მოსაზრება ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმებაზე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს – კობა გოცირიძესა და ნანა დარასელიას  11 ივნისს, ჯამში, 1 საათიც არ დასჭირებიათ მიეღოთ ბიძინა ივანიშვილის 148 მილიონ 650 ათას 131 ლარით დაჯარიმების გადაწყვეტილებ (http://netgazeti.ge/GE/105/News/10256/).

ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმება,  დღევანდელი და დიდი ეჭვი მაქვს უახლოესი პერიოდის მთავარი ჰედლაინია,  მაგრამ  ჩემთვის ეს   საკითხი ალბათ მეორეხარისხოვანია,  იმ პრობლემასთან მიმართებაში  რომელიც ამ გადაწყვეტილებით გამოიკვეთა . როგორ ხდება ისე,  რომ ამ დროის განმავლობაში, რაც ხელისუფლებაში არსებული რეჟიმია,   არც ერთი მოსამართლე არ გამოჩნდა რომელიც არ შეასრულებს ამა თუ იმ უსამართლო გადაწყვეტილებას? რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? რათქმაუნდა შეგვიძლია ვისაუბროთ მოსამართლეების უკიდეგანო კონფორმიზმზე, ან ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ტოტალურ კონტროლზე მაგრამ არამგონია ეს საკითხი ესე მარტივი იყო.

რაც ყველაზე სამწუხაროა ეს პრობლემა, ფაქტიურად  ოპოზიციური მეინსტრიმის ყურადღების მიღმაა , ხოლო თუ ვინმე საუბრობს ამ საკითხებზე, გამოსავალს ხელისუფლების მიერ კონტროლის გაუქმებაში ხედავს. თითქოს საკმარისია უბრალოდ, ახალმა ხელისუფლებამ თქვას რომ მორჩა აღარ გავაკონტროლებთ მართლმსაჯულებას და ეს პრობლემა მოგვარდება,  რათქმაუნდა ხელისუფლების ტოტალური კონტროლი სერიოზული პრობლემაა და იმედია ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ეს  გამოსწორდება,   მაგრამ სწორედ აქ მიჩნდება შეკითხვა, მოსამართლეები რომლებიც სულაც არ არიან ისეთი  დაუცველები როგორც სხვა რიგითი ჩინოვნიკები, რატომ არ იღებენ ხმას და არ საუბრობენ პრობლემებზე? ნუთუ სისტემაში ერთი ადამიანიც არ არის რომელიც მზად არის აღუდგეს უსამართლობას?  განა ეს არ ქმნის საშიშროებას რომ ყველაზე უფრო კარგი ხელისუფლების პირობებშიც კი იქმნება ცდუნება თავადაც გააკონტროლო სასამართლო სისტემა?

არ დამავიწყდება, 2000 იანი წლების დასაწყისში მიმდინარე დისკუსიები,  როდესაც სასამართლო სისტემის პრობლემებზე საუბრობდნენ და  აქილევსის ქუსლად   დაბალი ხელფასებს  და კვალიფიკაციას  ასახელებდნენ .  გავიდა წლები და ფაქტია ხელფასების პრობლემა მოგვარდა, მოსამართლეების შრომა ღირსეულად არის დაფასებული , კვალიფიკაციის რაც შეეხება, საქართველოში თუ რაიმე კარგად ისწავლება მგონი ერთ–ერთი სწორედ სამართალია, მაშინ რაშია პრობლემა?

ვგონებ ახლა ის დროა როდესაც საჭიროა მსგავს სტრუქტურულ პრობლემებზე საუბარი, რადგანაც არსებული ლიბერალური ტრუიზმი, “თავისუფალი სასამართლო კარგია” აშკარად არ არის საკმარისი იმისთვის რომ, რეალური პრობლემები მოგვარდეს, რადგანაც არსებული ხელისუფლებაც ზუსტად რომ თავისუფალი სასამართლოს იდეით მოვიდა და აღმოჩნდა რომ ეს თავისუფლება საზოგადოებას და თავად მოსამართლეებს სხვანაირად ესმით.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s