდება ხოლმე და მთელი ქალაქი ძაძებსჰი მოსული დაიარება, ეს ერთადერთია რაც ზაფხულში მახარებს ხოლმე, ნუ ბოროტიც ვარ შეიდზლება მაგრამ მარტლა მუღამი აქვს ამ ყველაფერს, კიდევ მიყვარს ხოლმე მაგ დროს ბულვარსჰი გავსლა, არავინ უფრო სწორად მხოლოდ ორფეხა და ოთხფეხა ძაღლები რომ არიან მათთვის , შენ კი შენთვის ხარ და წვიმის ქვეშ გაქვს დრო იფიქრო და რაღაცეებზე შენტვის იკაიფო.ეს საუკეთესო პერიოდია ჩემი დასვენებების, და ყველაზე საძულველი ნებისმიერი ჩამოსულის.

კიდევ მინდა ჩემს ბლოგზეც ვთქვა ორიოდეს სიტყვა, კარგი აღმოჩენა გავაკეტე ჩემტვის ბლოგოსფეროს სახით, მალე ალბათ უფრო მეტი იქნება პოსტებიც და ალბატ მკითხველებიც მანადმე კი ცხელა რა ჩემი….

გამყრელიძის ფეისბუკური სკანდალი


საერთოდ ვცდილობ ხოლმე რომ ასეთ თემებზე არ ვაკეთო კომენტარი იმიტომ რომ უმრავლეს შემთხვევაში თითიდან გამოწოვილის შთაბეჭდილებას ტოვებს ხოლმე, მაგრამ რატომღაც ახლა მომინდა ჩემი სუბიექტური და ჩანასახშივე ”არასწორი” აზრი დამეფიქსირებინა, რა აზრი??? ამას ქვემოთ გაიგებთ…
მოკლედ მივყვეთ თავიდან რამდენიმე ხნის წინ ერთ ყველასთვის და განსაკუთრებით გარემოს დამცველების საყვარელ ფორუმზე გაისხნა თემა რომელშიც ნოდარ ლადარიას სტატიის განხილვა მიდიოდა, მე ჩემი ხასიათიდან გამომდინარე ძალიან ბევრ იუზერს გამოვუცხადე რომ ისინი მხოლოდ იმიტომ იცავდნენ ბატონ ლადარიას სტატიას(რომელიც ძალიან ჩვეულებრივი არაფრით გამორჩეული იყო,) რომ უბრალოდ ფეის ბუკში ლადარიას ფანები იყვნენ და ამის გამო მეგობრული დამოკიდებულა ჰქონდათ,რაც არ აძლევდათ შინაგანად უფლებას გაეკრიტიკებინათ ლადარიას სტატია. ნუ ამას მოჰყვა რაღაც პასუხი,ძირითადად უკბილო დაცინვა ტიპა ლადარიას ვერ გებულობო.
ცოტა ხანში ბასმა ამ ფაქტზე დაყრდნობით მის ფაზანდაში გახსნა თემა ვირტუალურ მეგობრობაზე(ისე რაც მართალია ბასის ფაზანდა, სევდა და გიოს ბლოგთან ერთად ჩემი აზრით ყველაზე კარგი ბლოგებია, აქაც ჩემი სუბიექტური არასწორი აზრი იჭრება) ნუ იქაც მცირედ ვიკამათეთ, მე დავრჩი ჩემს აზრზე რომ მავანი პოლიტიკოსები თუ ჟურნალისტები იყენებენ ფეისბუკს იმისთვის რომ მოახდინონ მათი პიარი, ეს რომ დადებითია ამას ორივე ავღნიშნავდით მაგრამ განსხვავება კი ის იყო რომ მე უბრალოდ მეცინებოდა იმაზე რომ მავან ეგონა მისი ფეისბუკური მეგობრობა ჩინოვნიკებთან კარიერის კარიერის გაკეთებაში თუ არა მინიმუმ კაი სასტავის წევრობის განცდობაში დაეხმარებოდა.
აი გავიდა ხანი და დათი გამყრელიძემ განაცხადა რომ თურმე მავანი ჟურნალისტები არიან ფეისბუკში ვანო მერაბიშვილის ფანები, აღსანიშნავია რომ ეს ფაქტი სუფთა პოლიტიკური ანალიზის კუთხით რომ მივუდგეთ იმდენად უმნიშვნელოა რომ არც კი გაჩერდებოდა ნორმალური ანალიტიკოსი მაგრამ ქართულ ბლოგოსფეროში ისეთი ამბავი ატყდა!!! დედა შვილს არ აიყვანდა ხელში, თვით ისეთი მარადიული თემები როგორებიც არის სამყაროს მსხნელების დაცინვა მურთაზებზე და ქალიშვილობის თემაც კი გადაიფარა, დაიწერა რამდენიმე სტატია, რამდენიმე უხეირო ცინიკური ჩანახატი და ძალიან ძალიან ბევრი კომენტარი .
ჯერ ერთი გამყრელიძეს არაფერი ისეთი არ უთქვამს რომ ამაზე ამხელა ამბავი ატეხილიყოს, უბრალოდ გამყრელიძე ჩვეულებრივი ქართველი პოლიტიკოსია,მიეცა პათეთიკური საუბრის მასალა და ილაპარაკა კიდეც, დარწმუნებული ვარ ამას ნებისმიერი ქართველი პოლიტოსი გამოიყენებდა,პოლიტიკა ხომ არის ხელოვნება რომ გამოიყენო ნებისმიერი ხერხი რეიტინგის ასაწევად ან პირიქით მოწინააღმდეგის რეიტინგის დასაწევად, ასე რომ ბატონი დავითის ნაბიჯი იყო პოლიტიკურად სრულიად გამართლებული უბრალოდ შედეგი არ ჰქონია რეალურად.
ახლა მეორეს რაც შეეხება , აქ რამდენიმე მომენტია ძალიან ბევრი საზოგადო თუ პოლიტიკური მოღვაწე რომლებიც პრო სახელისუფლებო ძალის არის ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო მომენტით აფიქსირებენ მათ მოწიწებას სააკაშვილის ფუნდამენტის მიმართ,მერე მეორე ქართუი ვირტუალური რეალობა ხომ აუცილებლად კარგ ტიპად თვლის იმას რომელიც ისეთი ადამიანის ფანია რომელსაც ვერ იტანც მავანი მოკვდავი ამიტომაც ბევრი ამიტომაც იყო იქ, ერთმა ნაწილმა, ყველაზე განათლებულმა და ჭკვიანმ სცადა რომ ეს გადაეყვანა ისეთ რელსებზე რომ თითქოს იქ ხალხი ირონიულ საღადაო მიზნებით იყვნენ შეკრებილები, ბუნებრივია ასეც იქნებოდა ზოგიერთი შემთხვევაში მაგრამ ამხანაგებო ნუ გვავიწყდება ეს ხომ საქართველოა??? განა ეს ახალი გზა არ არის რომ მავანს თავი მოაწონო და თან შენი სტატუსიც არ შეიბღალო??? ასე რომ ამ შემთხვევაში გამყრელიძის კრიტიკას შეიძლება დაეთანხმო მაგრამ ქართველი პოლიტიკოსების პათეტიკა ტრადიციულად გულის ამრევია ასე რომ ბატონმა დათომ დიდი ვერაფერი ისაუბრა.
ისე კი ბატონ დავითს და სხვა ოპოებს ვურჩევ მათაც დარეგისტირდნენ ფეისბუკებში რამე დებილური შუტკები აკეთონ მიშას რეჟიმზე და დაიამხანაგონ ხალხი, იმდენი წამოეგება ამ ამ ანკესზე რომ მათი დაუმთავრებელი ტირილიც რომ ინტერნეტში მიშას ხალხი ჰყავს დაქირავებულიც უსაფუძვლო იქნება.მათაც გაუჩნდებათ ვირტუალური დამცველების მთელი არმადები.
მოკლედ რომ ვთქვა ქარიშხალი ჭიქაში კიდევ გაგრძელდება და ალბათ კიდევ გავიგებთ მრავალ აღშფოთებულ პოსტებს გამყრელიძის უვიცობაზე და ქართული ვირტუალური სივრცის აღმატებულობაზე დანარჩენ საქართველოზე მაგრამ ვაი რომ მიკროსკოპიდან რომ დააკვირდე დიდი განსხვავების დანახვა ცვეტში გაჭირდება…
gsarddsgh yehsofnend sslajmdnal(ეს წინადადება ერთ-ერთი გადაშენებული ტომის უდიდესი სიბრძნეა,იმდენად დიდი რომ წაკითხვის დროს ფრთხილად უნდა იყო შეიძლება აღქმა გაგიჭირდეს,მხოლოდ ამ ამ სამი სიტყვის დაწერა ადასტურებს პოსტის ავტორის უძირო ინტელექტს და უდიდეს განათლებას)