ქრისტიანობა, სოციალიზმი, პიარი

ათი დღეა ვირტუალურ სივრცეში ახალი გასართობი გამოჩნდა , ყველა ვისაც არ შეეზარა ქართველი სოციალისტების მართლმადიდებლური ძირის ძებნა დაიწყეს,  საბოლოოდ  როგორც აღმოჩნდა დეკლარირებული ათეისტი სოციალისტები, სინამდვილეში  პრაგმატული მართლმადიდებლები და პატრიარქის გავლენის აგენტები ყოფილან. ახალგაზრდა ცინიკოსების მიზანი არა ახალი სოციალისტური რევოლუციაა ან თუნდაც ქართული კაპიტალიზმისთვის ადამიანური სახის მიცემა ყოფილა , არამედ გაცილებით უფრო დიადი და მნიშვნელოვანი,  ეს მიზანი სხვა არაფერია  თუ არა ახალი თეოკრატიული საქართველო სადაც ეკლესიის მეშვეობით ცინიკოსმა, პრაგმატულმა,  ათეისტმა სოციალისტებმა   უნდა მართონ საქართველო.
როგორც იქნა გაგვშიფრეს, მეგონა ამას ვერავინ ვერ შეძლებდა, ჩემი 11 წლიანი ათეისტური ოდისეა ერთის ხელის მოსმით დაანგრიეს და გამშიფრეს როგორც პატრიარქის და მართლმადიდებლურ მშობელთა კავშირის “ინტელექტუალური” ფრთა.
მეტსაც გეტყვით, სინამდვილეში ეს ყველაფერი კარგად დაგეგმილი კონსპირაცია იყო  რომელსაც სათავე 1980 იანი წლების მეორე ნახევარში და 1990 იანი წლების პირველ ნახევარში ჩაეყარა საფუძველი, პატრიარქის პირადი დავალებით შეირჩა ყრმების პირველი თაობა რომლის მიზანი იქნებოდა ათეისტად და სოციალისტებად აღზრდა რათა წლების შემდგომ მათ ერთი ხელის მოსმით დაენგრიათ დიდი რუდუნებით ნაშენი ქართული ლიბერალური ციტადელი.არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით რომ  ეს პროცესი აქტიურად ფინანსდებოდა მოსკოვიდან და ყოველდღიურად რაპორტები პირდაპირ ლუბიანკაზე, კაგებეს და შემდგომში ფეესბეს ოფისში მიდიოდა.
ეს ყველაფერი იდეალურად განხორციელდებოდა რომ არა ქართული სახელმწიფოებრიობის და ლიბერალიზმის სადარაჯოზე მდგარი ვაჟკაცები და დედაკაცები, მათმა მახვილმა მზერამ  მალე გაშიფრა დიდი სოციალისტურ-მართლმადიდებლური კონსპირაცია და ერთი ხელის მოსმით დაანგრია ფეესბეს და პატრიარქის რუდუნებით ნაშენი ბოროტების იმპერია.
ეს არის ყველაფერი რაც ითქვა და ასევე ის რაც არ ითქვა მაგრამ ჩემი “მეგობრების” გულებში დევს და მე მათივე მეთოდით, ანუ მათ მაგივრად ვთქვი ის რასაც ისინი ფიქრობენ. ჩვენთან ხომ მისაღებია “აზრის ციტირება” ისე მოახდინო რომ მთლიანად დაუკარგო მას პირვანდელი სახე.
ახლა რაც შეეხება სოციალიზმის და ქრისტიანობის მიმართებას, მე ვაპირებ ვიყო პოლიტიკაში, იმიტომ რომ მაინტერესებს ეს სფერო და აშკარად მაქვს იმის პოტენციალი რომ ქართულ პოლიტიკაში მე და ჩემმა მეგობრებმა რაღაც  სიახლე შევიტანოთ, იქნება ეს რეალური სოციალისტური იდეები თუ უბრალოდ არაპიარზე გათვლილი მოქმედებები. მე ათეისტი ვარ და ვაპირებ თუ ვინმეს დააინტერესებს ჩემი რელიგიური თუ ფილოსოფიური შეხედულებები  საჯაროდ დავაფიქსირო  რომ სწორედაც  ათეისტი ვარ და მიუხედავადა ამ პოზიციის არაპოპულარობისა  მას ბოლომდე დავიცავ.
რაც შეეხება ჩემს მიმართებას საერთოდ ქრისტიანობასთან, როგორც ათეისტს არ დავმალავ და ძალიან სიღრმისეული, სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს რელიგიასთან, მათ შორის ქრისტიანობასთან, მაგრამ არ მაქვს არანაირი პრობლემა რელიგიურ ადამიანებთან.   შეიძლება არაპოპულარული მესიჯია  მაგრამ სწორედ ეს არის ერთ-ერთი იმათთაგანი  რაც ჩემნაირმა ახალგაზრდებმა შეიძლება შესთავაზოს საზოგადოებას. ჩვენ არ ვმალავთ ჩვენს შეხედულებებს და საკუთარ პოზიციებს არ ვიცვლით ქარის მიმართულების მიხედვით.

ქრისტიანული სოციალიზმი ისეთივე ნაწილი უნდა გახდეს სოციალისტური მოძრაობის როგორიც არის სხვაგან იქნება ეს გერმანული სოციალ-დემოკრატიული პარტიის ქრისტიანული ფრთა თუ სამხრეთ ამერიკული განსავისუფლების თეოლოგიის მსგავსი.

განსაკუთრებით სასაცილო აღმოჩნდა კრიტიკა რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა სოციალისტები როგორ ხართ ქრისტიანების გვერდით, ხოლო თუ უფრო ახლო ხედიდან დავაკვირდებით აღმოჩნდება რომ საუბარია იმაზე თუ როგორ ვიტანთ სოციალისტები ნებისმიერი განსხვავებული აზრის მქონე ხალხს, ჩვენთან ხომ ნორმაა ნებისმიერ უმნიშვნელო პრობლემაზე პარტია სამ ნაწილად გაიყოს და შემდგომ ერთმანეთი საჯაროს ლანძღოს, ნორმალურ პოლიტიკაში რომლისკენაც ჩვენ ვისწრაფვით განსხავებული აზრი არა პრობლემაა არამედ რეალური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია და სწორედ ის ნაწილია რომელიც ასე აკლია ჩვენს საჯარო სივრცეს.
კიდევ ერთი თუ ვინმე გეტყვით რომ ნიკუშა მარქსი პინგვინად გარდაისახა და ახლა ანტარქდიდაზე მიდის ბუდიზმის საქადაგოდ, კარგად დაფიქრდით ხომ არ არის  ამ ნათქვამში რაიმე  უცნაური და ეს ყველაფერი ხომ არ გაქვს ძალიან ცუდ პიარს, მით უმეტეს თუ ნიკუშა მარქს ან ნებისმიერ ადამიანს რომელსაც რაიმეს აბრალებენ თავად იცნობთ  და მცირე ეჭვი მაინც გაქვთ იმასთან დაკავშირებით ადამიანი ერთ დღეში პინგვინად როგორ გარდაისახაო,  ერთია ადამიანი რომელიც საკუთარი ინტერესების გამო ავრცელებს ჭორებს თუ იგონებს ფაქტებს მაგრამ მეორეა თავად ადამიანი რომელიც ნებისმიერი სისულელეს ყოველგვარი კრიტიკის გარეშე ღებულობს.

1 thought on “ქრისტიანობა, სოციალიზმი, პიარი

  1. Anonymous

    სოციალიზმის და ქრისტიანობის ერთმანეთში შერევის მცდელობა გადაულახავი წინააღმდეგობებით არის სავსე. მარქსმა თავისი სოციალისტური ფილოსოფია დაამყარა იმ პრინციპზე რომ ღმერთი არის ადამიანის ილუზია და რომ რელიგია სხვა არაფერია თუ არა “ოპიუმი მასებისთვის.” გარდა ამისა შეუძლებელია ქრისტიანული კონცეფციის პოლიტიკური ინტერპრეტაცია მხოლოდ მატერიალურად ღარიბი კლასის სასარგებლოდ. სიღარიბის ქრისტიანული და სოციალისტური გაგება განსხვავდება ერთმანეთისგან. ქრისტიანული რწმენით მატერიალური სიღარიბე არა არსი სიღარიბის ყველაზე ცუდი ფორმა. მატერიალურად მდიდარს შეიძლება თავზე საყრელად ქონდეს ფული და ქონება მაგრამ იყოს სულიერად ღარიბი. მატერიალურად ღარიბი პირიქით შეიძლება იყოს სულიერად მდიდარი. იესოს ბევრი აქვს ნათქვამი მატერიალური ხელგაშლილობის სასარგებლოდ მაგრამ მდიდრების მიერ ღარიბებისთვის დოვლათის განაწილების ქრისტიანულ გაგებას საფუძვლად უდევს თავისუფალი ნება. მდიდარის მიერ თავისი სიმდიდრის მხოლოდ თავისუფალი ნებით გაცემით ენიჭება ამ საქციელს მადლი. სოციალისტური თეორია კი გულისხმობდ სიმდიდრის გადანაწილებას სახელმწიფო იძულებით, სხვისი ქონების ხელყოფას მესაკუთრის სურვილის საწინააღმდეგოდ რაც შეუთავსებელია ქრისტიანულ მოძღვრებასთან.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s