ჩვეულებრივი ადამიანი (ავტორი ჩეგესტო)

სკოლა 7 კლასი .  ეს ზუსტად ის პერიოდია, როდესაც ჩემი ოჯახის ბურჟუაზიული ცხოვრება წარსულს ჩაბარდა და ჩვეულებრივ მოკვდავთა სასუფეველში გადმოინაცვლა. სიმართლე გითხრათ “განცხრომის” პერიოდი საკმაოდ ბუნდოვნად მახსოვს იყო ძალიან ბევრი კანფეტები და ჯიბეში ჩაკუჭული სხვადასხვა კუპიურები მამაჩემის გულის მოსაგებად, საკმაოდ კარგად ფლობს ქართველი რიგითი მლოკველი თავის საქმეს. იყო ბევრი ადამიანი ჩვენს სახლში და მძღოლი არტური რომელსაც სკოლაში დავყავდი. როგორც ვახსენე ეს პერიოდი არ მახსოვს კარგად და ამაზე არ შევჩერდები ..
ისტორია იწყება 7 ე კლასიდან როდესაც დიდუბის ერთ-ერთ სკოლაში მიკრეს თავი და მიმაგდეს იქაური პირანიების საჯიჯგნად (სუკონკა) სკმაოდ რთული დახვედრა მქონდა პირველი 2 საქმის გარჩევა ადგილობრივ ტუალეტში საკმაოდ ცუდად დასრულდა ჩემთვის, თუმცა საბოლოო ჯამში გამოჩენილი ვაჟკაცობის გამო დამაწინაურეს და ძმაკაცი ვაჟკაცის წოდება მივიღე. ლეგენდები დადიოდა ჩემზე როგორ ვებრძოდი ათობით “იდეინ” ძველ ბიჭს სკოლის დერეფნებში მარტო. 
პირველი სასიყვარულო რომანიც ამ კლასში “დამემართა” როგორც ყოველთვის გამარჯვებულებს კონიუქტურული გაგებით ტრაფეი ეკუთვნოდათ ეს ტრაფეი,ნებაყოფლობითი იყო საჩუქარიც თვითონ წყვეტდა ვისი უნდა გამხდარიყო.
მოკლედ ბევრი არ მიფიქრია ამაზე მივიღე ეს როგორც ჩვეულებრივი . სკოლაში საუკეთესო გოგოების გარემოცვაში მიწევდა ტრიალი თან  მე ყოველთვის დიდი პაპკით დავდიოდი, რატომღაც ყველას ეგონა რომ აუცილებლად წიგნები უნდა ყოფილიყო შიგნით , შესაბამისად ადგილობრივი “ბატანიკები”ც მწყალობდნენ.
როგორც ზემოთ ავღნიშნე ყველაფერი დალაგდა და დაექვემდებარა კალაპოტს.
მოგეხსენებათ თბილისის პერიფერიებში და არამხოლოდ, როგორ მძვინვარებდა ძველბიჭური რომანტიზმი ძმაკაცური კულტი და “ბუფეტთან” აკრეფილი 20 თეთრი ზონაზე გასაგზავნად ან თავნის ჩასაბარებლად.   არც ჩემი სკოლა იყო გამონაკლისი , სათვალიანი ხუთოსნები ყოველთვის ერიდებოდნენ ბუფეტში ჭამას და დიდი “კონტეინერებით” დაათრევდნენ ამერიკულ ჰამბურგერებს.
მიუხედავად ამისა იყო ხოლმე მომენტები , (ამერიკული ფილმებით ხორცშესხმულები) რიგითი ბატანიკი, როგორ ცდილობდა თავისი ადგილი მოეპოვებინა ამ სივრცეში და გამოჩენილი მამაცობით გაეოცებინა სკოლა, თუმცა არც ეს იყო ამერიკული ფილმი და არც ჩვენ ვიყავით ამერიკაში, სამწუხაროდ ყოველი ასეთი მცდელობა კრახით სრულდებოდა.
სწორედ აქ აღმოვაჩინე ჩემი ნიშა, დავარწმუნე რა ჩემი “სასტიკი” მეგობრები უფრო ლოიალურად მობყრობოდნენ ჩვენს ხუთოსან შემადგენლობას და ორმაგი გარეგიბის პრინციპით დამემყარებინა ჰარმონია. ესეიგი ბუფეტში ადგილი გარანტირებულად გადავულოცე ბატანიკებს და სამაგიეროდ საკონტროლოებში და კომპიუტერული თამაშების დაინსტალირებაში ისინი გვეხმარებოდნენ.  ერთგვარი კავშირი დავამყარე ამ ორ სამყაროს შორის ქართული გაგების მენეჯერების და ლუზერების მთლიანობით ახალ სამყაროში შევაბიჯეთ. ყველაზე საქმიანი და საჭირო ფიგურის ნიშა სკოლის შემდეგი კლასებისთვის გარანტირებული მქონდა, საკმაოდ კარგად დამუშავებული სტრატეგია იდეალურად მუშაობდა ყველა კმაყოფილი და ბედნიერი იყო.
ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ნეგატიური მოვლენებიც ყურადსაღებია , საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა მეზობელი ქუჩის სუპერკაიბიჭებთან ჩვენი დრუჟინა ყოველთვის კონფლიქტში მოდიოდა და ჩვენდა საბედნიეროდ დიდი უპირატესობით მიგვყავდა ანგარიში მათთან.. მაღალ კლასებში საკმაოდ დაიძაბა ეს ურთიერთობა იყო სასაფლაოებზე “სტრელები” ავტომატის ჯერები სკოლის მოედანზე ჰაერში და დანით მოსავსავე სამურაები. საბოლოო ჯამში ყველაფერი კარგად დასრულდა სკოლა დამთავრდა და მეზობელი ქუჩის სუპერკაიბიჭების დიდი უმრავლესობა დაიჭირეს.
უნივერსიტეტის პერიოდი ყველაზე საინტერესო იყო, ახალ გარემოში ახალი ამბიციებით და შემართებით მივიწევდი. ყველა დისკუსია ყველაფერი სადაც აქტივობა შეინიშნებოდა ჩემი მონაწილეობის გარეშე ვერ ჩაივლიდა.  სკოლის ნიშა აქაც შევინარჩუნე საკმაოდ კარგი დრუჟინა შევქმნენით და საინტერესო პროექტებში ვმონაწილეობდით.  როგორც ყოველთვის ჩემი ტკბილად მოუბარი ენის წყალობით ყველა ლექტორთან თუ დეკანთან ბრწინვალე ურთიერთობა მქონდა, მოდიოდა ჩემზე რეკომენდაციები და ერთ-ერთი ესეთი რეკომენდაციის წყალობით აღმოვჩნდი ცნობილი კომპანიის საკმაოდ პრესტიჟულ თანამდებობაზე, დავარცნილი თმით საგანგებოდ ნაყიდი “საროჩკით” და სიტყვაწყლიანი საუბრის მანერით . დიდ იმედებს ამყარებდნენ ჩემზე (სიმართლე რომ ვთქვა არ ვიცი რატომ) მქონდა შეხვედრები თითქმის ყოველი დღის ბოლოს კომპანიის მენეჯერთან და ის მიზიარებდა მის გამოცდილებას მიყვებოდა თუ როგორ აღმოაჩინეს ისიც კარგმა ბიძიებმა და როგორ გაზარდეს . მისი სურვილიც იგივე იყო ჩემთან მიმართებაში საქართველოს ფინანსურ ელიტაში უნდა მომეკიდებინა ფეხი.
 
ყველაფერი “კარგად” მიდიოდა ერთი შეხედვით, სუპერ ბიზნესმენებთან შეხვედრები “ყლუპი” ვისკი და უნიჭო იუმორი, საკუთარი ოფისი საკუთარი კომპიუტერი და სრული თავისუფლება მოქმედებაში.  ეს როგორ გამოვიყენე ეს ცალკე თემაა.
პირველ პერიოდში ძალიან მოხიბლული ვიყავი ამ ყველაფრით (ვინ არ იქნებოდა: ))ვესწრებოდი კორპორატიულ ღონისძიებებს მიმყავდა აქტიური დღეები “მითინგები”ს დროს , მოკლედ ეპიცენტრი “დავითრიე”.  კომპანიაში საუკეთესო გოგონები მუშაობდნენ მოკლედ არც ეს მაკლებდა ბედნიერ სივრცეს.  თითქოს ყველაფერი ამით თავბრუდახვეული უნდა ჩავეთრიე სიტუაციას და გავმხდარიყავი რიგითი ზომბი რიგით ტრაკში პერო კომპანიაში, მქონოდა კარგი ხელფასი მენეჯერისთვის დამახასიათებელი მკაცრი მზერა პერსპექტივაში, სახლი ,მანქანა და კეთილი ძაღლი .
მიუხედავად ყველაფრისა მახასიათებს მე როგორც ადამიანს “მეამბოხეობა” , უსამართლობის მიმართ პროტესტის საშინელი შეგრძნება და ბევრი ბევრი ემოცია.
ჩემი ამ თვისებების წყალობით ცოტახანში მივხვდი რა უბედურიც ვიყავი ამ ფეკალიების სამყაროში და უბრალოდ ჩავიქნიე ხელი ყველაფერზე, დავიწყე ახლის ძიება ახალი შეგრძნებებით ახალი ემოციებით. რთული პროცესი იყო ბევრი პრობლემა დამხვდა ამ გზაზე ოჯახური თუ სხვადასხვა სახის სირთულეები პირადი თუ სხვა სახის ტრაგედიები.  ერთ მშვენიერ დღეს ოჯახის ბიბლიოთეკაში აღმოვაჩინე ლენინის ბიოგრაფია . სიმართლე გითხრათ წინასწარი განწყობა მქონდა რომ საბჭოთა კავშირი მე ამ წიგნში ბევრს მატყუებდა და სკეპტიკურად დავიწყე ამ წიგნის ათვისება. აქვე იყო საინტერესო დისკუსიები საინტერესო ადამიანებთან სხვადასხვა სახის პუბლიკაციების და სტატიების სივრცე, ერთი სიტყვით ყველაფერი საინტერესო რაც კი ჩვენს სამყაროში არსებობს. ჩემდა გასაკვირად აღმოვაჩინე ის რასაც მე როგორც პიროვნებას ყოველთვის ქვეცნობიერად მიზიდავდა და მავსებდა ენერგიით, აღმოვაჩინე ჩვეულებრივი ადამიანების ბრძოლის ჟინი და ამ ბრძოლაში მისი გამარჯვების მაგალითი. აღმოვაჩინე სოლიდარობა და თანასწორობის იდეა აღმოვაჩინე ჰარმონიის და სამართლიანობის სინთეზი მოკლედ აღმოვაჩინე ჩემი თავი, როგორც  ადამიანი და არა რობოტი . მთელი ჩემი პატარა “იმპერიის” დაცემაც ამ რომანტიზზმმა განაპირობა მთელი ჩემი მცდარი დასკვენებიც ამ ლოგიკამ ჩაყლაპა. მოკლედ ეს ინერცია შევინარჩუნე დღემდე და ვთვლი რომ ეს იყო ჩემს ცხოვრებაში პირველი და ამავე დროს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება !
ასეთი იყო ჩემი მოკლედ გადმოცემული ისტორიის დინამიკა , ბანალური ჩვეულებრივი და ამავე დროს ყველაზე ადამიანური , სასაცილო და ტრაგიკული .

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s