ის რაც არასოდეს არ მოხდება :
- ნაცმოძრაობის რებდენდინგი. შეუძლებელია რებრენდინგი იქ სადაც შეცდომების მეათედის აღიარებაც არ ხდება, რა მონსტრიც იყო ის პარტია ისეთივედ დარჩება.
- ნინო ბურჯანაძის და ობიექტივის მხარდამჭერები პოსტებში არ იყვირებენ. სცადეთ ერთი კამათი, ნებისმიერ თემაზე, რამდენ ძახილის ნიშანს აღმოაჩენთ. რამდენჯერ დაგიძახებენ ტუტუცს, უზრდელს და რაც მთავარია მთელი ერის სახელით დაგელაპარაკებიან.
- ზედიზედ ორჯერ ნორმალურ საზამთროს ავარჩევ. არა,მართლა დავიჯერო? ესეთი შეუძლებელია მისიაა?
- ტატოს ტოტენჰემი მოიგებს ინგლისის პრემიერ-ლიგას. (საუბარია ფეხბურთის მენეჯერში, ჩემი და ტატოს ეპოქალურ დაპირისპირებაზე, ასტონ ვილა-ტოტენჰემი)
- არასოდეს არ იქნება ჩემი პოსტი გრამატიკული შეცდომების გარეშე და არ შემცემენ ამ თემით.
- შაბათ კვირას ქართულ ტელეარხებს საინტერესო გადაცემები ექნებათ. ეჭვი მაქვს რაღაც შეთქმულების ნაწილია, რომლის მიზანი ტელევიზიებისგან მოსახლოების მოწყვეტაა.
- მამუკა არეშიძე ზედიზედ ორ პროგნოზს გააკეთებს რომელიც ახდება.
- სერიოზული კრიზისის დროს, ქართული ტელევიზიები ნიკუშა შენგელაიას არ ჰკითხავენ აზრს.
- ქართველი მამაო გაჰყიდის ჯიპს და უპოვარებს დაურიგებს, არა მოდით კიდევ უფრო დიდ საიდუმლოს გაგანდობთ, არც ერთი ორგანიზებული რელიგიის წარმომადგენელი ამას არ იზამს.
- ფორუმზე ქალიშვილობის თემა აქტუალურობას დაკარგავს.
- ხიზანიშვილი ნაკრებში უშეცდომოდ ითამაშებს .
- ქართველი ლიბერტარიანელი მიშას დროს სახელმწიფოს მიერ ბიზნესის დაწიოკებას და ეკონომიკაში ჩარევას დაგმობს.
- ქართული იუმორისტული შოუ სასაცილო იქნება.
![]() |
ოლეგ იაძე |
- მაჟორიტარს მისი რეგიონში ყველანაირ საქმეებში ჩარევის სურვილი გაუქრება.
- ბათუმში გამოსწორდება მომსახურება.
- მიშას 2 საათიან ინტერვიუში ლოგიკური წიაღსვლები იქნება.
- ოლეგ იაძეს ვინმე ბიბის სიყვარულში შეეცილება .
- არც ერთი ჩემი ფრენდი არ დაასტატუსებს “წვიმს”, “რა საყვარლობაა” და კომენტებში, “აუუ ნეტავ ჩემთან წვიმდეეეს”, ხოლო ძნ პრადვინუტები, წვიმაში მოსასმენ სიმღერებს არ დადებენ.
(function(d, s, id) { var js, fjs = d.getElementsByTagName(s)[0]; if (d.getElementById(id)) return; js = d.createElement(s); js.id = id; js.src = “//connect.facebook.net/en_GB/all.js#xfbml=1&appId=363968870400870”; fjs.parentNode.insertBefore(js, fjs); }(document, ‘script’, ‘facebook-jssdk’));