მოსაზრება ბიძინა ივანიშვილის შეხვედრებზე

პირველ რიგში როდესაც ბიბიზე ვსაუბრობთ ერთი ფაქტორია ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არ არის ტიპური პოლიტიკოსი, ის არ იქცევა როგორც უნდა იქცეოდეს პოლიტიკოსი, რომელიც ძალიან დამოკიდებულია ხოლმე საზოგადოებრივ აზრზე, რაღაც მარგინალური ლიბერალური ელიტის ხუშტურებზე თუ უბრალოდ ჟურნალისტების კეთილგანწყობილებაზე, მისი უზარმაზარი პირადი ფინანსური და შეიძლება ითქვას სოციალური კაპიტალი აძლევს იმის საშუალებას, რომ ნამდვილი ჯიჰადი მოუწყოს ჟურრნალისტებს, ექსპერტებს თუ ეჭვი არ მეპარება მისი გუნდის წევრებსაც კი.


ამიტომაც როდესაც ბიბისთან შეხვედრების სანახავად ვემზადებოდი,  ყველaფრისთვის მზად ვიყავი, მოლოდინიც არ გამიცრუვდა,  ზუსტად ისეთივე იყო როგორიც წარმომედგინა, აქ ყველაფერი იყო, გარდა ტრადიციული, ჩვენთან მიღებული პრესკონფერენციების  დამკვიდრებული სტილისტიკისა. ბიბიმ იჩხუბა, იკაჩავა, სიტყვაზე გამოედევნა თუ საკუთარი აზრი დაუფარავად მიახალა სხვადასხვა ჯურის ტიპებს.  პრემიერის მედიასთან თუ ექსპერტებთან  ურთიერთობის ეს სტილი ჩვენთვის, ხალხისთვის თუ პოლიტიკით დაინტერესებული ტიპებისთვის  ძალიან უცხოა, მოდით ვაღიაროთ,  ჩვენ ხომ ისიც ვერ დავიჯერეთ, რომ შეიძლება ადამიანი გახდე  ქვეყნის ლიდერი , თან  შემდგომ ადგე და წახვიდე. გულწრფელად ვთქვათ განა ჩვენი პოლიტიკური  მეინსტრიმის ტრადიცია  არ არის  როდესაც ვიცით, რომ პოლიტიკოსი გვატყუებს  და ეს ნორმაა. ამიტომაც  “ბატონი ბიძინას” რომ მას მასზე შეყვარებული ქართული ინტელიგენცია ეძახის, ამ მეისტრიმული  ნორმიდან ამოვარდნილი გახლდათ.

ავიღოთ პირველი შეხვედრა, ექსპერტებთან რომელიც იყო , ყველაზე კარგი მაგალითი პრემიერის არაორდინალური საქციელის,  მამუკა არეშიძის მიმართ დამოკიდებულება  გახდლათ, არ დავმალავ   მამუკა არეშიძე ძალიან მაღიზიანებს, მისი მანერა საუბრის, როდესაც  საუბრის დროს თავი ისე მოაქვს თითქოს რაღაც საიდუმლოზე საუბრობს, ამას დამატებული აპოკალიპტური  სცენარები რომელიც მუდმივად სადღაც ახლოს ხდება .  რათქმაუნდა დღეს აღარავის ახსოვს მისი პროგნოზები, ირანში, სირიაში და კიდევ ალაჰმა უწყის რომელ ქვეყნებში დაგეგმილ საომარ მოქმედებებზე, ან რაც მთავარა კავკასიის თემატიკაზე გაკეთებული პროგნოზები  რომელთა დიდი ნაწილი გადამოწმებას არ ექვემდებარება, ნულოვანი ინტერესის გამო ხოლო რომელიც ექვემდებარება უბრალოდ სისულელეა, ხოდა ასეთ ადამიანს რომელიც რაღაც გაუგებარი  ტრადიციით მუდმივი ექსპერტის სტატუსით სარგებლობს, ბიბიმ ნამდვილი ჰოლოკოსტი მოუწყო,  ზუსტად იმაზე მოთხოვა პასუხი, რაზეც მას არავინ სთხოვდა,  რა დგას მისი განცხადებების და პროგნოზების უკან? საიდან მოაქვს მას ეს ინფრომაციები?  ეგ კი არა ზუსტად ისეთივე ცინიკური ტონით მიმართა როგორც ბევრი ჩემი მეგობარი და მეც მოვაწერდით ხელს “ბატონო მამუკა თქვენ ექსპერტი ხართ არა” ? ზუსტად აქ გამოჩნდა ის თუ რომ ჩვენ სხვანაირი პრემიერი გვყავს, კარგი თუ ცუდი ეს სხვა თემაა, უბრალოდ არატრადიციული, პოლიტიკური მეინსტრიმისგან ამოვარდნილი.

მოკლედ ექსპერტებთან შეხვედრა რომელიც გარდა მამუკა არეშიძის საჯარო დატუქსვისა და კიდევ სხვა ექსპერტებზე გადავლისა მაინც საზოგადოებაში, უფრო სწორად იმ ხალხში რომელიც ჯიუტას იბრალებს საზოგადოების აზრის გამომხატველობას, ნეგატიურად შეფასდა.

ახლა წარმოვიდგინოთ, როგორ მოიქცეოდა კარგი,საზოგადოების აზრზე  ორიენტირებული პოლიტიკოსი?იმის შემდგომ რაც საზოგადოების აზრი მის წინააღმდეგ განეწყო? 

მას ჰქონდა ვარიანტი მოქცეულიყო როგორც ნაცმოძრაობა იქცეოდა, ანუ,  წინასწარ შეერჩია  ჟურნალისტები, რომელთან ნაწილი სრულიად შემთხვევით დაწინაურდებოდა  მაღალ თანამდებობზე ხოლო მეორე ნაწილი რაღაც ფონდებიდან(სახელმწიფო რათაქმაუნდა)  სახელფასო დანამატებს მიიღებდა და შედეგად პრესკონფერენცია გადაიქცებოდა, ერთი მსახიობის  შოუდ, სადაც გამომსვლელი  მოიქცეოდა ისე როგორც ჯამბაზი იქცევა ცირკში მაყურებლების წინაშე, მოაწყობდა ფოკუსების კასკადს და  ილაპარაკებდა ყველაფერზე  გარდა იმ თემებზეც კი რომლებზეც მისივე  შერჩეული კარის ჟურნალისტები დაუსვამდმემ კითხვას.

ასევე მას შეეძლო მოქცეულიყო  როგორც ჩვენს წარმოდგენაში არსებული  დასავლური ყაიდის პოლიტიკოსი მოიქცეოდა, ” უფრო მომზადებული” მივიდოდა შეხვედრაზე  ყალბი ღიმილის ზეიმს მოაწყობდა,  მოკლედ ისე მოიქცეოდა როგორც სტანდარტული პოლიტიკოსები იქცევიან, აი წარმოიდგინეთ ალასანია, ანუ  ყოვლად უსარგებლო საუბარი, პატრიოტული მოტივებით თამაში, ნატოს და ამერიკის ხსენება ყველაზე საჭირო თუ არასაჭირო დროს და ასე შემდგომ.

მაგრამ როგორც იქცევა ბიბი? ის მომზადებული მოდის და ჟურნალისტებს ზუსტად ისეთივე ჯიჰადს უწყობს როგორიც ექსპერტებს მოუწყო, ისევე ეჩხუბება და თხოვს პასუხს შენიშვნებზე როგორც ეს ექსპერტებს მოსთხოვა, ნუ აღსანიშნავია ერთი  სხვაობაც  , თუ  ექსპერტების დიდი ნაწილი მეტნაკლებად  ბიბისთან  რაღაცნაირ ვალში გრძნობდნენ თავს , ჟურნალისტები უფრო ნაკლებად იყვნენ  მასზე დამოკიდებულები და ამიტომაც უფრო მედგრად დაიცვეს საკუთარი პოზიციები.

რაც არ უნდა არ მოგვწონდეს ბიძინა ივანიშვილი ის დღეს ხმამაღლა ებრძვის იმას რაც მას აბსოლუტურად არ ეხება, ანუ მაგალითად შეიძლება დაუჯერებელი იყოს მაგრამ პრემიერის საქმე არა არის ის რაც ქართულ ჟურნალისტიკაში ხდება, არ არის მისი საქმე იმის გარკვევა   რომ ქართველ ჟურნალისტს აბსოლუტურად ყველაფრის უფლება აქვს, მაგალითად ქართველ ჟურნალიასტს შეუძლია თქვას რომ პატიმარს ციხეში ხელი მოახერხეს და ამაზე ერთი ამბავი ატეხოს, მოიწვიოს პრესკონფერენციები და ინფორმაცია ყველა მისთვის ხელმისაწვდომი მეთოდებით გაავრცელოს. ან კიდევ ის რაც ინგა გრიგოლიამ გააკეთა, თქვას რომ არც ერთი მინისტრი არ ჩავიდა იმ სოფელში და ამ დროს ირკვევა რომ  რომ  მინიმუმ სამი მინისტრი ყოფილა ჩასული , არადა ამით საქმე ბევრად უფრო მეტს რამეზე დავიდოდა, დაისმებოდა შეკითხვები უბრალოდ მინისტრების მუშაობაზე, რას შეეძლოთ გაეკეთებინათ და მოკლედ საქმე უფრო პროფესიონალურ პლატფორმაზე გადავიდოდა. ახლა იმას ვარკვევთ ჩავიდა თუ არა არადა პრობლემა იმაშია ამ ჩასვლით რა შეიცვალა. მაგრამ პრობლემის სათავე ის არის რომ  ჩვენი,  სკანდალზე ორიენტირებული ჟურნალისტიკა, გულის ამაყუჩებელ გადაცემას ვერ გააკეთებდა სოფელ დვანში მიმდინარე პრობლემებზე, სადაც როგორც ირკვევა, მინისტრებს და მთავრობას ეშინია ჩასვლა და ორიოდე ჟურნალისტი გმირივით ჩადის  და სულ არ უფრთხის  რუსს ოკუპანტებს.

ჩვენთან ასეთ ჟურნალისტებს არავინ სჯის, მას  არ სჯის ბაზრის კანონები იმიტომ რომ ზუსტად ბაზარზე ორიენტაციამ აქცია ის ესეთ ჟურნალისტად, არ სჯის რაღაც შინაგანი ეთიკა ან თუნდაც ჟურნალისტური გაერთიანებები. ჩვენთან ყველაფრის, აბსოლუტურად ყველაფრის უფლება გაქვს, შეგიძლია ერთ კაცზე დაყრდნობით გაავრცელო ინფორმაცია თან ისე არც გადაამოწმო და შემდგომ დაე დაბრალებულებმა იდარდონ. 

რაღათქმაუნდა ბიბის საქმე  ნამდვილად არ არის ქართველ ჟურნალისტებს მიუჩინოს მისი ადგილი, არც მათი აღზრდაა პრემიერის საქმე, მისი  მოვალეობაა თუ ესეთ შეხვედრას აკეთებს  კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხი გასცეს მაგრამ რა ხდება მაშინ თუ ეს შეკითხვებიც სისულელეა? ან კიდევ როდესაც ჟურნალისტი ურცხვად აცხადეს საკუთარ შეხედულებებს ობიექტურ ჭეშმარიტებად, ჩვენთან ხომ რატომღაც ჰგონიათ ჟურნალისტებს რომ მათი კლასობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე იდეები საყოველთაოა, მაგრამ ეს კიდევ არაფერი, მთავარი პრობლემა მაინც ის არის რომ ჩვენთან დამვკიდრა ორი საშინელი მითი რომელიც ისე არ ვნებს არაფერი როგორც ეს ორი ვნებს:

პირველი- მითი ჟურნალისტების აპოლიტიკურობაზე, თითქოს პოლიტიკაზე მომუშავე ჟურნალისტი აპოლიტიკური უნდა იყოს და ამაშინ იგულისხმება ხოლმე ის რომ ანუ არ უნდა იყოს რომელიმეს მიმართ ტენდეცნიურად განწყობილი და ობიექტურობას უნდა ინარჩუნებდეს.  შედეგად რათქმაუნდა ადამიანურად შეუძლებელია რომელიმე ჟურნალისტი დარჩეს ობიექტურობის ჩარჩოში და ეს მარაზმად გადაიქცევა.

მეორე უკიდურესობა ეს არ ვიცი სხვა ქვეყნებში თუ არის მაგრამ ჩვენი ჟურნალისტების და განსაკუთრებით ლიბერალურად განწყობილი ჟურნალისტების სენია, ეს არის პოზიცია რომლის მთავარი ამოსავალი წერტილი ის არის სიმართლე სადღაც შუაშია, ანუ მაგალითად თუ ვინმე იძახის 2*2=4 და მეორეც ვერსია 2*6 ქართველი ჟურნალისტი აუცილებლად აწვება პოზიციას რომ სიმართლე 2*2  არის 5.

გამოსავალი ამ სიტუაციაში რათქმაუნდა არსებობს, მალე ახალი პრემიერი გვეყოლება რომელიც ზუსტად ისე მოიქცევა როგორც ეს ჩვენ წარმოგვიდგენია, ან საერთოდ არ ჩაატარებს მსგავს შეხვედრებს ან ისე მოიქცევა როგორც ეს რაღაც მარგინალურ  ჯგუფებს მოეწონება, ისაუბრებს იმ თემებზე რომელიც იქნება მომგებიანი მისთვის და  რაც პრაქტიკაში  ძალიან მცირე ჯგუფების აზრით არის დღევანდელი დღის წესრიგი და რაც მთავარია, არავინ შეეხება სიწმინდეებს. ქართველ ჟურნალისტებს, ექსპერტებს თუ ენჯეოშნიკებს, იმედი მაქვს შემდეგი რომლის მიტისკვასაც ბიბი აპირებს ეს ხალხია. 

8 thoughts on “მოსაზრება ბიძინა ივანიშვილის შეხვედრებზე

  1. Anonymous

    საინტერესოა, მაგრამ მერე რა? მიტისკა ყველა “ხელშეუხებლები” და … მერე ადგება და წავა. 😀 ის “ხელშეუხებლები” ისევ გააგრძელებენ ძველებულ ტაშფანდურას.

  2. ნიკუშა მარქსი

    აი ეგ არის მთავარი პრობლემა ზუსტად 🙂 ბიბის წასვლის შემდგომ ისე რჩება ის კლანი ყველაფრის გარეშე.

  3. Anonymous

    es qvelaperi gasagebia, magram es “jihadi” momdinareobs adamianidan romelic ambobs rom asaval-dasavalia misi saqvareli gazeti. Ra jurnalistobaze da profesionalizmze gvelaparakebit b-no Marx?

  4. ნიკუშა მარქსი

    მე მგონი არასერიოზული განაცხადია, ბიბის არ უთქვამს რომ ასავალია მისი საყვარელი გაზეტი, უბრალოდ შეაქო გაზეთი რომელიც მისგან იღებდა ინტერვიუს 🙂 ცოტა არასერიოზულია ახლა ამაზე კამათი.

  5. einBLICK Georgien

    ივანიშვილის გამოჩენისთანავე მისი არაორდინალობა და მეინსტრიმის გარეთ ყოფნა იყო ყველაზე საინტერესო და არა მისი ფინანსები ან მეცენატობა. (დღეს ქცეული “ბიძინას ფაქტორებად”) მას არ დახვდა არავინ, ვინც გამოიყენებდა და დადებით არხს გახსნიდა რისკიანი და არაორდინალური გადაწყვეტილებებისათვის. საბოლოოდ საეჭვოა, თუ მას საერთოდ რაიმე ხედვა აქვს და რაც გულისხმობს “ევროპა გააკვირვოში”. მისი მეცენატობითაც არანაირი ხედვა არ ჩანდა. ჩანდა მისი საეჭვო (მინიმუმ გემოვნების) გარემოცვა. ესეც სასაუბრო თემაა, რომელზედაც “ბიძინას ფაქტორები” ხმას ვერ იღებენ. მისი გულწრფელი მოწადინება (როგორც ჩანს) იმ კლანურ ჭაობში, რაც არსებობს, ვფიქრობ კი არ მიეხმარება დაწმენდას, არამედ არსებულ დეფორმაციებს მხოლოდ აურევს. ეს მოკლედ. სათქმელი ბევრია, თუმცა აქვს აზრი? პს: ამაში ვერ დაგეთანხმები: “ებრძვის იმას რაც მას აბსოლუტურად არ ეხება”, – რაც არ უნდა დადებითად შეხედო მის ამ გულწრფელ საჯარო გარჩევებს, აშკარაა, რომ სწორედაც პირადულად ღებულობს ყველანაირ “კრიტიკას” უგვან, მდაბიო დონეს ექსპერტ-მედიისას. ეს არაა სახელმწიფოებრივი ქცევა. ამის შეგნებასთან ორდინალობა თუ არაორდინალობა არაფერი შუაშია. უბრალოდ არ აქვს.

  6. ნიკუშა მარქსი

    მისი გულწრფელი მოწადინება (როგორც ჩანს) იმ კლანურ ჭაობში, რაც არსებობს, ვფიქრობ კი არ მიეხმარება დაწმენდას, არამედ არსებულ დეფორმაციებს მხოლოდ აურევს.

    //// თუ დაუკვირდებოდი ჩემს დაკსკვნაშიც ზუსტად ეგ მიწერია ///

    “ებრძვის იმას რაც მას აბსოლუტურად არ ეხება”, – რაც არ უნდა დადებითად შეხედო მის ამ გულწრფელ საჯარო გარჩევებს, აშკარაა, რომ სწორედაც პირადულად ღებულობს ყველანაირ “კრიტიკას” უგვან, მდაბიო დონეს ექსპერტ-მედიისას.

    ///ის რომ პიროვნულად ღებულობს არ გამორიცხავს იმას რომ არ შეებრძოლო ამ თემას 🙂 ის კი ებრძვის.

    მთელი ჩემი პოსტის მთავარი თაგლაინიც ესაა 🙂 სიტუაცია როდესაც “მეინტრიმში” იცი როგორ უნდა მოიქცე და არ იქცევი.

  7. Anonymous

    tqven sheaqebdit, an miscemdit interviews asaval dasavals?? Tqven daavalebdit mtavrobis cevrebs rom asaval dasavals miscen interviewebi?
    Dzalian araseriozul rames ambobt b-no Marx. ar minda davijero rom martla ase fiqrobt. chemtvis memarcxeneoba cota sxva rames nishnavs.

  8. ნიკუშა მარქსი

    მოდით ასე ვთქვათ 🙂

    პირველი- მემარცხენეობა არის ის რასაც ადამიანი ფიქრობ და განიცდის, ჯერ კიდევ როდესაც ენგელს ჰკითხეს კაპიტალის მიხედვით როგორ ვიმოქმედოთო, ენგელსმა უპასუხა ეგ არ ვიცი, არავითარი სამოქმედო გეგმა არ არსებობსო, არსებობს მხოლოდ სახელმძღვანელო თუ როგორ დაიწყო მოქმედებაო, ასეა ჩემს და ნებისმიერი მემარცხენისთვის რომელიც ცდილობს რაიმე რეალური პოლიტიკის კეთებას.
    მეორე- ჩემი პირველი ინტერვიუ, რაც კი ოდესმე მიმიცია ზუსტად რომ ასავალ დასავალს მივეცი, რა მნიშვნელობა აქვს ამას, მე ის ვიპარაკე რაც მიმაჩნდა მაშინ მნიშვნელოვნად და იმ ხალხმა ჩესტნად გაუშვა.
    მესამე- ასავალი მოგწონს თუ არა ეს სხვა თემაა, როდესაც პრემიერი ხარ, უბრალოდ ვალდებული ხარ სხვანაირად მოიქცე, ესეთია თამაშის წესები, მითუმეტს მაშინ ბიბი არ იყო პრემიერი და ძნ მძიმე ბრძოლაში იყო ხელისუფლებასთან და მას სჭირდებოდა მოკავშირეები, ასეთია რეალური პოლიტიკა.
    მესამე- მე დემოკრატიის მჯერა მაგრამ ხანდახან ავტორიტარიც ვარ მაგრამ გულწრფელად მჯერა რომ თუ ოდესმე მთავრობაში ვიქნები არავის არ უნდა ავუკრძალო ინტერვიუები მისცენ იმათ ვისაც ჩათვლიან საჭიროთ.

    პ.ს ბატონ მარქსათ ნუ მომმართავთ 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s