ცუდი იდეები

მოდით ვიყოთ გულწრფელები, ყველა ჩვენთაგანი ვაკეთებთ იმას რაც თავიდანვე ცუდ იდეად მიგვაჩნია, შეიძლება იმიტომ რომ ასე გვისწორდება, ან უბრალოდ ბანალურად გვჯერა რომ ერთხელ მაინც მოიტანს კოკა წყალს, ასე მაგალითად ახლა, რიგით მეოცეჯერ გავათენე ღამე უკანასნკნელ  სამ წელიწადში იმ იმედით რომ გამოვიძინებ… არადა ცუდი იდეაა… მაშ ასე ჩემი ცუდი იდეების კრებული

  • ღამის გათენება იმ იმედით რომ ასე გადავეჩვევი  ღამეების უკონტროლო თენებას,, ე,ი ამ მეთოდის მუღამი ისაა რომ ათენებ ღამეს, მერე წვები ნორმალურ დროს და უბრუნდები ადამიანურ გრაფიკს. პრაქტიკაში სადღაც შუადღეზე გეძინება მკვდარივით და კიდევ უფრო გერევა გრაფიკი.
  • თავიდანვე ცუდ იდეად მივიჩნიე როდესაც, დეიდაჩემმა ბებიაჩემს ფეისბუკის ხმარება ასწავლა, ნუ ის ფაქტი რომ 70 წლის ქალი ფეისბუკის სწავლას იწყებს, პრინციპში არაა ცუდი მაგრამ როგორც სკეპტიკოსს შეეფერება, მომავალში დავინახე ყველა ის შესაძლო საფრთხეები რომელიც შეიძლება მოჰყოლოდა  “მრავალი თაობის გამზრდელი პედაგოგის” და ამასთავანევ პოეტი ბებიას კომენტებს, რაც  ჩემზე ბევრად უფრო არაადეკვატურ ტიპსაც შეაშინებდა და ჩემი შიშები რა გასაკვირი აღმოჩნდა. პრაქტიკაში მე გადავურჩი საფრთხეს მაგრამ ჩემები ვერა, მათ სახლში კომპიუტერში მოცილე გამოუჩნდათ, რომელსაც ვერაფრით არწმუნებ რომ 10 წუთი კი არა უკვე 3 საათია ზის.
  • როდესაც ფეისბუკში ერთ-ერთი ჩემი ფრენდის მოწერილი წერილი ვნახე რომელიც მთავაზობდა, საქართველოს გადარჩენის მისეულ გეგმას, ნამდვილად შემეძლო არ მიმეჩნია ძნ სახალისოდ და შეხვედრაზე არ დავთანხმებულიყავი, იმიტომ რომ მთელი მუღამი მსგავსი ღადაობის, 10 წუთში იწურება, საბოლოოდ კი სიგიჟის 3 საათი გრჩება.
  • ძალიან ძალიან ცუდი იდეა იყო, ზღვაზე წასვლა ვიღაც გოგოს გამო დღის ორ საათზე, ჯერ ერთი თუნდაც იმიტომ რომ არც ერთ გოგოსთან არაფერი არ ღირს, ისეთ დამწვრობად როგორიც მე მივიღე და კიდევ ერთხელ დავადასტურე, ბათუმელები თუნდაც თბილისში ძალიან დიდ ხანს მცხოვრებები ზღვაზე არ დადიან და არც უნდა იარონ ..
  • ძალიან ცუდი იდეა იყო 2000 იანების გარიჟრაჟზე, გლდანის რომელიღაც მიკროში წასვლა საქმის გასარჩევად, თან მხოლოდ ერთი ძმაკაცის იმედზე, მაგრამ კიდევ უფრო ცუდი იდეა იყო გლდანის რაზბორკის მშვიდობიანას დასრულების შემდგომ  ვაზისუბანში წასვლა, გეგონებოდა xp მომემატა, საქმის გარჩევების, ხოდა  არ ვიცი რისი იმედი მქონდა, ან რომელიც ბრუს ლი მე ვიყავი ან კიდევ ისტორიული ქართველი რომ ერთი ათზე(ნუ ჩვენს შემთხვევაში 2,5 კაცი) მეჩხუბა, შედეგები ჩემთვის არც ისეთი მწარე, მაგრამ გიორგის მუდამ ემახსოვრება..
  • სტუდენტობისას,  როდესაც  წვიმიან ღამეს  დაქალმა შემთავაზა სახლში ტაქსით გაგიყვანო, შემეძლო თანხმობა მეთქვა,   მითუმეტეს სახლამდე 6-7 კმ იყო და ფული არ მქონდა. მაგრამ არა, როგორ ვიკადრებდი და რაღაც ამოუცნობის გამო  მაშინ გამო უარი ვთქვი. შედეგად რამდენიმე დღე ჩაწოლა მომიწია
  • როდესაც გაგი გაბრიჭიძემ შემომთავაზა ექსკურსიაზე წასვლა, შემეძლო გამერკვია, მართლა მოდიოდა თუ არა ის გოგო ვის გამოც მივდიოდი იქ, როდესაც გაირკვა რომ არ მიდიოდა, დავრჩენილიყავი თბილისში და არ წავსულიყავი “გ” ჯგუფის (დიდი სიყვარულის ნიშნად  ინსაიდერულად გეებს ვეძახდით) ექსკურსიაზე სადაც 40 კაცი ერთმანეთს იცნობდა  და ვიღაც 4 სტრანნი ტიპი(მე და გაგი და ჩვენი ორი ჯგუფელი)  ახლდათ თან. შედეგად არ მაწყენდა ღვინო და არ ექნებოდა, მკვდარი ისტორიების დიდოსტატს კიდევ ერთი სრულიად არასასაცილო ისტორია მოსაყოლი.
  • რომელიღაც წელს, დილით სირბილის და ტრენაჟორებზე სიარულის გადაწყვეტილება, არაფერი ისეტი, რათქმაუნდა არ მირბენია და არც დიდხანც მივლია ფიტნესზე  მაგრამ ფინანსურად ძნ ძვირადღირებული იდეა კი აღმოჩნდა…
  • თმების გაზრდის იდეა(ვისაც თმა არ გაცვენია, ვერ მიხვდება რას ნიშნავს ეს)   კი ვიცოდი რომ ვმელოტდებოდი მაგრამ იმედი ბოლოს კვდებაო, შედეგად ყველაზე ამაზრზენი ფოტოები რაც კი გადამიღია და ბებიაჩემის მიერ შერქმეული “ბოცორია” 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s