მღვდელი, პარტიზანი, მარქსისტი


პირველად კათოლიკე მღვდლებზე რომლებიც რევოლუციის სახელით იბრძვიან რამდენიმე წლის წინ გავიგე, არ მჯეროდა რომ შეიძლებოდა არსებულიყო ხალხი რომლების არ იქცეოდნენ ისე როგორც ქათველი მღვდლების საკმაო ნაწილი ანუ ზრუნავდნენ მხოლოდ საკუთარ მუცელზე, ძალიან მინდოდა გამეგო თუ რას შეეძლო ასე ემოქმედა მღვდელზე რათა ხელში იარაღი აეღო და უსამართლობასტან ბრძოლისთვის გადაედო თავი, მით უმეტეს ჩვენთან ხომ სამწუხაროდ იმდენად მცირე გამონაკლისებია ქართველი ანაფორიანები რომლებიც ღვთის საქმეს უანგაროდ რომ ემსახურებიან რომ ეს ხალხი ყველამ ლამის ზეპირად იცის, სწორედ ამიტომ უკვე ტენდენციაა მთელი ინტერნეტ სივრცის პროგრესისტები და ინტელექტის მორევში ჩაძირულები ებრძვიან სამღვდელოებას,სიბნელესთან ბრძოლა აუცილებელია მაგრამ მგონია რომ ყველაზე კარგი საბრძოლო იარაღი არის მაგალითი, მანუელ პერეს მარტინესის სახელი ბევრს არაფერს გვეუბნება მაგრამ ეს არის ადამიანი რომელმაც უსამართლობასთან საბრძოლველად უკიდურესი ნაბიჯი გადადგა და იარაღი აიღო ხელში და უზრუნველყო მთელი თაობებისთვის სიმამაცის და სამართლიანობის სიმბოლოდ ქცეულიყო. მართალია ეს ადამიანი არაკეთილგანწყობილი ამერიკული პრესის წყალობით ტერორისტად იქცა მაგრამ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა

11 წლის წინ 1998 წლის 14 თებერვალს დიდხიანი ავამდყოფობის შედეგად გარდაიცვალა კოლუმბიაში სიდიდით ნომერ მეორე პარტიზანული არმიის კამილისტური ალიანსის-ნაციონალური განტავისუფლების არმიის(UELN) ხელმძღანელი მანუელ პერეს მარტინესი.
ის დაიბადა ესპანეთში ღარიბი ესპანელი ფერმერის ოჯახში, მანუელის მამა ახალგაზრდობაში როგორც ღრმად მორწმუნე ადამიანი კომუნისტური საფრთხის შესაჩერებლად ფრანკისტების მხარე ბრძოლობდა, ომის დასრულების შემდგე ოჯახმა პატარა მანუელი საეკლესიო სკოლაში შეიყვანა რადგანაც ეს ერთადერთი არსებული გზა იყო ღარიბი ოჯახისთვის უზრუნველყოთ შვილისთვის განათლების მიცემა, მანუელი ბავშობიდან გამოირჩეოდა მეამბოხე სულით და ამიტომ მღვდელის წოდების მიღებამდე მანუელი და მისი ორი მეგობარი დომინგო ლაინი და ანტონიო ხიმენესი მიემგაზვრებიან საფრანგეთში რათა საკუთარი თვალით ენახათ და ეგრძნოთ ის თუ როგორ ცხოვრობს სხვადასხვა ქვეYნიდან ჩამოსული ემიგრანტები, მოგზაურობის დროს მანუელმა პირველად აგმოაჩინა რომ რომ ტრადიციული შეხედულებები რწმენაზე უკვე ვერ პასუხობს ჩვეულებრივი ხალხის მოთხოვნებს, “რა შეიძლება მოგვცეს მესამ კვირა დღეს თუ მუშების სამუშაო ბარაკებში ყოველდღიური ცხოვრება ატმაგი ჟვარცმაა,” იხსენებდა მოგვიანებით პერესი, ალბათ იმ პერიოდში აღმოაჩინა პერესმა და მისმა მეგობრებმა რომ თანამედროვე მორალი ზედმეტად აბსტაქტულ ღირებულად ცეულიყო, ის დამოკიდებული იყო იმაზე თუ რომელ კლასს მიეკუთვნებოდა ადამიანი, არსებობდა ბურჟუაზიის მორალი და მუშათა კლასის მორალი. ამ აღმოჩენამ არამარტო მანუელის არამედ მრავალი მისი თანამოაზრის ბედი განსაზღვრა მრავალი წლის განმავლობაში.
1966 წელს რომის პაპმა პიუს VI დალოცა 70 მდე სასულიერო სემინარიის აღზრდილი რათა მათ მისიონერული მუშაობა გაეგრძელებინატ სამხრეთ ამერიკაში, მისიონერული სამუშაობ აქტუალური იყო იმის გამო რომ სულ მეტად სამწუხარო ინფორმაციები მოდიოდა, კათოლიკე მღვდელი კამილო რევოლიცური მოძრაობას ეუერტდა, ამ ფაქტმა ტრადიციულ კატოლიკურ ლათინურ ამერიკაში დიდი რეზონანსი გამოიწვია, ხუმრობა არი იყო კატოლიკე მღვდელი ათეისტების პრეროგატივად მიჩნეულ სოციალისტურ მოძრაობაში ჩაება, Gაჩნდა შანსი გაერთიანების ორი ყველაზე გავლენიანი ძალის რომელის ლათინურ ამერიკაში არსებობს რევოლურიცური მოძროაბის და კათოლიკური ეკლესიის, მაგრამ პადრეს ოცნებას რევოლუციის მოწყობის შესახებ აღსრულება არ ეწერა 1968 წლის თებერვალში ის გმირული სიკვდილით დაიღუპა სამთავრობო ჯარებთან ორთაბრძოლის დროს.
რომის პაპის მიერ შერჩეულ მისიონერებში ჩვენი გმირიც იყო რომელიც თავდაპირველად ჰაიტში გაანაწილეს, ჩასვლის პირველი დღეებიდან მანუელი და მისი მეგობრები ტრადიციული ეკლესიისადნ დამოუკიდებელ თამაშს იწყებენ, იმდროინდელი ეკლესია სიღარიბის, გაუნათლებლობის და უსამართლობის გამამართლებელ იარაღად ქცეულიყო, ამას კი ვერვ ერთი მეამბოხე ვერ მოითმენდა , ბუნებრივია ასეთი თვითნებობის მოთმენა არ შეეძლო ეკლესიას და ახალგზარდები იძულებით გამოყარეს ჰაიტიდან, სწორედ ამ პერიოდში ეპისკოპოსმა ხერარდო ვალენსია კანომ კარტახენაში პროგრესული ჯგუფი “გოლკონდა” ჩამოაყალიბეს, ახალგაზრდები არც დაფიქრებულან ისე ჩავიდნენ კოლუმბიაში და შეუერთდნენ დაჯგუფებას, მალე ჯგუფს მოუწია მთელი თავისი ძალების მობილიზირება ყველაზე გაჩირვებული ფენის მხარდასაჩერად, კარტახენის მთავრობამ გადაწყიტა ქალაქის გარეუბნის დანგრევა და მის ადგილას აეროპორტის გაფართოება, თან ისე რომ ადგილობრივ მოსახლოებას სანაცვლოდ არაფერ შესთავაზე, მანუელმა და სხვევმა ხმა აღიაღლეს და მოკლე დროში მოახერხეს მოსახლეობის დარაზმვა და ბარიკადების აღმართვა, შეშინებულმა ქალაქის მერიამ თავისი გადაწყვეტილება გააუქმა და მოსახლეოასთამ მოლაპარაკებებზე წავიდა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მეამბოხე ანაფორიანების ქვეყნიდან დეპორტაცია მოახდინეს.
დეპორტაციის შემდეგ მანუელი კუბაში ჩადის სადაც სამხედრო მომზადებას გადის და უკან კოლუმბიაში ბრუნდება უკვე როგორც პარტიზანი, ამ პერიოდში კოლუმბიაში ფეხ იკიდებდა სხვადასხვა პარტიზანული მოძრაობები რომლებშიც ცხოვრება როგორც წესი ძალიან მძიმე და აუტანელი იყო, ერთ ერტი სამხედრო ოპერაციის შემდეგ მანუელი და რამდენიმე მისი თანამოაზრე აკრიტიკებენ მათი რაზმის ხელმძღვანელს და ამის შემდეგ გაბრაზებული ლიდერი მათ ენკავედეს სტილში დააპატიმრებს და ყველანაირ სისაძაგლეს დააბრალებს, მხოლოდ ავორიტეტული კუბელი რევოლუციონერების ჩარევამ გადაარჩინა ახალგაზრდები სკივდილს. მაგრამ სასჯელი არანაკლებ მძიმე იყო მათ მოძრაობის დატოვება მოუხდათ, მაგრამ მალევე იმავე საველე მეტაურმა უკან დააბრუნა ისინი.
იმ პერიოდის პარტიზანულ მოძრაობაში შეინიშნებოდა იდეური სტაგნაცია, უმრავლესობა მუშათა კლასის იმედზე რჩებოდა მაგრამ კოლიმბიაში სადაც მუშათა კლასი უბრალოდ არ არსებობს, მანუელის აზრით წამრათველი ძალა გლეხები უნდა ყოფილიყვნენ სწორედ ამიტომ მოითხოვდა პადრე გლეხებთან აქტიურ მUშაობას, მოძრაობაში ამ იდეას ბევრი მხარდამჭერო არ გამოუჩნდა კამათი Xშირად მიმდინარეობდა ,ყველაფერი 1971 წელს შეიცვალა როდესაც პარტიზანული რაზმი მთვარობის შენაერთმა ალყაში მოაქცია და თიტქმის მთლიანად გაანადგურა, მანუელი ორი თვის განმავლობაში ჯუნგლებში იმალებოდა და როგორც თავად შემდეგ იხსენებს ერთ ერთ ინტერვიუში შწორედ მაშინ დაკარგა რწმენა ყოვლის შემძლე ღმერთის და მისთვის ღმერთად ხალხი გადაიქცა.
დამარცხების შემდეგ მოძრაობაში ღრმა პოლიტიკური კრიზისი გაჩნდა, მოძრაობის ლიდერმა ფერნანდო ვასკესმა დამარცხების მიზეზად განტევების ვაცის ძებნა დაიწყო და მალე იპოვა სამი საველე მეთაურის სახით რომლებიც მისი მომხრეებით დაკომპლექტებული ტრიბუნალის მეშვეობით დახვრიტა, ეს იყო უკანასკნელი წვეთი, მოზროაობა ფაქტიურად ორად გაიყო მალე ვასვესი კუბაში წავიდა სამკურნალოდ, მალე ის გადაყენებული იქნა ხელმძვანელობიდან, მის ტავზე ორგანიზება აიღეს მანუელ პერესმა და ნიკოლას ბაუტისტამ, მათ რეფორმირება მოახდინეს მოძრაობის აღდგენილი იქნა კოლექტირუი მათველობის სისტემა, გადადგეს უპრეცედენტო ნაბიჯი და აღიარეს რომ რამდენიმე საჩვენებელი დასჯა იყო შეცდომა, სწორედ ამის შემდეგ პერესმა ჩამოაყალიბა სამი პრინციპი: საჭიროა რევოლუციის ჰუმანიზაცია ეს ხშირად შეუძლბელია მაგრამ ეს უნდა იყოს ჩვენი იდეალი, მეორე საჯარო კრიტიკა საკუთარი შეცდომების არის საშუალება იმისთვის რომ მოხდეს შეცდომების გამოსწორება და არის ალბათობა იმის რომ მსგავსი შეცდომები აღარ იქნეს დაშვებული.მესამე თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი პირადი ღირებულებები და საჭიროა ბალანსის მოძებნა პირად საჭიროებას და მოძროაბის საჭიროებებს შორის.
მანუელ პერესმა დიდი როლი შეითანა მარქსიზმის და ქრისტიანობის დაახლოების საკითხში, მისი განსაზღვრებით რევოლუციის დროს არ გვაქვს ფუფუნება რომ მარქსისტები და ქრისტიანები ერთმანეტისგან გავყოთ.
მას მიაჩნდა რომ რეალური დემოკრატიის ასაშენებლად საჭიროა არა ლოდინი სოციალისტური რევოლუციის არამედ მოქმედება, ლოკალურად თუნდაც პატარა რევოლუციურ არმიაშიც შესაძლებელია ისეთი სისტემის გაკეთება რომ პატარა აგურს დადებს დიდ გზაზე, სწორედ მისი იდეა იყო მუნიციპალური დემორკატიის შექმნა რომელსაც ახორციელებნ ფარკის და კალინისტური ფორმირებები მათ მიერ კოტროლირებად ტერიტორიებზე.
მანუელ პერესი მარტინესი ბე ჰეპატიტის დიაგნოზით 1998 წლის 14 თებერვალს წმინდა ვალენტინის დღეს გარდაიცვალა მიუხედავად იმისა რომ მან ვერ შეძლო მოეხდინა რევოლუცია მისი ცხოვრების გზა არის ნიმუში იმის თუ როგორ შეუძლია ადამიანს უარი ტქვას კონფორტზე და პირად კეთილდღეობაზე დიდი იდეალებისთვის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s