ნეომარქსიზმი–ნაწილი პირველი(ლევან აბაშიძე)

                ნეომარქსიზმი – მარქსისტული და მარქსისტული ორიენტაციის მქონე იდეების
კომპლექტი, რომელიც ხასიათდება კრიტიკული დამოკიდებულებით როგორც კაპიტალიზმის,
ისე ’რეალური სოციალიზმის” და მისი მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგიის მიმართ.
              ნეომარქსიზმის ნამდვილ ცენტრს, როგორც ორგანიზაციული, ისე
იდეურ-პრაქტიკული თვალსაზრისით ფრანკფურტის სკოლა წარმოადგენდა, რომელიც გასული
საუკუნის 20-იანი წლების ბოლოსა და 30-იანი წლების დასაწყისში მაინის ფრანკფურტის
უნივერსიტეტის სოციალური კვლევების ინსტიტუტის ბაზაზე ჩამოყალიბდა. მის
შემადგენლობაში შედიოდნენ: მაქს ჰორკჰაიმერი, თეოდორ ადორნო, ფრიდრიხ პოლოკი,
ჰერბერტ მარკუზე, ერიხ ფრომი და სხვები. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მათ გააგრძელეს
თავიანთი მუშაობა ინსტიტუტში, სადაც მათ ირგვლივ ნეომარქსიზმის მხარდამჭერების ახალი
თაობა ჩამოყალიბდა. ალფრედ შმიდტი, იურგენ ჰაბერმასი, ალბრეხტ ველმერი და სხვები. ამ
მიმდინარეობის განსხვავებული ვარიაციები, წარმოიშვა სხვა ქვეყნებში – საფრანგეთში,
იტალიაში, აშშ-ში, ინგლისში, უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიაში და სხვაგან. ფრანგ
ნეომარქსისტებს შორის ყველაზე პოპულარულები იყვნენ ა.ლეფევრი და ჟან პოლ სარტრი,
ამერიკელი სოციოლოგი რ.მილსი, იტალიელი. ე.პაჩი, პოლონელი რევიზიონისტი
ლ.კოლოვოლსკოვა, ჩეხი რევიზიონისტი კ.კოსიკა და სხვები. 

                ამ სკოლის წარმომადგენლების კურსი მიმართული იყო მარქსიზმის
განახლებისა და მარქსიზმ-ლენინიზმის რევიზიისაკენ. თავის მხრივ ნეომარქსიზმის
კლასიკად ითვლება გ.ლუკაჩის ”ისტორია და კლასობრივი ცნობიერება”. გარდა ამისა
ნეომარქსისტების ფუნდამენტური ნაშრომების რიცხვში, ფიგურირებენ კ.კორშის
”მარქსიზმი და ფილოსოფია” ეს წიგნები დაახლოებით ერთსა და
იმავე
დროს დაიწერა, გამოვიდა და ნეომარქსიზმის საფუძველი გახდა.

ფრანკფურტის სკოლამ შეიძლება ითქვას გადამწყვეტი როლი ითამაშა
ნეომარქსისტული იდეების  შემუშავებასა და
გავრცელებაში. რასაც ძალიან შეუწყო ხელი, სკოლის მკაფიოდ გამოკვეთილმა ინსტიტუციური
ბაზის არსებობამ რაც გამოიხატებოდა: ჟურნალების, რეგულარულად გამოცემული თეორიული
ნამუშევრების სერიებითა და საერთო კონცეპციის ერთობით. ფრანკფურტის სკოლის
ნეომარქსისტებს ალბათ ყველაზე ძლიერი პოზიცია ჰქონდათ, რომელიც მათ აძლევდა
შესაძლებლობას, უფრო ღრმა ზემოქმედება მოეხდინათ დასავლეთ გერმანიის როგორც
სოციალურ-ფილოსოფიურ ისე ლიტერატურულ-მხატვრულ ცხოვრებაზე, განსხვავებით სხვა
ქვეყნებში მათი კოლეგებისგან.
              ფრანკფურტის სკოლის იდეოლოგები ნამდვილი მარქსიზმის საკუთარი თეორიით
ეწინააღმდგებოდნენ საბჭოთა მარქსიზმ-ლენინიზმს, რომელიც მათი აზრით, არ
შეესაბამისებოდა მათ დროს და არ ქონდა უნარი მოეხდინა ”განვითარებული ინდუსტრიული
საზოგადოების კრიტიკა” სანამ არ მოხდებოდა მის შიგნით არსებული მოძველებული
დოგმების რღვევა.
              პირველი რაც ნეომარქსისტებმა გააკეთეს, იყო ის რომ გადააფასეს
მარქსიზმში, პროლეტარიატის მსოფლიო-ისტორიული როლი, როგორც სოციალისტური
რევოლუციის და კაპიტალიზმის მესაფლავის სუბიექტისა. ამ ცვლილების მიზეზს მარკუზე მაღალგანვითარებული
ინდუსტრიული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი მახასიათებლით ასაბუთებდა, რაც იმაში
გამოიხატებოდა, რომ ამ საზოგადოების შევსება ხდებ(ოდ)ა მუშათა კლასით. საჭიროებებისა
და მუშათა მასების ცნობიერებაზე მანიპულირების მეშვეობით, რომელსაც მმართველი
კლასები ახდენენ. მარკუზეს შემოაქვს ’ერთგანზომილებიანი ადამიანის’ ცნება –
პიროვნებები, რომლებიც ორიენტირებულნი და დეფორმირებულნი არიან თანამედროვე კაპიტალიზმის
საჭიროებების მიხედვით კონფორმისტებად, რომელთაც დაკარგული აქვთ კრიტიკული
დამოკიდებულება რეალობის მიმართ. ’ერთგანზომილებიანი ცნობიერების’ ბატონობის
პირობებში ’ერთგანზომილებიან ადამიანს’ ამ საზოგადოებაში არ შეუძლია შეიმუშავოს და
აღიქვას ის რევოლუციურ-სოციალისტური ცნობიერება, რომელიც მარქსიზმ-ლენინიზმის
თანახმად არის საწინდარი, პირობა და წინაპირობა პროლეტარიატის სოციალისტური
რევოლუციისა.
                მეორე – რევოლუციის სუბიექტად შეიძლება იქცეს, მხოლოდ ის ვინც ჯერ
კიდევ არ გამხდარა ’ერთგანზომილებიანი ცნობიერების” ტყვე. ასეთ საზოგადოებრივ
ჯგუფებად ისინი მიიჩნევდნენ რასობრივ, ნაციონალურ და რელიგიურ უმცირესობებს
აშშ-ში. კრიტიკულად მოაზროვნე ინტელიგენციას და სტუდენტებს კაპიტალისტურ ქვეყნებში
და ხალხის მასებს ჩამორჩენილი და ღარიბი  მესამე სამყაროს ქვეყნებში.
                მესამე მიზეზს მარკუზეს არგუმენტაციის მიხედვით წარმოადგენდა ის რომ
სოციალურ რევოლუციას წინ უნდა უძღოდეს ’ადამიანის რევოლუცია’(მისი უარი
მონაწილეობა მიიღოს კაპიტალისტური მომხმარებლური საზოგადოების თამაშში, უარი
აღიაროს ის ფასეულობები, რომელსაც ინდუსტრიული საზოგადოება ყველას თავს ახვევს),
’ერთგანზომილებიანი ცნობიერების’ უარყოფა და განთავისუფლება მასიური საინფორმაციო
საშუალებებისა და ნებისმიერი სახის გაბატონებული მორალური ნორმებისგან,
რომელიც  ახდენს ხალხის ინტეგრირებას ამ
საზოგადოებაში. და ბოლოს თითოეულის ინდივიდუალური ბუნტი, რაც იმის გააზრებიდან
უნდა გამომდინარეობდეს, რომ კაპიტალისტურ საზოგადოებაში მზაკვრულად შენიღბული
დემოკრატიული თამაშის წესები, სინამდვილეში, მხოლოდ ბურჟუაზიული ბატონობის
შენარჩუნების მექანიზმს წარმოადგენს.
                ეს ძირითადი იდეები, განსაკუთრებით მკაფიოდ ჰერბერტ მარკუზემ ჩამოაყალიბა,
თუმცა ფრანკფურტის სკოლის სხვა თეორეტიკოსებიც, თავიანთ ფილოსოფიურ და სოციოლოგიურ
კვლევებსა და შრომებში, ასევე მიუთითებდნენ, მარადიულად გადაუწყვიტავი
წინააღმდეგობის შესახებ ინდივიდის თავდაპირველ თავისუფალ ცნობიერებასა და საზოგადოებრივი
ცნობიერებით დატვირთულ ’მეს’ შორის.
                 ნეომარქსისტები ამტკიცებდნენ, რომ იპოვეს ერთადერთი ეფექტური – მესამე
გზა ეტალიტარიზმს, დასავლეთის მომხმარებლურ საზოგადოებასა და რეალურად არსებულ
სოციალიზმს შორის. ნეომარქსისტების მესამე გზა  არსებითად შეიცავდა მორალურ და კულტურულ
რევოლუციას, რომელიც გააუქმებდა იდეალიზირებულ ლიბერალურ სისტემას და შეცვლიდა მას
ახალი კულტურულ-იდეოლოგიური სისტემით. ასეთი რევოლუცია, მათი აზრით დასავლეთის
საზოგადოებას მისცემდა ახალ სუნთქვას, რაც ხელს შეუწყობდა მორალურ განახლებას,
რასაც კერძო საკუთრებაზე დამყარებული წარმოებითი ურთიერთობების ცვლილება უნდა
გამოეწვია.
               ფრანკფურტის სკოლისათვის იდეურ წყაროდ, ნეომარქსიზმის თეორიის
ფორმირებისას ფროიდიზმი იქცა. ზოგადი პრინციპები ფროიდიზმისა ან ნეოფროიდიზმისა
მოიცავს შემდეგს: ისტორიულ მატერიალიზმს არ შეუძლია მოგვცეს მისაღები ახსნა
თითოეული ადამიანის ქცევისა, ამიტომ საჭიროა მისი შევსება ფროიდიზმის იდეებით.
ქვეცნობიერი მოტივი ადამიანის ქცევისა არის უწყვეტი ბრძოლა ძირითად ინსტიქტებს
შორის, მაგალითად სიცოცხლის დამადასტურებელი ეროსი და სიკვდილის ინსტიქტი(ტანატოსი),
მაგრამ ადამიანი იძულებულია გარემომცველ ბუნებრივ და საზოგადოებრივ გარემოსთან დანებდეს,
შემდეგ გამოვლენილი ინსტიქტები გონივრულ მოტივებად გარდაქმნას და იხელმძღვანელოს ’რეალობის
პრინციპით’. შეუზღუდავი სიამოვნების საწყისი ინსტიქტისაკენ სწრაფვა, საშიშია
ადამიანის საზოგადოებაში ცხოვრებისათვის, ამიტომ ’სიამოვნების პრინციპი’
იძულებულია ’რეალობის პრინციპს’ დაექვემდებაროს. მარკუზე აღნიშნავს, რომ ’რეალობის
პრინციპი’ ’მაღალგანვითარებული ინდუსტრიული საზოგადოების’ პირობებში ’მწარმოებლურობის
პრინციპად’ ან ’ეკონომიკური პროდუქტიულობის პრინციპად’ გარდაიქმნება.
             აგრეთვე ფრანკფურტის სკოლისათვის თეორიულ წყაროდ ითვლება ჰეგელისეული
დიალექტიკა, ან უფრო სწორედ რომ ვთქვათ მისი თავისებური ნეოჰეგელიანური
ინტერპრეტაცია (მაგალითად მარკუზეს ნამუშევარი ’ჰეგელის ონტოლოგია და ისტორიციზმის
დამფუძნებელი თეორია’ მისივე წიგნი ’გონება და რევოლუცია ჰეგელი და საზოგადოების
თეორიის წარმოშობა’, აგრეთვე ადორნოს რამოდენიმე ნამუშევარი, რომელიც ჰეგელის
ფილოსოფიას ეძღვნება). ამ შემთხვევაში საუბარი მიდიოდა სუბიექტ-ობიექტის
დიალექტიკის სუბიექტურ-იდეალისტური ინტერპრეტაციისა და მარქსის მატერიალისტური
დიალექტიკის,  ჰეგელის დიალექტიკის
მეშვეობით ცვლილების შესახებ. ჰეგელისეული ’კონკრეტული უარყოფა’და
დიალექტიკურ-მატერიალისტური გაგება უარყოფის კანონისა ანაცვლებს ნეომარქსისტების
შეხედულებას უფრო რადიკალურ ’აბსოლუტურ უარყოფაზე’ იგივე ’ნეგატიურ დიალექტიკაზე’(ადორნო).
               40-იანი წლების ბოლოს შეიძლება ითქვას რომ ფრანკფურტის სკოლის
ისტორიისა და მისის კრიტიკული თეორიის პირველი ეტაპი დასრულდა. 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s