Monthly Archives: ივნისი 2014

წიგნების რეცენზია-The dying of the light- George R. R. Martin

The dying of the light- George R. R. Martin

დიდი ხანია მაქვს სურვილი გავაკეთო ჩემს მიერ წაკითხული წიგნების მცირე რეცენზიები, მრავალი უშედეგო ცდის შემდგომ, როდესაც დაწერილი რეცენზიები დამიწერია და შემდგომ გამინადგურებია, ახლა პირველად ვცდილობ აღნიშნულ საქმეს შევეჭიდო, ამიტომაც ძალიანაც კრიტიკულიც ნუ იქნებით, ეს ჩემი პირველი ცდაა და იმედს ვიტოვებ დროთა განმავლობაში დაიხვეწება როგორც რეცენზიები ისე ჩემი უნარებიც დავწერო ის.

პირველი წიგნი რომლის რეცენზიასაც შევეჭიდე ჯორჯ მარტინი The dying of the ligtht  გახლავთ, სამეფო კარის თამაშების, იგივე ტრონების ავტორი დღეს განსაკუთრებით პოპულარულია, ძალიან რთულია ნახო ადამიანი რომელსაც არ გაუგია მარტინის შედევრის შესახებ. არადა ძალიან კარგი და ნამდვილად ეპოქალური ტრონების ავტორი არანაკლებ კარგი სამეცნიერო ფანტასტიკის ავტორი იყო, რომელიც ტრონების გამოსვლამდე მრავალი წლით ადრე უკვე აღიარებული ფანტასტი იყო.

სწორედ ამ პერიოდის წიგნია, The dying of the light, რომელიც შინაარსით, ორიგინალური იდეებით თავისუფლად შეიძლება  ნებისმიერი კარგი სამეცნიერო ფანტასტიკის გვერდით დავაყენოთ , ხოლო თხრობის მანერით და დამუშავებული პერსონაჟებით კი სულაც შეიძლება მოწინავეთა რიგებში აღმოჩნეს. წიგნში საკაიფოს არის აღწერილი მომაკვდავი, გალაქტიკის ცივი და ბნელი მხარისკენ მფრინავი პლანეტის ისტორია, სადაც საკუთარი დიდების ჩვენებისთვის დიდი გალაქტიკური ფესტივალი მოეწყო და სწორედ ამ ფესტივალის დასრულების შემდეგ იწყება წიგნის ისტორიაც.

67956

მარტინს ერთი ძალიან კარგი თვისება აქვს, რომელიც მე ძალიან მომწობს, მის არც ერთი ნაწარმოებში არ არის ის რაც ბევრ მწერალს ახასათებს, სრულიად უსარგებლო აღწერილობები რაღაც სიტუაციების და დიალოგები დიალოგებისთვის,  ფაქტიურად ყველა დიალოგი რაღაც კონკრეტული გეგმის ნაწილია და კარგად იკითხება, მთლიანად  ჯდება თანამედროვე კინოფილმების თუ  სერიალების ესთეტიკაში, მეტიც არამხოლოდ ტრონებიდან არამედ სხვა ნაწარმოებიდანაც  შესაძლებელია საკაიფო სერიალის ან ფილმის გაკეთება.

დერკ ტ’ლარიენი მომაკვდავ პლანეტაზე დაკარგული სიყვარულის დასაბრუნებლად ჩადის, მისი სიყვარული კავაანელების, აგრესიული სპარტანული აზროვნების  მქონე  ხალხის ერთ-ერთი ელიტარული,  აირონდჯოედების კლანის ლიდერის ჯაან ვიკარის  და მისი ტეინის გარს ჯანასეკის ბეტეინია(საერთო ცოლი), კავაანელები ქალებს მეორეხასისხოვარ არსებებად თვლიან და მთელი ცხოვრებას საკუთარ ტეინებს, ბავშვობიდან ან შემდგომ გაჩენილ მამაკაც მეგზურებს უკავშირებენ, ხოლო ქალები ყველაზე უკეთეს შემთხვევაში ბეტეინები ანუ საერთო ცოლები ხდებიან.

სწორედ ასეთ საზოგადოებაში მოხვედრილი დერეკი ცდილობს საკუთარი მარადიული სიყვარული გამოიხსნას და ამის შედეგად ის ახერხებს გადაიმტეროს, უცხოების მიმართ ნეგატიურად განწყობილი კავაანელები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ საკუთარი სოციალური სტატუსის ამაღლებას, უცხოების, “მუტანტების” მოკვლით.

წიგნის განვითარებასთან ერთად კარგად ჩანს ის თუ როგორ და რამ განაპირობა  კავაანელების საზოგადოებას ეს სპარტანული წესწყობილება , ირკვევა ის მიზეზები თუ რის გამო მოხდა ქალების როლის სრული ნიველირება  .  გარდა   ძალიან საინტერესო სოციალური თუ კულტურული შემადგენელისა, მარტინი რჩება საკუთარი სტილის ერთგული და მაქსიმალურად კარგად არის აღწერილი ის რის გამოც მარტინი თითქმის ყველა გემოვნების მქონე მკითხველისთვის თუ მაყურებილისთვის შეუცვლელია, მუდმივი  დაძაბულობა და გმირების შინაგანი განცდების თუ ტრანსფორმაციების ძალიან კარგი ასახვა, უკვე იმ პერიოდში კარგად  ჩანდა მარტინის საფირმო სტილი, კეთილის და ბოროტის განურჩევლობა, წიგნში ყველა ბოროტი კეთილია ან პირიქით, ყველა კეთილი ბოროტია.

შესაძლოა ბევრმა მომაკვდავ პლანეტაში და მოსალოდნელ სიკვდილში, ტრონებში არსებული ზამთრის მოლოდინი დაინახოს, მოკლედ მარტინის ფანებსაც ბევრი რამეს დანახვა შეუძლიათ. ისევე როგორც მარტინის როგორც ძალიან კარგი სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალის აღმოჩენაც.

მაქსიმალურად ვცდილობ ნაკლები სპოილერები მქონდეს,  ამიტომაც ვიტყვი რომ ეს კარგი წიგნია არამხოლოდ მარტინის მოყვარულთათვის არამედ მათთვისაც ვისაც უყვარს კარგი სამეცნიერო ფანტასტიკა, მძაფრსიუჟეტიანი და “მრაჩნი” ესთეტიკით, რაც მთავარია განსხვავებით მარტინის სხვა წიგნებისგან ამ ნაწარმოებში ძალიან ბევრია ისეთი რაზეც დაფიქრებაც შეიძლება და გააზრებაც.

ვერდიქტი 9,5/10