Monthly Archives: იანვარი 2010

მანიფესტი

ჩვენთან  ძალიან უყვართ ოტო ფონ ბისმარკის ცნობილი გამონათქვამის
”20 წლის ადამიანი რომელიც სოციალისტი არ არის უგულოა, ხოლო 30 წლისაც თუ სოციალისტია ის სულელია” გამეორება , ეს ის  სიტყვებია რომელიც  ნებისმიერ კონფორმისტულ ნაბიჯის თუ პრინციპების ღალატის გამამართლებელ მანიფესტად გადაიქცა.

მეც ამ სიტყვების ტყვე ვარ,  ვისაც არ ეზარება ამ სიტყვებს მიმეორებს, დაწყებული ნორჩი კარიერისტი ”კეთილისმყოფელებიდან”,   დამთავრებული ჩემზე მზრუნველი ნათესავებით, საინტერესოა   ნეტავ მეც შევიცვლები??? აღარ მომინდება უკეთეს საზოგადოებაში ცხოვრება??? დავივიწყებ ჩემს პრინციპებს და მთლიანად გავხდები დამოკიდებული არსებულს რეალობებზე??? დავიწყებ მაღალფარდოვან საუბარს იმაზე რომ სოციალური დახმარება გაჭირვებულების  მხოლოდ ძლიერი სახელმწიფოს პრეროგატივაა, ახალგაზრდულ სენად მოვიხსენიებ წარსულს?   მოწიწებით გავიხსენებ წარსულს და ამაყად ვიტყვი რომ მე ომამდე ტანკისტი ვიყავი. ხმამაღლა დავცინებ ყველას ვისაც ჯერ კიდევ სჯერა რომ ცვლილებები შესაძლებელია. ფარისევლური სევდით გამოვაცხადებ რომ ჩვენ შვედები არ ვართ და ამიტომ აქ არაფერი არ გამოვა.

საოცარია მაგრამ ლიბერალური საზოგადოება რომელიც კომუნისტებს ბრალს დებდა იმაში რომ ცდილობდა ყველა ერთნაირი ყოფილიყო დღეს  ჩემგან მოითხოვს ერთფეროვნებას, ოღონდ არა კომუნისტების მიერ დადგენილს როდესაც მდიდარი არავინ იქნება არამედ სწორედ ისეთი სადაც განსხვავება სწორედ  მხოლოდ ფულის რაოდენობაში იქნება,  უნდა დავემორჩილო ბაზარს და როგორც ყველა მეამბოხე 25 წლამდე უნდა ვაღმერთებდე ჩე გევარას, ვუსმენდე როკს, მეზიზღებოდეს ომი, ვიყო არარელიგიური და საშინლად არ მომწონდეს პატრიოტიზმი, ვიზმანებოდე იმის მიხედვით თუ რომელი ბრენდია პოპულარული, შესაძლებლობების მიხედვით ვიჰიპო და ბნელები ვეძახო ყველას ვისაც არ მოვწონვარ, ხოლო დროთა განმავლობაში  ნელ-ნელა გადავიქცე წვრილ ბურჟუად, ვინმე  იდეალისტი  რომელიც  მისაყვედურებს ჩემს საქციელს  ბისმარკის სიტყვები გავუმეორე და ამაყად ვუთხრა რომ ”მე ის ნიკუშა აღარ ვარ”. ხოლო ასაკში შესვლასთან ერთად კონსერვატორული იდეებით დავიწყო მორალისტობა.

ბურჟუაზიული ლოგიკა  ძალიან მარტივია უნდა მოგწონდეს ჩე მაგრამ წარმოდგენა არ უნდა გქონდეს მასზე, საკმარისი მხოლოდ ჩეს გამოსახულებიანი  მაისური და ტატუირება მკლავზე . მათ ეშინიათ რეალური ჩეს და ამიტომაც  მიტოვებენ   ჩეს გამოსახულება მაისურზე, მათ იციან თუ ჩეს შრომებს წაიკითხავენ  მიხვდებიან  რომ ჩე არა მაისურზე დახატული ვირტუალური პიროვნებაა არამედ ადამიანი რომელმაც დატოვა ბრძოლის მეთოდი და მაგალითი მისცა ყველას  თუ როგორ უნდა შეცვალო სისტემა, ამიტომაც ცდილოვენ  გაანადგურონ  ”ჩე გევარა ” როგორც  იდეა  და დატოვონ  მხოლოდ გამოსახულება  რათა ამან სისტემას არ შეუქმნას არანაირი საფრთხე. რადგან თუ გაიგებ იმ ყველაფერს რასაც უსმენ თუ აკეთებ მიხვდები თუ რაოდენ საშინელია ეს სამყარო და მოგინდება უკეთესი, ამიტომაც არის საჭირო რომ უყურო და ვერ დაინახო, უსმინო და ვერ გაიგო. რადგან თუ გაიგებ ან დაინახავ მიხვდები რომ რაღაც ვერ არის დანიის სამეფოში საქმე კარგად.

მათი მორალი ამაყად მეუბნება რომ ყველასთვის გაქვს ადგილი გეტოში, თქვენთქვის შექმნილ გეტოში სადაც ყველანაირი ”ლუზერები” შეიკრიბებით, თქვენ   პაციფისტები უნდა იყოთ, მაღალ მატერიებზე უნდა ისაუბროთ,  პოლიტიკაში არ  მოხვიდეთ  ეს ხომ ”ბინძური” ხალხის საქმეა, ჩვენ ვიქნებით   ეს  ბინძური მილიტარისტები , სანამ თქვენ მაღალფარდოვან თეორიებზე ისაუბრებთ ჩვენ საქმეს გავაკეთებთ,   მერე რა თუ ცუდია ეს სამყარო სხვანაირი არ გამოდის, თქვენ უსმინეთ  ლენონის “imagine” ოღონდ  ღმერთი არ გაგიწყრეთ და  არ გაიგოთ რას ამბობს ლენონი,  ჩვენ გვჭირდება ადამიანი რომელიც უსმენს ლენონს და ჰიპობს ოღონდ ისე რომ ის საფრთხე არ უქმნის სამყაროს.

ჩვენ  სამაგიოერდ თქვენ  მოგცემთ  გეტოს, მოგცემთ  სნობებს რომელთა  კერპიც იქნებით თუ სწორად მოიქცევით,  ჩვენ ჩვენთვის დავიტოვეთ სხვა ყველაფერი ხოლო თუ ყველა ვინც შეიცვლის აზროვნებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს ბისმარკის სიტყვებს. თანასწორობა, სამართლიანობა, და სხვა ცუდი სიტყვები ეს ყველაფერი კარგია თუ ხელისუფლებაში არ ხარ.

მათი მორალი გვეუბნება რომ ჰიპობა მხოლოდ გრძელი თმები და დახეული ჯინსებია, პროტესტი მხოლოდ რეჟიმის გინებაა, არარელიგიურობა  ხელისუფლების რეიტინფის  კონკურენტი რელიგიური ორგანიზაციის კრიტიკაა. გვეუბნებიან რომ ჩვენ ყველა ანგარებიანი არაკაცები ვართ ოღონდ ყველას ამის ნიჭი არ აქვს და ამიტომ უნდა შევეგუოთ უაღრესად ნიჭიერ ხალხს რომლებიც ამჟამად სისტემას მართავენ. უნდა შევეგუოთ ყველას ეს თანდაყოლილი ნიჭი გააჩნია, თვალი უნდა დავხუჭოთ იმაზე რომ უკუპროპორციული  კავშირია ნიჭსა ხელისუფლებაში მოსვლას შორის.

გამოგვიყვეს ადგილი სადაც გვეუბნებიან  რა უნდა ვაკეთოთ, ყველაზე კარგად ამას ცნობილი ბრაზილიელი კათოლიკე ეპისკოპოსის ელდერ კამარას სიტყვები შეეფერება, “When I give food to the poor, they call me a saint. When I ask why the poor have no food, they call me a Communist.” მათ ჩვენ ვჭირდებით იმისთვის რომ არ დავსვათ შეკითხვები პრობლემაზე და ვცადოთ მათი გაფუჭებულის კოსმეტიკური რემონტი. დავეხმაროთ ყველა დაუცველებს ოღონდ ისე რომ არ დავსვათ კრიტიკული კითხვა why the poor have no food??? პასუხი ხომ არ ჯდება მათ მორალში.

გვაშინებენ სტალინის აჩრდილით და არაფერს გვეუბნებიან იმ ათასობით და ათიათასაობით დაღუპულზე რომლებიც დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებული დაიღუპა და იღუპება აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკის ჯურღმულებში. გვითხრეს რომ ისტორია დასრულდა და მორჩა ამის შემდეგ დარჩება მხოლოდ ლამაზი ოცნებები უკეთეს სამყაროზე.

ჩვენ დიდი იარაღი არ გვაქვს მათ წინააღმდეგ, ჩვენი იარაღი თითოეული ჩვენთაგანია, თოთოეული ინდივიდი ვისაც სჯერა რომ ჩე გევარა არ არის მხოლოდ მაისურზე დახატული უსაქმური, ყველა ვისაც ჰიპობა გრძელი თმების მოშვება არ ჰგონია, ყველა ვისაც უბრალოდ უნდა უკეთეს სამყაროში უნდა ცხოვრება და სხვამს კითხვას, რატომ???

რაც მთავარია, დროა გაიგონ რომ ჩვენ არ გვინდა ის ადგილი რომელიც მათ გამოგვიყვეს, ჩვენ ვართ და ვიქნებით რეალისტები,  ამიტომაც მოვითხოვთ შეუძლებელს, ამიტომაც როდესაც გვეტყვიან რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა და თქვენი ადგილი იქ არ არის, ჩვენ უნდა მივუთითოთ რომ ჩვენი მოვალეობა პოლიტიკის გასუფთავება იქნება სიბინძურიდან. ჩვენი ადგილი არამარტო სოციოლოგიის კათედრა იქნება იქნება თუ კულტურული ადგილები, არამედ პოლიტიკური ავანსცენა. ჩვენ არ გვეშინია პასუხისგებლობის, იმიტომ რომ ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ დღესვე.

ჩვენ უნდა შევაშინოთ აჩრდილით  რომლის სიკვდილსაც უკვე 20 წელზე მეტია გვისამძიმრებენ, ჩვენი იარაღი გააზრებული პრინციპები უნდა იყოს და არა თავსმოხვეული სტერეოტიპებია, შეიძლება უდიდესმა უმრავლესობამ ვერც ვერაფერი შევძლოთ მაგრამ ეს ჩვენი ეგზისტენციალური არჩევანი იქნება ბოლოს და ბოლოს  Если я проиграю, то это не будет значить, что нельзя было победить. Многие потерпели поражение, стараясь достичь вершины Эвереста, и в конце концов Эверест был побеждён.(ერნერსტო გევარა)

თუ არადა ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, რომელიც გაგვიმეორებს ბისმარკის სიტყვებს მისი მრავალი ინტერპრეტაციით და ჩვენც ვერაფერს ვეტყვით იმიტომ რომ …

სვეტი ტელევიზიებზე

როდესაც ორი დიდი ხნის უნახავი ახლობელი ხდება ხოლმე ერთმანეთს როგორც წესი აღმოჩნდება ხოლმე რომ არაფერი არ მომხდარა, იმიტომ კი არა რომ არაფერი ხდება არამედ იმიტომ რომ  გასულ დროში იმდენი რამ არის მოსაყოლი  რომ ადამიანს შინაგადად ეზარება ყველაფერზე ერთდროულად საუბარი და მარტივ გამოსავალს პოულობს, ეუბნება რომ ყველაფერი ძველებურადაა, არა მართალი არიან ხოლმე ისეთებიც რომლები დაგისვამენ კითხვას ანუ როგორ, მაგრამ ასეთები არცთუ ისე ბევრია, დაახლოებით ასეა  ბლოგზეც, ცოტა გამიგრძელდა შესვენება და იმდენი თემა დამიგროვდა სათქმელი რომ აღარ ვიცი რით დავიწყო ამიტომაცნაცად ხერხს მივმართავ  სვეტს ვწერ ხოლმე.

დღეს  რაზეც მინდა ვისაუბრო ეს ტელევიზიებია, სახელგანთმულ  ქართულ ტელესივრცეს ორი შედევრი მიემატა:   პირველი კავკასიური არხია და  რეალ-ტვ, ორივე ტელევიზიას კონკრეტული დანიშნულება აქვს, პირველის  დემოკრატიული იდეების ექსპორტიორია  რუსეთში და კავკასიური სეპარატიზმის გაღვივებს, მეორე კი ოპოზიციის ამხელს ყოვლად ამაზრენ ფორმებში.

კავკასიური ტელევიზიაზე ბევრს არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ აზრი ნაკლებად აქვს, არა მგონია ტელევიზიამ რომელსაც საქართველოს სახელმწიფო  აფინანსებს ჩვენი ჯიბიდან  რაიმე გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს რუსეთის დაშლის წმინდათწმინდა საქმეში, ეს მხოლოდ ჩვენთან სჯერათ რომ ”აბულაძემ” დაანგრია საბჭოეთი თორემ ცოტა უფრო მაღალ დონეებზე სხვადასხვა რეალური თეორიები არსებობს. ჩემთვის ეს  საფუძველი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა.

აი რეალ-ტვ რაც შეეხება,  ყველამ იცის რომ ეს არხი ანტიპოზიციური და ყველაფერი რასაც ამბობენ ტყუილია მაგრამ განა არ გვაქვს ხოლმე სურვილი სხვის სულში ვიფორთხიალოთ??? ეს ჩვეულებრივი ეგოისტური მოთხოვნილება კარგად არის დაცული ამ ტელევიზიაში, რა პრობლემაა შეგიძლია სახალხოდ გამოაცხადო რომ ალასანია  კაციჭამიაა და არსებობს ადამიანი რომელიც შეჭამა ალასანიამ, ეს ადამიანი მზად არის ჩვენება მისცეს დაინტერესებულ ორგანოებს, გგონიათ ხალხი დიწყებს ლოგიკური ჯაჭვის ძებნას:
როგორ ტო, შეჭმული კაცი როგორ მისცემს ჩვენებასო??? არა ისინი გაიგონებენ მხოლოდ ალასანიას და იმას რომ ”კაციჭამიობა” ცუდია, მართალია ნაკლებ სავარაუდოა ეს ხალხი ოპოზიციის მხარდამჭერნი იყვნენ მაგრამ ხომ არსებობს ხალხი რომელმაც შეიძლება ხელისუფლების მომხრეების ისტერიას აჰყვევს და ხმა არ მისცეს კანიბალ ალასანიაზე. სწორედ ამ ხალხზეა გათვლილი ეს ტელევიზია, ჯერჯერობით მინდა ვთქვა რომ არცთუ უსაფუძვლოდ.

 საინტერესო ის არის რომ გარემოს დამცველების ფორუმზე აღმოვაჩინე რომ ყველაზე დიდი აუდიტორია ტელევიზიების, ამ ტელევიზიების  საპირისპირო იდეოლოგიების   მქონე ხალხია, მიშისტები მუდამ უყურებენ კავკასიას და გრეჩიხისტები რეალ-ტვ, რაღაც მაზოხისტური მოთხოვნილებაა იმის რომ გაიგონო შენთვის მიუღებელი და ამაზე მთელი ხმით დაიწყო ყვირილი აქაოდა დამპლები ზეციურ საქართველოს ანგრევენო.

საინტერესო დროში ვცხოვრობთ ღმერთმანი…

სად იყო ღმერთი???

კიდევ ერთი  guest პოსტი, პოსტის ავტორია athe.

იმ კითხვაზე არის თუ არა ღმერთი, ვერც ათეისტი და ვერც ღვთისმეტყველი ვერ გაგვცემს პასუხს.
         ამა თემაზე საუბარი და წერა შეიძლება მთელი ცხოვრება. ქრისტიანული რელიიგის წარმოშობის და განვითარების შემდეგ ყოველთვის იყვნენ ისეთები რომლებიც ებრძოდენ პირდაპირი გაგებით ქრისტიანობას და სერიოზულ დარტყმებსაც აყენებდენ. გამიჭირდება იმ დიდი ათეისტების ჩამოთვლა, რომლებიც უმტკიცებდენ სხვადასხვანაირად ხალხს და მაღალ საზოგადოებას რომ ღმერთი არ არსებობდა.
        ამ დაპირისპირების დიდი ისტორია შეიქმნა, მე ჩამოვაყალიბე ის 4 ძირითადი საკითხები რაზეც ათეისტები ყოველთვის ედავებოდენ ღვთისმეტყველებს და უბრალო ხალხს.
1.ქრისტეს დაბადება, მისი ფიზიკური არსებობის საკითხი.
2.ის 37 წიგნი, რომელიც მთლიანად ამ რელიგიაზე არის შექმნილი.
3.რომის პაპების და სასულიერო პირების მოღვაწეობა.
მე  განსახილველად ავიღე მეოთხე თემა, სადაც ჩემი შეხედულებები მაქვს, ღმერთის აპათურ დამოკიდებულებაზე!
4.სად იყო ღმერთი?
მინდა გამოვკვეთო ერთ-ერთი იმ მილიონი შემთხვევიდან, რომელიც ყველასთვის არის ცნობილი. ჰიროსიმას და ნაგასაკის ატომური დაბომბვა.  240, 0000 კაცი დაიღუპა ამ ტრაგედიის შედეგად. მე მაინტერესებს, როდესაც ასეთი მაშტაბური ტრაგედია მოხდა რატომ არ ჩაერია ღმერთი? ან სად იყო მაგ დროს?  ვითომ, იმიტო რომ იაპონელები არ არიან ქრისტიანები? არა მგონია, ისინიც ხომ ღმერთის შვილები არიან, და თუ ჭეშმარიტ ღმერთს არ ადიდიებენ იმას ხო არ ნიშნავს გავწიროთ? მაგრამ მე როგორც ქრისტიანი ათეისტი ვამართლებ ღმერთს. იმ დროინდელ ამერიკის პრეზიდენტს ერგო ეს «ჯილდო» ღმერთისგან, მან გასცა ბრძანება რომ ჩამოეგდოთ ეს ბომბები, და იცით რატომ გაიწირა ამდენი ხალხი, მარტივად იმიტომ რომ ეს ომს დაასრულებდა. აი ეს იცოდა ყოვლის შემძლე ღმერთმა!
        კარგათ ვიცით, როგორი დაუნდობელია ისტორია მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, როცა დიდი მიზნებია.  «დაბადება»- დან  კარგად ჩანს ღმერთის გადაწყვეტილებები, სადაც ის უდანაშაულო ცხოველებს და ადამიანებს წირავს.
       ამის ყველაზე დიდი მაგალითი წარღვნა, როდესაც 8 ადამიანი გადაარჩინა ღმერთმა და ის რჩეული ცხოველები. ეხ, რამდენი უდანააულო ცხოველი შეეწირა ღმერთის ახირებას. ჩემი აზრით, ღმერთს სასამართლოში უნდა უჩივლოს ცხოველთა დაცვის სამსახურებმა.
       ვუბრუნდები იმ საცოდავ იაპონელებს, დავიჯერო სხვა უფრო ჰუმანური ვერ მოაფიქრებინა ღმერთა ტრუმენს?  რა მაინც და მაინც, ორი ხელის მოსმით უნდოდა ამდენი უდანაშაულო ადამიანის მოკლვა. აქ რაღაც სხვა ამბავია!
      შეიძლება ისტორია გვიმალავს, შეიძლება ეს თანამედროვე სოდომი და   გომორი იყო. შეიძლება ამ ქალაქებში ისეთი არამზადობები და საზიზღრობები    ხდებოდა რომ იაპონიამ ეს დამალა და ამაზე ღმერთმა თვალი ვერ დახუჭა?
შეიძლება. მაგრამ როგორც ვიცით დამნშავესაც კი აქვს უფლებები.
ჰიროსიმას მოსახლეობა 350000 ათასი ადამიანს შეადგენდა, დაბომბვის შემდეგ 140 ათასი დაიღუპა. აქ მაინც ჩანს ღმერთის ხელი, 210 ათასი გადაარჩნა, ისინი რჩეულები იყვნენ. 
       ერთი რამ ვიცი, იმ დროს თუ იყო ღმერთი ის ნადვილად ადევნებდა თვალს ამ ტრაგედიას და წარბიც კი არ აწია. ეხ, ღმერთო რამდენი ცოდვა გაქვს.
       მეორედ მოსვლაო?  ასეთ რაღაცასაც ამბობენ, ხალხს კი არა, ღმერთს უნდა ეშინოდეს.
 ჩემი აზრით სპეციალური კომისია უნდა შეიქმნას და ღმერთს უნდა წაუყენონ ბრალდებები.
ამ ბომბების ჩამოგდებას ეშმაკს ნუ დავაბრალებთ, ცოდოები არიან, ყველაფერს რაც ცუდი ხდება და რაზეც ღმერთი თვალს ხუჭავდა სატანას აბრალებენ.
       ისე შეიძლება სატანას ეთამაშა რაღაც როლი, მაგრამ ამხელა საქმეს მარტო ვერ გაქაჩავდა. როდესაც ტრუმანს სატანა აცდენდა, ანგელოზებსაც ხომ უნდა ექთვათ თავისი სიტყვა? აი, აქ შეიძლება ვიფიქროთ რომ, ანგელოზებიც «ზემოდან» მითითებული დავალებით თანახმა იყვნენ, თვალი დაეხუჭათ ან ხელი  შეეწყოთ სატანასთვის!

პ.ს.   ამის წაკითხვისას უნდა გაწითლდეს!

Athe